„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
12.04.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ვანო ზარდიაშვილი, რატი იონათამიშვილი
ნომერი
#07-3/153/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-04-16
ბიუროს ნომერი 147

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მუხლი 1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 08.12.2009, მუხ. 300) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემასა და ორგანიზაციას, მოსამართლეთა სამართლებრივ სტატუსს, მათი შერჩევის, თანამდებობაზე დანიშვნის (არჩევის) და თანამდებობიდან განთავისუფლების წესს, მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს, აგრეთვე საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებს, დისციპლინური სახდელის სახეებს, დისციპლინური სამართალწარმოებისა და მოსამართლეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესს, საერთო სასამართლოებში დისციპლინური საქმეების განხილვისა და მათზე გადაწყვეტილების მიღების წესს.“. 2. მე-19 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. სადისციპლინო პალატა ამ კანონის XIII1 თავით დადგენილი წესით განიხილავს საჩივრებს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოეგიის გადაწყვეტილებებზე.“. 3. 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) ახორციელებს ამ კანონის XIII1 თავით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს;“. 4. 23-ე მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. ამ მუხლის მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, სააპელაციო სასამართლოს პალატის თავმჯდომარე ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე თანამდებობიდან თავისუფლდება ამ კანონის XIII1 თავის 1 შესაბამისად.“. 5. 32-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარე/სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარე თანამდებობიდან თავისუფლდება ამ კანონის XIII1 თავის შესაბამისად.“. 6. 34-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მოსამართლის თანამდებობაზე არ შეიძლება დაინიშნოს/აირჩეს ნასამართლევი პირი, აგრეთვე პირი, რომელიც გათავისუფლებული იყო მოსამართლის თანამდებობიდან ამ კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღარ არსებობს ამ კანონის XIII1 თავის ის ნორმა, რომლის საფუძველზედაც პირი გათავისუფლდა მოსამართლის თანამდებობიდან), ან იმავე მუხლის იმავე პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით.“. 7. 46-ე მუხლი ამოღებულ იქნეს. 8. 511 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებიდან გამომდინარე, დამოუკიდებელი ინსპექტორის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ კანონის XIII1 თავით.“. 9. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის XIII1 თავი: „თავიXIII1. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობა და დისციპლინური სამართალწარმოება მუხლი 751. მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველი და დისციპლინური გადაცდომის სახეები 1. საერთო სასამართლოს მოსამართლეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის ეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა და სახდელი. 2. დისციპლინური გადაცდომის სახეებია: ა) კორუფციული სამართალდარღვევა ან თანამდებობრივი მდგომარეობის მართლმსაჯულებისა და სამსახურებრივი ინტერესების საზიანოდ გამოყენება. კორუფციულ სამართალდარღვევად ჩაითვლება „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დარღვევა, თუ იგი არ იწვევს სისხლისსამართლებრივ ან ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას; 2 ბ) მოსამართლის თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობა ან მოსამართლის მოვალეობებთან ინტერესთა შეუთავსებლობა; გ) მოსამართლისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ბღალავს სასამართლოს ავტორიტეტს ან ზიანს აყენებს სასამართლოსადმი ნდობას; დ) საქმის განხილვის უსაფუძვლო გაჭიანურება; ე) მოსამართლის მოვალეობების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება; ვ) მოსამართლეთა თათბირის ან პროფესიული საიდუმლოების გამჟღავნება; ზ) დისციპლინური უფლებამოსილების მქონე ორგანოს საქმიანობისათვის ხელის შეშლა ან მისდამი უპატივცემულობა; თ) სამოსამართლო ეთიკის ნორმების დარღვევა. 3. კანონის არასწორი განმარტება, რომელსაც საფუძვლად უდევს მოსამართლის შინაგანი რწმენა, არ არის დისციპლინური გადაცდომა და აღნიშნული ქმედებისათვის მოსამართლეს არ ეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა. მუხლი 752. დისციპლინური სამართალწარმოების ვადები მოსამართლეს დისციპლინური პასუხისმგებლობა არ ეკისრება, თუ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის დღიდან გასულია 5 წელი, ხოლო დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან – 1 წელი. მუხლი 753. დისციპლინური სახდელისა და დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების სახეები 1. დისციპლინური სახდელებია: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) მკაცრი საყვედური; დ) მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება; ე) საერთო სასამართლოს მოსამართლეთა რეზერვში ჩარიცხული მოსამართლის რეზერვიდან ამორიცხვა. 2. დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიებებია: ა) მოსამართლისადმი კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვა; ბ) სასამართლოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის პირველი მოადგილის ან მოადგილის, სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლება. 3. რეზერვში ჩარიცხული მოსამართლის მიმართ გამოიყენება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელი. მუხლი 754. დისციპლინური სამართალწარმოების კონფიდენციალურობა 1. დისციპლინური სამართალწარმოების პროცესი კონფიდენციალურია. იმ მოსამართლეს, რომლის მიმართაც დისციპლინური სამართალწარმოება მიმდინარეობს, უფლება აქვს, მოითხოვოს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო 3 პალატის სხდომების გასაჯაროება, აგრეთვე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ამ კანონის 7513 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მისაღებად გამართული სხდომის (გარდა თათბირისა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურებისა) გასაჯაროება. შესაბამისი უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირები და საჯარო მოსამსახურეები ვალდებული არიან, დაიცვან ყველა იმ ინფორმაციის საიდუმლოება, რომელიც მათთვის დისციპლინური სამართალწარმოების დროს გახდა ცნობილი, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2. გადაწყვეტილება მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის, შეჩერების ან განახლების შესახებ, აგრეთვე ამ კანონის 7541 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მიღებიდან 5 დღის ვადაში ეგზავნება საჩივრის (განცხადების) ავტორს და შესაბამის მოსამართლეს. 3. გადაწყვეტილება მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყების და მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ, აგრეთვე ამ კანონის 7541 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები მიღებიდან 5 დღის ვადაში ეგზავნება ასევე საჩივრის (განცხადების/შეტყობინების) ავტორს, თუ საერთო სასამართლოში აღარ განიხილება ის საქმე, რომელთან დაკავშირებითაც განხორციელდა დისციპლინური სამართალწარმოება. მუხლი 755. დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების საბაბი 1. მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების საბაბი შეიძლება იყოს: ა) ნებისმიერი პირის საჩივარი ან განცხადება, გარდა ანონიმური საჩივრისა ან განცხადებისა; ბ) სხვა მოსამართლის, სასამართლოს ან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ან აპარატის მოხელის მოხსენებითი ბარათი მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესახებ; გ) გამოძიების ორგანოს შეტყობინება; დ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, აგრეთვე საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში ან/და წინადადებაში მოცემული ინფორმაცია მოსამართლის მიერ ისეთი ქმედების ჩადენის შესახებ, რომელიც შეიძლება დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვალოს; 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჩივარი (განცხადება) უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშს და შედგენილი უნდა იყოს, როგორც წესი, ნაბეჭდი სახით. საჩივრის (განცხადების) წარდგენა შესაძლებელია ასევე ელექტრონული ფორმით. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშის შეუსაბამო საჩივრის (განცხადების) წარდგენა არ შეიძლება გახდეს მის მიღებაზე (რეგისტრაციაზე) უარის თქმის საფუძველი. 3. მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესახებ საჩივრის, 4 განცხადების ან სხვა ინფორმაციის მიღების თაობაზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამის მოსამართლეს. მუხლი 756. მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების უფლებამოსილება მოსამართლის მიმართ დისციპლინურ სამართალწარმოებას იწყებს, აგრეთვე დისციპლინური საქმის წინასწარ შემოწმებასა და გამოკვლევას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორი (შემდგომ – დამოუკიდებელი ინსპექტორი). დამოუკიდებელი ინსპექტორი თავის დასკვნებსა და მოსაზრებებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წარუდგენს. მუხლი 757. დისციპლინური სამართალწარმოების დაწყება და წინასწარი შემოწმება 1. დამოუკიდებელი ინსპექტორი მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესახებ საჩივრის, განცხადების ან სხვა ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მისი მიღებიდან 2 თვეში წინასწარ ამოწმებს მის საფუძვლიანობას. წინასწარი შემოწმების ვადა შეიძლება 2 კვირით გაგრძელდეს ან შეჩერდეს წინასწარი შემოწმების შეუძლებლობის შემთხვევაში. 2. მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემას შეიძლება საფუძვლად დაედოს ის გარემოებები, რომლებიც მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესახებ საჩივარში, განცხადებაში ან სხვა ინფორმაციაში მითითებული არ ყოფილა და რომლებიც წინასწარი შემოწმების დროს გამოვლინდა. 3. დაუშვებელია ერთი და იმავე მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების განმეორებით დაწყება იმავე საფუძვლით, რომლითაც უკვე განხორციელდა დისციპლინური სამართალწარმოება. 4. დისციპლინური სამართალწარმოების დროს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის მოხელეთა უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი სამართლებრივი აქტებით. მუხლი 758. მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყების საფუძვლიანობის შეფასება 1. წინასწარი შემოწმების შედეგად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო აფასებს მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყების საფუძვლიანობას და წინასწარი შემოწმებისათვის ამ კანონის 757 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი საერთო ვადის ფარგლებში, სრული შემადგენლობის 2/3-ის უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყების და მოსამართლისათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევის შესახებ. თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვერ მიიღებს აღნიშნულ გადაწყვეტილებას, მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოება შეწყდება. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, რომელიც არ ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას, შეუძლია წერილობით ჩამოაყალიბოს თავისი განსხვავებული აზრი, რომელიც დისციპლინურ საქმეს დაერთვება. 5 2. მოსამართლისათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებაში უნდა აღინიშნოს დისციპლინური დევნის საფუძველი ამ კანონის 751 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისი ქვეპუნქტის მითითებით. ახსნა-განმარტების მიცემა მოსამართლის უფლებაა. მუხლი 759. დისციპლინური საქმეების ერთ წარმოებად გაერთიანება დამოუკიდებელი ინსპექტორი, აგრეთვე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია თავისი გადაწყვეტილებით ერთ წარმოებად გააერთიანოს ერთი მოსამართლის მიმართ სხვადასხვა საფუძვლით წარმოებული ორი ან ორზე მეტი დისციპლინური საქმე. მუხლი 7510. დისციპლინური საქმის გამოკვლევა. დამოუკიდებელი ინსპექტორის აცილება და თვითაცილება 1. დისციპლინური საქმის გამოკვლევა უნდა დასრულდეს მოსამართლისათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 2 თვეში. აუცილებლობის შემთხვევაში ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 2 კვირით. 2. წერილობითი ახსნა-განმარტება ჩამოერთმევა იმ მოსამართლეს, რომლის მიმართაც წარმოებს დისციპლინური დევნა. დამოუკიდებელი ინსპექტორი უფლებამოსილია წერილობითი ახსნა-განმარტება ჩამოართვას საჩივრის (განცხადების) ავტორს. დამოუკიდებელი ინსპექტორი უფლებამოსილია მოითხოვოს დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტთან დაკავშირებული ყველა საჭირო ინფორმაცია, დოკუმენტი და მასალა, მიიწვიოს სხვა პირი და მოისმინოს მისი ინფორმაცია. დამოუკიდებელი ინსპექტორი ვალდებულია განიხილოს იმ მოსამართლის შუამდგომლობა, რომლის მიმართაც წარმოებს დისციპლინური დევნა, და მოსამართლეს, მისი მოთხოვნის შემთხვევაში, დამატებითი ახსნა-განმარტება ჩამოართვას. მოსამართლეს უფლება აქვს, დისციპლინური საქმის გამოკვლევისას დამცველის დახმარებით ისარგებლოს. მას შეუძლია დამცველად მიიწვიოს ადვოკატი ან სხვა მოსამართლე, ან სხვა წარმომადგენელი. 3. დისციპლინური საქმის წინასწარი შემოწმება და გამოკვლევა ობიექტურად, ყოველმხრივ და მიუკერძოებლად უნდა განხორციელდეს. შესწავლილი უნდა იქნეს მოსამართლის პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელი, ისე დამამძიმებელი გარემოებები. 