„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
17.04.2018
ავტორი
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრი რევაზ არველაძე
ნომერი
#07-3/154/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-04-25
ბიუროს ნომერი 153

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ. 20) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლის „ჰ28“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ29“–ჰ31“ ქვეპუნქტები: „ჰ29) „მომსახურების ხარისხის წესები“ - კომისიის მიერ დამტკიცებული ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის განაწილების, ასევე წყალმომარაგების ლიცენზიატებისა და ბუნებრივი გაზის მიმწოდებლებისთვის (რომლებიც გაზს აწვდიან საცალო მომხმარებელს) ადგენს მომარაგების წყვეტების დროული აღმოფხვრისა და შემცირების, აგრეთვე, მომარაგების წყვეტაზე მომხმარებლის ინფორმირებისა და მომხმარებლის განცხადებებზე რეაგირების მომსახურების სტანდარტების მინიმალურ დონეს; მომსახურების პროცესის რეალურ დროში კონტროლის პირობებს, სტანდარტის შესრულების სამიზნე მაჩვენებლებსა და მომხმარებლისთვის კომპენსაციის გაცემის წესს; „ჰ30) „ინვესტიციების შეფასების წესი“ - კომისიის მიერ დამტკიცებული ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ადგენს სატარიფო რეგულირებას დაქვემდებარებული ლიცენზიატების მიერ განსახორციელებელი საინვესტიციო გეგმებისა და მისი შემადგენელი პროექტების კომისიისათვის წარდგენის, კომისიის მიერ მათი შეთანხმების, აგრეთვე შეთანხმებულ საინვესტიციო გეგმებში ან/და პროექტებში ცვლილების შეტანისა და მათი განხორციელების შესახებ ანგარიშგების წესსა და პირობებს; „ჰ31) „ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგის წესი“ - კომისიის მიერ დამტკიცებული ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ადგენს ენერგეტიკულ სექტორში რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების მიერ კომისიაში წარსადგენ ანგარიშგების ფორმებსა და მონაცემებს, მათი წარდგენის საშუალებებსა და პერიოდულობას, ანგარიშგების კონფიდენციალურობის დაცვისა და გამჭვირვალობის პრინციპებს, აგრეთვე კომისიის მიერ ბაზრების მონიტორინგის შედეგების გამოქვეყნების პერიოდულობას, წესსა და პირობებს.“. 2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კომისია საკანონმდებლო აქტით განსაზღვრულ შემთხვევებში და თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – დადგენილებას. კომისიის დადგენილებით მტკიცდება: ა) კომისიის დებულება; ბ) ადმინისტრაციული წარმოების დებულება; გ) სადავო საკითხების განხილვის პროცედურული წესები; დ) რეგულირების საფასურის ოდენობა და გაანგარიშების წესი; 1 ე) ლიცენზირების წესები; ვ) მიწოდებისა და მოხმარების წესები; ზ) ტარიფების მეთოდოლოგია; თ) ტარიფები (მათ შორის, ზღვრული); ი) ნორმატიული დანაკარგების ოდენობა და გაანგარიშების წესი; კ) ქსელის წესები; ლ) მომსახურების ხარისხის წესები; ნ) ინვესტიციების შეფასების წესი; ო) ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგის წესი.“. 3. მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კომისია ვალდებულია ყოველი წლის ბოლომდე დაამტკიცოს მომავალი წლის ბიუჯეტი, რომელშიც ასახული უნდა იყოს კომისიის ყველა ხარჯი, მათ შორის, კომისიის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების ხელფასები და შემოსავლები. კომისია ყოველი წლის 15 სექტემბრისათვის ლიცენზიატებისგან, იმპორტიორებისგან და მიმწოდებლებისგან მიღებული მომავალი წლის საქმიანობის მოცულობის პროგნოზის საფუძველზე ადგენს რეგულირების საფასურს, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის მომავალი საბიუჯეტო წლისათვის დაგეგმილი ხარჯების დაფარვას. კომისია ვალდებულია, გამოაქვეყნოს თავისი ბიუჯეტი.“; 4. 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 21. კომისიის ყოველწლიური ანგარიში კომისია ყოველი წლის 1 მაისამდე ადგენს თავისი საქმიანობის შესახებ გასული წლის ანგარიშს, რომელსაც უგზავნის საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტს და სამინისტროს. ანგარიში ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოებისათვის.“; 5. 26–ე მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. დაუშვებელია ერთ ტერიტორიულ ერთეულში (ქალაქი, დაბა, სოფელი) ორი ან მეტი განაწილების ან წყალმომარაგების ლიცენზიის გაცემა.“; 6. 39–ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი: „ე) არანაკლებ 5 დღით ადრე აცნობოს კომისიას საქმიანობის დაწყების ან შეწყვეტის შესახებ.“; 7. 45-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 45. ტარიფის ამოქმედება ტარიფი კომისიის მიერ მტკიცდება კომისიაში სატარიფო განაცხადის შეტანიდან 180 დღის განმავლობაში, თუ იგი აკმაყოფილებს სატარიფო განაცხადის მიმართ კომისიის მიერ დადგენილ მოთხოვნებს.“. 2 8. 4910 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 4911 მუხლი: „მუხლი 4911. ელექტროენერგიის პირდაპირ მომხმარებლებად რეგისტრაციის დროებითი (გარდამავალი) წესი მომხმარებელი, რომელიც საკუთარი საჭიროებისათვის ელექტროენერგიას (სიმძლავრეს) იღებს წარმოების, გადაცემის ლიცენზიატის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის ან სხვა მომხმარებლის კუთვნილი ქსელიდან, აღნიშნული ქსელ(ებ)ზე მდებარე მიწოდების წერტილებიდან ჯამურად, 2018 წლის პირველი სამი თვის შედეგებით მოიხმარა თვეში საშუალოდ არანაკლებ 15 მილიონ კილოვატსაათი ელექტროენერგია, 2018 წლის 1 მაისიდან წარმოადგენს ელექტროენერგიის პირდაპირ მომხმარებელს.“. მუხლი 2. განაწილების ლიცენზიატები ვალდებულნი არიან, ამ კანონის გამოქვეყნებისთანავე მიაწოდონ ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს, გადამცემი სისტემის ოპერატორს და შესაბამის მომხმარებლებს ინფორმაცია ამ კანონის პირველი მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ 4911 მუხლში მითითებული მომხმარებლების თაობაზე. მუხლი 3. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ: ა) 2019 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს მომსახურების ხარისხის წესების გამოცემა; ბ) 2019 წლის 1 ოქტომბრამდე უზრუნველყოს შემდეგი ნორმატიული ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტების გამოცემა: ბ.ა) ინვესტიციების შეფასების წესი; ბ.ბ) ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგის წესი; გ) 2018 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. მუხლი 4. 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-8 პუნქტის და მე-2 მუხლისა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-8 პუნქტი და მე-2 მუხლი ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან. 3. ამ კანონის მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის პირველი მაისიდან წარმოშობილ სამართალურთიერთობებზე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 3
