„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
24.05.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შექმნილი კონსტიტუციასთან კანონმდებლობის ჰარმონიზების სამუშაო ჯგუფი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#07-3/178/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-05-28
ბიუროს ნომერი 165

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.05.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010110000.04.001.016108) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) არასრულწლოვანი პირი – 18 წლამდე ასაკის პირი;“; 2. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები: „ი) ოჯახის წევრი - უცხოელის ან საქართველოს მოქალაქის მეუღლე, შვილი, მშობელი, მშვილებელი, ნაშვილები, და-ძმა, პაპა, ბებია, შვილიშვილი, უცხოელის ან საქართველოს მოქალაქის მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ ან/და სრულ კმაყოფაზე მყოფი არასრულწლოვანი, მხარდაჭერის მიმღები ან შრომისუუნარო პირი; კ) წინაპარი – პირის აღმავალი შტოს ხუთი თაობა.“. 3. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „3. საქართველოს მოქალაქე იმავდროულად შეიძლება იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე, თუ ის აკმაყოფილებს ამ კანონის მე-17 და 211 მუხლებით გათვალისწინებულ პირობებს.“; 4. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. არასრულწლოვანი მოქალაქეობის დაკარგვისა) პირის მოქალაქეობის დასაშვებია მისი შეცვლა (გარდა მშობლების ან წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე.“. 5. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: საქართველოს სხვა კანონიერი „21. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„დ“ ქვეპუნქტების მოთხოვნები არ ვრცელდება მხარდაჭერის მიმღები პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭებაზე.“. 6. მე-12 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) კანონიერ საფუძველზე უწყვეტად ცხოვრობს საქართველოში საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენის დღემდე ბოლო 10 წლის განმავლობაში;“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების მოთხოვნები არ ვრცელდება იმ პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭებაზე, რომელსაც აქვს ისეთი ფიზიკური ნაკლი, რომელიც შეუძლებელს ხდის შემოწმდეს აკმაყოფილებს თუ არა იგი აღნიშნული ქვეპუნქტების მოთხოვნებს.“. 7. მე-14 მუხლიჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 14. საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭება 1. საქართველოს მოქალაქეზე დაქორწინებულ პირს, რომელიც კანონიერ საფუძველზე უწყვეტად ცხოვრობს საქართველოში საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენის დღემდე ბოლო 5 წლის განმავლობაში, საქართველოს მოქალაქეობა გამარტივებული წესით მიენიჭება, თუ იგი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების მოთხოვნებს. 2. ამ კანონის მე-12 მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭებაზე. რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირს საქართველოს მოქალაქეობა გამარტივებული წესით მიენიჭება მოქალაქეობის საკითხთა კომისიის (შემდგომში - კომისია) ნორმატიული აქტით - კომისიის დადგენილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად.“. 8. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 15. სხვა ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სხვა ქვეყნის მოქალაქეს უფლება აქვს, მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით. სხვა ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება, გარდა საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებისა, ძალაში შედის საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ ამ პირის სხვა ქვეყნის მოქალაქეობიდან გასვლის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებისთანავე.“. 9. მე-16 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) იგი მონაწილეობდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ადამიანის, სახელმწიფოს, საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში, თუ მას აღნიშნული დანაშაულისთვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ აქვს;“; ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: „დ) იგი იძებნება საქართველოს ან უცხო ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების ან საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის (ინტერპოლის) მიერ, ან/და მის მიმართ მიმდინარეობს საექსტრადიციო ან გაძევების პროცედურა.“. 10. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 17. საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება 1. საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით შეიძლება მიანიჭოს სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურება აქვს ან რომლისთვისაც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო ინტერესის შეფასებისას, სხვებს შორის, მხედველობაში მიიღება შემდეგი გარემოებები: ა) სხვა ქვეყნის მოქალაქე საქართველოს საკუთარ სამშობლოდ მიიჩნევს და იგი ან მისი წინაპარი: ა.ა) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ან აღნიშნული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირია; ა.ბ) სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოსაზრებით ან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში წასული პირია; ბ) განმცხადებელი საქართველოში დაბადებული ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელია და საქართველოს საკუთარ სამშობლოდ მიიჩნევს; გ) სხვა ქვეყნის მოქალაქე ინვესტიცია, რომლითაც საქართველოში ახორციელებს/განახორციელა ისეთი სახელმწიფოს ეკონომიკის განვითრებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს/შეიტანა; დ) სხვა ქვეყნის მოქალაქე წარმატებულია სპორტის, მეცნიერების ან/და ხელოვნების სფეროში და სურს მოღვაწეობა განაგრძოს საქართველოს სახელით.“. 