4. მოსამართლეს უფლება აქვს, განაცხადოს დამოუკიდებელი ინსპექტორის აცილება. აცილება დასაბუთებული უნდა იყოს. მოსამართლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, თუ მოცემულ საქმეში დამოუკიდებელი ინსპექტორის მიუკერძოებლობისადმი ეჭვი საფუძვლიანია. ამავე საფუძვლის არსებობისას დამოუკიდებელი ინსპექტორი ვალდებულია თვითაცილება განაცხადოს. დამოუკიდებელი ინსპექტორის აცილების საკითხს განიხილავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3-წევრიანი კოლეგია, რომელიც წილისყრით შეირჩევა. მოსამართლის შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში დისციპლინური საქმის 6 გამოკვლევას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელიც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით დადგენილი წესით გამოვლინდება. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აღნიშნული წევრის აცილების საკითხი ამ პუნქტის შესაბამისად გადაწყდება. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელიც განახორციელებს დამოუკიდებელი ინსპექტორისთვის ამ კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებებს, მონაწილეობას ვერ მიიღებს მოცემულ საქმეზე მოსამართლისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის გადაწყვეტაში. დამოუკიდებელი ინსპექტორის აცილების საკითხის გადაწყვეტისთვის გამოყენებული ვადა არ ჩაითვლება დისციპლინური საქმის გამოკვლევის ვადაში. 5. დისციპლინური სამართალწარმოების დროს დაუშვებელია მოსამართლის მიერ გამოტანილი აქტების კანონიერებაზე ზედამხედველობა. მუხლი 7511. დისციპლინური საქმის წარმოების შეჩერება 1. დისციპლინური საქმის წარმოება შეჩერდება, თუ: ა) დისციპლინური საქმის გამოკვლევის მასალები აშკარად მიუთითებს მოსამართლის მიერ დანაშაულის ჩადენაზე. ამ შემთხვევაში დისციპლინური საქმის მასალები საგამოძიებო ორგანოს ეგზავნება. თუ მოსამართლის მიმართ არ დაიწყება სისხლისსამართლებრივი დევნა ან/და არ დადგება გამამტყუნებელი განაჩენი, ამასთანავე, თუ მოსამართლისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ვადა ამოწურული არ არის, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო განაახლებს დისციპლინური საქმის წარმოებას; ბ) დისციპლინური საქმის გამოკვლევის პროცესში წარმოიშვა ისეთი ობიექტური სირთულე ან დაბრკოლება (იმ მოსამართლის ავადმყოფობა, რომლის მიმართაც წარმოებს დისციპლინური დევნა, ან სხვა შემთხვევა), რომელიც დროებით შეუძლებელს ხდის ამ საქმის გამოკვლევას. ამ შემთხვევაში დამოუკიდებელი ინსპექტორი თავისი გადაწყვეტილებით აჩერებს დისციპლინური საქმის წარმოებას. დისციპლინური საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის შემთხვევაში დამოუკიდებელი ინსპექტორი ვალდებულია განაახლოს ამ საქმის წარმოება; 2. დისციპლინური საქმის წარმოების შეჩერების პერიოდი არ ჩაითვლება ამ კანონით დისციპლინური საქმის გამოკვლევისათვის დადგენილ ვადაში, აგრეთვე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ერთწლიან ვადაში, მაგრამ გათვალისწინებული იქნება დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის ამ კანონით დადგენილ ხუთწლიან ვადაში. მუხლი 7512. მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის საფუძვლები 1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ: ა) დისციპლინური საქმის გამოკვლევის შედეგად მოსამართლის მიერ ამ კანონით 7 გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტი ან ბრალეული ჩადენა არ დადასტურდა; ბ) მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის ან მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სახდელის დაკისრების ვადა ამოიწურა; გ) არსებობს დისციპლინური სამართალწარმოების განმახორციელებელი ორგანოს მიერ იმავე მოსამართლის მიმართ, იმავე საფუძვლით გამოტანილი გადაწყვეტილება; დ) მოსამართლეს შეუწყდა სამოსამართლო უფლებამოსილება. 2. მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება ეცნობება შესაბამის მოსამართლეს და ქვეყნდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე ამ მოსამართლისა და დისციპლინურ საქმეში მონაწილე სხვა პირების მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე. თუ ამ კანონის 754 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მოსამართლემ დისციპლინური სამართალწარმოების პროცესის გასაჯაროება მოითხოვა, მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება ამ მოსამართლის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით ქვეყნდება. მუხლი 7513. მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემა ან მის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტა 1. დისციპლინური საქმის გამოკვლევის დასრულების შემდეგ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დისციპლინური საქმის გამოკვლევისათვის ამ კანონის 7510 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი საერთო ვადის ფარგლებში, სრული შემადგენლობის 2/3-ის უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ. თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვერ მიიღებს აღნიშნულ გადაწყვეტილებას, მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოება შეწყდება. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, რომელიც არ ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას, შეუძლია წერილობით ჩამოაყალიბოს თავისი განსხვავებული აზრი, რომელიც დისციპლინურ საქმეს დაერთვება. 2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ასევე უფლებამოსილია დამოუკიდებელ ინსპექტორს დაავალოს დისციპლინურ საქმეზე დამატებითი გამოკვლევის ჩატარება და მისცეს მას შესაბამისი მითითებები. ამ შემთხვევაში დისციპლინური საქმის გამოკვლევის ვადა 2 თვით გაგრძელდება. ამ ვადის შემდგომი გაგრძელება დაუშვებელია. დისციპლინური საქმის გამოკვლევის დასრულების შემდეგ შესაბამისი საკითხი კვლავ დადგება კენჭისყრაზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მისაღებად. მუხლი 7514. გადაწყვეტილება მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ 1. მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ 8 გადაწყვეტილებაში გადმოცემული უნდა იყოს მოსამართლისათვის წაყენებული დისციპლინური ბრალდების შინაარსი. 2. იმავე გადაწყვეტილებით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიაში ნიშნავს თავის წარმომადგენელს საქმის განხილვის დროს დისციპლინური ბრალდების მხარდასაჭერად. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია დისციპლინური ბრალდების მხარდასაჭერად დანიშნოს რამდენიმე წარმომადგენელი ან შეცვალოს წარმომადგენელი დისციპლინური სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე. 3. გადაწყვეტილების ასლი მისი მიღებიდან 5 დღის ვადაში, საქმის მასალების ასლებთან ერთად გადაეცემა დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემულ მოსამართლეს. 4. დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემულ მოსამართლეს უფლება აქვს, გადაწყვეტილების ასლის მიღებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წარუდგინოს მისი დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებაზე წერილობითი შეპასუხება და სათანადო მტკიცებულებები. მოსამართლის მიერ შეპასუხების წარდგენიდან ან შეპასუხების წარდგენისათვის დადგენილი ვადის გასვლიდან 3 დღეში დისციპლინური საქმის მასალები მოსამართლის მიერ წარდგენილ დოკუმენტებთან ერთად ეგზავნება საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიას. მუხლი 7515. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დისციპლინურ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება 1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დისციპლინურ საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს ამ კანონით და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით დადგენილი წესით. 2. დისციპლინური საკითხების განხილვისას სხდომას თავმჯდომარეობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. 3. დისციპლინური საკითხის განხილვის მიზნით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომას იწვევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. 4. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო თავის სხდომაზე განიხილავს მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის საკითხს და ამ საკითხთან დაკავშირებულ მასალებს. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებულია სხდომაზე მიიწვიოს შესაბამისი მოსამართლე. თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საჭიროდ მიიჩნევს, სხდომაზე შესაძლებელია მიწვეულ იქნეს საჩივრის (განცხადების/შეტყობინების) ავტორი. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებულია მოისმინოს მიწვეული პირების ინფორმაცია და ახსნა-განმარტებები. 5. მოსამართლის მიერ დისციპლინური ბრალდების აღიარების შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს გადაწყვეტილებას მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ და დისციპლინური საქმის მასალებს ამ კანონის 7514 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით უგზავნის საქართველოს საერთო 9 სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიას. მუხლი 7516. საქმის განხილვისა და სხვა თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განხორციელებისაგან მოსამართლის ჩამოცილების აკრძალვა დაუშვებელია საქმის განხილვისა და სხვა თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განხორციელებისაგან მოსამართლის ჩამოცილება მის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების, მისი დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის ან მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სახდელის დაკისრების გამო, ამ კანონის 7550 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევის გარდა. მუხლი 7517. დისციპლინური საქმეების განმხილველი ორგანო და მისი საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი 1. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა მიმართ დისციპლინურ საქმეებს განიხილავს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია (შემდგომში – სადისციპლინო კოლეგია). 2. სადისციპლინო კოლეგია საქმიანობას ახორციელებს ამ კანონითა და სადისციპლინო კოლეგიის წარდგინებით, საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ დადგენილი წესით. მუხლი 7518. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების შესრულების სავალდებულოობა სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა. მუხლი 7519. სადისციპლინო კოლეგიის ფორმირების წესი 1. სადისციპლინო კოლეგია შედგება 5 წევრისაგან, რომელთაგან 3 საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეა, ხოლო 2 არ არის მოსამართლე. სადისციპლინო კოლეგიის მოსამართლე წევრებს ირჩევს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის წინაშე სადისციპლინო კოლეგიის მოსამართლე წევრის კანდიდატურის დასახელება შეუძლია მოსამართლეთა კონფერენციაზე დამსწრე ნებისმიერ მოსამართლეს. სადისციპლინო კოლეგიის იმ წევრებს, რომლებიც არ არიან მოსამართლეები, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი. ასეთი წევრები შეირჩევიან საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე პროფესორებისა და მკვლევრებისაგან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისაგან ან/და საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისაგან, შესაბამისი ორგანიზაციის კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანოს რეკომენდაციის საფუძველზე. ზემოაღნიშნულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს უფლება აქვს, წარადგინოს სადისციპლინო კოლეგიის წევრობის კანდიდატი, თუ კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ 2 წლის განმავლობაში მისი საქმიანობის ერთ-ერთი სფერო იყო წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება სასამართლოებში განხორციელებულ სამართალწარმოებაში. თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი 10 ორგანიზაცია უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს თითო კანდიდატურა. საქართველოს პარლამენტის წევრის, მოსამართლისა და პროკურორის სადისციპლინო კოლეგიის წევრობის კანდიდატად წარდგენა არ შეიძლება. კანდიდატურების საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის, ამ პუნქტითა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის, მათი განხილვის, პარლამენტის პლენარული სხდომისთვის წარდგენისა და სადისციპლინო კოლეგიის წევრად არჩევის წესი და ვადა განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით. სადისციპლინო კოლეგიის წევრი აირჩევა 2 წლის ვადით. 2. საქართველოს პარლამენტმა სადისციპლინო კოლეგიის წევრად შეიძლება აირჩიოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება, მაღალი რეპუტაცია და რომელიც სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტია. სადისციპლინო კოლეგიის წევრად არჩევისას საჭიროა წევრობის კანდიდატის წინასწარი წერილობითი თანხმობა. 3. საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ სადისციპლინო კოლეგიის წევრს არ შეიძლება ეკავოს რაიმე სხვა თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში, ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, უშუალოდ ახორციელებდეს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო ან საკონსულტაციო ორგანოს წევრის უფლებამოსილებას ან ეწეოდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა. იგი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური გაერთიანების წევრი ან/და მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში. 4. სადისციპლინო კოლეგიის წევრი არ შეიძლება იყოს: ა) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, მისი პირველი მოადგილე ან მოადგილე, სასამართლოს თავმჯდომარე, მისი პირველი მოადგილე ან მოადგილე, კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარე, ან პირი, რომელსაც ბოლო 1 წლის განმავლობაში ეკავა რომელიმე ასეთი თანამდებობა; ბ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. 5. მოსამართლე არ შეიძლება იყოს სადისციპლინო კოლეგიის წევრი, თუ მას ბოლო 5 წლის განმავლობაში დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა და სახდელი. 