„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
- „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ქონების ლეგალიზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 19 ✗ 26
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-05-14
ბიუროს ნომერი 159
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1.
82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„ჰ2) საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის შესაბამისად ჩამორთმეული
საკუთრების სანაცვლო ანაზღაურება;“.
2.
99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„ქ) საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის შესაბამისად ჩამორთმეული
საკუთრების სანაცვლო ანაზღაურებით მიღებული მოგების განაწილება;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში
არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
2018 წლის 23 მარტს საქართველოს პარლამენტმა მიიღო „საქართველოს
კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ N2071-IIს საქართველოს კონსტიტუციური
კანონი, რომლითაც ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა საქართველოს კონსტიტუცია.
საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცის მიღებამ გამოიწვია საკანონმდებლო
აქტებში შესაბამისი ცვლილების განხორციელების აუცილებლობა.
წარმოდგენილი კანონის პროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს ის, რომ
საქართველოს საგადასახადო კოდექსის დებულებები ტექნიკური თვალსაზრისით არ
შეესაბამება
საქართველოს
კანონსტიტუციურ
კანონს
და
აუცილებელია
შესაბამისობაში მოყვანა მასთან.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის მიზანია საქართველოს საგადასახადო კოდექსის დებულებათა
შესაბამისობაში მოყვანა „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის
შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2018
წლის 23 მარტის N2071-IIს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი
მუხლით გათვალისწინებული საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის მე-19
მუხლის მე-3 პუნქტთან.
ა.გ) კანონპროექტის არსი
კანონპროექტის მიხედვით, ცვლილება შედის საქართველოს საგადასახადო
კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ2“ ქვეპუნქტსა და 99-ე მუხლის პირველი
ნაწილის „ქ“ ქვეპუნქტში. ცვლილების თანახმად, აღნიშნულ ნორმებში მიეთითება
„საქართველოს
კონსტიტუციაში
ცვლილების
შეტანის
შესახებ“
საქართველოს
კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2018 წლის 23 მარტის N2071IIს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული
საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციით გათვალისწინებული ახალი
ნუმერაცია და ამ თავლსაზრისით, შესაბამისობაში მოვა მასთან.
კანონპროექტი
ამოქმედდება
საქართველოს
პრეზიდენტის
მომდევნო
არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტზე და არ
გამოიწვევს ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტს არ ექნება გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტი
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
ახალ
ფინანსურ
ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტის არ ითვალისწინებს ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა
გადასახდელის შემოღებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკაშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან:
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: სოფიო კილაძე, რატი იონათამიშვილი,
მერაბ ქვარაია, დავით მათიკაშვილი, სავალან მირზოევი, ვანო ზარდიაშვილი, ანრი
ოხანაშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი, დიმიტრი მხეიძე, ირაკლი ბერაია, ლევან
ბეჟანიძე.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: სოფიო კილაძე, რატი იონათამიშვილი, მერაბ
ქვარაია, დავით მათიკაშვილი, სავალან მირზოევი, ვანო ზარდიაშვილი, ანრი
ოხანაშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი, დიმიტრი მხეიძე, ირაკლი ბერაია, ლევან
ბეჟანიძე.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს საგადასახადო კოდექსის იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია,
რომლებშიც კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 82. გადასახადისაგან გათავისუფლება
1. საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება ფიზიკურ
პირთა შემოსავლების შემდეგი სახეები:
ა) არარეზიდენტის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე უცხოეთის
დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ დაწესებულებებში დაქირავებით
მუშაობით მიღებული შემოსავლები;
ბ) მიღებული გრანტი, სახელმწიფო პენსია, სახელმწიფო კომპენსაცია,
სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია, მაგროვებადი და დაბრუნებადი ხასიათის
არასახელმწიფო საპენსიო სქემიდან მიღებული პენსია განხორციელებული
შენატანების ოდენობით, სახელმწიფო სტიპენდია, დახმარებებისა და ერთჯერადი
გასაცემლების მიზნით ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან ან/და
ბიუჯეტის სარეზერვო ფონდებიდან მიღებული თანხები;
ბ1) სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული)
იურიდიული პირიდან საქველმოქმედო საქმიანობის ფარგლებში
სარგებელი; (12.12.2014. N2950)
ბ2)
მკურნალობის
ან/და
სამედიცინო
მომსახურების
მიღებული
ხარჯების
სარგებელი;
დასაფინანსებლად საქველმოქმედო ორგანიზაციიდან მიღებული
(12.12.2014. N2950)
გ) ოლიმპიურ თამაშებში, საჭადრაკო ოლიმპიადებში, მსოფლიო ან/და ევროპის
ჩემპიონატებში, ევროპის თამაშებში, მსოფლიოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ
თამაშებში
ან/და
ევროპის
ახალგაზრდულ
ოლიმპიურ
ფესტივალებში
გამარჯვებისათვის ან/და საპრიზო ადგილების დაკავებისათვის სპორტსმენებისა და
მათი მწვრთნელების, აგრეთვე საქართველოს ნაკრები გუნდების საექიმო პერსონალის
მიერ მიღებული ფულადი და სხვა სახის ჯილდოები, აგრეთვე საქართველოს
მთავრობის შესაბამისი დადგენილებით სპორტის ინდივიდუალურ ოლიმპიურ,
არაოლიმპიურ და ცალკეულ სათამაშო სახეობებში სპორტსმენებისა და მათი
მწვრთნელებისათვის, აგრეთვე საექიმო პერსონალისათვის დაწესებული სხვა
ფულადი პრიზები; (18.12.2015. N4680)
დ) ალიმენტი;
ე) განქორწინების საფუძველზე მიღებული ქონების ღირებულება (შემოსავალი);
ვ) ფიზიკური პირის მიერ:
ვ.ა) 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის
(სახლის) მასზე დამაგრებული მიწით რეალიზაციით მიღებული ნამეტი;
ვ.ბ) საკუთრების უფლების რეგისტრაციიდან 6 თვეზე მეტი ვადით
საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზაციით მიღებული
ნამეტი;
ვ.გ) 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული აქტივების მიწოდებით
მიღებული ნამეტი, გარდა გამსხვისებლის მიერ აქტივების მიწოდებამდე ეკონომიკურ
საქმიანობაში გამოყენების ან/და ამ ქვეპუნქტის „ვ.ა“ და „ვ.ბ“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული
შემთხვევებისა.
ამასთანავე,
აქტივების
ეკონომიკურ
საქმიანობაში გამოყენებად არ ითვლება მათი 2 წლის შემდეგ მიწოდება ან/და ფასიანი
ქაღალდების/წილის მხოლოდ ფლობა დივიდენდებისა და პროცენტების მიღების
მიზნით;
ზ) საგადასახადო წლის განმავლობაში I და II რიგის მემკვიდრეების მიერ
ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულება;
თ) საგადასახადო წლის განმავლობაში 1000 ლარამდე ჩუქებით მიღებული
ქონების ღირებულება, გარდა დაქირავებულის მიერ დამქირავებლისაგან ჩუქებით
მიღებული ქონების ღირებულებისა;
ი) საგადასახადო წლის განმავლობაში III და IV რიგის მემკვიდრეების მიერ 150
000 ლარამდე ღირებულების, ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებული ქონების
ღირებულება;
კ) ფიზიკური პირისათვის (დონორისათვის) გაღებული
სისხლის საკომპენსაციო კვებისათვის გაცემული თანხა;
ლ) 2023 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული
პირის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის
პირველადი მიწოდებით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, თუ კალენდარული
წლის განმავლობაში ასეთი მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი 200 000
ლარს არ აღემატება; (23.12.2017. N1935 ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან)
მ) პრივატიზების წესით (მათ შორის, უსასყიდლოდ) ქონების მიღების შედეგად,
აგრეთვე მიწისძვრითა და სხვა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულთა
მიერ დაზიანებული ბინების სანაცვლოდ იმავე დასახლებულ პუნქტში ან
ეკომიგრანტების მიერ სხვა დასახლებულ პუნქტში ბინების უსასყიდლოდ მიღების
შედეგად წარმოშობილი სარგებელი; (26.12.2013. N1886) (ამ ნორმის მოქმედება
გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე).
მ1) „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში
(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების
შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საკუთრების უფლების აღიარების
შედეგად წარმოშობილი სარგებელი; (30.06.2017. N1182) (ამ ნორმის მოქმედება
გავრცელდეს 2017 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე).
