„ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-05-28
ბიუროს ნომერი 165
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
„ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 110714022, 14/07/2011) შეტანილ
იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ კანონის ამოქმედების თარიღიდან:
საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღება, გარდა აქციზისა,
ან
საერთო-სახელმწიფოებრივი
გადასახადის
სახის
მიხედვით
არსებული
განაკვეთის ზედა ზღვრის გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ რეფერენდუმის გზით.
რეფერენდუმის დანიშვნის ინიციირების უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს
მთავრობას. საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღებად ან
ზღვრული განაკვეთის გაზრდად არ ჩაითვლება გადასახადის შემოღება ან
ცვლილება, რომელიც არსებული გადასახადის ალტერნატივაა ან ანაცვლებს მას და
ამავე დროს არ ზრდის საგადასახადო ტვირთს. საერთო-სახელმწიფოებრივი
გადასახადის ახალი სახის შემოღებად ან ზღვრული განაკვეთის გაზრდად არ
ჩაითვლება აგრეთვე გადასახადის სახის მიხედვით არსებული ზღვრული
განაკვეთის ფარგლებში გადასახადის განაკვეთის ცვლილება. საპენსიო და
სადაზღვევო შენატანები რეგულირდება კანონით და ისინი არ წარმოადგენს
გადასახადებსა და მოსაკრებლებს.”.
2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი:
„მუხლი 41. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება
ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი მოქმედებს „საქართველოს
კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 19
ოქტომბრის N1324-რს კონსტიტუციური კანონის ამოქმედებიდან 12 წლის
განმავლობაში.“
3. მე-5 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კანონის ამოქმედება“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში
არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
„ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის
მიღების
მიზეზია
საქართველოს
საქართველოს საკნონმდებლო აქტების ჰარმონიზაცია.
კონსტიტუციასთან
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის
მიღების
მიზანია
ეკონომიკური თავისუფლების შესახებ
ორგანული კანონის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
საქართველოს კონსტიტუციიდან გამომდინარე ახლებურად განისაზღვრა
საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადების დადგენის წესი და მისი მოქმედების
ვადა დადგინდა საქართველოს კონსტიტუციის ამოქმედებიდან 12 წლის ვადით.
შესაბამისად ანალოგიური ცვლილებების აუცილებლობა წარმოიშვა ეკონომიკური
თავისუფლების შესახებ საქარტველოს ორგანულ კანონშიც.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს
ხარჯვით ნაწილზე.
სახელმწიფო ბიუჯეტის
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს
ფინანსური ვალდებულების აღებას.
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან
სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის,
სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას.
მოსაკრებლის
ან
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ
სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის
დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის
მიმართება
მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან:
საქართველოს
ორმხრივ
და
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
საქართველოს
ორმხრივ
და
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის
(დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
საქართველოს პარალმენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
საქართველოს პარალმენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის იმ
მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც)
წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი)
ამოღება
მუხლი 1. საქართველოს მოქალაქეთა მონაწილეობა საერთო-სახელმწიფოებრივი
გადასახადების დადგენაში
1. ამ კანონის ამოქმედების თარიღიდან:
ა) საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღება, გარდა
აქციზისა, ან საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის სახის მიხედვით განაკვეთის
ზედა ზღვრის გაზრდა, გარდა აქციზისა, შესაძლებელია მხოლოდ რეფერენდუმის
გზით. რეფერენდუმის დანიშვნის ინიციირების უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს
მთავრობას;
ბ) საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღებად ან
ზღვრული განაკვეთის გაზრდად არ ჩაითვლება გადასახადის შემოღება ან ცვლილება,
რომელიც არსებული გადასახადის ალტერნატივაა ან ანაცვლებს მას და ამავე დროს არ
ზრდის საგადასახადო ტვირთს. საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი
სახის შემოღებად ან ზღვრული განაკვეთის გაზრდად არ ჩაითვლება აგრეთვე
გადასახადის სახის მიხედვით არსებული ზღვრული განაკვეთის ფარგლებში
გადასახადის განაკვეთის ცვლილება.
2. ამ კანონის ამოქმედების თარიღისათვის საქართველოს საგადასახადო
კოდექსით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადებია:
ა) საშემოსავლო გადასახადი;
ბ) მოგების გადასახადი;
გ) დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ);
დ) იმპორტის გადასახადი;
ე) აქციზი.
3. ქონების გადასახადის განაკვეთები დგინდება საქართველოს საგადასახადო
კოდექსით განსაზღვრული წესის მიხედვით.
4. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ საკითხზე რეფერენდუმი ტარდება
„რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად.
5. დაუშვებელია, რეფერენდუმის საგანი იყოს გადასახადის პროგრესულობის
პრინციპი ან მეთოდოლოგია/საგადასახადო რეჟიმი.
6. საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, მოითხოვოს გადასახადების
დროებით გაზრდა − არა უმეტეს 3 წლის ვადით. ამ შემთხვევაში რეფერენდუმი არ
ტარდება.
მუხლი 5. დასკვნითი დებულება
ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის 31 დეკემბრიდან.