საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (№5261; 05.04.2018) საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
18.05.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#8374/9-1
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-05-21
ბიუროს ნომერი 164

📜 ტექსტი

წერილი
N 8374 18/05/2018 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გაცნობებთ, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შემოსულია მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№5261; 05.04.2018), რომლითაც შემოთავაზებულია ცვლილების შეტანა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 217-ე მუხლის მე-2 ნაწილში და დაზარალებულს უფლება მიეცეს საპროცესო შეთანხმება გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოში. საკანონმდებლო წინადადების კომიტეტში განხილვის ვადა - 23.05.2018. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საკანონმდებლო წინადადება საჭიროებს დამატებით დროს მისი საფუძვლიანი განხილვისა და მოსაზრებების გაზიარებისათვის, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, საკანონმდებლო წინადადების ვადის გაგრძელება 30 დღით. პატივისცემით, ეკა ბესელია თავმჯდომარე