„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-04-25
ბიუროს ნომერი 153
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით
გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24.02.2014, სარეგისტრაციო კოდი:
010170000.05.001.017337) მე-8 მუხლის პირველი პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პირი, რომელიც ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის
გამო დატოვებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, კანონმდებლობით დადგენილი წესით,
დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართავს სამინისტროს.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა –
დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის
მოქალაქეებისათვის
ან
მომზადების
მიზეზს
წარმოადგენს
საქართველოში
სტატუსის
მქონე
საქართველოს
მოქალაქეობის
არმქონე
პირებისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით სამინისტროსათვის
მიმართვის ხელმისაწვდომობის ხარისხის გაუმჯობესების საჭიროება. ამ მიზნით
მიღწეულია შეთანხმება სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან და
სსიპ - იუსტიციის სახლთან, რათა იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების
მეშვეობით მოხდენს დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებების მიღება
შემდგომში სამინისტროში გადმოგზავნის მიზნით. ამ მომსახურების გაწევისათვის
დევნილები არ გადაიხდიან რაიმე მომსახურების ღირებულებას. აღნიშნული პირობების
გათვალისწინებით, კანონპროექტის მიღების შემდგომ, მხარებს შორის გაფორმდება
შესაბამისი ხელშეკრულება. კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მოქმედი რედაქციის
თანახმად კი, პირი დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართავს
სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს. მოცემული რედაქცია გეოგრაფიული
არეალის დაფარვის თვალსაზრისით ქმნის გარკვეულ დამაბრკოლებელ გარემოებებს
სამინისტროს მომსახურებაზე წვდომის მიმართულებით.
სწორედ ეს გახდა საფუძველი მომზადებულიყო
ტერიტორიებიდან
იძულებით
გადაადგილებულ
„საქართველოს ოკუპირებული
პირთა
–
დევნილთა
შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
წარმოდგენილი კანონის პროექტის მიზანს წარმოადგენს გაიზარდოს საქართველოს
მოქალაქეებისათვის
ან
საქართველოში
სტატუსის
მქონე
მოქალაქეობის
არმქონე
პირებისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე განცხადებით სამინისტროსათვის
მიმართვის ხელმისაწვდომობა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შედის კანონის მე-8 მუხლის
პირველ პუნქტში და ყალიბდება შემდეგი რედაქციით:
„1. პირი, რომელიც ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის
გამო დატოვებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, კანონმდებლობით დადგენილი წესით,
დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართავს სამინისტროს.“
მოქმედი რედაქციის თანახმად, პირი დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ
განცხადებით მიმართავს სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს. წარმოდგენილი
ცვლილებით გაუმჯობესდება სამინისტროს მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის ხარისხი,
გამარტივდება
რა
დევნილის
სტატუსის
მინიჭების
შესახებ
განცხადებით
სამინისტროსათვის მიმართვის პროცედურა. აღნიშნული პროცედურა დარეგულირდება
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით - „პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების,
შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა
მონაცემთა ბაზის წარმოების წესით“. აღნიშნულ წესში განხორციელებული ცვლილებით,
შესაძლებელი იქნება დაინტერესებულმა პირებმა დევნილის სტატუსის მინიჭების
თაობაზე
განცხადებით
მიმართონ
სამინისტროს
ცენტრალურ
აპარატს
და
მის
ტერიტორიეულ ორგანოებს, ასევე სსიპ - იუსტიციის სახლის ფილიალებს და სსიპ სახელმწიფო
სერვისების
განვითარების
სააგენტოს
საზოგადოებრივ
ცენტრებს,
სამინისტროსთან გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე.
წარმოდგენილი
კანონპროექტის
თანახმად,
ეს
კანონი
ამოქმედდება
გამოქვეყნებისთანავე.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
პროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი სახსრების გამოყოფას საქართველოს
სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის
მოქალაქეებისათვის
მიღების
ან
შემთხვევაში,
საქართველოში
სტატუსის
გამარტივდება
მქონე
საქართველოს
მოქალაქეობის
არმქონე
პირებისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე განცხადებით სამინისტროსათვის
მიმართვის
პროცედურა.
განხორციელებული
ცვლილებით,
შესაძლებელი
იქნება
დაინტერესებულმა პირებმა დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე განცხადებით
მიმართონ სამინისტროს ცენტრალურ აპარატს და მის ტერიტორიეულ ორგანოებს, ასევე
სსიპ - იუსტიციის სახლის ფილიალებსა და სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების
სააგენტოს
საზოგადოებრივ
ცენტრებს.
ამ
უკანასკნელთა
მომსახურებით
სარგებლობისათვის დევნილები არ გადაიხდიან რაიმე მომსახურების ღირებულებას.
ბ.ვ)
კანონპროექტით
დადგენილი
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტის მიღება არ ადგენს რაიმე სახის გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან\და საერთაშორისო ორგანიზაცია\დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან\და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა,
განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა –
დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული
რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება,
მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 8. პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების წესი
1. პირი, რომელიც ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო
დატოვებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ
განცხადებით მიმართავს სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს.
2. დევნილის სტატუსის მაძიებლისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების ან დევნილის
სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამინისტრო
განცხადების მიღებიდან ერთი თვის ვადაში.
3. პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებისთანავე ივსება ანკეტა და გაიცემა დევნილის
მოწმობა. დევნილის მოწმობისა და ანკეტის ფორმებს ადგენს სამინისტრო.
4. დევნილის მოწმობა ძალაშია პირადობის დამადასტურებელ საბუთთან ერთად.
5. სამინისტროს უარი პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე შეიძლება
გასაჩივრდეს სასამართლოში უარის მიღებიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად.
6. ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო მოსახლეობის
მასობრივი და ექსტრემალური გადაადგილებისას დევნილის სტატუსის მინიჭება ხდება
დაუყოვნებლივ (Prima Facie), საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით
გადაადგილებულ
პირთა,
განსახლებისა
და
ლტოლვილთა
მინისტრის
(შემდგომ – მინისტრი) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით
დადგენილი წესის შესაბამისად.
7. პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებისა და დევნილთა რეგისტრაციის
პროცედურები განისაზღვრება ამ კანონის შესაბამისად სამინისტროს მიერ დადგენილი
წესით.