საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის მომართვა მიმდინარე წლის 18 მაისის (თვის პლენარული სხდომების ბოლო კვირის პარასკევი) პლენარული სხდომის დღის წესრიგში (ადრე მოთხოვნილი 20 აპრილის ნაცვლად), დღის პირველ ნახევარში, საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების „ევროპული „ევროპული საქართველოს“ და „ევროპული საქართველო-რეგიონების“ წევრების ზურაბ ჭიაბერაშვილისა და ელენე ხოშტარიას მიერ ინიციირებული „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/44; 27.03.2017) და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/45; 27.03.2017) კანონის პროექტების განხილვისა და კენჭისყრების ჩასატარებლად დროის გამოყოფის შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
16.04.2018
ავტორი
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე
ნომერი
#5863/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-04-16
ბიუროს ნომერი 147

📜 ტექსტი

წერილი
N 5863 16/04/2018 საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიმდინარე წლის 20 მარტს მოგმართეთ წერილობით (№4274), რათა 20 აპრილს (თვის პლენარული სხდომების ბოლო კვირის პარასკევი) პლენარული სხდომის დღის წესრიგში, დღის პირველ ნახევარში, საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების "ევროპული საქართველო" და "ევროპული საქართველო - რეგიონები“-ს წევრების ელენე ხოშტარიასა და ზურაბ ჭიაბერაშვილის მიერ ინიცირებული კანონის პროექტების განხილვისა და კენჭისყრების ჩასატარებლად გამოყოფილიყო დრო. ვინაიდან, უმცირესობის წევრები ამ პერიოდისთვის ჩართული ვართ ვანისა და ხონის №54 საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების კამპანიაში - ვხსნით ჩვენს მოთხხოვნას. ამასთანავე გთხოვთ, პარლამენტის რეგლამენტის 165-ე მუხლის შესაბამისად, მიმდინარე წლის 18 მაისს (თვის პლენარული სხდომების ბოლო კვირის პარასკევი) პლენარული სხდომის დღის წესრიგში, დღის პირველ ნახევარში, გამოყოფილ იქნას დრო საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების "ევროპული საქართველო" და "ევროპული საქართველო - რეგიონები“-ს წევრების ელენე ხოშტარიასა და ზურაბ ჭიაბერაშვილის მიერ ინიცირებული კანონის პროექტების განხილვისათვისა და კენჭისყრების ჩასატარებლად, თანდართული დანართის შესაბამისად. პატივისცემით დავით ბაქრაძე უმცირესობის ლიდერი
დანართი
დანართი № 1 2 რეგისტრაციის ნომერი და თარიღი 07-3/44 27.03.17 ინიციატორი კანონპროექტის დასახელება ე. ხოშტარია ზ.ჭიაბერაშვილი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; 07-3/45 27.03.17 ე. ხოშტარია ზ.ჭიაბერაშვილი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.