„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-05-21
ბიუროს ნომერი 164
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, N33, 09.11.2009, მუხ. 200) მე-10 მუხლში შეტანილ იქნეს
შემდეგი ცვლილება:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს კონსტიტუციური კანონი საქართველოს კონსტიტუციის
განუყოფელი
ნაწილია.
საქართველოს
კონსტიტუციური
კანონი
მიიღება
საქართველოს ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობის განსაზღვრისას
საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ
შემთხვევაში, ავტონომიური რესპუბლიკების სტატუსის განსაზღვრისას და
საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვისას.
ბ) მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. საქართველოს პარლამენტი მიღებულ კანონს 10 დღის ვადაში გადასცემს
საქართველოს პრეზიდენტს.
8. საქართველოს პრეზიდენტი კანონის მისთვის გადაცემიდან 2 კვირის
ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს საქართველოს კონსტიტუციურ კანონს, ორგანულ
კანონსა და კანონს ან მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს საქართველოს
პარლამენტს,
გარდა
ამ
მუხლის
მე-81
პუნქტით
გათვალისწინებული
შემთხვევებისა. თუ პარლამენტი მიიღებს საქართველოს პრეზიდენტის შენიშვნებს,
კანონის
საბოლოო
რედაქცია
5
დღის
ვადაში
გადაეცემა
საქართველოს
პრეზიდენტს, რომელიც 5 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს მას. თუ
პარლამენტი არ მიიღებს საქართველოს პრეზიდენტის შენიშვნებს, კენჭი ეყრება
კანონის პირვანდელ რედაქციას, რომლის მიღების შემთხვევაშიც, კანონი 3 დღის
ვადაში გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც 5 დღის ვადაში ხელს
აწერს და აქვეყნებს მას. თუ საქართველოს პრეზიდენტმა დადგენილ ვადაში არ
გამოაქვეყნა კანონი, ამ ვადის ამოწურვიდან 5 დღის ვადაში, მას ხელს აწერს და
აქვეყნებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.“.
გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:
„81. კონსტიტუციური კანონი, საქართველოს პარლამენტის მიერ სრული
შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით მიღების შემთხვევაში და მომდევნო
მოწვევის პარლამენტის მიერ მისი უცვლელად დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში
ხელმოსაწერად გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც ხელს აწერს და
აქვეყნებს მას გადაცემიდან 5 დღის ვადაში, პარლამენტისთვის შენიშვნებით
დაბრუნების უფლების გარეშე. ხოლო, კონსტიტუციური კანონი, რომელიც
უკავშირდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, საქართველოს პრეზიდენტს
ხელმოსაწერად გადაეცემა მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში, რომელიც ხელს აწერს
და აქვეყნებს მას გადაცემიდან 2 კვირის ვადაში, პარლამენტისთვის შენიშვნებით
დაბრუნების უფლების გარეშე.“.
დ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი არის კანონის ძალის მქონე
საკანონმდებლო აქტი, რომლის მომზადება და მიღება ხდება საქართველოს
კანონის მომზადებისა და მიღებისათვის დადგენილი წესის შესაბამისად და
რომელიც მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული
შემადგენლობის
უმრავლესობა.
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტით
განისაზღვრება პარლამენტის უფლებამოსილება, სტრუქტურა, მუშაობისა და
აღმასრულებელ
პარლამენტის
ხელისუფლებასთან
რეგლამენტს
ხელს
ურთიერთობის
აწერს
და
წესი.
საქართველოს
აქვეყნებს
პარლამენტის
თავმჯდომარე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო
არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
ქუთაისი,
-- --------------- 2018 წ.
N
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის
მიღების
მიზეზია
საქართველოს
კონსტიტუციაში
განხორციელებული ცვლილებები, რომლის თანახმად ახლებურად განისაზღვრა
საქართველოს
პარლამენტის
მიერ
მიღებული
კანონის
საქართველოს
პრეზიდენტისთვის გადაცემის ვადა, აგრეთვე ვადა, რა დროშიც საქართველოს
პრეზიდენტი ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს, ან მოტივირებული შენიშვნებით
უბრუნებს მას საქართველოს პარლამენტს. ამასთან, საქართველოს კონსტიტუციით
განისაზღვრა ის შემთხვევებიც, როდესაც საქართველოს პრეზიდენტს არ აქვს
უფლება საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კონსტიტუციური კანონი
შენიშვნებით დაუბრუნოს საქართველოს პარლამენტს. გარდა ამისა, საქართველოს
კონსტიტუციით
დადგინდა
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტის
მიღებისათვის მოქმედისგან განსხვავებული კვორუმი, რაც საჭიროებს შესაბამისი
ცვლილებების განხორციელებას „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს
კანონში.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისობაში
მოყვანა
საქართველოს
კონსტიტუციაში
განხორციელებულ
ცვლილებებთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონპროექტით ცვლილება შედის „ნორმატიული აქტების
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლში. კერძოდ, აღნიშნული მუხლის მე-7
პუნქტში, საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებების
შესაბამისად განისაზღვრება, რომ საქართველოს პარლამენტი მიღებულ კანონს,
ნაცვლად 7 დღიანი ვადისა, საქართველოს პრეზიდენტს გადასცემს 10 დღის
ვადაში. ამავე მუხლის მე-8 პუნქტში წარმოდგენილი ცვლილების მიხედვით,
საქართველოს პრეზიდენტი, ნაცვლად 10 დღის ვადისა, კანონს ხელს აწერს და
აქვეყნებს კანონის მისთვის გადაცემიდან 2 კვირის ვადაში. გარდა ამისა, ამავე
პუნქტში
განისაზღვრება
საქართველოს
პარლამენტის
მიერ
საქართველოს
პრეზიდენტის შენიშვნების მიღების ან არ მიღების შემთხვევაში, კანონის
საქართველოს პრეზიდენტისთვის გადაცემის და პრეზიდენტის მიერ მისი
ხელმოწერის და გამოქვეყნების ვადები.