ნ)
დროებითი საცხოვრებელი ადგილის სანაცვლოდ ლტოლვილის ან
ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის, იძულებით გადაადგილებული ფიზიკური
პირის მიერ პრივატიზების პროგრამის ფარგლებში მიღებული კომპენსაციები; ასევე
იძულებით გადაადგილებულ პირთათვის – დევნილთათვის სახელმწიფოს მიერ
გადაცემული ქონების ღირებულება და ამ ქონების თავდაპირველი რეალიზაციით
მიღებული შემოსავალი; (6.12.2011. N5371 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს.)
ო) ფიზიკური პირის (I რიგის მემკვიდრის) მიერ ჯამურად მის და
მამკვიდრებლის/მჩუქებლის საკუთრებაში 2 წელზე მეტი ვადით არსებული
მატერიალური აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტი; (15.05.2012. N6211)
პ) საერთაშორისო ფინანსური კომპანიის მიერ გამოშვებული ფასიანი
ქაღალდების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი;
ჟ) ამოღებულია (23.12.2017. N1935 ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან)
რ) არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული
შემოსავალი საწარმოს, ორგანიზაციის ან/და მეწარმე ფიზიკური პირის მიერ რისკის
დაზღვევისა და გადაზღვევის საფუძველზე;
ს) არარეზიდენტის მიერ ქონების ლიზინგით გაცემიდან მიღებული
შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში არარეზიდენტის მუდმივ
დაწესებულებას;
ტ) სახელმწიფოს, საქართველოს ეროვნული ბანკის, საჯარო სამართლის
იურიდიული პირის – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს, აგრეთვე საერთაშორისო
ფინანსური ინსტიტუტის სასესხო ფასიანი
ქაღალდებიდან პროცენტის სახით
მიღებული შემოსავალი. საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების სია
განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით; (17.05.2017. N854)
უ) სახელმწიფოს, საქართველოს ეროვნული ბანკის, საჯარო სამართლის
იურიდიული პირის – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს, აგრეთვე საერთაშორისო
ფინანსური ინსტიტუტის სასესხო ფასიანი ქაღალდების რეალიზაციით მიღებული
ნამეტი შემოსავალი და საქართველოს ეროვნულ ბანკში ანგარიშებზე განთავსებულ
სახსრებზე დარიცხული პროცენტებიდან მიღებული შემოსავალი. საერთაშორისო
ფინანსური ინსტიტუტების სია განისაზღვრება საქართველოს მთავრობის
დადგენილებით; (17.05.2017. N854)
უ1) რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ საქართველოში საჯარო
შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ
აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული სასესხო ფასიანი
ქაღალდის მიწოდებით მიღებული შემოსავალი; (23.12.2017. N1935 ამოქმედდეს 2018
წლის 1 იანვრიდან)
უ2) რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ 2023 წლის 1 იანვრამდე
საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს
ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული
სასესხო ფასიანი ქაღალდიდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი; (23.12.2017.
N1935 ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან)
უ3) რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ საქართველოში საჯარო
შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ
აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული წილობრივი ფასიანი
ქაღალდის მიწოდებით მიღებული შემოსავალი; (23.12.2017. N1935 ამოქმედდეს 2018
წლის 1 იანვრიდან)
ფ) რეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი (მათ შორის,
სარგებელი), რომელიც არ განეკუთვნება საქართველოში არსებული წყაროდან
მიღებულ შემოსავალს;
ქ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დასახიჩრებული ან/და
დაინვალიდებული
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
სამინისტროს
მოსამსახურისათვის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის
მოსამსახურისათვის ან სამხედრო მოსამსახურისათვის, აგრეთვე მისი დაღუპვის
