„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
26.04.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ეკა ბესელია
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, დავით მათიკაშვილი
ნომერი
#07-3/158/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-04-30
ბიუროს ნომერი 154

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე №54, 12.10.2010, მუხ.343) შეტანილ იქნას შემდეგი სახის ცვლილება: 1. 241-ე მუხლის მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “8. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგადასახადო ორგანომ ან აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ქონებაზე ყადაღის დადების პროცედურების განხორციელების შემთხვევაში ყადაღის დადებიდან 48 საათში სასამართლოს უნდა წარუდგინოს შუამდგომლობა პირის ქონებაზე (მათ შორის, საბანკო ანგარიშებზე) ყადაღის დადების დადასტურების შესახებ. სასამართლო ვალდებულია 5 დღის განმავლობაში განიხილოს შუამდგომლობა ზეპირი მოსმენით და გამოიტანოს განჩინება შუამდგომლობის სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე ან უარყოფის შესახებ. სასამართლო სხდომაზე მხარეთა გამოუცხადებლობა ან მათი მოწვევის შეუძლებლობა არ იწვევს საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს შუამდგომლობის განხილვის გადადებას. თუ აღნიშნულ ვადაში საგადასახადო ორგანო ან აღსრულების ეროვნული ბიურო სასამართლოში არ წარადგენს შუამდგომლობას ან სასამართლო არ გამოიტანს განჩინებას პირის ქონებაზე (მათ შორის, საბანკო ანგარიშებზე) ყადაღის დადების დადასტურების შესახებ, ყადაღა გაუქმებულად ჩაითვლება, ხოლო ქონებაზე დადებული ლუქი იხსნება.”. 2. 265-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “2. საგადასახადო ორგანო ვალდებულია გადაუდებელი გასვლითი საგადასახადო შემოწმების დაწყებიდან 48 საათში მიმართოს სასამართლოს და მიიღოს მისგან ნებართვა გასვლითი საგადასახადო შემოწმების ჩატარების შესახებ. ამასთან, თუ გადაუდებელი გასვლითი საგადასახადო შემოწმების მოთხოვნით სასამართლოსადმი მიმართვის საფუძველია ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინაპირობა (საგადასახადო ორგანოს აქვს ინფორმაცია, რომ პირი გეგმავს თავი აარიდოს საგადასახადო ვალდებულებათა შესრულებას აქტივების სხვა პირისათვის გადაცემით), საგადასახადო ორგანოს უფლება გაავრცელოს საგადასახადო აქვს, გადასახადის გირავნობა/იპოთეკა, გადამხდელის მითითებული ქონებაზე წინაპირობით გათვალისწინებული აქტივების ღირებულების ფარგლებში, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა გადასახადის გადამხდელს საგადასახადო დავალიანება. თუ სასამართლო საგადასახადო ორგანოს არ მისცემს ნებართვას გადაუდებელი გასვლითი საგადასახადო შემოწმების ჩატარების შესახებ, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა უქმდება. გარდა ამისა, გადაუდებელი გასვლითი საგადასახადო შემოწმების დასრულების შემდეგ, საგადასახადო ორგანო ვალდებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის მოიყვანოს მოცულობა შესაბამისობაში გამოყენებული დარიცხულ საგადასახადო დავალიანებასთან, ამ უკანასკნელის ოდენობის თანაზომიერად (პროპორციულად). მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
გათვალისწინებული შენიშვნების ვიზუალურად მკაფიოდ ხილვადი ვერსია
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე №54, 12.10.2010, მუხ.343) შეტანილ იქნას შემდეგი სახის ცვლილება: 1. 241-ე მუხლის მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “8. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგადასახადო ორგანომ ან აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ქონებაზე ყადაღის დადების პროცედურების განხორციელების შემთხვევაში ყადაღის დადებიდან 48 საათში სასამართლოს უნდა წარუდგინოს შუამდგომლობა პირის ქონებაზე (მათ შორის, საბანკო ანგარიშებზე) ყადაღის დადების დადასტურების შესახებ. სასამართლო ვალდებულია 5 დღის განმავლობაში განიხილოს შუამდგომლობა ზეპირი მოსმენით და გამოიტანოს განჩინება შუამდგომლობის სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე ან უარყოფის შესახებ. სასამართლო სხდომაზე მხარეთა გამოუცხადებლობა ან მათი მოწვევის შეუძლებლობა არ იწვევს საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს შუამდგომლობის განხილვის გადადებას. თუ აღნიშნულ ვადაში საგადასახადო ორგანო ან აღსრულების ეროვნული ბიურო სასამართლოში არ წარადგენს შუამდგომლობას ან სასამართლო არ გამოიტანს განჩინებას პირის ქონებაზე (მათ შორის, საბანკო ანგარიშებზე) ყადაღის დადების დადასტურების შესახებ, ყადაღა გაუქმებულად ჩაითვლება, ხოლო ქონებაზე დადებული ლუქი იხსნება.”