„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით

საკანონმდებლო წინადადება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
23.05.2018
ავტორი
„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“
ნომერი
#8013/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-05-28
ბიუროს ნომერი 165

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება
ar Itjl6o6gq,ob Jr6q,r056$o5 bog6olr brqgrsg3S$oqtg0s b)J)hol3lctrtb l)hc)al60n --N182/2 2018 $Xq'o' 5 osq,oln t rCJ(f,o,3c(,('lt ir6q,ra56$olr F[6q'racSoolr 150-3 l$C!lr,o80(xqt, btt q'rAC6Ool, aoJt6<, rqtdC6b: fu\xi-t ac-a Juqoob brEcftcq$c, tDCJ6oBCq,(,tr $6ryJAC60rrl, $606o4qx'rboU qo63ob q.or lxSoJqIJo !q'or6uoL" AoCd' 3oBogsdoLr $"6rce"ACb"U t$gUaSCgtC, "or$brjotr Jo6$fxrqnt' A36r6ott t$'J.:fugq,(t)l-r 3'16<'16ao 6qT $rd)&DAbC5.{,o "@rabv.lob 3o6r5r+x'rqx)b agbrbCo" 'q'X&ir ful-Dbxo" (N8013; 23.05.2018) l$3$<o6aq'C0qm Br6rAJa3& pbbrqiolt 3.>agr arba6o4q'(9bolt qpr$olrr C.os beBorqlJo brJoo,bor Jc}OoOCOl, (0rA$J6o JoaoOCOo) 2018 $qnL 5 qq,(,lr,qt6 6.rg6ddgq,qegt 30 ('qo<rr. tt.lj$6ot9q,srl, $6,q,$366ou ot3&1qmAr63, &rgf x'rb b\mAob or€Axefl 6idrC -" ,,r,(1!, #v\
წერილი
N 11751 04/07/2018 საქართველოს პარლამენტის ბიუროს „თამბაქოს კონტროლის ალიანსისა“ (N8013 23.05.18) და იურიდიული კომპანია LPA law Firm პარტნიორის ლევან ნიკოლაძის (N8751 06.06.18) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებები “თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელ ცვლილებასთან დაკავშირებით მიზანშეწონილია განხილულ იქნას ამავე თემაზე, კომიტეტში სხვა სუბიექტის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებებთან ერთად, საქართველოს მთავრობასთან კონსულტაციის შემდგომ. გთხოვთ დადგენილი წესით განხილვის ვადების გაგრძელებას. აკაკი ზოიძე თავმჯდომარე
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
N 13009 20/07/2018 საქართველოს პარლამენტის ბიუროს კომიტეტმა 2018 წლის 8 ივნისს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 150-ე მუხლის შესაბამისად განიხილა “თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში განსახორციელებელ ცვლილებასთან დაკავშირებით ააიპ „საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის (N7294 11.05.18), „თამბაქოს კონტროლის ალიანსისა“ (N8013 23.05.18) და იურიდიული კომპანია LPA law Firm პარტნიორის ლევან ნიკოლაძის (N8751 06.06.18) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებები. ვინაიდან ზემოაღნიშნულ საკანონმდებლო წინადადებებში დასმული საკითხები სრული მოცულობით არ იქნა მხარდაჭერილი, საკომიტეტო განხილვის შედეგად ისინი მიჩნეულ იქნა უარყოფილად. ამასთან გაცნობებთ, რომ კომიტეტი აქტიურად ახორციელებს “თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების საპარლამენტო კონტროლს და კანონის დანერგვის მიმდინარეობის თაობაზე აღმასრულებელი უწყებებიდან იღებს შესაბამის ინფორმაცფიას; ამ პერიოდისათვის გამოკვეთილია ზოგიერთი რეგულაციის დახვეწის საჭიროება კანონის ეფექტიანი აღსრულების მიზნით. საკომიტეტო სხდომაზე გადაწყდა, რომ კომიტეტის მიერ შემუშავებულ იქნება საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც უახლოეს პერიოდში წარედგინება საქართველოს პარლამენტს და მასში, მათ შორის, აისახება საკანონმდებლო წინადადების ავტორთა მიერ საკომიტეტო სხდომაზე დასმული რამოდენიმე საკითხი, რომელიც კომიტეტის მიერ იქნა გაზიარებული; კერძოდ: 1. რაც შეეხება ააიპ „საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის (N7294 11.05.18), მიერ წარმოდგენილ წინადადებას აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მოწყობის ადგილის დამატებას თამბაქოს მოხმარების დაშვებას კანონით განსაზღვრულ საგამონაკლისო ნორმაში, კომიტეტისათვის მიუღებელია, ვინაიდან ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვნად ფართოვდება იმ დაწესებულებათა და სივრცეების წრე, რომელშიც დაშვებულია იქნება მოწევა, რაც წარმოადგენს არსებული სწორი და დასაბუთებული პოლიტიკის სრულიად საპირისპირო, საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე ნეგატიურად მოქმედ მიდგომას. ამასთან, კომიტეტი მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით ერთგვარი კომპრომისის დაშვებაზე მსჯელობა შესაძლებელია მხოლოდ სათამაშო აპარატების სალონებთან დაკავშირებით, ვინაიდან არსებული საგამონაკლისო დაშვება სამორინეებთან მიმართებაში მოხდა სპეციალური სალიცენზიო პირობების გათვალისწინებით, რომელიც მათ გააჩნიათ; კანონის დანერგვის პროცესისათვის ის სათამაშო აპარატების სალონები, რომელთაც არ გააჩნიათ სამორინეს გახსნის ნებართვა, აღმოჩნდა განსხვავებულ სამართლებრივ მდგომარეობაში, ვიდრე ის ოპერატორი, ვინც ამავე ბიზნეს სამორინეს ნებართვით ახორციელებს; 2. „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ (N8013 23.05.18) საკანონმდებლო წინადადებაში დასმული საკითხი, სიგარა-ბარისა და სამორინის საგამონაკლისო ნორმის გაუქმების თაობაზე, ამ ეტაპისათვის მიჩნეულ იქნა, ნაადრევად, ვინაიდან კანონი უკვე ითვალისწინებს საკმაოდ მკვეთრ რეგულაციებს თამბაქოსაგან თავისუფალი დახურული სივრცეების სასარგებლოდ და ამ ეტაპისათვის, კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა ამ მიმართულებით რადიკალური ზომების გატარებას. თუმცა, კანონის დანერგვიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ, როცა საზოგადოება შესძლებს სოციალური ნორმის საბოლოო ტრანსფორმაციას, სრულიად შესაძლებელია დაისვას ამგვარი რეგულაციის დაწესების საჭიროება. შესაბამისად კომიტეტს მიაჩნია შემდგომი მსჯელობა გაიმართოს სამორინეების და სიგარბარების უვადო გამონაკლისების ვადიანად გადაქცევის თაობაზე. 3. იურიდიული კომპანია LPA law Firm პარტნიორის ლევან ნიკოლაძის (N8751 06.06.18) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადაებით შემოთავაზებული ცვლილება „აეროპორტის საბაჟო ტერიტორიის თავისუფალ ზონის“ „თავისუფალი ვაჭრობის ზონით“ ჩანაცვლება თამბაქოს პროდუქტის რეალიზაციისა და განლაგების შემთხვევებისას და ამ პროდუქტის საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად განსაზღვრული პიქტოგრამის გარეშე რეალიზაცია და განლაგება კომიტეტის მიერ მიჩნეულ იქნა არამართლზომიერად; არსებობს ძალზე დიდი და მზარდი საერთაშორისო დონის მტკიცებულებები, რომელიც მხარს უჭერს სამედიცინო გაფრთხილებით (მ.შ. პიქტოგრამის) თამბაქოს შეფუთვის დანერგვას, როგორც ყოვლისმომცვლი თამბაქოს კონტროლის სტრატეგიის შემადგენელ, ქმედით და პროპორციულ ღონისძიებას, თამბაქოზე მოთხოვნის შემცირებისათვის. ამგვარი შეფუთვის მტკიცებულებების, დიზაინის და დანერგვის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პუბლიკაციები ხაზს უსვამს, რომ ამ პოლიტიკას აქვს რამდენიმე ამოცანა: თამბაქოს ნაწარმის მიმზიდველობის შემცირება, თამბაქოს შეფუთვის, როგორც რეკლამის და პოპულარიზაციის ფორმის ეფექტების ელიმინაცია და ჯანმრთელობის გაფრთხილებების თვალსაჩინოების და ეფექტურობის გაზრდა. თუმცა კომიტეტმა შესაძლებლად მიიჩნია ამ კუთხით, გარკვეული ცვლილებების განხორციელება; კერძოდ, რეგულაციაში „აეროპორტის საბაჟო