საქართველოს ეროვნული ბანკის მომართვა „საქართველოს ეროვნული ბანკის 2017 წლის ანგარიშის“ საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 14 ან 15 ივნისის პლენარულ სხდომაზე მოსმენის შესახებ

წერილი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
18.05.2018
ავტორი
საქართველოს ეროვნული ბანკი
ნომერი
#7696/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-05-21
ბიუროს ნომერი 164

📜 ტექსტი

წერილი
N 2-01/1665 1665-01-2-201805181709 18/05/2018 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ ირაკლი კობახიძეს ასლი: საქართველოს საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ ირაკლი კოვზანაძეს ბატონო ირაკლი, როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, რეგლამენტის შესაბამისად, ეროვნული ბანკის 2017 წლის ანგარიში პარლამენტს 30 აპრილს წარუდგინა. „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 228-ე და 239-ე მუხლების შესაბამისად, საქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის 2017 წლის ანგარიში მიმდინარე წლის მაისის ბოლომდე უნდა განიხილოს. გაცნობებთ, რომ მაისის ბოლოს და ივნისის პირველ ნახევარში დაგეგმილია ორი, უკვე დადასტურებული, მნიშვნელოვანი საქმიანი ვიზიტი კიევში, უკრაინის ეროვნული ბანკის ორგანიზებით ტარდება საერთაშორისო კვლევითი კონფერენცია თემაზე: „ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის ურთიერთკავშირი“, სადაც მიწვეული ვარ, როგორც ერთ-ერთი მომხსენებელი. ასევე, 8-11 ივნისს, ხორვატიის ქალაქ სპლიტში მონაწილეობას ვიღებ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჰოლანდია-ბელგიის ჯგუფის წევრი ქვეყნების ყოველწლიურ სამუშაო შეხვედრაში. აღნიშნულის გათვალისწინებით, გთხოვთ, საქართველოს ეროვნული ბანკის 2017 წლის ანგარიშის მოსმენა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჩანიშნოთ მიმდინარე წლის 14 ან 15 ივნისს. პატივისცემით, კობა გვენეტაძე პრეზიდენტი საქართველოს ეროვნული ბანკი