საქართველოს პარლამენტის წევრის ნინო წილოსანის მიერ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის ესტონეთის რესპუბლიკასთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის (ნინო წილოსანი, დიმიტრი ცქიტიშვილი, კახა კუჭავა, ირაკლი ბერაია, ოთარ კახიძე) 2018 წლის 11-14 აპრილს ესტონეთში, ქალაქ ტალინში სამუშაო ვიზიტის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-05-21
ბიუროს ნომერი 164
📜 ტექსტი
წერილი
8398-3-9-3-201805181730
N 8398
18/05/2018
საქართველოს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ეთერ სვიანაიძეს
ქალბატონო ეთერ,
მოგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 11-14 აპრილს, ესტონეთის რესპუბლიკასთან
მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფი, ჩემი ხელმძღვანელობით, სამუშაო შეხვედრის
ფარგლებში იმყოფებოდა ესტონეთში, ქალაქ ტალინში.
ზემო აღნიშნულთან დაკავშირებით, გიგზავნით სამუშაო ვიზიტის ანგარიშს.
იხილეთ დანართი.
პატივისცემით,
ნინო წილოსანი
ანგარიში
ესტონეთის რესპუბლიკაში მივლინების ანგარიში (2018 წელი, 11-14 აპრილი)
მივლინებული: საქართველოს პარლამენტის ესტონეთის მეგობრობის ჯგუფის
ხელმძღვანელის ნინო წილოსანის ოფიციალური ვიზიტი ესტონეთის რესპუბლიკაში.
1.
2.
3.
4.
5.
ნინო წილოსანი - დელეგაციის ხელმძღვანელი
დიმიტრი ცქიტიშვილი
კახა კუჭავა
ირაკლი ბერაია
ოთარ კახიძე
მივლინების მიზანი:
ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ორი ქვეყნის
საკანონმდებლო ორგანოებს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება
ყველა პრიორიტეტული მიმართულებით, ისევე როგორც საქართველო-ესტონეთის
ორმხრივი ურთიერთობების სხვადასხვა თემატური სფეროსმიხედვით, ესტონური
მხარის
გამოცდილების
გაზიარება.
ორმხრივი
თანამშრომლობის
ისეთი
მიმართულებების განხილვას, როგორიცაა: განათლება, ელექტრონული მმართველობა,
კიბერუსაფრთხოება, ეკონომიკა და გარემოს დაცვა; შესაბამისად, შედგა შეხვედრები
ესტონეთის თავდაცვის, ეკონომიკურ საქმეთა და კომუნიკაციების, გარემოს დაცვის,
განათლებისა და კვლევის სამინისტროებში. საპარლამენტო დელეგაცია ეწვია
„ესტონეთის მეწარმეობას“, ესტონეთის ელექტრონული სერვისების სადემონსტრაციო
ცენტრს „e-Estonia”-ს, ესტონეთის ელექტრონული მმართველობის აკადემიას და
ნატო-ს თანამშრომლობის კიბერუსაფრთხოების ცენტრს.
მივლინების ადგილი: ესტონეთი, ტალინი
მივლინების თარიღი: 2018 წლის 11-14 აპრილი
11 აპრილი
- ვიზიტის პირველი დღე დაიწყო განათლების სამინისტროში
შეხვედრით, რომელსაც ესწრებოდნენ უმაღლესი განათლების დეპარტამენტის უფროსი
მარგუს ჰაიდაკი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე პილლე
ლიბლიკი. დეტალურად გავეცანით, თუ როგორ მიმდინარეობს ესტონეთში საშუალო,
უმაღლესი
და
პროფესიული
განათლების
რეფორმა.
ასევე, გვქონდა შეხვედრა განათლების სამინისტროს ერთ-ერთ დანაყოფთან „არქიმედეს
ფონდთან“,
რომელიც
ახორციელებს
პროგრამას
ესტონეთში“.
„ისწავლე
ამ პროგრამის ფარგლებში საქართველოდან 160 სტუდენტი იღებს მაღალი ხარისხის
ევროპულ განათლებას. შევხვდით ფონდი „ინოვეს“ საერთაშორისო თანამშრომლობის
ცენტრის ხელმძღვანელს ლეა ორროს.
