საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრის ემზარ კვიციანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/145; 26.03.2018) საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადის ერთი თვით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-04-25
ბიუროს ნომერი 153
📜 ტექსტი
წერილი
N 6577
25/04/2018
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის ემზარ კვიციანის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია საქართველოს კანონის პროექტი
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/145,
26.03.2018), რომელზედაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განსაზღვრულია როგორც
წამყვანი კომიტეტი.
კანონპროექტის მიხედვით, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა ხდება
დასჯადი ქმედება და სამართალდამრღვევს ეკისრება ფულადი ჯარიმა ან თავისუფლების
აღკვეთა.
კანონპროექტზე სავალდებულო კომიტეტია - ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი და მისი სავალდებულო წესით განხილვის ვადა
განისაზღვრა მიმდინარე წლის 25 აპრილამდე.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2018
წლის 24 აპრილის სხდომაზე განიხილა აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა, თუმცა
საბოლოო გადაწყვეტილება ვერ მიიღო, რადგან საჭიროდ მიიჩნია გარკვეული
კონსულტაციების ჩატარება და პოზიციების შეჯერება, რაც კანონპროექტის განხილვის
ვადის ამოწურვამდე ვერ მოხერხდა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 147-ე
მუხლის მე-7 პუნქტისა და 152-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, სავალდებულო
კომიტეტმა ითხოვა განხილვის ვადის გაგრძელება ერთი თვის ვადით.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სავალდებულო კომიტეტს დასკვნის
მოსამზადებლად ესაჭიროება დამატებითი დრო, მიზანშეწონილად მიგვაჩნია,
კანონპროექტის ვადის გაგრძელება ერთი თვით.
პატივისცემით,
ეკა ბესელია
თავმჯდომარე