. 2. 265-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “2. საგადასახადო ორგანო ვალდებულია გადაუდებელი გასვლითი საგადასახადო შემოწმების დაწყებიდან 48 საათში მიმართოს სასამართლოს და მიიღოს მისგან ნებართვა გასვლითი საგადასახადო შემოწმების ჩატარების შესახებ. ამასთან, თუ გადაუდებელი გასვლითი საგადასახადო შემოწმების მოთხოვნით სასამართლოსადმი მიმართვის საფუძველია ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინაპირობა (საგადასახადო ორგანოს აქვს ინფორმაცია, რომ პირი გეგმავს თავი აარიდოს საგადასახადო ვალდებულებათა შესრულებას აქტივების სხვა პირისათვის გადაცემით), საგადასახადო ორგანოს უფლება გაავრცელოს საგადასახადო აქვს, გადასახადის გირავნობა/იპოთეკა, გადამხდელის მითითებული ქონებაზე წინაპირობით გათვალისწინებული აქტივების ღირებულების ფარგლებში, თუმცა მხოლოდ იმ ღირებულების ფარგლებში, გათვალისწინებულ აქტივებს, რომელიც მოიცავს მიუხედავად იმისა, მითითებული წინაპირობით აქვს გადასახადის თუ არა გადამხდელს საგადასახადო დავალიანება. თუ სასამართლო საგადასახადო ორგანოს არ მისცემს ნებართვას გადაუდებელი გასვლითი საგადასახადო შემოწმების ჩატარების შესახებ, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა უქმდება. გარდა ამისა, გადაუდებელი გასვლითი საგადასახადო შემოწმების დასრულების შემდეგ, საგადასახადო ორგანო ვალდებულია მოიყვანოს შესაბამისობაში გამოყენებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის მოცულობა დარიცხულ საგადასახადო დავალიანებასთან, ამ უკანასკნელის ოდენობის თანაზომიერად (პროპორციულად). მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის №2/8/734 გადაწყვეტილებით - „ააიპ „ფრემა“ საქართველოს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება), პარლამენტის პირველ პუნქტთან არაკონსტიტუციურად წინააღმდეგ“, მიმართებით იქნა ცნობილი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის მე-8 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებდა ყადაღის დადების შესახებ შუამდგომლობის ზეპირის მოსმენის გარეშე განხილვის შესაძლებლობას. სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო, აგრეთვე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადება, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე2 პუნქტთან მიმართებით (საკუთრების უფლება). საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის მე-8 ნაწილი ითვალისწინებს ყადაღის დადების დადასტურების შესახებ შუამდგომლობის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის პროცედურას და შესაბამისად, ართმევს გადასახადის გადამხდელს შესაძლებლობას უშუალოდ დაიცვას საკუთარი ინტერსები: წარუდგინოს მოსაზრებები, მტკიცებულებები სასამართლოს ზეპირი განხილვის მიმდინარეობისას და ზოგადად, მიიღოს უშუალო მონაწილეობა საგადასახადო ორგანოს მიერ წარდგენილი შუამდგომლობის ზეპირ განხილვაში. მითითებულ „საგადასახადო პროცედურა გადაწყვეტილებაში კოდექსის 241-ე მოსამართლისგან საკონსტიტუციო მუხლის მოითხოვს მე-8 რიგი სასამართლო ნაწილით აღნიშნავს: გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევასა და შეფასებას, რის შემდგომაც სასამართლო დაადასტურებს ან უარყოფს ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს აქტებს ... სადავო ნორმით გათვალისწინებული საკითხის გადაწყვეტა მოითხოვს, რომ სასამართლომ შეისწავლოს და შეაფასოს რიგი მტკიცებულებები, რაც დაკავშირებულია გადასახადის გადამხდელის ქონებასა და საქმიანობასთან და აღნიშნულის საფუძველზე დაადგინოს რიგი ფაქტობრივი