11. მე-18 მუხლის: ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება იმ პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭებაზე, რომელსაც აქვს ისეთი ფიზიკური ნაკლი, რომელიც შეუძლებელს ხდის შემოწმდეს, აკმაყოფილებს თუ არა იგი აღნიშნული ქვეპუნქტის მოთხოვნას.“; ბ) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 12. 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) სხვა ქვეყნის მოქალაქეობას მოიპოვებს, გარდა ამ კანონის 211 მუხლით განსაზღვრული შემთხვევისა.“. 13. 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი არ ვრცელდება საქართველოს იმ მოქალაქეზე, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიენიჭა, ან რომელმაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებისას შეინარჩუნა საქართველოს მოქალაქეობა და რომელიც თავისი მოქალაქეობის ქვეყნის სამხედრო სამსახურში ან პოლიციის სამსახურში შევა.“. 14. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 211 მუხლი: „მუხლი 211. სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება 1. საქართველოს მოქალაქე ინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში, თუ იგი აღნიშნული ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე მიიღებს საქართველოს სახელმწიფოდან თანხმობას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე. 2. სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობა გაიცემა, თუ საქართველოს მოქალაქის სამომავლო კავშირი საქართველოსთან სარწმუნოდ იქნება მიჩნეული და არსებობს ერთ-ერთ შემდეგი პირობა: ა) საქართველოს მოქალაქის ოჯახის წევრი იმ ქვეყნის მოქალაქეა, რომლის მოქალაქეობის მიღებასაც იგი აპირებს; ბ) საქართველოს მოქალაქე სულ მცირე 5 წლის განმავლობაში კანონიერი საფუძვლით ცხოვრობს, ან მუშაობს იმ ქვეყანაში, რომლის მოქალაქეობის მიღებასაც იგი აპირებს. 3. არასრულწლოვანს, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მოიპოვა დაბადებით, საქართველოს მოქალაქეობა უნარჩუნდება დაბადებიდან 2 წლის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში არასრულწლოვანისთვის მოქალაქეობის შენარჩუნების შესახებ განცხადების წარუდგენლობის შემთხვევაში, მას შეუწყდება საქართველოს მოქალაქეობა. არასრუწლოვანისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება დასაშვებია მშობლების ან კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე. ერთ-ერთი მშობლის განცხადების წარდგენის შემთხვევაში, არასრულწლოვანისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება დასაშვებია მეორე მშობლის თანხმობით. 4. სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქე ვერ შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება არ შეესაბამება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს.“; 15. 22-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პირი ამ კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადებას წარუდგენს სააგენტოს ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.“. 16. 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 24. საქართველოს მოქალაქეობის საკითხების განხილვა 1. საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციის გზით მოპოვებისა და საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხებზე განცხადებას განიხილავს სააგენტო კომისიის დახმარებით. კომისია შედგება 6 წევრისაგან, რომლებსაც ნიშნავს სააგენტოს თავმჯდომარე. კომისიის ორი წევრი (მათ შორის, კომისიის თავმჯდომარე) ინიშნება სააგენტოს თანამშრომლებისაგან, 2 წევრი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და 2 წევრი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოსამსახურეებისაგან, ამ უწყებების წარდგინებით. ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა. 3. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის წევრი სამსახურიდან თავისუფლდება იმ ორგანიზაციიდან, რომელსაც წარმოადგენს კომისიაში, ეს ავტომატურად იწვევს კომისიის წევრის სტატუსის შეწყვეტას. 4. კომისიის საქმიანობის წესი განისაზღვრება კომისიის მიერ დამტკიცებული დებულებით. 5. კომისიას ჰყავს სამდივნო, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ მხარდაჭერას. სამდივნოს ფუნქციას ასრულებს სააგენტოს შესაბამისი სამსახური. 6. კომისია უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების (გარდა საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებისა) მსურველ პირთა სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შემოწმებას, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების, აგრეთვე სხვა ქვეყნის მოქალაქისათვის საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პირობების არსებობის დადგენას. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე შესაბამის დასკვნას ამზადებს სააგენტო. 7. საქართველოს მოქალაქეობის დაბადებით მოპოვებაზე, საქართველოს მოქალაქეობის დადგენასა და საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე განცხადებასა და წარდგინებას განიხილავს და შესაბამის დასკვნას ამზადებს სააგენტო. 8. სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობას გასცემს სააგენტო ამ კანონით დადგენილი წესით. 9. საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით, საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით, საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით, საქართველოს მოქალაქეობის სპეციალური წესით მინიჭების ან მინიჭებაზე უარის, ასევე, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე სააგენტოს დასკვნები საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს. 10. თუ სააგენტოსთვის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ წარდგინების გარეშე გახდება ცნობილი საქართველოს მოქალაქის მიერ საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლის არსებობა, სააგენტო განიხილავს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საკითხს და შესაბამის მასალებს წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს.“. 17. 