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის მიღების მიზეზია შემდეგი გარემოებები: 1. ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სფეროში საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (შემდგომში - კომისია) უფლებამოსილებების ეფექტიანი განხორციელების ხელშეწყობის აუცილებლობა და მარეგულირებელი კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული რიგი საკითხების საკანონმდებლო რეგულირების მექანიზმების არარსებობა; კერძოდ, ამჟამად „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონი დამოუკიდებელ სამართლებრივ აქტებად არ ითვალისწინებს მარეგულირებელი კომისიის მიერ „მომსახურების კომერციული ხარისხის წესების“, „ინვესტიციების შეფასების წესისა“ და „ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგის წესის“ მიღებას. ა) „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 36–ე მუხლის მე–3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ლიცენზიის პირობებიდან გამომდინარე, ლიცენზიის მოქმედების ვადის განმავლობაში გაუწიოს მომხმარებელს გამანაწილებელი მომსახურება, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი წესებისა და ლიცენზიატის საინვესტიციო პროგრამის შესაბამისად. კანონის ამ ნორმიდან გამომდინარე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ, მსოფლიო ბანკის დახმარებით, 2009 წლის 1 აპრილს მიიღო დადგენილება N3 „ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატის მიერ გაწეული მომსახურების კომერციული ხარისხის მაჩვენებელთა მონიტორინგის ინსტრუქცია“ და 2016 წლის 25 ივლისს N13 დადგენილებით - “მომსახურების კომერციული ხარისხის წესები”. ამ დადგენილებების მიზანი იყო საქართველოში მომსახურების კომერციული ხარისხის სტანდარტების დანერგვა. რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების მხრიდან 2009 წლის N3 და 2016 წლის 25 ივლისის N13 დადგენილებებით დამტკიცებული სტანდარტების დანერგვის შემდგომ, გამოიკვეთა მომსახურების ხარისხის კუთხით შემდეგ ეტაპზე გადასვლის აუცილებლობა. ზემოაღნიშნული დადგენილებები ეხება მომსახურების კომერციულ ხარისხს, ხოლო 2009 წლის N3 დადგენილება ეხება საიმედოობის ხარისხს მხოლოდ ელექტროენერგეტიკულ სექტორში და ითვალისწინებს წლიური სამიზნე მაჩვენებლის კონტროლის მექანიზმს მიწოდების საიმედოობის ინდიკატორებზე, რომელთა გაუარესების გარემოება განიხილება, როგორც სალიცენზიო პირობის დარღვევა, რაც, თავის მხრივ, მოძველებული და ნაკლებად ეფექტიანი რეგულირების მექანიზმია, იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რაც გულისხმობს კომპანიის იძულებას, მოახდინოს 4 გამანაწილებელი ქსელის გამართული მდგომარეობის შენარჩუნება, რათა უზრუნველყოფილი იქნეს მომხმარებელთა მუდმივი, უსაფრთხო და საიმედო მომარაგება. წინამდებარე კანონპროექტით გათვალისწინებული „მომსახურების ხარისხის წესები“ (შემდგომში - „წესები“) ითვალისწინებს ელექტროენერგიით, ბუნებრივი გაზითა და სასმელი წყლით მომარაგების სექტორებში საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების მიხედვით როგორც მომხმარებლისთვის გაწეული მომსახურების კომერციული ხარისხის, ისე მომხმარებლების საიმედო და უწყვეტი მომარაგების კონტროლის მექანიზმების დანერგვას. წესებმა უნდა დაადგინოს ერთიანი მოთხოვნები და კრიტერიუმები მომსახურების როგორც საიმედოობის, ისე კომერციული ხარისხის მიმართ, სტანდარტების სამიზნე მაჩვენებლები, წახალისება-სანქცირების ფინანსური მექანიზმები, მოთხოვნები საწარმოს მიერ მომხმარებლისთვის გაწეული მომსახურების ხარისხის შესახებ მონაცემების აღრიცხვის თაობაზე და საწარმოს მიერ მომხმარებლებისათვის გაწეული მომსახურების ხარისხის შესახებ ინფორმაციის კომისიისათვის წარდგენის პირობები. ბ) „ინვესტიციების შეფასების წესი“ მნიშვნელოვანია საქართველოს ენერგეტიკული სექტორის მდგრადობის უზრუნველყოფისა და გრძელვადიანი პერსპექტიული ენერგეტიკული პროექტების განხორციელების მიზნით ინვესტორების დაინტერესების ზრდისათვის. კერძოდ, „ინვესტიციების შეფასების წესის“ შემოღებით კომისიას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ექნება შესაძლებლობა, ერთი მხრივ, შექმნას ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო ინვესტორისათვის წინასწარ ცნობილი სამართლებრივი აქტის მიღების გზით, რომელიც დეტალურად განსაზღვრავს კომისიის მოთხოვნებს განსახორციელებლ ინვესტიციებთან დაკავშირებით და, მეორე მხრივ, დაიცვას მომხმარებელთა ინტერესები, კომპანიების მიერ საინვესტიციო პროექტების წინასწარი შეფასების, განხორციელების მონიტორინგისა და ხარჯების მიზანშეწონილობის განსაზღვრის ეფექტიანი საშუალებების შემუშავებით, რაც გამორიცხავს ტარიფში დაუსაბუთებელი და არაგონივრული ინვესტიციების ასახვას. აღნიშნული მიზნების მისაღწევად მნიშვნელოვანია კომისიის მიერ დამტკიცებული კომპლექსური ნორმატიული აქტის არსებობა, რომელიც გაითვალისწინებს ინვესტიციების შეფასებისა და განხორციელების პროცესის ეფექტიანად წარმართვისათვის აუცილებელ ყველა ფაქტორსა და გარემოებას. გ) რაც შეეხება „ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგის წესს“, ,„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიას ენიჭება ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგის უფლება. ამ უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, აუცილებელია სპეციალური კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის დამტკიცება, რომელიც მნიშვნელოვანია კომისიის მიერ გამჭვირვალე პოლიტიკის გატარებისა და რეგულირების ეფექტიანობის ამაღლების მიზნებისათვის. წესმა უნდა უზრუნველყოს რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების მხრიდან კომისიის მიერ განსაზღვრული ანგარიშებისა და მონაცემების კომისიისათვის წარდგენა, რომელიც უნდა დაექვემდებაროს შესაბამის ანალიზსა და გამოქვეყნებას. ამგვარი მიდგომით, ბუნებრივია, დაინტერესებულ მხარეებს ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ სრულყოფილი ინფორმაცია ენერგეტიკული ბაზრების ფუნქციონირების შესახებ. გარდა ამისა, მიღებული ინფორმაციის დამუშავების გზით, კომისიამ უნდა მოახდინოს იმ ნაკლოვანებების გამოვლენა და აღმოფხვრა, რომელიც აფერხებს კონკურენტული ბაზრის განვითარებას. 5 2. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით, კომისიის მიერ მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცების ბოლო ვადად მითითებულია მიმდინარე წლის 1 ოქტომბერი. კომისიის ბიუჯეტის შემოსავლითი ნაწილი იგეგმება რეგულირებადი საწარმოების, მათ შორის ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორის საწარმოების მიერ მომავალი წლის საპროგნოზო შემოსავლების გათვალისწინებით, რომელიც, თავის მხრივ, ეყრდნობა ელექტროენერგიის (სიმძლავრის), ასევე ბუნებრივი გაზის დამტკიცებულ ბალანსებს. ვინაიდან კანონით სამინისტროს მიერ მომავალი წლის ბალანსების დამტკიცების კონკრეტული ვადა განსაზღვრული არ არის, როგორც წესი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ შესაბამისი ბალანსების დამტკიცება ხდება წლის ბოლოს, ნოემბერ-დეკემბერში. შესაბამისად, მიზანშეწონილია, რომ კომისიის ბიუჯეტის დამტკიცებაც მოხდეს ამ ძირითადი დოკუმენტების დამტკიცების შემდეგ, მისი პირობების გათვალისწინებით. 3. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულია კომისიის მიერ გასული წლის საქმიანობის ანგარიშის შემუშავება და წარდგენა საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტისა და სამინისტროსათვის. ტრადიციულად, კომისიის მიერ წარდგენილი ანგარიში არ მოიცავს მხოლოდ კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს. როგორც წესი, ანგარიშის დიდი ნაწილი ეთმობა შესაბამისი ბაზრების ანალიზს, ინფორმაციას კომპანიების საქმიანობის შესახებ, განხორციელებულ ინვესტიციებს და ა.შ. კომისიის ანგარიში ქვეყნდება კომისიის ვებ-გვერდზე და როგორც თავად საქმიანობის ანგარიში, ასევე, ინფორმაცია შესაბამის სექტორში არსებული მდგომარეობის შესახებ, თანაბრად ხელმისაწვდომია საზოგადოებისათვის, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად ზრდის კომისიის ანგარიშვალდებულებასა და გამჭვირვალობას. თუმცა, ანგარიშის შედგენისას კომისია ეყრდნობა კომპანიების მიერ წარმოდგენილ არააუდირებულ მონაცემებს, რაც შესაბამისი ინსტიტუტებისათვის წარდგენის შემდეგ იწვევს ანგარიშში გარკვეულ კორექტირებების აუცილებლობას. იმისათვის, რომ შენარჩუნებულ იქნეს კომისიის საქმიანობის ანგარიშის არსებული ფორმატი და, ამასთან, ანგარიშში მოხვდეს მაქსიმალურად სარწმუნო ინფორმაცია, კომისიის მიერ ანგარიშის წარდგენის თარიღი საჭიროებს კორექტირებას და იგი შესაბამისობაში უნდა იქნეს მოყვანილი რეგულირებადი საწარმოების მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების თაობაზე კომისიისათვის ანგარიშის წარდგენის ვადებთან. კერძოდ, კომისიის მიერ გასული წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენის ვადად კანონით განსაზღვრულია მიმდინარე წლის 31 მარტი, მაშინ, როცა რეგულირებადი საწარმოების მიერ კომისიისათვის სალიცენზიო პირობების შესრულების თაობაზე ანგარიშის წარდგენის ვადა “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულია მიმდინარე წლის 1 აპრილიდან 1 მაისამდე პერიოდით. 4. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს მკაფიო შეზღუდვას ერთი ტერიტორიული ერთეულის ფარგლებში ერთდროულად ორი და მეტი განაწილების ან წყალმომარაგების ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით. განაწილებისა და წყალმომარაგების, როგორც საქსელო (ინფრასტრუქტურული) მომსახურების საქმიანობა ხასიათდება შეზღუდული გაყიდვების ბაზრითა და მაღალი კაპიტალტევადობით, რის გამოც რამდენიმე საწარმოს მიერ მათი განხორციელება ერთსა და იმავე ადგილას იწვევს შესაბამისი ინფრასტრუქტურების დუბლირებას და 6 ეკონომიკურად დაუსაბუთებელი ხარჯების გაწევას, რაც უარყოფითად მოქმედებს როგორც მომსახურების გაწევის ღირებულებაზე (ტარიფზე), ასევე მომსახურების ხარისხზე; შესაბამისად, ამ საქმიანობის განხორციელება ეფექტიანია კონკურენციის არარსებობის პირობებში, რის გამოც ამ საქმიანობებს, სხვა მსგავს საქმიანობებთან ერთად, მოიხსენიებენ საერთო ტერმინით – „ბუნებრივი მონოპოლია“ და, როგორც წესი, ეს საქმიანობა ექვემდებარება მკაცრ რეგულაციას, რათა მონოპოლისტმა ვერ შეძლოს მისი ძალაუფლების გამოყენება, რაც, მათ შორის, შესაძლოა, აისახოს მაღალ ფასებში და დაბალი ხარისხის მომსახურებაში. შესაბამისად, აუცილებელია, რომ შეიქმნას ერთი ტერიტორიული ერთეულის ფარგლებში ორი და მეტი ლიცენზიის გაცემის შეზღუდვის მკაფიო საკანონმდებლო საფუძველი კანონში შესაბამისი ცვლილების ასახვის გზით. 5. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციით ბუნებრივი გაზის მიმწოდებლებისათვის დადგენილია მინიმალური მოთხოვნები. ბუნებრივი გაზის მიმწოდებლები ბაზრის ისეთივე მონაწილეები არიან, როგორიც ლიცენზიატები, თუმცა, ამ უკანასკნელთაგან განსხვავებით, მიწოდების საქმიანობისათვის არ საჭიროებენ კომისიის მიერ გაცემულ სპეციალურ ლიცენზიას. სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით, ხშირია შემთხვევა, როდესაც მიმწოდებლების შესახებ ინფორმაცია არ არის ცნობილი არც კომისიისათვის და არც დაინტერესებული პირებისათვის ან ასეთი ინფორმაცია მოგვიანებით ხდება ცნობილი, რაც, ბუნებრივია, ვერ თავსდება ბაზრის გახსნილობისა და გამჭვირვალობის კონტექსტში. სწორედ ამიტომ, მიმწოდებელი ვალდებული უნდა იყოს, შეატყობინოს კომისიას საქმიანობის დაწყებისა და საქმიანობის შეწყვეტის თაობაზე, ხოლო, თავის მხრივ, კომისიამ უნდა უზრუნველყოს ამ ინფორმაციის გამოქვეყნება და საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობა. შესაბამისად, საჭიროა ბუნებრივი გაზის მიმწოდებლებისათვის აღნიშნული ვალდებულების საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრა. 6. კანონის მოქმედი რედაქციით, ტარიფი ძალაში შედის სატარიფო განაცხადის წარდგენიდან 150 დღის განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ კომისია ყოველი სატარიფო განაცხადის განხილვის ფარგლებში დეტალურად სწავლობს საწარმოების დანახარჯების მიზანშეწონილობას და გონივრულობას. ამასთან, როგორც წესი, სამომხმარებლო ტარიფის დადგენამდე კომისიას ერთდროულად უხდება შესაბამისი სექტორის სატარიფო რეგულირებას დაქვემდებარებული ყველა საწარმოს ტარიფის გადახედვა და დადგენა, რაც მოითხოვს საკმარის ვადას სრულყოფილი სატარიფო რეგულირებისათვის, შესაბამისად, საჭიროა კომისიის მიერ დადგენილი ტარიფის ამოქმედების ვადის გაზრდა და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება. ა.ბ) კანონპროექტის მიღების მიზანი:  დაზუსტდეს/განისაზღვროს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის უფლებამოსილებები; 7  რეგულირებად საწარმოებს, კერძოდ, ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატებს, კომისიის საქმიანობის უფრო ეფექტიანი განხორციელების მიზნით დაეკისროთ დამატებითი ვალდებულებები;  კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ვადების გასული წლის საქმიანობისა მომზადებისა და წარდგენის, ასევე კომისიის ბიუჯეტის დამტკიცების ვადების ცვლილება;  სალიცენზიო და სატარიფო რეგულირების პროცესში განსახორციელებელი პროცედურების კორექტირება, კერძოდ, ერთ ტერიტორიულ ერთეულში განაწილების ორი და მეტი ლიცენზიის გაცემის დაუშვებლობის საკანონმდებლო საფუძვლის შექმნა;  კომისიის მიერ დადგენილი ტარიფის ამოქმედების ვადის კორექტირება;  კომისიისათვის შესაბამისი ნორმატიული აქტების გამოცემისათვის/მოქმედი ნორმატიული აქტების საკანონმდებლო ცვლილებებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით ვადის განსაზღვრა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამის მუხლში „მომსახურების კომერციული ხარისხის წესების“, „ინვესტიციების შეფასების წესისა“ და „ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგის წესის“, როგორც კომისიის მიერ მისაღები ნორმატიული აქტების, დამატებას. გარდა აღნიშნულისა, შემოთავაზებული რედაქციით იცვლება კომისიის მიერ მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცების, ასევე გასული წლის საქმიანობის ანგარიშის შემუშავებისა და გამოქვეყნების თარიღი, რაც განპირობებულია კომისიის ბიუჯეტის შემოსავლითი ნაწილის შესაბამისი ენერგეტიკული ბალანსების გათვალისწინებით მაქსიმალური სიზუსტით დაგეგმვის უზრუნველყოფისა და კომისიის გასული წლის საქმიანობის ანგარიშის რეგულირებადი საწარმოების ანგარიშგების ვადებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, რათა უზრუნველყოფილი იყოს კომისიის საქმიანობის ანგარიშის მაქსიმალური სიზუსტე და წარდგენილი ინფორმაციის სანდოობა. წარმოდგენილი კანონპროექტი აგრეთვე მკაფიოდ აზუსტებს შეზღუდვას განაწილების ან წყალმომარაგების ლიცენზიის გაცემაზე, თუ შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში უკვე გაცემულია განაწილების ან წყალმომარაგების ლიცენზია. აღნიშნულის განსახორციელებლად „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლს ემატება შესაბამისი პუნქტი. ეს ცვლილება შეესაბამება ევროპის კავშირში დამკვიდრებულ საერთაშორისო პრაქტიკას და ხელს უწყობს კონკრეტულ ტერიტორიულ ერთეულში ექსკლუზიური მომსახურების განმახორციელებლის მიერ განაწილების და წყალმომარაგების ქსელის განვითარებასა და მომსახურების გაუმჯობესებას, რაც, საბოლოოდ, დადებითად აისახება ამ კონკრეტული ტერიტორიული ერთეულის მომხმარებლების მიერ მომსახურების 8 მიღებასა და მათი უფლებების დაცვაზე. შესაბამისად, წარმოდგენილი ცვლილება კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საქართველოს კანონმდებლობის დაახლოებას ენერგეტიკული გაერთიანების მიერ დასახულ მიზნებთან. წარმოდგენილი კანონპროექტით, აგრეთვე, კორექტირდება კომისიის მიერ დადგენილი ტარიფის ამოქმედების ვადა, რაც, ნაცვლად 150 დღისა, განისაზღვრება 180 დღით. აგრეთვე საკანონმდებლო გათვალისწინებულია ცვლილებების კომისიის შედეგად მიერ განხორციელებული მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების კონკრეტული ვადა, რომელიც მომსახურების ხარისხის წესებისათვის დადგენილია 2019 წლის 1 იანვრამდე, ხოლო ინვესტიციების შეფასების წესისა და ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგის წესის შემთხვევაში - 2019 წლის 1 ოქტომბრამდე. წარმოდგენილი ცვლილებით კანონს ემატება 4910 მუხლი - ელექტროენერგიის პირდაპირ მომხმარებლად რეგისტრაციის შესახებ. აღნიშნული მუხლით განისაზღვრება, რომ მომხმარებელი, რომელმაც 2018 წლის პირველი სამი თვის შედეგებით მოიხმარა თვეში საშუალოდ არანაკლებ 15 მილიონ კილოვატსაათი ელექტროენერგია საკუთარი (სიმძლავრეს) საჭიროებისათვის ელექტროენერგიას და იღებს გადაცემის/გენერაციის ლიცენზიატის კუთვნილი ქსელიდან, 2018 წლის 1 მაისიდან წარმოადგენს ელექტროენერგიის პირდაპირ მოხმარებელს და ვალდებულია, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დარეგისტრირდეს „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. ასევე კანონპროექტი კრძალავს პირდაპირ მომხმარებლად დარეგისტრირებული პირის მომავალში საცალო მომხმარებლად დაბრუნებას. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის წარმოდგენილი სახით მიღება არ იქონიებს გავლენას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის წარმოდგენილი სახით მიღება არ გამოიწვევს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ასიგნებების გამოყოფის საჭიროებას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის წარმოდგენილი სახით მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება 9 კანონპროექტი არ გამოიწვევს იმ პირთა ხარჯების გაზრდას, რომელთა მიმართ შეიძლება გავრცელდეს კანონის მოქმედება კანონპროექტის წარმოდგენილი სახით მიღების შემთხვევაში შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით: 1. კომისიის მიერ მისაღები ადმინისტრაციული ნორმატიულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა არ იწვევს დამატებით ადმინისტრაციულ და ფინანსურ ტვირთს არც კომისიისათვის და არც რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოებისათვის. სამივე წესით („მომსახურების კომერციული ხარისხის წესები“, „ინვესტიციების შეფასების წესი“ და „ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგის წესი“) გათვალისწინებული აქტივობები უკვე ხორციელდება სხვადასხვა სამართლებრივი აქტებში ასახული მოთხოვნების საფუძველზე და ამ კანონპროექტის მიზანია მხოლოდ ამ აქტივებების გაერთიანება და რეგულირება ერთი სამართლებრივი აქტით. 2. კომისიის არსებობის მანძილზე არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ტარიფის დადგენასთან დაკავშირებული მომსახურების დანახარჯები ინდივიდუალურ რეჟიმში დაეფაროს შესაბამის სატარიფო განაცხადის შემტან პირს - რეგულირებადი საწარმოები იხდიან რეგულირების საფასურს, რომლითაც ხდება კომისიის ყველა დანახარჯის, მათ შორის, სატარიფო საქმისწარმოებასთან დაკავშირებული დანახარჯების დაფარვა. შესაბამისად, კანონპროექტი არ გამოიწვევს კომისიის ადმინისტრაციული დანახარჯების ზრდას. 3. კანონპროექტში ასახული ცვლილება ერთ ტერიტორიულ ერთეულში განაწილების ლიცენზიის გაცემის შეზღუდვის თაობაზე არ შეეხება უკვე არსებულ ლიცენზიატებს და შესაბამისად, დამატებით ფინანსურ ტვირთს არ გამოიწვევს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი კანონპროექტი არ ითვალისწინებს დამატებითი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან წარმოდგენილი კანონპროექტი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივების (მათ შორის, ე.წ. „მესამე ენერგეტიკული პაკეტის“) მოთხოვნებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული დამატებითი ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან წარმოდგენილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ხელმოწერილ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. 10 დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში: საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრი: რევაზ არველაძე 11
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
კანონის იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 2. განმარტებები ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ელექტროენერგიის გადაცემის საქმიანობა – გადამცემი ქსელის ექსპლუატაცია გადამცემი ქსელის მეშვეობით ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიღების პუნქტიდან მიწოდების პუნქტში ტრანსპორტირების მიზნით; ბ) გადამცემი ქსელი – ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გადამცემი საშუალება, რომელიც აკავშირებს მიღებისა და მიწოდების პუნქტებს. გადამცემი ქსელი მოიცავს 110 კილოვოლტზე მაღალი ძაბვის გადამცემ საშუალებებს, მათ შორის, ქვესადგურებსა და ელექტროგადამცემ ხაზებს, აგრეთვე ძაბვის სხვა საფეხურის იმ გადამცემ ქსელებსა და შესაბამის ქვესადგურებს, რომლებიც საგანგებოდ აღინიშნება გადაცემის ლიცენზიაში, გამოიყენება ელექტროენერგიის სასისტემო ან/და სისტემათაშორისი ტრანზიტისათვის. ელექტროენერგიის სასისტემო ან/და სისტემათაშორისი ტრანზიტისათვის განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზების სიას ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. სავალდებულოა, გადამცემი ქსელი, გადამცემი ქსელის ყველა ნაწილი სათანადო ხელშეკრულების გაფორმებით გადაეცეს გადამცემი სისტემის ოპერატორს ოპერირების უფლებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატი და ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ერთი და იგივე პირია; გ) გამანაწილებელი ქსელი – ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გამანაწილებელი საშუალება, რომელიც აკავშირებს მიწოდების პუნქტებსა და მომხმარებელს. გამანაწილებელი ქსელი მოიცავს 0,4-3,3-6-10-35-110 კილოვოლტი ძაბვის ქსელებს, გარდა ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული გამონაკლისებისა. ამავე ტერმინით აღინიშნება ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელი, რომელიც მოიცავს 1,2-0,6-0,30,005 მპა წნევის გაზსადენებს; დ) ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობა – ორი ან ორზე მეტი, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი მიწოდების პუნქტიდან (გადაცემის ლიცენზიატისა და ელექტროენერგიის მწარმოებლის მფლობელობაში არსებული ორი ან ორზე მეტი ქვესადგურიდან) ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიღება, გამანაწილებელი ქსელის ექსპლუატაცია და მიღებული ელექტროენერგიის საცალო მომხმარებლებზე რეალიზაცია (განაწილება), აგრეთვე ელექტროენერგიის გატარება; ე) ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის საქმიანობა – ლიცენზიატების და მომხმარებლების ტექნიკური მართვა მიწოდებისა და მოხმარების სტაბილური რეჟიმის უზრუნველსაყოფად და საქართველოსა და სხვა ქვეყნის (ქვეყნების) ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობის განხორციელება. საქართველოში დასაშვებია მხოლოდ დისპეტჩერიზაციის საქმიანობის ერთი ლიცენზიის გაცემა; ვ) კომისია – საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია; ზ) ლიცენზია – საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ გადაწყვეტილების საფუძველზე პირისთვის კანონით დადგენილი პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე მინიჭებული, ამ კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლება; თ) ლიცენზიის მფლობელი (ლიცენზიატი) – პირი, რომელსაც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 12 გადაწყვეტილების საფუძველზე მინიჭებული აქვს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლება; ი) მიღების პუნქტი – პუნქტი, რომელშიც გადაცემის ან/და განაწილების ლიცენზიატი გადამცემ ან/და გამანაწილებელ ქსელში მიიღებს ელექტრულ სიმძლავრესა და ენერგიას წარმოების ან/და სხვა გადაცემის ლიცენზიატის ან/და სხვა განაწილების ლიცენზიატის ქსელიდან, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურების ქსელიდან და სხვა ქვეყნის ენერგოსისტემისაგან ელექტროენერგიის იმპორტის ჩათვლით, ან პუნქტი, რომელშიც ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატი ტრანსპორტირების სისტემაში მიიღებს ბუნებრივ გაზს, იმპორტის ჩათვლით; კ) მიწოდების პუნქტი – პუნქტი, რომელშიც გადაცემის ან/და წარმოების ლიცენზიატი გადამცემი ან/და წარმოების ქსელიდან მიაწოდებს ელექტრულ სიმძლავრესა და