საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის უარყოფითი დასკვნა მოქალაქე ავთანდილ ვახტანგიშვილის მიერ წარმოდგენილ „მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ (N4959; 30.03.2018) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-05-14
ბიუროს ნომერი 159
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
7837-3-9-3-201805111521
N 7837
11/05/2018
საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო
დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
დასკვნა
მოქალაქე ავთანდილ ვახტანგიშვილის მიერ წარმოდგენილ
საკანონმდებლო წინადადებაზე „მოქალაქეთა პოლიტიკური
რეპრესიების მსხვარპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა
სოციალური
დაცვის
შესახებ“
საქართველოს
კანონში
ცვლილებების
შეტანის
თაობაზე“
საქართველოს
კანონის
პროექტთან დაკავშირებით (№4959; 30.03.2018).
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის კომიტეტმა 2018 წლის 11 მაისის სხდომაზე განიხილა მოქალაქე
ავთანდილ ვახტანგიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება
„მოქალაქეთა
პოლიტიკური
რეპრესირებულთა
ცვლილებების
რეპრესიების
სოციალური
შეტანის
დაცვის
მსხვერპლად
შესახებ“
აღიარებისა
საქართველოს
და
კანონში
თაობაზე“
საქართველოს
კანონის
პროექტთან
საკანონმდებლო
წინადადების
განხილვის
პროცესში
დაკავშირებით.
აღნიშნული
კომიტეტმა ყურადღება გაამახვილა შემდეგ გარემოებებზე:
საქართველოს პარლამენტის მიერ 2011 წლის 19 აპრილს მიღებული N4562Iს საქართველოს კანონით ცვლილება განხორციელდა „საქართველოს მოქალაქეთა
პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა
სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში.
აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის თანახმად, პირს, რომელსაც არ
მიუმართავს
სასამართლოსთვის
განცხადებით
პოლიტიკური
რეპრესიების
მსხვერპლად აღიარების შესახებ, უფლება აქვს შესაბამისი განცხადებით მიმართოს
სასამართლოს ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის განმავლობაში.
ეს კანონი ამოქმედდა 2011 წლის 18 მაისს, შესაბამისად, 2012 წლის 18
მაისიდან შეიზღუდა სასამართლოსთვის მიმართვის უფლება.
შესაბამისად, მოქალაქეებს, რომლებმაც გარკვეული მიზეზების გამო ვერ, ან
არ მიმართეს სასამართლოს 2012 წლის 18 მაისამდე, დღეს ამის უფლება არ ეძლევათ
ზემოთ მითითებული ნორმის მოქმედების გამო.
აღნიშნული უფლების აღდგენის მოთხოვნით პარლამენტს ჯერ კიდევ 2015
წლის 27 ოქტომბერს მომართა მოქალაქე ზურაბ სანიკიძემ.
პარლამენტის
წინადადებაზე
ბიუროს
წამყვან
გადაწყვეტილებით,
კომიტეტად
განისაზღვრა
ამ
საკანონმდებლო
იურიდიულ
საკითხთა
კომიტეტი, ხოლო სავალდებულო წესით განხილვა დაევალა ადამიანის უფლებათა
დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს.
კომიტეტმა წინადადება განიხილა 2015 წლის 8 დეკემბრის სხდომაზე,
მიზანშეწონილად მიიჩნია შემოთავაზებული ცვლილების განხორციელება და
შესაბამისი დასკვნა გაუგზავნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა წინადადება განიხილა 2016 წლის 1
ივნისს და მიიჩნია მისაღებად. აღნიშნულიდან გამომდინარე, პარლამენტის
რეგლამენტის 150-ე მუხლის თანახმად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტს, როგორც
წამყვან კომიტეტს, წარმოეშვა ვალდებულება მოამზადოს და საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარადგინოს შესაბამისი კანონპროექტი.
იგივე შინაარსის საკანონმდებლო წინადადება, რომელიც საქართველოს
პარლამენტს 2016 წლის 3 მარტს წარუდგინეს მოქალაქე ხაიდარ ხინკილაძემ და
სხვებმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა
განიხილა 2016 წლის 17 მაისის სხდომაზე და სცნო მიუღებლად, რადგან არ
არსებობდა მისი მიღების სამართლებრივი შესაძლებლობა იმ გარემოებიდან
გამომდინარე,
რომ
ცვლილების
განხორციელება
გამოიწვევდა
ბიუჯეტის
ხარჯვითი ნაწილის ზრდას, ამ შემთხვევაში კი, საქართველოს კონსტიტუციის 93-ე
მუხლისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 147-ე მუხლის თანახმად,
აუცილებელია საქართველოს მთავრობის თანხმობა, რაც არ არსებობდა.
2016
წლის
29
ნოემბერს
პარლამენტს
ანალოგიური
შინაარსის
საკანონმდებლო წინადადებით მომართა ამჟამად განსახილველი საკანონმდებლო
წინადადების ავტორმა მოქალაქე ავთანდილ ვახტანგიშვილმა.
აღნიშნული წინადადება ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის კომიტეტმა განიხილა 2016 წლის 27 დეკემბრის სდომაზე და
მიზანშეუწონლად სცნო მისი მიღება იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ უკვე მიღებული იყო გადაწყვეტილება
იგივე ცვლილების განხორციელების თაობაზე.
მოქალაქე ავთანდილ ვახტანგიშვილის მიერ ამჟამად წარმოდგენილი
საკანონმდებლო წინადადების მოთხოვნაც ანალოგიურია და ითვალისწინებს
ცვლილების
განხორციელებას
„საქართველოს
მოქალაქეთა
პოლიტიკური
რეპრესიების მსხერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2011 წლის 19
აპრილს მიღებული N4562-Iს საქართველოს კანონის მე-2 მუხლში.
კომიტეტმა
აღნიშნა,
რომ
ამ
საკანონმდებლო
წინადადების
მიღება
წარმოშობს კომიტეტის მიერ შესაბამისი კანონპროექტის მომზადებისა და
ინიცირების ვალდებულებას. იმავდროულად, ასეთი ვალდებულება უკვე გააჩნია
იურიდიულ საკითხთა კომიტეტს.
კომიტეტმა
მიიჩნია,
რომ
მიზანშეუწონელი
და
არარაციონალურია
საკანონმდებლო ინიოციატივის უფლების მქონე ორი სუბიექტის მიერ ერთი და
იგივე კანონპროექტის ინიცირებაზე მუშაობა და აღნიშნული გარემოების
გათვალისწინებით
მიუღებლად.
პატივისცემით,
სოფიო კილაძე
თავმჯდომარე
წარმოდგენილი
საკანონმდებლო
წინადადება
სცნო