6. სადისციპლინო კოლეგიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია: ა) პირადი განცხადება; ბ) მის მიმართ საბოლოოდ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; გ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა; დ) უფლებამოსილების ვადის გასვლა; ე) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; ვ) გარდაცვალება; 11 ზ) დისციპლინური საქმის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება; თ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენა; ი) მოვალეობის სისტემატური შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება; კ) შეუთავსებელი თანამდებობის დაკავება ან შეუთავსებელი საქმიანობა. 7. სადისციპლინო კოლეგიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი შეიძლება იყოს სამოსამართლო ეთიკის სხვა ნორმების დარღვევა. 8. სადისციპლინო კოლეგიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისად საქართველოს პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ან საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია, რომლებიც ვალდებული არიან შეამოწმონ სადისციპლინო კოლეგიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი. ისინი უფლებამოსილი არიან სხდომაზე მიიწვიონ შესაბამისი წევრი და მოისმინონ მისი მოსაზრება. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“– „ვ“ ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე გარემოების არსებობისას საქართველოს პარლამენტი ან საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია ასეთი გარემოების არსებობის შესახებ ინფორმაციას იღებს ცნობად, გადაწყვეტილების მიღების გარეშე, ხოლო ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ზ“–„კ“ ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე გარემოების არსებობისას − კენჭს უყრის გადაწყვეტილებას სადისციპლინო კოლეგიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. 9. სადისციპლინო კოლეგიის წევრის დისციპლინურ საქმეს სადისციპლინო კოლეგია განიხილავს ამ წევრის მონაწილეობის გარეშე. მუხლი 7520. სადისციპლინო კოლეგიის თავმჯდომარე სადისციპლინო კოლეგიის თავმჯდომარეს კოლეგიის მოსამართლე წევრებისგან ირჩევს სადისციპლინო კოლეგია. სადისციპლინო კოლეგიის თავმჯდომარე თავმჯდომარეობს კოლეგიის სხდომებს და ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 7521. ანაზღაურება მოვალეობის შესრულებისათვის საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ სადისციპლინო კოლეგიის წევრს თავისი მოვალეობის შესრულებისათვის მიეცემა შესაბამისი ანაზღაურება საქართველოს საერთო სასამართლოებისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში. მუხლი 7522. სადისციპლინო კოლეგიის საქმიანობის ადგილი სადისციპლინო კოლეგიის საქმიანობის ადგილია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ან ამისთვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილსამყოფელი. მუხლი 7523. სადისციპლინო კოლეგიის მიერ საქმის განხილვის ფარგლები სადისციპლინო კოლეგიას უფლება არა აქვს გასცდეს დისციპლინური ბრალდების ფარგლებს (ბრალდების ფაქტობრივ მხარეს). მას აგრეთვე არა აქვს უფლება სადისციპლინო კოლეგიის სხდომაზე არსებითი მსჯელობის საგნად აქციოს ის ფაქტები 12 ან გარემოებები, რომლებიც უშუალოდ არ უკავშირდება მოსამართლისათვის წაყენებულ დისციპლინურ ბრალდებას, ანდა ცნოს მოსამართლე ბრალეულად ისეთი დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის, რომლის გამოც დისციპლინური ბრალდება მისთვის არ წაუყენებიათ, და დააკისროს მას დისციპლინური პასუხისმგებლობა და სახდელი. მუხლი 7524. სადისციპლინო კოლეგიის საქმიანობის პრინციპები 1. სადისციპლინო კოლეგიაში დისციპლინური საქმე განიხილება კოლეგიურად. სადისციპლინო კოლეგია უფლებამოსილია, თუ მის სხდომას ესწრება კოლეგიის არანაკლებ 3 წევრი. 2. სადისციპლინო კოლეგია დისციპლინურ საქმეს განიხილავს მიუკერძოებლად და ობიექტურად, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე. 3. სადისციპლინო კოლეგიის სხდომა დახურულია, ხოლო დისციპლინური საქმის განხილვასთან დაკავშირებული ინფორმაცია – კონფიდენციალური, გარდა ამ კანონის 754 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. სადისციპლინო კოლეგიის წევრი და დისციპლინური ბრალდების წარმდგენი პირი ვალდებული არიან, დაიცვან აღნიშნული ინფორმაციის კონფიდენციალურობა. მუხლი 7525. დისციპლინური საქმის განხილვის ვადა სადისციპლინო კოლეგია დისციპლინურ საქმეს განიხილავს მისი მიღებიდან არა უგვიანეს ორ თვეში. მუხლი 7526. დისციპლინური საქმის განხილვის ადგილი სადისციპლინო კოლეგია დისციპლინურ საქმეს განიხილავს სპეციალურად გამოყოფილ დარბაზში. დისციპლინური საქმის სასამართლო დარბაზში განხილვა დაუშვებელია. მუხლი 7527. სადისციპლინო კოლეგიაში დისციპლინური საქმეების განაწილების წესი დისციპლინურ საქმეებს სადისციპლინო კოლეგიის თავმჯდომარე ანაწილებს საქმეთა რიგითობის გათვალისწინებით. მუხლი 7528. სადისციპლინო კოლეგიის წევრის დისციპლინური საქმისაგან ჩამოცილება 1. სადისციპლინო კოლეგიის წევრი ვალდებულია ჩამოსცილდეს დისციპლინური საქმის განხილვას, თუ არსებობს ისეთი გარემოება, რომელიც მას ხელს შეუშლის ამ საქმის მიუკერძოებლად და ობიექტურად განხილვაში. 2. სადისციპლინო კოლეგიის წევრი ვალდებულია ჩამოსცილდეს დისციპლინური საქმის განხილვას, თუ მის მიერ ან მისი მონაწილეობით გამოტანილი სასამართლოს განჩინება, დადგენილება ან კერძო განჩინება ანდა მისი მოხსენებითი ბარათი 13 საფუძვლად დაედო მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყებას. მუხლი 7529. სადისციპლინო კოლეგიის აცილება 1. დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემულ მოსამართლეს, აგრეთვე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელს უფლება აქვს, განაცხადოს სადისციპლინო კოლეგიის წევრის ან სადისციპლინო კოლეგიის მთელი შემადგენლობის აცილება, თუ არსებობს სადისციპლინო კოლეგიის წევრის დისციპლინური საქმისაგან ჩამოცილების ამ კანონის 7528 მუხლით გათვალისწინებული საფუძველი. იგი ვალდებულია დაასახელოს აცილების მოტივი და დაასაბუთოს აცილება. დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემულ მოსამართლეს ასევე უფლება აქვს, განაცხადოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წარმომადგენლის აცილება, რომელიც მის საქმეზე დისციპლინური ბრალდების მხარდამჭერად არის დანიშნული. 2. შუამდგომლობას სადისციპლინო კოლეგიის, მისი წევრის ან ბრალდების მხარდამჭერად დანიშნული წარმომადგენლის აცილების შესახებ განიხილავს სადისციპლინო კოლეგია სათათბირო ოთახში. 3. აცილების შესახებ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, თუ სადისციპლინო კოლეგიის წევრის, კოლეგიის მთელი შემადგენლობის ან ბრალდების მხარდამჭერად დანიშნული წარმომადგენლის მიუკერძოებლობისადმი ეჭვი საფუძვლიანია. 4. სადისციპლინო კოლეგიის წევრის ან დისციპლინური ბრალდების მხარდამჭერად დანიშნული წარმომადგენლის მიერ წარსულში დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემული მოსამართლის მიერ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა არ ჩაითვლება სადისციპლინო კოლეგიის წევრის ან დისციპლინური ბრალდების მხარდამჭერად დანიშნული წარმომადგენლის მიკერძოებისა და აცილების საფუძვლად. 5. სადისციპლინო კოლეგიის წევრის აცილების შესახებ შუამდგომლობა აუცილებლად უნდა დაკმაყოფილდეს, თუ არსებობს ამ კანონის 7528 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული რომელიმე გარემოება. 6. აცილების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში სადისციპლინო კოლეგია სადისციპლინო კოლეგიის აცილებული წევრის გარეშე აგრძელებს საქმის განხილვას. 7. სადისციპლინო კოლეგიის ან ბრალდების მხარდამჭერად დანიშნული წარმომადგენლის აცილების შემთხვევაში საქმის განხილვის გადადების ვადა არ ჩაითვლება დისციპლინური სახდელის დაკისრებისათვის ამ კანონით დადგენილ ვადაში. 8. აცილების შესახებ შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში სადისციპლინო კოლეგია იმავე სხდომაზე აგრძელებს საქმის განხილვას. მუხლი 7530. დისციპლინური საქმის წარმოების შეწყვეტა კანონით დადგენილი ვადის ამოწურვის გამო 1. დისციპლინური საქმის მიღებისას სადისციპლინო კოლეგია ვალდებულია მისი განხილვის დაწყებამდე შეამოწმოს, ხომ არ არის ამოწურული მოსამართლისათვის 14 დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ამ კანონით დადგენილი ვადა. 2. თუ მოსამართლისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ვადა ამოიწურა, სადისციპლინო კოლეგია ვალდებულია დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება დისციპლინური საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოსამართლისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ვადის ამოწურვა გამოწვეულია დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემული მოსამართლის მიერ დროის განზრახ ბრალეული გაჭიანურებით. სადისციპლინო კოლეგიამ აღნიშნული გადაწყვეტილება უნდა აცნობოს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, აგრეთვე იმ მოსამართლეს, რომლის მიმართაც წარმოებს დისციპლინური დევნა. მუხლი 7531. დისციპლინური საქმის წარმოების შეჩერება დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო 1. დისციპლინური საქმის მიღებისას სადისციპლინო კოლეგია ვალდებულია მისი განხილვის დაწყებამდე შეამოწმოს, ხომ არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს ქმედება, რომელიც საფუძვლად დაედო მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემას. 2. თუ დისციპლინური საქმის მასალების მიხედვით მოსამართლის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა აშკარაა, სადისციპლინო კოლეგია არ იწყებს საქმის განხილვას, აჩერებს დისციპლინური საქმის წარმოებას, საქმის მასალებს შესაბამის ორგანოს უგზავნის და ამის შესახებ აცნობებს იმ მოსამართლეს, რომლის მიმართაც წარმოებს დისციპლინური დევნა, აგრეთვე საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. 3. თუ მოსამართლის მიმართ არ დაიწყება სისხლისსამართლებრივი დევნა ან/და არ დადგება გამამტყუნებელი განაჩენი, გარდა ამ კანონის 7542 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ სადისციპლინო კოლეგია განაახლებს შეჩერებულ დისციპლინური საქმის წარმოებას, თუ მოსამართლისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ვადა ამოწურული არ არის. მუხლი 7532. დისციპლინური საქმის განსახილველად მომზადება 1. სადისციპლინო კოლეგია, რომელსაც დაევალა დისციპლინური საქმის განხილვა, წინასწარ ეცნობა მას და ნიშნავს კოლეგიაში საქმის განხილვის დღეს. 2. სადისციპლინო კოლეგიამ დისციპლინური საქმის განხილვის ადგილი, დღე და საათი დროულად უნდა აცნობოს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და მის წარმომადგენელს, აგრეთვე იმ მოსამართლეს, რომლის მიმართაც წარმოებს დისციპლინური საქმე. 3. სადისციპლინო კოლეგია იწვევს მოწმეებსა და სხვა პირებს საქმის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად და აცნობებს მათ საქმის განხილვის ადგილს, დღესა და საათს. მუხლი 7533. სადისციპლინო კოლეგიის მიერ საქმის განხილვა 1. სადისციპლინო კოლეგია დისციპლინურ საქმეს განიხილავს სადისციპლინო კოლეგიის სხდომაზე. სხდომას თავმჯდომარეობს სადისციპლინო კოლეგიის 15 თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – მომხსენებელი წევრი. 2. სადისციპლინო კოლეგიის სხდომას ხსნის კოლეგიის სხდომის თავმჯდომარე. 3. დისციპლინური საქმის განხილვა იწყება კოლეგიის ერთ-ერთი წევრის მოხსენებით, რომელშიც ქრონოლოგიური თანამიმდევრობით არის გადმოცემული დისციპლინური საქმის წარმოების ეტაპები და შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებები. 4. მოხსენების მოსმენის შემდეგ სიტყვა ეძლევათ მხარეებს: ჯერ – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელს დისციპლინური ბრალდების წასაყენებლად, შემდეგ – დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემულ მოსამართლეს წაყენებულ ბრალდებაზე საპასუხოდ. დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემულ მოსამართლეს უფლება აქვს, დამცველის დახმარებით ისარგებლოს. მას შეუძლია დამცველად მიიწვიოს ადვოკატი ან სხვა მოსამართლე, ან სხვა წარმომადგენელი. 5. მხარეებს უფლება აქვთ სრულად გამოხატონ და სათანადოდ დაიცვან თავიანთი პოზიციები, დაუსვან ერთმანეთს შეკითხვები, წარადგინონ წერილობითი და სხვა სახის მტკიცებულებები, აღძრან შუამდგომლობები სხვადასხვა დოკუმენტების, მასალების ან ინფორმაციის გამოქვეყნების, ანდა სხდომაზე მიწვეულ პირთა ინფორმაციების მოსმენის, დამატებითი დოკუმენტების მოთხოვნის ან დამატებითი პირების მიწვევისა და მათი ინფორმაციების მოსმენის, შესაბამისი სასამართლო საქმის გამოთხოვის შესახებ, აგრეთვე განახორციელონ სხვა ღონისძიებები. შუამდგომლობებს განიხილავს სადისციპლინო კოლეგია. 6. სადისციპლინო კოლეგია უფლებამოსილია დაუსვას შეკითხვები მხარეებს ან საქმის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად მიწვეულ პირებს, მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტები, მასალები ან ინფორმაცია, დამატებით მიიწვიოს სხვა პირები მათი ინფორმაციის მოსასმენად, გადადოს საქმის განხილვა არა უმეტეს ორი კვირით და განახორციელოს სხვა ღონისძიებები. 7. დისციპლინური ბრალდების წარმდგენი პირი შემოიფარგლება მხოლოდ დისციპლინური ბრალდების წაყენებითა და მისი დასაბუთებით. მას არა აქვს უფლება მოითხოვოს მოსამართლისათვის კონკრეტული დისციპლინური სახდელის დაკისრება და დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების შეფარდება. 8. სადისციპლინო კოლეგიის სხდომაზე დგება ოქმი. მუხლი 7534. მხარეთა თანასწორუფლებიანობის უზრუნველყოფა 1. სადისციპლინო კოლეგია ვალდებულია მხარეებს შეუქმნას თანაბარი პირობები და შესაძლებლობები თავიანთი პოზიციების გამოსახატავად და დასაცავად. 2. დაუშვებელია სადისციპლინო კოლეგიის წევრების რომელიმე მხარესთან წინასწარი შეხვედრა ანდა მისგან რაიმე ინფორმაციის მიღება მეორე მხარის დაუსწრებლად, ან მისთვის ამ ინფორმაციის შინაარსის გაუცნობლად, თუ ეს საქმის ორგანიზაციულ მხარეს არ ეხება. 3. სადისციპლინო კოლეგიის წევრი ვალდებულია საქმის განხილვამდე და განხილვის პროცესში არ გამოხატოს თავისი დამოკიდებულება ან წინასწარი განწყობა ერთ-ერთი მხარის სასარგებლოდ, რამაც შესაძლოა ეჭვქვეშ დააყენოს სადისციპლინო კოლეგიის მიუკერძოებლობა. 16 მუხლი 7535. დისციპლინური საქმის განხილვაში მხარეთა სავალდებულო მონაწილეობა 1. დისციპლინური საქმის განხილვისას სადისციპლინო კოლეგიის სხდომაში დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემული მოსამართლისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლის მონაწილეობა სავალდებულოა. თუ რომელიმე მხარე არ გამოცხადდა სადისციპლინო კოლეგიის სხდომაზე, სადისციპლინო კოლეგია ვალდებულია გადადოს დისციპლინური საქმის განხილვა არაუმეტეს 2 კვირით. ეს ვადა არ ჩაითვლება სადისციპლინო კოლეგიის მიერ დისციპლინური საქმის განხილვის 2თვიან ვადაში. 2. თუ დადასტურდა, რომ დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემული მოსამართლე თავს არიდებს და არასაპატიო მიზეზით არ ცხადდება სადისციპლინო კოლეგიის სხდომაზე, სადისციპლინო კოლეგია უფლებამოსილია მის დაუსწრებლად განიხილოს საქმე, შესაბამისი საფუძვლის არსებობისას ცნოს იგი ბრალეულად და დააკისროს მას დისციპლინური პასუხისმგებლობა და სახდელი. 3. თუ დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემული მოსამართლე მძიმე ავადმყოფობის ან სხვა დაუძლეველი ძალის გამო ვერ ცხადდება სადისციპლინო კოლეგიის სხდომაზე, სადისციპლინო კოლეგია უფლებამოსილია თავისი გადაწყვეტილებით შეაჩეროს დისციპლინური საქმის წარმოება 3 თვემდე ვადით. ეს ვადა არ ჩაითვლება მოსამართლისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების 1წლიან ვადაში, მაგრამ გათვალისწინებული იქნება დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის ამ კანონით დადგენილ 5-წლიან ვადაში. თუ დისციპლინური საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი 3 თვის ვადაში არ აღმოიფხვრება, სადისციპლინო კოლეგია უფლებამოსილია ეს საქმე დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემული მოსამართლის დაუსწრებლად განიხილოს. მუხლი 7536. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება მოსამართლისათვის დისციპლინური ბრალდების მოხსნის ან მოსამართლის მიერ დისციპლინური ბრალდების აღიარების შემთხვევაში 1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელს უფლება აქვს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, დისციპლინური საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე (სადისციპლინო კოლეგიის სათათბირო ოთახში გასვლამდე) მოუხსნას მოსამართლეს მისთვის წაყენებული დისციპლინური ბრალდება. ამ შემთხვევაში სადისციპლინო კოლეგია ვალდებულია შეწყვიტოს დისციპლინური საქმის განხილვა, განხილვის ეტაპის მიუხედავად, და, შესაბამისად, – დისციპლინური საქმე. 2. დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემულ მოსამართლეს უფლება აქვს საქმის განხილვის დაწყებამდე სრულად აღიაროს დისციპლინური ბრალდება და სთხოვოს სადისციპლინო კოლეგიას დისციპლინური საქმის არსებითი განხილვის გარეშე მიიღოს გადაწყვეტილება მისი ბრალეულად ცნობის და მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სახდელის დაკისრების შესახებ. სადისციპლინო კოლეგია 17 ვალდებულია დააკმაყოფილოს მოსამართლის შუამდგომლობა და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. მუხლი 7537. სადისციპლინო კოლეგიაში საქმის განხილვის დროებით შეჩერება 1. თუ დისციპლინური საქმის განხილვის დასრულებამდე სადისციპლინო კოლეგია მიიღებს იმავე მოსამართლის მიმართ აღძრულ სხვა დისციპლინურ საქმეს, სადისციპლინო კოლეგია ვალდებულია დროებით შეაჩეროს პირველი საქმის განხილვა, გააერთიანოს დისციპლინური საქმეები, ერთდროულად განიხილოს ისინი და ორი ან მეტი გადაცდომისათვის ბრალეულად ცნობისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შემთხვევაში დააკისროს მოსამართლეს ამ კანონით გათვალისწინებული ერთ-ერთი სახდელი. 2. სადისციპლინო კოლეგიაში საქმის განხილვის დროებით შეჩერება ხდება აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 3. საქმის დროებით შეჩერების ვადა არ ჩაითვლება სადისციპლინო კოლეგიის მიერ საქმის განხილვის ორთვიან ვადაში. 4. დისციპლინური საქმის განხილვის შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის შემთხვევაში სადისციპლინო კოლეგია განაახლებს საქმის განხილვას. მუხლი 7538. საქმის უწყვეტად განხილვის პრინციპის დაუცველობა დისციპლინურ სამართალწარმოებაში არ მოქმედებს საქმის განხილვის უწყვეტობის პრინციპი. დისციპლინური საქმის განხილვის გადადების ან დროებით შეჩერების შემთხვევაში სადისციპლინო კოლეგიის წევრებს უფლება აქვთ განიხილონ სხვა დისციპლინური საქმე და შემდეგ გააგრძელონ გადადებული ან დროებით შეჩერებული საქმის განხილვა. მათ უფლება აქვთ განიხილონ დისციპლინური საქმე იმის მიუხედავად, მონაწილეობენ თუ არა სხვა საქმეების (სისხლის სამართლის, სამოქალაქო ან სხვა საქმეები) განხილვაში. მუხლი 7539. საქმის შესახებ არსებითი გადაწყვეტილების მიღება სადისციპლინო კოლეგია ადგენს, ჩაიდინა თუ არა მოსამართლემ ქმედება, რომლისთვისაც მას წარედგინა დისციპლინური ბრალდება, და ამ კანონის შესაბამისად არის თუ არა ეს ქმედება დისციპლინური გადაცდომა. სადისციპლინო კოლეგია ასევე ადგენს, მიუძღვის თუ არა მოსამართლეს ბრალი დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში. მხოლოდ სამივე ამ გარემოების არსებობისას არის სადისციპლინო კოლეგია უფლებამოსილი მიიღოს გადაწყვეტილება მოსამართლის ბრალეულად ცნობის და მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სახდელის დაკისრების შესახებ. სადისციპლინო კოლეგია უფლებამოსილია შეცვალოს მოსამართლის ქმედების კვალიფიკაცია ამ კანონის 751 მუხლით გათვალისწინებული ნებისმიერი სახის დისციპლინური გადაცდომით. მუხლი 7540. სადისციპლინო კოლეგიის მიერ გადაწყვეტილების მიღება 1. სადისციპლინო კოლეგია გადაწყვეტილებას იღებს სათათბირო ოთახში. 18 2. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კოლეგიის დამსწრე წევრთა უმრავლესობა. 3. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება ფორმდება წერილობით და მას ხელს აწერენ კოლეგიის წევრები. 4. სადისციპლინო კოლეგიის წევრი, რომელიც არ ეთანხმება დისციპლინური საქმის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას, წერილობით აყალიბებს თავის აზრს, რომელიც თან ერთვის საქმეს. 5. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გასაჩივრება შეიძლება სადისციპლინო კოლეგიაში საჩივრის შეტანით. მუხლი 7541. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების სახეები 1. სადისციპლინო კოლეგია უფლებამოსილია გამოიტანოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) დისციპლინური საქმის წარმოების შეჩერების შესახებ; ბ) დისციპლინური საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ; გ) მოსამართლის დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში ბრალეულად ცნობისა და მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სახდელის დაკისრების შესახებ; დ) მოსამართლის დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში ბრალეულად ცნობის, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისა და მოსამართლისადმი კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვის შესახებ; ე) მოსამართლის გამართლების შესახებ. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები მიიღება მხოლოდ დისციპლინური საქმის არსებითი განხილვის დასრულების შემდეგ, გარდა ამ კანონის 7536 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. მუხლი 7542. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება დისციპლინური საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ 1. სადისციპლინო კოლეგია იღებს დისციპლინური საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას, თუ: ა) მოსამართლისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრების ვადა ამოიწურა; ბ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეს დისციპლინური ბრალდება მოუხსნა; გ) მოსამართლე, რომლის წინააღმდეგაც აღძრულია დისციპლინური დევნა, დისციპლინური საქმის განხილვის დასრულებამდე გადადგება ანდა მას შეუწყდება სამოსამართლო უფლებამოსილება; დ) სადისციპლინო კოლეგიის მიერ გაგზავნილი მასალების საფუძველზე მოსამართლის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაწყებულა მოსამართლის ბრალის ან იმ ფაქტების დაუდასტურებლობის გამო, რომლებიც საფუძვლად დაედო დისციპლინურ ბრალდებას. 2. დისციპლინური საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების 19 მიღება სადისციპლინო კოლეგიას შეუძლია მხოლოდ საქმის არსებითი განხილვის დასრულებამდე, სადისციპლინო კოლეგიის სათათბირო ოთახში გასვლამდე. მუხლი 7543. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება დისციპლინური საქმის წარმოების დროებით შეჩერების შესახებ 1. გადაწყვეტილებას დისციპლინური საქმის წარმოების დროებით შეჩერების შესახებ სადისციპლინო კოლეგია იღებს ამ კანონის 7537 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 2. დისციპლინური საქმის წარმოების დროებით შეჩერება დაიშვება მხოლოდ საქმის არსებითი განხილვის დასრულებამდე, სადისციპლინო კოლეგიის სათათბირო ოთახში გასვლამდე. მუხლი 7544. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში მოსამართლის ბრალეულად ცნობის, მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ან მოსამართლისათვის კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვის შესახებ 1. სადისციპლინო კოლეგია იღებს დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში მოსამართლის ბრალეულად ცნობის, მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ან მოსამართლისათვის კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვის შესახებ გადაწყვეტილებას, თუ სადისციპლინო კოლეგიაში დისციპლინური საქმის განხილვისას ურთიერთშეთავსებად და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურდა აღნიშნული მოსამართლის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ბრალეული ჩადენა, მაგრამ დარღვევის მცირე მნიშვნელობის ან ბრალის უმნიშვნელო ხარისხის გამო ან სხვა მოტივით (საკითხის დელიკატურობის გამო ან სხვა მიზეზით, მოსამართლის პიროვნების გათვალისწინებით) სადისციპლინო კოლეგია მიზანშეუწონლად თვლის მოსამართლისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრებას და საკმარისად მიაჩნია მისთვის კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვა. 2. კერძო სარეკომენდაციო ბარათი არის დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი მოსამართლისადმი სადისციპლინო კოლეგიის წერილი, რომელშიც ამ მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტი უარყოფითად არის შეფასებული. კერძო სარეკომენდაციო ბარათში ასევე მოცემულია სადისციპლინო კოლეგიის რეკომენდაცია დარღვევის აღმოფხვრის, მოსამართლის მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებული სირთულეებისა და პრობლემების გადაჭრის გზებისა და საშუალებების შესახებ. 3. კერძო სარეკომენდაციო ბარათის შინაარსი კონფიდენციალურია. კერძო სარეკომენდაციო ბარათი ეგზავნება მხოლოდ დისციპლინური გადაცდომის ჩამდენ მოსამართლეს, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და საჩივრის (განცხადების/შეტყობინების) ავტორს. საჩივრის (განცხადების/შეტყობინების) ავტორი ვალდებულია ხელი მოაწეროს კერძო სარეკომენდაციო ბარათის შინაარსის გაუმჟღავნებლობის შესახებ ხელწერილს. კერძო სარეკომენდაციო ბარათის ასლის სხვა 20 ორგანოსთვის ან თანამდებობის პირისთვის გაგზავნა დაუშვებელია. კერძო სარეკომენდაციო ბარათის ასლი დალუქული პაკეტის სახით თან ერთვის დისციპლინურ საქმეს. ამ პაკეტის გახსნა შეიძლება მხოლოდ მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში დისციპლინური საქმის სადისციპლინო კოლეგიაში განხილვის დროს. მუხლი 7545. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება მოსამართლის გამართლების შესახებ სადისციპლინო კოლეგია იღებს მოსამართლის გამართლების შესახებ გადაწყვეტილებას, თუ საქმის განხილვის შედეგად მოსამართლის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტი ან მისი ბრალეულად ჩადენა არ დადასტურდა. მუხლი 7546. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში მოსამართლის ბრალეულად ცნობის და მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სახდელის დაკისრების შესახებ სადისციპლინო კოლეგია იღებს დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში მოსამართლის ბრალეულად ცნობის და მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სახდელის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილებას, თუ სადისციპლინო კოლეგიაში დისციპლინური საქმის განხილვის შედეგად ურთიერთშეთავსებად და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურდა აღნიშნული მოსამართლის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე დისციპლინური გადაცდომის ბრალეული ჩადენა და სადისციპლინო კოლეგიას მიზანშეწონილად მიაჩნია მისთვის ამ კანონის 753 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ერთ-ერთი დისციპლინური სახდელის დაკისრება. მუხლი 7547. დისციპლინური სახდელისა და დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების დაკისრების საერთო წესი 1. დისციპლინური სახდელისა და დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიებათა დაკისრება ხორციელდება მოსამართლის დამოუკიდებლობისა და მოსამართლის საქმიანობაში ჩაურევლობის პრინციპის დაცვით. სადისციპლინო კოლეგია მოსამართლისათვის დისციპლინური სახდელისა და დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების შერჩევისას ითვალისწინებს დისციპლინური გადაცდომის შინაარსსა და სიმძიმეს, შედეგებს, რომლებიც მას მოჰყვა ან შეიძლებოდა მოჰყოლოდა, ბრალის ხარისხს. 2. სადისციპლინო კოლეგია უფლებამოსილია გამოიყენოს მხოლოდ ერთი სახის დისციპლინური სახდელი. დისციპლინური სახდელის დაკისრება შეიძლება დამოუკიდებლად ან ამ კანონის 753 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიებასთან ერთად. ამ კანონის 753 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება გამოიყენება მხოლოდ დამოუკიდებლად. 21 3. თუ ადრე ჩადენილი დისციპლინური გადაცდომისათვის დაკისრებული სახდელი გაქარწყლებული არ არის, როგორც წესი, მოსამართლეს ეკისრება უფრო მკაცრი დისციპლინური სახდელი. 