„პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
18.04.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი პაატა მხეიძე
ნომერი
#07-3/155/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-04-25
ბიუროს ნომერი 153

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. პატიმრობის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №12, 24.03.2010, მუხ. 49) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-19 მუხლის მე-2 ნაწილის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 – 22 ნაწილი: „21. ინფრასტრუქტურის არსებობის შემთხვევაში, სატელეფონო საუბარი ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა შესაძლებელია განახორციელოს ბიომეტრული მონაცემების მეშვეობით. 22. ამ მუხლის 21 ნაწილით გათვალისწინებული ბიომეტრული მონაცემების დამუშავების წესი და პირობები, ასევე სატელეფონო ზარის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.“. 2. 35-ე მუხლის: ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიღებისას და გათავისუფლებისას სავალდებულოა მისი ფოტოგრაფირება და დაქტილოსკოპირება. შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობის შემთხვევაში, ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაქტილოსკოპირება ხორციელდება ელექტრონული მოწყობილობის საშუალებით. ფოტოსურათები და მათი ნეგატივები, აგრეთვე დაქტილოსკოპიური ბარათი და სიტყვიერი პორტრეტი ბარათის მიხედვით ინახება ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად საქმეში.“; ბ) მე-2 ნაწილის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 ნაწილები: „3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაქტილოსკოპიურ ბარათს უგზავნის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაქტილოსკოპირების ჩატარებიდან 7 დღის ვადაში. 4. ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაქტილოსკოპირების ჩატარების წესი და პირობები, აგრეთვე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მისი გადაგზავნის წესი და სხვა დამატებითი საკითხები განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.“. 3. 38-ე მუხლის პირველი ნაწილის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი: „11. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მსჯავრდებულის გათავისუფლებისას სავალდებულოა მისი დაქტილოსკოპირება ამ კოდექსის 35-ე მუხლის მე-2 - მე-4 ნაწილების შესაბამისად.“. 4. 716 მუხლის მე-5 ნაწილის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 ნაწილი: „6. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გათავისუფლებისთვის მომზადების, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დატოვების ვადა შედის სასჯელის მოხდის საერთო ვადაში.“. 5. 72-ე მუხლის მე-11 ნაწილის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 ნაწილი: „12. ამ მუხლის 33 ნაწილით გათვალისწინებული ქალთა სპეციალური დაწესებულების დატოვების ვადა შედის სასჯელის მოხდის საერთო ვადაში.“. 6. 75-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1 „2. ბრალდებულის პატიმრობის დაწესებულებაში მიღებისას აუცილებელია მისი ფოტოგრაფირება და დაქტილოსკოპირება. შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობის შემთხვევაში, ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაქტილოსკოპირება ხორციელდება ელექტრონული მოწყობილობის საშუალებით. ფოტოსურათები და მათი ნეგატივები, აგრეთვე დაქტილოსკოპიური ბარათი, სიტყვიერი პორტრეტი ბარათის მიხედვით ინახება ბრალდებულის პირად საქმეში. 3. ბრალდებულის დაქტილოსკოპიურ ბარათს პატიმრობის დაწესებულება უგზავნის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაქტილოსკოპირების ჩატარებიდან 7 დღის ვადაში.“. 7. 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი: „4. ბრალდებულის გათავისუფლებისას აუცილებელია მისი დაქტილოსკოპირება ამ კოდექსის 35-ე მუხლის მე-2 - მე-4 ნაწილების შესაბამისად.“. 8. 82-ე მუხლის: ა) პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ1“ და „მ2“ ნაწილები: „მ1) კუთვნილი ვიდეოპაემნის აკრძალვა არა უმეტეს წელიწადში 6-ჯერ; მ2) კუთვნილი ხანგრძლივი პაემნის აკრძალვა არა უმეტეს წელიწადში 6-ჯერ“; ბ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილის „თ“, „ი“, „მ“ - „მ2“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებების ერთდროულად შეზღუდვა.“. მუხლი 2 1. ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 ნაწილის მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-5 ნაწილის მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 1 სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. მუხლი 3 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 2
