საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების კახაბერ კუჭავას, კობა ლურსმანაშვილის, სულხან მახათაძის და გოგა გულორდავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/152, 12.04.2018) საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ახალი ვადის (დაჩქარებული წესით) განსაზღვრის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-04-18
ბიუროს ნომერი 148
📜 ტექსტი
წერილი
N 6021
17/04/2018
6021-3-9-3-201804171227
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
მოგეხსენებათ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრების კ. კუჭავას, კ.
ლურსმანაშვილის, ს. მახათაძისა და გ. გულორდავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის
წესით საქართველოს კანონის პროექტთან „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ (07-3/152; 12.04.18) დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის ბიუროს
მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დაჩქარებული წესით განხილვის თაობაზე. წამყვან
კომიტეტად განისაზღვრა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, ხოლო
სავალდებულო კომიტეტად - საფინანსო-საბიუჯეტო.
საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტი
ვერ
ახერხებს
აღნიშნულ
ვადაში
კანონპორექტის განხილვას. ვინაიდან, მათი კომპეტენტური მოსაზრება კანონპროექტთან
დაკავშირებით მნიშვნელოვანია, გთხოვთ, საქართველოს პარლამენტის წევრების კ.
კუჭავას, კ. ლურსმანაშვილის, ს. მახათაძისა და გ. გულორდავას მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილ „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (07-3/152; 12.04.18)
განსაზღვროთ განხილვის ახალი ვადები და კვლავ დაჩქარებული წესით განხილვის
შესაძლებლობა.
პატივისცემით,
კახაბერ კუჭავა
თავმჯდომარე