შემთხვევაში მის ოჯახზე (მემკვიდრეზე) დამქირავებლის მიერ გაცემული დახმარება;
(08.07.2015. N3942 ამოქმედდეს 2015 წლის 1 აგვისტოდან)
ღ) ლატარიიდან მიღებული მოგება, რომლის ღირებულება არ აღემატება 1000
ლარს;
ყ) ამხანაგობის მიერ თავისი წევრისთვის (თანამფლობელისთვის) ქონების
გადაცემით მიღებული შემოსავალი, თუ ამხანაგობის წევრები მხოლოდ ფიზიკური
პირები არიან, ამხანაგობის წევრთა შემადგენლობა არ შეცვლილა ამხანაგობის
დაფუძნებიდან ქონების გადაცემის (განაწილების) მომენტამდე და ამხანაგობა
განაწილების მომენტისათვის არ არის დამატებული ღირებულების გადასახადის
გადამხდელი. ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის ამხანაგობის წევრის გარდაცვალებისას
ამხანაგობის წევრის წილის მემკვიდრეზე გადასვლა ან „სააღსრულებო წარმოებათა
შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ამხანაგობის წევრის წილის
რეალიზაცია არ განიხილება ამხანაგობის წევრთა შემადგენლობის ცვლილებად;
შ) არარეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ ხელფასის სახით მიღებული
შემოსავალი, თუ დაქირავებით მუშაობა ხორციელდება საქართველოს ტერიტორიაზე
საგადასახადო წლის განმავლობაში არა უმეტეს 30 კალენდარული დღისა და
შემოსავლის (ხელფასის) გადამხდელი არის არარეზიდენტი დამქირავებელი, გარდა
იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი ხარჯი მიეკუთვნება არარეზიდენტის მუდმივი
დაწესებულების ხარჯებს, მიუხედავად იმისა, ეს ხარჯი ამ მუდმივი დაწესებულების
მიერ არის გადახდილი თუ არა;
ჩ) საწარმოს ლიკვიდაციის ან კაპიტალის შემცირების გზით ამ საწარმოს
პარტნიორ ფიზიკურ პირზე წილის სანაცვლოდ უძრავი ქონების საკუთრებაში
გადაცემით მიღებული ნამეტი, თუ საწარმოს წილზე ფიზიკური პირის საკუთრების
უფლების წარმოშობიდან გასულია 2 წელზე მეტი.
ც) 2023 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული
ფიზიკური პირის მიერ ამ საქმიანობის ფარგლებში გაცემული ხელფასი, თუ
დამქირავებლის მიერ აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული ერთობლივი
შემოსავალი 200 000 ლარს არ აღემატება; (23.12.2017. N1935 ამოქმედდეს 2018 წლის 1
იანვრიდან)
ძ) აზარტული კლუბის, სათამაშო აპარატების სალონის, აგრეთვე
ტოტალიზატორის მომწყობი პირების მიერ აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული
შემოსავალი, გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობის მოწყობიდან
მიღებული შემოსავლისა; (24. 04 2012. N6053 ამოქმედდეს 2012 წლის 1 მაისიდან)
წ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დადგენილი
წესით რეგისტრირებული პირის (რომელიც იღებს საარსებო შემწეობას, რაც
დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით), საქართველოს ტერიტორიული
მთლიანობისათვის ბრძოლაში დასახიჩრებული პირის, ასევე ტერიტორიული
მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული პირის ოჯახის წევრის მიერ
საქველმოქმედო ორგანიზაციისგან უსასყიდლოდ მიღებული ქონების ღირებულება;
(8.11.2011. N5202)
ჭ) ადმინისტრაციული ორგანოს (დამქირავებლის) მიერ თანამშრომლისთვის
(დაქირავებულისთვის) უძრავი ქონების სასყიდლით ან უსასყიდლოდ საკუთრებაში
გადაცემით მიღებული სარგებელი; (8.11.2011. N5202)
ჭ1) ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თანამშრომლისთვის სამსახურებრივი
მოვალეობების
შესრულებისას
პირად
მფლობელობაში
არსებული
ავტომობილისათვის განკუთვნილი საწვავის უსასყიდლოდ გადაცემით მიღებული
სარგებელი; (19.06.2012. N6502)
ხ) ამ კოდექსის 249-ე მუხლით გათვალისწინებული თავდებობის, საქართველოს
სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული თავდებობის, აგრეთვე სერვიტუტის
უსასყიდლო მომსახურების გამწევის მიერ ამ მომსახურებიდან მისაღები კომპენსაცია
და უსასყიდლო მომსახურების მიმღების მიერ მიღებული სარგებელი. (8.11.2011.