ენერგიას განაწილების ლიცენზიატს, პირდაპირ მომხმარებელს ან/და სხვა ქვეყნის ენერგოსისტემას, ან პუნქტი, რომელშიც ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატი ტრანსპორტირების სისტემიდან მიაწოდებს ბუნებრივ გაზს ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატს, პირდაპირ მომხმარებელს ან/და სხვა ქვეყნის ტრანსპორტირების სისტემებს; [კ) მიწოდების პუნქტი – პუნქტი, რომელშიც გადაცემის ან/და წარმოების ლიცენზიატი გადამცემი ან/და წარმოების ქსელიდან მიაწოდებს ელექტრულ სიმძლავრესა და ენერგიას განაწილების ლიცენზიატს, ელექტროენერგიის პირდაპირ მომხმარებელს ან/და სხვა ქვეყნის ენერგოსისტემას, ან პუნქტი, რომელშიც ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატი ტრანსპორტირების სისტემიდან მიაწოდებს ბუნებრივ გაზს ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატს, ბუნებრივი გაზის პირდაპირ მომხმარებელს ან/და სხვა ქვეყნის ტრანსპორტირების სისტემებს; ( ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან) ] კ1) მომხმარებელი – პირდაპირი მომხმარებელი ან საცალო მომხმარებელი, აგრეთვე პირი, რომელიც წყალმომარაგების სისტემიდან მოიხმარს სასმელ წყალს მხოლოდ საკუთარი საჭიროებისათვის; ლ) პირდაპირი მომხმარებელი – პირი, რომელიც ელექტროენერგიას (სიმძლავრეს) იღებს წარმოების, გადაცემის ან განაწილების ლიცენზიატის კუთვნილი ქსელიდან „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ დადგენილი წესებისა და პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ხოლო ბუნებრივ გაზს – ტრანსპორტირების სისტემიდან, და რომელიც არ არის განაწილების ლიცენზიატი; [ლ) პირდაპირი მომხმარებელი − ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებელი და ბუნებრივი გაზის პირდაპირი მომხმარებელი; ლ 1 ) ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებელი − პირი, რომელიც: ლ 1 .ა) მის მფლობელობაში მყოფ 0,4-3,3-6-10 კილოვოლტი ძაბვის ქსელში ელექტროენერგიას (სიმძლავრეს) უშუალოდ იღებს მწარმოებლის, გადაცემის, განაწილების ან სხვა მომხმარებლის ქსელიდან, ელექტროენერგიას მოიხმარს მხოლოდ საკუთარი საჭიროებისთვის, აკმაყოფილებს „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ მოთხოვნებს და ნებაყოფლობით დარეგისტრირდა საბითუმო ვაჭრობის მონაწილედ, როგორც პირდაპირი მომხმარებელი; ლ 1 .ბ) მის მფლობელობაში მყოფ 35 ან მეტი კილოვოლტი ძაბვის ქსელში ელექტროენერგიას (სიმძლავრეს) უშუალოდ იღებს მწარმოებლის, გადაცემის, განაწილების ან სხვა მომხმარებლის ქსელიდან, ელექტროენერგიას მოიხმარს მხოლოდ საკუთარი საჭიროებისთვის, აკმაყოფილებს „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ მოთხოვნებს და ნებაყოფლობით დარეგისტრირდა საბითუმო ვაჭრობის მონაწილედ, როგორც პირდაპირი მომხმარებელი. შენიშვნა: ამ მუხლის „ლ 1 .ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობების არსებობისას, თუ პირი თავად არ დარეგისტრირდა საბითუმო ვაჭრობაში, როგორც 13 პირდაპირი მომხმარებელი, მის რეგისტრაციას ახორციელებს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი; ლ 2 ) ბუნებრივი გაზის პირდაპირი მომხმარებელი − პირი, რომელიც მიერთებულია ტრანსპორტირების სისტემასთან და ისე იღებს ბუნებრივ გაზს, მოიხმარს მას მხოლოდ საკუთარი საჭიროებისათვის და განაწილების ლიცენზიატი არ არის; ( ამოქმედდეს 2018 წლის 1მაისიდან) ] მ) რეგულირების საფასური – „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული გადასახდელი; ნ) ელექტროენერგიის წარმოების საქმიანობა – წარმოების საშუალების მიერთება გადამცემ, გამანაწილებელ ან/და მომხმარებლის ელექტრულ ქსელებთან და ელექტროენერგიის მიწოდება (ან მისი მიწოდებისათვის მზადყოფნის უზრუნველყოფა) გადამცემ, გამანაწილებელ ან მომხმარებლის ელექტრულ ქსელში, აგრეთვე ამ ელექტროენერგიის გაყიდვა, გარდა ამ კანონის 23 5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; ო) ექსპორტიორი – პირი, რომელიც მიწოდების პუნქტში ყიდის ელექტროენერგიას (სიმძლავრეს) საქართველოს ფარგლებს გარეთ; პ) იმპორტიორი – პირი, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარედან ერთ ან ერთზე მეტ მიღების პუნქტში მიიღებს და გაყიდის ან/და თვითონ მოიხმარს ელექტროენერგიას (სიმძლავრეს); ჟ) (ამოღებულია); რ) (ამოღებულია); ს) (ამოღებულია); ტ) „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესები“ – დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს: ტ.ა) ელექტროენერგიის ბაზრის ფუნქციონირებას; ტ.ბ) ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორისა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის საქმიანობებს; ტ.გ) პირდაპირი ხელშეკრულებების, მათ შორის, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მეშვეობით ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებულ ტექნიკურ, კომერციულ და სამართლებრივ ურთიერთობებს; ტ.დ) პირდაპირი ხელშეკრულებების დადებისა და ძალაში შესვლის პირობებს; ტ.ე) ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, გატარების, განაწილების საქმიანობასთან, ქვეყნის ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფასთან, ელექტროენერგიის იმპორტსა და ექსპორტთან, ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობასთან, ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიატისა და მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის საკუთარი საჭიროებისთვის მოხმარებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ, კომერციულ და სამართლებრივ ურთიერთობებს; ტ.ვ) ამ კანონით განსაზღვრული პრინციპების შესაბამისად, კვალიფიციური საწარმოებისთვის ელექტროენერგიის წარმოების, მოხმარების, იმპორტისა და ექსპორტის განსხვავებული პირობებისა და პროცედურების დადგენას; ტ.ზ) სისტემათაშორისი ტრანზიტისათვის (გადადინებისათვის) განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზის გამტარუნარიანობის მოცულობის სპეციალური აუქციონის გარეშე ათვისების პროცედურებსა და პირობებს; ტ.თ) სისტემათაშორისი ტრანზიტისათვის (გადადინებისათვის) განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზის გამტარუნარიანობის მოცულობის ათვისებისთვის სპეციალური აუქციონის პრინციპებს და პირობების განსაზღვრის წესს; 14 ტ.ი) ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსების შედგენისა და შესრულების წესებს; ტ.კ) საბალანსო ელექტროენერგიის ფასის განსაზღვრის წესსა და პირობებს; ტ.ლ) ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ფაქტობრივი დანაკარგების, მათ შორის, ელექტროენერგიის ტრანზიტის დროს, განსაზღვრის წესს; ტ.მ) სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზის სტატუსის მინიჭების საფუძვლებსა და კრიტერიუმებს, სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზის ტესტირების წესს; ტ.ნ) საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ავარიული სიტუაციის დროს ელექტროენერგიის იმპორტისა და მეზობელი ქვეყნის ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ავარიისას ელექტროენერგიის ექსპორტის წესს; ტ.