გარემოებები.1 [...] სადავო ნორმით გათვალისწინებული განხილვა არსებით გავლენას ახდენს პირის უფლებებსა და ვალდებულებებზე, რაც წარმოშობს საქმის ზეპირი მოსმენით სასამართლოს განხილვის მიერ მომეტებულ საგადასახადო ინტერესს. ორგანოს პირველი ინსტანციის შუამდგომლობის განხილვას მნიშვნელოვანი ეფექტი აქვს გადასახადის გადამხდელის ფინანსურ მდგომარეობაზე. ამ წარმოების ფარგლებში უნდა იქნეს მიღებული გადაწყვეტილება საგადასახადო ორგანოს მიერ დადებული ყადაღის დადასტურების ან დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ.2 [...] ყადაღის მზღუდავი ბუნებიდან გამომდინარე, ქონების მესაკუთრეს აქვს მაღალი ინტერესი, რომ მის მიმართ გამოყენებული საგადასახადო უზრუნველყოფის ღონისძიების მართებულობის სასამართლო წესით განხილვისას ზეპირი განხილვის ფარგლებში ჰქონდეს, საკუთარი მტკიცებულებებისა და პოზიციის წარდგენის უფლება. ქონებაზე ყადაღის დადასტურების შესახებ საქმის განხილვის შედეგებმა შესაძლებელია ნეგატიური შედეგი იქონიოს როგორც გადასახადის გადამხდელის ეკონომიკურ საქმიანობაზე, ასევე მის ფინანსურ საგადასახადო ვალდებულებები.” მდგომარეობაზე, დაფაროს დაკისრებული 3 საგადასახადო კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის შინაარსთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სადავო ნორმას გააჩნია საჯარო ლეგიტიმური მიზანი და ემსახურება სავარაუდო საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფას. თუმცა, იგივე ნორმა არ ითვალისწინებს ამ ღონისძიების მხოლოდ დავალიანების სავარაუდო მოცულობის ფარგლებში გამოყენების შესაძლებლობას. შესაბამისად, 265-ე მუხლის მე-2 ნაწილი იძლევა შესაძლებლობას, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა დაედოს გადასახადის გადამხდელის იმაზე მეტ ქონებას, ვიდრე საჭიროა პოტენციური საგადასახადო მოთხოვნის უზრუნველსაყოფად. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ,,შესაძლოა, გარკვეულ შემთხვევებში, შემთხვევის სპეციფიკიდან გამომდინარე, გასვლითი საგადასახადო შემოწმების საწყის ეტაპზე, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის გამოყენებისას საგადასახადო ორგანოსათვის ობიექტურად არ იყოს ცნობილი უზრუნველსაყოფი საგადასახადო დავალიანების თუნდაც სავარაუდო ოდენობა. აღნიშნულის მიუხედავად, საგადასახადო შემოწმების გარკვეული ეტაპის განხორციელებისა და გადასახადის გადამხდელის შესახებ გარკვეული ცნობების შეგროვების შემდგომ საგადასახადო ორგანოსათვის შეიძლება ცხადი გახდეს სავარაუდო საგადასახადო დავალიანების მოცულობა. სადავო ნორმა არც იმის ვალდებულებას ადგენს, რომ საგადასახადო 1 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება №2/8/734 საქმეზე „ ააიპ „ფრემა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13 2 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება №2/8/734 საქმეზე „ ააიპ „ფრემა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14 3 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება №2/8/734 საქმეზე „ ააიპ „ფრემა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-16 ორგანომ სავარაუდო დავალიანების მოცულობის გამოვლენის შემდგომ მოახდინოს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის მოდიფიცირება და მხოლოდ სავარაუდო საგადასახადო დავალიანების ფარგლებში დატოვოს იგი ძალაში. ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული გარემოების გადამოწმებისა და შეცვლის მოთხოვნის შესაძლებლობა არც თავად გადასახადის გადამხდელს აქვს. შესაბამისად, არც საგადასახადო ორგანოა ვალდებული და არც გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილი, მოითხოვოს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის ფარგლების შემცირება სავარაუდო საგადასახადო დავალიანების პროპორციულად, თუნდაც მას შემდეგ, რაც დადგინდება ეს ოდენობა.4 [...] საგადასახადო კოდექსის 265-ე მუხლი ითვალისწინებს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის გამოყენებას იმ მოცულობით, რა მოცულობისაც შესაძლოა არ იყოს ის სავარაუდო იდენტიფიცირებულია და საგადასახადო რომლის დავალიანება, რომლის ოდენობაც უზრუნველსაყოფადაც ხდება აღნიშნული ღონისძიების გამოყენება. გადასახადის ეფექტური ადმინისტრირებისა და საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ლეგიტიმური მიზნების მიღწევა შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც, თუ საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის გავრცელება მოხდება სავარაუდო საგადასახადო დავალიანების ოდენობის პროპორციულად და არა გადასახადის გადამხდელის მთელ ქონებაზე.