„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-05-28
ბიუროს ნომერი 165
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №1, 15.01.2009, მუხ. 2) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. მუხლი 4 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიზნები
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიზნებია, ხელი შეუწყოს
საჯარო მმართველობის ეფექტიანობას და ანგარიშვალდებულებას,
საბიუჯეტო
სახსრების და სხვა საჯარო რესურსების გამოყენებისა და ხარჯვის კანონირების,
მიზნობრიობის დაცვასა და ეფექტიანობას, ეროვნული სიმდიდრის, სახელმწიფო,
ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების
საკუთრების დაცვას, ასევე საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესებას.“.
2. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით
„1.
გენერალურ
აუდიტორს
საქართველოს
პარლამენტის
თავმჯდომარის
წარდგინებით, 5 წლის ვადით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს
საქართველოს პარლამენტი.“.
3.
მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. გენერალური აუდიტორის თანამდებობიდან გადაყენება შეიძლება საქართველოს
პარლამენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის
შესაბამისად,“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში
არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის
მიღების
მიზეზია
საქართველოს
საქართველოს საკანონმდებლო აქტების ჰარმონიზაცია.
კონსტიტუციასთან
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის
საქართველოს
მიღების
კანონის
მიზანია
საქართველოს
„აუდიტის სამსახურის შესახებ“
კონსტიტუციასთან
შესაბამისობაში
მოყვანა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის
თანახმად,
საქართველოს კონსტიტუციასთან
შესაბამისობაში მოდის კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული სახელმწიფო
აუდიტის სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიზნები.
კონსტიტუციიდან გამომდინარე ცვლილება შედის კანონის მე-9 მუხლის
პირველ პუნქტში, რომლის თანახმად გენერალურ აუდიტორს საქართველოს
პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, 5 წლის ვადით, სრული
შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ნაცვლად დღეს
მოქმედი სიითი შემადგენლობისა.
კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოდის აგრეთვე კანონის მე-11 მუხლის მეპუნქტი რომელიც გენერალური აუდიტორის თანამდებობიდან გადაყენებას ეხება.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს
ხარჯვით ნაწილზე.
სახელმწიფო ბიუჯეტის
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს
ფინანსური ვალდებულების აღებას.
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან
სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის,
სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას.
მოსაკრებლის
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ
სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის
დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ან
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის
მიმართება
მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან:
საქართველოს
ორმხრივ
და
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
საქართველოს
ორმხრივ
და
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის
(დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის
(მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი
კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 4. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიზნები
(22.06.2012 N 6550 ამოქმედდეს 2012 წლის 1 ივლისიდან)
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიზნებია, ხელი
შეუწყოს სახელმწიფო სახსრების, სახელმწიფოს სხვა მატერიალური ფასეულობების
ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვასა და ეფექტიანობას,
ეროვნული სიმდიდრის, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების საკუთრების დაცვას, ასევე საჯარო
ფინანსების მართვის გაუმჯობესებას.
მუხლი 9. გენერალური აუდიტორი(22.06.2012 N 6550 ამოქმედდეს 2012 წლის 1
ივლისიდან)
1. გენერალურ აუდიტორს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის
წარდგინებით, 5 წლის ვადით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს
საქართველოს პარლამენტი.
2. გენერალურ აუდიტორს არ შეიძლება ეკავოს სხვა თანამდებობა ან ეწეოდეს
სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა პედაგოგიური, სამეცნიერო ან/და
შემოქმედებითი საქმიანობისა.
3. გენერალური აუდიტორი თანამდებობაზე ყოფნის მთელი პერიოდის
განმავლობაში არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი ან ეწეოდეს სხვა
პოლიტიკურ საქმიანობას.
4.
უზრუნველყოფილი
უნდა
იყოს
გენერალური
აუდიტორის
უფლებამოსილების განხორციელების დამოუკიდებლობა. არავის არ აქვს უფლება,
ჩაერიოს ან ზეგავლენა მოახდინოს მის გადაწყვეტილებაზე.
5. შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები დადგენილი წესით უზრუნველყოფენ
გენერალური აუდიტორის პირად უსაფრთხოებას.
მუხლი 11. გენერალური აუდიტორის ხელშეუხებლობა(22.06.2012 N 6550
ამოქმედდეს 2012 წლის 1 ივლისიდან)
1. გენერალური აუდიტორის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა,
დაკავება ან დაპატიმრება, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი ჩხრეკა
შეიძლება მხოლოდ საქართველოს პარლამენტის თანხმობით. გამონაკლისია
დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს
პარლამენტს. თუ საქართველოს პარლამენტი მომდევნო 48 საათის განმავლობაში არ
მისცემს თანხმობას, დაკავებული ან დაპატიმრებული გენერალური აუდიტორი
დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
2. გენერალური აუდიტორის დაკავებაზე ან დაპატიმრებაზე საქართველოს
პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შემთხვევაში მას პარლამენტის თანხმობით
შეუჩერდება უფლებამოსილება სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ
დადგენილების გამოტანამდე ან სასამართლო განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე.
3. გენერალური აუდიტორის თანამდებობიდან გადაყენება შეიძლება
საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს კონსტიტუციის 64-ე
მუხლის შესაბამისად.
4. გენერალური აუდიტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის
საფუძვლებია:
ა) პირადი განცხადება;
ბ) თანამდებობიდან გადაყენება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით;
გ) სასამართლოს მიერ მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს
გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, შეზღუდულქმედუნარიანად ან
უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან გარდაცვლილად გამოცხადება; (20.03.2015.
N3361 ამოქმედდეს 2015 წლის 1 აპრილიდან)
დ) გენერალური აუდიტორის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობის
დაკავება ან შეუთავსებელი საქმიანობა;
ე) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა;
ვ) გარდაცვალება.