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 25. საქართველოს მოქალაქეობის საკითხის გადაწყვეტა 1. საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების, მინიჭებაზე უარის ან შეწყვეტის შესახებ საკითხებზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი. 2. საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების ან შეწყვეტის შესახებ განცხადებისა და საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ წარდგინების დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს ბრძანებულებას, ხოლო ამ განცხადებასა და წარდგინებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში – განკარგულებას.“. 18. 26-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვების შესახებ განცხადებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პირს უფლება აქვს, იმავე საფუძვლით მიმართოს სააგენტოს ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებიდან 1 წლის შემდეგ.“. 19. 28-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების ან შეწყვეტის შესახებ განცხადებისა და საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ წარდგინების განხილვის, აგრეთვე საქართველოს საპატიო მოქალაქეობის მინიჭების წესი განისაზღვრება კომისიის დადგენილებით დამტკიცებული დებულებით.“; ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3-მე-5 პუნქტები: „3. სააგენტოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე. 4. სააგენტოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებად ჩაითვლება ასევე სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება. 5. სააგენტოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით გამოცემის შემთხვევაში ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული ვადების ათვლა იწყება მისი გამოქვეყნებისთანავე.“. 20. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 29. საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება 1. საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, გარდა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებისა, არ ექვემდებარება სასამართლოში გასაჩივრებას. პირის მიერ საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებისას მოპასუხეა საქართველოს პრეზიდენტი. 2. საქართველოს დასკვნა/გადაწყვეტილება, მოქალაქეობის საკითხზე სააგენტოს რომელიც დამოუკიდებლად მიერ წარმოშობს მიღებული სამართლებრივ შედეგებს, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია..“. 21. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 322 მუხლი: „მუხლი 322. საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნის დროებითი უფლება 1. საქართველოს ყოფილ მოქალაქეს, რომლემაც დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო, უფლება აქვს ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის ვადაში მიმართოს სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების მოთხოვნით, ამ მუხლით განსაზღვრული პირობებით 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირს მოქალაქეობა აღდგენის წესით მიენიჭება, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ა) დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს სახელმწიფო ენა; ბ) არ არსებობს ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება იმ პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭებაზე, რომელსაც აქვს ისეთი ფიზიკური ნაკლი, რომელიც შეუძლებელს ხდის შემოწმდეს, აკმაყოფილებს თუ არა იგი აღნიშნული ქვეპუნქტის მოთხოვნას. 4. საქართველოს ყოფილ მოქალაქეზე, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო, ამ მუხლის საფუძველზე საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭებისას არ გავრცელდება ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭება მის არასრულწლოვან შვილსაც. 14 წლის ასაკს მიღწეულ პირს ამ მუხლის საფუძველზე საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭება მისი თანხმობით. 6. საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა მიმართ ამ კანონის ამოქმედებამდე არ იყო მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის თაობაზე სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო, უფლება აქვთ ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის ვადაში მიმართონ სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით.“. 22. 34-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ კანონის 30-ე და 31-ე მუხლები მოქმედებს 2020 წლის 31 დეკემბრამდე.“. მუხლი 2. 1. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს მოქალაქეობის შესახებ იმ განცხადებების განხილვაზე, რომლებიც სააგენტოს მიერ წარმოებაშია მიღებული ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის. 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში მოქალაქეობის საკითხთა კომისიამ უზრუნველყოს მოქალაქეობის საკითხთა კომისიის ნორმატიული აქტის კომისიის დადგენილების დამტკიცება. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის შინაარსობრივი და ტექნიკური გადასინჯვის საჭიროებიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის ოქტომბერში მიიღო საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“. არსებითად შეიცვალა მოქმედი კონსტიტუციის მე-2 თავი. კერძოდ, კონსტიტუციის დღეს მოქმედი რედაქციის მე-12 მუხლი ეხება საქართველოს მოქალაქეობის საკითხებს. საქართველოს მოქალაქე იმავდროულად არ შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოს მოქალაქე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ენიჭება საქართველოს მოქალაქეობა განსაკუთრებული დამსახურების ან სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. კონსტიტუციის ახალი რედაქციის 32-ე მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და დაკარგვის წესი, სხვა სახელმწიფოს მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პირობები და წესი და საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის ფლობის პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით. შესაბამისად, საქართველოს ახალი კონსტიტუციური კანონი უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღებას აღარ განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის ავტომატურ საფუძვლად. ახალი რედაქციით, სამართლებრივი საფუძველი ეყრება საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღებისას ურთიერობების ახლებურად რეგულირებას. შესაბამისად, იქმნება თვისობრივად ახალი და თანამედროვე კანონმდებლობის მიღების შესაძლებლობა. შესაბამისად, კანონპროექტის მიღება განაპირობა საქართველოს კონსტიტუციაში შესულმა ცვლილებებმა და ამ ცვლილებების საქართველოს მოქმედ კანონმდებლობაში ასახვის აუცილებლობამ. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტის მიღების მიზანია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებთან ჰარმონიზება. კერძოდ, ცვლილების მიზანია, საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის 32-ე მუხლთან “საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის ჰარმონიზება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი წარმოდგენილი საკანონმდბელო ცვლილებით, საქართველოს მოქალაქე, იმავდროულად, შეიძლება იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე, თუ ის აკმაყოფილებს კანონპროექტით წარმოდგენილი საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მოპოვების ან საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების პირობებს. წარმოდგენილი კანონპროექტით, დგინდება პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებისას გასათვალისწინებელი საკითხები. კერძოდ, საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისათვის სახელმწიფო ინტერესის შეფასებისას, სხვებს შორის, ყურადსაღებია შემდეგი გარემოებები: სხვა ქვეყნის მოქალაქე საქართველოს საკუთარ სამშობლოდ მიიჩნევს და იგი ან მისი წინაპარი: ა) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ან აღნიშნული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირია; ბ) სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოსაზრებით ან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში წასული პირია; ამასთან, გათვალისწინებულ განმცხადებელი იქნება საქართველოში შემდეგი გარემოებებიც, დაბადებული ეთნიკური როგორიცაა: ა) უმცირესობების წარმომადგენელია და საქართველოს საკუთარ სამშობლოდ მიიჩნევს; ბ) სხვა ქვეყნის მოქალაქე საქართველოში ახორციელებს/განახორციელა ისეთი ინვესტიცია, რომლითაც მას სახელმწიფოს ეკონომიკის განვითრებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს/შეიტანა; გ) სხვა ქვეყნის მოქალაქე წარმატებულია სპორტის, მეცნიერების ან/და ხელოვნების სფეროში და სურს მოღვაწეობა განაგრძოს საქართველოს სახელით.“. ასევე, კანონპროექტით დგინდება, რომ საქართველოს მოქალაქე ინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში, თუ იგი აღნიშნული ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოდან მიიღებს თანხმობას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე. თავის მხრივ, მოქალაქეობის შენარჩუნების დროს, პირი უნდა აკმაყოფილებდეს ერთ-ერთ შემდეგ წინაპირობას: ა) საქართველოს მოქალაქის ოჯახის წევრი იმ ქვეყნის მოქალაქეა, რომლის მოქალაქეობის მიღებასაც იგი აპირებს; ბ) საქართველოს მოქალაქე სულ მცირე 5 წლის განმავლობაში კანონიერი საფუძვლით ცხოვრობს ან მუშაობს იმ ქვეყანაში, რომლის მოქალაქეობის მიღებასაც იგი აპირებს. კანონპროექტით წარმოდგენილ სიახლეს წარმოადგენს, ასევე, აღდგენის დროებითი უფლება. კერძოდ, საქართველოს ყოფილ მოქალაქეს, რომელმაც დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო, უფლება აქვს ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის ვადაში მიმართოს სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების მოთხოვნით. კანონპროექტით ასევე იცვლება პრეზიდენტის კომპეტენცია საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების ნაწილში. კერძოდ, პრეზიდენტს აღარ ექნება მოქალაქეობის საკითხის განხილვასთან დაკავშირებული რიგი საკითხების რეგულირების კომპეტენცია. მათ შორის, იცვლება კომისიის დაკომპლექტების წესი: კომისიის თავმჯდომარე იქნება სააგენტოს თანამშრომელი; კომისიის წევრი აღარ იქნება ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელი; სააგენტოს ეყოლება ორი წარმომადგენელი. ასევე, მოქალაქეობის მინიჭების/შეწყვეტის/დაკარგვის წესი განისაზღვრება კომისიის დადგენილებით, ნაცვლად პრეზიდენტის ბრძანებისა. საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭებისათვის აღარ იქნება შესაძლებელი პირდაპირ პრეზიდენტისათვის მიმართვა. წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს მოქალაქეობის თაობაზე გადაწყვეტილების გასაჩივრების განსხვავებულ მექანიზმს. კერძოდ, საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გარდა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებისა, არ ექვემდებარება სასამართლოში გასაჩივრებას. კანონპროექტით იცვლება მოქალაქეობის მინიჭებისათვის საქართველოში მცხოვრები ცენზები. კერძოდ, ჩვეულებრივი წესით მოქალაქეობის მინიჭებისას 5 წლიანი ცხოვრების ცენზი იზრდება 10 წლამდე. გამარტივებული წესით მოქალაქეობის მინიჭებისას კი, 2 წლიანი ცხოვრების ცენზი იზრდება 5 წლამდე. ასევე, წარმოდგენილი ცვლილებით ზუსტდება რამდენიმე საკითხი. კერძოდ, ზუსტდება არასრულწლოვანისთვის მოქალაქეობის შეცვლისათვის ორივე მშობლის თანხმობის საჭიროება. მოქალაქეობის შესახებ კანონმდებლობა შესაბამისობაში მოდის მხარდაჭერის მიმღების შესაძლებლობებთან. ზუსტდება, რომ სახელმწიფო ენის, სამართლისა და ისტორიის ცოდნის მოთხოვნები არ ვრცელდება იმგვარი ფიზიკური ნაკლის მქონე პირებზე, რომელიც შეუძლებელს ხდის მოთხოვნათა შემოწმებას. პირისთვის ადამიანის, სახელმწიფოს, საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში მონაწილეობა მოქალაქეობაზე უარის თქმის საფუძველი იქნება მხოლოდ ნასამართლობის მოხსნამდე ან გაქარწყლებამდე. კანონს ემატება პირის ნატურალიზაციის ხელშემშლელი ახალი პირობა. ზუსტდება და ემატება რამდენიმე ახალი ტერმინი. ზუსტდება სააგენტოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის, გამოქვეყნების და ვადის ათვლის საკითხები. ზუსტდება სხვა ქვეყნის მოქალაქის უფლება, მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ. ასევე, ზუსტდება, რომ საგამონაკლისო წესით, მოქალაქეობის მინიჭებისას არ არის საჭირო სხვა ქვეყნის მოქალაქეობიდან გასვლის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის დაფინანსების წყარო: კანონპროექტით მიღებასთან დაკავშირებით გათვალისწინებული აუცილებელი ხარჯების ხარჯები საჭიროების დამატებითი შემთხვევაში დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს ცვლილებებს საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და დაკარგვის წესის, სხვა სახელმწიფოს მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პირობების და წესის და საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის ფლობის პირობების შესახებ შესაბამის მუხლებში (მე-12, მე-14, მე-16, მე-17, 211-ე და 322-ე მუხლები), რამაც შესაძლოა გამოიწვიოს რიგ შემთხვევებში სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში შესაბამისი განცხადებებით მიმართვიანობის ზრდა, ხოლო რიგ შემთხვევებში - კლება. აღნიშნულს კი შესაბამისად შესაძლოა გავლენა ჰქონდეს სააგენტოს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე განცხადებების საფასურის კუთხით, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევიდან მიღებული შემოსავლებიდან გადასახდელი დღგ-ს მიმართულებით. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ ეტაპზე 211-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში არასრუწლოვანისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მიზნით მშობლების ან კანონიერი წარმომადგენლის განცხადებისთვის რამე სახის საფასური დადგენილი არ არის. ცვლილება შედის, აგრეთვე, კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტში, რომლის თანახმად კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირი საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადებას აღარ წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს. შესაბამისად, კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული ის განცხადებები, რომლებიც უნდა წარგენოდა საქართველოს პრეზიდენტს, ცვლილების შემდეგ შესაძლოა მიიმართოს სააგენტოში, რასაც შესაძლოა გავლენა ჰქონდეს მიმართულებით სააგენტოს გაზრდილი ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ზრდის განცხადებების საფასურის თვალსაზრისით და შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე დღგ-ს მიმართულებით. წარმოდგენილი კანონპოექტი, ასევე, ითვალისწინებს მოქალაქეობის თაობაზე განცხადებით მიმართვის ინტენსივობის შემცირებას (მუხლი 26). კერძოდ, პირს ხელმეორედ განცხადების წარდგენის უფლება ექნება პირველი განცხადებიდან 1 წლის შემდგომ 6 თვის ნაცვლად. შესაბამისად, მოქალაქეობის თაობაზე განმეორებით მიმართვიანობის შესაძლო შემცირების შედეგად აღნიშნულ კანონპროექტს შესაძლოა გავლენა ჰქონდეს სააგენტოს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე შემცირების მიმართულებით განცხადებების საფასურთან მიმართებაში, რამაც შესაძლოა აგრეთვე გავლენა იქონიოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე დღგ-ს მიმართულებით. გარდა ზემოაღნიშნულისა, ცვლილება შედის აგრეთვე კანონის 29-ე მუხლში, რომლის თანახმად საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, გარდა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებისა, აღარ დაექვემდებარება სასამართლოში გასაჩივრებას. აღნიშნულმა ცვლილებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს სასამართლოს მიერ განსახილველ საქმეთა რაოდენობაზე შემცირების მიმართულებით და შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე სახელმწიფო ბაჟის მიმართულებით. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს ცვლილებებს საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და დაკარგვის წესის, სხვა სახელმწიფოს მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პირობების და წესის და საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის ფლობის პირობების შესახებ შესაბამის მუხლებში (მე-12, მე-14, მე-16, მე-17, 211-ე, 26-ე და 322-ე მუხლები), რამაც შესაძლოა გამოიწვიოს რიგ შემთხვევებში სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში შესაბამისი განცხადებებით მიმართვიანობის ზრდა, ხოლო რიგ შემთხვევებში - კლება. იმ შემთხვევაში, თუ მნიშვნელოვნად გაიზრდება შესაბამისი მიმართვიანობა, აღნიშნულმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს სააგენტოს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე თუ საჭირო გახდება დამატებითი ადამიანური რესურსი და კომისიის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ვინაიდან კანონპროექტის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საგამონაკლისო წესით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირი საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადებას აღარ წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს, აღნიშნულს შესაძლოა გავლენა ჰქონდეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე შემცირების ადმინისტრაციის მიმართულებით, მიერ განსახილველ ვინაიდან შემცირდება პრეზიდენტის საქმეთა რაოდენობა აღნიშნული მიმართულებით, ხოლო სსიპ- სერვისების განვითარების სააგენტოს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე ზრდის მიმართულებით საგამონაკლისო წესით გათვალისწინებულ შემთხვევაში განცხადებების სააგენტოში მიმართვასან დაკავშირებით ნაცვლად პრეზიდენტის ადმინისტრაციისა. წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს ცვლილებას კანონის 29-ე მუხლში, რომლის თანახმად საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, გარდა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებისა, აღარ დაექვემდებარება სასამართლოში გასაჩივრებას. აღნიშნულმა ცვლილებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს სასამართლოს მიერ განსახილველ შესაბამისად, საქმეთა შესაძლოა რაოდენობაზე აღნიშნულიდან შემცირების მიმართულებით გამომდინარე გავლენა და იქონიოს სასამართლოს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე შემცირების მიმართულებით. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღებით სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ წარმოიქმნება. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს ცვლილებებს საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და დაკარგვის წესის, სხვა სახელმწიფოს მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პირობების და წესის და საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის ფლობის პირობების შესახებ შესაბამის მუხლებში (მე-12, მე-14, მე-16, მე-17, 211-ე, 26-ე და 322-ე მუხლები), რამაც შესაძლოა გამოიწვიოს რიგ შემთხვევებში სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში შესაბამისი განცხადებებით მიმართვიანობის ზრდა, ხოლო რიგ შემთხვევებში - კლება, რასაც შესაბამისად გავლენა ექნება შესაბამისი პირების მიერ განცხადებების წარდგენის საფასურის გადახდის მიმართულებით. წარმოდგნეილი კანონპოექტი, ასევე, ითვალისწინებს მოქალაქეობის თაობაზე განცხადებით მიმართვის ინტენსივობის შემცირებას (მუხლი 26). კერძოდ, პირს ხელმეორედ განცხადების წარდგენის უფლება ექნება პირველი განცხადებიდან 1 წლის შემდგომ 6 თვის ნაცვლად. შესაბამისად, მოქალაქეობის თაობაზე განმეორებით მიმართვიანობა შესაძლოა შემცირდეს და შესაბამისად, შემცირდეს შესაბამისი პირების მიერ სააგენტოში განცხადებების საფასურის გადახდის შემთხვევები. ასევე, მოქმედი კანონმდებლობით საქართველოს მოქალაქეობის თაობაზე პრეზიდენტის გადაწყვეტილება ექვემდებარებოდა გასაჩივრებას. წარმოდგენილი კანონპროექტით კი ამგვარი შესაძლებლობა უქმდება (მუხლი 29), რამაც შესაძლოა შეამციროს სასამართლოს მიერ განსახილველ საქმეთა რაოდენობა და ამ მიმართულებით შესაბამისი პირების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის შემთხვევები. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს ორგანიზაციებში გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი კანონპროექტის ავტორია იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შექმნილი კონსტიტუციასთან კანონმდებლობის ჰარმონიზების სამუშაო ჯგუფი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი კანონპროექტის ინიციატორია იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
“საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) საქართველოს ტერიტორია – საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში მოქცეული ტერიტორია, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი საზღვაო და საჰაერო ხომალდები; ბ) საქართველოში ცხოვრება – პირის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა ამ კანონით განსაზღვრულ დროის მონაკვეთში; გ) საქართველოში უწყვეტად ცხოვრება – პირის საქართველოში ცხოვრება, თუ მას საქართველოს ტერიტორია წლის განმავლობაში ჯამში 90 დღეზე მეტი ვადით (ამ ვადაში არ ითვლება საქართველოს ტერიტორიის დატოვება სწავლის მიზნით 2 წლამდე ვადით და მკურნალობის მიზნით) არ დაუტოვებია. ამ კანონის მიზნებისათვის წელი ნიშნავს პერიოდს, რომელიც შედგება უწყვეტი 365 დღისაგან (ნაკიანი წელიწადის შემთხვევაში – 366 დღისაგან); დ) მოქალაქეობის შეცვლა – საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვება, გარდა საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებისა, ან საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა; ე) არასრულწლოვანი პირი – 18 წლამდე ასაკის პირი, გარდა იმ პირისა, რომელიც 18 წლის ასაკის მიღწევამდე დაქორწინდა; ვ) უცნობი მშობელი – მშობელი, რომლის ვინაობა ან/და მოქალაქეობრივი კუთვნილება უცნობია; ზ) საქართველოს საპატიო მოქალაქეობა – საქართველოსთან უცხოელის კავშირი, რომელიც საქართველოს მოქალაქისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებებსა და მოვალეობებს არ წარმოშობს; თ) მხარდაჭერის მიმღები − საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით განსაზღვრული პირები მუხლი 3. საქართველოს მოქალაქეობა 1. საქართველოს მოქალაქეობა არის საქართველოსთან პირის სამართლებრივი კავშირი. 2. საქართველოში დადგენილია ერთიანი მოქალაქეობა. 3. საქართველოს მოქალაქე იმავდროულად არ შეიძლება იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე, გარდა ამ კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. 4. არავის არ შეიძლება შეეზღუდოს მოქალაქეობის შეცვლის უფლება, გარდა ამ კანონითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 5. საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევა დაუშვებელია. მუხლი 6. არასრულწლოვანი პირის და მხარდაჭერის მიმღების მოქალაქეობის შეცვლა 1. არასრულწლოვანი პირის მოქალაქეობის შეცვლა (გარდა საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისა) დასაშვებია მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე. 2. 14 წლის ასაკს მიღწეული არასრულწლოვანი პირის მოქალაქეობის შეცვლა (გარდა საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისა) დასაშვებია მხოლოდ მისი თანხმობით. 3. მხარდაჭერის მიმღების (მათ შორის, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირის – თუ იგი მხარდაჭერის მიმღებია) მოქალაქეობის შეცვლა (გარდა საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისა) დასაშვებია მხარდამჭერის თანხმობით, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. მუხლი 12. სრულწლოვანი პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭება 1. სრულწლოვან პირს საქართველოს მოქალაქეობა ჩვეულებრივი წესით მიენიჭება, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ა) კანონიერ საფუძველზე უწყვეტად ცხოვრობს საქართველოში საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენის დღემდე ბოლო 5 წლის განმავლობაში; ბ) დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს სახელმწიფო ენა; გ) დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები; დ) საქართველოში მუშაობს, ან/და საქართველოში აქვს უძრავი ქონება, ან საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, ან საქართველოს საწარმოში ფლობს წილს ან აქციებს. 