N5202)
ჯ) ტურისტული საწარმოს მიერ ან/და მის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე
სასტუმროს ფუნქციონირებისთვის/ოპერირებისთვის მოწვეული პირის/პირების მიერ
სასტუმრო ნომრის მესაკუთრისათვის კალენდარული წლის განმავლობაში არა
უმეტეს 60 დღის ვადით სასტუმროს მომსახურების (სასტუმროში ცხოვრების)
უსასყიდლოდ გაწევის შედეგად სასტუმრო ნომრის მესაკუთრის მიერ მიღებული
სარგებელი; (12.06.2012. N6446)
ჯ1) მაღალმთიან დასახლებაში ან ისეთ დასახლებაში, სადაც ნოტარიუსის
თანამდებობაზე დანიშვნის მომენტისათვის სანოტარო მომსახურება სათანადოდ
ხელმისაწვდომი არ იყო, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებული, ნოტარიუსის მიერ სსიპ – საქართველოს ნოტარიუსთა
პალატისაგან ფინანსური დახმარების სახით მიღებული შემოსავალი; (10.12.2015.
N4611 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს)
ჰ) „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით
განსაზღვრული წესით გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შემდეგ გაკოტრების
რეჟიმში მყოფი პირის მიერ მიღებული შემოსავალი; (5.06.2012. N6395)
ჰ1) ფიზიკური პირის მიერ გაკოტრების საქმის წარმოების პროცესში მყოფი
პირისაგან დაქირავებით მუშაობით მიღებული შემოსავალი. (5.06.2012. N6395)
ჰ2)
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის შესაბამისად ჩამორთმეული
საკუთრების სანაცვლო ანაზღაურება.
(06.09.2013. N1046 ამოქმედდეს 2013 წლის
ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს
პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან)
ჰ3) მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური
პირის მიერ მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის ფარგლებში
განხორციელებული საქმიანობით მიღებული შემოსავალი – შესაბამისი სტატუსის
მინიჭებიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში (სტატუსის მინიჭების
კალენდარული წლის ჩათვლით). (16.07.2015 N4037 ამოქმედდეს 2016 წლის 1
იანვრიდან)
4
ჰ ) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი საცალო მომხმარებლის
მიერ წარმოებული ჭარბი ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატისათვის
მიწოდებით მიღებული შემოსავალი. (30.06.2017. N1182) (ამ ნორმის მოქმედება
გავრცელდეს 2016 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე)
შენიშვნა: ამ ნაწილის „უ1“–„უ3“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საგადასახადო
შეღავათი გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, თუ სასესხო/წილობრივი ფასიანი ქაღალდი
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებამდეა სავაჭროდ დაშვებული
ორგანიზებულ ბაზარზე. ამასთანავე, აღნიშნული შეღავათი მოქმედებს საქართველოს
ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებული ბაზრის აღიარების თარიღიდან. (23.12.2017.
N1935 ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან)
2. საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება: (30.07.2013. N906 ამოქმედდეს 2014
წლის 1 იანვრიდან)
ა) შემდეგ ფიზიკურ პირთა მიერ კალენდარული წლის განმავლობაში
მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 3000 ლარამდე:
ა.ა)
მეორე
მსოფლიო
ომისა
და
საქართველოს
ტერიტორიული
მთლიანობისათვის ბრძოლების მონაწილე საქართველოს მოქალაქეების;
ა.ბ) პირის, რომელსაც მინიჭებული აქვს „ქართვლის დედის“ საპატიო წოდება;
ა.გ) მარტოხელა დედის;
ა.დ) პირის, რომელმაც იშვილა ბავშვი (შვილად აყვანიდან 1 წლის
განმავლობაში);
ა.ე) პირის, რომელმაც მინდობით აღსაზრდელად აიყვანა ბავშვი;
ა.ვ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები მრავალშვილიანი პირის
(რომლის კმაყოფაზეა 18 წლამდე ასაკის სამი ან სამზე მეტი შვილი) მიერ მაღალმთიან
დასახლებაში საბიუჯეტო ორგანიზაციიდან კალენდარული წლის განმავლობაში
ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი. მაღალმთიან დასახლებაში
მუდმივად მცხოვრებ ერთ- ან ორშვილიან პირს (რომლის კმაყოფაზეა 18 წლამდე
ასაკის ერთი ან ორი შვილი) მაღალმთიან დასახლებაში საბიუჯეტო ორგანიზაციიდან
კალენდარული წლის განმავლობაში ხელფასის სახით მიღებულ 3000 ლარამდე
დასაბეგრ შემოსავალზე გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი 50 პროცენტით
უმცირდება; (4.03.2016. N4842) ეს ნორმა გავრცელდეს 2016 წლის 1 იანვრიდან
წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
ბ) ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, აგრეთვე
მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირების მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი
6000 ლარამდე.
