„საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
16.05.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: გიორგი კახიანი, გურამ მაჭარაშვილი
ნომერი
#07-3/170/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-05-21
ბიუროს ნომერი 164

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ თავი I. ზოგადი დებულებანი მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო ეს კანონი საქართველოს კონსტიტუციის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად ადგენს საქართველოს სახელმწიფო დროშის, გერბისა და ჰიმნის, როგორც სახელმწიფო სიმბოლოების, აღწერილობას. თავი II. საქართველოს სახელმწიფო დროშა მუხლი 2. საქართველოს სახელმწიფო დროშის აღწერილობა 1. საქართველოს სახელმწიფო დროშა არის მართკუთხა თეთრი ფერის ქსოვილი, რომლის ცენტრალურ ნაწილში გამოსახულია დროშის ოთხივე გვერდთან დაკავშირებული სწორკუთხა წითელი ფერის დიდი ჯვარი; ჯვრის ვერტიკალურჰორიზონტალური მკლავებით გამოყოფილ ოთხკუთხედებში გამოსახულია ოთხი იმავე ფერის, ბოლნურ-კაცხური ჯვარი. 2. ამ კანონით საქართველოს დადგენილი სახელმწიფო საქართველოს დროშის სახელმწიფო ერთადერთი ვარიანტი. დროშა არის აკრძალულია საქართველოს სახელმწიფო დროშად სხვა დროშის გამოყენება. მუხლი 3. საქართველოს სახელმწიფო დროშის სტანდარტული ზომები და ზუსტი გამოსახულება 1. საქართველოს სახელმწიფო დროშის ზუსტი გამოსახულება და სტანდარტული ზომები განისაზღვრება ამ კანონის №1 და №2 დანართების შესაბამისად. 2. საქართველოს სახელმწიფო დროშის ზომების შეცვლა შესაძლებელია ამ კანონით განსაზღვრული შესაბამისი პროპორციების დაცვით. 3. საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოსახულების (მათ შორის, ფერების) შეცვლა აკრძალულია. 1 თავი III. საქართველოს სახელმწიფო გერბი მუხლი 4. საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახვის ფორმები 1. საქართველოს სახელმწიფო გერბი გამოისახება სახელმწიფო და მცირე სახელმწიფო გერბების ფორმით. 2. სახელმწიფო და მცირე სახელმწიფო გერბების გამოსახულებები ამ კანონს თან ერთვის (დანართი N3). 3. სახელმწიფო გერბი სრული სახით ფერებში გამოისახება ამ კანონის მე-5 მუხლის პირველ პუნქტში მოცემული აღწერილობის შესაბამისად. 4. მცირე სახელმწიფო გერბი ფერებში გამოისახება ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში მოცემული აღწერილობის შესაბამისად. 5. სახელმწიფო გერბი შეიძლება გამოისახოს სრული სახით ერთ ფერში, ფერთა და მეტალთა შესაბამისი ჰერალდიკური დაშტრიხვის (ფერთა გრაფიკული გამოსახვის ხერხი) გამოყენებით. 6. მცირე სახელმწიფო გერბი შეიძლება გამოისახოს ერთ ფერში, ფერთა და მეტალთა შესაბამისი ჰერალდიკური დაშტრიხვის გამოყენებით. 7. შესაძლებელია სახელმწიფო გერბისა და მცირე სახელმწიფო გერბის ერთ ფერში, ფერთა და მეტალთა შესაბამისი ჰერალდიკური დაშტრიხვის გარეშე (კონტურით) გამოსახვა. 8. სახელმწიფო გერბი შესაძლებელია გამოისახოს ერთ ფერში, ჰერალდიკური დაშტრიხვით ან მის გარეშე. მუხლი 5. საქართველოს სახელმწიფო გერბის აღწერილობა 1. სახელმწიფო გერბი წარმოადგენს ჰერალდიკურ ფარს, რომლის მეწამულ ველზე გამოსახულია ოქროს ჯვრის ბუნიანი ვერცხლის შუბოსანი, ვერცხლის გველეშაპის განმგმირავი, ვერცხლის ცხენზე ამხედრებული, ოქროს შარავანდედიანი ვერცხლის მხედარი – წმინდა გიორგი. ფარი დაგვირგვინებულია ივერიული (ქართული) გვირგვინით. ფარისმტვირთველი ორი ოქროს ლომი ვაზის სტილიზებული ორნამენტის საფუძველზე დგას. საფუძველზე გადმოფენილია ვერცხლ-მეწამული სადევიზე ბაფთა (ავერსი – ვერცხლი, რევერსი – მეწამული). ბაფთის ვერცხლის ველზე სევადისფერი ქართული მხედრული ანბანით წარწერილია დევიზი: „ძალა ერთობაშია“. ბაფთაზე, სადევიზე წარწერის თავსა და ბოლოში, გამოსახულია მეწამული ჰერალდიკური ჯვრები. 2. მცირე სახელმწიფო გერბი წარმოადგენს ჰერალდიკურ ფარს. ფარის მეწამულ ველზე გამოსახულია ოქროს ჯვრით დაბოლოებული ვერცხლის შუბით 2 ვერცხლის გველეშაპის განმგმირავი ვერცხლის მხედარი – წმინდა გიორგი ოქროს შარავანდედით. ფარზე ივერიული (ქართული) გვირგვინია. თავი IV. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი მუხლი 6. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის დადგენა ამ კანონით დადგენილია საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ტექსტი და მუსიკა (თან ერთვის, დანართი N4 და დანართი N5). თავი V. დასკვნითი დებულებები მუხლი 7. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით ძალადაკარგული სამართლებრივი აქტები ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს: ა) „საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“ საქართველოს 2004 წლის 14 იანვრის N 3233 - რს ორგანული კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №1, 24.01.2004, მუხ. 1); ბ) „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს 2004 წლის 1 ოქტომბრის N 454 - IIს ორგანული კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29, 12.10.2004, მუხ. 137); გ) „საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესახებ“ საქართველოს 2004 წლის 21 მაისის N 72 -Iს ორგანული კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №11, 24.05.2004, მუხ. 41); დ) „საქართველოს სახელმწიფო დროშის სტანდარტული ზომებისა და ზუსტი გამოსახულების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2014 წლის 30 ნოემბრის N2855-Iს დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 05/12/2014 სარეგისტრაციო კოდი 010020000.09.001.016245); მუხლი 8. კანონის ამოქმედება ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქუთაისი, -- --------------- 2018 წ. N 3
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, საქართველოს სახელმწიფო დროშა, გერბი და ჰიმნი, როგორც სახელმწიფო სიმბოლოები, დადგენილია ორგანული კანონით და მისი მაღალი მნიშვნელობიდან გამომდინარე გადაისინჯება კონსტიტუციის გადასინჯვისათვის დადგენილი წესით. შესაბამისად, ხდება საქართველოს სახელმწიფო დროშის, გერბისა და ჰიმნის გაერთიანება ერთ ორგანულ კანონში „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ“, რომელიც დაადგენს სახელმწიფო სიმბოლოების აღწერილობას. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიღების მიზანია საქართველოს სახელმწიფო დროშის, გერბისა და ჰიმნის, როგორც სახელმწიფო სიმბოლოების, აღწერილობა დადგინდეს ერთი საკანონმდებლო აქტით. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, „საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“ და „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონებით განსაზღვრული ის რეგულაციები, რომელიც ეხება საქართველოს სახელმწიფო დროშისა და გერბის აღწერილობას ერთიანდება ერთ საკანონმდებლო აქტში. ამავე საქართველოს სახელმწიფო საკანონმდებლო ჰიმნის ტექსტი და აქტით განისაზღვრება მუსიკა. გარდა ამისა, წარმოდგენილი კანონპროექტი ადგენს საქართველოს სახელმწიფო დროშის სტანდარტული ზომებისა და ზუსტი გამოსახულების განსაზღვრის საკითხებს. კერძოდ, ნაცვლად საქართველოს პარლამენტის დადგენილებისა, საქართველოს სახელმწიფო დროშის სტანდარტული ზომები და ზუსტი გამოსახულება განისაზღვრება მიხედვით. წარმოდგენილი აღნიშნულიდან კანონპროექტის გამომდინარე, N1 და N2 წარმოდგენილი დანართების კანონპროექტი ითვალისწინებს „საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“, „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ და „საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონების ძალადაკარგულად გამოცხადებას. შესაბამისად, ძალადაკარგულად ჩაითვლება საქართველოს პარლამენტის ის დადგენილებაც, რომელიც ეხება საქართველოს სახელმწიფო სტანდარტული ზომებისა და ზუსტი გამოსახულების განსაზღვრას. დროშის ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსთვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოშობას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონროექტი არ იქონიებს ფინანსურ შედეგებს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დაწესებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებსა და რეგულაციებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებს. ორგანიზაციებში გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან: კანონპროექტი შეესაბამება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულებების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: გიორგი კახიანი და გურამ მაჭარაშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: გიორგი კახიანი და გურამ მაჭარაშვილი.
დანართი
დანართი N4 საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი „თავისუფლება“ ლექსი დავით მაღრაძის ჩემი ხატია სამშობლო, სახატე მთელი ქვეყანა, განათებული მთა-ბარი, წილნაყარია ღმერთთანა. თავისუფლება დღეს ჩვენი მომავალს უმღერს დიდებას, ცისკრის ვარსკვლავი ამოდის და ორ ზღვას შუა ბრწყინდება, დიდება თავისუფლებას, თავისუფლებას დიდება. 7
დანართი
დანართი N3 სახელმწიფო გერბი მცირე სახელმწიფო გერბი 6