„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-04-25
ბიუროს ნომერი 153
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
საქართველოს კანონი
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის შესახებ“
მუხლი 1. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში (300280000.05.001.018547, 1187-IIს,
30/06/2017) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის:
ა)პირველი პუნქტის:
ა.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ და „ლ2“
ქვეპუნქტები:
„ლ1. ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებელი:
ლ1.ა)
მომხმარებელი,
რომელიც
საკუთარი
საჭიროებისათვის
ელექტროენერგიას
(სიმძლავრეს) იღებს წარმოების ან გადაცემის ლიცენზიატის, მცირე სიმძლავრის
ელექტროსადგურის ან სხვა მომხმარებლის კუთვნილი ქსელიდან, აღნიშნული ქსელ(ებ)ზე
მდებარე მიწოდების წერტილებიდან ჯამურად, კალენდარული წლის შედეგებით
საშუალოდ თვიურად მოიხმარს არანაკლებ 15 მილიონ კილოვატსაათ ელექტროენერგიას
და აკმაყოფილებს „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ დადგენილ
მოთხოვნებს;
ლ1.ბ) ამ მუხლის „ლ“ პუნქტის „ლ1.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომხმარებლის გარდა,
ნებისმიერი
სხვა
მომხმარებელი,
რომელიც
აკმაყოფილებს
„ელექტროენერგიის
(სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ დადგენილ მოთხოვნებს და ნებაყოფლობით
დარეგისტრირდა საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ, როგორც ელექტროენერგიის
პირდაპირი მომხმარებელი.
შენიშვნა:
1. პირდაპირი მომხმარებლის სტატუსით რეგისტრაციას აქვს შეუქცევადი ხასიათი.
შესაბამისად, პირდაპირ მომხმარებლად რეგისტრირებულ პირს უფლება არ აქვს
მოითხოვოს საცალო მომხმარებლად რეგისტრაცია.
2. პირდაპირი მომხმარებლის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებულ ობიექტ(ებ)ზე ან
მის ნაწილ(ებ)ზე საკუთრების/მფლობელობის უფლების ცვლილების შედეგად
წარმოქმნილი ახალი მომხმარებელი წარმოადგენს პირდაპირ მოხმარებელს, მიუხედავად
ქსელთან მიერთების სქემის ცვლილებისა.
ლ2) ბუნებრივი გაზის პირდაპირი მომხმარებელი − პირი, რომელიც მიერთებულია
ტრანსპორტირების სისტემასთან და ისე იღებს ბუნებრივ გაზს, მოიხმარს მას მხოლოდ
საკუთარი საჭიროებისათვის და განაწილების ლიცენზიატი არ არის;“.
23
ა.ბ) „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „ჰ6“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„„ჰ6) საცალო მომხმარებელი - მომხმარებელი, რომელიც არ წარმოადგენს
ელექტროენერგიის პირდაპირ მოხმარებელს, ხოლო ბუნებრივ გაზს იღებს განაწილების
ლიცენზიატის ქსელიდან, მოიხმარს მხოლოდ საკუთარი საჭიროებისათვის და არ არის
ბუნებრივი გაზის პირდაპირი მომხმარებელი.“.
2. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2018 წლის 1
მაისამდე უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტ(ებ)ის ამ
კანონთან შესაბამისობა.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
24
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს
კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის მიღების მიზეზია
შემდეგი გარემოებები:
ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრებით საქართველომ აიღო
ვალდებულება, რომ უზრუნველყოს ყველა მომხმარებლის შეუფერხებელი დაშვება
ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე და ჩამოაყალიბოს კონკურენტული სავაჭრო
პლატფორმა, რაც ამ სფეროში ჯანსაღი კონკურენციის ჩამოყალიბების და ინვესტიციების
მოზიდვის აუცილებელი წინაპირობაა. თავისუფალი ფასით ვაჭრობის ხელშესაწყობად
აუცილებელია, რომ გაიზარდოს საბითუმო ბაზარზე ელექტროენერგიის მყიდველთა
რაოდენობა. ამჟამად, საბითუმო ბაზარზე მხოლოდ 4 საბითუმო მყიდველია განაწილების 2 ლიცენზიატი და 2 პირდაპირი მომხმარებელი, რაც, ბუნებრივია, ვერ
ჩაითვლება საკმარის პირობად ბაზრის გახსნისათვის.
