საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მიერ წარმოდგენილი იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმასთან (N5326; 05.04.2018) და სასამართლოების ადმინისტრირებასთან დაკავშირებული (N5327; 05.04.2018) საკანონმდებლო წინადადებების განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-05-21
ბიუროს ნომერი 164
📜 ტექსტი
წერილი
N 8375
18/05/2018
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გაცნობებთ, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შემოსულია
კოალიციის “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მიერ
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებები:
1. იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმასთან დაკავშირებით №5326; 05.04.2018;
განხილვის თარიღი - 23.05.2018.
2. სასამართლოების ადმინისტრირებასთან დაკავშირებით №5327; 05.04.2018;
განხილვის თარიღი - 23.05.2018.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საკანონმდებლო წინადადებები
ეხება სასამართლო რეფორმის უმნიშვნელოვანეს, ფუნდამენტურ პრინციპებს და
საჭიროა
დამატებითი
დრო
მათი
საფუძვლიანი
განხილვისათვის,
მიზანშეწონილად მიგვაჩნია, საკანონმდებლო წინადადებების ვადის გაგრძელება
30 დღით.
პატივისცემით,
ეკა ბესელია
თავმჯდომარე