„საკონსულო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-04-16
ბიუროს ნომერი 147
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საკონსულო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი
1.
„საკონსულო
საქმიანობის
(საქართველოს
საკანონმდებლო
სარეგისტრაციო
კოდი
შესახებ“
მაცნე
საქართველოს
(www.matsne.gov.ge),
N480060000.05.001.016809)
კანონის
22.06.2012,
მე-8 მუხლის პირველი პუნქტი
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საკონსულო თანამდებობის პირად შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელიც
აკმაყოფილებს „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით
განსაზღვრულ, დიპლომატიური თანამდებობის პირის როტაციის წესით სამუშაო
მივლინებით წარგზავნისათვის აუცილებელ მოთხოვნებს, გავლილი აქვს მინისტრის
ბრძანებით დამტკიცებული, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი
საჯარო
სამართლის
იურიდიული
პირის
-
საქართველოს
საგარეო
საქმეთა
სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი
ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული სპეციალური სასწავლო პროგრამა და მიღებული
აქვს შესაბამისი სერტიფიკატი.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საკონსულო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
წარმოდგენილი
იურიდიული
კანონპროექტის
პირის
შესახებ“
მომზადება
განაპირობა
საქართველოს კანონის
,,საჯარო
სამართლის
შესაბამისად, საქართველოს
მთავრობის დადგენილებით შექმნილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს
მმართველობის სფეროში მოქმედი
საქართველოს
საგარეო
საქმეთა
საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამინისტროს
ლევან
მიქელაძის
სახელობის
დიპლომატიური სასწავლო ცენტრის სახელწოდების ცვლილებამ, რაც უკავშირდება მის
შემდგომ ფუნქციონალურ დატვირთვას.
დიპლომატიური სასწავლო ცენტრის სახელწოდების ცვლილება განაპირობა იმ
გარემოებამ,
რომ
გარდა
საგანმანათლებლო
ტიპის
დაწესებულებისა,
რომელიც
უზრუნველყოფს საჯარო მოხელეთათვის ტრენინგების, ლექციების, კვალიფიკაციის
ასამაღლებელი
სასწავლო
კურსების
ჩატარებას,
ცენტრი
ამავდროულად
გახდება
კვლევითი ტიპის დაწესებულებაც, რომელიც უზრუნველყოფს ექსპერტების მოწვევასა
და საგარეო-პოლიტიკურ საკითხებზე კვლევების ჩატარებას, დაამყარებს ურთიერთობებს
ანალოგიური ტიპის კვლევით ორგანიზაციებთან. შესაბამისად, მიზანშეწონილია ცენტრს
ეწოდოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს საგარეო საქმეთა
სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი
ინსტიტუტი.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო
სამართლის იურიდიულ პირთან დაკავშირებით განსახორციელებელი ცვლილების ასახვა
კანონში.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის თანახმად,
პუნქტში.
აღნიშნული
ცვლილება შედის კანონის მე-8 მუხლის პირველი
ცვლილება
გულისხმობს
საქართველოს
საგარეო
საქმეთა
სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის
სახელწოდების ცვლილებას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა)
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის
მიღება
არ
იწვევს
სახელმწიოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი
ფინანსური შედეგები
იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომლებზეც
ვრცელდება კანონპროექტი.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ იწვევს დადგენილი გადასახადის, მოსაკრებელის ან სხვა სახის
გადასახდელის დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
ორგანიზაცია/დაწესებულება,
არასახელმწიფო
ექსპერტები,
ან/და
რომლებმაც
საერთაშორისო
მონაწილეობა
მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საკონსულო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების)
მოქმედი
სრული
რედაქცია,
რომელშიც
(რომლებშიც)
წარმოდგენილი
კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 8. საკონსულო თანამდებობის პირის დანიშვნა და განთავისუფლება
1. საკონსულო თანამდებობის პირად შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელიც
აკმაყოფილებს „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით
განსაზღვრულ, დიპლომატიური თანამდებობის პირის როტაციის წესით სამუშაო
მივლინებით
წარგზავნისათვის
აუცილებელ
მოთხოვნებს,
გავლილი
აქვს
მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული, სამინისტროს მმართველობის სფეროში
შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საგარეო
საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო
ცენტრის მიერ ორგანიზებული სპეციალური სასწავლო პროგრამა და მიღებული
აქვს შესაბამისი სერტიფიკატი.
2. საკონსულო თანამდებობის პირის დანიშვნისა და განთავისუფლების ზოგადი
საფუძვლები და წესი განისაზღვრება ამ კანონით, „დიპლომატიური სამსახურის
შესახებ“ საქართველოს კანონითა და მინისტრის შესაბამისი ბრძანებით.
3. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული სპეციალური სასწავლო პროგრამის
გავლის მოთხოვნა არ ვრცელდება უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის
პირსა და უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირზე.
4. საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელი თანამდებობაზე დანიშვნისას
სამინისტროსგან იღებს წერილობით რწმუნებას − საკონსულო პატენტს.
5.
საკონსულო
შესრულებას
დაწესებულების
შეუდგება
ხელმძღვანელი
ადგილსამყოფელი
საკონსულო
სახელმწიფოს
ფუნქციების
თანხმობის
−
ეგზეკვატურის − მიღების შემდეგ.
6. საჭიროების შემთხვევაში და ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობით,
საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელი შეიძლება საკონსულო ფუნქციების
შესასრულებლად მივლინებულ იქნეს ეგზეკვატურის მიღებამდე.