4. თუ კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვიდან 6 თვის ვადაში მოსამართლე ჩაიდენს იმავე სახის დისციპლინურ გადაცდომას, რომლისთვისაც დაეკისრა დისციპლინური ზემოქმედების აღნიშნული ღონისძიება, სადისციპლინო კოლეგია მსჯელობს მისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ. მუხლი 7548. დისციპლინური სახდელის დაკისრება 1. ამ კანონის 751 მუხლის მე-2 პუნქტის: ა) „ბ“ ან „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომისათვის დისციპლინური სახდელის სახით მოსამართლეს შეიძლება დაეკისროს საყვედური, მკაცრი საყვედური ან მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება (საერთო სასამართლოს მოსამართლეთა რეზერვიდან ამორიცხვა); ბ) „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაცდომისათვის დისციპლინური სახდელის სახით მოსამართლეს შეიძლება დაეკისროს მკაცრი საყვედური ან მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება (საერთო სასამართლოს მოსამართლეთა რეზერვიდან ამორიცხვა); გ) „ე“, „ზ“ ან „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომისათვის დისციპლინური სახდელის სახით მოსამართლეს შეიძლება დაეკისროს შენიშვნა ან საყვედური; დ) „ვ“ ან „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაცდომისათვის დისციპლინური სახდელის სახით მოსამართლეს შეიძლება დაეკისროს შენიშვნა, საყვედური, მკაცრი საყვედური ან მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება (საერთო სასამართლოს მოსამართლეთა რეზერვიდან ამორიცხვა). 2. სამი ან სამზე მეტი დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში სადისციპლინო კოლეგია უფლებამოსილია, გამოიყენოს უფრო მკაცრი დისციპლინური სახდელი. მუხლი 7549. სასამართლოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მოადგილის, სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობიდან განთავისუფლება სასამართლოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მოადგილის, სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლებას – დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიებას – სადისციპლინო კოლეგია იყენებს მოსამართლის მიერ შესაბამისი ადმინისტრაციული უფლებამოსილების – სასამართლოს, კოლეგიის ან პალატის ხელმძღვანელის მოვალეობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებული სხვა დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში. 22 მუხლი 7550. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ 1. სადისციპლინო კოლეგია ითვალისწინებს, რომ მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება უკიდურესი ღონისძიებაა, და ეს ღონისძიება განსაკუთრებულ შემთხვევაში გამოიყენება. სადისციპლინო კოლეგია იღებს მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას, თუ მას კონკრეტული დისციპლინური გადაცდომის სიმძიმის, რაოდენობის, აგრეთვე წარსულში ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის გათვალისწინებით მიზანშეუწონლად მიაჩნია ამ მოსამართლის მიერ სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელების გაგრძელება. 2. თუ წარსულში მოსამართლეს ჩადენილი დისციპლინური გადაცდომისათვის დაეკისრა დისციპლინური სახდელი – მკაცრი საყვედური – დამოუკიდებლად ან კანონით გათვალისწინებულ დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიებასთან ერთად და ეს სახდელი გაქარწყლებული არ არის, ახალი დისციპლინური გადაცდომისათვის დისციპლინური სახდელის შერჩევისას კოლეგია მსჯელობს ამ მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხზე. 3. სადისციპლინო კოლეგიის მიერ მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან მოსამართლე კანონით დადგენილი წესით ჩამოცილებული უნდა იქნეს საქმის განხილვისაგან და სხვა თანამდებობრივი უფლებამოსილებების განხორციელებისაგან. მუხლი 7551. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების შინაარსი სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებაში აღინიშნება: ა) სადისციპლინო კოლეგიის დასახელება; ბ) სადისციპლინო კოლეგიის შემადგენლობა; გ) დისციპლინური საქმის განხილვის დრო; დ) დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემული მოსამართლის სახელი, გვარი და თანამდებობა; ე) დისციპლინური სამართალწარმოების დამწყები თანამდებობის პირის ვინაობა და მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიმცემი ორგანოს დასახელება; ვ) დისციპლინური სამართალწარმოების დაწყებისა და დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის თარიღები; ზ) დისციპლინური საქმის გარემოებები; თ) დისციპლინური ბრალდებისა და მოსამართლის ახსნა-განმარტების შინაარსი; ი) მიღებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, გადაწყვეტილების შინაარსი და მოტივაცია; კ) დისციპლინური გადაცდომის სახე, რომლისთვისაც მოსამართლეს ეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა და დისციპლინური სახდელისა და დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების სახეები; ლ) დისციპლინური საქმის შეწყვეტის, მოსამართლის გამართლების, მოსამართლისადმი კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვის ან მისი 23 თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ წარდგინების საფუძველი. მუხლი 7552. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა 1. დისციპლინური საქმის შესახებ სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების ასლები მისი მიღებიდან 5 დღის ვადაში ეგზავნება იმ მოსამართლეს, რომლის მიმართაც იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციას. აღნიშნული გადაწყვეტილების ასლები იმავე ვადაში ეგზავნება საჩივრის (განცხადების/შეტყობინების) ავტორს, თუ საერთო სასამართლოში აღარ განიხილება ის საქმე, რომელთან დაკავშირებითაც განხორციელდა დისციპლინური სამართალწარმოება. 2. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების ასლი უნდა დაერთოს მოსამართლის პირად საქმეს. მუხლი 7553. სადისციპლინო კოლეგიის სხდომის ოქმი და მისი შინაარსი 1. სადისციპლინო კოლეგიის სხდომის ოქმში აისახება სადისციპლინო კოლეგიის სხდომის თარიღი, მისი დაწყების საათი, სხდომის მიმდინარეობა, სადისციპლინო კოლეგიის შემადგენლობა, მხარეთა ვინაობა, მათი პოზიციები, მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესაბამისი არგუმენტაცია, მათ მიერ დაყენებული შუამდგომლობების არსი და მათი განხილვის შედეგები, სხდომაზე მიწვეულ პირთა ვინაობა და მათი ინფორმაციები, სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების შინაარსი, სხდომის დამთავრების დრო. 2. სადისციპლინო კოლეგიის სხდომის ოქმს ხელს აწერენ სადისციპლინო კოლეგიის სხდომის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი. 3. სადისციპლინო კოლეგიის სხდომის ოქმი თან ერთვის დისციპლინურ საქმეს. მუხლი 7554. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გასაჩივრება 1. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გადასინჯვა შეიძლება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაში (შემდგომში – სადისციპლინო პალატა) მისი გასაჩივრებით. გასაჩივრებას ექვემდებარება მხოლოდ ამ კანონის 7541 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები. გასაჩივრების უფლება აქვთ დისციპლინური საქმის მხარეებს. 2. საჩივარი სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებაზე სადისციპლინო კოლეგიაში შეიტანება 10 დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარება უშუალოდ სადისციპლინო კოლეგიაში ან მისი ფოსტის მეშვეობით გაგზავნა. 3. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო თავის სხდომაზე, სრული შემადგენლობის 2/3-ის უმრავლესობით. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებას თავისი წარმომადგენლის 24 მეშვეობით ასაჩივრებს. 4. მოსამართლე, რომელსაც დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა, სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს პირადად ან თავისი დამცველის, ანდა სხვა წარმომადგენლის მეშვეობით. 5. დისციპლინური საქმის ერთ-ერთი ან ორივე მხარის საჩივრის მიღებიდან 5 დღის განმავლობაში სადისციპლინო კოლეგიის თავმჯდომარე დისციპლინურ საქმეს მიღებულ საჩივრებთან ერთად გადასცემს სადისციპლინო პალატას და ამის შესახებ ატყობინებს დისციპლინური საქმის მხარეებს. 6. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებაზე შეტანილ საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება. მუხლი 7555. საჩივრის შინაარსი 1. საჩივარი უნდა შეიცავდეს: ა) სადისციპლინო პალატის დასახელებას; ბ) საჩივრის შემტანი პირის დასახელებასა და მისამართს, მოწინააღმდეგე მხარის დასახელებასა და მისამართს; გ) გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტ დასახელებას, ამ გადაწყვეტილების დამდგენი ორგანოს დასახელებას; დ) მითითებას იმის თაობაზე, თუ გადაწყვეტილების რა ნაწილია გასაჩივრებული; ე) მითითებას გასაჩივრების საფუძვლებზე (საჩივრის მიზეზები) და განმარტებას იმის თაობაზე, მოითხოვს თუ არა საჩივრის შემტანი პირი გადაწყვეტილების გაუქმებას (საჩივრის განაცხადი); ვ) მითითებას იმ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებს პროცედურული ნორმების დარღვევას, თუ საჩივარი პროცედურული ნორმების დარღვევას ემყარება; ზ) საჩივარზე დართული წერილობითი მასალების ნუსხას; თ) საჩივრის შემტანი პირის ხელმოწერას. 2. წარმომადგენლის მიერ შეტანილ საჩივარს უნდა ერთვოდეს მინდობილობა, რომელიც ადასტურებს წარმომადგენლის უფლებამოსილებას საჩივრის შეტანაზე, თუ ასეთი უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი არ არის საქმეში. 3. საჩივარი, აგრეთვე დამატებით შემოსული მასალები სასამართლოს წარედგინება იმდენი ასლის სახით, რამდენი მონაწილეცაა საქმეში. მუხლი 7556. საჩივრის დასაშვებობის შემოწმება 1. საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სადისციპლინო პალატამ უნდა შეამოწმოს, საჩივარი ამ კანონის 7555 მუხლის მოთხოვნათა დაცვითაა შეტანილი თუ არა. თუ საჩივარი აკმაყოფილებს ამ მუხლის მოთხოვნებს, სადისციპლინო პალატა იღებს მას წარმოებაში. 2. თუ საჩივარი არ აკმაყოფილებს ამ კანონის 7555 მუხლის მოთხოვნებს, სადისციპლინო პალატა ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას გონივრულ ვადას (არა უმეტეს 10 დღისა). თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება 25 შევსებული ან თუ საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საჩივარი განუხილველი დარჩება. 3. ამ მუხლით გათვალისწინებულ საკითხს სადისციპლინო პალატა წყვეტს ზეპირი განხილვის გარეშე. 4. საჩივრისა და თანდართული მასალების ასლები უნდა გაეგზავნოს მოწინააღმდეგე მხარეს. სადისციპლინო პალატას შეუძლია მოწინააღმდეგე მხარეს დაუნიშნოს ვადა საჩივარზე წერილობითი პასუხის გასაცემად. მუხლი 7557. გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე და საჩივარზე უარის თქმა 1. თუ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მხარე სადისციპლინო კოლეგიაში წერილობით განაცხადებს უარს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე, საჩივარი აღარ დაიშვება. 2. სადისციპლინო პალატის მიერ საქმის განხილვისას საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია გადაწყვეტილების მიღებამდე. საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს გადაწყვეტილება. მუხლი 7558. საქმის განხილვის ვადა, საქმის განხილვის დანიშვნა 1. სადისციპლინო პალატა სადისციპლინო საქმეს განიხილავს საჩივრის წარმოებაში მიღებიდან 1 თვის განმავლობაში. ობიექტური გარემოებების არსებობის შემთხვევაში საქმის განხილვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ შეიძლება გააგრძელოს 1 თვით. 2. საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ განჩინებით სადისციპლინო პალატა განსაზღვრავს საქმის ზეპირი განხილვის დროს, რის შესახებაც მხარეებს ატყობინებს ამ განჩინების მიღებიდან 3 დღის განმავლობაში. 3. სადისციპლინო პალატა უზრუნველყოფს მხარეთა/მონაწილეთა მიწვევას სადისციპლინო პალატის სხდომაში მონაწილეობისათვის. მუხლი 7559. სადისციპლინო პალატის მიერ საჩივრის განხილვის ფარგლები და საქმიანობის პრინციპები 1. სადისციპლინო პალატა სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებას ამოწმებს საჩივრის ფარგლებში როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი და დაკისრებული სახდელის სამართლიანობის თვალსაზრისით. 2. სადისციპლინო კოლეგიის მიერ საქმის სამართლებრივი პროცედურების დარღვევით განხილვა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამან გამოიწვია საქმეზე არსებითად არასწორი გადაწყვეტილების მიღება. 3. საჩივრის განხილვის დროს სადისციპლინო პალატა საქმიანობას ახორციელებს ამ კანონის 7524 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული პრინციპების შესაბამისად. მუხლი 7560. სადისციპლინო პალატის მიერ საქმის განხილვა 26 1. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებაზე მიღებული საჩივარი განიხილება სადისციპლინო პალატის სხდომაზე. სხდომას თავმჯდომარეობს სადისციპლინო პალატის თავმჯდომარე ან მისი დავალებით – პალატის სხვა წევრი. 2. სადისციპლინო პალატის სხდომის თავმჯდომარე ხსნის სხდომას და აცხადებს განსახილველ საქმეს. 3. სადისციპლინო პალატის სხდომის მდივანი მოახსენებს, თუ ვინ გამოცხადდა განსახილველ საქმეზე მოწვეულ პირთაგან, ეცნობა თუ არა გამოუცხადებელ პირებს სხდომის თაობაზე და რა ცნობები არსებობს მათი გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ. სადისციპლინო პალატა ადგენს გამოცხადებულთა ვინაობას, აგრეთვე ამოწმებს წარმომადგენელთა უფლებამოსილებას. 4. სხდომის თავმჯდომარე განუმარტავს მხარეებს და მათ წარმომადგენლებს მათ უფლება-მოვალეობებს. 5. სხდომის თავმჯდომარე აცხადებს სადისციპლინო პალატის შემადგენლობას, სხდომის მდივნის ვინაობას და განუმარტავს მხარეებს, რომ მათ შეუძლიათ განაცხადონ აცილება, თუ ასეთი აცილება საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული საქმის სხდომაზე განხილვამდე, ან თუ საქმეს იხილავს სხვა სასამართლო შემადგენლობა და არა ის, რომელიც ცნობილი იყო საქმის მომზადების სტადიაზე. 6. სხდომის თავმჯდომარე ეკითხება მხარეებს, აქვთ თუ არა შუამდგომლობები ან განცხადებები, რომლებიც განცხადებული ვერ იქნა სხდომამდე. 7. პროცესის მონაწილეები ვალდებული არიან დაიცვან წესრიგი და დაემორჩილონ სხდომის თავმჯდომარის განკარგულებას. წესრიგის დარღვევის შემთხვევაში დამრღვევს თავმჯდომარე აძლევს გაფრთხილებას. მუხლი 7561. საქმის არსებითი განხილვა 1. საქმის არსებითი განხილვა იწყება მოსამართლის მიერ საქმის მოხსენებით, რომელიც უნდა ემყარებოდეს საქმეში წარმოდგენილ მასალებს. 