წარმოდგენილი
პროექტის
მიხედვით,
„ნორმატიული
აქტების
შესახებ“
საქართველოს კანონის მე-10 მუხლს ემატება 81 პუნქტი, რომლითაც დგინდება
საქართველოს
პარლამენტის
მიერ
მიღებული
კონსტიტუციური
კანონის
საქართველოს პრეზიდენტისთვის ხელმოსაწერად გადაცემისა და პრეზიდენტის
მიერ მისი ხელმოწერისა და გამოქვეყნებისათვის დადგენილი განსხვავებული
ვადა. ამასთან, საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებების
შესაბამისად განისაზღვრება, რომ 81 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში,
პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციური კანონის საქართველოს პარლამენტისთვის
შენიშვნებით დაბრუნება არ ხორციელდება.
გარდა ამისა, წარმოდგენილი პროექტით ცვლილება შედის ასევე „ნორმატიული
აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლილს მე-10 პუნქტში, რომლის
მიხედვით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მისაღებად დადგენილია
ახალი კვორუმი. კერძოდ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი მიღებულად
ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის
უმრავლესობა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა)
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსთვის ახალი ფინანსური
ვალდებულებების წარმოშობას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონროექტი არ იქონიებს ფინანსურ შედეგებს.
ბ.ვ)
კანონპროექტით
დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დაწესებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება
ევროკავშირის
დირექტივებსა
და
რეგულაციებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებს.
გ.გ) კანონპროექტის
მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან:
კანონპროექტი
შეესაბამება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის
(დაწესებულებების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: გიორგი
კახიანი და გურამ მაჭარაშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები:
გიორგი კახიანი და გურამ მაჭარაშვილი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის მოქმედი სრული
რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 10. საქართველოს პარლამენტის ნორმატიული აქტები
1. საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. მას აქვს უპირატესი
იურიდიული
ძალა
სხვა
სამართლებრივი
აქტების
მიმართ.
ყველა
სხვა
სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციას.
2.
საქართველოს
განუყოფელი
კონსტიტუციური
ნაწილია.
კანონი
საქართველოს
საქართველოს
კონსტიტუციური
კონსტიტუციის
კანონი
მიიღება
საქართველოს ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობის განსაზღვრისას
საქართველოს კონსტიტუციის მე-2 მუხლის
შემთხვევაში,
ავტონომიური
მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ
რესპუბლიკების
სტატუსის
განსაზღვრისას
და
საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვისას.
3.
საქართველოს
შეთანხმებას,
პარლამენტი
რომელსაც
ამტკიცებს
საქართველოს
კონსტიტუციურ
საქართველოს
სამოციქულო
ავტოკეფალურ
მართლმადიდებელ ეკლესიასთან საქართველოს სახელით დებს საქართველოს
პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობით.
4. მხოლოდ საქართველოს პარლამენტია უფლებამოსილი, მოახდინოს საქართველოს
საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა რატიფიცირება, დენონსირება
და გაუქმება.
5. საქართველოს ორგანული კანონი მიიღება მხოლოდ იმ საკითხებზე, რომელთა
მოწესრიგებაც საქართველოს კონსტიტუციის თანახმად საქართველოს ორგანული
კანონითაა გათვალისწინებული.
6. საქართველოს კანონი შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს გამგებლობაში
არსებულ ნებისმიერ საკითხზე, თუ საქართველოს კონსტიტუციით სხვა რამ არ არის
დადგენილი.
7. საქართველოს პარლამენტი მიღებულ კანონპროექტს 7 დღის ვადაში გადასცემს
საქართველოს პრეზიდენტს.
8. საქართველოს პრეზიდენტი კანონპროექტის მისთვის გადაცემიდან 10 დღის
ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს საქართველოს კონსტიტუციურ კანონს, ორგანულ
კანონსა და კანონს ან კანონპროექტს მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს
საქართველოს პარლამენტს. თუ პარლამენტი მიიღებს საქართველოს პრეზიდენტის
შენიშვნებს, საქართველოს პრეზიდენტი ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს მისთვის
გადაცემიდან 7 დღის ვადაში. თუ საქართველოს პრეზიდენტმა დადგენილ ვადაში
არ გამოაქვეყნა კანონი, ამ ვადის გასვლიდან არა უგვიანეს მე-5 დღისა მას ხელს აწერს
და აქვეყნებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.
9. საქართველოს პარლამენტის დადგენილება არის ნორმატიული აქტი, რომელიც
მიიღება საქართველოს საკანონმდებლო აქტით პირდაპირ გათვალისწინებულ
შემთხვევაში.
არანორმატიულია
საქართველოს
პარლამენტის
მხოლოდ
ის
დადგენილება,
რომელიც
არანორმატიული
საკადრო
პარლამენტის
ან
პერსონალურ
დადგენილების
საკითხებს
მიღების
სხვა
ეხება.
შემთხვევები
განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით.
10.
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტი
არის
კანონის
ძალის
მქონე
ნორმატიული აქტი, რომლის მომზადება და მიღება ხდება საქართველოს კანონის
მომზადებისა და მიღებისათვის დადგენილი წესის შესაბამისად და რომელიც
მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სხდომაზე დამსწრეთა
უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის
ერთი მესამედისა. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განისაზღვრება
პარლამენტის
აღმასრულებელ
უფლებამოსილება,
შინაგანი
ხელისუფლებასთან
სტრუქტურა,
ურთიერთობის
წესი.
მუშაობისა
და
საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტს ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.