„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
16.05.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: გიორგი კახიანი, გურამ მაჭარაშვილი
ნომერი
#07-3/169/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-05-21
ბიუროს ნომერი 164

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 11.11.1997, სარეგისტრაციო კოდი: 010.320.050.05.001.000.268) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ზ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) „კ2“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „უ) სახელმწიფო რწმუნებული და მისი მოადგილე;“. დ) „ყ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ყ) საქართველოს გენერალური პროკურორი და მისი მოადგილე, საქართველოს პროკურატურის დეპარტამენტებისა და სამსახურების ხელმძღვანელები და მათთან გათანაბრებული პირები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ქ. თბილისის, საოლქო და რაიონული პროკურორები;“. 2. მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 - 23 პუნქტები: „21. საქართველოს პრეზიდენტს უფლება არა აქვს ეკავოს სხვა თანამდებობა, იღებდეს ხელფასს ან სხვაგვარ მუდმივ ანაზღაურებას რაიმე სხვა საქმიანობისათვის. საქართველოს პრეზიდენტი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი. 22. მთავრობის წევრს უფლება არა აქვს ეკავოს სხვა თანამდებობა, გარდა პარტიულისა, იღებდეს ანაზღაურებას სხვა საქმიანობისათვის, გარდა სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობისა. 23. საქართველოს პარლამენტის წევრის შეუთავსებლობის შემთხვევებს განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისი 2018 წლის .... გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
პროექტი განმარტებითი ბარათი „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღება განპირობებულია საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებით, რომელიც ამოქმედდება საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებულ ცვლილებებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, რომელიც ამოქმედდება საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, კანონიდან ხდება მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ზ1“ და „კ2“ ქვეპუნქტების ამოღება, რომლებიც ამ კანონის მიზნებისთვის განსაზღვრავდა თანამდებობის პირებს ეროვნულ უშიშროების საბჭოში და მის აპარატში. გამომდინარე იქიდან, რომ კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედების შემდეგ ეროვნული უშიშროების საბჭო აღარ იარსებებს, ზემოაღნიშნული საკანონმდებლო რეგულაციის არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. ამასთან, კონსტიტუციის ახალი რედაქციიდან გამომდინარე, ცვლილება შეეხება კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ და „ყ“ ქვეპუნქტებს, კერძოდ, ერთ შემთხვევაში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი იცვლება სახელმწიფო რწმუნებულით, ხოლო მეორე შემთხვევაში მთავარი პროკურორის ნაცვლად მიეთითება გენერალური პროკურორი. გარდა აღნიშნულისა, კანონის მე-13 მუხლს ემატება 21, 22 და 23 პუნქტები, რომლებიც არეგულირებენ საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობის წევრისა და პარლამენტის წევრის შეუთავსებლობის საკითხებს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული იმ პირების ფინანსურ ვალდებულებებთან, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახადის შემოღებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: ასეთი არ არსებობს. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: გიორგი კახიანი და გურამ მაჭარაშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: გიორგი კახიანი და გურამ მაჭარაშვილი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 2 (4.12.2009 N 2226 ამოქმედდეს 2010 წლის 1 თებერვლიდან) 1. ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინში „თანამდებობის პირი“ იგულისხმება შემდეგი პირები: ა) საქართველოს პრეზიდენტი; ბ) საქართველოს პარლამენტის წევრი; გ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები; დ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა თავმჯდომარეები; (13.11.2013. N1526) ე) საქართველოს მინისტრი და მისი მოადგილე; 1 ე ) საქართველოს სახელმწიფო მინისტრი და მისი მოადგილე; (17.05.2011. N4675) ე2) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრები და მათი მოადგილეები; (13.11.2013. N1526) ვ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი და მისი მოადგილე; (02.05.2014. N2361) ზ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და მისი მოადგილე; ზ1) საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და მისი მოადგილე; (05.02.2014. N1950) ზ2) ამოღებულია (07.12.2017 N1708) თ) საქართველოს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე და მათთან გათანაბრებული პირები, აგრეთვე სამმართველოს უფროსი და მისი მოადგილე; (29.11.2013. N1666 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს) თ1) საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე და მათთან გათანაბრებული პირები; (29.11.2013. N1666 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს) პირები, რომლებიც ამ ნორმის ამოქმედებამდე არ იგულისხმებოდნენ ტერმინში „თანამდებობის პირი“, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციას საჯარო სამსახურის ბიუროში წარადგენენ ამ ნორმის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში.) ი) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, აგრეთვე მასთან გათანაბრებული პირი; (02.05.2014. N2361) ი1) საქართველოს ბიზნესომბუდსმენი და მისი მოადგილე; (28.05.2015. N3614) კ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, აგრეთვე მასთან გათანაბრებული პირი; 1 კ ) საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი, მისი მოადგილე, დეპარტამენტების უფროსები და მათთან გათანაბრებული პირები; (29.06.2012. N6612 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს.) კ2) ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე; (05.02.2014. N1950) კ3) ამოღებულია (07.12.2017 N1708) ლ) საქართველოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი და მისი მოადგილე; (29.11.2013. N1666 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს) პირები, რომლებიც ამ ნორმის ამოქმედებამდე არ იგულისხმებოდნენ ტერმინში „თანამდებობის პირი“, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციას საჯარო სამსახურის ბიუროში წარადგენენ ამ ნორმის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში. ლ1) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების საქვეუწყებო დაწესებულებათა ხელმძღვანელები; (13.11.2013. N1526) ლ2) საჯარო სამართლის იურიდიული პირის (გარდა კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი, სასპორტო და რელიგიური საქმიანობისათვის შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და პოლიტიკური პარტიებისა) ხელმძღვანელი და მისი მოადგილე; (27.10.2015. N4358 ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან) (21.12.2016. N157) მ) საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების დეპარტამენტების, ბიუროების, მთავარი სამმართველოებისა და სამმართველოების უფროსები და მათი მოადგილეები, აგრეთვე მათთან გათანაბრებული პირები; მ1) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და მისი მოადგილეები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების, მათში შემავალი მთავარი სამმართველოებისა და სამმართველოების უფროსები და მათი მოადგილეები, აგრეთვე მათთან გათანაბრებული პირები; (08.07.2015. N3932 ამოქმედდეს 2015 წლის 1 აგვისტოდან) ნ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელი; (27.10.2015. N4358 ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან) (21.12.2016. N157) ო) გენერალური აუდიტორი, მისი მოადგილე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეზიდიუმის წევრი, დეპარტამენტების, რეგიონალური და ქალაქის ბიუროების ხელმძღვანელები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები; (22.06.2012. N6550 ამოქმედდეს 2012 წლის 1 ივლისიდან) პ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და საბჭოს წევრი; ჟ) საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს წევრი; რ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი; ს) საქართველოს ეროვნული მარეგულირებელი კომისიის წევრი; (20.11.2013. N1593) ტ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მისი მოადგილე და კომისიის მდივანი; უ) სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი და მისი მოადგილე; ფ) საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების თანამდებობის პირები, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგებელი, მისი მოადგილე და რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი; (05.02.2014. N1973) კანონი ამოქმედდეს 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან) ქ) ამოღებულია (05.02.2014. N1973) ამოქმედდეს 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან) ღ) მოსამართლე; ყ) საქართველოს მთავარი პროკურორი და მისი მოადგილე, საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტებისა და სამსახურების ხელმძღვანელები და მათთან გათანაბრებული პირები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ქ. თბილისის, საოლქო და რაიონული პროკურორები; შ) საქართველოს კონსტიტუციის პირდაპირი მითითების საფუძველზე არჩეული, დანიშნული ან დამტკიცებული სხვა პირი. ჩ) ამოღებულა (27.10.2015. N4358 ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან) (21.12.2016. N157) ც) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი და მისი მოადგილე. (01.08.2014. N2643 ამოქმედდეს 2014 წლის 1 სექტემბრიდან.) ძ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი და მისი მოადგილეები. (07.12.2017 N1708) 2. ამ კანონის IV თავის მიზნებისათვის ტერმინში „თანამდებობის პირი“ აგრეთვე იგულისხმება: (29.11.2013. N1666 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს) ა) ამოღებულა (27.10.2015. N4358 ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან) (21.12.2016. N157) ბ) სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის (გარდა კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი და სასპორტო საქმიანობისათვის შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა) ხელმძღვანელი; (27.10.2015. N4358 ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან) (21.12.2016. N157) გ) იმ საწარმოს ხელმძღვანელი, რომლის აქციათა ან წილის 100 პროცენტს ფლობს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, აგრეთვე ამ საწარმოს შვილობილი საწარმოს ხელმძღვანელი. პირები, რომლებიც ამ ნორმის ამოქმედებამდე არ იგულისხმებოდნენ ტერმინში „თანამდებობის პირი“, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციას საჯარო სამსახურის ბიუროში წარადგენენ ამ ნორმის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული იმ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და საწარმოების, რომელთა (რომელთა შვილობილი საწარმოების) ხელმძღვანელებსაც ევალებათ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება, ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. (29.11.2013. N1666 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს) პირები, რომლებიც ამ ნორმის ამოქმედებამდე არ იგულისხმებოდნენ ტერმინში „თანამდებობის პირი“, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციას საჯარო სამსახურის ბიუროში წარადგენენ ამ ნორმის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში. მუხლი 13 (27.10.2015. N4358 ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან) (21.12.2016. N157 1. თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხებს აწესრიგებს საქართველოს კონსტიტუცია, ორგანული კანონი, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები. 2. საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს, ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს (გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა), ეკავოს სხვა თანამდებობა რომელიმე საჯარო დაწესებულებაში ან კერძო სამართლის იურიდიულ პირში ან იყოს ნებისმიერი დონის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი, ან ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს ან ეკავოს რაიმე თანამდებობა სხვა ქვეყნის ორგანოში ან დაწესებულებაში. საჯარო მოსამსახურის მიერ შეთავსებით ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულება დასაშვებია მხოლოდ იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. (2. საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს, ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს (გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური, შემოქმედებითი ან სამხედრო ძალების რეზერვში საქმიანობისა), ეკავოს სხვა თანამდებობა რომელიმე საჯარო დაწესებულებაში (გარდა სამხედრო ძალების რეზერვისა) ან კერძო სამართლის იურიდიულ პირში ან იყოს ნებისმიერი დონის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი, ან ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს ან ეკავოს რაიმე თანამდებობა სხვა ქვეყნის ორგანოში ან დაწესებულებაში. საჯარო მოსამსახურის მიერ შეთავსებით ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულება დასაშვებია მხოლოდ იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. (07.03.2018 N2044 ამოქმედდეს 2018 წლის 1 ) ივნისიდან) 3. საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს, იღებდეს შემოსავალს იმ ორგანიზაციიდან, რომელსაც სამსახურებრივად ზედამხედველობს. 