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” კანონის არსებული
რედაქციით, 2018 წლის 1 მაისიდან ყველა მომხმარებელი, რომელიც მიერთებულია 35 კვ
და უფრო მაღალი ძაბვის ქსელზე, ავტომატურად ხდება საბითუმო ბაზრის მონაწილე,
სადაც ელექტროენერგიის ფასი თავისუფალია, არ რეგულირდება სემეკის მიერ და
განისაზღვრება საბითუმო მყიდველებსა და გამყიდველებს შორის გაფორმებული
პირდაპირი ხელშეკრულებით, მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენის პრინციპზე
დაყრდნობით. აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, 2018 წლის 1 მაისიდან
საბითუმო ბაზრის მონაწილე ხდება საქართველოში არსებული თითქმის ყველა მსხვილი
ელექტროენერგიის მომხმარებელი (სულ 70-მდე მომხმარებელი, მათ შორის ცემენტის
ქარხნები, აზოტის ქარხანა, რკინიგზა, მეტალურგიული საწარმოები, კრიპტოვალუტის
მწარმოებლები და ა.შ.).
იმის მიუხედავად, რომ ბაზრის გახსნა საშუალო და
გრძელვადიან პერსპექტივაში უდავოდ პოზიტიური ეფექტის მატარებელია როგორც
ენერგეტიკის სექტორისთვის, ასევე ქვეყნის ეკონომიკისთვის, ბაზრის მყისიერმა გახსნამ
შეიძლება გამოიწვიოს საბითუმო მომხმარებლისთვის ფასის მკვეთრი ზრდა და საწყის
ფაზაზე საფრთხე შეუქმნას რეფორმის წარმატებით განხორციელებას. იმისათვის, რომ
მოხდეს ყველა მსხვილი მომხმარებლის საბითუმო ბაზარზე წარმატებული ინტეგრაცია,
2018-2019 წლებში საჭიროა შემდეგი ღონისძიებების გატარება:
ელექტრონული ვაჭრობის პლატფორმის შექმნა (დღით ადრე ბაზარი,
საბალანსო ბაზარი და დღის შიგნით ბაზარი);
მიმწოდებლის ინსტიტუტის შექმნა;
მეზობელ ქვეყნებთან ტრანსსასაზღვრო რეგულაციების გამარტივება;
დერეგულირებული და საათობრივი ბაზრის სიმულაცია;
25
ელექტროენერგიის მომხმარებლების და მწარმოებლების ინტენსიური
ტრენინგი.
ზემოაღნიშნულიდან
გამომდინარე,
კანონპროექტის
შემოთავაზებული
რედაქციით, 2018 წლის 1 მაისიდან მოხდება მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის
მომხმარებლის დაშვება საბითუმო ბაზარზე. ამისთვის შემუშავებულია შემდეგი
კრიტერიუმები: ის მომხმარებლები, რომლებიც ელექტროენერგიას (სიმძლავრეს) იღებენ
გადაცემის/გენერაციის ლიცენზიატის კუთვნილი ქსელიდან, კალენდარული წლის
შედეგებით მათი საშუალო თვიური მოხმარება შეადგენს არანაკლებ 15 მილიონ
კილოვატსაათ ელექტროენერგიას, წარმოადგენენ პირდაპირ მომხმარებლებს და
სავალდებულო წესით დარეგისტრირდებიან საბითუმო ბაზრის მონაწილეებად.
წარმოდგენილი ცვლილებით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს მხოლოდ ოთხი
საწარმო (შპს „ჯორჯიან ინკორპოერიშენი“, შპს „ცეხი 1“ და შპს „ბი ეფ დი სი ჯორჯია“,
შპს „ბლოქ ფაუერი“) აკმაყოფილებს, რომელთაგან სამი კრიპტოვალუტის მწარმოებელი
მსხვილი საწარმოა.
რაც შეეხება დანარჩენ მომხმარებლებს, მათ უნარჩუნდებათ თავისუფალი
არჩევანი - დარეგისტრირდნენ საცალო მომხმარებლად ან ელექტროენერგიის პირდაპირ
მომხმარებლად.
ა.ბ) კანონპროექტის მიღების მიზანია:
დაზუსტდეს/განისაზღვროს, თუ რომელი მომხმარებლები ითვლებიან
ელექტროენერგიის
პირდაპირ
მომხმარებლებად
და
საცალო
მომხმარებლებად.
სამინისტროსათვის
გამოცემისათვის/მოქმედი
შესაბამისი
ნორმატიული
ნორმატიული
აქტ(ებ)ის
აქტების
საკანონმდებლო
ცვლილებებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან
მოყვანის მიზნით ვადის განსაზღვრა.
