ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეების“ თავმჯდომარის გიორგი გაჩეჩილაძის 2018 წლის 18-21 მაისს ქ. ანტვერპენში (ბელგია) ევროპის მწვანეთა პარტიის 28-ე საბჭოს სხდომაზე მონაწილეობის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
23.05.2018
ავტორი
ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეების“ თავმჯდომარე გიორგი გაჩეჩილაძე
ნომერი
#8722/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-05-28
ბიუროს ნომერი 165

📜 ტექსტი

ანგარიში
N 8722 23/05/2018 8722-3-9-3-201805231543 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს, ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს მივლინების ანგარიში გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 18-21 მაისს მივლინებული ვიყავი ქ. ანტვერპენში (ბელგია) ევროპის მწვანეთა პარტიის 28-ე საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად (ბრძანება #149/2. 30/04/2018). საქართველოს მწვანეთა პარტია წარმოადგენს ევროპის მწვანეთა პარტიის ერთ-ერთ დამფუძნებელს (1993 წელი), საბჭო წარმოადგენს პარტიის უმაღლეს ორგანოს და შეხვედრა იმართება წელიწადში ორჯერ. საბჭომ მიიღო 14 რეზოლუცია სხვადასხვა გლობალურ და რეგიონალურ პოლიტიკურ საკითხებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პარტიის მზადებას ევროპარლამენტის არჩევნებისთვის, რომელიც გაიმართება 2019 წელს. გაკეთდა პარტიული ვებ-გვერდის პრეზენტაცია შექმნილი სპეციალურად არჩევნების უკეთ წარმართვისთვის. გაიმართა ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნების მწვანეთა პარტიების წარმომადგენლებთან გამოცდილების გაზიარების მიზნით (ინგლისის და უელსის, რუმინეთის, ბულგარეთის, შვედეთის, ჩეხეთის და საბერძნეთის), აგრეთვე ევროპარლამენტის მწვანეთა ფრაქციის წევრებთან. ხელი მოვაწერეთ ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას მოლდოვას მწვანეთა პარტიის პრეზიდენტთან ანატოლი პროჰინიტისთან. შეხვედრა გვქონდა უკრაინის უმაღლესი რადას (პარლამენტი) წევრთან სერგეი რუდიკთან, რომელსაც განზრახული აქვს „მწვანეთა ფრაქციის“ შექმნა უკრაინის რადაში და გავუზიარეთ ჩვენი გამოცდილება ამ საკითხში. გადაწყდა, რომ პარტიის მომავალი საბჭო გაიმართება მიმდინარე წლის ნოემბერში ესპანეთში, ქალაქ მადრიდში. პატივისცემით გიორგი გაჩეჩილაძე თავმჯდომარე