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღება განპირობებულია საქართველოს პენიტენციური სისტემის ეფექტიან ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგების აუცილებლობით. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიღების მიზანია პენიტენციური სისტემის მარეგულირებელი კანონმდებლობის საერთაშორისო მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა, ევროპული სტანდარტების შესაბამისი პენიტენციური სისტემის ჩამოყალიბება, პენიტენციურ დაწესებულებებში კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვა, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების რეალიზაცია, მათი რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობა, უსაფრთხოებისა და სამართლებრივი რეჟიმის მოთხოვნების დაცვის უზრუნველყოფა. ასევე, არსებული საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი ითვალისწინებს შემდეგი სახის ცვლილებებს: ა.გ.ა) ტელეფონით სარგებლობა ბიომეტრული მონაცემების მეშვეობით საქართველოს კანონმდებლობითა და არსებული პრაქტიკით, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს განახორციელოს სატელეფონო საუბრები, საქართველოს კანონმდებლობით მისთვის განსაზღვრული რეჟიმის, რაოდენობისა და ინტენსივობის ფარგლებში. ბრალდებული/მსჯავრდებული სატელეფონო ზარის განხორციელებას ახდენენ მათ სახელზე არსებული ინდივიდუალური პლასტიკური ბარათისა და მასზე მინიჭებული უნიკალური კოდის მეშვეობით. უნიკალური კოდი და ის ფაქტორი, რომ არ იქნეს ერთი ბრალდებული/მსჯავრდებულის მიერ მეორე ბრალდებულის/მსჯავრდებულის პლასტიკური ბარათის გამოყენება, აუცილებელია იმისთვის, რომ დაცული იყოს კანონის მოთხოვნები. „პატიმრობის კოდექსის“ შესაბამისად, ბრალდებულთა უფლებრივი მდგომარეობა განსხვავდება მსჯავრდებულის უფლებრივი მდგომარეობისაგან, აგრეთვე, თავის მხრივ მსჯავრდებულების უფლებებიც განსხვავდება ერთმანეთის უფლებებისაგან რისკების შესაბამისად. პენიტენციურ დაწესებულებებში რეჟიმის განხორციელებისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნებიდან გამომდინარე აუცილებელია გაკონტროლებულ იქნეს ის, რომ არ მოხდეს ერთი ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ მეორე ბრალდებულის/მსჯავრდებულის ანგარიშის გამოყენება, ეს ემსახურება როგორც ერთი პირის უფლებების დაცვას (იმ პირის, რომლის ანგარიშიც ბარათიც იქნა გამოყენებული ბოროტად), ასევე პენიტენციურ დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების დაცვას. პრაქტიკის ანალიზმა ცხადყო, რომ პლასტიკური ბარათების გამოყენება, მიუხედავად მასზე მინიჭებული უნიკალური კოდისა, ვერ უზრუნველყოფს, იმას, რომ ერთი ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ არ მოხდეს მეორე ბრალდებულის/მსჯავრდებულის პლასტიკური ბარათის გამოყენება, ვინაიდან შესაძლებელია ბარათის მონაცემების დამახსოვრება და შემდგომში მათი გამოყენება. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის წარმოებაშია რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე მსჯავრდებულთა 3 სატელეფონო ანგარიშებიდან ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მსჯავრდებულთა განცხადებები, მათი სატელეფონო ანგარიშებიდან ფულადი თანხების დაუფლების თაობაზე. საქმის მასალებით, მათ შორის მოწმეთა ჩვენებებით ირკვევა, რომ 2017 წლის განმავლობაში ხსენებული მსჯავრდებულების საბანკო ანგარიშებზე მიბმული სატელეფონო ანგარიშებიდან პლასტიკურ ბარათზე დატანილი ციფრების კომბინაციის გამოყენებით დაწესებულებაში მოთავსებული სხვა მსჯავრდებულების მხრიდან ადგილი ჰქონდა სხვადასხვა ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლებას. გამომდინარე იქედან, რომ თითის ანაბეჭდები „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად წარმოადგენს ბიომეტრულ მონაცემებს1, ბიომეტრული მონაცემი კი, თავის მხრივ, წარმოადგენს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემს2 მისი დამუშავებისთვის აუცილებელი გახდა საკანონმდებლო ცვლილება, რათა შექმნილიყო ამ მონაცემების დამუშავების შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი პროექტით, „პატიმრობის კოდექსის“ მე-19 მუხლში შედის ცვლილება და ემატება 21 და 22 ნაწილები, რომლის თანახმად „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ სატელეფონო საუბრის განხორციელება შესაძლებელი იქნება ბიომეტრული მონაცემების მეშვეობით“, ხოლო მითითებული ბიომეტრული მონაცემების დამუშავების წესი და პირობები, ასევე, სატელეფონო ზარის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. ა.