2. მოსამართლის მიერ საქმის მოხსენების შემდეგ სხდომის თავმჯდომარე სიტყვას აძლევს მხარეებს ახსნა-განმარტებისათვის. 3. პირველად ახსნა-განმარტებას იძლევა საჩივრის ავტორი/ წარმომადგენელი, კერძოდ, როგორია მისი მოთხოვნა, რა გარემოებებს ემყარება ეს მოთხოვნა, რით ადასტურებს ამ გარემოებებს, კვლავ უჭერს თუ არა მხარს ამ მოთხოვნას, უარს ხომ არ ამბობს საჩივარზე და სხვ. 4. შემდეგ სასამართლო მოისმენს მოწინააღმდეგე მხარის/წარმომადგენლის ახსნაგანმარტებებს, ხომ არ ცნობს საჩივარს და სხვ. 5. თუ სხდომაზე მხოლოდ ერთი მხარე გამოცხადდება, პალატა ახსნა-განმარტებას გამოცხადებული მხარისაგან მიიღებს. 6. სხდომის თავმჯდომარის ნებართვით თითოეულ მხარეს შეუძლია შეკითხვა დაუსვას მოწინააღმდეგე მხარეს და მის წარმომადგენელს. თუ შეკითხვა სცილდება განხილვის საგანს და არ ემსახურება საქმის გარემოების გამოკვლევასა და დადგენას, სხდომის თავმჯდომარეს მხარის თხოვნით ან თავისი ინიციატივით შეუძლია მოხსნას ასეთი შეკითხვა. 27 7. სადისციპლინო პალატის წევრებს უფლება აქვთ მხარეებს დაუსვან შეკითხვები, რომლებიც ხელს შეუწყობს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულად და ზუსტად განსაზღვრას, მათი უტყუარობის გამორკვევას. 8. პაექრობა შედგება მხარეებისა და მათი წარმომადგენლების სიტყვებისაგან. პირველად გამოდიან საჩივრის ავტორი და მისი წარმომადგენელი, შემდეგ – მოწინააღმდეგე მხარე და მისი წარმომადგენელი. 9. მას შემდეგ, რაც პაექრობის ყოველი მონაწილე წარმოთქვამს სიტყვას, სხდომის თავმჯდომარე მხარეებს აძლევს საშუალებას, გამოვიდნენ რეპლიკით. 10. პაექრობის შემდეგ სადისციპლინო პალატა გადის გადაწყვეტილების მისაღებად, რის შესახებაც უცხადებს მხარეებს. 11. სათათბირო ოთახიდან დაბრუნების შემდეგ სხდომის თავმჯდომარე აცხადებს მიღებულ გადაწყვეტილებას, განმარტავს გადაწყვეტილების მიღების საფუძველებს, რის შემდეგაც სხდომას დახურულად აცხადებს. 12. სადისციპლინო პალატის სხდომაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი. მუხლი 7562. სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილება 1. სადისციპლინო პალატა გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით. 2. სადისციპლინო პალატის წევრმა გადაწყვეტილების მიღებისას არ შეიძლება თავი შეიკავოს ხმის მიცემისაგან. 3. სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილებაში აღინიშნება სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებისა და მიღებული საჩივრების შინაარსი, სადისციპლინო პალატაში საკითხის განხილვის შედეგები, მიღებული გადაწყვეტილების არსი და დასაბუთება. 4. სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. 5. სადისციპლინო პალატას მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით შეუძლია გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები, თუ მიზანშეწონილად მიაჩნია შესწორებათა შეტანა. გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის შესახებ განჩინება არ საჩივრდება. მუხლი 7563. სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილების სახეები სადისციპლინო პალატა უფლებამოსილია მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ, თუ საჩივარი ეხება ამ კანონის 7541 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებს; ბ) სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების შეცვლის შესახებ, თუ საჩივარი ეხება ამ კანონის 7541 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებს; გ) სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი 28 გადაწყვეტილების მიღების შესახებ, თუ საკითხი ეხება ამ კანონის 7541 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებს; დ) სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახებ. მუხლი 7564. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველი 1. სადისციპლინო პალატა იღებს გადაწყვეტილებას სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ, თუ დადგინდება, რომ სადისციპლინო კოლეგიამ კანონიერად გაამართლა მოსამართლე ან შეწყვიტა მის მიმართ დისციპლინური საქმის წარმოება, ანდა სწორი იურიდიული კვალიფიკაცია მისცა კოლეგიის სხდომაზე დადგენილ დისციპლინურ გადაცდომას, ამასთანავე, მოსამართლეს კანონიერი და სამართლიანი დისციპლინური სახდელი ან დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება დააკისრა. 2. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების უცვლელად დასატოვებლად, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობასთან ერთად სავალდებულოა, რომ სადისციპლინო პალატის სხდომაზე დადასტურდეს სადისციპლინო კოლეგიის მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტებიც (შესაბამისი დისციპლინური გადაცდომის ჩადენა, დისციპლინური საქმის შეწყვეტის ან მოსამართლის გამართლების საფუძვლები). მუხლი 7565. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველი 1. სადისციპლინო პალატა იღებს გადაწყვეტილებას სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების შეცვლის შესახებ, თუ: ა) სადისციპლინო კოლეგიამ არასწორი იურიდიული კვალიფიკაცია მისცა მოსამართლის მიერ ჩადენილ ქმედებებს და სწორად ვერ განსაზღვრა, ამ კანონის 751 მუხლით გათვალისწინებული რომელი დისციპლინური გადაცდომა ჩაიდინა მოსამართლემ; სადისციპლინო პალატა უფლებამოსილია მოსამართლის ქმედება გადააკვალიფიციროს ამ კანონის 751 მუხლით გათვალისწინებული ნებისმიერი სახის დისციპლინურ გადაცდომაზე, ბრალეულად ცნოს მოსამართლე ამ კანონით გათვალისწინებული სხვა დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვისაც, თუ ამას მოიცავს დისციპლინური ბრალდების ფაქტობრივი გარემოებანი; ბ) სადისციპლინო კოლეგიამ გამოიყენა უკანონო, უსამართლო ან მიზანშეუწონელი დისციპლინური სახდელი ან დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება. ამ შემთხვევაში სადისციპლინო პალატა უფლებამოსილია: ბ.ა) უცვლელად დატოვოს დისციპლინური სახდელი, მოუხსნას მოსამართლეს ან გამოიყენოს მის მიმართ დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება; ბ.ბ) შეცვალოს დისციპლინური სახდელი და უცვლელად დატოვოს დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება; ბ.გ) შეცვალოს დისციპლინური სახდელი და დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება, ან გამოიყენოს ამ კანონის 753 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით 29 გათვალისწინებული დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება; ბ.დ) დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება შეცვალოს ნებისმიერი დისციპლინური სახდელით ან ეს სახდელი გამოიყენოს ამ კანონის 753 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიებასთან ერთად. 2. თუ ერთდროულად არსებობს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გარემოებები, სადისციპლინო პალატა იღებს გადაწყვეტილებას მოსამართლის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის იურიდიული კვალიფიკაციის, მოსამართლისათვის დაკისრებული დისციპლინური სახდელის ან დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების შეცვლის და, შესაბამისად, ამ ნაწილში სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების შეცვლის შესახებ. მუხლი 7566. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი სადისციპლინო პალატა იღებს გადაწყვეტილებას სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ, თუ სადისციპლინო კოლეგიამ უკანონოდ გაამართლა მოსამართლე, უკანონოდ შეწყვიტა მის წინააღმდეგ აღძრული დისციპლინური საქმე, ანდა უკანონოდ დააკისრა მას დისციპლინური პასუხისმგებლობა და გამოიყენა დისციპლინური სახდელი ან დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გაუქმებისთანავე სადისციპლინო პალატა უფლებამოსილია მიიღოს ამ კანონის 7541 მუხლით გათვალისწინებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, იმავე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გარდა. მუხლი 7567. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი სადისციპლინო პალატა იღებს გადაწყვეტილებას სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახებ, თუ: ა) საქმე განიხილა სადისციპლინო კოლეგიის არაკანონიერმა შემადგენლობამ; ბ) სადისციპლინო კოლეგიამ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რომელსაც არ ეცნობა სხდომის თაობაზე; გ) გადაწყვეტილება მიღებულია საქმის განხილვის საფუძველზე, რომლის დროსაც დარღვეულ იქნა პროცესის კონფიდენციალობის წესები; დ) გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია; ე) გადაწყვეტილება ხელმოუწერელია სხდომის თავმჯდომარის ან მდივნის მიერ; ვ) საქმეში არ არის სადისციპლინო კოლეგიის სხდომის ოქმი. მუხლი 7568. სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილების ფორმა 30 1. სადისციპლინო პალატის მიერ დისციპლინური საქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება წერილობით. მას ხელს აწერენ სადისციპლინო პალატის წევრები. 2. სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილების ასლები ეგზავნება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, პროცესის მხარეებს, მათ წარმომადგენლებს და საჩივრის (განცხადების/შეტყობინების) ავტორს. მუხლი 7569. დისციპლინურ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება 1. დისციპლინური სახდელისა და დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების აღსრულებაზე პასუხისმგებელია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ან საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში. 2. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შედის გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, ხოლო სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილება – დაუყოვნებლივ. მუხლი 7570. სასამართლოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის პირველი მოადგილის ან მოადგილის და სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულება სასამართლოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის პირველი მოადგილის ან მოადგილის და სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლების, როგორც დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების, შეფარდებისას სადისციპლინო კოლეგია ან სადისციპლინო პალატა კანონიერ ძალაში შესულ თავის გადაწყვეტილებას აღსასრულებლად წარუდგენს შესაბამის ორგანოს ან თანამდებობის პირს, კერძოდ, თუ საქმე ეხება საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეებს – საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმს, ხოლო ყველა სხვა შემთხვევაში – საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. მუხლი 7571. მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულება მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების, როგორც დისციპლინური სახდელის, დაკისრებისას სადისციპლინო კოლეგია ან სადისციპლინო პალატა კანონიერ ძალაში შესულ თავის გადაწყვეტილებას აღსასრულებლად წარუდგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. მუხლი 7572. მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება 1. მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ შესაბამისი წარდგინების მიღების შემდეგ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პარლამენტი, ყველა სხვა მოსამართლეს − საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. 2. მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ სადისციპლინო 31 კოლეგიის ან სადისციპლინო პალატის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა და შესაბამისი წარდგინების საფუძველზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარდგინების მიღებიდან 10 დღის ვადაში თანამდებობიდან ათავისუფლებს მოსამართლეს. 3. პირი, რომელიც დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის ამ კანონით დადგენილი წესით განთავისუფლდა მოსამართლის თანამდებობიდან, კარგავს ამ კანონის 70-ე მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის უფლებას. მუხლი 7573. სადისციპლინო კოლეგიისა და სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილებების გამოქვეყნება 1. სადისციპლინო კოლეგიისა და სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილებები მოსამართლის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე, თუ თავად მოსამართლემ არ მოითხოვა დისციპლინური სამართალწარმოების პროცესის გასაჯაროება, კანონიერ ძალაში შესვლისთანავე ქვეყნდება ოფიციალურ ვებგვერდზე. მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება სრულად ქვეყნდება. 2. სადისციპლინო კოლეგიისა და სადისციპლინო პალატის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების ასლები, მოთხოვნის შემთხვევაში, ნებისმიერ პირს გადაეცემა. მუხლი 7574. სადისციპლინო კოლეგიის წევრისა და სადისციპლინო პალატის წევრის მიერ დისციპლინურ საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის ვალდებულება 1. სადისციპლინო კოლეგიის წევრი და სადისციპლინო პალატის წევრი ვალდებული არიან, დაიცვან დისციპლინურ საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ კანონის 754 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მოსამართლემ დისციპლინური სამართალწარმოების პროცესის გასაჯაროება მოითხოვა, და თათბირის საიდუმლოება. ეს ვალდებულება არ ვრცელდება სადისციპლინო კოლეგიისა და სადისციპლინო პალატის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებებში მოცემულ ინფორმაციაზე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესის შეუსრულებლობა ჩაითვლება ამ კანონის 751 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დისციპლინურ გადაცდომად და გახდება სადისციპლინო კოლეგიის ან სადისციპლინო პალატის შემადგენლობიდან მოსამართლის გამოყვანის საფუძველი, აგრეთვე შეიძლება გახდეს მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი. მუხლი 7575. სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება დისციპლინური სამართალწარმოების განმახორციელებელი პირის, დისციპლინური ბრალდების წარმდგენი პირის, აგრეთვე სადისციპლინო კოლეგიის წევრისა და სადისციპლინო პალატის წევრის დისციპლინური უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული სამივლინებო ხარჯები ანაზღაურდება 32 სამსახურის ადგილის მიხედვით. მუხლი 7576. დისციპლინური სახდელის გაქარწყლება 1. „შენიშვნა“ გაქარწყლებულად ჩაითვლება მისი დაკისრებიდან ექვსი თვის, „საყვედური“ – ცხრა თვის, ხოლო „მკაცრი საყვედური“– ერთი წლის გასვლის შემდეგ, თუ მოსამართლე ამ ვადაში ახალ დისციპლინურ გადაცდომას არ ჩაიდენს. 