„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-05-21
ბიუროს ნომერი 164
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
10.01.2012,
სარეგისტრაციო
კოდი:
010190020.04.001.016032) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 31-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის
მიხედვით, რომელიც ასევე მოიცავს საზღვარგარეთ რეგისტრაციის ადგილს);“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამომრჩევლის მონაცემები, როგორც წესი, შეიტანება მისი
რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით
გადაადგილებული პირი, თუ მისი რეგისტრაციის მისამართი საქართველოს მოქალაქის პირადობის
მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით არის ოკუპირებულ ტერიტორიაზე,
ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეჰყავთ მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.“;
გ) მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ იმ ამომრჩეველთა შესახებ გადაცემული
მონაცემების საფუძველზე, რომლებიც საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე დგანან;“;
დ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „61“ პუნქტი:
„61. ცესკოს უფლება აქვს, ამომრჩეველთა ერთიანი სიის და ამ სიის მონაცემთა ელექტრონული
ბაზის განახლების მიზნით, საჭიროებისამებრ, გამოითხოვოს და მოთხოვნიდან 3 დღის ვადაში
მიიღოს მონაცემები ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებში მითითებული
დაწესებულებებიდან საარჩევნო უფლების მქონე პირთა, ხოლო იმავე პუნქტის „ვ“ და „ზ“
ქვეპუნქტებში მითითებული დაწესებულებებიდან - საარჩევნო უფლების არმქონე პირთა შესახებ.“.
2. 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) კენჭისყრის დღეს სხვა სახელმწიფოში მყოფი ამომრჩევლები, რომლებიც დგანან
საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე, ამომრჩევლები, რომლებიც რეგისტრირებული არიან
საზღვარგარეთ და არ დგანან საკონსულო აღრიცხვაზე, აგრეთვე ამომრჩევლები, რომლებიც არ
დგანან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე და არ არიან რეგისტრირებული საზღვარგარეთ,
მაგრამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 21-ე დღისა რეგისტრაციას გაივლიან სხვა სახელმწიფოში
შექმნილ
საუბნო
საარჩევნო
კომისიაში,
საზღვარგარეთ
საქართველოს
დიპლომატიურ
წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში. ამ პირთა სიას, გარდა საზღვარგარეთ
რეგისტრირებული პირებისა, ადგენს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და კენჭისყრამდე
არაუგვიანეს მე-20 დღისა გადასცემს ცესკოს. საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების
პერიოდში, არჩევნების დანიშვნიდან არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 21-ე დღისა, ამომრჩეველი
თავისუფლდება
საკონსულო
აღრიცხვისთვის
დაწესებული
საკონსულო
მოსაკრებლის
გადახდისაგან. საზღვარგარეთ რეგისტრირებულ პირთა სიას ადგენს სააგენტო და კენჭისყრამდე
არაუგვიანეს მე-20 დღისა გადასცემს ცესკოს.“.
3. 34-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:
„ბ1) რეგისტრირებულია საზღვარგარეთ, აღინიშნება „რეგისტრირებულია საზღვარგარეთ“;“.
4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 18517 მუხლი:
„მუხლი 18517. არჩევნებში იმ ამომრჩევლის მონაწილეობის დროებითი წესი, რომელიც მოიხსნა
საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან, ან რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად
გამოცხადდა სააგენტოს გადაწყვეტილებით, ან რომელიც რეგისტრირებულია მისამართის მითითების
გარეშე
1. ამომრჩეველი, რომელსაც გააჩნია იურიდიული ძალის მქონე საქართველოს მოქალაქის
პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი და რომელიც მოიხსნა საცხოვრებელი
ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან, ან რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა
სააგენტოს გადაწყვეტილებით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეიტანება ბოლო რეგისტრაციის
ადგილის (მისამართის) ან ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილის (მისამართის)
მიხედვით. სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი
ადგილის (მისამართის) არარსებობის შემთხვევაში, შესაბამისი ამომრჩეველი ვალდებულია,
არჩევნების დანიშვნიდან არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 21 დღისა, გამოცხადდეს სააგენტოში,
მიუთითოს თავისი ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილი (მისამართი) და გადაიღოს
ფოტოსურათი ციფრულ ფორმატში. ასეთ შემთხვევაში ამომრჩეველი თავისუფლდება „საქართველოს
იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული
პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების
ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ
მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის
დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებით
განსაზღვრული
ფოტოსურათის
გადაღებისათვის
დადგენილი
მომსახურებების
საფასურის
გადახდისაგან.
2. მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებული პირი, რომელსაც გააჩნია იურიდიული
ძალის მქონე საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი,
ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეიტანება სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული
ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილის (მისამართის) მიხედვით, ხოლო ასეთის
არარსებობის შემთხვევაში, მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებული პირი არჩევნებში
მონაწილეობისათვის ვალდებულია, არჩევნების დანიშვნიდან არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 21
დღისა, გამოცხადდეს სააგენტოში, მიუთითოს თავისი ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი
ადგილი (მისამართი) და გადაიღოს ფოტოსურათი ციფრულ ფორმატში. ასეთ შემთხვევაში
ამომრჩეველი თავისუფლდება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში
მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების
სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის
მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების
ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011
წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებით განსაზღვრული ფოტოსურათის გადაღებისათვის
დადგენილი მომსახურებების საფასურის გადახდისაგან.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული წესი მოქმედებს 2023 წლის 1 ივნისამდე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების
შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შეიცავს მთელ
რიგ დებულებებს ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირებასთან დაკავშირებით. თუმცა,
არსებული რეგულაციების ცალკეული საკითხები დასახვეწია, რაც აღნიშნულ კოდექსში
სათანადო ცვლილებების შეტანას საჭიროებს.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების პროცესის
გაუმჯობესება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
1. კანონპროექტით ზუსტდება კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის რედაქცია და
განისაზღვრება, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით
გადაადგილებული პირი ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეჰყავთ მისი ფაქტობრივი
საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი რეგისტრაციის
მისამართი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის
მიხედვით, არის ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
კოდექსის
მოქმედი
რედაქციის
თანახმად,
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი ერთიან საარჩევნო სიაში შეჰყავთ
ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. თუმცა, საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე ზოგიერთ
ამომრჩეველს რეგისტრაციის ადგილად მითითებული აქვს საქართველოს ცენტრალური
ხელისუფლების
მიერ
კონტროლირებად
ტერიტორიაზე
არსებული
მისამართი.