ტერიტორიის თავისუფალ ზონის“ ნაცვლად დაფიქსირდეს „საბაჟო ტერიტორიის თავისუფალ ზონა“ და ნორმა, რომლის თანახმად (მე-6 მუხლის მე-6 პუნქტი), თამბაქოს ნაწარმის ყოველ შეფუთვაზე სამედიცინო გაფრთხილება განთავსებული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე (ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – აგრეთვე აფხაზურად), ჩამოყალიბდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს თამბაქოს ნაწარმის ყოველ შეფუთვაზე სამედიცინო გაფრთხილების განთავსება ინგლისურ ენაზეც. გარდა ზემოაღნიშნული საკითხებისა, კომიტეტს მიაჩნია, რომ საკანონმდებლო ინიციატივაში უნდა გაიწეროს შემდეგი საკითხები: ა) სამედიცინო დაწესებულებების, უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების ტერიტორიაზე თამბაქოს მოხმარების დაშვება იმ დათქმით, რომ ზემოაღნიშნულმა დაწესებულებებმა უნდა შეიმუშაოს და დაამტკიცოს ამ ტერიტორიაზე თამბაქოს მოწევის ადგილების გამოყოფის შესახებ სპეციალური აქტი; ბ) შესაძლებელია დაწესდეს თამბაქოს მოწევის დაშვება მსახიობის/შემსრულებლის მიერ სპექტაკლის ან თეატრალური წარმოდგენის მიმდინარეობის დროს მხოლოდ რეჟისორის ჩანაფიქრის განხორციელების მიზნით. ამასთან, სპექტაკლის ან თეატრალური წარმოდგენის მიმდინარეობის წინ მაყურებელს უნდა მიეწოდოს ინფორმაციას თამბაქოს ნაწარმის მავნე ზემოქმედების თაობაზე და უნდა შეიქმნას ფორმალური მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს რეჟისორის/თეატრის მიერ დასაბუთებას რომ თამბაქოს მოწევა სცენაზე არის მხატვრული ჩანაფიქრის აუცილებელი ნაწილი; გ) უნდა დაზუსტდეს ფიზიკური პირის პასუხისმგებლობის საკითხი კანონით აკრძალულ დახურულ სივრცეში თამბაქოს მოწევასთან დაკავშირებით 1 (ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 171 მუხლი); კერძოდ, სანქცია ფიზიკური პირის მიერ „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ დაწესებულებსა და შენობა-ნაგებობაში ან/და ტერიტორიაზე, სადაც თამბაქოს მოწევა აკრძალულია, თამბაქოს მოწევის აკრძალვის მოთხოვნის შეუსრულებლობა, თამბაქოს მოწევა შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ ამ ფიზიკური პირის მიმართ თამბაქოს მოწევის შეწყვეტისაკენ მოწოდების მიუხედავად, ამ მოწოდების შეუსრულებლობის შემთხვევაში; დ) ასევე გასათვალისწინებელია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 1557 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენისა (თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა ადგენენდნენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები) და 1557 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის საფუძველზე კონფისკაციას პირობების (უნდა განახორციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემოსავლების სამსახურის საამისოდ უფლებამოსილი პირებმა) დადგენის საკითხის გამიჯვნა ორ უწყებას შორის, მათი კომპეტენციის ფარგლებში; ე) აგრეთვე უნდა დაზუსტდეს თამბაქოს ნაწარმის სავაჭრო ობიექტის შიგნით (სავაჭრო ობიექტის იმ სექციაში, სადაც ბავშვის ტანსაცმელი, კვების პროდუქტი ან/და სათამაშო იყიდება) განლაგებასთან დაკავშირებული ჩანაწერი. ამ მოსაზრებების გათვალისწინებით, კომიტეტმა მიზანშეწონილად ჩათვალა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შესამუშავებლად მუშაობის დაწყება, ამ პროცესში ექსპერტების ჩართვა და დაინტერესებულ უწყებებთან კონსულტაციის გაგრძელება. ზემოაღნიშნული გარემოებების გამო, საკომიტეტო განხილვის შედეგად წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებები მიჩნეულ იქნა უარყოფილად. პატივისცემით, აკაკი ზოიძე თავმჯდომარე