ო) ამ პუნქტით განსაზღვრულ ურთიერთობებთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს; უ ) (ამოღებულია); ფ ) „ბუნებრივი გაზი“ ან „გაზი“ _ ნახშირწყალბადები, რომლებიც 1.2 მპა წნევასა და 20 0C ტემპერატურაზე აირად მდგომარეობაშია და რომელთა თბური შემცველობაა არანაკლებ 31.8მჯ/მ3 (7600 კკალ/მ3); ქ ) „ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემა” ან „ტრანსპორტირების სისტემა“ _ ყველა მილსადენი, საკომპრესორო სადგური, საზომი სადგური და სხვა მოწყობილობა, რომლებიც გამოიყენება ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისათვის, მუშაობს ან დაპროექტებულია 1,2 მპა-ზე მეტ წნევაზე სამუშაოდ, აკავშირებს მიღების პუნქტს მიწოდების პუნქტთან და რომელთაც ფლობს ან მართავს ან/და ექსპლუატაციას უწევს ტრანსპორტირების ლიცენზიატი. ტრანსპორტირების სისტემა მოიცავს ყველა მილსადენს და მოწყობილობას, რომელიც მუშაობს ან დაპროექტებულია 1,2 მპა-ზე მეტ წნევაზე სამუშაოდ, საკომპრესორო სადგურების, საზომი სადგურებისა და სხვა მოწყობილობების ჩათვლით, რომლებიც მითითებულია ტრანსპორტირების ლიცენზიაში; ღ) ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების საქმიანობა – ტრანსპორტირების სისტემის ექსპლუატაცია ტრანსპორტირების სისტემის მეშვეობით ბუნებრივი გაზის მიღების პუნქტიდან მიწოდების პუნქტში ტრანსპორტირების მიზნით; ყ) ბუნებრივი გაზის განაწილების საქმიანობა – ერთი ან მეტი მიწოდების პუნქტიდან ბუნებრივი გაზის მიღება, გამანაწილებელი ქსელის ექსპლუატაცია და მიმწოდებლის მოთხოვნით ბუნებრივი გაზის მომხმარებლების მომარაგება კონკრეტული გამანაწილებელი ქსელის ფარგლებში; შ) მიმწოდებელი – პირი, რომელიც იძენს ბუნებრივ გაზს და ყიდის მას სხვა მიმწოდებლებზე ან/და მომხმარებლებზე; ჩ) სამინისტრო − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; ც) ბუნებრივი გაზის ბაზრის წესები – დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვის, გატარების და ტრანსპორტირების ტექნიკურ, კომერციულ და ფინანსურ ურთიერთობებს, მათ შორის, ბუნებრივი გაზის ბალანსების შედგენისა და შესრულების წესებს; ძ) ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობა – ორი ან ორზე მეტი მეზობელი ელექტროენერგეტიკული სისტემის (ელექტროენერგეტიკული სისტემების ნაწილის) ერთიანი პარამეტრებით, სინქრონული მუშაობის პროცესი, რომლის მიზანია ენერგოსისტემების მდგრადობის უზრუნველყოფა. ამავე ტერმინით განისაზღვრება ორი ან ორზე მეტი მეზობელი ელექტროენერგეტიკული სისტემის (ელექტროენერგეტიკული სისტემის ნაწილის) ასინქრონული მუშაობის პროცესი; წ) (ამოღებულია); 15 ჭ) საიმედოობის სტანდარტები – გადაცემის ან ტრანსპორტირების ლიცენზიატის შესაძლებლობა, დააკმაყოფილოს სისტემის მუშაობის უზრუნველსაყოფად საჭირო მოთხოვნები, მიუხედავად მუშაობის პირობების ცვლილებისა. აღნიშნული სტანდარტი შეიძლება აისახოს შესაბამის ნორმატიულ აქტში, აგრეთვე შესაბამის ლიცენზიებში; ხ) ხელშეკრულების მხარის საიმედოობის სტანდარტი – მოთხოვნა, რომ დისპეტჩერიზაციის ან ტრანსპორტირების ლიცენზიატი და ხელშეკრულების სხვა მხარე ვალდებული იყვნენ ადეკვატურად ასახონ მათი მოსალოდნელი დატვირთვა და ცვლილებები ისე, რომ არ გამოიწვიონ გაუმართლებლად ზედმეტი ხარჯების წარმოქმნა ხელშეკრულების მხარეების მიმართ. აღნიშნული სტანდარტი შეიძლება აისახოს შესაბამისი ბაზრის წესებში, ასევე შესაბამის ლიცენზიებში; ჯ) დერეგულირება – ამ კანონიდან გამომდინარე, ნორმატიული ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის საფუძველზე წარმოების ლიცენზიატისათვის ტარიფის დადგენის გარეშე საქმიანობის ან მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისათვის ლიცენზიისა და ტარიფის დადგენის გარეშე საქმიანობის უფლების მინიჭება, აგრეთვე ბუნებრივი გაზის მიწოდების ტარიფის დადგენის გარეშე საქმიანობის, ასევე ახალი ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ან განაწილების ქსელების აშენების შემთხვევაში, შესაბამისად ტრანსპორტირების ან განაწილების ტარიფის დადგენის გარეშე საქმიანობის უფლების მინიჭება; ჯ1) ნაწილობრივი დერეგულირება – ამ კანონიდან გამომდინარე, ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე წარმოების ლიცენზიატისათვის ზღვრული ტარიფის დადგენით საქმიანობის ან მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისათვის ლიცენზიის გარეშე და ზღვრული ტარიფის დადგენით საქმიანობის უფლების მინიჭება, აგრეთვე ბუნებრივი გაზის მიწოდების ზღვრული ტარიფის დადგენით საქმიანობის, ასევე ახალი ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ან განაწილების ქსელების აშენების შემთხვევაში, შესაბამისად ტრანსპორტირების ან განაწილების ზღვრული ტარიფის დადგენით საქმიანობის უფლების მინიჭება; ჰ) საგანგებო მდგომარეობა – „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სიტუაცია; ჰ1) „ბაზრის წესები“ – „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესები“ და „ბუნებრივი გაზის ბაზრის წესები“; ჰ2) „მიწოდებისა და მოხმარების წესები“ – „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები“, „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესები“ და „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები; ჰ 3) „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები“ – დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს, ერთი მხრივ, განაწილების ლიცენზიატებს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებს და, მეორე მხრივ, საცალო მომხმარებელს შორის ურთიერთობებს ელექტროენერგიის განაწილების ქსელის მეშვეობით ყიდვის, გაყიდვის, განაწილების, გატარების ან/და მოხმარების დროს, აგრეთვე მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი საცალო მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატისათვის მიწოდების, მიწოდებული ელექტროენერგიის გაქვითვის ან/და ჭარბი ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურების წესს; ჰ4) ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესები – დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს ურთიერთობებს მიმწოდებელს, განაწილების ლიცენზიატს ან/და საცალო მომხმარებელს შორის განაწილების ქსელის მეშვეობით ბუნებრივი გაზის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების, გატარების ან/და მოხმარების დროს; ჰ5) მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური – ელექტროსადგური, რომლის საპროექტო სიმძლავრე არ აღემატება 13 მეგავატს. ამასთანავე, ამ ტერმინით, კონტექსტიდან 16 გამომდინარე, აღინიშნება პირი, რომელიც ფლობს და ექსპლუატაციას უწევს აღნიშნულ ელექტროსადგურს; ჰ6) საცალო მომხმარებელი – პირი, რომელიც ელექტროენერგიას (სიმძლავრეს) იღებს წარმოების, გადაცემის ან განაწილების ქსელიდან, ხოლო ბუნებრივ გაზს – განაწილების ლიცენზიატის ქსელიდან, მოიხმარს მხოლოდ საკუთარი საჭიროებისათვის და არ არის პირდაპირი მომხმარებელი; [ჰ 6 ) საცალო მომხმარებელი – პირი, რომელიც მის მფლობელობაში მყოფ 0,4-3,3-6-10 კილოვოლტი ძაბვის ქსელში ელექტროენერგიას (სიმძლავრეს) იღებს წარმოების, გადაცემის, განაწილების ან სხვა მომხმარებლის ქსელიდან, ხოლო ბუნებრივ გაზს – განაწილების ლიცენზიატის ქსელიდან, მოიხმარს მხოლოდ საკუთარი საჭიროებისთვის და პირდაპირი მომხმარებელი არ არის; ( ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან) ] ჰ7) პირდაპირი ხელშეკრულება – ელექტროენერგიის შესყიდვის შესახებ ორმხრივი ხელშეკრულება ელექტროენერგიის საბითუმო მყიდველსა და გამყიდველს (კვალიფიციურ საწარმოებს) შორის, რომლის მიხედვით განისაზღვრება შესასყიდი ელექტროენერგიისა და სიმძლავრის რაოდენობა, ფასი, ვადა, პირობები და ხარისხობრივი მაჩვენებლები და რომელიც სათანადო წესით რეგისტრირებულია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ; ჰ8) საბალანსო ელექტროენერგია – კვალიფიციური საწარმოების მიერ შესყიდული ან/და გაყიდული ელექტროენერგია (სიმძლავრე), რომლითაც ხდება მყიდველთა და გამყიდველთა ფაქტობრივი საჭიროების დაკმაყოფილება, მათ შორის, პირდაპირი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის სახელშეკრულებო მოცულობების დაბალანსება; ჰ9) გარანტირებული სიმძლავრე – გარანტირებული სიმძლავრის წყაროების მიერ უზრუნველყოფილი სიმძლავრე, რომელიც ემსახურება ქვეყნის ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობას, უსაფრთხო და საიმედო ფუნქციონირებას და რომლის ოდენობასაც თითოეული გარანტირებული სიმძლავრის წყაროსთვის განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა; ჰ 10) კვალიფიციური საწარმო – წარმოებისა