ესტონურმა
მხარემ
შეხვედრაზე
წარმოადგინა
ვრცელი
და
დეტალური
პრეზენტაციები ქართული მხარისათვის აქტუალური მიმართულებების შესახებ.
კერძოდ, ესტონეთში მოქმედ, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების
სისტემებზე, არსებული მოდელის დანერგვის ესტონურ გამოცდილებაზე და ბოლო
წლებში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებზე.
განსაკუთრებული აქცენტი
გაკეთდა
ესტონეთის
ზოგადი
განათლების
სისტემაში
ეტაპობრივად
განხორციელებულ
რეფორმებზე, სხვადასხვა სახის გამოწვევებთან გამკლავების გზებზე და სკოლების
ციფრული ტექნოლოგიებით აღჭურვის საკითხზე. ესტონური მხრიდან ხაზი გაესვა, რომ
ესტონეთის ზოგადი განათლების სისტემა მიზნად ისახავს მაღალი დონის, პრობლემის
გადაჭრაზე ორიენტირებული განათლების უზრუნველყოფას და სკოლებში მიღებული
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების სწავლებას. ამასთანავე, ესტონურმა მხარემ ისაუბრა
საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსების ესტონეთში მოქმედ მოდელზე.
ფონდი “არქიმედეს” წარმომადგენელმა ქართულ მხარეს წარმოუდგინა“Study in Estonia”ს
თაობაზე ინფორმაცია და გამოთქვა გამოცდილების უფრო დეტალურად გაზიარების
მზადყოფნა, საქართველოს მხრიდან დაინტერესების შემთხვევაში.
11 აპრილი - შეხვედრა გაიმართა ქართველ სტუდენტებთან, შეხვედრის თემა იყო
საქართველოს მნიშვნელოვანი უახლესი განვითარებები და არსებული პრიორიტეტები,
ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები.
ახალგაზრდებს წარვუდგინეთ
ინფორმაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებისა და სხვადასხვა
მიმართულებით ქვეყანაში განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმების შესახებ.
განსაკუთრებით ხაზი გაესვა ევროინტეგრაციის მიმართულებით მიღწეულ ხელშესახებ
პროგრესს, კერძოდ, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების, ღრმა და
ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით, ამოქმედების შემდეგ
მიღწეულ შედეგებს, ასევე ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის პრაქტიკულ და
პოლიტიკურ მნიშვნელობას. საუბარი ასევე შეეხო ქვეყანაში განხორციელებულ
საკონსტიტუციო რეფორმას, ქალთა უფლებების დაცვის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს,
თავდაცვის სფეროში განხორციელებულ რეფორმებს და არსებულ გამოწვევებს, მათ
შორის პირველ რიგში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და საოკუპაციო ხაზის
გასწვრივ შექმნილ საგანგაშო მდგომარეობას. შეხვედრა გაგრძელდა კითხვა-პასუხის
რეჟიმში.
სტუდენტების
მხრიდან
გაჟღერებული
შეკითხვები
ძირითადად
უკავშირდებოდა:
ევროკავშირში ინტეგრაციის სამომავლო პერსპექტივებს;
ქვეყანაში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას;
საქართველოში სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან, საზღვარგარეთ
მომუშავე ან სასწავლებლად წასული ახალგაზრდების გათავისუფლების
შესაძლებლობის საკითხს;
საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის სტატისტიკას;
ქვეყანაში მედიის თავისუფლებას;
გარემოს დაცვის აქტუალურ საკითხებს და სხვა.
აღსანიშნავია, რომ სტუდენტების მხრიდან გამოვლინდა განსაკუთრებული
აქტიურობა.
მიმდინარე წლის 12 აპრილს, შევხვდით საქართველო-ესტონეთის საპარლამენტო
მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს ეერიკ-ნიილეს კროსს და მეგობრობის ჯგუფის
წევრებს. მეგობარი ქვეყნის პარლამენტარებმა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს მხარდაჭერა
საქართველოს
სუვერენიტეტისა
და
ტერიტორიულ
მთლიანობას
ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. გამოვხატეთ მადლიერება
საქართველოს
ეროვნული
მხარდაჭერისთვის
აა
ინტერესების,
მივულოცეთ
საგარეო
კოლეგებს
2017
და
ასევე
ესტონეთის მხრიდან
პრიორიტეტების
წლის
მეორე
ურყევი
ნახევარში,
ევროკავშირის საბჭოს ესტონეთის თავმჯდომარეობის წარმატებით ჩატარება, ისევე
როგორც ესტონეთის დამოუკიდებლობის 100 წლისთავი. აქვე აღინიშნა, რომ 2018 წელს
საქართველოც აღნიშნავს მნიშვნელოვან საიუბილეო თარიღს - პირველი დემოკრატიული
რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავს.
შეხვედრისას აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული ნაყოფიერი, მეგობრული
ურთიერთობები და
დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ განხორციელებული
რეფორმები და მიღწეული პროგრესი. კიდევ ერთხელ დააფიქსირეს ესტონეთის მზაობა,
საჭიროებისამებრ, ნებისმიერ დროს, საქართველოს დახმარებისა და მხარდაჭერის
თვალსაზრისით. შემოგვთავაზეს
საპარალამენტო განზომილებით გამოცდილების
გაზიარება. დაინტერესდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში საქართველოს
მხრიდან უახლესი სამშვიდობო ინიციატივებითა და განხორციელებული ძალისხმევით,
რაზეც ესტონელ პარლამენტარს სრული ინფორმაცია მივაწოდეთ.
12 აპრილის შედგა ვიზიტი E-Estonia Showroom-ში, - Estonia”-ს წარმომადგენელმა
ინდრეკ ონნიკმა საქართველოს დელეგაციას წარუდგინა პრეზენტაცია ესტონეთის
„ელექტრონული მმართველობის“ პრიორიტეტებისა და პრაქტიკული სარგებლის
შესახებ.
მან
ასევე,
სახელმწიფოში
დამსწრე
მოქმედი
აუდიტორიას
ელექტრონული
გაუზიარა
ინფორმაცია
ესტონეთის
მომსახურების
სისტემებისა
და
მათი
ეფექტურობის შესახებ; ისაუბრა ელექტრონული არჩევნების, გადასახადების გადახდის,
ბიზნესის წარმოების, საბანკო მომსახურების თაობაზე.
12 აპრილის შეხვედრები გაგრძელდა ესტონეთის თავდაცვის სამინისტროში კიბერ
უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორთან, მიჰკელ ტიკკთან ვიზიტით. ქართულმა
მხარემ
კოლეგებს
გაუზიარა
ინფორმაცია
მთავრობაში
განხორციელებული
სტრუქტურული ცვლილებების შესახებ, მათ შორის კრიზისების მართვის საბჭოს
გაუქმებისა და მისი ფუნქციების სხვა უწყებებზე გადანაწილების პროცესის შესახებ.
შეხვედრაზე
ესტონურმა
მხარემ
დეტალურად
მიმოიხილა
კიბერუსაფრთხოების
კუთხით ესტონეთში პასუხისმგებელი სხვადასხვა უწყების როლი და ფუნქციები. ასევე,
ბატონმა ტიკმა ისაუბრა ესტონეთში კიბერ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით მიღწეულ
წარმატებებზე.
გარდა
ამისა,
ესტონურმა
მხარემ
მიმოიხილა
საქართველოსთან
თავდაცვისა და კიბერუსაფრთხოების კუთხით მიმდინარე ორმხრივი თანამშრომლობა,
ესტონეთის მიერ გაწეული დახმარება და განხორციელებული პროექტები, ერთობლივი
წვრთნების
ჩათვლით.
ამასთანავე,
თავდაცვის
სამინისტროს
წარმომადგენლებმა
გაგვაცნეს მათი ხედვა და რეკომენდაციები საქართველოში კიბერ-თავდაცვის სფეროს
კიდევ უფრო სწრაფად განვითარების თვალსაზრისით. კერძოდ, მიჰკელ ტიკმა შემდეგ
სამ ფაქტორს გაუსვა ხაზი: 1) მისი თქმით ისეთ შემთხვევებში, როდესაც პროცესში
ჩართულია რამდენიმე კომპეტენტური უწყება, მნიშვნელოვანია რომელიმე
მათგანმა იკისროს კოორდინატორის როლი, პროცესის უკეთ წარმართვის მიზნით. 2)
მნიშვნელოვანია კოორდინირებულად ხდებოდეს კრიტიკული ინფრსატრუქტურების
მიერ, ISO-ს შესაბამისი სტანდარტის ფართოდ დანერგვის შეფასება. 3) მიჰკელ ტიკის
თქმით, მნიშვნელოვანია კიბერუსაფრთხოების სფეროში კომპეტენტურ უწყებებს შორის
ჯანსაღი კონკურენციის არსებობა, თუმცა, ამავდროულად, არანაკლებ მნიშვნელოვანია
მათ შორის შედეგზე ორიენტირებული და კოორდინირებული თანამშრომლობის
უზრუნველყოფა.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ესტონურ მხარესთან თანამშრომლობა, როგორც კიბერსფეროში ერთ-ერთ მოწინავე ქვეყანასთან, ვინაიდან კიბერ- უსაფრთხოების სფეროში
ცნობიერების
ამაღლებისა
და
კიბერ-შესაძლებლობების
განვითარების
მიზნით
საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან,
როგორც ორმხრივ, ასევე, მრავალმხრივ ფორმატში. მათ შორის
ესტონურმა მხარემ
სპეციალურად საქართველოსთვის შეიმუშავა ტრენინგების სერია კიბერუსაფრთხოების
სფეროში ცნობიერების ამაღლებისა და კიბერშესაძლებლობების განვითარების მიზნით,
რომლის ფარგლებში ხორციელდება როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორის
თანამშრომელთა გადამზადება.
ამავე დღეს, 12 აპრილს , დელეგაცია ეწვია E-Governance აკადემიას და შევხვდით
დირექტორს- არვო ოტტს და აკადემიის წარმომადგენელს - ლიია ჰანნის. ელექტრონული
მმართველობის
აკადემიის
წარმომადგენლებმა
ვრცლად
ორგანიზაციის
საქმიანობა,
ასევე
ელექტრონული
ესტონეთში
მიმოიხილეს
მათი
მმართველობის
დანერგვისა და განვითარების მნიშვნელოვანი ასპექტები. მათ დეტალურად გაგვაცნეს
ესტონეთში ხელმისაწვდომი ელექტრონული სერვისები.
დელეგაცია 13 აპრილს ეწვია “Enterprise Estonia”–ს, სადაც შევხვდით ვაჭრობის
განვითარების სააგენტოს წარმომადგენელს ელარ ოლლიკს და სვენ ვალლისტს.
წარმოადგინეს დეტალური ინფორმაცია „Enterprise Estonia“-ს საქმიანობის ძირითადი
მიმართულებების, დასახული სამომავლო ამოცანებისა და პრიორიტეტების შესახებ და
ისაუბრეს ესტონეთის ეკონომიკური განვითარების შესაბამის ასპექტებზე. შეხვედრაზე
გამართული მსჯელობა, ძირითადად, ესტონეთის მეწარმეობის პოლიტიკისა და
ექსპორტის წახალისების მექანიზმების განხილვას მიეძღვნა.
13 აპრილის ასევე შევხვდით გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილეს მარკუს
ლამპს, რომელმაც მოგვაწოდა ამომწურავი ინფორმაცია ესტონეთის სატყეო პოლიტიკისა
და ტყის მდგრადი მართვის შესახებ. მინისტრის მრჩეველმა მარტ რაამათმა ვრცლად
ისაუბრა ესტონეთის კლიმატის პოლიტიკასა და ბიოენერგიის მიმართულებაზე, ხოლო
გარემოს მართვის დეპარტამენტის უფროსმა კაუპო ჰეინმა გაგვაცნო ესტონეთის მყარი
ნარჩენების მართვის სპეციფიკა. ვიმსჯელეთ
ესტონეთის გარემოს დაცვის სფეროში
შესაბამისი რეფორმების განხორციელების, მართვის სისტემების დანერგვის, მასთან
დაკავშირებულ შესაძლო სირთულეებთან გამკლავებისა და შემუშავებული პოლიტიკის
პრაქტიკული განხორციელების კონკრეტულ გზებზე. ამასთან, განვიხილე გარემოს
დაცვის კონკრეტულ სექტორებთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციები.
სამინისტროს
ერთ-ერთი
საინტერესო
ზედამხედველობის გამოცდილება.