გ.ბ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაქტილოსკოპირების საკითხი არსებითი ხასიათის ცვლილებას წარმოადგენს, ბრალდებულის/მსჯავრდებულის პენიტენციურ დაწესებულებაში მიღებისას, მისი დაქტილოსკოპირების საკითხის დეტალური დარეგულირება. დღევანდელი პრაქტიკით, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაქტილოსკოპირება ხდება ნეგატივების მეშვეობით, რაც ხშირ შემთხვევაში გარკვეული დროის გასვლის შემდგომ ზიანდებოდა და ფუჭდებოდა. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და საერთაშორისო ნარკოტიკებისა და კანონის აღსრულების საქმეთა ბიუროს (INL) მხარდაჭერით შეძენილ იქნა ტექნიკა, რომლითაც შესაძლებელი იქნება თითს ანაბეჭდების ელექტრონულად აღება და შემდგომ ერთიან ბაზაში მისი განთავსება, რისთვისაც უკვე გადამზადდა პენიტენციური სისტემის თანამშრომლები. აღნიშნული საკითხის მოწესრიგების მიზნით, კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შედის „პატიმრობის კოდექსის“ 35-ე მუხლში, რომლის თანახმად „შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობის შემთხვევაში, ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაქტილოსკოპირება განხორციელდება ელექტრონული მოწყობილობის საშუალებით“. დაქტილოსკოპირება მოხდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის, როგორც მიღების (პენიტენციურ დაწესებულებაში), ისე გათავისუფლების შემთხვევაში, შესაბამისად, ცვლილების შეტანა საჭირო გახდა შესაბამის მუხლებში:  38-ე მუხლი, რომელიც ეხება მსჯავრდებულის გათავისუფლების საკითხს;  49-ე, რომელიც ეხება მსჯავრდებულის პენიტენციურ დაწესებულებაში მიღების საკითხს;  75-ე მუხლი, რომელიც ეხება ბრალდებულის პენიტენციურ დაწესებულებაში მიღების საკითხს; 1 2 იხ. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი; იხ. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი; 4  79-ე მუხლი, რომელიც ეხება, ბრალდებულის გათავისუფლების საკითხს. ა.გ.გ) ვადის ჩათვლა სასჯელის მოხდის ვადაში პატიმრობის კოდექსში განხორციელებული ცვლილებების (1 ივნისი 2017 წ. N943-IIს) შედეგად, მსჯავრდებულთა გარკვეულ კატეგორიას მიენიჭათ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების განსხვავებული უფლება. კერძოდ, გათავისუფლებისთვის მომზადების, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულს შეუძლია დაწესებულება დატოვოს ერთ-ერთი შემდეგი პირობით და ვადით: ა) გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ სწავლის ან/და მუშაობის შემთხვევაში, სამუშაო ან/და სასწავლო გრაფიკის შესაბამისად; ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ დასვენების და უქმე დღეებში; გ) დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, 1 კვირის განმავლობაში, არაუმეტეს 3 დღე‐ ღამისა. ასევე, ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში განთავსებულ ქალ მსჯავრდებულს, რომლის 3 წელს მიღწეულმა შვილმა დატოვა ქალთა სპეციალური დაწესებულება, უფლება აქვს, დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილებით, შვილთან ურთიერთობის მიზნით, ბავშვის მიერ დაწესებულების დატოვებიდან 1 წლის განმავლობაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ დასვენების და უქმე დღეებში დატოვოს დაწესებულება. აღნიშნული ცვლილებების მიღებისას, არ იქნა გათვალისწინებული მითითება, რომ მსჯავრდებულის მიერ დაწესებულების დატოვების პერიოდი მსჯავრდებულს ჩაეთვლება სასჯელის მოხდის საერთო ვადაში. საკანონმდებლო ხარვეზისა და არსებული ბუნდოვანების აღმოფხვრის მიზნით, წარმოდგენილი კანონის პროექტით, ცვლილება შედის პატიმრობის კოდექსის 716 მუხლსა და 72-ე მუხლში, რომლის თანახმად მსჯავრდებულთა მიერ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დატოვების ვადა ჩაეთვლებათ სასჯელის მოხდის საერთო ვადაში, მსგავსად პატიმრობის