2. (ამოღებულია - 20.03.2015, №3400). 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების მოთხოვნები არ ვრცელდება იმ პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭებაზე, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეუძლებელია შემოწმდეს, აკმაყოფილებს თუ არა იგი აღნიშნული ქვეპუნქტების მოთხოვნებს. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება ლტოლვილის სტატუსის მქონე პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭებაზე. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო ენისა და საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის ფარგლები დგინდება ამ კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დებულებით. მუხლი 14. საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭება 1. საქართველოს მოქალაქეზე დაქორწინებულ პირს, რომელიც კანონიერ საფუძველზე უწყვეტად ცხოვრობს საქართველოში საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენის დღემდე ბოლო 2 წლის განმავლობაში, საქართველოს მოქალაქეობა გამარტივებული წესით მიენიჭება, თუ იგი აკმაყოფილებს ამ კანონის მე12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების მოთხოვნებს. 2. ამ კანონის მე-12 მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭებაზე. რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირს საქართველოს მოქალაქეობა გამარტივებული წესით მიენიჭება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად. მუხლი 15. სხვა ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭება სხვა ქვეყნის მოქალაქეს უფლება აქვს, მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭების მოთხოვნით. სხვა ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ძალაში შედის საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ ამ პირის სხვა ქვეყნის მოქალაქეობიდან გასვლის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებისთანავე. მუხლი 16. საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებაზე უარის თქმის საფუძვლები 1. პირი საქართველოს მოქალაქეობას ნატურალიზაციით ვერ მოიპოვებს, თუ: ა) მას ჩადენილი აქვს საერთაშორისო დანაშაული მშვიდობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ; ბ) იგი მონაწილეობდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ადამიანის, სახელმწიფოს, საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში; გ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეუწონელია მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესები მოიცავს ისეთ შემთხვევებს, როდესაც: ა) პირის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა საფრთხეს უქმნის საქართველოს სხვა სახელმწიფოებთან ან/და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობას; ბ) არსებობს ინფორმაცია, რომელიც ალბათობის მაღალი ხარისხით მიუთითებს პირის კავშირზე: ბ.ა) საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოებისადმი მტრულად განწყობილი ქვეყნის/ორგანიზაციის შეიარაღებულ ძალებთან; ბ.ბ) სხვა სახელმწიფოს სადაზვერვო სამსახურებთან; ბ.გ) ტერორისტულ ან/და ექსტრემისტულ ორგანიზაციებთან; ბ.დ) ნარკოტიკების, შეიარაღების, მასობრივი განადგურების იარაღის ან მათი კომპონენტების უკანონო ბრუნვასთან, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ან/და სხვა სახის დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან (მათ შორის, ტრანსნაციონალურ დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან). 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების შესახებ ინფორმაცია საქმის განმხილველ ორგანოს ისეთი ფორმით უნდა მიეწოდოს, რომ ზიანი არ მიადგეს სახელმწიფო საიდუმლოებას, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს. 4. საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებაზე უარის თქმის ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი. ასეთ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. მუხლი 17. საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით შეიძლება მიანიჭოს სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურება აქვს ან რომლისთვისაც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს. მუხლი 18. საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭება 1. საქართველოს მოქალაქეობა აღდგენის წესით მიენიჭება პირს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა: ა) არამართლზომიერად; ბ) საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლით; გ) მშობლის/მშობლების არჩევანის შედეგად. 2. პირს საქართველოს მოქალაქეობა აღდგენის წესით მიენიჭება, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ა) დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს სახელმწიფო ენა; ბ) არ არსებობს ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები. 3. საქართველოს მოქალაქეობა არამართლზომიერად შეწყვეტილად მიიჩნევა, თუ პირი საქართველოს მოქალაქეობას ამ კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის გარეშე დაკარგავს. 4. საქართველოს მოქალაქეობის არამართლზომიერად შეწყვეტის საფუძვლით საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭებისას პირზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები. 5. მშობლის/მშობლების არჩევანის შედეგად საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძვლით საქართველოს მოქალაქეობა აღდგენის წესით პირს შეიძლება მიენიჭოს მის მიერ სრულწლოვანების მიღწევისას. 6. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება იმ პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭებაზე, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეუძლებელია შემოწმდეს, აკმაყოფილებს თუ არა იგი აღნიშნული ქვეპუნქტის მოთხოვნას. 7. სხვა ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ძალაში შედის საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ ამ პირის სხვა ქვეყნის მოქალაქეობიდან გასვლის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებისთანავე. მუხლი 21. საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა 1. საქართველოს მოქალაქე დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ: ა) საქართველოს კომპეტენტური ორგანოების ნებართვის გარეშე შევა სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ან პოლიციის ან უშიშროების სამსახურში; ბ) საქართველოს მოქალაქეობას ყალბი დოკუმენტების წარდგენით მოიპოვებს; გ) სხვა ქვეყნის მოქალაქეობას მოიპოვებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი არ ვრცელდება საქართველოს იმ მოქალაქეზე, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიენიჭა და რომელიც თავისი მოქალაქეობის ქვეყნის სამხედრო სამსახურში ან პოლიციის სამსახურში შევა. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი არ ვრცელდება საქართველოს იმ მოქალაქეზე, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიენიჭა. 4. საქართველოს მოქალაქემ შეიძლება არ დაკარგოს საქართველოს მოქალაქეობა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, თუ ეს საფუძველი მის გამოვლენამდე აღმოიფხვრა. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს კომპეტენტური ორგანოები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. მუხლი 22. საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე განცხადების წარდგენა 1. საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე განცხადებას დაინტერესებული პირი პირადად ან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მეშვეობით წარუდგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. 2. საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე არასრულწლოვანი პირის განცხადებას წარადგენს მისი კანონიერი წარმომადგენელი. 21. საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე მხარდაჭერის მიმღების განცხადება შეიძლება წარდგენილ იქნეს მხოლოდ მხარდამჭერის დახმარებით, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. 3. პირი ამ კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადებას წარუდგენს სააგენტოს ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას, ან მიმართავს უშუალოდ საქართველოს პრეზიდენტს. მუხლი 24. საქართველოს მოქალაქეობის საკითხის განხილვა 1. საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებასა და წარდგინებას განიხილავს და შესაბამის დასკვნას ამზადებს სააგენტო. 2. თუ სააგენტოსთვის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ წარდგინების გარეშე გახდება ცნობილი საქართველოს მოქალაქის მიერ საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლის არსებობა, სააგენტო ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით განიხილავს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საკითხს და შესაბამის მასალებს წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს. მუხლი 25. საქართველოს მოქალაქეობის საკითხის გადაწყვეტა 1. საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების ან შეწყვეტის შესახებ განცხადებისა და საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ წარდგინების დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს ბრძანებულებას, ხოლო ამ განცხადებასა და წარდგინებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში – განკარგულებას. 2. განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით სხვა ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით შეიძლება მიენიჭოს ამ კანონით დადგენილი პროცედურების დაუცველად, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად, იმ პირობით, რომ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიზეზი დასაბუთებული იქნება. მუხლი 26. საქართველოს მოქალაქეობის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის ვადა 1. საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებისა და წარდგინების განხილვისა და გადაწყვეტის ვადა 3 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. 2. საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვების შესახებ განცხადებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პირს უფლება აქვს, იმავე საფუძვლით მიმართოს სააგენტოს ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებიდან 6 თვის შემდეგ. მუხლი 28. საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებისა და წარდგინების განხილვის წესი 1. საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების ან შეწყვეტის შესახებ განცხადებისა და საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ წარდგინების განხილვის, აგრეთვე საქართველოს საპატიო მოქალაქეობის მინიჭების წესი განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული დებულებით. 2. განმცხადებელთან კომუნიკაცია შეიძლება განხორციელდეს ელექტრონულად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 29. საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება 1. საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, გარდა საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებაზე უარყოფითი გადაწყვეტილებისა, შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. პირის მიერ საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებისას მოპასუხეა საქართველოს პრეზიდენტი. 2. საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე სააგენტოს მიერ მიღებული დასკვნა, რომელიც დამოუკიდებლად წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს, ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტია. იგი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 34. კანონის ამოქმედება 1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. 2. ამ კანონის 30-ე და 31-ე მუხლები მოქმედებს 2018 წლის 31 დეკემბრამდე.