შესაბამისობაში
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის
შემოთავაზებული
რედაქციით,
ელექტროენერგიის
პირდაპირი მომხმარებლის ცნება დაიყო 2 კატეგორიად
1) მომხმარებელი, რომელიც სავალდებულო წესით ექვემდებარება
პირდაპირ მომხმარებლად რეგისტრაციას - ასეთია მომხმარებელი,
რომელიც საკუთარი საჭიროებისათვის ელექტროენერგიას (სიმძლავრეს)
იღებს წარმოების ან გადაცემის ლიცენზიატის, მცირე სიმძლავრის
ელექტროსადგურის ან სხვა მომხმარებლის კუთვნილი ქსელიდან და
კალენდარული წლის შედეგებით საშუალოდ თვიურად მოიხმარს
არანაკლებ 15 მილიონ კილოვატსაათ ელექტროენერგიას;
2) მომხმარებელი, რომელიც ნებაყოფლობით რეგისტრირდება პირდაპირ
მომხმარებლად - ნებისმიერ სხვა მომხმარებელი, რომელიც აკმაყოფილებს
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ დადგენილ
26
მოთხოვნებს
და
საკუთარი
საჭიროებისთვის
მოიხმარს
ელექტროენერგიას.
წარმოდგენილი ცვლილებით კანონს ემატება 4910 მუხლი - ელექტროენერგიის
პირდაპირ მომხმარებლად რეგისტრაციის შესახებ. აღნიშნული მუხლით განისაზღვრება,
რომ მომხმარებელი, რომელმაც 2018 წლის პირველი სამი თვის შედეგებით მოიხმარა
თვეში საშუალოდ არანაკლებ 15 მილიონ კილოვატსაათი
ელექტროენერგია
საკუთარი
(სიმძლავრეს)
საჭიროებისათვის
ელექტროენერგიას
და
იღებს
გადაცემის/გენერაციის ლიცენზიატის კუთვნილი ქსელიდან, 2018 წლის 1 მაისიდან
წარმოადგენს ელექტროენერგიის პირდაპირ მოხმარებელს და ვალდებულია, საბითუმო
ვაჭრობაში მონაწილედ დარეგისტრირდეს „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის
წესებით“ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. ასევე კანონპროექტი კრძალავს
პირდაპირ
მომხმარებლად
დარეგისტრირებული
პირის
მომავალში
საცალო
მომხმარებლად დაბრუნებას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის წარმოდგენილი სახით მიღება არ იქონიებს გავლენას საქართველოს
სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის წარმოდგენილი სახით მიღება არ გამოიწვევს საქართველოს
სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ასიგნებების გამოყოფის საჭიროებას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტის წარმოდგენილი სახით მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს მიერ
ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტი გამოიწვევს იმ პირთა ხარჯების ცვლილებას, რომელთა მიმართ
შეიძლება გავრცელდეს კანონის მოქმედება კანონპროექტის წარმოდგენილი სახით
მიღების შემთხვევაში შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:
როგორც განმარტებით ბარათშია ასახული, კანონპროექტის წარმოდგენილი სახით
მიღების შედეგად, იგი შეეხება 4 მომხმარებელს (შპს „ჯორჯიან ინკორპოერიშენი“,
შპს „ცეხი 1“ და შპს „ბი ეფ დი სი ჯორჯია“, შპს „ბლოქ ფაუერი“), რომლებიც
დღეისათვის წარმოადგენენ განაწილების ლიცენზიატების საცალო მომხმარებლებს
და ელექტროენერგიას ყიდულობენ სემეკის მიერ დადგენილი სამომხმარებლო
ტარიფით.
27
პირდაპირი მომხმარებლის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, ნაცვლად
განაწილების ლიცენზიატებისა, ისინი ელექტროენერგიას შეისყიდიან საბითუმო
ბაზარზე უშუალოდ ელექტროენერგიის მწარმოებლებისაგან/იმპორტიორებისაგან
(პირდაპირი ხელშეკრულების საფუძველზე) ან სისტემის კომერციული
ოპერატორისაგან (საბალანსო ელექტროენერგია). შესაბამისად, ხსენებული პირების
მიერ შესყიდული ელექტროენერგიის ფასი განისაზღვრება ორმხრივად
შეთანხებული სახელშეკრულებო ფასით, მხარეთა თავისუფალი ნების პრინციპზე
დაყრდნობით. ამგვარი წესით შეთანხმებული ფასი შესაძლებელია აღემატებოდეს ან
ნაკლები იყოს შესაბამისი განაწილების ლიცენზიატისათვის სემეკის მიერ
დადგენილ სამომხმარებლო ტარიფზე.
რაც შეეხება პირდაპირ მომხმარებლად რეგისტრაციას, ეს პროცესი წესრიგდება
ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით, უფასოა და დამატებით ხარჯებს
არ დააკისრებს საწარმოებს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი
კანონპროექტი არ ითვალისწინებს დამატებითი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა
სახის გადასახდელის შემოღებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
წარმოდგენილი კანონპროექტი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის
დირექტივების (მათ შორის, ე. წ. „მესამე ენერგეტიკული პაკეტის“) მოთხოვნებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული დამატებითი ვალდებულებები.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან
წარმოდგენილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ
ხელმოწერილ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში:
კანონპროექტის შემუშავებისას გათვალისწინებულ იქნა საქართველოს ეკონომიკისა
და მდგრადი განვითარების სამინისტროს პოზიცია.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არის.