და განაწილების ლიცენზიატები, პირდაპირი მომხმარებელი, იმპორტიორი, ექსპორტიორი, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური, რომლებიც ამ კანონისა და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად უფლებამოსილი არიან, მონაწილეობა მიიღონ ელექტროენერგიით (სიმძლავრით) საბითუმო ვაჭრობაში, აგრეთვე პირი ამ კანონის 24 1 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში; [ჰ 10 ) კვალიფიციური საწარმო – წარმოებისა და განაწილების ლიცენზიატები, ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებელი, იმპორტიორი, ექსპორტიორი, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური, რომლებიც ამ კანონისა და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად უფლებამოსილი არიან, მონაწილეობა მიიღონ ელექტროენერგიით (სიმძლავრით) საბითუმო ვაჭრობაში, აგრეთვე პირი ამ კანონის 24 1 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში; ( ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან) ] ჰ11) ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი (შემდგომ – ბაზრის ოპერატორი) – სააქციო საზოგადოება „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“ (საიდენტიფიკაციო კოდი №205170036) ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც კვალიფიციური საწარმოების მოთხოვნათა დაკმაყოფილების (დაბალანსების) მიზნით ყიდულობს და ყიდის საბალანსო ელექტროენერგიასა და გარანტირებულ სიმძლავრეს, აგრეთვე ასრულებს ამ კანონით გათვალისწინებულ ფუნქციებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ჰ12) გრძელვადიანი ტარიფი – წინასწარ განსაზღვრული ფიქსირებული ან ზღვრული ფასი, რომელიც დადგენილია არანაკლებ 3-წლიანი პერიოდისთვის; 17 ჰ 13) გარანტირებული სიმძლავრის წყარო – ქვეყნის ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის უსაფრთხო ფუნქციონირებისა და საჭირო მინიმალური გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული თბოელექტროსადგური ან თბოელექტროსადგურები (წარმოების ლიცენზიატი ან წარმოების ლიცენზიატები), რომელსაც/რომლებსაც გაჩერებული მდგომარეობიდან ელექტროენერგეტიკულ სისტემასთან სინქრონიზაცია შეუძლია არაუმეტეს 24 საათისა და სიმძლავრის აღება – არაუმეტეს მომდევნო 12 საათის განმავლობაში. საქართველოს მთავრობა ასევე განსაზღვრავს შესაბამისი წყაროს მიერ ქვეყნის ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფის პერიოდს. ამასთანავე, 2010 წლის შემდეგ აშენებული თბოელექტროსადგურის შემთხვევაში საქართველოს მთავრობამ შეიძლება განსაზღვროს კომისიის მიერ დადგენილი მუდმივი (ფიქსირებული) დანახარჯების ის პროცენტული წილი, რომელიც გარანტირებული სიმძლავრის საფასურით უნდა ანაზღაურდეს; ჰ14) გატარება – გადაცემის მომსახურების გარდა, განაწილების ან წარმოების ლიცენზიატის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის ან პირდაპირი მომხმარებლის ქსელის მეშვეობით სხვისი კუთვნილი ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გადატანა წინასწარ განსაზღვრული პირის კუთვნილ ელექტრულ ქსელამდე, აგრეთვე ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატის ქსელის მეშვეობით სხვისი კუთვნილი ბუნებრივი გაზის გადატანა; [ ჰ 14 ) გატარება – გადაცემის მომსახურების გარდა, წარმოების ან განაწილების ლიცენზიატის, ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლის ან მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის ქსელის მეშვეობით სხვისი კუთვნილი ელექტროენერგიის (სიმძლავრის) წინასწარ განსაზღვრული პირის კუთვნილ ელექტრულ ქსელამდე გადატანა, აგრეთვე ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატის ქსელის მეშვეობით სხვისი კუთვნილი ბუნებრივი გაზის გადატანა; ( ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან) ] ჰ15 ) წყალმომარაგების საქმიანობა – სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის ექსპლუატაცია, მომხმარებლებისათვის სასმელი წყლის მიწოდება ან/და წყალარინება კონკრეტული წყალმომარაგების სისტემის/სისტემების ფარგლებში ; ჰ16) სასმელი წყალი – სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული შესაბამისი ხარისხის წყალი; ჰ17) წყალარინება – ჩამდინარე წყლის გატარება და გამწმენდი ნაგებობების საშუალებით დასაშვებ ნორმამდე გაწმენდა; ჰ18) სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემა – წყლის მიღების, ტრანსპორტირებისა და განაწილების ქსელის (მილსადენები, რეზერვუარები, ღია და დახურული არხები, საჭიროების შემთხვევაში სატუმბავი სადგურები და სხვა) ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება წყლის მომხმარებლისათვის სასმელი წყლის მისაწოდებლად; ჰ19) სასმელი წყლის მიწოდება – წყლის მომხმარებლისათვის სასმელი წყლის მიწოდება სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით. ჰ20) სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები – დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს ურთიერთობებს მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით სასმელი წყლის ყიდვის, გაყიდვის, მიწოდებისა და მოხმარების დროს; ჰ21 ) სასმელი წყლის ხარჯვის ნორმა – წყალმომარაგების ტარიფის გაანგარიშებისას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ თითოეული წყალმომარაგების ლიცენზიატისათვის ინდივიდუალურად განსაზღვრული ერთ სულ მოსახლეზე სასმელი წყლის ნორმა, რომელიც აისახება წყალმომარაგების ტარიფში; 18 ჰ22) განახლებადი ენერგიის წყაროები – არაწიაღისეული, მდგრადი ენერგიის ყველა წყარო, რომელიც წარმოიშობა, მაგრამ არ შემოიფარგლება: ბიო- და ჰიდროენერგიებით, გეოთერმული, მზის, ქარისა და ზღვის (მათ შორის, დინებების, ტალღების და თერმული) ენერგიებით; ჰ 23) ქსელის წესები − კომისიის მიერ დამტკიცებული ნორმატიული დოკუმენტი, რომელიც აერთიანებს გადაცემის ქსელის წესებს და განაწილების ქსელის წესებს. ქსელის წესები მოიცავს გადაცემისა და განაწილების ქსელების მართვის და ამ ქსელებით სარგებლობის პროცედურებს, პირობებს, პრინციპებს, სტანდარტებს და ამ ნაწილში განსაზღვრავს შესაბამის ლიცენზიატებსა და მათი მომსახურებით მოსარგებლე სუბიექტებს შორის ურთიერთობებს; [ ჰ 23 ) ქსელის წესები – „ელექტროენერგიის ქსელის წესები“ და „ბუნებრივი გაზის ქსელის წესები“; ( ამოქმედდეს 2018 წლის 1 სექტემბრიდან ) ] ჰ24) ტრანზიტის დამკვეთი − პირი, რომელსაც ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან გაფორმებული აქვს ამ კანონის 414 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულება; ჰ25) გადამცემი სისტემის ოპერატორი – ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი, რომელსაც ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატებთან გაფორმებული აქვს სათანადო ხელშეკრულება მათი კუთვნილი გადამცემი ქსელის ოპერირებისა და განვითარების დაგეგმვის უფლებამოსილების ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისათვის გადაცემის შესახებ და რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ასრულებს აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფუნქციებს; ჰ26) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური – საცალო მომხმარებლის მფლობელობაში არსებული განახლებადი ენერგიის წყარო, რომელიც მიერთებულია ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან საცალო მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მოხმარების ადგილას და რომლის სიმძლავრე არ აღემატება 100 კილოვატს; [ჰ 27 ) „ელექტროენერგიის ქსელის წესები“ − კომისიის მიერ დამტკიცებული ნორმატიული დოკუმენტი, რომელიც მოიცავს გადაცემის ქსელის და განაწილების ქსელის მართვის და ამ ქსელებით სარგებლობის (მათ შორის, მიერთების) პროცედურებს, პირობებსა და პრინციპებს (გარდა საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტებით გათვალისწინებული საკითხებისა) და ამ ნაწილში განსაზღვრავს შესაბამის ლიცენზიატებსა და მათი მომსახურებით მოსარგებლე სუბიექტებს შორის ურთიერთობებს; ჰ 28 ) „ბუნებრივი გაზის ქსელის წესები“ − კომისიის მიერ დამტკიცებული ნორმატიული დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ტრანსპორტირების სისტემისა და გამანაწილებელი ქსელის მართვის და ამ ქსელით სარგებლობის (მათ შორის, მიერთების) პროცედურებს, პირობებსა და პრინციპებს (გარდა საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტებით გათვალისწინებული საკითხებისა) და ამ ნაწილში განსაზღვრავს შესაბამის ლიცენზიატებსა და მათი მომსახურებით მოსარგებლე სუბიექტებს შორის ურთიერთობებს. ( ამოქმედდეს 2018 წლის 1 სექტემბრიდან ) ] მუხლი 5. კომისიის სამართლებრივი აქტები 1. კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს ნორმატიულ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტს – დადგენილებას. კომისიის დადგენილებით მტკიცდება: ა) კომისიის დებულება; ბ) ადმინისტრაციული წარმოების დებულება; გ) სადავო საკითხების განხილვის პროცედურული წესები; დ) რეგულირების საფასურის ოდენობა და გაანგარიშების წესი; 19 ე) ლიცენზირების წესები; ვ) მიწოდებისა და მოხმარების წესები; ზ) ტარიფების მეთოდოლოგია; თ) ტარიფები (მათ შორის, ზღვრული); ი) ნორმატიული დანაკარგების ოდენობა და გაანგარიშების წესი; კ) ქსელის წესები. 2. ამ კანონით გათვალისწინებულ ცალკეულ, ინდივიდუალურ, მათ შორის, დადგენილებიდან გამომდინარე, საკითხებზე კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას. 3. კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები მიიღება კომისიის სხდომაზე კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის არანაკლებ 3 წევრისა. კომისიის დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების შესრულება სავალდებულოა ლიცენზიატების, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურების, მიმწოდებლების, იმპორტიორების, ექსპორტიორების, მომხმარებლებისა და ბაზრის ოპერატორისათვის. 4. კომისიის თავმჯდომარე კომისიისა და კომისიის აპარატის შიდაორგანიზაციულ საკითხებზე გამოსცემს ბრძანებებს. მუხლი 19. კომისიის ბიუჯეტი. რეგულირების საფასური 1. კომისია ვალდებულია ყოველი წლის 1 ოქტომბრისათვის დაამტკიცოს მომავალი წლის ბიუჯეტი, რომელშიც ასახული უნდა იყოს კომისიის ყველა ხარჯი, მათ შორის, კომისიის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების ხელფასები და შემოსავლები. კომისია ყოველი წლის 15 სექტემბრისათვის ლიცენზიატებისგან, იმპორტიორებისგან და მიმწოდებლებისგან მიღებული მომავალი წლის საქმიანობის მოცულობის პროგნოზის საფუძველზე ადგენს რეგულირების საფასურს, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის მომავალი საბიუჯეტო წლისათვის დაგეგმილი ხარჯების დაფარვას. კომისია ვალდებულია გამოაქვეყნოს თავისი ბიუჯეტი. 2. რეგულირების საფასური ჩაირიცხება კომისიის ანგარიშზე. ამ ანგარიშზე არსებულ თანხებს განკარგავს მხოლოდ კომისია. კომისიის მიერ წლის განმავლობაში გამოუყენებელი თანხები გადაიტანება მომავალი წლის ანგარიშზე, რეგულირების საფასურის შესაბამისი შემცირებით. თუ რეგულირების საფასურით მიღებული შემოსავალი არ ფარავს კომისიის მიმდინარე დანახარჯებს, კომისია უფლებამოსილია აიღოს სესხი. ამ სესხისა და შესაბამისი პროცენტის გადახდა ხდება მომავალი წლის რეგულირების საფასურიდან. დასაშვებია კომისიის სარგებლობისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი სახსრების გამოყოფა და გრანტების მიღება. მუხლი 21. კომისიის ყოველწლიური ანგარიში კომისია ყოველი წლის 31 მარტამდე ადგენს თავისი საქმიანობის შესახებ გასული წლის ანგარიშს, რომელსაც უგზავნის საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტს და სამინისტროს. ანგარიში ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოებისათვის. მუხლი 26. მოთხოვნები მომსახურების შეწყვეტა ლიცენზიების მიღებაზე, ლიცენზიების ვადები, 20 1. კომისია ლიცენზიას გასცემს მხოლოდ იმ ინდივიდუალურ მეწარმეზე ან სამეწარმეო იურიდიულ პირზე, რომელიც აკმაყოფილებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პირობებს. 2. სალიცენზიო მოწმობაში აღნიშნული უნდა იყოს სალიცენზიო განაცხადში მითითებული მომსახურების სახე, მომსახურების საშუალებების ადგილმდებარეობა და ტერიტორია, რომელზედაც გავრცელდება ლიცენზიის მოქმედება, ლიცენზიის გაცემის თარიღი, ლიცენზიაში ცვლილების შეტანის და ლიცენზიის გაუქმების პირობები. 3. ლიცენზიატს არა აქვს უფლება, კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე შეწყვიტოს, შეამციროს ან გაზარდოს ლიცენზიით გათვალისწინებული მომსახურება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შეწყვეტა ან შემცირება ხდება მომხმარებლის მიერ მომსახურების საფასურის გადაუხდელობის გამო ან/და ტექნიკური ან უსაფრთხოების მიზეზით. აღნიშნული გამონაკლისების გარდა, მომსახურების შეწყვეტის ან შემცირების შემთხვევაში ლიცენზიატი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს განაცხადი მომსახურების შეწყვეტაზე ან შემცირებაზე. კომისიისგან მომსახურების შეწყვეტაზე ან შემცირებაზე თანხმობის მიღების შემდეგ ლიცენზიატი აბარებს სალიცენზიო მოწმობას. ასეთ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია ცვლილება შეიტანოს ლიცენზიაში ან გააუქმოს ლიცენზია. 4. სალიცენზიო და სატარიფო პირობებით არც ერთ ლიცენზიატს არ შეიძლება დაეკისროს ვალდებულება, გააგრძელოს ლიცენზიით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა, თუ მომსახურების მიმღები სხვა ლიცენზიატი, პირდაპირი მომხმარებელი ან სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირი არ ასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს ან მომსახურების დამტკიცებულ პირობებს. 5. ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია კომისიას წარუდგინოს კომერციულ პირობებთან დაკავშირებული მონაცემები და ინფორმაცია, რომლებიც მოიცავს ბუნებრივი გაზის შეძენის ფასს, თუმცა შეიძლება არ შემოიფარგლებოდეს ამ ფასით. კომისიამ უნდა დაიცვას ფასებთან დაკავშირებული ყველა ამგვარი და სხვა ინფორმაციის კონფიდენციალობა, თუ ამას მოითხოვს კანონმდებლობა და მიმწოდებელი. 6. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, კომისია უფლებამოსილია გასცეს ლიცენზია ამ კანონის 25-ე მუხლის პირველი და 11 პუნქტებით დადგენილი დოკუმენტაციის გარეშე, შემდგომ ლიცენზიატის მიერ აღნიშნული დოკუმენტაციის კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში წარმოდგენის პირობით. 7. იმ ლიცენზიატის მიერ, რომელზედაც ლიცენზია გაიცა ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია თავისი ინიციატივით გააუქმოს ლიცენზია ან/და ლიცენზიატს განუსაზღვროს დამატებითი ვადა დოკუმენტაციის წარმოსადგენად ან/და მის მიმართ გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები. მუხლი 39. ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი ვალდებულია: ა) მომსახურება განახორციელოს ამ კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად; ბ) დაამუშაოს განსაკუთრებულ ღონისძიებათა გეგმები საგანგებო მდგომარეობაში ასამოქმედებლად ან აწარმოოს შესაბამისი მოლაპარაკებები და შეთანხმებები სხვა პირებთან ასეთ შემთხვევებში ბუნებრივი გაზის მიღებაზე; გ) (ამოღებულია) ; დ) დროულად გადაიხადოს კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების საფასური. 21 მუხლი 45. ტარიფის ამოქმედება და ტარიფის დადგენის ანაზღაურება ტარიფი ძალაში შედის კომისიაში სატარიფო განაცხადის შეტანიდან 150 დღის განმავლობაში თუ იგი აკმაყოფილებს კომისიის მოთხოვნებს სატარიფო განაცხადის მიმართ. სატარიფო განაცხადის შემტანი ტარიფის დამტკიცების შემდეგ ანაზღაურებს კომისიის მიერ ტარიფის დადგენაზე გაწეულ მომსახურებას. 22