საქართველოს პარლამენტის წევრის, ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარის ირინა ფრუიძის 2018 წლის 23-27 აპრილს იტალიაში (ბელაჯიო) ღია მმართველობის პარტნიორობის სამუშაო შეხვედრაზე ვიზიტის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
11.05.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ირინე ფრუიძე
ნომერი
#7854/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-05-14
ბიუროს ნომერი 159

📜 ტექსტი

ანგარიში
7854-3-9-3-201805111645 N 7854 11/05/2018 საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს, ირინა ფრუიძის ანგარიში ღია მმართველობის პარტნიორობის სამუშაო შეხვედრა 2018 წლის 23-27 აპრილი, იტალია, ბელაჯიო 2018 წლის 23-27 აპრილს, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ორგანიზებით, იტალიაში, ბელაჯიო, ჩატარდა სამუშაო შეხვედრა „ღია მმართველობის ჩემპიონთა ქსელის შექმნა“. სადაც მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკურმა ლიდერებმა, სამოქალაქო საზოგადოებისა და ღია მმართველობის პარტნიორობის სამდივნოს წარმომადგენლებმა. შეხვედრის მიზანი იყო ძლიერი ქსელის შექმნა, რომელზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნება ღია მმართველობის ღირებულებების გაზიარება სხვადასხვა ქვეყანაში და მთავრობების მხარდაჭერა ღია მმართველობის უზრუნველყოფისთვის. შეხვედრის მონაწილეებს გავუზიარე საქართველოს წარმატებული გამოცდილება ღია მმართველობისა და ღია პარლამენტის მიმართულებით და ერთობლივად ვიმსჯელეთ საჯარო მმართველობის გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფაზე როგორც OGP-ს წევრ, ასევე გაწევრიანების მსურველ ქვეყნებში. დისკუსია ასევე შეეხო ღია მმართველობის გლობალური სამიტის ორგანიზებას. სამიტს 2018 წლის ივლისში საქართველო უმასპინძლებს, როგორც ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარე ქვეყანა. ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ირინე ფრუიძე