28
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული
კომისია.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი: რევაზ არველაძე.
29
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლ(ებ)ის მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება
მუხლი 1. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში
(პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ. 20) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. მე-2 მუხლის:
ა) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) მიწოდების პუნქტი – პუნქტი, რომელშიც გადაცემის ან/და წარმოების ლიცენზიატი
გადამცემი ან/და წარმოების ქსელიდან მიაწოდებს ელექტრულ სიმძლავრესა და ენერგიას
განაწილების ლიცენზიატს, ელექტროენერგიის პირდაპირ მომხმარებელს ან/და სხვა
ქვეყნის ენერგოსისტემას, ან პუნქტი, რომელშიც ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების
ლიცენზიატი ტრანსპორტირების სისტემიდან მიაწოდებს ბუნებრივ გაზს ბუნებრივი
გაზის განაწილების ლიცენზიატს, ბუნებრივი გაზის პირდაპირ მომხმარებელს ან/და სხვა
ქვეყნის ტრანსპორტირების სისტემებს;“;
ბ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) პირდაპირი მომხმარებელი − ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებელი და
ბუნებრივი გაზის პირდაპირი მომხმარებელი;“;
გ) „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ და „ლ2“ ქვეპუნქტები:
„ლ1) ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებელი − პირი, რომელიც:
ლ1.ა)
მის
მფლობელობაში
ელექტროენერგიას
მყოფ
(სიმძლავრეს)
0,4-3,3-6-10
უშუალოდ
კილოვოლტი
იღებს
ძაბვის
მწარმოებლის,
ქსელში
გადაცემის,
განაწილების ან სხვა მომხმარებლის ქსელიდან, ელექტროენერგიას მოიხმარს მხოლოდ
საკუთარი საჭიროებისთვის, აკმაყოფილებს „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის
წესების“ მოთხოვნებს და ნებაყოფლობით დარეგისტრირდა საბითუმო ვაჭრობის
მონაწილედ, როგორც პირდაპირი მომხმარებელი;
ლ1.ბ)
მის
მფლობელობაში
ელექტროენერგიას
მყოფ
(სიმძლავრეს)
35
ან
მეტი
უშუალოდ
კილოვოლტი
იღებს
ძაბვის
მწარმოებლის,
ქსელში
გადაცემის,
განაწილების ან სხვა მომხმარებლის ქსელიდან, ელექტროენერგიას მოიხმარს მხოლოდ
საკუთარი საჭიროებისთვის, აკმაყოფილებს „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის
წესების“ მოთხოვნებს და ნებაყოფლობით დარეგისტრირდა საბითუმო ვაჭრობის
მონაწილედ, როგორც პირდაპირი მომხმარებელი.
შენიშვნა: ამ მუხლის „ლ1.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობების არსებობისას,
თუ პირი თავად არ დარეგისტრირდა საბითუმო ვაჭრობაში, როგორც პირდაპირი
მომხმარებელი, მის რეგისტრაციას ახორციელებს ელექტროენერგეტიკული ბაზრის
ოპერატორი;
ლ2) ბუნებრივი გაზის პირდაპირი მომხმარებელი − პირი, რომელიც მიერთებულია
ტრანსპორტირების სისტემასთან და ისე იღებს ბუნებრივ გაზს, მოიხმარს მას მხოლოდ
საკუთარი საჭიროებისათვის და განაწილების ლიცენზიატი არ არის;“;
დ) „ჰ3“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
30
„ჰ3) „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები“ – დოკუმენტი,
რომელიც არეგულირებს, ერთი მხრივ, განაწილების ლიცენზიატებს, მცირე სიმძლავრის
ელექტროსადგურებს და, მეორე მხრივ, საცალო მომხმარებელს შორის ურთიერთობებს
ელექტროენერგიის განაწილების ქსელის მეშვეობით ყიდვის, გაყიდვის, განაწილების,
გატარების ან/და მოხმარების დროს, აგრეთვე მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის
მფლობელი
საცალო
მომხმარებლის
მიერ
ელექტროენერგიის
განაწილების
ლიცენზიატისათვის მიწოდების, მიწოდებული ელექტროენერგიის გაქვითვის ან/და
ჭარბი ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურების წესს;“;
ე) „ჰ6“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჰ6) საცალო მომხმარებელი – პირი, რომელიც მის მფლობელობაში მყოფ 0,4-3,3-6-10
კილოვოლტი ძაბვის ქსელში ელექტროენერგიას (სიმძლავრეს) იღებს წარმოების,