შესაბამისად, მიზანშეწონილია, რომ ეს პირები საარჩევნო სიაში მოხვდნენ სწორედ ამ
მისამართით, ხოლო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით
გადაადგილებულ პირთა ის კატეგორია, რომლის რეგისტრაციის მისამართი ოკუპირებულ
ტერიტორიაზეა, საარჩევნო სიაში კვლავ შევა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის
მიხედვით.
2.
დღეის
მდგომარეობით,
არსებობს
საარჩევნო
ხმის
უფლების
მქონე,
რეგისტრაციიდან მოხსნილი 97775 ამომრჩეველი (1), რომელთაგან აქტიური პირადობის
დამადასტურებელი დოკუმენტი აქვს მხოლოდ 35921 პირს.1 ამავდროულად არსებობს
მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებული, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის
მქონე,
საქართველოს
25724
მოქალაქე
(2)
და
მისამართის
მითითების
გარეშე
რეგისტრირებული საქართველოს 1156 მოქალაქე, რომლის ფაქტობრივი საცხოვრებელი
ადგილი
უცნობია
(3).
რეგისტრაციასთან
დაკავშირებული
პრობლემების
გამო,
ზემომითითებული, პირობითად, სამ ჯგუფად წარმოდგენილი სრულწლოვანი პირები,
მოქმედი ნორმების თანახმად, ვერ ხვდებიან საარჩევნო სიაში და, შესაბამისად, ვერ მიიღებენ
არჩევნებში მონაწილეობას.
ეს პრობლემა წელს არ შექმნილა. მის გადასაჭრელად, 2014 წლიდან დღემდე,
სახელმწიფო სხვადასხვა ზომას მიმართავდა:
ა) 2014 წელს, არჩევნებში მონაწილეობის უფლებით ამ პირთა უზრუნველყოფა მოხდა
საარჩევნო კოდექსში 2014 წლის 07 მარტს შეტანილი 1855 მუხლის საფუძველზე, რომელიც
გარდამავალი
შინაარსის
იყო
და
მოქმედება,
არსებითად,
თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების შემდეგ შეწყვიტა;
ადგილობრივი
ბ) გარდა ამისა, 2014 წლიდან დღემდე, ე.წ. რეგისტრაციიდან მოხსნილი პირების
რაოდენობის
სხვადასხვა
შესამცირებლად
ზომას,
მაგ.:
საქართველოს
კონკრეტულ
იუსტიციის
მისამართზე
სამინისტრო
რეგისტრაციის
მიმართავს
შემთხვევაში,
რეგისტრაციიდან მოხსნილი პირი თავისუფლდება საქართველოს მოქალაქის პირადობის
ელექტრონული მოწმობის გაცემისათვის და ფოტოსურათის გადაღებისათვის
გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან. თუმცა, ე.წ. უსაბუთო
პირებისგან განსხვავებით, რომლებიც მასიურად იღებენ უფასოდ პირადობის მოწმობებს,
რეგისტრაციიდან მოხსნილი პირები პასიურობით გამოირჩევიან: 2018 წლის 1 მარტიდან 16
აპრილის მდგომარეობით შეღავათით ისარგებლა და რეგისტრაცია განაახლა მხოლოდ 462მა მოქალაქემ, მაშინ როცა, იმავე პერიოდში, 28687-მა უსაბუთო პირმა აიღო პირადობის
მოწმობა. პასიურობის დასაძლევად, 2018 წლის 1 მარტიდან 16 აპრილამდე, სააგენტო
ტელეფონით დაუკავშირდა 2906 მოქალაქეს და ეს პროექტი ამჟამადაც მიმდინარეობს;
გ) 2016 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მიზნებისათვის
საარჩევნო კოდექსში 2016 წლის 12 ივლისს განხორციელდა ცვლილება. ახალი, 18512 მუხლის
საფუძველზე, არჩევნებში მონაწილეობის უფლებით უზრუნველყოფა მოხდებოდა იმ
შემთხვევაში, თუ ამომრჩეველი, რომელიც მოიხსნა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით
1
თუმცა, არა მხოლოდ რეგისტრაციიდან მოხსნილ და ამავდროულად უსაბუთო, არამედ, ზოგადად, უსაბუთო
პირთა რიცხვი ყოველკვირეულად მცირდება, ვინაიდან, ბოლო სამი წლის მანძილზე ყოველ არჩევნებამდე
რამდენიმე თვით ადრე გამოიცემა საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება ე.წ. უსაბუთო პირებზე
პირადობის მოწმობის უფასოდ გაცემის შესახებ. მაგალითისთვის, წელს, 2018 წლის 1 მარტიდან (იუსტიციის
მინისტრის ბრძანების ძალაში შესვლის თარიღი) 16 აპრილამდე 28687 უსაბუთო პირმა აიღო პირადობის მოწმობა
უფასოდ და, შესაბამისად, შეძლებს 2018 წლისა და მომდევნო წლების არჩევნებში მონაწილეობის მიღებას.
რეგისტრაციიდან, ან რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს
გადაწყვეტილებით, ან რომელიც რეგისტრირებული იყო მისამართის მითითების გარეშე,
2016 წლის 1 აგვისტომდე გამოცხადდებოდა სააგენტოში და გაივლიდა რეგისტრაციას
საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ან მხოლოდ მიუთითებდა თავის ფაქტობრივ
საცხოვრებელ ადგილს და გადაიღებდა ფოტოსურათს ციფრულ ფორმატში. 18512 მუხლიც
გარდამავალი შინაარსის იყო და მოქმედება არჩევნების შემდეგ შეწყვიტა. ასეც რომ არ
ყოფილიყო, 12 ივლისი-1 აგვისტოს პერიოდი მოკლე დრო აღმოჩნდა იმისათვის, რომ
შესაბამის ამომრჩევლებს საჭირო ნაბიჯები გადაედგათ, რაც გახდა კიდეც OSCE ODIHR-ის
დასკვნაში კრიტიკის საგანი. ამიტომაც, პრობლემის აღმოსაფხვრელად, საქართველოს
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2016 წლის 10 აგვისტოს გამოსცა დადგენილება 55/2016
„საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის/ადგილობრივი თვითმმართველობის
წარმომადგენლობითი
არჩევნებისათვის
და
აღმასრულებელი
ამომრჩეველთა
ერთიანი
ორგანოების
სიის
შუალედური/რიგგარეშე
ფორმირების
დამატებითი
წესის
განსაზღვრის შესახებ“, რომლის საფუძველზეც ერთჯერადად მოგვარდა საკითხი2;
დ) 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მიზნებისათვის,
საარჩევნო კოდექსში კვლავ შევიდა ცვლილება და კოდექსს დაემატა გარდამავლი შინაარსის
ნორმა - 18513 მუხლი, რომლითაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში
მონაწილეობის უფლებით რეგისტრაციის პრობლემების მქონე პირთა საარჩევნო უფლებით
უზრუნველყოფა მოხდა იმავე პირობების გათვალისწინებით, რომლებიც იყო დადგენილი
2016 წელს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნებისათვის.
