„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-05-14
ბიუროს ნომერი 159
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე (www.matsne.gov.ge), 28.10.2013, სარეგისტრაციო კოდი: 140030000.05.001.017194)
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1.
43-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
2. მე-60 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „11“ პუნქტი:
„11. საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 1 აგვისტომდე უზრუნველყოს „საქართველოს
საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით
სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებისა და სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის
დაცვასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების
საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის ჩამოყალიბებისა და ინფორმაციის
მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების მიღება.“.
მუხლი 2.
ამ კანონის ამოქმედებამდე მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ
ძალას შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე .
მუხლ
ი 3.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს
გამოქვეყნებისთანავე.
2.
ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2018 წლის 1
ნოემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მომზადება განპირობებულია
სამინისტროში
მიმდინარე
პოლიციის
საქართველოს
საგანმანათლებლო
რეფორმის ფარგლებში სამინისტროს მმართველობის
სამართლის იურიდიული პირის - სამინისტროს
შინაგან
რეფორმით.
საქმეთა
აღნიშნული
სფეროში მოქმედი საჯარო
აკადემიაში ხდება ახალი
საგანმანათლებლო პოლიტიკის შემუშავება.
დღეს სამინისტროს აკადემიაში არსებული უმაღლესი საბაკალავრო პროგრამა ემსახურება
არა მხოლოდ პოლიციელთა მომზადებას/გადამზადებას, არამედ სამართალმცოდნეთა
მომზადებასაც. აღნიშნული, ცალკეულ შემთხვევებში, იწვევს აკადემიის რესურსის
არაეფექტიან გამოყენებას, აკადემიის ფინანსური ხარჯების ზრდას და ამასთან, საპოლიციო
განათლების ნაკლებ პრიორიტეტულობას. პოლიციელთა კვალიფიკაციის ამაღლების
საჭიროება და შესაბამისი უნარ-ჩვევების მქონე პოლიციელთა მომზადება მოითხოვს
არსებული,
როგორც
მატერიალური,
ისე
აკადემიური
მობილიზაციას
და
აღნიშნულის
უშუალოდ
მომზადებისკენ/გადამზადებისკენ მიმართვას.
რესურსის
პოლიციელთა
მაქსიმალურ
პროფესიული
აღსანიშნავია, რომ რესურსის დაზოგვის შედეგად შესაძლებელი გახდება შემუშავდეს
ახალი, თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებზე მორგებული პროფესიული
პროგრამები.
აღნიშნული
სასიცოცხლოდ
მნიშვნელოვანია
პოლიციის
სისტემის
განვითარებისთვის, ადამიანური რესურსების სწორად მართვისა და ეფექტიანი საკადრო
პოლიტიკის განხორციელებისათვის. სწორედ აკადემია ამზადებს პირებს, რომლებიც
სამინისტროს სისტემაში შემდგომში პოლიციელებად საქმდებიან. შესაბამისად, საჭიროა
იმგვარი განათლების სისტემის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს პოლიციელთა
პროფესიული მომზადების დონის შესაბამისობას უსაფრთხოების სფეროში არსებულ
თანამედროვე მოთხოვნებთან და გამოწვევებთან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დადგა აუცილებლობა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს
აკადემიაში
უმაღლესი
საგანმანათლებლო
პროგრამები
გაუქმდეს
და
აკადემიაში
არსებული სრული მატერიალური და აკადემიური რესურსი მიმართული იქნეს
პოლიციელთა პროფესიულ მომზადებაზე/გადამზადებაზე.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ სამინისტროს აკადემიის უმაღლესი საგანმანათლებლო
პროგრამის დასრულებამდე სრულად გათვალისწინებული იქნება სტუდენტთა კანონიერი
უფლებები და ინტერესები, კერძოდ:
მოცემულ ეტაპზე სამინისტროს აკადემიის სამართლის სკოლას ჰყავს 293 აქტიური
სტატუსის მქონე სტუდენტი, ამათგან 289 არის საბაკალავრო სწავლების სტუდენტი,
ხოლო 4 სამაგისტრო სწავლების. გარდა ამისა, აქტიური სტატუსით სარგებლობს ქართულ
ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული 3 პირი. აკადემიაში
ირიცხება
ასევე
საბაკალავრო
სწავლების
17
და
სამაგისტრო
სწავლების
1
სტატუსშეჩერებული სტუდენტი.