გადაცემის, განაწილების ან სხვა მომხმარებლის ქსელიდან, ხოლო ბუნებრივ გაზს –
განაწილების ლიცენზიატის ქსელიდან, მოიხმარს მხოლოდ საკუთარი საჭიროებისთვის
და პირდაპირი მომხმარებელი არ არის;“;
ვ) „ჰ10“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჰ10)
კვალიფიციური
ელექტროენერგიის
საწარმო
–
პირდაპირი
წარმოებისა
და
მომხმარებელი,
განაწილების
ლიცენზიატები,
იმპორტიორი,
ექსპორტიორი,
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური,
რომლებიც ამ კანონისა და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“
შესაბამისად
უფლებამოსილი
არიან,
მონაწილეობა
მიიღონ
ელექტროენერგიით
(სიმძლავრით) საბითუმო ვაჭრობაში, აგრეთვე პირი ამ კანონის 241 მუხლის მე-2
პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში;“;
ზ) „ჰ14“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჰ14)
გატარება
–
გადაცემის
მომსახურების
გარდა,
წარმოების
ან
განაწილების
ლიცენზიატის, ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლის ან მცირე სიმძლავრის
ელექტროსადგურის ქსელის მეშვეობით სხვისი კუთვნილი ელექტროენერგიის
(სიმძლავრის) წინასწარ განსაზღვრული პირის კუთვნილ ელექტრულ ქსელამდე
გადატანა, აგრეთვე ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატის ქსელის მეშვეობით
სხვისი კუთვნილი ბუნებრივი გაზის გადატანა;“;
თ) „ჰ23“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჰ23) ქსელის წესები – „ელექტროენერგიის ქსელის წესები“ და „ბუნებრივი გაზის ქსელის
წესები“;“;
ი) „ჰ26“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ27“ და „ჰ28“ ქვეპუნქტები:
„ჰ27) „ელექტროენერგიის ქსელის წესები“ − კომისიის მიერ დამტკიცებული ნორმატიული
დოკუმენტი, რომელიც მოიცავს გადაცემის ქსელის და განაწილების ქსელის მართვის და
ამ ქსელებით სარგებლობის (მათ შორის, მიერთების) პროცედურებს, პირობებსა და
პრინციპებს
(გარდა
საქართველოს
მთავრობის
მიერ
დამტკიცებული
ტექნიკური
რეგლამენტებით გათვალისწინებული საკითხებისა) და ამ ნაწილში განსაზღვრავს
31
შესაბამის ლიცენზიატებსა და მათი მომსახურებით მოსარგებლე სუბიექტებს შორის
ურთიერთობებს;
ჰ28) „ბუნებრივი გაზის ქსელის წესები“ − კომისიის მიერ დამტკიცებული ნორმატიული
დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ტრანსპორტირების სისტემისა და გამანაწილებელი
ქსელის მართვის და ამ ქსელით სარგებლობის (მათ შორის, მიერთების) პროცედურებს,
პირობებსა და პრინციპებს (გარდა საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული
ტექნიკური რეგლამენტებით გათვალისწინებული საკითხებისა) და ამ ნაწილში
განსაზღვრავს შესაბამის ლიცენზიატებსა და მათი მომსახურებით მოსარგებლე
სუბიექტებს შორის ურთიერთობებს.“.
2. მე-3 მუხლის:
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. დერეგულირებულია შემდეგი ელექტროსადგურები:
ა) ელექტროსადგური, რომელიც აშენებულია 2008 წლის 1 აგვისტოს შემდეგ და
გარანტირებული სიმძლავრის წყარო არ არის;
ბ) ელექტროსადგური, რომლის საპროექტო სიმძლავრე 40 მეგავატს არ აღემატება და
რომელიც გარანტირებული სიმძლავრის წყარო არ არის.“;
ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:
„41. გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ენერგეტიკის
დარგში სახელმწიფო პოლიტიკიდან გამომდინარე, დერეგულირების ან ნაწილობრივი
დერეგულირების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს აგრეთვე
სამინისტროს.“.
3. 31 მუხლის:
ა) პირველი−მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამინისტრო და კომისია უფლებამოსილი არიან, საქმისწარმოებისა და ინფორმაციის
ხელმისაწვდომობის მიზნით გამოიყენონ პროგრამული უზრუნველყოფა და მართვის
ერთიანი ავტომატური საშუალებები.
2. სამინისტრო და კომისია უფლებამოსილი არიან, ნებისმიერი ინფორმაცია ან/და
დოკუმენტი მიიღონ, გამოსცენ ან გასცენ მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების
გამოყენებით.