ზემოაღნიშნულიდან
ცხადია,
რომ
სახელმწიფოს
მიერ
საკანონმდებლო
თუ
ადმინისტრაციულ დონეზე, ყოველ საარჩევნო წელს იდგმება ნაბიჯები რეგისტრაციიდან
მოხსნილი პირების მიერ საარჩევნო უფლების რეალიზების ხელშესაწყობად.
თუმცა, 2014-2017 წლებში პროცესზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ ამომრჩეველთა
მოცემული ნაწილის პრობლემის მოგვარება კიდევ გარკვეულ დროს მოითხოვს. როგორც
აღინიშნა, რეგისტრაციიდან მოხსნილი პირები, უსაბუთო პირებისგან განსხვევებით,
პასიური ქცევით გამოირჩევიან, ასე მაგალითად, 2016 წელს, პირადობის მოწმობების 9
თვიანი აქციის მიუხედავად (15 თებერვალი-30 ოქტომბერი), 98767 რეგისტრაციიდან
მოხსნილი ამომრჩევლიდან მხოლოდ 10063-მა გაიარა მისამართზე რეგისტრაცია და 19-მა
მიუთითა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი. 2017 წელს კი, პირადობის მოწმობების 9
2
მუხლი 1
1. ამომრჩეველი, რომელიც მოიხსნა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან, ან რომლის
რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს
გადაწყვეტილებით, ამომრჩევლთა ერთიან სიაში შეიტანება ბოლო რეგისტრაციის ადგილის ან ფაქტობრივი
(დროებითი) საცხოვრებელი ადგილის (მისამართის) მიხედვით;
2. ამომრჩეველი, რომელიც რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე, ამომრჩეველთა ერთიან სიაში
შეიტანება ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილის (მისამართის) მიხედვით.
თვიანი აქციის მიუხედავად (15 თებერვალი-30 ოქტომბერი), 95358 რეგისტრაციიდან
მოხსნილი ამომრჩევლიდან რეგისტრაცია გაიარა 2164-მა ამომრჩეველმა.
ამავდროულად, მნიშვნელოვანია აღინიშნოს OSCE ODIHR-ის 2016 წლის დასკვნაში
მოცემული რეკომენდაცია, რომლის თანახმადაც, ერთჯერადად გარდამავალი დებულების
მიღების
ნაცვლად,
სასურველია,
რეგისტრირებული
მისამართის
არმქონე
ამომრჩევლებისათვის მოძებნილ იქნეს გრძელვადიანი გამოსავალი და ამომრჩეველთა
რეგისტრაციასთან დაკავშირებულ მოთხოვნებში ცვლილებები არჩევნების დღემდე ბევრად
ადრე გატარდეს. ანალოგიური რეკომენდაციები გაიცა იმავე ორგანიზაციის მიერ 2017 წლის
21 ოქტომბერსა და 12 ნოემბერს ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის
არჩევნების პროცესზე დაკვირვების შედეგად.
ყოველივე
ზემოაღნიშნულიდან
გამომდინარე,
შემოთავაზებულია,
5
წლიანი
მოქმედების პერიოდით (2023 წლის 1 ივნისამდე) საარჩევნო კოდექსისათვის 185 მუხლის
17
დამატება, რომლითაც
განისაზღვრება არჩევნებში იმ ამომრჩევლის მონაწილეობის
დროებითი წესი, რომელიც მოიხსნა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან,
ან რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს გადაწყვეტილებით,
ან რომელიც რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე. კერძოდ: ამომრჩეველი,
რომელიც მოიხსნა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან, ან რომლის
რეგისტრაციაც
ძალადაკარგულად
გამოცხადდა
სააგენტოს
გადაწყვეტილებით,
ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეიტანება ბოლო რეგისტრაციის ადგილის ან ფაქტობრივი
(დროებითი) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მისამართის მითითების გარეშე
რეგისტრირებული პირი ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეიტანება სააგენტოს მონაცემთა
ელექტრონულ ბაზაში არსებული ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილის
მიხედვით. იმ შემთხვევაში კი, როდესაც მონაცემთა ბაზაში ფაქტობრივი (დროებითი)
საცხოვრებელი
ადგილის
მონაწილეობისათვის
შესახებ
შესაბამისი
ინფორმაცია
ამომრჩეველი
დაცული
არ
ვალდებული
არის,
არჩევნებში
იქნება,
არჩევნების
დანიშვნიდან არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 21 დღისა, გამოცხადდეს სააგენტოში,
მიუთითოს თავისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი (მისამართი) და გადაიღოს
ფოტოსურათი ციფრულ ფორმატში. ასეთ შემთხვევაში, ამომრჩეველი თავისუფლდება
სხვადასხვა მომსახურების საფასურის გადახდისაგან. დაზუსტებას არ საჭიროებს ის ფაქტი,
რომ საარჩვენო სიაში შეყვანის აუცილებელ პირობად კვლავ დარჩება იურიდიული ძალის
მქონე საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის
პასპორტის ფლობა.