კოდექსის 26-ე მუხლის მე-4 და 27-ე მუხლის მე-10 ნაწილებისა, რომლის თანახმად თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების ვადა და გარეთ ხანმოკლე გასვლის ვადა შედის სასჯელის მოხდის საერთო ვადაში. იმის გათვალისწინებით, რომ პატიმრობის კოდექსის 72-ე მუხლის 33 ნაწილი ამოქმედდა 2017 წლის 1 სექტემბრიდან, ხოლო 716 მუხლის რედაქცია ამოქმედდა 2018 წლის 1 იანვრიდან, მსჯავრდებულთა მიერ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დატოვების ვადის სასჯელის მოხდის საერთო ვადაში ჩათვლის საკითხი უნდა გავრცელდეს კანონის ძალაში შესვლის პერიოდის შესაბამისად (2017 წლის 1 სექტემბერი და 2018 წლის 1 იანვარი). ა.გ.დ) დისციპლინური სახდელის სახეების გაზრდა პატიმრობის კოდექსში 2017 წლის 1 ივნისამდე განხორციელებულ ცვლილებამდე არსებული რედაქციით, ხანგრძლივი პაემნის უფლება არ მიეცემოდა მსჯავრდებულს, რომელიც იყო საკარანტინო რეჟიმში, დაკისრებული ქონდა დისციპლინური სახდელი ან/და შეფარდებული ადმინისტრაციული პატიმრობა, ხოლო ვიდეო პაემნის უფლება ეზღუდებოდა დისციპლინური სახდელის მოქმედების, ადმინისტრაციული პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების შემოღების პერიოდში. განხორციელებული ცვლილებების შედეგად, მსჯავრდებულს ხანგრძლივი პაემანი არ ეძლევა საკარანტინო რეჟიმში ყოფნისას, ასევე, მსჯავრდებულს, რომელსაც შეფარდებული აქვს 5 დისციპლინური პატიმრობა ან მოთავსებულია სამარტოო საკანში. მსგავსად ხანგრძლივი პაემნისა, ვიდეო პაემნის სარგებლობის უფლება მსჯავრდებულს ეზღუდება დისციპლინური სახდელის მოხდის, დისციპლინური პატიმრობის ან პენიტენციურ დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების შემოღებისა და კრიზისული ვითარების პერიოდში. 2017 წლის 1 ივნისამდე არსებული რედაქციით, მსჯავრდებულს ნებისმიერი სახის დისციპლინური სახდელის დაკისრებასთან ერთად ავტომატურად ეზღუდებოდა ხანგრძლივი/ვიდეო პაემნით სარგებლობის უფლება და შეეძლო მხოლოდ მას შემდეგ, რაც გავიდოდა დისციპლინური სახის გაქარწყლებისათვის დადგენილი შესაბამისი ვადა (6 თვე ან 1 წელი). ვინაიდან, დღეის მდგომარეობით, მსჯავრდებულს ხანგრძლივი/ვიდეო პაემნის უფლება ეზღუდება მხოლოდ საკარანტინო რეჟიმში ყოფნისას, ასევე, თუ შეფარდებული აქვს დისციპლინური პატიმრობა ან მოთავსებულია სამარტოო საკანში, მიზანშეწონილია დისციპლინური სახდელების ჩამონათვალს დაემატოს ხანგრძლივი პაემნით და ვიდეო პაემნით სარგებლობის უფლების შეზღუდვა. შემოთავაზებული კანონპროექტით, ცვლილება შედის პატიმრობის კოდექსის 82-ე მუხლში, კერძოდ, პირველ ნაწილს ემატება შემდეგი შინაარსის „მ1“ და „მ2“ ქვეპუნქტები: „მ1) კუთვნილი ხანგრძლივი პაემნის აკრძალვა არა უმეტეს წელიწადში 6-ჯერ;“ და „მ2) კუთვნილი ვიდეოპაემნის აკრძალვა არა უმეტეს წელიწადში 6-ჯერ;“. გამომდინარე იქედან, რომ ჰუმანურობის პრინციპის გათვალისწინებით, არ შეიძლება ბრალდებულს/მსჯავრდებულს ერთდროულად აეკრძალოს ყველა ის უფლება, რომელიც დაკავშირებულია გარემო სამყაროსთან კონტაქტთან, წარმოდგენილი პროექტით მე-5 ნაწილში შედის ცვლილება, რომლის მიხედვითაც აიკრძალება ერთდროულად ისეთი უფლებების შეზღუდვა, როგორიცაა სატელეფონო საუბარი, პირადი ხასიათის კორესპონდენციის მიღება-გაგზავნა, კუთვნილი ხანმოკლე და ხანგრძლივი პაემნების/ვიდეოპაემნის შეზღუდვა. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების და ფინანსების წყარო: პროექტის განხორციელება არ გამოიწვევს დამატებითი ფულადი სახსრების გამოყოფას ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები არ მოითხოვს დამატებითი ხარჯების გაწევას, თანაც, ამ ცვლილებებით განპირობებულ და მოსალოდნელ დანაზოგებთან ერთად, მხედველობაშია მისაღები ტექნიკური დახმარებისა და მხარდაჭერის უზრუნველყოფის გარე წყაროები. ასე, მაგალითად, ბიომეტრული მონაცემების დამუშავების შესაძლებლობის მქონე ტელეფონის აპარატების განთავსებასა და მომსახურებას უზრუნველყოფს ის სატელეფონო კომპანია, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებში ახორციელებს სატელეფონო მომსახურებას, შესაბამისი ხელშეკრულების ფარგლებში და დადგენილი წესით; 6 დაქტილოსკოპირების ელექტრონულად ჩატარებისათვის განკუთვნილ ინფრასტრუქტურა და შესაბამისი ტექნიკა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გადაეცა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და საერთაშორისო ნარკოტიკებისა და კანონის აღსრულების საქმეთა ბიუროს (INL) მიერ, მათივე მხარდაჭერით განხორციელდა პენიტენციური სისტემის მოსამსახურეთა გადამზადება. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომლებზეც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ ხდება რაიმე გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დაწესება. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს და შეესაბამება მათ. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს; გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს პარლამენტის წევრი პაატა მხეიძე ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს პარლამენტის წევრი პაატა მხეიძე 7
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
პატიმრობის კოდექსის იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 19. სატელეფონო საუბარი, ამანათისა და ფულადი გზავნილის მიღება-გაგზავნა 1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს ამ კოდექსით დადგენილი წესით სატელეფონო საუბრის უფლება. პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს შორის სატელეფონო საუბარი აკრძალულია. 2. სატელეფონო საუბარი ხორციელდება ბრალდებულის/ მსჯავრდებულის ხარჯითა და პენიტენციური დაწესებულების კონტროლით. 3. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, მიიღოს ან გაუგზავნოს ამანათი და ფულადი გზავნილი უნაღდო ანგარიშსწორებით ახლო ნათესავს, ხოლო პენიტენციური დაწესებულების დირექტორის ნებართვით – სხვა პირს. მიღებული ფულადი გზავნილი ბრალდებულს/მსჯავრდებულს ნაღდი ფულის სახით არ გადაეცემა და გამომგზავნს უბრუნდება. მუხლი 35. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრები 1. ბრალდებული, რომელიც პატიმრობის დაწესებულებაში მიიღება ამ კოდექსის შესაბამისად, აღირიცხება ბრალდებულთა რეესტრში, ხოლო მსჯავრდებული, რომელიც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაიგზავნება ამ კოდექსის შესაბამისად, აღირიცხება მსჯავრდებულთა რეესტრში. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრების წარმოების წესს განსაზღვრავს მინისტრი. 2. პატიმრობის დაწესებულებაში ბრალდებულის მიღებისას სავალდებულოა მისი ფოტოგრაფირება და დაქტილოსკოპირება. ფოტოსურათები და მათი ნეგატივები, აგრეთვე დაქტილოსკოპიურ ბარათი და სიტყვიერი პორტრეტი ბარათის მიხედვით ინახება ბრალდებულის პირად საქმეში, რომელიც მსჯავრდების შემთხვევაში გადაიგზავნება თავისუფლების აღკვეთის შესაბამის დაწესებულებაში. მუხლი 38. გათავისუფლების საერთო წესი 1. გათავისუფლებული მსჯავრდებული ამ კოდექსის შესაბამისად თავისუფლდება სასჯელის მოხდის დამთავრების დღის წინა დღეს. თუ გათავისუფლების დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, მსჯავრდებული თავისუფლდება წინა სამუშაო დღეს. გათავისუფლებისას მას მიეცემა სათანადო ცნობა. 2. გათავისუფლებულ მსჯავრდებულს უბრუნდება პირადი ნივთები და ტანსაცმელი/ფეხსაცმელი, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებაში ინახებოდა. 3. თუ გათავისუფლებულ მსჯავრდებულს არ აქვს პირადი ტანსაცმელი/ფეხსაცმელი ან იგი არ შეეფერება შესაბამის სეზონს, პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია უსასყიდლოდ გადასცეს მას ამ სეზონის შესაფერისი ტანსაცმელი/ფეხსაცმელი. 4. მსჯავრდებულს მის პირად ანგარიშზე დაგროვილი თანხის სრული განკარგვის უფლება ეძლევა გათავისუფლებისას. 5. (ამოღებულია – 19.06.2012, № 6504). მუხლი 716. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სასჯელის მოხდის პირობები 1. მსჯავრდებული, რომელიც სასჯელს იხდის გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, თავსდება სპეციალურად ამ მიზნით გამოყოფილ საცხოვრებელში. 8 2. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულზე ამ დაწესებულების ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით ვრცელდება ის უფლებები და მოვალეობები, რომლებიც დადგენილია შესაბამისი რისკის მსჯავრდებულისთვის. 3. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულს დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილებით შეიძლება მიეცეს უფლება, დატოვოს გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება ერთ-ერთი შემდეგი პირობითა და ვადით: ა) გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ სწავლის ან/და მუშაობის შემთხვევაში, სამუშაო ან/და სასწავლო გრაფიკის შესაბამისად; ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ დასვენების და უქმე დღეებში; გ) დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, 1 კვირის განმავლობაში არაუმეტეს 3 დღეღამისა. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მსჯავრდებულის გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში დაგვიანებით გამოცხადება ან გამოუცხადებლობა იწვევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ პასუხისმგებლობას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაგვიანებით გამოცხადება ან გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო ერთ-ერთი შემდეგი გარემოებით: ა) მსჯავრდებულის ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობა, რომელიც შეუძლებელს ხდის მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, რასაც ადასტურებს ექიმის მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა; ბ) მსჯავრდებულის მიერ დადგენილი რეჟიმის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორის) არსებობისას, კერძოდ, სტიქიური უბედურების, ავარიის, ხანძრის, მასობრივი არეულობის, სამხედრო მოქმედების, კარანტინის ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში ან/და სხვა ისეთი გარემოების არსებობისას, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გამოცხადებას, რასაც ადასტურებს შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი. 5. მსჯავრდებულს, რომელმაც ამ მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დატოვა გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება, ეკრძალება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა. მუხლი 72. ქალი მსჯავრდებულის მიერ თავისუფლების აღკვეთის მოხდის თავისებურებანი 1. ქალი მსჯავრდებული სასჯელს იხდის ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში, რომელიც, როგორც წესი, გათანაბრებულია ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებასთან. ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში ქალი მსჯავრდებული შეიძლება განთავსდეს რისკის შესაბამისად, ამ დაწესებულების ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით. 2. (ამოღებულია - 16.04.2014, № 2241). 3. საჭიროების შემთხვევაში ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში ეწყობა სპეციალური განყოფილება ორსული ქალებისა და ბავშვებისათვის. დედის შუამდგომლობით, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ნებართვით და ამ დაწესებულების დირექტორის თანხმობით შესაძლებელია დედისა და 3 წლამდე ბავშვის ერთად ცხოვრება. ქალთა სპეციალური დაწესებულება ვალდებულია შექმნას შესაბამისი პირობები. 31. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი 3 წლამდე ბავშვის კვებას, სამედიცინო მომსახურებასა და სანიტარიულ-ჰიგიენურ პირობებს უზრუნველყოფს სამინისტრო. 32. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი 3 წლამდე ბავშვის კვების ნორმები და სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. 9 33. ქალ მსჯავრდებულს, რომლის 3 წელს მიღწეულმა შვილმა დატოვა ქალთა სპეციალური დაწესებულება, უფლება აქვს, დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილებით, შვილთან ურთიერთობის მიზნით, ბავშვის მიერ დაწესებულების დატოვებიდან 1 წლის განმავლობაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ დასვენების და უქმე დღეებში დატოვოს დაწესებულება. ქალი მსჯავრდებულის მიერ დასვენების და უქმე დღეებში ქალთა სპეციალური დაწესებულების დატოვების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. 34. ამ მუხლის 33 ნაწილით განსაზღვრული საკითხის განხილვისას გაითვალისწინება ქალი მსჯავრდებულისაგან მომდინარე საზოგადოებრივი საშიშროება, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტი, დანაშაულის ხასიათი, მოტივი, მიზანი, დამდგარი შედეგი, დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკი, სასჯელის მოხდისას გამოვლენილი ქცევა, ქალი მსჯავრდებულის პიროვნული თვისებები და სხვა გარემოებები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილებაზე. 35. ამ მუხლის 33 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ქალი მსჯავრდებულის ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში დაგვიანებით გამოცხადება ან გამოუცხადებლობა იწვევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ პასუხისმგებლობას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაგვიანებით გამოცხადება ან გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო ერთ-ერთი შემდეგი გარემოებით: ა) ქალი მსჯავრდებულის ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობა, რომელიც შეუძლებელს ხდის მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, რასაც ადასტურებს ექიმის მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა; ბ) ქალი მსჯავრდებულის მიერ დადგენილი რეჟიმის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორის) არსებობისას, კერძოდ, სტიქიური უბედურების, ავარიის, ხანძრის, მასობრივი არეულობის, სამხედრო მოქმედების, კარანტინის ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში ან/და სხვა ისეთი გარემოების არსებობისას, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში გამოცხადებას, რასაც ადასტურებს შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი. 36. ქალ მსჯავრდებულს, რომელმაც ამ მუხლის 33 ნაწილის შესაბამისად დატოვა ქალთა სპეციალური დაწესებულება, ეკრძალება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა. 4. თუ ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ქალი მსჯავრდებული სისტემატურად თავს არიდებს მშობლის მოვალეობების შესრულებას, არაჯეროვნად ასრულებს მათ, ბოროტად იყენებს მშობლის უფლებებს, ქალთა სპეციალური დაწესებულების დირექტორი ვალდებულია ამის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაუყოვნებლივ აცნობოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს შემდგომი რეაგირებისათვის. 5. ქალ მსჯავრდებულს უფლება აქვს, 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 3 ხანმოკლე პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – თვეში 1 დამატებითი ხანმოკლე პაემანი. 6. ქალ მსჯავრდებულს უფლება აქვს, 1 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯით ჰქონდეს 5 სატელეფონო საუბარი, თითოეული – არა უმეტეს 15 წუთისა, ხოლო წახალისების ფორმით, საკუთარი ხარჯით − ულიმიტო სატელეფონო საუბარი, თითოეული − არა უმეტეს 15 წუთისა. 7. ქალ მსჯავრდებულს უფლება აქვს, დამოუკიდებლად გადაადგილდეს ქალთა დაწესებულების ტერიტორიაზე დებულებით დადგენილი წესით. 8. ქალ მსჯავრდებულს უფლება აქვს, ამ კოდექსის 173 მუხლით დადგენილი წესით 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 1 საოჯახო პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით − თვეში 1 დამატებითი საოჯახო პაემანი. 9. ქალ მსჯავრდებულს უფლება აქვს, 10 კალენდარული დღის განმავლობაში ჰქონდეს 1 ვიდეოპაემანი, ხოლო წახალისების ფორმით − თვეში 1 დამატებითი ვიდეოპაემანი. 10 10. ქალ მსჯავრდებულს უფლება აქვს, 1 წლის განმავლობაში ჰქონდეს 3 ხანგრძლივი პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – წელიწადში 2 დამატებითი ხანგრძლივი პაემანი. 11. ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში დედასთან ერთად მცხოვრები ბავშვის მიერ 3 წლის მიღწევის გამო დაწესებულების დატოვების წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. მუხლი 75. პატიმრობაში მიღება 1. ბრალდებულის პატიმრობის დაწესებულებაში მოსათავსებლად აუცილებელია სასამართლოს გადაწყვეტილება პირისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ, ბრალდებულის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტი ფოტოსურათით და დაკავების ოქმი, თუ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია დაკავების ოქმის შედგენა. 2. ბრალდებულის პატიმრობის დაწესებულებაში მიღებისას აუცილებელია მისი ფოტოგრაფირება და დაქტილოსკოპირება. ფოტოსურათები და მათი ნეგატივები, აგრეთვე დაქტილოსკოპიური ბარათი, სიტყვიერი პორტრეტი ბარათის მიხედვით ინახება ბრალდებულის პირად საქმეში. 3. ბრალდებულის დაქტილოსკოპიურ ბარათს პენიტენციური დაწესებულება უგზავნის საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ცენტრალურ ან შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს ან განყოფილებას დაქტილოსკოპირების ჩატარებიდან 7 დღის ვადაში. 4. პატიმრობის დაწესებულებაში მიღებისას ბრალდებული და მისი პირადი ნივთები საგულდაგულოდ მოწმდება, რის შესახებაც დგება შესაბამისი აქტი. ბრალდებულის შემოწმებას ახორციელებს პატიმრობის დაწესებულების იმავე სქესის თანამშრომელი. 