3. სამინისტრო და კომისია უფლებამოსილი არიან, ელექტრონული ასლის სახით
შეინახონ და გასცენ მათ მიერ შექმნილი ან მათთან დაცული ნებისმიერი დოკუმენტი.“;
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სამინისტროს და კომისიის მიერ გამოცემულ ან გაცემულ დოკუმენტში მონაცემები
შეიძლება შეტანილ იქნეს მექანიკური ან/და ელექტრონული საშუალებებით.“;
გ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. კომისია უფლებამოსილია ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით
დაადგინოს რეგულირებისადმი დაქვემდებარებულ საწარმოთა ანგარიშგების ან/და
კომისიასა და რეგულირებისადმი დაქვემდებარებულ საწარმოთა შორის მიმოწერის
დოკუმენტბრუნვის ერთიანი ავტომატური საშუალებებით წარმოების ვალდებულება და
32
საკუთარი ხარჯით, თვითონ ან მესამე პირის მეშვეობით უზრუნველყოს შესაბამისი
პროგრამული უზრუნველყოფის გამართული საქმიანობა.“.
4. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები:
„5. კომისიის წევრს წევრობის ვადის გასვლის შემდეგ უფლებამოსილება ავტომატურად
ერთჯერადად უგრძელდება მანამ, სანამ იგივე ან სხვა პირი არჩეული არ იქნება კომისიის
წევრად ამ მუხლით დადგენილი წესით, მაგრამ არაუმეტეს 3 თვისა.
6. კომისიის წევრობის ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლის მე-5 პუნქტის მოქმედება
კომისიის წევრზე არ გავრცელდება, თუ დარჩენილი კომისიის წევრების რაოდენობა
იქნება არანაკლებ 3-ისა.“.
5. 221 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ბაზრის ოპერატორი საბალანსო ელექტროენერგიას შეისყიდის ელექტროენერგიის
წარმოების
ლიცენზიატის,
მცირე
სიმძლავრის
ელექტროსადგურისა
და
იმპორტიორისაგან. ბაზრის ოპერატორისაგან საბალანსო ელექტროენერგიას შეისყიდიან
განაწილების ლიცენზიატი, ამ კანონის 495 მუხლით განსაზღვრული პირი (პირები),
ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებელი, ექსპორტიორი − ელექტროენერგიის
მწარმოებელი
ელექტროსადგურის
საკუთარი
მოხმარების
ნაწილში,
ხოლო
ელექტროენერგიის (სიმძლავრის) დანაკარგების დაფარვის მიზნით ელექტროენერგიის
შესყიდვის ნაწილში − დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი. კვალიფიციური საწარმო,
რომელიც მიაწვდის ან მიიღებს საბალანსო ელექტროენერგიას, ითვლება შესაბამისი
პირდაპირი ხელშეკრულების მხარედ სტანდარტული პირობებით.“.
6. 231 მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში გარანტირებული
სიმძლავრის
საფასური
არ
ანაზღაურდება
მანამ,
სანამ
არ
დადასტურდება
გარანტირებული სიმძლავრე საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ოდენობით:
ა) ტესტირების შედეგად − ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებულ შემთხვევებში ან/და თუ მოხდება გარანტირებული სიმძლავრის
წყაროს
სრული
გაჩერება
ამ
მუხლის
მე-7
პუნქტის
„ა“
ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ შემთხვევაში;
ბ) ტესტირების გარეშე − თუ ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ შემთხვევაში არ მოხდება გარანტირებული სიმძლავრის წყაროს
სრული გაჩერება და ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ გარანტირებული სიმძლავრე
მიაღწევს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ოდენობას.
9. ბაზრის ოპერატორისაგან გარანტირებულ სიმძლავრეს შეისყიდიან განაწილების
ლიცენზიატი, ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებელი და ექსპორტიორი,
რომლებიც არიან ბაზრის ოპერატორის მიერ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან
დარეგისტრირებული შესაბამისი ხელშეკრულების მხარეები სტანდარტული პირობებით.
განაწილების
ლიცენზიატი,
ელექტროენერგიის
პირდაპირი
მომხმარებელი
და
ექსპორტიორი ვალდებული არიან, ბაზრის ოპერატორს აუნაზღაურონ გარანტირებული
33
სიმძლავრის წყაროებისთვის გადასახდელი გარანტირებული სიმძლავრის საფასური მათ
მიერ მიწოდების პუნქტებში მიღებული ელექტროენერგიის (განაწილების ლიცენზიატის
შემთხვევაში – ამ კანონის 235 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მიღებული
ელექტროენერგიის
გარდა)
რაოდენობის
პროპორციულად.
გადასახდელი
თანხის
დარიცხვას, ამოღებას და გარანტირებული სიმძლავრის წყაროებთან ანგარიშსწორებას
ახორციელებს ბაზრის ოპერატორი ამ კანონითა და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის)
ბაზრის წესებით“ განსაზღვრული პირობების შესაბამისად.“.
7. 241 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4.