თითოეული სტუდენტის (როგორც აქტიური, ასევე სტატუსშეჩერებული) მობილობის
პროცესის თაობაზე შეთანხმება მიღწეულია თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის
სახელმწიფო უნივერსიტეტთან. თსუ-სა და შსს აკადემიას შორის 2018 წლის 27 თებერვალს
გაფორმებული შეთანხმების/მემორანდუმის თანახმად, აკადემიის სამართლის სკოლის
სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთა მობილობის წესით თბილისის
სახელმწიფო
უნივერსიტეტში
გადასვლა
და
აკადემიაში
მიღებული
განათლების
(კრედიტების) სრულად აღიარების განხორციელდება. ამასთან, სტუდენტებს აქვთ სრული
თავისუფლება ისარგებლონ გეგმიური მობილობის პროცესში ჩართულობით და
გადავიდნენ სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც მათთვის
უფრო მისაღები იქნება. გარდა ამისა, მაგისტრატურის 4 სტუდენტი, რომლებიც
სამაგისტრო სწავლების მე-2 კურსზე იმყოფება, აკადემიის სამართლის სკოლის
გაუქმებამდე მიიღებს მაგისტრის აკადემიურ ხარისხს, ხოლო ქართულ ენაში მომზადების
საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სამი პირი რექტორის ბრძანებით ჩაირიცხება
საბაკალავრო პროგრამაზე, რომელიც შემდეგ ისარგებლებს მობილობის პროცესით.
კანონპროექტის
შემუშავების
მიზეზს
ასევე
წარმოადგენს
„პოლიციის
შესახებ“
საქართველოს კანონის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული
საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლის უზრუნველყოფის
მიზნით სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებისა და სახელმწიფო სასაზღვრო
რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების
ორგანოების ერთობლივი ოპერაციების მართვის ცენტრის (შემდგომში - ცენტრი)
სახელწოდების გამართული ფორმულირებით ჩამოყალიბება. კერძოდ, აღნიშნულ ცენტრს
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აქვს ანალოგი, რომელიც ახორციელებს საზღვაო სივრცის
კონტროლს სხვადასხვა უწყებების მეშვეობით. მსგავსი ცენტრების საერთაშორისოდ
აღიარებული
დასახელებაა
-
„Joint
Maritime
Operations
Centre“.
შესაბამისად,
მიზანშეწონილია საქართველოს საკანონმდებლო რეალობაშიც გაჩნდეს მისი ზუსტი
შესატყვისი დასახელება და ჩამოყალიბდეს კანონპროექტში მითითებული რედაქციით:
„საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლის უზრუნველყოფის
მიზნით სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებისა და სახელმწიფო სასაზღვრო
რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების
ორგანოების საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრი“. აღნიშნულის თაობაზე
რეკომენდაციას იძლევა ასევე საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, კერძოდ, აშშ-ის
სახელმწიფო დეპარტამენტი.
გარდა ამისა, არსებობს საჭიროება ამავე დადგენილებით დამტკიცდეს საქართველოს
საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით
სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებისა და სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის
დაცვასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების
საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრში ინფორმაციის მართვის წესი.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია გაუქმდეს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამინისტროს აკადემიისთვის უმაღლესი
საგანმანათლებო
პროგრამების
განხორციელების
უფლებამოსილება,
აგრეთვე,
საერთაშორისოდ აღიარებული ფორმულირებით ჩამოყალიბდეს ცენტრის დასახელება და
უზრუნველყოფილი იქნეს ცენტრში ინფორმაციის გაცვლის წესის მთავრობის
დადგენილებით დამტკიცება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლიდან ხდება იმ პუნქტების ამოღება,
რომელიც ითვალისწინებს სამინისტროს აკადემიის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო
პროგრამების განხორციელებას, ასევე ამავე კანონის გარდამავალ დებულებებში ახალი
ფორმულირებით ყალიბდება ცენტრის დასახელება და განისაზღვრება აღნიშნულ
ცენტრში ინფორმაციის მართვის წესის იმავე მთავრობის დადგენილებით დამტკიცების
საკითხი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე. კერძოდ, სამინისტროს აკადემიაში უმაღლესი საგანანმანათლებლო პროგრამის
შედეგად2017-2018 სასწავლოწლის მეორე სემესტრში გადასახდელი სწავლის საფასურს შეადგენს 323 500 ლარს. 2018-2019 სასწავლო წლის საპროგნოზო შემოსავალი სავარაუდოდიქნება 551 000
ლარი, აღნიშნული შემოსავლები სავარაუდოდ მიმართული იქნება თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტისკენ ან ნაწილობრივ იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისკენ,
სადაც განხორციელდება სტუდენტთა მობილობა.
ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სამინისტროს აკადემიისთვის უმაღლესი
საგანმანათლებლო პროგრამის უზრუნველსაყოფად გადაცემული პროგრამული
დაფინანსება ან/და მომსახურების შესყიდვა უმაღლესი საგანმანთლებლო პროგრამების
გაუქმების შემდეგ მიმართული იქნება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების
განსახორციელებლად.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი
ნაწილის
ცვლილებები.
კერძოდ,
სამინისტროს
აკადემიისთვის
უმაღლესი
საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება დაკავშირებულია გარკვეულ ხარჯებთან,
კერძოდ, 2017-2018 სასწავლო წლის ხარჯებს შეადგენდა 298 219,67 ლარი.
ამასთან, აღსანიშნავია , რომ კანონპროექტით გათვალისწინებული საქართველოს საზღვაო
სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო
საზღვრის დაცვის სუბიექტებისა და სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან
დაკავშირებული
საქართველოს
აღმასრულებელი
ხელისუფლების
ორგანოების
ერთობლივი ოპერაციების მართვის ცენტრის სახელწოდების ცვლილება არ იწვევს
ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებას, რამდენადაც აღნიშნული ცენტრი შექმნილია
და ფუნქციონირებს 2013 წლიდან.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღებით
სახელმწიფოს ახალი ფინანსური
ვალდებულებები არ
წარმოიქმნება.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის
მიღებამ
შესაძლოა
გავლენა
მოახდინოს
იმ
პირთა
ფინანსურ
მდგომარეობაზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. კერძოდ,
2017 წლამდე სამინისტროს აკადემიაში საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის საფასურს
წარმოადგენდა 2 000 ლარი, 2017 წელს ჩარიცხული სტუდენტებისთვის კი გაიზარდა 2250
ლარამდე. სტუდენტის მობილობამ სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში,
შესაძლოა მათზე ფინანსური ზეგავლენა იქონიოს იმ კუთხით, რამდენადაც სხვადასხვა
უმაღლეს სასწავლებელში განსხვავებული სწავლის საფასურია.
დღეის მდგომარეობით სასწავლო პროცესისათვის სულგამოიყენება 28 აუდიტორია , აქედან 15
საგანმანათლებლო და 13 პროფესიული პროგრამების მსმენელთათვის. აკადემიას დაგეგმილი აქვს
პროფესიული პროგრამების შემდგომი განვითარება , რაც მისი პრიორიტეტული ამოცანაა და ამას
დამატებითი რესურსი ესაჭიროება . პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულთა
რაოდენობა გაიზრდება უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების გაუქმების შემდეგ, თუმცა ,
აღნიშნული რაოდენობის წინასწარ ზუსტი გათვლა მოცემულეტაპზე შეუძლებელია , რამდენადაც
სამინისტროს აკადემიაში ახალი პროფესიული პროგრამების შემუშავება არის მიმდინარე პროცესი.
სამინისტროს აკადემიაში არსებული აუდიტორია და ინფრასტუქტურა უმაღლესი საგანმანათლებლო
პროგრამების
გაუქმების
შემდეგ
განსახორციელებლად.
ათვისებული
იქნება
პროფესიული
პროგრამების
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს რაიმე სახის გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი
სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 43. პოლიციის კადრების მომზადება
1. პოლიციის კადრების სპეციალური პროფესიული მომზადება, გადამზადება და
კვალიფიკაციის ამაღლება ხორციელდება სამინისტროს აკადემიაში.
2. სამინისტროს აკადემია ახორციელებს
საგანმანათლებლო პროგრამებს.
საპოლიციო
უმაღლეს
აკადემიურ
3. საპოლიციო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტისთვის
საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში შესაძლებელია
დაწესდეს „უმაღლესი
განათლების
შესახებ“
საქართველოს
კანონით
გაუთვალისწინებელი შეზღუდვები.
4. სამინისტროს აკადემია უფლებამოსილია განახორციელოს ასევე სახელმწიფო
უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის ფუნქციის შემსრულებელი სხვა
სახელმწიფო ორგანოების, აგრეთვე საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული
პირების მოსამსახურეთა მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება.
მუხლი 60. გარდამავალი დებულებანი
1. საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს:
ა) „საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლის
უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებისა და
სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საქართველოს
აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ერთობლივი ოპერაციების მართვის
ცენტრის ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების მიღება;
ბ) „საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ხომალდის (კატარღის)
მიერ სამართალდამრღვევი მცურავი საშუალების წინააღმდეგ შეიარაღების
გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილების
მიღება;
გ) სპეციალური რეჟიმისადმი დაქვემდებარებული ტერიტორიებისა და ობიექტების
ნუსხის დადგენა.
2. მინისტრმა 2014 წლის 1 იანვრამდე დაამტკიცოს:
ა) სამინისტროში სამსახურის გავლის წესი;
ბ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო
დაწესებულებაში – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესი;
გ) პოლიციელის ფიცის ტექსტი;
დ) პოლიციის ეთიკის კოდექსი;
ე) სამინისტროს მოსამსახურეთა სოციალური
უზრუნველყოფის განსაზღვრის წესი;
დაცვისა
და
მატერიალური
ვ) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული
პირების მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის
განსაზღვრის წესი;
ზ) სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი
სარგოების) და დანამატის განსაზღვრის წესი;
თ) სამინისტროში სატრანსპორტო საშუალებების საწვავით უზრუნველყოფის
პირობები და წესი;
ი) სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდება;
კ) წვევამდელის პოლიციაში მიღებისა და სამსახურის გავლის წესი;
ლ) სამინისტროს სისტემაში იარაღის ბრუნვისა და მისი კონტროლის ინსტრუქცია;
მ) პოლიციის შეიარაღებაში არსებული
ტარებისა და გამოყენების წესი;
სპეციალური
საშუალებების
შენახვის,
ნ) სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმელი და ატრიბუტიკა;
ო) სამკერდე ნიშნის, სამინისტროს მედალიონისა და მედლის ნიმუშები და სამკერდე
ნიშნით, სამინისტროს მედალიონითა და მედლით დაჯილდოების წესი;
პ) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული
პირის − დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ ფულადი
სახსრების, ძვირფასი ლითონებისა და სხვა ფასეულობათა ინკასირების დაცვის
დროებითი ინსტრუქცია;
ჟ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო
დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შეიარაღებაში არსებული
ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ტექნიკის ნუსხა;
რ) პირის იდენტიფიკაციის, მოწვეულ პირთან გასაუბრების, პირის ზედაპირული
შემოწმების და სატრანსპორტო საშუალების ზედაპირული დათვალიერების ოქმების
ფორმები.
3. სამინისტრომ უზრუნველყოს ამ კანონის ამოქმედებისთვის საჭირო ღონისძიებების
განხორციელება.
4. პოლიციაში სამუშაოდ არ მიიღება პირი, რომელიც სასამართლომ ქმედუუნაროდ
ცნო, სანამ მისი ინდივიდუალური შეფასება არ მოხდება.
5. მინისტრმა 2016 წლის 1 მარტამდე გამოსცეს ამ კანონის მე-17 მუხლის მე-2
პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრძანება.
6. მინისტრმა 2017 წლის 1 ივლისამდე დაამტკიცოს პოლიციის სარგებლობაში არსებულ
შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნების არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ავტომატური
ფოტო- და ვიდეოტექნიკის, არასტაციონარული (მოძრავი) სიჩქარის მზომი ხელსაწყოს
განთავსებისა და გამოყენების, აგრეთვე მონაცემთა დამუშავების წესი.