3. კოდექსს ემატება ნორმა, რომელიც განსაზღვრავს ცესკოს უფლებამოსილებას,
გამოითხოვოს და მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში მიიღოს მონაცემები საარჩევნო
უფლების მქონე პირთა შესახებ ყველა იმ დაწესებულებიდან, საიდანაც მას ეს მონაცემები
მიეწოდება არა მარტო წელიწადში ოთხჯერ - კონკრეტულ კალენდარულ დღეს (ყოველი
წლის 1 თებერვალს, 1 მაისს, 15 ივლისსა და 1 ნოემბერს), როგორც ამჟამად არის დადგენილი,
არამედ, საჭიროებისამებრ. მონაცემების გამოთხოვის აუცილებლობა დადასტურებულია
ბოლო წლების პრაქტიკით და უკავშირდება წინასაარჩევნო პერიოდში მონაცემების
ინტენსიური განახლების მოთხოვნას.
4. კოდექსის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტს ემატება „ბ1“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად,
სხვა სახელმწიფოში მყოფი პირის შესახებ, რომელიც რეგისტრირებულია საზღვარგარეთ,
კეთდება აღნიშვნა, რომ იგი „რეგისტრირებულია საზღვარგარეთ“, ნაცვლად აღნიშვნისა „იმყოფება უცხოეთში“.
გარდა ამისა, ცვლილებები შედის კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“
ქვეპუნქტისა და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის რედაქციებშიც, რომლითაც
საზღვარგარეთ რეგისტრირებულ პირებს მინიჭებული აქვთ აქტიური საარჩევნო უფლება.
კოდექსის
მოქმედი
რედაქციით,
ენჭისყრის
დღეს
სხვა
სახელმწიფოში
მყოფი
ამომრჩევლები, რომლებიც დგანან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე, აგრეთვე
ამომრჩევლები, რომლებიც არ დგანან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე, მაგრამ
არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 21-ე დღისა რეგისტრაციას გაივლიან სხვა სახელმწიფოში
შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში ან საკონსულო დაწესებულებაში, იღებენ არჩევნებში
მონაწილეობას, ხოლო ის ამომრჩევლები, რომლებიც რეგისტრირებული არიან
საზღვარგარეთ, მაგრამ არ დგანან საკონსულო აღრიცხვაზე, ვერ ხვდებიან ვერც ერთიან
საარჩევნო სიაში და ვერც სპეციალურ სიაში. ვინაიდან მისამართზე რეგისტრაციის ადგილი
წარმოადგენს მოქალაქეთა მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, სააგენტოს ბაზებში დაცული
მონაცემების მიხედვით საზღვარგარეთ რეგისტრირებული პირები გაუთანაბრდებიან
საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ პირებს, მოხვდებიან სპეციალურ სიაში და მიენიჭებათ
აქტიური საარჩევნო უფლება.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
საჭიროების შემთხვევაში, ცალკეული ღონისძიებების დაფინანსება განხორციელდება
საარჩევნო ადმინისტრაციისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების
ფარგლებში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის
მიღება
არ
გამოიწვევს
სახელმწიფოს
ახალ
ფინანსურ
ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
არჩევნებში
მონაწილეობის
მისაღებად
ის
ამომრჩეველი,
რომელიც
მოიხსნა
საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან, ან რომლის რეგისტრაციაც
ძალადაკარგულად
გამოცხადდა
სააგენტოს
გადაწყვეტილებით,
ან
რომელიც
რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე, თუ გამოცხადდება სააგენტოში
არჩევნების
დანიშვნიდან არჩევნების
დღემდე არაუგვიანეს 21 დღისა და გადაიღებს
ფოტოსურათს ციფრულ ფორმატში, გათავისუფლდება „საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების
ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ
მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის
წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508
დადგენილებით
განსაზღვრული
ფოტოსურათის
გადაღებისათვის
დადგენილი
მომსახურებების საფასურის გადახდისაგან, რაც, შესაბამისად, აისახება სსიპ - სახელმწიფო
სერვისების განვითარების სააგენტოს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ეს წესი 2023 წლის
1 ივნისამდე იმოქმედებს.
ასეთი მიდგომა, თავისთავად, სიახლეს არ წარმოადგენს - 2013 წლიდან დღემდე
ზემოაღნიშნული კატეგორიის პირების არჩევნებში დაუბრკოლებელი მონაწილეობის
ხელშეწყობის მიზნით, საარჩევნო კოდექსის გარდამავლი დებულებების (მუხ. 1853, 1854,
18512, 18513) საფუძველზე, ასევე იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებული
ღონისძიებების შედეგად, ისინი თავისუფლდებოდნენ საქართველოს მთავრობის 2011 წლის
29 დეკემბრის №508 დადგენილებით ფოტოსურათის გადაღებისათვის განსაზღვრული
მომსახურების საფასურის გადახდისაგან.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებელის ან სხვა სახის
გადასახდელის დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის გარშემო კონსულტაციები გაიმართა საქართველოს ცენტრალურ
საარჩევნო კომისიასა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო
დეპარტამენტთან, რომელთა მოსაზრებებიც ასახულია წინამდებარე ტექსტში.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ იმ მუხლის
(მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი
კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 31. ამომრჩეველთა ერთიანი სია და მისი ფორმირების წესი
1. ამომრჩეველთა ერთიანი სია არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
რეგისტრირებულ, აქტიური საარჩევნო უფლების მქონე პირთა სია, რომელიც იყოფა საარჩევნო
უბნების მიხედვით.
2. ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეიტანება ამომრჩევლის შესახებ შემდეგი მონაცემები:
ა) გვარი, სახელი;
ბ) დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
გ) მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის
მიხედვით);
დ) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;
ე) ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან
იძულებით
გადაადგილებული
პირისთვის,
მისამართის
მითითების
გარეშე
რეგისტრირებული პირისთვის, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან
მოხსნილი პირისთვის, აგრეთვე პირისთვის, რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად
გამოცხადდა სააგენტოს გადაწყვეტილებით, აღინიშნება დროებითი საცხოვრებლის
მისამართი; სხვა სახელმწიფოში მყოფი პირისთვის მიეთითება „საკონსულო აღრიცხვაზეა“,
ხოლო თუ ასეთი პირი არ დგას საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე – „იმყოფება
უცხოეთში“);
ვ) ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრაციის თარიღი;
ზ) ფოტოსურათი (სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული უახლესი
ფოტოსურათი ციფრულ ფორმატში);
თ) სქესი.
3. ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამომრჩევლის მონაცემები შეიტანება მისი რეგისტრაციის
ადგილის მიხედვით. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით
გადაადგილებული პირი ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეჰყავთ მისი ფაქტობრივი
საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
4. ცესკო პასუხისმგებელია ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირებისათვის, მისი
კომპიუტერული დამუშავებისა და საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ნაწილის
(გვარი, სახელი; ფოტოსურათი; დაბადების თარიღი; მისამართი საქართველოს მოქალაქის
პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით, აგრეთვე ფაქტობრივი
საცხოვრებელი ადგილის მისამართი – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან
იძულებით
გადაადგილებული
პირისთვის,
მისამართის
მითითების
გარეშე
რეგისტრირებული პირისთვის, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან
მოხსნილი პირისთვის და პირისთვის, რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად
გამოცხადდა სააგენტოს გადაწყვეტილებით; ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამომრჩევლის
რეგისტრაციის თარიღი) ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებისათვის.
5. ამომრჩეველთა ერთიანი სია დგება:
ა) სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არსებული, შესაბამის ტერიტორიაზე საცხოვრებელი ადგილის
მიხედვით რეგისტრირებულ პირთა, მათ შორის, იმ პირთა შესახებ მონაცემების საფუძველზე,
რომლებსაც არჩევნების დღისთვის უსრულდებათ 18 წელი, აგრეთვე გარდაცვლილთა შესახებ
მონაცემების საფუძველზე. ამომრჩეველთა ერთიან სიაში არ შეიტანება იმ პირთა შესახებ
მონაცემები, რომელთა სახელზე ბოლოს გაცემული პირადობის დამადასტურებელი
დოკუმენტი გაუქმდა გაყალბების ან ბათილად ცნობის გამო, ან რომელთაც არ აუღიათ
მიმდინარე არჩევნების დროისთვის იურიდიული ძალის მქონე საქართველოს მოქალაქის
პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი, თუ ეს პირები არჩევნების
დღემდე არაუგვიანეს მე-13 დღისა რეგისტრაციას არ გაივლიან სააგენტოში;
ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ იმ პირთა შესახებ გადაცემული
მონაცემების საფუძველზე, რომლებიც გარდაიცვალნენ, მაგრამ მათი ოჯახის წევრებს არ
მიუმართავთ სააგენტოსთვის გარდაცვალების მოწმობის მისაღებად, აგრეთვე იმ ქუჩებისა და
საცხოვრებელი სახლების შესახებ გადაცემული ინფორმაციის საფუძველზე, რომლებსაც
შეეცვალა სახელწოდება/ნომერი;
გ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა,
განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ან/და მისი ტერიტორიული ორგანოების მიერ
იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ გადაცემული მონაცემების საფუძველზე;
დ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს,
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის
სპეციალური სამსახურის მიერ იმ სამხედრო მოსამსახურეთა და სპეციალური წოდების მქონე
პირთა, აგრეთვე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ ამ
სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის, პენიტენციური დეპარტამენტისა და
პენიტენციური დაწესებულების იმ მოსამსახურეთა შესახებ გადაცემული მონაცემების
საფუძველზე, რომელთა სამსახურის პირობები მოითხოვს მათ ყოფნას რეგისტრაციის
ადგილისაგან განსხვავებულ მისამართზე, რომელიც სხვა საარჩევნო ოლქს მიეკუთვნება;
ე) საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა ხელმძღვანელების მიერ იმ ამომრჩეველთა
შესახებ გადაცემული მონაცემების საფუძველზე, რომლებიც საქართველოს საკონსულო
აღრიცხვაზე დგანან;
ვ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ იმ
პირთა შესახებ გადაცემული მონაცემების საფუძველზე, რომლებიც სასამართლომ
მხარდაჭერის მიმღებებად ცნო და რომლებიც, „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისად, სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არიან
მოთავსებული;
ზ) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ იმ პირთა შესახებ
გადაცემული მონაცემების საფუძველზე, რომელთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით
გამოყენებულია პატიმრობა, რომლებსაც სასჯელის სახით შეეფარდათ თავისუფლების
აღკვეთა ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის, აგრეთვე იმ პირთა შესახებ გადაცემული
მონაცემების საფუძველზე, რომლებსაც სასჯელის სახით შეეფარდათ თავისუფლების აღკვეთა
მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის და არჩევნების დღისათვის სასჯელის
ვადის გასვლის გამო გათავისუფლებული იქნებიან პენიტენციური დაწესებულებიდან.
6. ცესკოს მიერ ამომრჩეველთა ერთიანი სიის და ამ სიის მონაცემთა ელექტრონული ბაზის
განახლების მიზნით:
ა) ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებში მითითებული დაწესებულებები წელიწადში
ოთხჯერ – ყოველი წლის 1 თებერვალს, 1 მაისს, 15 ივლისს და 1 ნოემბერს − საარჩევნო
უფლების მქონე პირთა შესახებ, ხოლო იმავე პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებში მითითებული
დაწესებულებები − იმავე ვადებში საარჩევნო უფლების არმქონე პირთა შესახებ განახლებულ
ან ახალ მონაცემებს გადასცემენ ცესკოს;
ბ) სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოები ვალდებული არიან, თავიანთი კომპეტენციის შესაბამისად, გეოგრაფიული
ობიექტის − თვითმმართველი ერთეულის, დასახლების, თვითმმართველი ქალაქის
ადმინისტრაციული ერთეულის, ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნის, მიკრორაიონის,
სხვა ტერიტორიული ერთეულის, მოედნის, პროსპექტის (გამზირის), გზატკეცილის, ქუჩის,
შესახვევის, ჩიხის, გასასვლელის, სანაპიროს, ესპლანადის, ბულვარის, ხეივნის − სახელდების
შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში ინფორმაცია გაუგზავნონ ცესკოს და
სააგენტოს.
7. საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამ კანონის შესაბამისად
რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს, ამ კანონის 39-ე მუხლით
განსაზღვრულ დამკვირვებელ ორგანიზაციას, ამომრჩეველს უფლება აქვს, გაეცნოს ცესკოში,
საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში არსებულ ამომრჩეველთა სიების საჯარო
ინფორმაციისთვის მიკუთვნებულ ვერსიას (ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება
აქვს, გაეცნოს მხოლოდ შესაბამისი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებში
რეგისტრირებულ ამომრჩეველთა სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებულ ვერსიას.
ამომრჩეველს უფლება აქვს, მოითხოვოს მხოლოდ მის და მისი ოჯახის წევრთა შესახებ
არსებული ყველა მონაცემის გაცნობა და მათში ცვლილების შეტანა) და უზუსტობის
აღმოჩენის შემთხვევაში არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-18 დღისა, ხოლო არასაარჩევნო
პერიოდში – ნებისმიერ დროს მოითხოვოს ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებსა და
ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანა. მონაცემების გაცნობა და ასლის გაცემა ხდება
საჯარო ინფორმაციის გაცნობისა და გაცემისთვის საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით.
7 1.
ამომრჩეველთა
ერთიანი
სიის
საჯარო
ინფორმაციისთვის
განკუთვნილი
ფოტოსურათებიანი ვერსია ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ პირს გადაეცემა მხოლოდ
ელექტრონული სახით. უფლებამოსილმა პირმა სიის მისაღებად შესაბამის საარჩევნო
კომისიას
უნდა
წარუდგინოს
სათანადო
მოცულობის
მქონე
ინფორმაციის
ელექტრომატარებელი.
7 2. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 85-ე
მუხლის პირველი პუნქტისა და 85 2 და 85 4მუხლების მოთხოვნათა შესრულების მიზნით,
ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა (ამომრჩეველთა)
მონაწილეობის უზრუნველსაყოფად თვითმმართველი ქალაქის/ თვითმმართველი თემის
აღმასრულებელ ორგანოს, მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე, შესაძლებელია
გადაეცეს შესაბამისი მუნიციპალიტეტის საზღვრებში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა სიის
საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (ფოტოსურათების გარეშე). ცესკოს მიერ
გადაცემული პერსონალური მონაცემების შემცველი ამომრჩეველთა ერთიანი სიის დაცვისა და
გაუმჟღავნებლობისათვის
პასუხისმგებელია
შესაბამისი
თვითმმართველი
ქალაქის/თვითმმართველი თემის ორგანო.
8. საარჩევნო პერიოდში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ამოწმებს ამომრჩეველთა
სიებს. შემოწმების შედეგებს განიხილავს და სათანადო გადაწყვეტილებას იღებს საოლქო
საარჩევნო კომისია განცხადების მიღებიდან 2 დღის ვადაში, მაგრამ არჩევნების დღემდე
არაუგვიანეს მე-16 დღისა. ამ კომისიის განკარგულება ამომრჩეველთა შესახებ
მონაცემებში/ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ
დასაბუთებული უნდა იყოს და მისი გამოცემის მომდევნო დღიდან, მოთხოვნისთანავე უნდა
გადაეცეს განმცხადებელს.
81. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის, საოლქო საარჩევნო
კომისიის მიმართვის შემთხვევაში სააგენტო ვალდებულია დაუყოვნებლივ მიაწოდოს
საოლქო საარჩევნო კომისიას შესაბამისი ინფორმაცია.
9.
საოლქო
საარჩევნო
კომისიის
განკარგულება
ამომრჩეველთა
შესახებ
მონაცემებში/ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანის შესახებ 2 დღის ვადაში გადაეცემა
ცესკოსა და შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას.
10.
საოლქო
საარჩევნო
კომისიის
განკარგულება
ამომრჩეველთა
შესახებ
მონაცემებში/ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ მისი
გამოცემიდან 2 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის რაიონულ/საქალაქო
სასამართლოში. სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლოს
გადაწყვეტილება 2 დღის ვადაში, მაგრამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-13 დღისა, უნდა
გადაეცეს საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელმაც სათანადო ინფორმაცია დაუყოვნებლივ
უნდა მიაწოდოს ცესკოს და შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას. საარჩევნო კომისიებმა
სათანადო ცვლილება დაუყოვნებლივ
მონაცემებში/ამომრჩეველთა სიებში.
უნდა
შეიტანონ
ამომრჩეველთა
შესახებ
11. საუბნო საარჩევნო კომისიას არაუგვიანეს მისი პირველი შეკრების დღისა გადაეცემა ცესკოს
მიერ დამოწმებული ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის
მიკუთვნებული ვერსია, ხოლო არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-2 დღისა – დაზუსტებული
სიების საბოლოო ვერსია (საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილი და საჯარო
ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსიები). ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო
ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (ფოტოსურათების გარეშე) დაუყოვნებლივ უნდა
გამოიკრას საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში თვალსაჩინო ადგილას.
12. იმ ამომრჩევლის რეგისტრაციის საკითხს, რომელმაც კანონით დადგენილ ვადაში ვერ
გაიარა რეგისტრაცია, განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტების (საქართველოს მოქალაქის
პასპორტში ჩანაწერი საზღვრის გადაკვეთის შესახებ, ცნობა სტაციონარული სამკურნალო
დაწესებულებიდან, პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების ცნობა) წარდგენის
შემთხვევაში წყვეტს საოლქო საარჩევნო კომისია განკარგულებით. ამომრჩევლის განცხადებას
საოლქო საარჩევნო კომისია განიხილავს მისი მიღებიდან 2 დღის ვადაში, ხოლო თუ
კენჭისყრის დღემდე დარჩენილია 2 დღეზე ნაკლები – დაუყოვნებლივ. უარყოფითი
გადაწყვეტილების შესახებ ამომრჩეველს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ. თუ ასეთი
ამომრჩეველი არჩევნებში მონაწილეობის მიღების მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციას
მიმართავს კენჭისყრის დღეს, მას რეგისტრაციაში ატარებს შესაბამისი საუბნო საარჩევნო
კომისია და ამომრჩეველთა სიებს დაურთავს დოკუმენტების ფოტოასლებს.
13. აკრძალულია ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანა არჩევნების დღემდე ბოლო 12
დღის განმავლობაში, გარდა ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა,
ხოლო არჩევნების დღემდე მე-15-დან მე-12 დღემდე ცვლილება შეიტანება მხოლოდ
სასამართლოს გადაწყვეტილებით.
14. არჩევნების დანიშვნიდან 5 დღის ვადაში და შემდგომ, კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-5
დღისა ცესკო თავის ვებგვერდზე აქვეყნებს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას
საქართველოში და საქართველოს ყოველ საარჩევნო ოლქში.