ამ
მუხლით
დადგენილი
წესით
ექსპლუატაციაში
მიღების
მიზნით
ელექტროსადგურის საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის დროს
მიღებული ელექტროენერგია საბალანსო ელექტროენერგიაა და მასზე გადაიხდება ამ
კანონითა და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ გათვალისწინებული
ყველა გადასახდელი, რომლებსაც ელექტროენერგიის მიღებისას ელექტროენერგიის
პირდაპირი მომხმარებელი იხდის.“.
8. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 242 მუხლი:
„მუხლი 242. სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი
ელექტროგადამცემი ქსელის ან მისი რომელიმე ელემენტის მუშაობის შემოწმებისთვის
ან/და
კომპლექსური
გასინჯვისთვის/
ტესტირებისთვის
ან/და
ექსპლუატაციაში
მიღებისთვის ელექტროენერგიის ხანმოკლე შემოტანის ან/და გატანის სპეციალური წესი
1.
სისტემათაშორისი
ელექტროგადამცემი
ტრანზიტისთვის
ქსელის
სისტემათაშორისი
ან
მისი
განკუთვნილი
(გადადინებისთვის)
რომელიმე
ტრანზიტისთვის
ელემენტის
(მათ
შორის,
განკუთვნილი
(გადადინებისთვის)
ელექტროგადამცემი ხაზის) მუშაობის პარამეტრების, სარელეო დაცვისა და ავტომატიკის,
აღრიცხვის მოწყობილობების ან/და სხვა ტექნოლოგიური პროცესების შემოწმებისთვის
ან/და
კომპლექსური
გასინჯვისთვის/ტესტირებისთვის
ან/და
ექსპლუატაციაში
მიღებისთვის, რომელიც საჭიროებს ქსელის ჩართვას, მისი ან მისი რომელიმე ელემენტის
(მათ შორის, სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი
ელექტროგადამცემი
ტრანზიტისთვის
ხაზის)
ძაბვის
(გადადინებისთვის)
ქვეშ
დაყენებას
განკუთვნილი
ან/და
სისტემათაშორისი
ელექტროგადამცემი
ხაზით
ელექტროენერგიის გადადინების უზრუნველყოფას, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი
უფლებამოსილია განახორციელოს ელექტროენერგიის ხანმოკლე შემოტანა მეზობელი
ქვეყნიდან ან/და გატანა მეზობელ ქვეყანაში:
ა) იმპორტის ან/და ექსპორტის ხელშეკრულების (ხელშეკრულებების) საფუძველზე.
ამასთანავე,
ამ
შემთხვევაში
საქართველოს
საბაჟო
საზღვარზე
გადადინებულ
(შემოდინებულ და გადინებულ) ელექტროენერგიაზე ანგარიშსწორება ხორციელდება
შესაბამისი
იმპორტის
ან/და
ექსპორტის
ხელშეკრულების
(ხელშეკრულებების)
პირობების შესაბამისად;
ბ) იმპორტის ან/და ექსპორტის ხელშეკრულების (ხელშეკრულებების) არარსებობისას −
მხოლოდ
შესაბამისი
მეზობელი
ქვეყნის
უფლებამოსილ
სუბიექტთან
34
(ელექტროენერგეტიკული
ელექტროენერგეტიკული
სისტემის
ტექნიკურ
ოპერატორთან
ან
დარგის
სახელმწიფო
მართვის
განმახორციელებელ
უწყებასთან) შეთანხმების საფუძველზე. ამასთანავე, ამ შემთხვევაში საქართველოს საბაჟო
საზღვარზე
გადადინებულ
(შემოდინებულ
ანგარიშსწორება
(მათ
შორის,
ელექტროენერგიის
დაბრუნება,
და
ფულადი
გაქვითვა)
გადინებულ)
ელექტროენერგიაზე
ანაზღაურება,
დისპეტჩერიზაციის
ეკვივალენტური
ლიცენზიატსა
და
შესაბამისი მეზობელი ქვეყნის უფლებამოსილ სუბიექტს (ელექტროენერგეტიკული
სისტემის ტექნიკურ ოპერატორს ან ელექტროენერგეტიკული დარგის სახელმწიფო
მართვის განმახორციელებელ უწყებას) შორის ხორციელდება მათ შორის დადებული
ცალკე შეთანხმების საფუძველზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს საბაჟო
საზღვარზე ელექტროენერგიის შემოდინებასთან ან/და გადინებასთან დაკავშირებული
სხვა საკითხები (მათ შორის, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატსა და საქართველოს
ელექტროენერგეტიკულ სექტორში მოქმედ სხვა პირებს შორის ანგარიშსწორების
საკითხი) რეგულირდება „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“.“.
9. 28-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.
