„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის შესახებ 2017 წლის ანგარიშის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-04-16
ბიუროს ნომერი 147
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის
დადგენილება
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იურიდიული
დახმარების სამსახურის საქმიანობის შესახებ
2017 წლის ანგარიშის თაობაზე
„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე4 პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 2295 მუხლის მე-2
პუნქტის შესაბამისად
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იურიდიული დახმარების
სამსახურის ანგარიში 2017 წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ
შეფასდეს დადებითად.
2.
იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის ხარისხის,
ეფექტიანობისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საქართველოს
პარლამენტი აძლევს მას შემდეგ რეკომენდაციებს:
ა) სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე
სრულყოფილი სტატისტიკური მონაცემების წარმოდგენის მიზნით, იურიდიული
დახმარების სამსახურის მომდევნო ყოველწლიურ ანგარიშში წარმოსადგენი
მონაცემები გაანალიზდეს არა მხოლოდ სუბიექტებისა და სამართლის დარგების,
არამედ საქმეთა კატეგორიების მიხედვითაც;
ბ)
გაზრდილი
მანდატიდან
გამომდინარე,
იურიდიული
დახმარების
სამსახურმა, შესაბამისი ადამიანური რესურსის შერჩევითა და სამსახურის
მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებით, უზრუნველყოს სამსახურის
აპარატის სტრუქტურული გაძლიერება.
გ)
შეზღუდული
შესაძლებლობის
მქონე
პირებისათვის
იურიდიული
დახმარების სამსახურის სერვისით შეუზღუდავად სარგებლობის მიზნით,
დაჩქარდეს ბიუროების ოფისების ადაპტირების პროცესი;
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე
ქუთაისი,
2018 წლის __ აპრილი
#______
ირაკლი კობახიძე