5. პატიმრობის დაწესებულებაში მიღებისას ბრალდებულმა უნდა გაიაროს სამედიცინო შემოწმება. მას ახორციელებს პატიმრობის დაწესებულების ექიმი. ბრალდებულის სამედიცინო შემოწმების შესახებ დგება შესაბამისი ცნობა. ბრალდებულის სხეულზე დაზიანების დაფიქსირების შემთხვევაში პატიმრობის დაწესებულების ექიმი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს. 6. პატიმრობის დაწესებულების უფლებამოსილი პირი დაუყოვნებლივ აცნობს ბრალდებულს მის უფლებებსა და მოვალეობებს მისთვის გასაგებ ენაზე. 7. პატიმრობის დაწესებულებაში ბრალდებულის მიღებიდან არა უგვიანეს 24 საათისა ინფორმაცია ბრალდებულის შესახებ იგზავნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ბიუროში. მუხლი 79. ბრალდებულის პატიმრობის დაწესებულებაში ყოფნის პირობები 1. ბრალდებულს პატიმრობის დაწესებულებაში ყოფნისას უფლება აქვს: ა) პატიმრობის დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში შეიძინოს კვების პროდუქტები იმ თანხით, რომელიც მის პირად ანგარიშზე ჩარიცხეს ახლო ნათესავებმა ან სხვა პირებმა. კვების პროდუქტების შესაძენად პირადი თანხის გამოყენება დაიშვება მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში, მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით; ბ) ეცვას პირადი ტანსაცმელი/ფეხსაცმელი, ხოლო თუ ასეთი ტანსაცმელი/ფეხსაცმელი არ აქვს − პენიტენციური დაწესებულების მიერ გადაცემული სეზონის შესაფერისი ტანსაცმელი/ფეხსაცმელი; გ) პენიტენციური დაწესებულების კონტროლით, საკუთარი ხარჯით აწარმოოს მიმოწერა და 1 თვის განმავლობაში სამჯერ ჰქონდეს სატელეფონო საუბარი, თითოეული – არაუმეტეს 15 წუთისა; დ) ისარგებლოს ბიბლიოთეკის წიგნებით და პრესით; 11 ე) (ამოღებულია - 01.06.2017, № 943). 2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი უფლება ბრალდებულს შეიძლება შეეზღუდოს გამომძიებლის ან პროკურორის მოტივირებული გადაწყვეტილებით. 3. ბრალდებულის გათავისუფლება ხორციელდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. მუხლი 82. დისციპლინური სახდელის სახეები 1. დისციპლინური სახდელის სახეებია: ა) გაფრთხილება; ბ) საყვედური; გ) მუშაობის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 6 თვის ვადით; გ1) ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთის (ნაკეთობის) რეალიზაციის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით; დ) ნებადართული ნივთებით სარგებლობის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 6 თვის ვადით; ე) ამანათისა და გზავნილის მიღების შეზღუდვა არა უმეტეს 6 თვის ვადით; ვ) საკნის ტიპის საცხოვრებელში გადაყვანა 6 თვემდე ვადით; ზ) სამარტოო საკანში მოთავსება 14 დღემდე ვადით; თ) სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 3 თვის ვადით; ი) პირადი ხასიათის კორესპონდენციის მიღება-გაგზავნის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 3 თვის ვადით; კ) პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული მაღაზიით სარგებლობის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით; ლ) ფულადი გზავნილის მიღება-გაგზავნის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 3 თვის ვადით; მ) კუთვნილი ხანმოკლე პაემნის აკრძალვა არა უმეტეს წელიწადში 6-ჯერ; ნ) პირადი ტელევიზორით ან რადიომიმღებით სარგებლობის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 6 თვის ვადით. 2. ორსული ქალების, მცირეწლოვანი ბავშვების დედებისა და 65 წელს გადაცილებული ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ არ გამოიყენება ამ მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახდელები. 3. (ამოღებულია - 16.04.2014, № 2241). 4. ამ მუხლის პირველი ნაწილის „თ“–„ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თითოეული უფლების შეზღუდვის ვადა 1 წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს. 5. დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილის „თ“, „ი“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებების ერთდროულად შეზღუდვა. შენიშვნა: დისციპლინური გადაცდომისთვის ამ მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ კორესპონდენციაზე, რომლის ადრესატი ან ადრესანტი არის საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის წევრი, სასამართლო, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს სამინისტრო, დეპარტამენტი, საქართველოს სახალხო დამცველი, ადვოკატი, პროკურორი, საბჭო. 12