ბ1) იმ პირის მიერ, რომელმაც „საქართველოს შეიარაღებული ძალების
სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისად, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და
აღდგენის ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობაში მონაწილეობასთან
დაკავშირებით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო, კალენდარული წლის
განმავლობაში მიღებული 6000 ლარამდე დასაბეგრი შემოსავალი;(16.12.205. N4647)
გ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე
პირის მიერ მაღალმთიან დასახლებაში საქმიანობით კალენდარული წლის
განმავლობაში მიღებული 6000 ლარამდე დასაბეგრი შემოსავალი, გარდა საბიუჯეტო
ორგანიზაციიდან და სახელმწიფოს მიერ ან ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოს მიერ დაფუძნებული სამედიცინო დაწესებულებიდან ხელფასის სახით
მიღებული შემოსავლისა. (16.12.2016. N97 ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან)
3. თუ ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში
საშემოსავლო გადასახადის გადამხდელს წარმოექმნება ერთზე მეტი საგადასახადო
შეღავათის უფლება, მასზე გავრცელდება მათგან ერთი, უმაღლესი შეღავათი.
4. ამ მუხლის მიზნებისათვის:
ა) აქტივის საკუთრებაში ფლობის 2-წლიანი ვადა აითვლება:
ა.ა) მარეგისტრირებელ ორგანოში საკუთრების უფლების რეგისტრაციის
მიზნით საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის
თარიღიდან;
მარეგისტრირებელ
ორგანოში
უფლებრივად
ერთ
საგნად
რეგისტრირებული აქტივის გაყოფის შემთხვევაში მიღებული აქტივის საკუთრებაში
ფლობის 2-წლიანი ვადა აითვლება გაყოფამდე არსებული აქტივის საკუთრებაში
ფლობის თარიღიდან; (12.12.2014. N2946)
ა.ბ) თუ არ ხდება საკუთრების უფლების მარეგისტრირებელ ორგანოში
რეგისტრაცია, – საკუთრების უფლების წარმოშობის მომენტიდან;
ბ) აქტივის „რეალიზაციით მიღებული ნამეტი“ იანგარიშება, როგორც:
ბ.ა) სხვაობა აქტივის მიწოდების ფასსა და მასზე საკუთრების უფლების
წარმოშობისას მისი შეძენის ფასს შორის;
ბ.ბ) სხვაობა აქტივის მიწოდების ფასსა და უსასყიდლოდ მიღების მომენტში მის
საბაზრო ფასს შორის, თუ აქტივზე საკუთრების უფლება უსასყიდლოდ იყო
მიღებული.
გ) ქონების ჩუქებისას ან/და ანდერძით მემკვიდრეობისას I, II, III და IV რიგის
მემკვიდრეებად ითვლებიან შემდეგი პირები: (20.12.2011. N5556)
გ.ა) I რიგის მემკვიდრეებად − მეუღლე, შვილი, ნაშვილები, შვილიშვილი,
შვილიშვილის შვილი და მისი შვილი, მშობელი და მშვილებელი;
გ.ბ) II რიგის მემკვიდრეებად − და, ძმა, დისწული, ძმისწული და მათი შვილები;
გ.გ) III რიგის მემკვიდრეებად − ბებია და პაპა, ბებიის დედ-მამა და პაპის დედმამა, როგორც დედის, ისე მამის მხრიდან;
გ.დ) IV რიგის მემკვიდრეებად − ბიძა (დედის ძმა და მამის ძმა), დეიდა და
მამიდა.
5. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო
წლის მიხედვით გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის
გამოყენების მიზნით დაქირავებული პირი ვალდებულია საქართველოს ფინანსთა
მინისტრის მიერ დადგენილი წესით წარუდგინოს დამქირავებელს შეღავათით
სარგებლობის შესახებ საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული ცნობა. ერთზე მეტი
სამუშაო ადგილის არსებობის შემთხვევაში გადახდის წყაროს, სადაც უნდა
გავრცელდეს შეღავათი, განსაზღვრავს დაქირავებული პირი. (20.12.2011. N5556)
მუხლი 99. გადასახადისაგან გათავისუფლება (13.05.2016. N5092 ამოქმედდეს
2017 წლის 1 იანვრიდან)
1. მოგების გადასახადისაგან თავისუფლდება:
ა) საბიუჯეტო, საერთაშორისო ან/და საქველმოქმედო ორგანიზაციების მოგება,
ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული მოგების გარდა;
ბ) ორგანიზაციის მიერ მიღებული გრანტები, საწევრო შენატანები და
შემოწირულებები;
გ) საქართველოს ეროვნული ბანკის მოგება;
გ1) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დეპოზიტების დაზღვევის
სააგენტოს მოგება; (17.05.2017. N854)
დ) საქართველოს საპატრიარქოს მიერ რელიგიური დანიშნულებით
გამოყენებული ჯვრების, სანთლების, ხატების, წიგნებისა და კალენდრების
რეალიზაციით მიღებული მოგება;
ე) 2018 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული
პირის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის
სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე) პირველადი
მიწოდებით მიღებული მოგება ან მოგების განაწილება და ამავე საქმიანობის
ფარგლებში გაწეული ხარჯები/განხორციელებული განაცემები, რომლებიც
გათვალისწინებულია ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“−„დ“
ქვეპუნქტებით, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ასეთი მიწოდებით
მიღებული შემოსავალი 200 000 ლარს არ აღემატება;
ვ) 2023 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ
საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის სამრეწველო
გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე) პირველადი მიწოდებით
მიღებული მოგების განაწილება და ამავე საქმიანობის ფარგლებში გაწეული
ხარჯები/განხორციელებული განაცემები, რომლებიც გათვალისწინებულია ამ
კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტებით; (23.12.2017. N1935
ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან)
ზ) საერთაშორისო ფინანსური კომპანიის მიერ ფინანსური ოპერაციებიდან,
ფინანსური მომსახურებიდან ან/და საქართველოს არარეზიდენტის მიერ
გამოშვებული ფასიანი ქაღალდების რეალიზაციით მიღებული მოგება ან მოგების
განაწილება;
თ) საერთაშორისო ფინანსური კომპანიის მიერ გამოშვებული ფასიანი
ქაღალდების რეალიზაციით მიღებული მოგება ან მოგების განაწილება;
ი) ამოღებულია (23.12.2017. N1935 ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან)
კ) არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული
შემოსავალი საწარმოს, ორგანიზაციის ან/და მეწარმე ფიზიკური პირის მიერ რისკის
დაზღვევისა და გადაზღვევის საფუძველზე;
ლ) არარეზიდენტის მიერ ქონების ლიზინგით გაცემიდან მიღებული
შემოსავალი, რომელიც საქართველოში არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას არ
მიეკუთვნება;
მ) სახელმწიფოს, საქართველოს ეროვნული ბანკის, საჯარო სამართლის
იურიდიული პირის – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს, აგრეთვე საერთაშორისო
ფინანსური ინსტიტუტის სასესხო ფასიანი ქაღალდების რეალიზაციით და ამ ფასიანი
ქაღალდებიდან პროცენტის სახით მიღებული მოგება ან მოგების განაწილება და
საქართველოს ეროვნულ ბანკში ანგარიშებზე განთავსებულ სახსრებზე დარიცხული
პროცენტებიდან მიღებული მოგება ან მოგების განაწილება. საერთაშორისო
ფინანსური ინსტიტუტების სია განისაზღვრება საქართველოს მთავრობის
დადგენილებით; (17.05.2017. N854)
მ1) არარეზიდენტის მიერ რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ
საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს
ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული
სასესხო ფასიანი ქაღალდის მიწოდებით მიღებული შემოსავალი, რომელიც არ
მიეკუთვნება საქართველოში ამ არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას; (23.12.2017.
N1935 ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან)
მ2) არარეზიდენტის მიერ რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ 2023 წლის 1
იანვრამდე საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ
დაშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდიდან პროცენტის სახით მიღებული
შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში ამ არარეზიდენტის მუდმივ
დაწესებულებას; (23.12.2017. N1935 ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან)
მ3) არარეზიდენტის მიერ რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ
საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს
ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული
წილობრივი ფასიანი ქაღალდის მიწოდებით მიღებული შემოსავალი, რომელიც არ
მიეკუთვნება საქართველოში ამ არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას; (23.12.2017.