მუხლი 32. ამომრჩეველთა სპეციალური სია
1. ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეჰყავთ:
ა) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები, რომლებიც საარჩევნო კომისიებში საქმიანობის
გამო კენჭისყრის დღეს ვერ მონაწილეობენ არჩევნებში თავიანთი რეგისტრაციის ადგილის
მიხედვით. ეს პირები სიაში შეჰყავს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას წინასწარ
განსაზღვრულ საარჩევნო უბანში, კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-5 დღისა;
ბ) ამომრჩევლები, რომლებიც სამკურნალოდ წვანან საავადმყოფოში ან სხვა სტაციონარულ
სამკურნალო დაწესებულებაში და, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე,
კენჭისყრის დღისთვის ვერ იქნებიან გაწერილი ამ დაწესებულებიდან. ამ პირთა სიას ადგენს
შესაბამისი სამკურნალო დაწესებულების ხელმძღვანელი და კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-6
დღისა გადასცემს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას;
გ) ამომრჩევლები, რომლებიც კენჭისყრის დღეს პატიმრობაში იმყოფებიან. ამ პირთა სიას
ადგენს შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელი და კენჭისყრამდე
არაუგვიანეს მე-6 დღისა გადასცემს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას;
გ 1) ამომრჩევლები, რომლებიც კენჭისყრის დღეს ადმინისტრაციულ პატიმრობაში
იმყოფებიან. ამ პირთა სიას ადგენს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი და
კენჭისყრამდე არაუგვიანეს 4 დღისა გადასცემს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას;
დ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს,
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის
სპეციალური სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები და სპეციალური წოდების მქონე პირები,
აგრეთვე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო
დეპარტამენტის, პენიტენციური დეპარტამენტისა და პენიტენციური დაწესებულების ის
მოსამსახურეები, რომელთა სამსახურის პირობები ან ჯანმრთელობის მდგომარეობა
მოითხოვს არჩევნების დღეს მათ ყოფნას რეგისტრაციის ადგილისაგან განსხვავებულ
მისამართზე, რომელიც სხვა საარჩევნო ოლქს მიეკუთვნება. ამ მოსამსახურეთა სიას ადგენენ
შესაბამისი
სამხედრო
დანაყოფების/ნაწილების
მეთაურები
ან
შესაბამისი
დაწესებულებების/დანაყოფების ხელმძღვანელები და გადასცემენ შესაბამის საოლქო
საარჩევნო კომისიას:
დ.ა) მორიგი საერთო, რიგგარეშე და შუალედური არჩევნებისას − კენჭისყრის დღემდე
არაუგვიანეს 25-ე დღისა;
დ.ბ) სამხედრო სამსახურში გაწვევის შედეგების გათვალისწინებით − კენჭისყრის დღემდე
არაუგვიანეს მე-6 დღისა;
დ1) შუალედური არჩევნებისას, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ორგანოთა რიგგარეშე
არჩევნებისას − ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დაწესებულებების ის
მოსამსახურეები, რომლებიც ბოლო მორიგი არჩევნებისას შესაბამის ამომრჩეველთა
სპეციალურ სიაში იქნენ შეყვანილი;
ე) კენჭისყრის დღეს სხვა სახელმწიფოში მყოფი ამომრჩევლები, რომლებიც დგანან
საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე, აგრეთვე ამომრჩევლები, რომლებიც არ დგანან
საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე, მაგრამ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 21-ე დღისა
რეგისტრაციას გაივლიან სხვა სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში ან
საკონსულო დაწესებულებაში. ამ პირთა სიას ადგენს შესაბამისი საკონსულო დაწესებულების
ხელმძღვანელი და კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-20 დღისა გადასცემს ცესკოს. საპარლამენტო
და საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში, არჩევნების დანიშვნიდან არჩევნების დღემდე არა
უგვიანეს 21-ე დღისა, ამომრჩეველი თავისუფლდება
დაწესებული საკონსულო მოსაკრებლის გადახდისაგან;
საკონსულო
აღრიცხვისთვის
ვ) (ამოღებულია - 22.06.2016, №5441).
1 1. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება ამ მუხლის პირველი პუნქტის
„დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოსამსახურეების იმ სამსახურებრივი პირობების
ჩამონათვალი, რომლებიც მოითხოვს არჩევნების დღეს მათ ყოფნას რეგისტრაციის
ადგილისაგან განსხვავებულ მისამართზე, ამ მოსამსახურეთა სიის შედგენისა და შესაბამისი
საოლქო საარჩევნო კომისიისათვის გადაცემის, მათთვის არჩევნებში მონაწილეობისათვის
სათანადო პირობების შექმნის წესი და პირობები, აგრეთვე იმ განსაკუთრებული
სამსახურებრივი პირობების ჩამონათვალი და შესაბამის პირთა კატეგორიები, რომლებიც
კენჭისყრის დღეს სამუშაო ადგილს ამ პირობების გამო ვერ დატოვებენ.
12. (ამოღებულია - 26.07.2017, №1274).
2. ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეტანილი მონაცემების სისწორისთვის პასუხისმგებელია
შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი, რაც დასტურდება მისი ხელმოწერით.
3. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ პირთა, აგრეთვე საკუთარი მონაცემების
საფუძველზე საოლქო საარჩევნო კომისია კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-3 დღისა ადგენს
და განკარგულებით ამტკიცებს სპეციალურ სიებს და ამავე კომისიის თავმჯდომარისა და
მდივნის ხელმოწერებით დაუყოვნებლივ გადასცემს მათ შესაბამის საუბნო საარჩევნო
კომისიას.
4. ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში ამომრჩევლის შეყვანის შემთხვევაში საარჩევნო უბნის
ამომრჩეველთა ერთიან სიაში კეთდება სათანადო აღნიშვნა და დასტურდება საუბნო
საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის ხელმოწერებით.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„გ“ და „ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე ამომრჩეველთა
სპეციალურ სიაში შეყვანილი ამომრჩევლები მონაწილეობენ:
ა) როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ
არჩევნებში, თუ ისინი ადგილსამყოფელს იცვლიან ერთი და იმავე საარჩევნო ოლქის
ტერიტორიაზე, ხოლო მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისას – ერთი და იმავე
ადგილობრივი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე;
ბ) საქართველოს პარლამენტის პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებსა
და საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში, აგრეთვე რეფერენდუმში, თუ ისინი ხმას აძლევენ
სხვა საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე.
51. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ამომრჩეველთა სპეციალურ
სიაში შეყვანილი ამომრჩეველი მონაწილეობს მაჟორიტარული ან/და პროპორციული
საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში ამ მუხლის 52, 53 და მე-6 პუნქტებით დადგენილი
წესით.
52. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ამომრჩეველთა სპეციალურ
სიაში შეყვანილი ამომრჩეველი საქართველოს პარლამენტის პროპორციული/მაჟორიტარული
საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებსა და
მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში, აგრეთვე რეფერენდუმში მონაწილეობის მიზნით
ხმას აძლევს შესაბამისი სამხედრო დანაყოფის/ნაწილის დისლოკაციის ადგილის მიხედვით
შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ განსაზღვრულ საარჩევნო უბანზე (უბნებზე).
53. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ამომრჩეველთა სპეციალურ
სიაში შეყვანილი ამომრჩეველი მონაწილეობს:
ა) საქართველოს პარლამენტის პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებსა
და საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში, აგრეთვე რეფერენდუმში;
ბ) საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში,
თუ იგი შესაბამისი დისლოკაციის ადგილზე განთავსებულია არჩევნების დღისათვის
მუდმივი წესით, არჩევნების დღემდე არანაკლებ 6 თვით და არჩევნების დღიდან სულ მცირე 6
თვით ან მეტი ვადით, ან თუ იგი ადგილსამყოფელს იცვლის ერთი და იმავე საარჩევნო ოლქის
ტერიტორიაზე;
გ) საქართველოს პარლამენტის პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებსა
და საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში, აგრეთვე რეფერენდუმში, თუ კენჭისყრის დღეს
იგი საზღვარგარეთ იმყოფება.
54. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დაწესებულებების
მოსამსახურეები, გარდა იმავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა,
საქართველოს პარლამენტის პროპორციული/მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით
ჩატარებულ არჩევნებში, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებსა და მუნიციპალიტეტის
ორგანოთა არჩევნებში, აგრეთვე რეფერენდუმში ხმას აძლევენ რეგისტრაციის ადგილის
მიხედვით.
6. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, თვითმმართველი
ქალაქის (მათ შორის, ქალაქ თბილისის)/თვითმმართველი თემის მერის არჩევნების დროს ამ
მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოსამსახურე, რომელიც
კენჭისყრის დღეს განთავსებულია:
ა) შესაბამისი დისლოკაციის ადგილზე, არჩევნების დღისათვის მუდმივი წესით, არჩევნების
დღემდე არანაკლებ 6 თვით და არჩევნების დღიდან სულ მცირე 6 თვით ან მეტი ვადით,
მონაწილეობს საკრებულოს როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული საარჩევნო
სისტემით ჩატარებულ არჩევნებსა და მერის არჩევნებში;
ბ) მუდმივი დისლოკაციის ადგილზე, არჩევნების დღისათვის ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით
განსაზღვრულზე ნაკლები ვადით, მონაწილეობს საკრებულოს პროპორციული საარჩევნო
სისტემით ჩატარებულ არჩევნებში, ხოლო მერის არჩევნებსა და საკრებულოს მაჟორიტარული
საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში იგი მონაწილეობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ
მისი დისლოკაციის ადგილი იმ საარჩევნო ოლქის/ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო
ოლქის საზღვრებშია, რომელშიც ის არის რეგისტრირებული საცხოვრებელი ადგილის
მიხედვით.
7. (ამოღებულია - 22.06.2016, №5441).
7 1. ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეიტანება ამომრჩევლის შესახებ იგივე მონაცემები,
რომლებიც არის ამომრჩეველთა ერთიან სიაში. გამონაკლისია ამ მუხლის პირველი პუნქტის
„ა“–„გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული ამომრჩევლები, რომელთა შესახებ მონაცემები
ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში ფოტოსურათების გარეშე შეიტანება, აგრეთვე ამ მუხლის
პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული ამომრჩევლები, რომელთა შესახებ
მონაცემები ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეიძლება ფოტოსურათების გარეშე იქნეს
შეტანილი. ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეიტანება ასევე მონაცემები ამ მუხლის პირველი
პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ამომრჩეველთა მიერ შესაბამისი დისლოკაციის
ადგილზე სამსახურის დაწყებისა და დასრულების თარიღების შესახებ.
8. გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში ამომრჩევლის შეყვანის შემთხვევაში ამომრჩეველთა
სპეციალურ სიაში აღინიშნება „გადასატანი ყუთი“, ასევე მისი შეყვანის მიზეზი და
დასტურდება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის
ხელმოწერებით.
მუხლი 34. ამომრჩეველთა სიების გამოქვეყნება
1. საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია ამომრჩეველთა სიები და მათთან დაკავშირებით
საჩივრის შეტანის კანონით განსაზღვრული წესი კომისიის პირველივე შეკრების დღეს, ხოლო
გადასატანი საარჩევნო ყუთის სია – მისი შედგენისთანავე თვალსაჩინო ადგილას გამოაკრას
საუბნო
საარჩევნო
კომისიისა
და
კენჭისყრის
შენობებში.
ამ
მოთხოვნის
შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება საუბნო საარჩევნო კომისიის
თავმჯდომარეს.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ სიებში, ამ კანონით დადგენილ ვადაში სიებში
შეტანილი მონაცემების შემოწმების საფუძველზე, გრაფაში „ფაქტობრივი მდგომარეობა“, იმ
ამომრჩევლის გვარის გასწვრივ, რომელიც:
ა) სხვა სახელმწიფოში დგას საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე, აღინიშნება „საკონსულო
აღრიცხვაზეა“;
ბ) იმყოფება სხვა სახელმწიფოში, მაგრამ არ დგას საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე,
აღინიშნება „იმყოფება უცხოეთში“;
გ) იმყოფება საქართველოს სამხედრო ძალებისა და შენაერთების ვადიან ან საკონტრაქტო
სამხედრო სამსახურში, აღინიშნება „სამხედრო სამსახურშია“;
დ) შეყვანილია ამომრჩეველთა სპეციალურ
„საავადმყოფოშია“ ან „პატიმრობაშია“;
სიაში,
აღინიშნება
„კომისიის
ე) შეყვანილია გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში, აღინიშნება „გადასატანი ყუთი“.
წევრია“,