საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 138-ე ასამბლეაზე საქართველოს პარლამენტის დელეგაციის (ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე, დავით მათიკაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ნინო წილოსანი) მივლინების ანგარიში (ქ. ჟენევა, შვეიცარია, 24-28 მარტი, 2018)
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-04-18
ბიუროს ნომერი 148
📜 ტექსტი
წერილი
5961-3-9-3-201804161717
N 5961
16/04/2018
საქართველოს პარლამენტის აპარატის
საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
ქალბატონო ეთერ,
გაცნობებთ, რომ ა.წ. 24-28 მარტს, შვეიცარიაში, ქ. ჟენევაში, გაიმართა საპარლამენტთაშორისო კავშირის
(IPU) რიგით 138-ე ასამბლეა, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს საპარლამენტო
დელეგაციამ პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით.
გიგზავნით ზემოაღნიშნული ვიზიტის ანგარიშს.
დანართი: 3 ფურცელი.
პატივისცემით,
თამარ ყოლბაია
ანგარიში
მივლინების ანგარიში
მივლინების ადგილი
მივლინების თარიღი
მივლინების მიზანი
ღონისძიების თემა
დელეგაციის
შემადგენლობა
აქტივობები
ჟენევა, შვეიცარია
24-28 მარტი
მონაწილეობა საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 138-ე ასამბლეაში
გლობალური რეჟიმის გაძლიერება მიგრანტებისა და ლტოლვილებისთვის:
საფუძვლიანი პოლიტიკური გადაწყვეტილებების საჭიროება
ირაკლი კობახიძე - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე;
მამუკა მდინარაძე - ფრაქციის „ქართული ოცნება“ თავმჯდომარე;
დავით მათიკაშვილი - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის
მოადგილე;
ირაკლი მეზურნიშვილი - დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის
თავჯდომარის მოადგილე;
ზურაბ ჭიაბერაშვილი - ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა
კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;
ნინო წილოსანი - ფრაქციის „ქართული ოცნება“ მდივანი;
გივი მიქანაძე - პარლამენტის აპარატის უფროსი;
ნიკოლოზ სამხარაძე - პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი;
თამარ ყოლბაია - საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი;
ანა გოჩაშვილი - საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის
დეპარტამენტის უფროსი;
ირაკლი ბროკიშვილი - საპარლამენტთაშორისო კავშირში მუდმივმოქმედი
საპარლამენტო დელეგაციის მდივანი;
სერგო სარდლიშვილი - საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის
დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი.
2018
წლის
24-28
მარტს
ჟენევაში,
შვეიცარიაში,
გაიმართა
საპარლამენტთაშორისო კავშირის რიგით 138-ე ასამბლეა, რომლის მუშაობაშიც
მონაწილეობა
მიიღო
საქართველოს
პარლამენტის
მუდმივმოქმედმა
დელეგაციამ,
პარლამენტის
თავმჯდომარის
ირაკლი
კობახიძის
ხელმძღვანელობით. ღონისძიებაში 150-მდე ქვეყნის 800-მდე პარლამენტის
წევრი, მათ შორის 70-მდე პარლამენტის თავმჯდომარე მონაწილეობდა.
„გლობალური რეჟიმის გაძლიერება მიგრანტებისა და ლტოლვილებისთვის:
საფუძვლიანი პოლიტიკური გადაწყვეტილებების საჭიროება“ - ამ თემის
გარშემო გაიმართა პოლიტიკური დებატები ასამბლეაზე. საქართველოს
პარლამენტის თავმჯდომარემ უმაღლესი ტრიბუნიდან მიმართა შეკრებილ
საზოგადოებას და მიგრაციისა და ლტოლვილთა საკითხების მიმართულებით
არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
2018 | საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი;
საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილება
პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე
არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ეს
ყველაფერი ხდება გაეროს გენერალური ასამბლეის იმ დადგენილებების
მიუხედავად,
რომლებიც
ადასტურებენ
ძალისმიერი
დემოგრაფიული
ცვლილებების მიუღებლობას და იძულებით გადაადგილებულ პირთა და
ლტოლვილთა უფლებას, მშვიდობიანად და ღირსეულად დაბრუდნენ სახლებში.
პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ წელს,
გაეროს იძულებით გადაადგილებულ პირთა თაობაზე სახელმძღვანელო
პრინციპების მიღების 20 წლისთავი აღინიშნება. მისივე თქმით, ამ ფაქტმა კიდევ
ერთხელ
უნდა
უბიძგოს
სახელმწიფოებს,
რომ
ამ
გამოწვევების
კომპლექსურობისა და მასშტაბის შეფასება საერთო პასუხისმგებლობის ქვეშ
მოხდეს. „რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%;
არაკანონიერად ჰყავს განთავსებული შეიარაღებული ძალები ოკუპირებულ
ტერიტორიებზე; ხელს უწყობს საოკუპაციო რეჟიმის შენარჩუნებას აფხაზეთსა და
ცხინვალის რეგიონში და ამ საოკუპაციო რეჟიმის დახმარებით, გამუდმებით
უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს - იტაცებს და აწამებს მშვიდობიან
მოსახლეობას, უახლესი შემთხვევა იყო არჩილ ტატუნაშვილის გატაცება,
რომელიც წამების შედეგად გარდაიცვალა ცხინვალის ციხეში; ზღუდავს
თავისუფლად გადაადგილების უფლებას ადგილობრივი მოსახლეობისათვის და
ამ რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის, ართმევს ბავშვებს
მშობლიურ ქართულ ენაზე განათლების მიღების უფლებას. მეტიც, რუსული
შეიარაღებული ძალები ატარებენ ე.წ. ბორდერიზაციის პოლიტიკას, აღმართავენ
მავთულხლართებს, რომლებიც არა მხოლოდ თავისუფლად გადაადგილებას
ზღუდავს, არამედ, სამწუხაროდ არაკანონიერად ჰყოფს შუაზე სოფლებს და
ზოგჯერ ოჯახებსაც კი“ - განაცხადა თავის გამოსვლაში ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ იმ ეფექტურ მექანიზმებზეც ისაუბრა, რომელიც
საქართველოს პარლამენტმა ამ მიმართულებით შეიმუშავა და რომლებიც
აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის, ადამიანის უფლებების, სამოქალაქო
უსაფრთხოებისა და მიგრანტთა და ლტოლვილთა ჯანმრთელობის დაცვის
ადეკვატური სტანდარტების აღსრულებისათვის ეფექტურ სახელმძღვანელო
პრინციპებს წარმოადგენენ.
დებატები ასამბლეაზე 4 დღის განმავლობაში გრძელდებოდა, ქართული
დელეგაციის წევრები აქტიურად იყვნენ ჩართულები განხილვებში თემის
გარშემო.
ასამბლეის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტთაშორისო
კავშირის პრეზიდენტის, გაბრიელა კუევას ბარონის და გენერალური მდივნის,
მარტინ ჩუნგონგის სახელით გამართულ მაღალი დონის სადილს დაესწრო,
რომელსაც 70-მდე ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე ესწრებოდა.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია გაეროს შტაბ-ბინაში გამართულ
ლიტვის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავისადმი
მიძღვნილ მიღებას დაესწრო, რომელსაც ლიტვის სეიმის ვიცე-სპიკერი,
გედიმინას კირკილასი მასპინძლობდა. შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით
მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
2018 | საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი;
საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილება
ორმხრივი შეხვედრები
ასამბლეის მსვლელობის პარალელურად, საქართველოს საპარლამენტო
დელეგაციამ ორმხრივი შეხვედრები გამართა სხვადასხვა წევრი ქვეყნების
საპარლამენტო დელეგაციებთან, კერძოდ, სამხრეთ აფრიკის, ინდონეზიის,
კატარის, გერმანიის, მაროკოს, ავსტრიის, იაპონიის, სურინამის, სინგაპურის,
ჩინეთის, ვანუატუს, ბოლოვიის და სხვა პარლამენტების თავმჯდომარეებთან,
ვიცე-სპიკერებთან და ეროვნული დელეგეციების ხელმძღვანელებთან.
შეხვედრებზე
განიხილეს
ორმხრივი
საპარლამენტო
ურთიერთობების
გაძლიერების პერსპექტივები და დასახეს სამომავლო თანამშრომლობის გზები.
ქართულმა მხარემ, რიგ ქვეყნებთან, ყურადღება ოკუპირებული ტერიტორიების
არაღიარების პოლიტიკაზე გააკეთა. ასევე, ისაუბრეს გაეროში საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და
ლტოლვილთა შესახებ რეზოლუციაზე, სადაც ხაზი გაესვა საერთაშორისო
თანამეგობრობის მხარდაჭერის მნიშვნელობას და როლს ამ საკითხის
მოგვარებაში. შეხვედრებზე საუბარი შეეხო 2018 წლის ივლისში, თბილისში
დაგეგმილი ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) სამიტს.
შეხვედრებზე, ასევე, ისაუბრეს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ,
საგანმანათლებლო
თუ
სხვა
მიმართულებით
თანამშრომლობის
პერსპექტივებზე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მიწვევა მიიღო
სხვადასხვა ქვეყნების პარლამენტების უმაღლესი თანამდებობის პირებისგან.
ASGP
პარლამენტების
გენერალური
მდივნების
ასოციაციის
შეხვედრები
ტრადიციულად
გაიმართა
ასამბლეის
პარალელურად.
საქართველოს
პარლამენტის აპარატის ახლადდანიშნული უფროსი გივი მიქანაძე, აქტიურად
მონაწილეობდა ასოციაციის შეხვედრებში.
შეხვედრებზე ეფექტური საკანონმდებლო საქმიანობის, საპარლამენტო
ზედამხედველობის, პარლამენტსა და მთავრობას შორის ურთიერთობაზე და
სხვა
მნიშვნელოვან
თემებზე
იმსჯელეს.
ასოციაციის
წევრებმა
ამ
მიმართულებებზე პრეზენტაციები წარმოადგინეს.
გივი მიქანაძე კოლეგებს სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის პარლამენტების
აპარატებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელოვან მიმართულებებზე და
სამომავლო ურთიერთობების განვითარების გეგმებზე და პერსპექტივებზე
ესაუბრა.
საპარლამენტთაშორისო კავშირის მომდევნო, რიგით 139-ე ასამბლეას, ა.წ. 14-18
ოქტომბერს კვლავ ჟენევა უმასპინძლებს.
მოამზადა ირაკლი ბროკიშვილმა
2018 | საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი;
საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილება