„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
24.05.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შექმნილი კონსტიტუციასთან კანონმდებლობის ჰარმონიზების სამუშაო ჯგუფი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#07-3/179/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-05-28
ბიუროს ნომერი 165

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ. 32) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-3 მუხლის „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) რატიფიცირება, დამტკიცება, შეერთება – საქართველოს მიერ მისთვის საერთაშორისო ხელშეკრულების სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობის გამოხატვის ფორმა; თ) დათქმა – ხელშეკრულების ხელმოწერის, რატიფიცირების, დამტკიცების ან მასთან შეერთების დროს გაკეთებული ცალმხრივი განცხადება, რომელიც გამოხატავს საქართველოს მიმართ ხელშეკრულების გარკვეულ დებულებათა სამართლებრივი მოქმედების გამორიცხვის ან შეცვლის სურვილს.“. 2. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-21 პუნქტი: “საქართველოს პრემიერ-მინისტრი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში. საქართველოს სახელით სახელმწიფოთაშორის ხელშეკრულებებს დებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში. საქართველოს მთავრობა წარმართავს ყველა მოქმედებას, რომელსაც საქართველო სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულების მიმართ ახორციელებს საერთაშორისო დონეზე, მოლაპარაკებათა გამართვის, ხელშეკრულების ხელმოწერისა და მისი სავალდებულოდ აღიარების ჩათვლით. საქართველოს მთავრობის თანხმობით, ზემოაღნიშნული მოქმედებები ან მათი ნაწილი შეიძლება განაახორციელოს საქართველოს პრეზიდენტმა.. 3. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ხელშეკრულების რატიფიცირებით.“. 4. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს პარლამენტი თავის რეკომენდაციებს საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე წარუდგენს საქართველოს მთავრობას.” 5. მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 6. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 7. მე-9 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. უცხო სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციის შეთავაზებას საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წინადადების სახით, ამ მუხლით დადგენილი წესით წარუდგენს საქართველოს მთავრობას.“. 8. მე-10 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. თუ საერთაშორისო ხელშეკრულებაში მონაწილეობა საჭიროებს ხელშეკრულების მონაწილე სხვა სახელმწიფოს (საერთაშორისო ორგანიზაციის) წინასწარ თანხმობას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მთავრობას ამ კანონის მე-9 მუხლით დადგენილი წესით წარუდგენს წინადადებას საერთაშორისო ხელშეკრულებაში მონაწილეობის განზრახვის შესახებ. 2. საერთაშორისო ხელშეკრულებაში საქართველოს მონაწილეობის განზრახვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა განკარგულების სახით.” 9. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სახელმწიფოთაშორისი და მთავრობათაშორისი ხელშეკრულებების თაობაზე მოლაპარაკების გამართვისა და მათი ხელმოწერის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა განკარგულების სახით.” 10. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. უფლებამოსილებას ხელშეკრულებების სახელმწიფოთაშორისი დადებასთან დაკავშირებით და გასცემს მთავრობათაშორისი საქართველოს პრემიერ- მინისტრი ბრძანებით. უფლებამოსილებას აფორმებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.”. 11. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს მთავრობა დადგენილებით იღებს გადაწყვეტილებას იმ საერთაშორისო ხელშეკრულების დამტკიცების (ან მასთან შეერთების) შესახებ, რომელიც არ ექვემდებარება საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებას (ან მასთან შეერთებას) და ძალაში შესვლის მიზნით საჭიროებს შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების განხორციელებას.“. 12. 34-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 34. ღონისძიებები, რომლებიც გამოიყენება სხვა მონაწილეთა მიერ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების დარღვევისას საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების სხვა მონაწილეთა მიერ თავიანთი ვალდებულებების დარღვევისას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ან საქართველოს სხვა სამინისტრო/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით წარუდგენს საქართველოს მთავრობას წინადადებებს აუცილებელი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე, საერთაშორისო სამართლისა და თავად ხელშეკრულების ნორმების შესაბამისად.” 13. 341 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ მუხლით გათვალისწინებულ საქართველოს იმ საერთაშორისო ხელშეკრულების თარგმანის კორექტირების შესახებ წინადადებას, რომლის საქართველოსთვის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობა გამოხატა საქართველოს მთავრობამ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წარუდგენს საქართველოს მთავრობას. 4. საქართველოს იმ საერთაშორისო ხელშეკრულების თარგმანის კორექტირების შესახებ წინადადებას, რომლის საქართველოსთვის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობა საქართველოს პარლამენტმა გამოხატა, საქართველოს მთავრობა წარუდგენს საქართველოს პარლამენტს.“. 14. 342 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს პარლამენტი, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ხოლო ამ კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საერთაშორისო ხელშეკრულების შემთხვევაში, სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედის უმრავლესობით, დადგენილებით იღებს გადაწყვეტილებას საერთაშორისო ხელშეკრულების თარგმანის კორექტირების საქართველოს შესახებ, იმ რომლის საქართველოსათვის სავალდებულოდ აღიარებაზე მან გამოხატა თანხმობა. 2. საქართველოს მთავრობა დადგენილებით იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს იმ საერთაშორისო ხელშეკრულების თარგმანის კორექტირების შესახებ, რომლის საქართველოსთვის სავალდებულოდ აღიარებაზე მან გამოხატა თანხმობა.”. 15. 35-ე მუხლის მე-2 – მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლით გათვალისწინებულ წინადადებას იმ საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე, რომლის საქართველოსთვის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობა გამოხატა საქართველოს პარლამენტმა ან საქართველოს მთავრობამ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წარუდგენს საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობას. 3. უცხო სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციის შეთავაზებას საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე წინადადების სახით საქართველოს მთავრობას წარუდგენს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ მუხლით დადგენილი წესით. 4. წინადადებას საქართველოს იმ საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე, რომლის საქართველოსთვის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობა საქართველოს პარლამენტმა გამოხატა, საქართველოს მთავრობა წარუდგენს საქართველოს პარლამენტს.” 16. 37-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ხოლო ამ კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საერთაშორისო ხელშეკრულების შემთხვევაში სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედის უმრავლესობით, დადგენილების სახით იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს იმ საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების შესახებ, რომლის საქართველოსათვის სავალდებულოდ აღიარებაზე მან გამოხატა თანხმობა. 2. საქართველოს მთავრობა განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს იმ საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების შესახებ, რომლის საქართველოსთვის სავალდებულოდ აღიარებაზე მან თანხმობა გამოხატა.” მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების აუცილებლობა გამოწვეულია საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციით, რომელიც ამოქმედდება მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნების საფუძველზე არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე. ამ კონტექსტში, განმსაზღვრელია საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრეზიდენტის განახლებული უფლებამოსილებები. და უპირველესად, საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციით შემოთავაზებული სახელმწიფო მმართველობის ფორმა - საპარლამენტო რესპუბლიკა, სახელმწიფო სახელისუფლებო შტოებისა და სახელმწიფოს მეთაურის განსხვავებული სტატუსობრივი და უფლებამოსილებრივი მახასიათებლებით. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიღების მიზანია, “საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ” საქართველოს საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს კონსტიტიტუციის ახალ რედაქციასთან, რომელიც ამოქმედდება მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნების საფუძველზე არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე. ამ თვალსაზრისით, განმსაზღვრელია კონსტიტუციის ახალი რედაქციის 47-ე მუხლი, 52-ე მუხლის (საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებები) 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და მეხუთე თავი (საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებები). უკანასკნელ შემთხვევაში, გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციის განახლებული რედაქციის, განსაკუთრებით, 53-ე მუხლისა და 55-ე მუხლის მე-3 პუნქტის განახლებული შემადგენლობა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: პროექტის თანახმად, ცვლილებას განიცდის “საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ” საქართველოს საქართველოს კანონის მე-3, მე-4, მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11, მე-13, მე18, 34-ე, 341-ე, 342-ე, 35-ე და 37-ე მუხლები, რომლებიც ყალიბდება კონსტიტუციის ახალი რედაქციის შესაბამისად. ამ თვალსაზრისით, განმსაზღვრელია კონსტიტუციის ახალი რედაქციის, არსებითად, შემდეგი ნორმატიული სტანდარტები:  საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის განახლებული უფლებამოსილებები;  შესაბამისად, კომპეტენციათა გამიჯვნა საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას/საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის საერთაშორისო ხელშეკრულების ძალაში შესვლასთან დაკავშირებული ნებისმიერი მოქმედების განხორციელებისას (ყველა მოქმედება, რომელსაც საქართველო ხელშეკრულების მიმართ ახორციელებს საერთაშორისო დონეზე, მოლაპარაკებათა გამართვის, ხელშეკრულების ხელმოწერისა და მისი სავალდებულოდ აღიარების ჩათვლით);  წარმოდგენილი კანონპრპექტით გათვალისწინება ხდება, აგრეთვე, იმ კონტექსტისა, რომ კონსტიტუციის ახალი რედაქციის შესაბამისად, საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა და ამავე კონსტიტუციური ნორმატივების შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს უკვე საპარლამენტო რესპუბლიკის სახელმწიფო მეთაურს. შესაბამისად, წარმოდგენილი კანონპროექტით იცვლება კანონის ის დებულებები, რომელიც ასახავს საპრეზიდენტო და შერეული მმართველობის ფორმისათვის დამახასიათებელ უფლებამოსილებათა სპექტრს საქართველოს პრეზიდენტისას, საერთაშორისო ხელშეკრულების ძალაში შესვლასთან დაკავშირებული მოქმედებების განხორციელების შესახებ.  საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია შეიცავს განახლებულ სტანდარტს თანახელმოწერის ინსტიტუტისას. “კონტრასიგნაცია” კონსტიტუციის ახალი ქართული სინონიმით - “თანახელმოწერა”.  რედაქციით განსხვავებულ და ამასთან, ტერმინი ჩანაცვლდა შესატყვისი კანონის გადასინჯვა ხდება, არსებითად, კონსტიტუციის ახალი რედაქციის 47-ე მუხლის (საერთაშორისო ხელშეკრულებები), 52-ე მუხლის (საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებები) 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და მეხუთე თავის (საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებები) საფუძველზე. უკანასკნელ შემთხვევაში, განმსაზღვრელია საქართველოს კონსტიტუციის განახლებული რედაქციის, განსაკუთრებით, 53-ე მუხლი და 55-ე მუხლის მე-3 პუნქტი. შესაბამისად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილებით„საერთაშორისოხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის:  მე-3 მუხლის „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებში ტერმინი „რატიფიკაცია “ იცვლება ტერმინით „რატიფიცირება “.  მე-4 მუხლის ემატება მე-21-ე პუნქტი, რომელიც აკონკრეტებს და მიჯნავს საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის/პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საერთაშორისო ხელშეკრულებების ძალაში შესვლასთან დაკავშირებული ქმედებების განხორციელებისას.  მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში ტერმინი „რატიფიკაცია“ იცვლება ტერმინით - „რატიფიცირება“.  მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის შემადგენლობიდან ამოღებულია ის ნაწილი, რომელიც უკავშირდება საქართველოს პარლამენტის შესაბამისი რეკომენდაციების პრეზიდენტისადმი წარდგენას.  მე-8 მუხლიდან ამოღებულია მე-5 პუნქტი, რომელიც ითვალისწინებდა საქართველოს პარლამენტის შესაბამისი რეკომენდაციების პრეზიდენტისადმი წარდგენას. ანალოგიური შინაარსის მე-2 პუნქტი ამოღებულია მე-9 მუხლიდან.  მე-9 მუხლის მე-10 პუნქტიდან ამოღებულია ის ნაწილი, რომელიც უკავშირდება შესაბამისი წინადადებების საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პრეზიდენტისადმი გადაცემას.  მე-10 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებიდან ამოღებულია ის ნაწილი, რომელიც უკავშირდება საერთაშორისო ხელშეკრულებაში საქართველოს მონაწილეობის განზრახვის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მიერ გადაწყვეტილების მიღების ფორმალურ მხარეს.  მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტიდან ამოღებულია ის ნაწილი, რომელიც უკავშირდება სახელმწიფოთაშორისი და მთავრობათაშორისი ხელშეკრულებების თაობაზე მოლაპარაკების გამართვისა და მათი ხელმოწერის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ფორმალურმხარეს.  საქართველოს პრეზიდენტის მიერ მე-13 მუხლის მეორე პუნქტიდან ამოღებულია ის ნაწილი, რომელიც უკავშირდება სახელმწიფოთაშორისი და მთავრობათაშორისი ხელშეკრულებების დადებასთან დაკავშირებითსაქართველოს პრეზიდენტის მიერუფლებამოსილების გაცემის საკითხს.  მე-18 მუხლიდან ამოღებულია ის ნაწილი, რომელიც უკავშირდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ გადაწყვეტილების მიღების საკითხს იმ საერთაშორისო ხელშეკრულების დამტკიცების (ან მასთან შეერთების) შესახებ, რომელიც არ ექვემდებარება საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებას (ან მასთან შეერთებას) და ძალაში შესვლის განხორციელებას.  მიზნით საჭიროებს შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების 34-ე მუხლიდან ამოღებულია ის ნაწილი, რომელიც უკავშირდება საქართველოს სამინისტროსაგან/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისაგან მიღებული წინადადებების საქართველოს პრეზიდენტისადმი გადაცემის საკითხს.  341-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებიდან ამოღებულია ის ნაწილი, რომელიც უკავშირდება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების თარგმანის კორექტირების შესახებ წინადადებების საქართველოს პრეზიდენტისადმი ან საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს პარლამენტისადმი წარდგენის საკითხს.  342-ე მუხლის პირველ პუნქტში შედის ცვლილება და ემატება დებულებები კანონის მე -14 მუხლის მე -2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საერთაშორისო ხელშეკრულების შემთხვევაში, სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედის უმრავლესობითთარგმანის კორექტირების შესახებ.  342-ე მუხლის მეორე პუნქტიდან ამოღებულია ის ნაწილი, რომელიც უკავშირდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საერთაშორისო ხელშეკრულების კორექტირების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საკითხს.  თარგმანის 35-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუქნტებიდან ამოღებულია ის ნაწილი, რომელიც უკავშირდება საქართველოს პრეზიდენტის სტატუსს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე წინადადებების წარდგენისას.   37-ე მუხლის პირველ პუნქტში შედის ცვლილება და ემატება დებულება, რომელიც უკავშირდება, კანონის მე -14 მუხლის მე -2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტითგათვალისწინებული საერთაშორისო ხელშეკრულების შემთხვევაში, სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედის უმრავლესობით გადაწყვეტილების მიღების საკითხს, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების შესახებ. 37-ე მუხლის მე -2 პუნქტიდან ამოღებულია ის ნაწილი, რომელიც უკავშირდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საკითხს. ხაზგასასმელია , რომ კანონპროექტით წარმოდგენილი განახლებული რედაქცია საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ საქართველოს კანონისა , სრულად შეესაბამება სახელშეკრულებო სამართლის შესახებ 1969 წლის ვენის კონვენციით აღიარებულ საერთაშორისოსამართლებრივ სტანდარტებს, კერძოდ, ამავე კონვენციის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტს. მითითებული ნორმის შესაბამისად, შემდეგი პირები, მათი ფუნქციებიდან გამომდინარე , არარიან რა ვალდებულნი წარადგინონ უფლებამოსილება , ითვლებიან თავიანთი სახელმწიფოს წარმომადგენლებად: სახელმწიფოთა მეთაურები, მთავრობათა მეთაურები და საგარეო საქმეთა მინისტრები - ნებისმიერი მოქმედების შესასრულებლად, რაც ხელშეკრულების დადებასთანაა დაკავშირებული. განსხვავებით შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი სისტემისაგან, საერთაშორისო სამართალში ნორმის ისტორიულ, აგრეთვე, ორიგინალისტურ განმარტებასა და კონვენციის ძალაში შესვლის შემდეგ წარმოშობილ ურთიერთობებს შორის კავშირი არის უმნიშვნელოვანესი.1 travaux préparatoires - საერთაშორისო ხელშეკრულების დადებისას მოსამზადებელი სამუშაოების დროს გამოთქმული მოსაზრებების მნიშვნელობაზეა საუბარი მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებაში საქმეზე - Fothergill v. Monarch Airlines Ltd, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში საქმეზე - Sigurjonsson v. Iceland. თვით საერთაშორისო სახელშეკრულებო სამართლის ვენის კონვენციის შემუშავების დროს მნიშვნელოვანი დებატები წარიმართა საკითხთან დაკავშირებით, თუ ვის უნდა ჰქონოდა ხელშეკრულების დადების ან ხელშეკრულების ცაალკეულ სტადიებზე შესაბამისი მოქმედებების განხორციელების უფლებამოსილება. ეს საკითხი პირდაპირ კავშირშია სახელმწიფოთა პასუხისმგებლობის პრინციპთან, რამდენადაც თანადროული საერთაშორისო თანამეგობრობისათვის 1 Clare Ovey and Robin C.A.White (2002). Jacobs and White: European Convention on Human Rights. Oxford University Press. pp. 29–30. ISBN 0-19-876-5800. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბება საერთაშორისო სახელშეკრულებო ბოჭვით. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) უშიშროების საბჭოს წევრ-სახელმწიფოებს არ სურდათ არაუფლებამოსილი სუბიექტებისადმი საერთაშორისო სახელშეკრულებო უფლებამოსილებების მინიჭება და სახელისუფლებო რეჟიმების გახშირებული ცვლილების პირობებში სახელმწიფოთა პასუხისმგებლობის სტანდარტების განსაზღვრა საერთაშორისოურთიერთობებში. სწორედეს მოსაზრებები უძღოდა წინ კონვენციის მეშვიდე მუხლის მე - 2 ნაწილში შესაბამისი უფლებამოსილებების გაწერას. აღსანიშნავია , რომ მოსამზადებელ სამუშაოებში ვენის კონვენციის ეს მუხლი ინგლისურ ენაზე შემოთავაზებული იყოშემდეგი რედაქციით: "In virtue of their functions and without having to produce full powers, the following shall be considered as representing their State.“ საერთაშორისოსამართლებრივი ნორმაში სიტყვათშეთანხმების - „shall be“, არსებობა იმპერატიულია და გულისხმობს აუცილებლობას, რომლის უგულვებელყოფა იწვევს erga omnes ვალდებულებების დარღვევას. შესაბამისად, სახელშეკრულებო სამართლის შესახებ 1969 წლის ვენის კონვენციის მე-7 მუხლის მეორე ნაწილი არ შეიძლება განიმარტოს იმპერატიულად, რომელიც შესაძლოა აწესებდეს სახელმწიფოს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებისადმი წარმომადგენლობითი ლეგიტიმაციის უზრუნველმყოფი, შეთანხმებითი პროცედურების არსებობის დაუშვებლობას შიდასახელმწიფოებრივ დონეზე, იმ კონსტიტუციური წესრიგის შესაბამისად, რომელიც არსებობს ალტერნატიულად და მოიცავს შიდასამართლებრივ ნორმატიულ ინსტრუმენტებს. ვენის კონვენციის მე-7 მუხლის მეორე ნაწილი განიმარტება შიდასამართლებრივი კონსტიტუციური წესრიგისაგან ავტონომიურად და ითვალისწინებს შესაძლებლობას სახელმწიფოთათვის, დაადგინონ საერთაშორისო ხელშეკრულების ძალაში შესვლასთან დაკავშირებული მოქმედებების განმახორციელებელი პასუხისმგებელი პირების ჩამონათვალი სახელმწიფო მმართველობის ფორმის ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით, საკუთარი შიდასახელმწიფოებრივი ავტონომიური კონსტიტუციური წესრიგის შესაბამისად. სახელშეკრულებო სამართლის შესახებ 1969 წლის ვენის კონვენციის მე-7 მუხლი უშუალო კავშირშია ამავე კონვენციის 46-ე მუხლთან, რომლის შესაბამისად, „სახელმწიფოს არა აქვს უფლება მიუთითოს იმ გარემოებაზე, რომ მისი თანხმობა ხელშეკრულების მისთვის სავალდებულოდ აღიარებაზე გამოხატული იყო მისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ამა თუ იმ დებულების დარღვევით, რომელიც ეხება ხელშეკრულების დადების კომპეტენციას, როგორც მისი თანხმობის საფუძველს, თუკი ეს დარღვევა არ იყო აშკარა და არ ეხებოდა მისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ნორმებს, რომლებიც განსაკუთრებული მნიშვნელობისაა.“ ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, „დარღვევა აშკარაა, თუკი იგი ობიექტურად ცხადია ნებისმიერი სახელმწიფოსათვის, რომელიც ამ საკითხში მოქმედებს კეთილსინდისიერად და ჩვეულებრივი პრაქტიკის შესაბამისად.“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) საერთაშორისო სამართლის კომისიის კომენტარი 46-ე მუხლთან დაკავშირებით ხაზს უსვამს ორგვარი პოლიტიკის მნიშვნელობას: ერთი მხრივ, აღიარებას ნებისმიერი სახელმწიფოს თავისუფლებას შიდასამართლებრივი კანონმდებლობით განსაზღვროს პროცედურა და ორგანო, რომელიც ხელშეკრულების დადებაზე გამოხატავს თანხმობას, აგრეთვე, განახორციელებს შესაბამის მომედებებს და მეორე მხრივ, საერთაშორისო ხელშეკრულებების მოქმედების (სავალდებულო ძალის) უსაფრთხოებიდან გამომდინარე (იგულისხმება როგორც ხელშეკრულების ძალაში შესვლა, აგრეთვე, ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტა) შიდასახელმწიფოებრივმა სამართლებრივმა სივრცემ არ უნდა გაითვალისწინოს ბუნდოვანი დებულებები მითითებულ საკითხთან დაკავშირებით, რაც შესაძლოა იქცეს ხელისშემშლელ ფაქტორად.2 ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ქართველი კანონმდებლის პოზიცია, აღწეროს ნათლად და შესაძლებლობისამებრ, სრულყოფილად საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ საქართველოს კანონით საერთაშორისო ხელშეკრულების ძალაში შესვლისაკენ წარმართული მოქმედებების განმახორციელებელი პირის/პირების სტატუსი, უფლებამოსილებები და ამ კონტექსტში, მკაფიოდ გამიჯნოს საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებები, შეესატყვისება ვენის კონვენციის მე-7 და 46ე მუხლების სულისკვეთებას. ვენის კონვენციის მე-7 მუხლის შემუშავების დროს სახელმწიფოთა უმრავლესობა არსებობდა საპრეზიდენტო რესპუბლიკის ან მონარქიული სახელმწიფო მმართველობის ფორმით. ამ ნორმის მოსამზადებელი სამუშაოების დროს არსებული დოკუმენტების ანალიზის შედეგად შესაძლებელია დასკვნა, რომ კონვენციის კოდიფიკატორებს არ უმსჯელიათ შიდასახელმწიფოებრივ მმართველობის დონეზე ფორმების უფლებამოსილების განვითარებაზე გამიჯვნაზე მსოფლიოში. და სახელმწიფო კონვენციის ავტორებს აინტერესებდათ სახელმწიფო პასუხისმგებლობის დადგენა მათი წარმომადგენლის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე, რათა დაერეგულირებინათ საერთაშორისოსამართლებრივი ურთიერთობები და აღეკვეთათ ქაოსი. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) საერთაშორისო სამართლის კომისიის მოსაზრებით, მეშვიდე მუხლი უნდა შეესაბამებოდეს აქტუალურ სოციალურ-ეკონომიკურ, აგრეთვე, პოლიტიკურ კონტექსტს და სახელმწიფო მართველობის ფორმების განვითარებას მსოფლიოში. შესაბამისად, ის ფაქტი რომ მე-20 საუკუნის 60-იანი წლების შემდეგ მსოფლიოში საპარლამენტო რესპუბლიკებისა და შესაბამისად, კოლეგიური ორგანოების მიერ გადაწყვეტილებების მიღების ტენდენცია, ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღების ტენდენციების წინააღმდეგ, ეტაპობრივად იმარჯვებს, არგუმენტირებულია მტკიცება იმისა, რომ საპარლამენტო რესპუბლიკებში (და ზოგადად, საპარლამენტო სახელმწიფო მმართველობის ფორმის მქონე სახელმწიფოებში) 60იანი წლების შემდეგ განსხვავებული სტანდარტები ჩამოყალიბდა საერთაშორისო თუკი ნათლად არ არის გაწერილი შიდაკანონმდებლობით, თუ ვის უფლებამოსილებას განეკუთვნება ხელშეკრულების დადება, იგულისხმება, რომ რანდგობრივად მხოლოდ შემდეგ სამ უმაღლესი სახელმწიფოპოლიტიკური თანამდებობის პირს გააჩნია უფლებამოსილება, დადოს ხელშეკრულება: სახელმწიფოს მეთაურიპრეზიდენტი, მთავრობის მეთაური და საგარეო საქმეთა მინისტრი (Top three). იხ. Sinclair, The Vienna Convention on the Law of Treaties (2nd ed., 1984) at p. 32. 2 ხელშეკრულების ძალაში შესვლასთან დაკავშირებული მოქმედებებისა და შესაბამისად, წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების განხორციელებისას. ყოველივე ზემოაღნიშნულის უფლებამოსილებრივი გათვალისწინებით, კონტექსტი მთავრობის/პრემიერ-მინისტრის საქართველოს კანონპროექტით შემოთავაზებული პრეზიდენტისა და საქართველოს კომპეტენციების გამიჯვნისა, წარმომადგენლობითი შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის მეხუთე თავთან, აგრეთვე, საქართველოს კონსტიტუციის ამავე რედაქციის 47-ე მუხლთან და 52-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტთან. საერთაშორისო ხელშეკრულებათა შესახებ საქართველოს კანონის წარმოდგენილი პროექტი ასახავს საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციით აღიარებული საპარლამენტო რესპუბლიკის სახელმწიფო მმართველობის ფორმისათვის დამახასიათებელ, ამავე ტიპის რესპუბლიკებში აპრობირებულ სამართლებრივ სისტემას, რომელიც მოიცავს სახელისუფლებო შტოებსა და სახელმწიფოს მეთაურს შორის უფლებამოსილებების გამიჯვნასა და გადანაწილებას, პოლიტიკური ცენტრის - პარლამენტის (უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს) დომინანტი როლის გათვალისწინებით. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ იწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას. მიუხედავად ამისა, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის/პრემიერ-მინისტრის, წარმოდგენილი კანონპროექტით შემოთავაზებული, უფლებამოსილებების გადანაწილების განახლებული სქემა გამოიწვევს პრეზიდენტის ადმინისტრაციის (აპარატის) ხარჯების შემცირებას, ამავდროულად, მთავრობის ადმინისტრაციის ხარჯების ზრდას იმ ინტენსივობით, რა ინტენსივობითაც შემცირდება პრეზიდენტის ადმინისტრაციის (აპარატის) ხარჯები. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. მიუხედავად ამისა, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის/პრემიერმინისტრის, წარმოდგენილი კანონპროექტით შემოთავაზებული, უფლებამოსილებების გადანაწილების განახლებული სქემა გამოიწვევს პრეზიდენტის ადმინისტრაციის (აპარატის) ხარჯების დაზოგვას, ამავდროულად, მთავრობის ადმინისტრაციის ხარჯების ზრდას იმ ინტენსივობით, რა ინტენსივობითაც დაიზოგება პრეზიდენტის ადმინისტრაციის (აპარატის) ხარჯები. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადის მოსაკრებლის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღებება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან: მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. კანონსპროექტი თანხვედრაშია, აგრეთვე, სახელშეკრულებო სამართლის შესახებ 1969 წლის ვენის კონვენციით აღიარებულ საერთაშორისოსამართლებრივ სტანდარტებთან და კერძოდ, ამავე კონვენციის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილთან. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია და იუსტიციის სამინისტრო. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი კანონპროექტის ავტორია იურიდიულ საკითხთა კომიტეტში კონსტიტუციასთან კანონმდებლობის ჰარმონიზების სამუშაო ჯგუფი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი კანონპროექტის ინიციატორია იურიდიულ საკითხთა კომიტეტი შექმნილი
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საერთაშორისოხელ შეკრულ ებების შესახებ საქართველ ოს კანონის იმ ნორმების აქტუალ ური რედაქცია, რომელ შიც წარმოდგენილ ი კანონპროექტითშედის ცვლ ილ ებები მუხლი 3. ტერმინების განმარტება ამ კანონში გამოყენებულტერმინებს აქვთშემდეგი მნიშვნელობა : ა ) საერთაშორისო ხელშეკრულება – საქართველოს მიერ უცხო სახელმწიფოსთან (სახელმწიფოებთან) ან საერთაშორისო ორგანიზაციასთან (ორგანიზაციებთან) წერილობითი ფორმით დადებული შეთანხმება , რომელიც რეგულირდება საერთაშორისო სამართლის ნორმებით, განურჩევლადიმისა , წარმოდგენილია იგი ერთი თუ რამდენიმე ერთმანეთთან დაკავშირებული დოკუმენტით და მიუხედავად მისი კონკრეტული სახელწოდებისა ; ბ) ხელშემკვრელი მხარე – სახელმწიფო, რომელმაც გამოთქვა თანხმობა საერთაშორისო ხელშეკრულების სავალდებულოდაღიარებაზე , ხელშეკრულების ძალაში შესვლის მიუხედავად; გ) მონაწილე – სახელმწიფო, რომელმაც გამოთქვა თანხმობა საერთაშორისო ხელშეკრულების სავალდებულოდაღიარებაზე და რომლისთვისაც ხელშეკრულება ძალაშია შესული; დ) ხელშეკრულების დადება – ყველა მოქმედება , რომელსაც საქართველო ხელშეკრულების მიმართ ახორციელებს საერთაშორისო დონეზე, მოლაპარაკებათა გამართვის, ხელშეკრულების ხელმოწერისა და მისი სავალდებულოდაღიარების ჩათვლით; ე ) ხელმოწერა – ხელშეკრულების დადების სტადია ან საერთაშორისო ხელშეკრულების სავალდებულოდ აღიარებაზე საქართველოს თანხმობის გამოხატვის ფორმა ; ვ ) რატიფიკაცია , დამტკიცება , შეერთება – საქართველოს მიერმისთვის საერთაშორისოხელშეკრულების სავალდებულოდაღიარებაზე თანხმობის გამოხატვის ფორმა ; ზ) უფლებამოსილება – საქართველოს კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლის მეშვეობითაც ერთი ან რამდენიმე პირი ინიშნება საქართველოს მხარის წარმომადგენლად მოლაპარაკებათა გამართვის, ხელშეკრულების ტექსტის მიღების ან მისი აუთენტურობის დადგენის, ან ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა აქტის განხორციელების მიზნით; თ) დათქმა – ხელშეკრულების ხელმოწერის, რატიფიკაციის, დამტკიცების ან მასთან შეერთების დროს გაკეთებული ცალმხრივი განცხადება , რომელიც გამოხატავს საქართველოს მიმართ ხელშეკრულების გარკვეულდებულებათა იურიდიული მოქმედების გამორიცხვის ან შეცვლის სურვილს; ი) საერთაშორისო ორგანიზაცია – საერთაშორისო სახელმწიფოთაშორისი ან მთავრობათაშორისი ორგანიზაცია ; კ ) დეპოზიტარი – სახელმწიფო, საერთაშორისო ორგანიზაცია ან მისი მთავარი აღმასრულებელი თანამდებობის პირი, რომელიც ინახავს საერთაშორისო ხელშეკრულების დედანს და ასრულებს ამასთან დაკავშირებულსაერთაშორისოსამართლის ნორმებითგათვალისწინებულსხვა ფუნქციებს; ლ) დენონსაცია – საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების ცალმხრივადშეწყვეტის ფორმა , რომელიც ნიშნავს ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტას ხელშეკრულების დებულებების შესაბამისად; მ) გაუქმება (ანულირება ) – საერთაშორისო ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის ფორმა , რომელიც ნიშნავს ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტას მეორე მონაწილე მხარის მიერ მისი არსებით ად დარღვევის შემთხვევაში ან საერთაშორისოსამართლის სხვა ნორმების შესაბამისად; ნ) კორექტირება – საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ოფიციალურადდამოწმებული ქართული თარგმანის მის უცხოენოვან აუთენტურ ტექსტთან შეუსაბამობის შემთხვევაში ქართული თარგმანის შესწორება . მუხლი 4. საქართველოს საერთაშორისოხელშეკრულება 1. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება ორგანიზაციასთან იდება : უცხო სახელმწიფოსთან და საერთაშორისო ა ) საქართველოს სახელით– სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულება ; ბ) საქართველოს მთავრობის სახელით− მთავრობათაშორისი ხელშეკრულება ; გ) საქართველოს სამინისტროს ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელით − უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისოხელშეკრულება . 2. საქართველოს სახელით იდება საერთაშორისო ხელშეკრულება , რომელსაც მხარეთა შეთანხმებით ენიჭება სახელმწიფოთაშორისი ხასიათი, აგრეთვე ხელშეკრულება რომელიც ეხება : ა ) ტერიტორიულდა ზავის საკითხებს; ბ) ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს; გ) მოქალაქეობას; დ) საქართველოს მონაწილეობას გაერთიანებებში (ორგანიზაციებში); სახელმწიფოთაშორის კავშირებსა და სხვა საერთაშორისო ე ) (ამოღებულია ); ვ ) საქართველოს ტერიტორიისა და ბუნებრივი რესურსების გამოყენებას; ზ) სახელმწიფოს მიერსესხის აღებასა და გაცემას, სახელმწიფოგარანტიის გაცემას; 3. საქართველოს მთავრობის სახელითიდება ყველა საერთაშორისო ხელშეკრულება , რომლებიც არ ეხება ამ მუხლის მე -2 პუნქტში ჩამოთვლილ საკითხებს ან რომელთაც მხარეთა შეთანხმებით ენიჭება მთავრობათაშორისი ხასიათი. 4. საქართველოს სამინისტროს სახელით იდება უწყებათაშორისი ხასიათის ხელშეკრულება იმ საკითხებზე , რომლებიც მის კომპეტენციას განეკუთვნება . საერთაშორისო 5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით დებს უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისოხელშეკრულებებს სასაზღვროსფეროში. 6. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელითიდება უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისოხელშეკრულება იმ საკითხებზე , რომლებიც მის კომპეტენციას განეკუთვნება . მუხლი 7. საქართველოს თანხმობა საერთაშორისოხელშეკრულების სავალდებულოდაღიარებაზე 1. საქართველოს თანხმობა საერთაშორისო ხელშეკრულების სავალდებულოდ აღიარებაზე შეიძლება გამოიხატოს: ა ) ხელშეკრულების ხელმოწერით; ბ) ხელშეკრულების შემადგენელი დოკუმენტების (ნოტების) გაცვლით; გ) ხელშეკრულების რატიფიკაციით; დ) ხელშეკრულების დამტკიცებით; ე ) ხელშეკრულებასთან შეერთებით; ვ ) ხელშეკრულებაზე თანხმობის ნებისმიერი სხვა ურთიერთშეთანხმებული საშუალების გამოყენებით. 2. საერთაშორისო ხელშეკრულების სავალდებულოდაღიარებაზე თანხმობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონითდადგენილი კომპეტენციის შესაბამისად. მუხლი 8. რეკომენდაციები საერთაშორისოხელშეკრულების დადების თაობაზე 1. საქართველოს პარლამენტი თავის რეკომენდაციებს საერთაშორისოხელშეკრულების დადების თაობაზე წარუდგენს საქართველოს მთავრობას, ხოლო თუ, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულების დადება საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებას განეკუთვნება − საქართველოს პრეზიდენტს. 2. რეკომენდაციების წარდგენა მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე შეუძლიათ აგრეთვე საქართველოს უზენაეს სასამართლოსა და სახალხოდამცველს. 3. რეკომენდაციები საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე უნდა შეიცავდეს ხელშეკრულების დადების მიზანშეწონილობის დასაბუთებას. 4. საქართველოს მთავრობის მიერრეკომენდაციების მოწონების შემთხვევაში იგი მათი წარდგენიდან 2 თვის ვადაში ავალებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, მოამზადოს წინადადება აღნიშნული საერთაშორისოხელშეკრულების დადების თაობაზე . 5. თუ რეკომენდაციები წარედგინა საქართველოს პრეზიდენტს, რომელმაც მოიწონა ისინი და ამ რეკომენდაციების მხარდაჭერის თხოვნითმიმართა საქართველოს მთავრობას, რომელმაც ასევე მოიწონა ეს რეკომენდაციები, მოქმედებს ამ მუხლის მე -4 პუნქტითდადგენილი წესი. მუხლი 9. წინადადებები საერთაშორისოხელშეკრულების დადების თაობაზე 1. ამ კანონის მე -8 მუხლის მე -4 პუნქტით გათვალისწინებული წინადადება საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე წარედგინება საქართველოს მთავრობას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერშესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 6 თვისა . 2. ამ კანონის მე -8 მუხლის მე -5 პუნქტით გათვალისწინებულშემთხვევაში საქართველოს მთავრობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ წინადადებას საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე უგზავნის საქართველოს პრეზიდენტს. 3. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის წინადადებას საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე წარუდგენს საქართველოს მთავრობას ამ მუხლითდადგენილი წესით. 4. საქართველოს სამინისტრო/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე თავის წინადადებას წარუდგენს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. 5. საქართველოს სამინისტროს/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინადადება საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე უნდა შეიცავდეს: საერთაშორისო ხელშეკრულების ავთენტურტექსტს ქართულენაზე და შესაბამის უცხოურენაზე , საერთაშორისოხელშეკრულების დადების მიზანშეწონილობის, მისი პოლიტიკური, სამართლებრივი, ეკონომიკური, ფინანსური და სხვა შესაძლო შედეგების დასაბუთებას. საჭიროების შემთხვევაში წინადადებას უნდა დაერთოს პროექტი საქართველოს ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანის შესახებ, აგრეთვე უნდა განისაზღვროს საერთაშორისო ხელშეკრულების შესრულებისათვის პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანო და სხვა ღონისძიებათა განხორციელების აუცილებლობა . 6. ამ მუხლით გათვალისწინებულ წინადადებას საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წარუდგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს − საქართველოს კანონმდებლობასთან მისი შესაბამისობისა და შესაძლო სამართლებრივი შედეგების შესახებ დასკვნისათვის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს – ხელშეკრულების დადების შესაძლო საფინანსო-ეკონომიკური შედეგების შესახებ დასკვნისათვის, აგრეთვე საქართველოს შესაბამის სამინისტროს/საქართველოს სახელმწიფოუსაფრთხოების სამსახურს − დასკვნისათვის. 7. საქართველოს სამინისტროს/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინადადებას სახელმწიფოთაშორისი ან მთავრობათაშორისი საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე და ამ მუხლის მე -6 პუნქტში აღნიშნულ დასკვნებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის დასკვნასთან ერთადწარუდგენს საქართველოს მთავრობას. 8. საქართველოს მთავრობისათვის წარდგენილი წინადადება საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე უნდა შეიცავდეს: ხელშეკრულების პროექტს (ქართულ ენაზე ), საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასკვნას საქართველოს კანონმდებლობასთან მისი შესაბამისობისა და შესაძლო სამართლებრივი შედეგების შესახებ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნას ხელშეკრულების დადების შესაძლო საფინანსო-ეკონომიკური შედეგების შესახებ, საქართველოს შესაბამისი სამინისტროს/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასკვნას და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დასკვნას ხელშეკრულების დადების შესაძლო საგარეო-პოლიტიკური შედეგების შესახებ. საჭიროების შემთხვევაში წინადადებას უნდა დაერთოს პროექტი საქართველოს ნორმატიულაქტებში ცვლილებების შეტანის შესახებ. 