საქართველოს მთავრობისადმი „ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის მიღების უფლების შესახებ, ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის დამატებითი ოქმის“ საქართველოსთვის შესასრულებლად სავალდებულოდ აღიარების მიზნით, კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაწყების შესახებ".
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
🏛️ კომიტეტები
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-05-14
ბიუროს ნომერი 159
📜 ტექსტი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს პარლამენტის
რეკომენდაციის პროექტი
საქართველოს მთავრობის მიერ, საქართველოს პარლამენტისთვის „ადგილობრივი
ხელისუფლების საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის მიღების უფლების შესახებ
ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის დამატებითი ოქმის “,
სარატიფიკაციოდ წარმოდგენის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია რეკომენდაციის პროექტის შესახებ.
ა.ა) რეკომენდაციის პროექტის მიღების მიზეზი:
ამ რეკომენდაციის პროექტის შემუშავების მიზეზია, საქართველოს სურვილი შეუერთდეს იმ
სახელმწიფოთა რიცხვს, რომელთაც ხელმოწერილი, რატიფიცირებული და ამოქმედებული
აქვთ ეს აქტი, რათა უფრო მაღალი სამართლებრივი სტანდარტით იქნეს დაცული მოქალაქეთა
ჩართულობის უფლება ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში.
ა.ბ) რეკომენდაციის პროექტის მიზანი:
რეკომენდაციის პროექტის მიზანია, მოუწოდოს მთავრობას დაიწყოს ადგილობრივი
თვითმმართველობის
ევროპული
ქარტიის
დამატებითი
ოქმის-ადგილობრივი
ხელისუფლების საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის მიღების უფლების შესახებ,
ხელმოწერის
სამართლებრივი პროცედურა და ზემოაღნიშნული დამატებითი ოქმი
საქართველოს პარლამენტს წარმოუდგინონ რატიფიცირებისთვის.
ა.გ) რეკომენდაციის პროექტის არსი:
რეკომენდაციაში აღწერილია „ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის
დამატებითი
ოქმის-ადგილობრივი
ხელისუფლების
საქმიანობაში
მოქალაქეთა
მონაწილეობის მიღების უფლების შესახებ“ ხელმოწერისა და რატიფიცირების დასაბუთება;
ბ) რეკომენდაციის პროექტის დასაბუთება.
ბ.ა) რეკომენდაციის პროექტის
მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
რეკომენდაციის პროექტთან არ არის დაკავშირებული აუცილებელი ხარჯები;
ბ.ბ) რეკომენდაციის პროექტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
რეკომენდაციის პროექტს არ აქვს გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) რეკომენდაციის პროექტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
რეკომენდაციის პროექტს არ აქვს გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
რეკომენდაციის პროექტი არ იწვევს სახელმწიფოსგან ახალი ფინანსური ვალდებულებების
აღებას;
ბ.ე) რეკომენდაციის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
რეკომენდაციას არ აქვს ფინანსური შედეგები იმ პირთათვის რომელთა მიმართაც ვრცელდება;
ბ.ვ) რეკომენდაციის პროექტის დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
რეკომენდაციის პროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს;
გ) რეკომენდაციის პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) რეკომენდაციის პროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
რეკომენდაციის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს;
გ.ბ) რეკომენდაციის პროექტის საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
რეკომენდაციის პროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს;
გ.გ) რეკომენდაციის პროექტის
მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
რეკომენდაციის პროექტი შესაბამისობაშია საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან;
დ) რეკომენდაციის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს რეკომენდაციის პროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები არ არსებობს
დ.ბ) რეკომენდაციის პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი რეკომენდაცია არ არსებობს
ე) რეკომენდაციის პროექტის ავტორი;
პარლამენტის წევრი: ზაზა გაბუნია
ვ) რეკომენდაციის პროექტის ინიციატორი:
პარლამენტის წევრი: ზაზა გაბუნია
სხვა
პროექტი
საქართველოს პარლამენტის
რეკომენდაცია
საქართველოს მთავრობის მიერ, საქართველოს პარლამენტისთვის „ადგილობრივი
ხელისუფლების საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის მიღების უფლების შესახებ
ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის დამატებითი ოქმის “,
სარატიფიკაციოდ წარმოდგენის თაობაზე
ადგილობრივ
თვითმმართველობათა
ფუნქციონირების
განვითარებაზე
დაკვირვებამ და ანალიზმა აჩვენა, რომ საზოგადოებრივ საქმეების გადაწყვეტაში
მოქალაქეთა ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც დემოკრატიისთვის,
ასევე ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარებისთვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ევროპის საბჭოს წევრმა ქვეყნებმა, 2009 წლის 16
ნოემბერს უტრეხტში მიიღეს ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის
დამატებითი ოქმი, რომელიც ეხება ადგილობრივ ხელისუფლების საქმიანობაში
მოქალაქეთა მონაწილეობის უფლებას.
მოგეხსენებათ, რომ 2013 წელს საქართველოში დაიწყო ადგილობრივი
თვითმმართველობის რეფორმა, რომლის ფარგლებშიც მთავრობამ შეიმუშავა
„საქართველოს მთავრობის დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების
სტრატეგიის ძირითადი პრინციპები 2013-2014 წლისთვის“, ხოლო 2014 წელს პარლამენტმა
დაამტკიცა
ახალი
საქართველოს
ორგანული
კანონი
„ადგილობრივი
თვითთმმართველობის კოდექსი“, რომლის ერთი თავიც სრულიად ეხებოდა მოქალაქეთა
მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში. თუმცა
საქართველოს ჯერ არ მოუხდენია ზემოაღნიშნული დამატებითი ოქმის რატიფიცირება.
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის
მე-8 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
2561 მუხლის შესაბამისად
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს
მთავრობას
მიეცეს
რეკომენდაცია
დაიწყოს
კანონით
გათვალისწინებული პროცედურების განხორციელება
და საქართველოს
პარლამენტს სარატიფიკაციოდ წარმოუდგინოს „ადგილობრივი ხელისუფლების
საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის მიღების უფლების შესახებ,
ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის დამატებითი ოქმი “.
2. ეს რეკომენდაცია ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძე