საქართველოს მთავრობის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/78; 25.05.2017) საქართველოს კანონის პროექტის გამოთხოვის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-05-14
ბიუროს ნომერი 159
📜 ტექსტი
წერილი
*GOV21800014976*
11/05/2018
GOV 2 18 00014976
კანონპროექტის გამოთხოვასთან დაკავშირებით
საქართველოს პარლამენტს
გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით
საქართველოს პარლამენტს წარედგინა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მომზადებული
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტი (№16351; 25.05.2017). აღნიშნული კანონპროექტი მიზნად
ისახავდა საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომელთა საზღვარგარეთ კვალიფიკაციის
ამაღლებასთან, ტრენინგებსა და სერტიფიცირებასთან დაკავშირებით განსახორციელებელ
შესყიდვებზე არ გავრცელდებულიყო „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს
კანონის მოქმედება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის
თანახმად, კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილების დამატებით გაანალიზების
შედეგად, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით
გათვალისწინებული საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის პრინციპის
მიუხედევად, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ თანამშრომელთა საზღვარგარეთ
კვალიფიკაციის ამაღლებასთან, ტრენინგებსა და სერტიფიცირებასთან დაკავშირებით
განსახორციელებელი შესყიდვების „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს
კანონის მოქმედების სფეროდან გამორიცხვის საჭიროება ამ ეტაპზე აღარ არსებობს და
მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული.
აღნიშნულის გათვალისწინებით, „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის
მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2018 წლის 10
მაისის N991 განკარგულების შესაბამისად, გამოვითხოვთ საქართველოს მთავრობის
საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტს (№16351; 25.05.2017).
საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი
ნათია მიქელაძე