მიმართულების
ტყის
მართვის
და
ესტონეთის ტერიტორიის 52 % ტყით არის დაფარული, აქედან ნახევარი კერძო
საკუთრებაა. ტყის სექტორის მართვას სამინისტრო თავის დაქვემდებარებაში მყოფი
ორგანოების მეშვეობით ახორციელებს. მათ შორის ერთ-ერთია სახელმწიფო ტყის
მართვის ცენტრი (RMK) - სახელმწიფო მომგებიანი საწარმო, რომელმაც, ერთი მხრივ,
ტყის ჭრისა და ტყის რესურსების გაყიდვით სახელმწიფოს უნდა მოუტანოს შემოსავალი.
მეორე მხრივ - უნდა იზრუნოს უნიკალური ტყის გარემოს შენარჩუნებაზე, გარემოსთვის
სასარგებლო
სატყეო
სამუშაოების
წარმოებასა
და
უფასო
რეკრეაციული
შესაძლებლობების შექმნაზე. საბოლოო ჯამში, გაცილებით მეტი ხე ირგვება, ვიდრე
იჭრება.
ამგვარი მიდგომა ხანგრძლივი სატყეო სექტორის რეფორმის შედეგად
ჩამოყალიბდა.
13 აპრილი გაგრძელდა ეკონომიკურ საქმეთა და კომუნიკაციების სამინისტროს
ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტის უფროსთან, კაუპო რეედესთან და
სახელმწიფო საინფორმაციო სისტემების დეპარტამენტის წარმომადგენელთან სანდრა
საარვთან
შეხვედრით.
მეწარმეობის
წარმოადგინეს
ვისაუბრეთ
განვითარების
კუთხით
პრეზენტაცია,
მაკროეკონომიკური
ესტონეთის
გატარებულ
ესტონეთის
მაჩვენებლების
მეწარმეობის
შესახებ
კოლეგებმა უპასუხეს ჩვენს შეკითხვებს და
პოლიტიკასა
ღონისძიებებზე.
ეკონომიკისა
პრეზენტაციის
და
ამასთან,
და
ძირითადი
შემდეგ,
ესტონელმა
ასევე შედგა აზრთა ურთიერთგაცვლა
ესტონეთსა და საქართველოში არსებული ბიზნეს გარემოსა და ეკონომიკური
შესაძლებლობების განხილვის საფუძველზე.
13 აპრილს ვეწვიეთ
ნატოს კოოპერაციული კიბერთავდაცვის ცენტრს (NATO
Cooperative Cyber Defence Centre of Excellence) სადაც გაგვაცნეს კიბერუსაფრთხოების
ცენტრის
საქმიანობა სხვადასხვა მიმართულებით, რასაც ცენტრი, ძირითადად, წევრი ქვეყნების
დაინტერესების სფეროების მიხედვითა და დაკვეთით ახორციელებს. ცენტრის
ორგანიზებით დაგეგმილი ყოველწლიური მაღალი დონის ღონისძიებები და კიბერთავდაცვის წვრთნები. ასევე, ფართოდ იქნა განხილული სამომავლო კიბერ-საფრთხეები
და
მათთან
გასამკლავებლად
ერთობლივი
ძალისხმევის
განხორციელების
აუცილებლობა.
ესტონეთის მეგობრობის ჯგუფის სამუშაო ვიზიტი ტალინში დასრულდა 14
აპრილს , ესტონეთში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაცია „ქართული
სახლის“ წარმომადგენლებთან შეხვედრით , სადაც განვიხილეთ დიასპორის საქმიანობის
შემდგომი მხარდაჭერისა და სამშობლოსთან კონტაქტების გაღრმავების გზები.
სამშობლოსთან
კონტაქტის
გააქტიურების
თაობაზე
გამოთქმულ
ინიციატივებს
გამოვუცხადეთ მხარდაჭერა, რომ მხედველობაში მივიღებთ და შეძლებისდაგავარად
გავითვალისწინებთ ქართველ თანამემამულეებთან შეხვედრაზე გაჟღერებულ შემდეგ
საკითხებს: ტალინში მოქმედი, მოზარდთა საცეკვაო ანსამბლის ქართული საცეკვაო
კოსტიუმებით უზრუნველყოფა; ქ.ვილიანდისა და ქ.თელავს შორის სპორტული
(საფეხბურთო)
მიმართულებით
ურთიერთობების
გაღრმავების
საქართველოსა და ესტონეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა
იიიი წილოსანი
ესტონეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი
მხარდაჭერა;