2. მოსამართლე, რომლის მიმართაც გამოტანილია გადაწყვეტილება დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში მისი ბრალეულად ცნობის, მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისა და დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების სახით კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვის შესახებ, დისციპლინური სახდელის მქონედ არ ითვლება. 3. დაუშვებელია დისციპლინური სახდელის მოხსნა ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი შესაბამისი ვადის გასვლამდე. მუხლი 7577. მოსამართლის თანამდებობრივი დაწინაურების უფლების შეზღუდვა 1. მოსამართლეს, რომელიც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით მიცემულია დისციპლინურ პასუხისგებაში ან რომლისთვის დაკისრებული დისციპლინური სახდელი გაქარწყლებული არ არის, შესაბამისი ვადით ეზღუდება თანამდებობრივი დაწინაურების უფლება. 2. შესაბამისმა ორგანომ ან თანამდებობის პირმა არ უნდა გაამწესოს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში მოსამართლე, თუ იგი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით მიცემულია დისციპლინურ პასუხისგებაში ან თუ მისთვის დაკისრებული დისციპლინური სახდელი გაქარწყლებული არ არის. მუხლი 7578. იმავე ბრალდებით მოსამართლის ბრალეულად ცნობისა და მისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრების დაუშვებლობა სადისციპლინო კოლეგიის ან სადისციპლინო პალატის მიერ მოსამართლის ბრალეულად ცნობის ან გამართლების შემდეგ დაუშვებელია იმავე საფუძვლით მის მიმართ დისციპლინური დევნის აღძვრა, იმავე ბრალდებით მისი დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემა, იმავე ქმედების გამო მისი ბრალეულად ცნობა და მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სახდელის დაკისრება. მუხლი 7579. დისციპლინური საქმის შენახვა 1. დისციპლინური საქმე ინახება სადისციპლინო კოლეგიაში და ხელმიუწვდომელია სხვა პირებისათვის. 2. დისციპლინური საქმის გაგზავნა მოსამართლეთა თანამდებობაზე გამამწესებელ ორგანოებში ან თანამდებობის პირებთან დაიშვება მხოლოდ სადისციპლინო კოლეგიის თავმჯდომარის ნებართვით. 3. დისციპლინური საქმის შენახვის ვადაა 10 წელი. მუხლი 7580. სტატისტიკური ინფორმაცია 33 1. სტატისტიკური ინფორმაცია სადისციპლინო კოლეგიის საქმიანობისა და განხილული დისციპლინური საქმეების შესახებ პერიოდულად ეგზავნება საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა კონფერენციასა და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. 2. სხვა თანამდებობის პირთათვის, დაწესებულებებისათვის, აგრეთვე მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებისათვის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სტატისტიკური ინფორმაციის გადაცემა დაიშვება მხოლოდ სადისციპლინო კოლეგიის თავმჯდომარის ნებართვითა და ინფორმაციის კონფიდენციალობის უზრუნველყოფის მიზნით ამ კანონით დადგენილი შეზღუდვების დაცვით.“. 10. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 795 მუხლი: „მუხლი 795. „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართლაწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადებამდე წარმოებაში არსებული დისციპლინური საქმეების განხილვის გაგრძელების წესი „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართლაწარმოების შესახებ“ საქართველოს 2000 წლის 23 თებერვლის N150-IIს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადებამდე წარმოებაში არსებული დისციპლინური საქმეების განხილვა გაგრძელდეს ამ კანონით დადგენილი წესით“. მუხლი 2 1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს 2000 წლის 23 თებერვლის N150-IIს კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №8, 2000 წელი, მუხ. 12). 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 34
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი ორგანული კანონის პროექტზე ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილების შესრულება. 2017 წლის 16 ნოემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო №2/5/658 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლითაც საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად ცნო ზემოაღნიშნული კანონის II, III და V თავების ის მუხლები, რომლებიც არეგულირებს დისციპლინური სამართალწარმოების პროცედურას, რომელსაც შესაძლოა შედეგად მოჰყვეს მოსამართლის თანამდებობიდან განთავისუფლება. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთების მიხედვით, აღნიშნული საკითხები უნდა წესრიგდებოდეს ორგანული კანონის დებულებებით. შესაბამისად, „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული ნორმები ემატება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონს ცალკე თავის სახით. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია საქართველოს საკონსტიტუციო წლის 16 ნოემბერს №2/5/658 გადაწყვეტილების შესრულება. სასამართლოს 2017 ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად, მოსამართლეთა დისციპლინური „საქართველოს საერთო პასუხისმგებლობისა და სასამართლოების დისციპლინური 35 სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული ნორმები ემატება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონს ცალკე თავის სახით. ამასთანავე, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ხდება რიგი მითითებითი ნორმების გასწორება. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: არ იწვევს ფინანსურ შედეგებს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. 36 გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა)სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის იონათამიშვილი წევრები ვანო ზარდიაშვილი და რატი ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები ვანო ზარდიაშვილი და რატი იონათამიშვილი. 37
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლების მოქმედი რედაქციები, რომლებშიც შედის ცვლილება მუხლი 1. სასამართლო ხელისუფლება 1. სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია სახელმწიფო ხელისუფლების სხვა შტოებისაგან და მას ახორციელებენ მხოლოდ სასამართლოები. 2. მართლმსაჯულება არის სასამართლო ხელისუფლების განხორციელების ერთერთი ფორმა და მას სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართალწარმოებათა მეშვეობით ახორციელებენ საერთო სასამართლოები. 3. ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემასა და ორგანიზაციას, მოსამართლეთა სამართლებრივ სტატუსს, მათი შერჩევის, თანამდებობაზე დანიშვნის (არჩევის) და თანამდებობიდან განთავისუფლების წესს, ასევე მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს. მუხლი 19. უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატა 1. უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატას 3 წევრის შემადგენლობით, 3 წლის ვადით ირჩევს უზენაესი სასამართლოს პლენუმი. უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის წევრთა ასარჩევად მათ კანდიდატურებს, მათ შორის, სადისციპლინო პალატის თავმჯდომარის კანდიდატურას, უზენაესი სასამართლოს წევრთაგან უზენაესი სასამართლოს პლენუმს წარუდგენს პლენუმის წევრი. 2. ამოღებულ იქნეს (8.02.2017. N255 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს) 3. თუ უზენაესი სასამართლოს პლენუმმა უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის წევრად ზედიზედ ორჯერ ვერ აირჩია უზენაესი სასამართლოს პლენუმის წევრის მიერ წარდგენილი სადისციპლინო პალატის წევრის კანდიდატურა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს უფლება აქვს, მის არჩევამდე, არაუმეტეს 6 თვის ვადით, უზენაესი სასამართლოს წევრთაგან დანიშნოს სადისციპლინო პალატის წევრის მოვალეობის შემსრულებელი. 4. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უფლებამოსილია საქმის განხილვას სადისციპლინო პალატაში კონკრეტული საჩივრის განხილვის დროით ჩამოაშოროს პალატის ის წევრი, რომელსაც ამ საჩივართან დაკავშირებით აქვს საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული აცილების საფუძველი. ასეთ შემთხვევაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უზენაესი სასამართლოს წევრთაგან ნიშნავს სადისციპლინო პალატის წევრის მოვალეობის შემსრულებელს. 5. სადისციპლინო პალატის წევრი სრულყოფილად ახორციელებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილებას. 6. სადისციპლინო პალატა „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით განიხილავს საჩივრებს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო 38 კოლეგიის გადაწყვეტილებებზე. მუხლი 21. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე 1. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე: ა) საერთო ხელმძღვანელობას უწევს უზენაესი სასამართლოს საქმიანობას; ბ) შეიძლება იყოს ერთ-ერთი პალატის თავმჯდომარე; უძღვება უზენაესი სასამართლოს პლენუმისა და დიდი პალატის სხდომებს, საჭიროების შემთხვევაში თავმჯდომარეობს უზენაესი სასამართლოს პალატების სხდომებს; გ) ამოღებულია დ) საქართველოში მართლმსაჯულების მდგომარეობის ზოგად საკითხებთან დაკავშირებით მართლმსაჯულების განმახორციელებელი სასამართლო ხელისუფლების სახელით წარმართავს ურთიერთობას სახელმწიფო ხელისუფლების სხვა შტოებთან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან და მოსახლეობასთან; ე) წარმართავს უზენაესი სასამართლოს აპარატის მუშაობას; ვ) იღებს გადაწყვეტილებებს უზენაესი სასამართლოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნის (სამსახურში მიღების) და თანამდებობიდან გათავისუფლების (სამსახურიდან დათხოვნის) შესახებ; ზ) განსაზღვრავს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მოსამართლეს, რომელიც გასცემს ბრძანებას „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების ჩატარების თაობაზე; თ) ახორციელებს „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს; ი) წყვეტს მოსამართლის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის, დაკავების ან დაპატიმრების, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი ჩხრეკის საკითხებს; კ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის დროებით არყოფნისას მის უფლებამოსილებას ახორციელებს თავმჯდომარის პირველი მოადგილე. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და მისი პირველი მოადგილის დროებით არყოფნისას თავმჯდომარის უფლებამოსილებას მისივე ბრძანებით ახორციელებს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე. 39 მუხლი 23. სააპელაციო სასამართლოს შემადგენლობა 1. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. 2. სააპელაციო სასამართლოში იქმნება: ა) სამოქალაქო საქმეთა პალატა; ბ) ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა; გ) სისხლის სამართლის საქმეთა პალატა; დ) საგამოძიებო კოლეგია. 21. სააპელაციო სასამართლოში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, შეიძლება განხორციელდეს მოსამართლეთა უფრო ვიწრო სპეციალიზაცია. 3. სააპელაციო სასამართლოს პალატებსა და საგამოძიებო კოლეგიაში მოსამართლეთა რაოდენობას და მათ შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. 4. აუცილებლობის შემთხვევაში, მართლმსაჯულების განხორციელების შეფერხების თავიდან ასაცილებლად სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ ამ კანონის 581 მუხლით დადგენილი წესით შერჩეულ მოსამართლეს, მისი თანხმობით, შეიძლება დაავალოს საქმის განხილვაში მონაწილეობა ამავე სასამართლოს სხვა პალატაში ან საგამოძიებო კოლეგიაში. 5. სააპელაციო სასამართლოს თითოეულ პალატას და საგამოძიებო კოლეგიას ჰყავთ თავმჯდომარეები. სააპელაციო სასამართლოს პალატებისა და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეებს შესაბამისი პალატისა და კოლეგიის შემადგენლობიდან 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. სააპელაციო სასამართლოს პალატის თავმჯდომარედ ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარედ არ შეიძლება დაინიშნოს თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლე სააპელაციო სასამართლოს პალატის თავმჯდომარედ ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარედ დაინიშნება თავისი უფლებამოსილების ვადის ფარგლებში. 6. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარესა და თავმჯდომარის მოადგილეს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებისაგან 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ ან თავმჯდომარის მოადგილედ არ შეიძლება დაინიშნოს თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლე, გარდა იმ შემთხვევისა, 40 როდესაც მას აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლე სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ ან თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნება თავისი უფლებამოსილების ვადის ფარგლებში. 7. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის, პალატის ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის დანიშვნამდე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, მისი უფლებამოსილების განხორციელება შეიძლება დაეკისროს ამავე სასამართლოს ერთერთ მოსამართლეს. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია შეუწყვიტოს მოსამართლეს მისთვის დაკისრებული თავმჯდომარის უფლებამოსილება. 8. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის, სააპელაციო სასამართლოს პალატის თავმჯდომარის ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია: ა) პირადი განცხადება; ბ) სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტა; გ) დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების სახით სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის, სააპელაციო სასამართლოს პალატის თავმჯდომარის ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლება; დ) სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის, სააპელაციო სასამართლოს პალატის თავმჯდომარის ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის გასვლა. 