„ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-04-25
ბიუროს ნომერი 153
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს
კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №51, 31.12.2006, მუხ. 441) მე-14 მუხლის მე-2
პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:
„ვ1) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ ცვლილებების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღება განპირობებულია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის
სამინისტროს არქივისა და მასში არსებული ინფორმაციის საკანონდებლო ჩარჩოში მოქცევის
აუცილებლობით, რათა მოხდეს იმ ადამიანების პერსონალური მონაცემების და ოფიციალური
დოკუმენტების სათანადო დაცვა, რომელსაც საქართველოს სასჯელაღსრულებისა და
პრობაციის სამინისტროს არქივი აერთიანებს.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროქტის მიღების მიზანია პერსონალურ მონაცემთა დაცვა და ისეთი საკანონმდებლო
რეგულაციის შექმნა, რომელიც პრაქტიკაში არსებულ პრობლემებს აღმოფხვრის, მოაქცევს მას
საკანონმდებლო რეგულაციაში და მისცემს ოფიციალურ სახეს.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით შემოთავაზებულია ცვლილება, რომლის თანახმად, საქართველოს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ექნება ეროვნული საარქივო ფონდის
დოკუმენტების მუდმივად შენახვის უფლება.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადმინისტრაციული
დეპარტამენტის არქივის სამმართველოში ინახება დოკუმენტაცია, რომელიც მოიცავს 19302017 წლებს. დოკუმენტების უმეტესი ნაწილი არის ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და
თანამშრომელთა პირადი საქმეები. დოკუმენტაცია, რომელიც მოიცავს 1930-1945 წლების
დოკუმენტაციისადმი ძალიან დიდია დაინტერესება მკვლევართა და არასამთავრობო
ორგანიზაციის მხრიდან.
არქივის დამუშავების პროცესში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის
სამინისტროს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და
პერსონალური დაცვის ინსპექტორის აპარატთან. 2016 წლის 29 აგვისტოს კი სამინისტრომ
მიიღო წერილი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატიდან, შემდეგი
რეკომენდაციით: „რადგანაც არქივის სამმართველოში სხვა დოკუმენტაციასთან ერთად
ინახება მსჯავრდებულთა პირადი საქმეები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად კი, პირის ნასამართლობა,
ადმინისტრაციული პატიმრობა, პირის აღკვეთის ღონისძიების შეფარდება, პირთან
საპროცესო შეთანხმების დადება, განრიდება, დანაშაულის მსხვერპლად აღიარება ან
დაზარალებულად ცნობა წარმოადგენს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს.
აუცილებელია პერსონალური ინფორმაციის დამუშავებისთვის არსებობდეს შესაბამისი
სამართლებრივი საფუძველი.“.
„ეროვნული საარქივო ფონდის და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14
მუხლის მიხედვით განსაზღვრულია ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების
მუდმივად შენახვის უფლების მქონე ორგანოები.
ცვლილების შესაბამისად „ეროვნული საარქივო ფონდის და ეროვნული არქივის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატა სასჯელაღსრულებისა და
პრობაციის სამინისტრო, როგორც ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების მუდმივად
შენახვის უფლების მქონე სუბიექტი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების და ფინანსების
წყარო:
პროექტის განხორციელება არ გამოიწვევს დამატებითი ფულადი სახსრების გამოყოფას
ბიუჯეტიდან, ვინაიდან, საარქივო დოკუმენტაციის წარმოების საკითხები, დადგენილი
წესით, განეკუთნება სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის არქივის
სამმართველოს უფლებამოსილებას. ამ ცვლილებით, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და
პრობაციის სამინისტროს მიიღებს საარქივო დოკუმენტების მუდმივად შენახვის კანონით
დადგენილ უფლებას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას ბიუჯეტიდან.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომლებზეც ვრცელდება მისი
მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ ხდება რაიმე გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
დაწესება.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს და შეესაბამება მათ.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს;
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი პაატა მხეიძე.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრი პაატა მხეიძე.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ
მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება
მუხლი 14
1. ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტებს მუდმივად ინახავენ ეროვნული არქივი და
მისი ტერიტორიული ორგანოები – რეგიონული და ადგილობრივი არქივები, აგრეთვე
აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოები.
2. ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების მუდმივად შენახვის უფლება აქვთ:
ა) საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკას;
ბ) საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის არქივს;
გ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში
შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – კორნელი კეკელიძის სახელობის
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს;
დ) საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ
საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს ეროვნულ მუზეუმს და სხვა
მუზეუმებს, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – გიორგი ჩუბინაშვილის
სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით
ცენტრს;
ე) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალ
საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – გარემოს ეროვნულ სააგენტოს − გეოლოგიური
ფონდისა და ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს დაბინძურების ეროვნული ფონდის
დოკუმენტებისა;
ე1) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ უფლებამოსილ
საჯარო სამართლის იურიდიულ პირს;
ე2) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს;
ვ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ
საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის
ეროვნულ სააგენტოს − ეროვნული საინფორმაციო ფონდის დოკუმენტებისა;
ზ) კერძო არქივებს, გარდა სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის პროცესში შექმნილი დოკუმენტებისა;
თ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ
საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს –
ნავთობისა და გაზის სფეროში პირველადი გეოლოგიური, გეოფიზიკური და გეოქიმიური
ინფორმაციისა, ამ ინფორმაციის ინტერპრეტაციის შესახებ მონაცემებისა, საწარმოო
მონაცემებისა და მათთან დაკავშირებული დოკუმენტებისა.
21. კერძო არქივების მიერ ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების შენახვასა და დაცვაზე
კონტროლს ახორციელებს ეროვნული არქივი. კერძო არქივების ფუნქციონირების წესი
განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
3. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული პირი უარს განაცხადებს ეროვნული საარქივო
ფონდის დოკუმენტის მუდმივად შენახვაზე, იგი ვალდებულია აღნიშნული დოკუმენტი
გადასცეს ეროვნულ არქივს. დოკუმენტის გადაცემის ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
4. საზოგადოებრივ ორგანიზაციას, პოლიტიკურ გაერთიანებას, იურიდიულ პირს,
განურჩევლად საკუთრების ფორმისა, ასევე ფიზიკურ პირს უფლება აქვს შეინახოს ეროვნული
საარქივო ფონდისათვის მიკუთვნებული თავისი დოკუმენტი, თუ იგი უზრუნველყოფს მის
დაცვას.
5. ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების შენახვისა და დაცვის პირობებს განსაზღვრავს
ეროვნული არქივი და ამტკიცებს მინისტრი ბრძანებით.
6. ამ მუხლის პირველ პუნქტსა და მე-2 პუნქტში (გარდა მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა)
ჩამოთვლილ პირებს ეკრძალებათ ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის გასხვისება.
7. ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის პირის გასხვისების წესი და პირობები
განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.