9. წინადადებას იმ უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე, რომელიც მოითხოვს საქართველოს ნორმატიულაქტებში ცვლილებების შეტანას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროწარუდგენს საქართველოს მთავრობას. 10. უცხო სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციის შეთავაზებას საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წინადადების სახით, ამ მუხლით დადგენილი წესით წარუდგენს საქართველოს მთავრობას. თუ, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულების დადება საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებას განეკუთვნება , საქართველოს მთავრობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მიღებულ წინადადებას გადასცემს საქართველოს პრეზიდენტს. მუხლი 10. განზრახვა საერთაშორისოხელშეკრულებაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ 1. თუ საერთაშორისო ხელშეკრულებაში მონაწილეობა საჭიროებს ხელშეკრულების მონაწილე სხვა სახელმწიფოს (საერთაშორისო ორგანიზაციის) წინასწარ თანხმობას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მთავრობას ამ კანონის მე -9 მუხლით დადგენილი წესით წარუდგენს წინადადებას საერთაშორისო ხელშეკრულებაში მონაწილეობის განზრახვის შესახებ. თუ, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულების დადება საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებას განეკუთვნება , საქართველოს მთავრობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მიღებულწინადადებას გადასცემს საქართველოს პრეზიდენტს. 2. საერთაშორისო ხელშეკრულებაში საქართველოს მონაწილეობის განზრახვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა განკარგულების სახით, ხოლო თუ, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულების უფლებამოსილებას განეკუთვნება − საქართველოს დადება პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტის საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, ბრძანებულების სახით, რომელიც საჭიროებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას. 3. საერთაშორისო ხელშეკრულებაში საქართველოს მონაწილეობის განზრახვის შესახებ საქართველოს საგარეოსაქმეთა სამინისტროატყობინებს შესაბამისი საერთაშორისოხელშეკრულების დეპოზიტარს ან სხვა მონაწილე სახელმწიფოს. მუხლი 11. გადაწყვეტილება ხელმოწერის შესახებ 1. სახელმწიფოთაშორისი და მოლაპარაკების გამართვისა მთავრობათაშორისი და საერთაშორისო ხელშეკრულების ხელშეკრულებების თაობაზე მოლაპარაკების კონსტიტუციის თანახმად, საერთაშორისო გამართვისა და მათი ხელმოწერის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა განკარგულების სახით, ხოლო თუ, საქართველოს ხელშეკრულების დადება საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებას განეკუთვნება − საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, ბრძანებულების სახით, რომელიც საჭიროებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას. 2. გადაწყვეტილებას უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკების გამართვისა და მისი ხელმოწერის შესახებ, შესაბამის უწყებასთან შეთანხმებით, იღებს საქართველოს საგარეოსაქმეთა მინისტრი ბრძანების სახით. მუხლი 13. უფლებამოსილება საერთაშორისოხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული მოქმედებების განხორციელებაზე 1. უფლებამოსილება უნდა განსაზღვრავდეს მოლაპარაკებების ობიექტსა და პირის კომპეტენციის ფარგლებს. 2. უფლებამოსილებას სახელმწიფოთაშორისი და მთავრობათაშორისი ხელშეკრულებების დადებასთან დაკავშირებით გასცემს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრძანებით, ხოლო თუ, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულების დადება საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებას განეკუთვნება − საქართველოს პრეზიდენტი ბრძანებულებით, რომელიც საჭიროებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას. უფლებამოსილებას აფორმებს საქართველოს საგარეოსაქმეთა სამინისტრო. 3. უფლებამოსილებას უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებით გასცემს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბრძანებით და აფორმებს საქართველოს საგარეოსაქმეთა სამინისტრო. მუხლი 18. საქართველოს იმ საერთაშორისოხელშეკრულების დამტკიცება (ან მასთან შეერთება ), რომელიც რატიფიცირებას არექვემდებარება საქართველოს მთავრობა დადგენილებით, ხოლო თუ, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საერთაშორისოხელშეკრულების დადება საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებას განეკუთვნება − საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით ბრძანებულებით, რომელიც საჭიროებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას, იღებს გადაწყვეტილებას იმ საერთაშორისო ხელშეკრულების დამტკიცების (ან მასთან შეერთების) შესახებ, რომელიც არ ექვემდებარება საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებას (ან მასთან შეერთებას) და ძალაში შესვლისათვის საჭიროებს შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების განხორციელებას. მუხლი 34. ღონისძიებები, რომლებიც გამოიყენება სხვა მონაწილეთა მიერსაქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების დარღვევისას საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების სხვა მონაწილეთა მიერ თავიანთი ვალდებულებების დარღვევისას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ან საქართველოს სხვა სამინისტრო/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით წარუდგენს საქართველოს მთავრობას წინადადებებს აუცილებელი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე , საერთაშორისო სამართლისა და თავად ხელშეკრულების ნორმების შესაბამისად. თუ, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულების დადება საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებას განეკუთვნება , საქართველოს მთავრობა საქართველოს სამინისტროსაგან/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისაგან მიღებულ წინადადებებს გადასცემს საქართველოს პრეზიდენტს. მუხლი 341. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების თარგმანის კორექტირების შესახებ წინადადება 1. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ოფიციალურადდამოწმებული ქართული თარგმანის მის უცხოურენოვან ავთენტურ ტექსტთან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში საქართველოს სამინისტრო/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების თარგმანის კორექტირების შესახებ თავის წინადადებას წარუდგენს საქართველოს საგარეოსაქმეთა სამინისტროს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ქართულ თარგმანში შესწორების შეტანასა და შესწორებული თარგმანის ოფიციალურდამოწმებას ახორციელებს თარგმნის ბიურო. 