N1935 ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან)
ნ) თიზ-ის საწარმოს მიერ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებადართული
საქმიანობიდან მიღებული მოგების განაწილება და ამავე საქმიანობის ფარგლებში
გაწეული ხარჯები/განხორციელებული განაცემები, რომლებიც გათვალისწინებულია
ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტებით;
ო) საინვესტიციო ფონდის მიერ ფინანსური ინსტრუმენტების მიწოდებით
ან/და ფინანსური ოპერაციებიდან ან/და ფინანსური მომსახურებიდან მიღებული
მოგება ან მოგების განაწილება, თუ საინვესტიციო ფონდი საერთაშორისო ფინანსური
კომპანიაა;
პ) საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფოს მიერ
დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის სახელმწიფოს ან/და
მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ გადაცემული ქონების ან უსასყიდლოდ
გაწეული მომსახურების ღირებულება;
ჟ) ვირტუალური ზონის იურიდიული პირის მიერ შექმნილი საინფორმაციო
ტექნოლოგიების საქართველოს ფარგლების გარეთ მიწოდებით მიღებული მოგება
(მოგების განაწილება);
რ) 2026 წლის 1 იანვრამდე ტურისტული ზონის მეწარმე სუბიექტის მიერ
სასტუმრო მომსახურების გაწევით მიღებული მოგების განაწილება და ამავე
საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯები/განხორციელებული განაცემები,
რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის
„ბ“−„დ“ ქვეპუნქტებით;
ს) აზარტული კლუბის, სათამაშო აპარატების სალონის, ტოტალიზატორის
მომწყობი პირების მიერ აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული მოგების (გარდა მათ
მიერ სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობის მოწყობიდან მიღებული
მოგებისა) განაწილება;
ტ) სპეციალური სავაჭრო კომპანიის მიერ ნებადართული საქმიანობიდან
მიღებული მოგების (გარდა მის მიერ ეკონომიკურ საქმიანობაში 2 წელზე მეტი ვადით
გამოყენებული ძირითადი საშუალების მიწოდებით მიღებული მოგებისა)
განაწილება;
უ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი
წესით ავტორიზებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო სკოლის
მიერ ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობიდან მიღებული მოგება;
ფ) „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით
დადგენილი წესით გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შემდეგ გაკოტრების
რეჟიმში მყოფი პირის მიერ მიღებული მოგების განაწილება;
ქ) საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის შესაბამისად ჩამორთმეული
საკუთრების სანაცვლო ანაზღაურებით მიღებული მოგების განაწილება;
ღ) მაღალმთიანი დასახლების საწარმოს მიერ ამავე მაღალმთიან დასახლებაში
საქმიანობიდან მიღებული მოგების განაწილება და ამავე საქმიანობის ფარგლებში
გაწეული ხარჯები/განხორციელებული განაცემები, რომლებიც გათვალისწინებულია
ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტებით, – შესაბამისი
სტატუსის მინიჭებიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში (სტატუსის მინიჭების
კალენდარული წლის ჩათვლით);
ყ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული ფინანსური
ინსტიტუტისგან მიღებული პროცენტებიდან მიღებული მოგების განაწილება.
შენიშვნა: ამ ნაწილის „მ1“–„მ3“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული
საგადასახადო შეღავათი გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, თუ სასესხო/წილობრივი
ფასიანი ქაღალდი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებამდეა სავაჭროდ
დაშვებული ორგანიზებულ ბაზარზე. ამასთანავე, აღნიშნული შეღავათი მოქმედებს
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებული ბაზრის აღიარების
თარიღიდან. (23.12.2017. N1935 ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან)
2. ამ მუხლის მიზნებისათვის სასტუმრო მომსახურების (გარდა ამ კოდექსის მე8 მუხლის 33-ე ნაწილის „დ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასტუმრო
მომსახურებისა) სახეებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით მოგების გადასახადისაგან
გათავისუფლებული მოგების თანხის იდენტიფიცირებისათვის ითვლება, რომ
საწარმოს მიერ დივიდენდის განაწილებისას პირველ რიგში ეს თანხა გაიცემა.