4. საჯარო მოსამსახურეს არ შეიძლება დაეკისროს იმ ორგანიზაციაზე სამსახურებრივი ზედამხედველობა, რომლის ხელმძღვანელ ორგანოშიც მისი ოჯახის წევრი საქმიანობს. 5. საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს, ეკავოს რაიმე თანამდებობა რომელიმე საწარმოში. 6. საჯარო მოსამსახურე ვალდებულია მინდობის ხელშეკრულების საფუძველზე, სამსახურის გავლის ვადით სხვას სამართავად გადასცეს მის საკუთრებაში არსებული სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის საწარმოს კაპიტალის წილი (აქციათა პაკეტი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 7. საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს, იყოს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, საკონტროლო, სამეთვალყურეო და სარევიზიო ორგანოების წევრი. 8. საჯარო მოსამსახურეს არა აქვს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება. მას მხოლოდ აქციებისა და წილის ფლობა შეუძლია. 9. საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს, იყოს რომელიმე ფიზიკური პირის ან იურიდიული პირის წარმომადგენელი ან რწმუნებული, ან განახორციელოს წარმომადგენლობა ან დაცვა სისხლის სამართლის, სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული სამართლის საქმეზე რომელიმე საჯარო დაწესებულების წინაშე ან წინააღმდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი არის ამ ფიზიკური პირის მეურვე, მზრუნველი ან მხარდამჭერი. 10. განთავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს, განთავისუფლების დღიდან 1 წლის განმავლობაში მუშაობა დაიწყოს იმ საჯარო დაწესებულებაში ან საქმიანობას ახორციელებდეს იმ საწარმოში, რომელსაც იგი ბოლო 3 წლის განმავლობაში სისტემატურად ზედამხედველობდა სამსახურებრივად. ამ ხნის განმავლობაში მას აგრეთვე უფლება არა აქვს, მიიღოს შემოსავალი ასეთი საჯარო დაწესებულებიდან ან საწარმოდან. 11. თანამდებობის პირს, მისი ოჯახის წევრს უფლება არა აქვთ, ეკავოთ რაიმე თანამდებობა ან ასრულებდნენ რაიმე სამუშაოს საქართველოში რეგისტრირებულ იმ საწარმოში, რომლის სამეწარმეო საქმიანობის კონტროლიც ამ თანამდებობის პირის ან მისი სამსახურის უფლებამოსილებას განეკუთვნება. 12. თანამდებობის პირს, მისი ოჯახის წევრს უფლება არა აქვთ, ფლობდნენ აქციებს ან კაპიტალის წილს იმ საწარმოში, რომლის საქმიანობის კონტროლიც ამ თანამდებობის პირის ან მისი სამსახურის უფლებამოსილებას განეკუთვნება. 13. არ შეიძლება თანამდებობის პირის სამსახურებრივი ზედამხედველობის ქვეშ მყოფ თანამდებობაზე მოხელედ, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით ან შრომითი ხელშეკრულებით დაინიშნოს (გარდა კონკურსის წესით დანიშვნისა) ამ თანამდებობის პირის ახლო ნათესავი. 14. თანამდებობის პირი, მისი ოჯახის წევრი ვალდებულია ამ თანამდებობის პირის მიერ თანამდებობის დაკავებიდან 10 დღის ვადაში, თუ საქართველოს კონსტიტუციით ან კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, გადადგეს შეუთავსებელი თანამდებობიდან, შეწყვიტოს შეუთავსებელი საქმიანობა. 15. თანამდებობის პირი თავისი და თავისი ოჯახის წევრის შეუთავსებლობის აღმოფხვრის დამადასტურებელ დოკუმენტებს წარუდგენს იმ ზემდგომ თანამდებობის პირს (ორგანოს), რომლის უშუალო დაქვემდებარებაშიც იგი იმყოფება, აგრეთვე ადამიანური რესურსების მართვის ერთეულს. 16. თანამდებობის პირი, თუ საქართველოს კონსტიტუციით ან ორგანული კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, უნდა განთავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან, თუ: ა) მან ან მისმა ოჯახის წევრმა დაარღვია ამ კანონით დადგენილი თანამდებობრივი შეუთავსებლობის მოთხოვნები; ბ) სასამართლო გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ იგი უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონების მფლობელია. 17. ამ მუხლით დადგენილი შეზღუდვები არ ვრცელდება საკრებულოს იმ წევრზე, რომელიც საკრებულოს თანამდებობის პირი არ არის.