საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის და საქართველოს პარლამენტის მიერ ორგანიზებულ „როუზ-როს“-ის რიგით 97-ე სემინარში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ანგარიში (ქ. ბათუმი, საქართველო; 23-25 აპრილი, 2018)
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-05-04
ბიუროს ნომერი 157
📜 ტექსტი
წერილი
N 7331
04/05/2018
საქართველოს პარლამენტის
საორგანიზაციო დეპარატამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძე
ქალბატონო ეთერ,
გიგზავნით ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის და საქართველოს პარლამენტის მიერ
ორგანიზებულ „როუზ-როს“-ის რიგით 97-ე სემინარის ანგარიშს.
გთხოვთ, აღნიშნული ანგარიში შეიტანოთ უახლოვეს ბიუროს სხდომის დღის წესრიგში.
დანართი: 7 (შვიდ) ფურცლად.
პატივისცემით,
ირაკლი სესიაშვილი
თავმჯდომარე
ანგარიში
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა
„როუზ-როს“-ის რიგით 97-ე სემინარი
ქ. ბათუმი, საქართველო
23-25 აპრილი, 2018
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში
საქართველოს პარლამენტის მუდმოვმოქმედი დელეგაციის
ანგარიში
WWW.PARLIAMENT.GE
ანგარიში
მოამზადა
30 აპრილი, 2018
ნატო-ს
საპარლამენტო
ასამბლეაში
საქართველოს
პარლამენტის
მუდმივმოქმედი დელეგაციის მდივანმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წამყვანმა
სპეციალისტმა საერთაშორისო ურთიერთობებში - დავით ღუჭაშვილმა.
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი
დელეგაციის შემადგენლობა
ძირითადი შემადგენლობა
ირაკლი სესიაშვილი (დელეგაციის ხელმძღვანელი) - ფრაქცია „ქართული
ოცნება“;
არჩილ თალაკვაძე - ფრაქცია „ქართული ოცნება“;
გიორგი კანდელაკი - ფრაქცია „ევროპული საქართველო“;
სოფიო ქაცარავა - ფრაქცია „ქართული ოცნება“.
სათადარიგო შემადგენლობა
ირაკლი ბერაია - ფრაქცია „ქართული ოცნება“;
ცოტნე ზურაბიანი - ფრაქცია „ქართული ოცნება“;
სერგი
კაპანაძე
-
„მოძრაობა
თავისუფლებისათვის-ევროპული
საქართველო“;
ბექა ოდიშარია - ფრაქცია „ქართული ოცნება“.
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 2018 წლის მანძილზე დაგეგმილი
ღონისძიებები, რომელშიც
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას
ასამბლეის საგაზაფხულო სესია ქ. ვარშავა, პოლონეთი
25-28 მაისი;
„როუზ-როს“-ის სემინარი ქ. სკოპიე, მაკედონია
27-29 ივნისი;
„როუზ-როს“-ის სემინარი ქ. ანტალია, თურქეთი
23-25 ოქტომბერი;
ასამბლეის წლიური სესია ქ. ჰალიფაქსი, კანადა
16-19 ნოემბერი.
*ზემოთ აღნიშნული ღონისძიებათა სია შესაძლებელია გაიზარდოს ან შემცირდეს
ანგარიშის მოკლე შინაარსი
მიმდინარე წლის 23-25 აპრილს, ქ. ბათუმში, საქართველოში, გაიმართა
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის და საქართველოს პარლამენტის მიერ
ორგანიზებული „როუზ-როს“-ის რიგით 97-ე სემინარი;
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის შემადგენლობა,
რომელმაც მონაწილეობა მიიღო სემინარში:
ირკალი სესიაშვილი (დელეგაციის ხელმძღვანელი);
სოფიო ქაცარავა;
ირაკლი ბერაია;
ცოტნე ზურაბიანი;
სერგი კაპანაძე;
ბექა ოდიშარია;
დავით ღუჭაშვილი (დელეგაციის მდივანი).
ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისა და დემოკრატიის კონსოლიდაციის
კუთხით საქართველომ მნიშვნელოვან შედეგს მიაღწია, ამასთანავე, რჩება
გამოწვევები, რომლებიც ქვეყანას სტრატეგიული მიზნების მიღწევაში ხელს
უშლის;
მოახლოებულ ნატო-ს სამიტზე
ცალსახად უნდა აღინიშნოს სამიტის
დეკლარაციაში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი;
საქართვლო-ნატო-ს საპარლამენტთაშორისო საბჭოს გაფართოვება.
ანგარიში
1. მიმდინარე წლის 23-25 აპრილს, ქ. ბათუმში გაიმართა ნატო-ს საპარლამენტო
ასამბლეის და საქართველოს პარლამენტის მიერ ორგანიზებული „როუზროს“-ის რიგით 97-ე სემინარი.
2. ღონისძიების ფარგლებში განხილული იყო ისეთი საკითხები როგორებიცაა:
შავი ზღვის რეგიონის ინტეგრაცია ევრო-ატლანტიკურ სივრცეში, რუსეთის
მიერ ოკუპირებული ტერიტორიები, საქართველოში განხორციელებული
რეფორმები და ქვეყანაში დემოკრატიის კონსოლიდირება, საქართველოს
საპარლამენტო მართველობის სისტემაზე გადასვლა, და სამხრეთ კავკასიაში
არსებული
უსაფრთხოების
გამოწვევები
და
რუსეთის
ფედერაციის
ფაქტორი, ცენტრალურ აზიის ქვეყნებში არსებული ვითარება.
3. სემინარი გახსნა დელეგაციის ხელმძღვანელმა ირკალი სესიაშვილმა,
რომელმაც საქართველო - ნატო-ს თანამშროლობაზე, რუსეთის ფაქტორზე
და ოკუპირებ რეგიონებზე ისაუბრა, ასევე, სემინარის გახსნით ნაწილში
სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს საგარეო მინისტრი მიხეილ ჯანელიძე
და საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია. რომლებმაც
ცალსახად აღნიშნეს, რომ საქართველოს მიზანია ევრო-ატლანტიკურ
ინსტიტუტებში სრულფასოვანი ინტეგრაცია, რასაც ქვეყნის მოსახლეობის
70% მეტი უჭერს მხარს, ხოლო ქვეყანაში გატარებული დემოკრატიული
რეფორმები ზემოაღნიშნულ ინტეგრაციის პროცესს უწყობს ხელს.
4. ღონისძიების
ფარგლებში
მნიშვნელოვან
შედეგებს
არაერთხელ
მიაღწია
აღინიშნა,
რომ
საქართველომ
ევრო-ატლანტიკურ
ინტეგრაციის
კუთხით. ამასთანავე, არსებობს როგორც საგარეო, ისე ქვეყნის შიგნით
არსებული გამოწვევები, რომლებიც ქვეყნის წინსვლას ხელს უშლის.
რუსეთის ფედერაცია ცდილობს და იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა
ბერკეტს, რათა ქვეყნის დემოკრატიულ განვითარების პროცესს ხელი
შეუშალოს და შავი ზღვის რეგიონში დესტაბილიზაციის გარემო შექმნას.
5. როგორც სემინარის მთავარმა მომხსენებელმა როი ალისონმა აღნიშნა
რუსეთი სამხრეთ კავკასიას აღმითქვამს, როგორც ბუფერულ ზონას
აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. ასევე, რუსეთს გააჩნია დიდი
ამბიციები, ხოლო მათ განსახორიცლებლად არასაკმარისი რესურსი.
6. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არაერთმა გამომსვლელმა და ექსპერტმა
ხაზგასმით თქვა, რომ საქართვეო იმსახურებს ალიანსის წევრობას.
ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს წევრობით, შავი ზღვის
რეგიონი უფრო ძლიერი და პროგნოზირებადი გახდება. ასევე, დაფიქსირდა
პოზიცია, რომ ნატო-ს მოახლოვებულ სამიტზე ქ. ბრიუსელში, საქართველოს
მიერ მიღწეული პროგრესი უნდა აღინიშნოს სამიტის დეკლარაციაში.
7. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით
დონდუამ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ საქართველოს გააჩნია ყველა ის
პრაქტიკული ინსტრუმენტი რათა სქართველო ალიანსის წევრი გახდეს.
აღნიშნულ პოზიციას დაეთანხმა და მხარი დაუჭირა თურქეთის ელჩმა
საქართველოში, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო
უნდა
იყოს
ალიანსის
წევრი.
საქართველოს
ალიანსში
გაწევრება
გააძლიერებს ევრო-ატლანტიკურ ინსტიტუტების უსაფრთხოებას. მისივე
თქმით, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შემდეგ, უკვე დადაგა დრო, რომ
ალიანსის მოახლოვებულ სამიტზე საქართველოს პროგრესიის აღიარება
გამოხატული იყოს ქმედითი ფორმით.
8. დელეგაციის წევრებში, განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია რუსეთის
მიერ ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში არსებულ
ვითარებამ. აღნიშნულ საკითხზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის
საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა
ამომწურავი
სურათი
წარმოადგინა,
საქართველოს
ოკუპირებულ
რეგიონებში არსებული ვითარების თაობაზე, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ
არსებულ ვითარებას მოგვარებას, საქართველო მხოლოდ და მხოლოდ
მშვიდობიანი გზებით ცდილობს.
9. სემინარის ფარგლებში, სიტყვით გამოვიდნენ დელეგაციის წევრები ირაკლი
სესიაშვილი, არჩილ თალაკვაძე, სოფიო ქაცარავა და სერგი კაპანაძე და
ისაუბრეს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ მოვლენებზე,
საქართველოს ახალ კონსტიტუციაზე და ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ
ინსტიტუტებში ინტეგრაციის პროცესებზე. ასევე, პანელზე გამოვიდნენ
საქართველოს პარლამენტის თავმჯომარე და საქართველოს პრეზიდენტი.
10. ასევე, ერთ-ერთ პანელზე განხილული იყო სამხერთ კავკასიაში არსებული
ვითარება. კერძოდ აზერბაიჯანი და სომხეთის ურთიერთობები. დისკუსიის
ფარგლებში წამოჭრილი იყო სომხეთში მიმდინარე ვითარება, რომელზე
აღინიშნა, რომ მიუხედავად სამთავრობო ცვილებისა, ქვეყანა რუსეთის
ზეგავლენას ვერ მოშორდება.
11. სემინარზე, დისკუსიის ბოლო ნაწილი დაეთმო ცენტრალურ აზიის
ქვეყნებში არსებულ ვითარებას. პანელზე გამომსვლელებმა აღნიშნეს, რომ
რუსეთის
ფედერაციას
ახალგაზრდობა
მოსაზღვრე
ტოვებს
თავის
ცენტრალური
ქვეყანას
და
აზიის
ქვეყნების
ემიგრირებს
რუსეთის
ფედერაციასა და ევროკაშირს ქვეყნებში. ასევე, აღინიშნა, რომ ჩინეთი,
ცენტრალური აზიის რეგიონში, მოსკოვთან შეუთანხმებლად არ დგამს
არცერთ ნაბიჯს.
12. სემინარის მიმდინარეობის პარალელურად, შედგა საქართველოს-ნატო-ს
საპარლამენტთაშორისო
საბჭოს
შეხვედრა.
სადაც,
განხილული
იყო
საქართველოს ალიანსში წევრობის პერსპექტივები და მოახლოვებული
ნატო-ს სამიტი. შეხვედრაზე საქართველოს-ნატო-ს საპარლამენტთაშორისო
საბჭოს
გაფართოება
საპარლამენტთაშორისო
საბჭოში
გადაწყდა,
ნატო-ს
საქართველოს-ნატო-ს
საპარლამენტო
ასამბლეის
დამატებით ხუთი კომიტეტის ხელმძღვანელი შევა, რაც საბჭოს საქმიანობას
უფრო ეფექტურს გახდის.