საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მომართვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ 2017 წლის ანგარიშისა (N4981; 30.03.2018) და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ 2017 წლის ანგარიშის (N4988; 30.03.2018) განხილვის ვადის ერთი თვით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
07.05.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#7548/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-05-14
ბიუროს ნომერი 159

📜 ტექსტი

წერილი
7548-3-9-3-201805071725 N 7548 07/05/2018 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2018 წლის 3 აპრილის N145/8 და N145/9 გადაწყვეტილებებით, ინტეგრაციის ადამიანის კომიტეტს დაევალა უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო განიხილოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ 2017 წლის ანგარიში (№4981, 30.03.2018) და იმავე სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ 2017 წლის ანგარიში (№4988, 30.03.2018). აღნიშნული ანგარიშების განხილვის ვადა განისაზღვრა მიმდინარე წლის 10 მაისამდე. მიმდინარე წლის 01 მაისს კომიტეტს N7042 წერილით მომართა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა, რომელმაც ითხოვა დამატებითი დრო საკითხის სავალდებულო წესით განხილვისთვის. აღნიშნული გარემოების, აგრეთვე ანგარიშების შინაარსისა და მოცულობის გათვალისწინებით, საკითხების საკომიტეტო განხილვისთვის მომზადება დადგენილ ვადაში ვერ მოხერხდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, ზემოთ მითითებული ანგარიშების განხილვის ვადა გააგრძელოთ ერთი თვით. პატივისცემით, სოფიო კილაძე თავმჯდომარე