“5 საკონსტიტუციო სასამართლომ 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადებით გათვალისწინებული ღონისძიება არ მიიჩნია ლეგიტიმური საჯარო მიზნის მიღწევის ყველაზე ნაკლებად მზღუდავ საშუალებად. სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული ღონისძიებით, გადასახადის გადამხდელის საკუთრების უფლება იზღუდება, ვიდრე ამის საჭიროება არსებობს. შესაბამისად, იმაზე მეტად თანაზომიერების პრინციპთან შეუსაბამობის საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურად ცნო. საგადასახადო კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ძალადაკარგულად გამოცხადების თარიღად განისაზღვრა 2018 წლის პირველი ივლისი. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიღების მიზანია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის №2/8/734 გადაწყვეტილების - „ააიპ „ფრემა“ საქართველოს წინააღმდეგ“, აღსრულება და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის მე-8 4 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება №2/8/734 საქმეზე „ ააიპ „ფრემა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-44 5 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება №2/8/734 საქმეზე „ ააიპ „ფრემა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-45 ნაწილის და 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტით იცვლება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის მე-8 ნაწილი და 265-ე მუხლის მე-2 ნაწილი. მითითებული ნორმები ყალიბდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის №2/8/734 გადაწყვეტილებით - „ააიპ „ფრემა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად:  ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს შუამდგომლობა პირის ქონებაზე (მათ შორის, საბანკო ანგარიშებზე) ყადაღის დადების დადასტურების შესახებ სასამართლომ, ნაცვლად შუამდგომლობის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესაძლებლობისა, აუცილებელია განიხილოს შესაძლებლობას აძლევს ზეპირი მოსმენით მხარეებს 5 წარადგინონ დღის განმავლობაში, რაც მოსაზრებები და თავიანთი მტკიცებულებები. გარდა ამისა, ზეპირი მოსმენით განხილვისას წესდება ვადა (ზეპირი მოსმენით შუამდგომლობის განხილვის ვადად წარმოდგენილი კანონპროექტით მითითებულია 5 დღემდე დროის პერიოდი) მართლმსაჯულების ეფექტიანობის პრინციპის უზრუნველსაყოფად;  ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილი ყალიბდება განახლებული რედაქციით, რომლის ფარგლებში თუ გადაუდებელი გასვლითი საგადასახადო შემოწმების მოთხოვნით სასამართლოსადმი მიმართვის საფუძველია ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინაპირობა (საგადასახადო ორგანოს აქვს ინფორმაცია, რომ პირი გეგმავს თავი აარიდოს საგადასახადო ვალდებულებათა შესრულებას აქტივების სხვა პირისათვის გადაცემით), საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადის გადამხდელის ქონებაზე გაავრცელოს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, თუმცა მხოლოდ იმ ღირებულების ფარგლებში, რომელიც მოიცავს მითითებული წინაპირობით გათვალისწინებულ აქტივებს, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა გადასახადის გადამხდელს საგადასახადო დავალიანება. თუ სასამართლო საგადასახადო ორგანოს არ მისცემს ნებართვას გადაუდებელი გასვლითი საგადასახადო შემოწმების ჩატარების შესახებ, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა უქმდება. გარდა ამისა, გადაუდებელი გასვლითი საგადასახადო შემოწმების დასრულების შემდეგ, საგადასახადო ორგანო ვალდებულია მოიყვანოს შესაბამისობაში გამოყენებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის მოცულობა დარიცხულ საგადასახადო დავალიანებასთან, ამ უკანასკნელის ოდენობის თანაზომიერად (პროპორციულად). შესაბამისად, ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებებით საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის მე-8 ნაწილი და 265-ე მუხლის მე-2 ნაწილი მოდის შესაბამისობაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით დადგენილ შემდეგ კონკრეტულ კრიტერიუმებთან: ზეპირი მოსმენის სტანდარტი ყადაღის დადების შესახებ შუამდგომლობის დადასტურებისას; საგადასახადო ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების შებოჭვა თანაზომიერების პრინციპით საგადასახადო ორგანოსათვის გირავნობის/იპოთეკის ვალდებულების გირავნობის/იპოთეკის გამოყენებისას; საგადასახადო მოახდინოს გამოყენებული იდენტიციფირებული საგადასახადო დაწესება, მოდიფიცირება დავალიანების შესაბამისად და ამ უკანასკნელის თანაზომიერად (პროპორციულად); ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯები საჭიროების შემთხვევაში დაფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: ვინაიდან, კანონპროექტის 241-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული ცვლილება გულისხმობს ქონებაზე ყადაღის დადების დადასტურების შესახებ შუამდგომლობის ზეპირი მოსმენით განხილვის შესაძლებლობას, აღნიშნულმა შესაძლოა გაზარდოს სასამართლოს მიერ ზეპირი მოსმენით განსახილველ საქმეთა რაოდენობა, რაც შესაბამისად დაკავშირებული იქნება სასამართლოს მხრიდან დამატებითი ხარჯების გაღებასთან. თუმცა როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის №2/8/734 გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილშია აღნიშნული, სადავო ნორმით გათვალისწინებული ღონისძიების გამოყენების პრაქტიკა საგადასახადო სისტემაში ძალზე მწირია, კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის მე-8 ნაწილით განსაზღვრული ღონისძიებები მხოლოდ საგამონაკლისო, ერთეულ შემთხვევებში გამოიყენება. სასამართლო სისტემაზე კანონპროექტის ფინანსური გავლენის ზომა დამოკიდებული იქნება გამოვლენილ შემთხვევათა რაოდენობაზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მიღება: კანონპროექტის 265-ე მუხლის მე-2 პუნქტი ითვალისწინებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილებას გადასახადის გადამხდელის ქონებაზე გაავრცელოს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, თუმცა მხოლოდ იმ ღირებულების ფარგლებში, რომელიც მოიცავს მითითებული წინაპირობით გათვალისწინებულ აქტივებს, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა გადასახადის გადამხდელს საგადასახადო დავალიანება. გარდა ამისა, გადაუდებელი გასვლითი საგადასახადო შემოწმების დასრულების შემდეგ, საგადასახადო ორგანო ვალდებულია მოიყვანოს შესაბამისობაში გამოყენებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის მოცულობა დარიცხულ საგადასახადო დავალიანებასთან, ამ უკანასკნელის ოდენობის თანაზომიერად (პროპორციულად). აღნიშნული კი, შესაბამისად, დადებით გავლენას მოახდენს შესაბამისი პირების ფინანსურ მდგომარეობაზე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს რაიმე ახალ გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: ინიცირებული კანონპროექტი შესაბამისობაშია საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავების დროს კონსულტაციები იქნა გავლილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს და უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლებთან. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია ვ) კანონპროექტის ინიციატორი: პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, დავით მათიკაშვილი
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს კანონის „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ იმ მუხლების მოქმედი (სრული) რედაქცია, სადაც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 241. ქონებაზე ყადაღის დადება 1. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. 1 1 . საგადასახადო ორგანოსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადების პროცედურების განხორციელება საგადასახადო ორგანომ შეიძლება დაავალოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს. 2. ამ კოდექსის მიზნებისათვის ქონებაზე ყადაღის დადება არის პირის ქონების აღწერა ამ ქონების განკარგვის (პირის მიერ ქონების ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, იპოთეკის, უზუფრუქტის, სერვიტუტის ან აღნაგობით დატვირთვის, თხოვების, ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების, სხვისთვის დროებით ან მუდმივ მფლობელობაში გადაცემის) აკრძალვა. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონებაზე ყადაღის დადების აქტში. 2 1 . ამ მუხლის 1 1 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგადასახადო ორგანო ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტს, მასში მითითებული პირის ქონებაზე ყადაღის დადების უზრუნველყოფის მიზნით, უგზავნის აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს ქონებაზე ყადაღის დადების პროცედურების განხორციელებას. 3. საგადასახადო ორგანოს წერილობითი თანხმობით დასაშვებია, პირმა განკარგოს ყადაღადადებული ქონება, თუ ამონაგები თანხა სრულად იქნება მიმართული საგადასახადო დავალიანების დასაფარავად. თუ საგადასახადო ორგანოს თანხმობით განხორციელდა ქონების ან მისი ნაწილის რეალიზაცია და ამონაგები თანხა სრულად იქნა მიმართული საგადასახადო დავალიანების დასაფარავად, ქონებაზე დადებული ყადაღა უქმდება. 4. ქონებაზე ყადაღის დადების აქტს ხელს აწერენ საგადასახადო ორგანოს/აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი, ქონების შემნახველი, გადასახადის გადამხდელი/ვალდებული პირი და სხვა პირები, რომლებიც ესწრებოდნენ ქონებაზე ყადაღის დადებას. თუ ამ პირებმა უარი განაცხადეს ხელმოწერაზე, აქტში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა. 5. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტს საგადასახადო ორგანო/აღსრულების ეროვნული ბიურო დაუყოვნებლივ უგზავნის შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს. 6. ყადაღადადებული ქონების შეფასებისას შესაძლებელია მოწვეულ იქნეს ექსპერტი ან აუდიტორი. 7. თუ არსებობს პირის მიერ ქონების გასხვისების საშიშროება, რაც გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის საგადასახადო დავალიანების გადახდევინებას, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, დაუყოვნებლივ დაადოს ყადაღა ქონებას (მათ შორის, საბანკო ანგარიშებს), მიუხედავად იმისა, აღიარებულია თუ არა საგადასახადო დავალიანება. ამ შემთხვევაში ყადაღის დადება საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია განხორციელდეს შესაძლებელია აღსრულების დალუქვით. ეროვნულ ბიუროსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე გადასახადის გადამხდელის ქონებაზე (გარდა საბანკო ანგარიშებისა) ყადაღის დადება და ამ მიზნით დალუქვის პროცედურების განხორციელება დაავალოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს. 8. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგადასახადო ორგანომ ან აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ქონებაზე ყადაღის დადების პროცედურების განხორციელების შემთხვევაში ყადაღის დადებიდან 48 საათში სასამართლოს უნდა წარუდგინოს შუამდგომლობა პირის ქონებაზე (მათ შორის, საბანკო ანგარიშებზე) ყადაღის დადების დადასტურების შესახებ. სასამართლო ვალდებულია მომდევნო 48 საათის განმავლობაში გამოიტანოს განჩინება შუამდგომლობის სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე ან უარყოფის შესახებ. თუ აღნიშნულ ვადაში საგადასახადო ორგანო ან აღსრულების ეროვნული ბიურო სასამართლოში არ წარადგენს შუამდგომლობას ან სასამართლო არ გამოიტანს განჩინებას პირის ქონებაზე (მათ შორის, საბანკო ანგარიშებზე) ყადაღის დადების დადასტურების შესახებ, ყადაღა გაუქმებულად ჩაითვლება, ხოლო ქონებაზე დადებული ლუქი იხსნება. (ძალადაკარგულია მე-8 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს სასამართლოს მიერ შუამდგომლობის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესაძლებლობას) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება №2/8/734 – ვებგვერდი, 09.01.2018წ. 9. ქონებაზე დადებული ყადაღა უქმდება ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 10. საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადება გულისხმობს საგადასახადო ორგანოს მიერ პირის უფლების შეზღუდვას, განკარგოს თავის საბანკო ანგარიშზე არსებული ან ჩარიცხული ფულადი სახსრები ყადაღის მოცულობის ფარგლებში, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პირი ბიუჯეტში იხდის ამ კოდექსით გათვალისწინებული გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხებ ს ან იხდის სახელმწიფო ბაჟის თანხასსაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ან საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეზე. გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილებაში მიეთითება პირის საიდენტიფიკაციო ნომერი და თანხის ოდენობა. 101. კომერციული ბანკის ლიკვიდაციის მიზნებისათვის კომერციული ბანკის ლიკვიდატორი უფლებამოსილია ყადაღადადებული ანგარიშები „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად სხვა კომერციულ ბანკში ან/და საქართველოს ეროვნულ ბანკში გადაიტანოს. 11. ამ მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირს უფლება არ აქვს, გახსნას საბანკო ანგარიში იმავე ან სხვა საბანკო დაწესებულებაში. მუხლი 265. გადაუდებელი გასვლითი საგადასახადო შემოწმება 1. გადაუდებელი გასვლითი საგადასახადო შემოწმება ტარდება წერილობითი შეტყობინების გარეშე, სასამართლოს ნებართვით, თუ: ა) ბოლო საგადასახადო შემოწმებისას გამოვლინდა გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებათა მნიშვნელოვანი დარღვევის ფაქტები; ბ) არსებობს სანდო ინფორმაცია, რომელიც საეჭვოს ხდის პირის ფინანსური და მატერიალური საშუალებების წარმოშობას; გ) არსებობს სანდო ინფორმაცია ქონების ან გადასახადით დასაბეგრი სხვა ობიექტის დოკუმენტურად დაუდასტურებელი მატების შესახებ; დ) საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციებით და სხვა დოკუმენტებით არ დასტურდება დაბეგვრის ობიექტებისა და გამოანგარიშებული გადასახადების რეალურობა; ე) წარდგენილი არ არის საგადასახადო დეკლარაცია ან გადასახადის გამოსაანგარიშებლად ან/და გადასახდელად საჭირო დოკუმენტები; ვ) საგადასახადო ორგანოს აქვს ინფორმაცია, რომ პირი გეგმავს, თავი აარიდოს საგადასახადო ვალდებულებათა შესრულებას საქართველოდან გასვლით, აქტივების სხვა პირისათვის გადაცემით, საგადასახადო სამართალდარღვევის დამადასტურებელი დოკუმენტების განადგურებით, დამალვით, შესწორებით ან შეცვლით ანდა სხვა ღონისძიებების გატარებით. 2. საგადასახადო ორგანო ვალდებულია გადაუდებელი გასვლითი საგადასახადო შემოწმების დაწყებიდან 48 საათში მიმართოს სასამართლოს და მიიღოს მისგან ნებართვა გასვლითი საგადასახადო შემოწმების ჩატარების შესახებ. ამასთანავე, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადის გადამხდელის ქონებაზე გაავრცელოს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მას საგადასახადო დავალიანება . (არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი მე-2 ნაწილის მე-2 წინადადება, არაკონსტიტუციური ნორმა ძალადაკარგულია 2018 წლის პირველი ივლისიდან) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება №2/8/734 – ვებგვერდი, 09.01.2018წ. 3. სასამართლოს ნებართვის მიღებამდე საგადასახადო ორგანოს არ აქვს უფლება, დაიწყოს გადაუდებელი გასვლითი საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლებს უფლება აქვთ, დალუქონ გადასახადის გადამხდელის მხოლოდ ის საგადასახადო დოკუმენტები და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, რომლებიც აუცილებელია გადაუდებელი გასვლითი საგადასახადო შემოწმების ჩასატარებლად. 4. თუ სასამართლო საგადასახადო ორგანოს დადგენილ ვადაში არ მისცემს ნებართვას გადაუდებელი გასვლითი საგადასახადო შემოწმების ჩატარების შესახებ, საგადასახადო ორგანო ვალდებულია ახსნას გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დოკუმენტებზე ან/და სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე დადებული ლუქი.