3. ამ მუხლით გათვალისწინებულ საქართველოს იმ საერთაშორისო ხელშეკრულების თარგმანის კორექტირების შესახებ წინადადებას, რომლის საქართველოსთვის სავალდებულოდაღიარებაზე თანხმობა გამოხატა საქართველოს მთავრობამ ან საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით და საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით საქართველოს პრეზიდენტმა , საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროწარუდგენს საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პრეზიდენტს. 4. საქართველოს იმ საერთაშორისო ხელშეკრულების თარგმანის კორექტირების შესახებ წინადადებას, რომლის საქართველოსთვის სავალდებულოდაღიარებაზე თანხმობა საქართველოს პარლამენტმა გამოხატა , საქართველოს მთავრობა , ხოლო თუ, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულების დადება საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებას განეკუთვნება − საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით და კონტრასიგნაციითწარუდგენს საქართველოს პარლამენტს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის 5. საქართველოს საერთაშორისოხელშეკრულების თარგმანის კორექტირების შესახებ წინადადებას უნდა დაერთოს საერთაშორისო ხელშეკრულების უცხოენოვანი აუთენტური ტექსტი და მისი შესწორებული, ოფიციალურადდამოწმებული ქართული თარგმანი. მუხლი 342. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების თარგმანის კორექტირების შესახებ გადაწყვეტილება 1. საქართველოს პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით, დადგენილებით იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს იმ საერთაშორისოხელშეკრულების თარგმანის კორექტირების შესახებ, რომლის საქართველოსათვის სავალდებულოდაღიარებაზე მან გამოხატა თანხმობა . 2. საქართველოს მთავრობა დადგენილებითან საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით ბრძანებულებით, რომელიც საჭიროებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას, იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს იმ საერთაშორისო ხელშეკრულების თარგმანის კორექტირების შესახებ, რომლის საქართველოსთვის სავალდებულოდაღიარებაზე თანხმობა გამოხატა შესაბამისადსაქართველოს მთავრობამ ან საქართველოს პრეზიდენტმა . 3. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბრძანებით იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს იმ საერთაშორისო ხელშეკრულების თარგმანის კორექტირების შესახებ, რომლის საქართველოსათვის სავალდებულოდაღიარებაზე მან გამოხატა თანხმობა . მუხლი 35. წინადადებები საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე 1. საქართველოს სამინისტრო/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე თავის დასაბუთებულ წინადადებას წარუდგენს საქართველოს საგარეოსაქმეთა სამინისტროს. 2. ამ მუხლით გათვალისწინებულ წინადადებას იმ საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე , რომლის საქართველოსთვის სავალდებულოდაღიარებაზე თანხმობა გამოხატა საქართველოს პარლამენტმა ან საქართველოს მთავრობამ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წარუდგენს საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობას. თუ თანხმობა გამოხატა საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით და საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით, წინადადებას საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე საქართველოს მთავრობა გადასცემს საქართველოს პრეზიდენტს. 3. უცხო სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციის შეთავაზებას საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე წინადადების სახით საქართველოს მთავრობას წარუდგენს საქართველოს საგარეოსაქმეთა სამინისტროამ მუხლითდადგენილი წესით. თუსაერთაშორისო ხელშეკრულება დადო საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით და საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით, საქართველოს მთავრობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მიღებულწინადადებას გადასცემს საქართველოს პრეზიდენტს. 4. წინადადებას საქართველოს იმ საერთაშორისოხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე , რომლის საქართველოსთვის სავალდებულოდაღიარებაზე თანხმობა საქართველოს პარლამენტმა გამოხატა , საქართველოს მთავრობა , ხოლო თუ საერთაშორისო ხელშეკრულება დადებულია საქართველოს პრეზიდენტის მიერ − საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებითწარუდგენს საქართველოს პარლამენტს, რაც საჭიროებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას. 5. წინადადება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე უნდა შეიცავდეს: ხელშეკრულების დედნის დამოწმებულასლს (ქართულენაზე), საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დასკვნას მისი მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების შესაძლო საგარეო-პოლიტიკური შედეგების შესახებ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასკვნას ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების შესაძლო სამართლებრივი შედეგების შესახებ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნას ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების შესაძლო საფინანსო-ეკონომიკური შედეგების შესახებ, აგრეთვე საქართველოს სამინისტროს/საქართველოს სახელმწიფოუსაფრთხოების სამსახურის დასკვნას. შესაბამისი მუხლი 37. გადაწყვეტილება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების შესახებ 1. საქართველოს პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით, დადგენილების სახით იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს იმ საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების შესახებ, რომლის საქართველოსათვის სავალდებულოდაღიარებაზე თანხმობა მან გამოხატა . 2. საქართველოს მთავრობა განკარგულებითან საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით ბრძანებულებით, რომელიც საჭიროებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას, იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს იმ საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების შესახებ, რომლის საქართველოსთვის სავალდებულოდაღიარებაზე თანხმობა გამოხატა შესაბამისადსაქართველოს მთავრობამ ან საქართველოს პრეზიდენტმა . 3. საქართველოს საგარეოსაქმეთა მინისტრი ბრძანების სახითიღებს გადაწყვეტილებას საქართველოს იმ საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების შესახებ, რომლის საქართველოსათვის სავალდებულოდაღიარებაზე თანხმობა მან გამოხატა .