დადგენილი
სტანდარტების,
წესებისა
და
სხვა
მოთხოვნების
შესაბამისად,
ლიცენზიატი, ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებელი და მცირე სიმძლავრის
ელექტროსადგური ვალდებული არიან, აღრიცხონ თავიანთ საშუალებებში გატარებული
ელექტროენერგიის სრული რაოდენობა და ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახადონ.
ბაზრის ოპერატორი და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებული არიან, ხოლო
კომისია უფლებამოსილია ჩაატაროს მრიცხველების ინსპექცია შესაბამისი ნორმატიული
აქტით დადგენილი წესით.“.
10. 34-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ლიცენზიაში აღნიშნული უნდა იყოს გადამცემი სისტემა, რომელიც ჩართული იქნება
გადამცემ ქსელში, რომელსაც ექსპლუატაციას გაუწევს ლიცენზიატი, რაც გულისხმობს
საშუალებებს მიღების პუნქტსა და მიწოდების პუნქტს შორის. თუ საჭიროა წარმოების
ლიცენზიატის საშუალებების პირდაპირი მიერთება განაწილების ლიცენზიატის ან
ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლის საშუალებებთან, კომისიას უფლება აქვს,
გადაცემის მომსახურების პარამეტრების დადგენის მიზნით მოითხოვოს მიღების
პუნქტისა და მიწოდების პუნქტის ურთიერთდაკავშირების განცალკევება გადამცემი
ქსელის მინიმალური სექციით.“.
11. 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„ა)
უზრუნველყოს
ელექტროენერგეტიკული
სისტემის
საიმედო
ფუნქციონირება,
დააკმაყოფილოს ყველა შესაბამისი ლიცენზიატის, იმპორტიორის, ექსპორტიორისა და
ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლის მოთხოვნები ელექტროენერგეტიკული
სისტემის უსაფრთხოებისა და მინიმალური ღირებულების პრინციპის შესაბამისად,
დამტკიცებული ბალანსებისა და შესაბამისი ნორმატიული აქტის მოთხოვნების
თანახმად;
35
ბ) დაამონტაჟოს და ექსპლუატაცია გაუწიოს ყველა საშუალებას, რომლებიც
აუცილებელია ენერგოსისტემის ოპერატიული მართვისა და ელექტრული მდგრადობის
უზრუნველყოფისათვის, დაამუშაოს რეჟიმები და გამოიყენოს სათანადო სადისპეტჩერო
ოქმები, რომლებიც ხელს შეუწყობს ელექტროენერგეტიკული სექტორის ეფექტიან
ფუნქციონირებას
და
ლიცენზიატის,
იმპორტიორის,
ექსპორტიორისა
და
ელექტროენერგიის მომხმარებლების მოთხოვნების სრულ დაკმაყოფილებას შესაბამისი
ნორმატიული აქტის თანახმად;“.
12. 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„დ) ელექტროენერგიის მომხმარებლებს გაუწიოს გამანაწილებელი მომსახურება
კომისიის მიერ დადგენილი წესების და ლიცენზიატის საინვესტიციო პროგრამის
შესაბამისად;
ე)
უზრუნველყოს თავისი ლიცენზიის მოქმედების სფეროში
ელექტროენერგიის
მომხმარებლების ელექტროენერგიით (სიმძლავრით) უწყვეტი მომარაგება შესაბამისი
გადახდის პირობით;“.
13. მე-40 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემასთან ახალი მიერთების პროცედურები
განისაზღვრება „ბუნებრივი გაზის ქსელის წესებით“. ამასთანავე, ბუნებრივი გაზის
ტრანსპორტირების სისტემასთან ახალი მიერთება არ საჭიროებს ბუნებრივი გაზის
ტრანსპორტირების ლიცენზიის მოდიფიცირებას.“.
14. 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის:
ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) შეიმუშაოს და კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს მომსახურების, აღრიცხვის,
ანგარიშის მომზადებისა და დაგზავნის, აგრეთვე ბუნებრივი გაზის მომხმარებლების
მიერ ბუნებრივი გაზის საფასურის გადახდის პროცედურები;“;
ბ) „ე.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე.ბ) მომსახურების დამტკიცებული პირობები, რომლებიც შეიცავს მომსახურების
უფლების შეძენისა და გაუქმების, აღრიცხვის, ანგარიშის მომზადებისა და დაგზავნის,
აგრეთვე ბუნებრივი გაზის მომხმარებლების მიერ ბუნებრივი გაზის საფასურის
გადახდის პროცედურებს;“.
15. 493 მუხლი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
1. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა
კომისიამ:
ა) 2018 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს „ბუნებრივი გაზის ქსელის წესების“
დამტკიცება;
ბ) 2018 წლის 1 მაისამდე უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული
აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
2. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ 2018 წლის 1 მაისამდე უზრუნველყოს
სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
36