„საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 71 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-04-16
ბიუროს ნომერი 147
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
მუხლი 1. „საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის
პროექტის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 11.11.2015,
სარეგისტრაციო კოდი: 110050140.05.001.017938) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მოსამართლის (სასამართლოს თავმჯდომარის) მიერ ამ კანონის მე-3 მუხლის
პირველი პუნქტით, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრულ
მოთხოვნათა დარღვევა გამოიწვევს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს
ორგანული კანონით გათვალისწინებულ დისციპლინურ პასუხისმგებლობას იმავე
კანონით დადგენილი წესით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
ქუთაისი,
2018 წლის ... მაისი
№
48
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
კანონპროექტზე
„საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს 2017 წლის 16 ნოემბრის №2/5/658 გადაწყვეტილების შესრულება.
2017 წლის 16 ნოემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო
გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძე საქართველოს
პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლითაც საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის
მე-2 პუნქტთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად ცნო ზემოაღნიშნული კანონის II,
III და V თავების ის მუხლები, რომლებიც არეგულირებს დისციპლინური
სამართალწარმოების პროცედურას, რომელსაც შესაძლოა შედეგად მოჰყვეს
მოსამართლის თანამდებობიდან განთავისუფლება. საკონსტიტუციო სასამართლოს
გადაწყვეტილების დასაბუთების მიხედვით, აღნიშნული საკითხები უნდა
წესრიგდებოდეს ორგანული კანონის დებულებებით. შესაბამისად, „საქართველოს
საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და
დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი
ტექსტი ემატება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონს
XIII1 თავის სახით, რაც ცვლილებას იწვევს „საერთო სასამართლოების
მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის
მე-3 პუნქტში. კერძოდ, მითითება „საქართველოს საერთო სასამართლოების
მოსამართლეთა
დისციპლინური
პასუხისმგებლობისა და
დისციპლინური
სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონზე იცვლება მითითებით „საერთო
სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონზე.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია „საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან
კომუნიკაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტში
მითითებითი ნორმის შეცვლა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის თანახმად, „საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან
კომუნიკაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტში
მითითება „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური
პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს
კანონზე იცვლება მითითებით „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს
ორგანულ კანონზე.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე;
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი
ფინანსური ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
არ იწვევს ფინანსურ შედეგებს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს
იონათამიშვილი.
პარლამენტის
წევრები
ვანო
ზარდიაშვილი
და
რატი
წევრები
ვანო
ზარდიაშვილი
და
რატი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს
იონათამიშვილი
პარლამენტის
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლის მოქმედი რედაქცია, რომელშიც შედის ცვლილება
მუხლი 4. მოსამართლის (სასამართლოს თავმჯდომარის) პასუხისმგებლობა
1. მოსამართლესთან პროცესის მონაწილის, დაინტერესებული პირის, საჯარო
მოსამსახურის,
სახელმწიფო
მოსამსახურის,
სახელმწიფო-პოლიტიკური
თანამდებობის პირისა და პოლიტიკური თანამდებობის პირის ამ კანონის მე-3
მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის შემთხვევაში
მოსამართლე ვალდებულია ამის თაობაზე დაუყოვნებლივ, წერილობით შეატყობინოს
სასამართლოს თავმჯდომარეს ან მის მიერ უფლებამოსილ მოსამართლეს. თუ
კომუნიკაცია
სასამართლოს თავმჯდომარესთან განხორციელდა, სასამართლოს
თავმჯდომარე ამის თაობაზე დაუყოვნებლივ, წერილობით ატყობინებს ზემდგომი
ინსტანციის სასამართლოს თავმჯდომარეს ან მის მიერ უფლებამოსილ მოსამართლეს.
თუ კომუნიკაცია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლესთან
განხორციელდა, იგი ამის თაობაზე დაუყოვნებლივ, წერილობით ატყობინებს
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ან
სასამართლოს თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილ მოადგილეს. თუ კომუნიკაცია
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან განხორციელდა, იგი ამის
თაობაზე დაუყოვნებლივ, წერილობით ატყობინებს საქართველოს იუსტიციის
უმაღლეს საბჭოს.
2. კომუნიკაციის თაობაზე წერილობითი შეტყობინების განხილვაზე
უფლებამოსილი მოსამართლე, აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებულ
შემთხვევებში – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია
მოსამართლესთან ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული
კომუნიკაციის შემთხვევაში პროცესის მონაწილის, დაინტერესებული პირის, საჯარო
სახელმწიფო-პოლიტიკური
მოსამსახურის,
სახელმწიფო
მოსამსახურის,
თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის მიმართ გამოიყენოს
შემდეგი ღონისძიებები:
ა) მიიღოს გადაწყვეტილება მისი დაჯარიმების შესახებ;
ბ) საჯარო მოსამსახურის შემთხვევაში – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი
საბჭოს მდივნის წინაშე დასვას მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის
დაკისრების საკითხი.
3. მოსამართლის (სასამართლოს თავმჯდომარის) მიერ ამ კანონის მე-3 მუხლის
პირველი პუნქტით, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრულ
მოთხოვნათა დარღვევა გამოიწვევს „საქართველოს საერთო სასამართლოების
მოსამართლეთა
დისციპლინური
პასუხისმგებლობისა და
დისციპლინური
სამართალწარმოების
შესახებ“
საქართველოს
კანონით
გათვალისწინებულ
დისციპლინურ პასუხისმგებლობას იმავე კანონით დადგენილი წესით.