9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობისას (გარდა იმავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის, სააპელაციო სასამართლოს პალატის თავმჯდომარის ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტა ფორმდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. 10. ამ მუხლის მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, სააპელაციო სასამართლოს პალატის თავმჯდომარე ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე თანამდებობიდან თავისუფლდება „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 41 მუხლი 32. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარე 1. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარეს შესაბამისი სასამართლოს მოსამართლეთაგან, ხოლო იმ სასამართლოს თავმჯდომარეს, სადაც შექმნილია სასამართლო კოლეგიები, – მათ შორის, სასამართლო კოლეგიების თავმჯდომარეთაგან, 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარედ არ შეიძლება დაინიშნოს თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლე რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარედ დაინიშნება თავისი უფლებამოსილების ვადის ფარგლებში. 2. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარე: ა) პირადად განიხილავს საქმეებს; ბ) ზედამხედველობს სასამართლოს აპარატის მუშაობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს სასამართლოს მენეჯერის, სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსის, სასამართლოს მანდატურის, მოსამართლის თანაშემწისა და სასამართლო სხდომის მდივნის თანამდებობაზე დანიშვნის (სამსახურში მიღების) და თანამდებობიდან გათავისუფლების (სამსახურიდან დათხოვნის) შესახებ; სასამართლოს მენეჯერსა და სასამართლოს აპარატის სხვა საჯარო მოსამსახურეებს უფარდებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს; გ) ორგანიზებას უწევს სასამართლოს მუშაობას, შეისწავლის და განაზოგადებს საქმეთა ნაკადის მართვის შესახებ ინფორმაციას (მათ შორის, საქმეთა შემოსვლისა და დასრულების მაჩვენებლებს, საქმისწარმოების ვადებს, სხდომების გადადებისა და საქმისწარმოების შეფერხების მიზეზებს) და ამ ინფორმაციას წელიწადში ერთხელ მაინც აწვდის მოსამართლეებსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს; თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს ზომებს საქმისწარმოების შეფერხების სისტემური მიზეზების აღმოსაფხვრელად; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და წინადადებების განზოგადებას და განზოგადების მასალებს წარუდგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს; დ1) ახორციელებს ამ კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას; ე) ამოღებულია ვ) უზრუნველყოფს სასამართლოში წესრიგის დაცვას; უფლებამოსილია სასამართლო სხდომის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დაადგინოს სხდომის დაწყებამდე პროცესის მონაწილეებისა და სხდომაზე დამსწრე პირების შემოწმება და სასამართლოს შენობაში ან სასამართლო სხდომის დარბაზში ცალკეული საგნების შეტანის აკრძალვა; უფლებამოსილია, აღნიშნული დარბაზის ფართობიდან 42 გამომდინარე, შეზღუდოს სასამართლო სხდომაზე დამსწრე პირთა რაოდენობა; ზ) სასამართლოში წესრიგის დარღვევის, სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის გამოხატვის ან სასამართლოს ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლის შემთხვევაში უფლებამოსილია წესრიგის დამრღვევის მიმართ გამოიყენოს საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებანი. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის მიერ აღნიშნულ საკითხზე განკარგულების მიღებისა და მისი გასაჩივრების წესი განისაზღვრება საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით; თ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოვალეობებს; ი) ამოღებულ იქნეს (8.02.2017. N255 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს) კ) ამოღებულ იქნეს (8.02.2017. N255 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს) ლ) ამოღებულ იქნეს (8.02.2017. N255 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს) 3. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნამდე, ხოლო იმ სასამართლოში, სადაც შექმნილია სასამართლო კოლეგიები, – სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარის დანიშვნამდე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს (სასამართლო კოლეგიის) თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელება შეიძლება დაეკისროს ამავე სასამართლოს ერთ-ერთ მოსამართლეს. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია შეუწყვიტოს მოსამართლეს მისთვის დაკისრებული თავმჯდომარის უფლებამოსილება. 4. იმ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარე, სადაც შექმნილია სასამართლო კოლეგიები, იმავდროულად არის ამ სასამართლოს ერთ-ერთი კოლეგიის წევრი და შეიძლება იყოს კოლეგიის თავმჯდომარე. 5. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის/სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია: ა) პირადი განცხადება; ბ) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტა; გ) დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების სახით რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის/სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლება; დ) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის/სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის გასვლა. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობისას (გარდა იმავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის/სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტა ფორმდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. 7. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარე/სასამართლო კოლეგიის 43 თავმჯდომარე თანამდებობიდან თავისუფლდება „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 34. მოთხოვნები, რომლებიც წაეყენება მოსამართლეობის კანდიდატს 1. მოსამართლედ შეიძლება დაინიშნოს (აირჩეს) საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 30 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით, სპეციალობით მუშაობის სულ ცოტა 5 წლის გამოცდილება, ფლობს სახელმწიფო ენას, ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, გავლილი აქვს იუსტიციის უმაღლესი სკოლის სრული სასწავლო კურსი და შეყვანილია იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში. 2. მოსამართლის თანამდებობაზე არ შეიძლება დაინიშნოს/აირჩეს ნასამართლევი პირი, აგრეთვე პირი, რომელიც გათავისუფლებული იყო მოსამართლის თანამდებობიდან ამ კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღარ არსებობს „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის ის ნორმა, რომლის საფუძველზედაც პირი გათავისუფლდა მოსამართლის თანამდებობიდან), ან იმავე მუხლის იმავე პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით. 3. მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლისაგან თავისუფლდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი პირი, ასევე ყოფილი მოსამართლე, რომელსაც ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, გამწესებული იყო მოსამართლის თანამდებობაზე უზენაეს სასამართლოში ან რაიონულ (საქალაქო) ანდა სააპელაციო სასამართლოში კონკურსის წესით და აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 18 თვის გამოცდილება. პირი, რომელმაც გაიარა იუსტიციის უმაღლესი სკოლის სრული სასწავლო კურსი და შეყვანილ იქნა იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში, მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად თავისუფლდება იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლისაგან, მიუხედავად იმისა, რა ვადით ეკავა მას მოსამართლის თანამდებობა ან იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამთავრების შემდეგ დაინიშნა თუ არა იგი ამ თანამდებობაზე. 4. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს კანდიდატურა, რომლის პროფესიული გამოცდილება უნდა შეეფერებოდეს უზენაესი სასამართლოს წევრის მაღალ სტატუსს. ამ გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდება აგრეთვე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი პირი. 44 5. მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდება საქართველოს საერთო სასამართლოების ყოფილი მოსამართლე სამოსამართლო უფლებამოსილების შეწყვეტიდან 10 წლის გასვლამდე. 6. მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისაგან და იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლისაგან თავისუფლდებიან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და უზენაესი სასამართლოს როგორც მოქმედი, ისე ყოფილი წევრები. მუხლი 46. მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობა საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები, დისციპლინური სახდელის სახეები, დისციპლინური სამართალწარმოებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესი განისაზღვრება „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით. მუხლი 511. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური 1. მოსამართლის სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის ობიექტური, მიუკერძოებელი და სრულყოფილი გამოკვლევისა და წინასწარი შემოწმების ჩატარების მიზნით საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იქმნება დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური, რომელსაც ხელმძღვანელობს დამოუკიდებელი ინსპექტორი. 2. დამოუკიდებელ ინსპექტორს 5 წლის ვადით, კონკურსის საფუძველზე, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ამ კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია უფლებამოსილია სრული შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ით, შესაბამისი საფუძვლის არსებობისას საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართოს წინადადებით დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე. 3. დამოუკიდებელ ინსპექტორად შეიძლება არჩეულ იქნეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება და მაღალი რეპუტაცია. 4. დამოუკიდებელ ინსპექტორს არ შეიძლება ეკავოს სხვა თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან მუნიციპალიტეტის ორგანოში, ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, უშუალოდ ახორციელებდეს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო ან საკონსულტაციო ორგანოს წევრის უფლებამოსილებას ან ახორციელებდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ანდა შემოქმედებითი საქმიანობისა. იგი არ შეიძლება იყოს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების წევრი ან/და მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებიდან გამომდინარე, დამოუკიდებელი 45 ინსპექტორის უფლებამოსილებები განისაზღვრება „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით. 6. დამოუკიდებელი ინსპექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია: ა) პირადი განცხადება; ბ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; გ) მის მიმართ სასამართლოს საბოლოო გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; დ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა; ე) ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ვადის ამოწურვა; ვ) გარდაცვალება; ზ) ამ უფლებამოსილების წელიწადში 3 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში განხორციელების შეუძლებლობა; თ) მოვალეობის სისტემატური შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება; ი) მოსამართლეთა უფლებების უხეში ან სისტემატური შელახვა; კ) შეუფერებელი ქცევა, რომელიც სახელს უტეხს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურს; ლ) დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობასთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავება ან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელება. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“–„ვ“ ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე გარემოების არსებობისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ასეთი გარემოების არსებობის შესახებ ინფორმაციას იღებს ცნობად, გადაწყვეტილების მიღების გარეშე, ხოლო იმავე პუნქტის „ზ“–„ლ“ ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე გარემოების არსებობისას კენჭს უყრის გადაწყვეტილებას დამოუკიდებელი ინსპექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. 8. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ზ“–„ლ“ ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე გარემოების არსებობისას დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხზე კენჭისყრის ჩატარების მოთხოვნის უფლება აქვს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა არანაკლებ 1/3-ს. კენჭისყრის ჩატარებამდე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებულია მოისმინოს დამოუკიდებელი ინსპექტორის ახსნა-განმარტება და გამოიკვლიოს შესაბამისი მტკიცებულებები. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შეუძლიათ გამოთქვან მოსაზრებები საკითხის შესახებ. 9. დამოუკიდებელი ინსპექტორის საქმიანობის ადგილია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. 10. დამოუკიდებელი ინსპექტორი კონკურსის საფუძველზე თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის აპარატის თანამშრომლებს. ამ კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით. 46 11. დისციპლინურ სამართალწარმოებაზე ზეგავლენის მოსახდენად დამოუკიდებელი ინსპექტორის საქმიანობაში ჩარევა დაუშვებელია. დამოუკიდებელი ინსპექტორი ვალდებულია ასეთი ჩარევის შესახებ აცნობოს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. 12. დამოუკიდებელი ინსპექტორი მოთხოვნის შემთხვევაში, მაგრამ წელიწადში ერთხელ მაინც, გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციას. 47