„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-05-28
ბიუროს ნომერი 165
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ
კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“
მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში ,,საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს შესახებ“ (პარლამენტის უწყებანი, 001, 27/02/1996) შეტანილ იქნეს
შემდეგი ცვლილებები:
1. მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"1. საკონსტიტუციო სასამართლოს მოწყობა, კომპეტენცია და საქამინობის წესი
განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით. საკონსტიტუციო
სასამართლოს ორგანიზაციისა და კონსტიტუციური სამართალწარმოების სხვა წესები
განისაზღვრება საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტით.“
2. მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“1. საკონსტიტუციო სასამართლოს სამ წევრს ნიშნავს საქართველოს
პრეზიდენტი, სამ წევრს ირჩევს საქართველოს პარლამენტი სრული შემადგენლობის
არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით , ხოლო სამ წევრს ნიშნავს საქართველოს
უზენაესი სასამართლო.”
3. მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი შეიძლება იყოს
საქართველოს მოქალაქე 35 წლის ასაკიდან, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული
განათლება, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება და
გამორჩეული პროფესიული კვალიფიკაცია.“
4. მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა წევრის მიერ ფიცის დადებიდან ან
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადაზე ადრე
შეწყვეტიდან არაუგვიანეს 1 თვისა ტარდება საკონსტიტუციო სასამართლოს
პლენუმის სხდომა, რომელზედაც 5 წლის ვადით აირჩევა საკონსტიტუციო
სასამართლოს თავმჯდომარე. სასამართლოს თავმჯდომარედ ერთი და იმავე პირის
ხელმეორედ არჩევა დაუშვებელია.იმავე წესითა და ვადით აირჩევა საკონსტიტუციო
სასამართლოს თავმჯდომარის ორი მოადგილე. თუ არჩევის მომენტისათვის
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის ან მისი მოადგილეობის
კანდიდატის, როგორც სასამართლოს წევრის, უფლებამოსილების ვადის
ამოწურვამდე 5 წელზე ნაკლებია დარჩენილი, ის თანამდებობაზე აირჩევა
სასამართლოს წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადით.”
5.
მე-12 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
"ბ) ანაწილებს საქმეებს და საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის
სხდომისთვის ნიშნავს მომხსენებელ მოსამართლეს ამ კანონით დადგენილი წესით;”
6. მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“, „გ“, „ვ“, „თ“, „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"ბ) საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის, მთავრობის, იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს, გენერალური პროკურორის, ეროვნული ბანკის საბჭოს,
გენერალური აუდიტორის, სახალხო დამცველის ან ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი წარმომადგენლობითი ან აღმასრულებელი ორგანოს სარჩელის
საფუძველზე დავა შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილების შესახებ. “„გ) მოქალაქეთა
პოლიტიკურ გაერთიანებათა შექმნისა და საქმიანობის კონსტიტუციურობისა და ამ
პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის
უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი;“
„ვ) საერთაშორისო ხელშეკრულების კონსტიტუციურობის საკითხი;“
„თ) საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს
მოსამართლის, გენერალური პროკურორის, საქართველოს მთავრობის წევრის,
გენერალური აუდიტორისა და საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის მიერ
საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ან/და მათ ქმედებებში დანაშაულის
შემადგენლობის ნიშნების არსებობის საკითხი;”
„ლ) ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხი საქართველოს
კონსტიტუციის მეცხრე თავთან მიმართებით;”
„მ) საქართველოს კონსტიტუციის 59-ე, მე-60, 61-ე, 62-ე, 63-ე და 64-ე მუხლებთან
ნორმატიული აქტების შესაბამისობის საკითხი.”
7. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თუ საერთო სასამართლოში კონკრეტული საქმის განხილვისას სასამართლო
დაასკვნის, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი, რათა ის კანონი რომელიც უნდა
გამოიყენოს სასამართლომ ამ საქმის გადაწყვეტისას, მთლიანად ან ნაწილობრივ
მიჩნეული იქნეს კონსტიტუციის შეუსაბამოდ, იგი შეაჩერებს საქმის განხილვას და
მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს. საქმის განხილვა განახლდება
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ საკითხის გადაწყვეტის შემდეგ.“
8. მე-19 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. დაუშვებელია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არჩევნების მომწესრიგებელი
ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა შესაბამისი საარჩევნო წლის განმავლობაში, თუ
ეს ნორმა შესაბამისი არჩევნების თვემდე 15 თვის განმავლობაში არ არის მიღებული.”
9. 21-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საქმეს, რომელიც მოიცავს როგორც პლენუმის, ისე კოლეგიის განსჯად
საკითხებს,
განიხილავს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
პლენუმი.
თუ
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განმწესრიგებელ სხდომაზე გადაწყვეტს,
რომ საქმე, რომელიც მოიცავს პლენუმის განსახილველ საკითხებს, არ მიიღება
სასამართლოში არსებითად განსახილველად, იგი საქმის იმ ნაწილს, რომელიც
კოლეგიის განსჯადია, დაუყოვნებლივ გადასცემს საკონსტიტუციო სასამართლოს
თავმჯდომარეს, რომელიც მას 7 დღის ვადაში, ამ კანონის 322-ე მუხლის მე-2 პუნქტის
შესაბამისად, საქმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად
გადასცემს კოლეგიას.”
10. 21-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 პუნქტები:
„9. საქმეზე გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვთ ამ საქმის განხილვაში
უშუალოდ მონაწილე მოსამართლეებს. თუ განმწესრიგებელი სხდომის ან/და საქმის
არსებითი განხილვის მიმდინარეობისას რომელიმე მოსამართლე სხვა მოსამართლით
შეიცვალა, ამ უკანასკნელის მოთხოვნის შემთხვევაში საქმის განხილვის იგივე ეტაპი
თავიდან იწყება.
10. საქმის განხილვაში მონაწილე რომელიმე მოლსამართლის ჩამოცილება არ
აბრკოლებს საქმის შემდგომ განხილვას, თუ დარჩენილთა რაოდენობა ქმნის
მოსამართლეთა კვორუმს.
11. სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს სათათბირო ოთახში ღია კენჭისყრით.
თათბირისა და გადაწყვეტილების მიღების დროს სათათბირო ოთახში უნდა
იმყოფებოდნენ მხოლოდ ის მოსამართლენი, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ საქმის
განხილვაში.
12. საკონსტიუციო სასამართლოს წევრს უფლება არა აქვს საქმის განხილვის
დაწყებამდე, აგრეთვე სასამართლოს გარეშე, გამოთქვას მოსაზრებები ან მისცეს ვინმეს
კონსულტაცია განსახილველი კანონების ან სხვთა აქტების კონსულტაციასთან
შესაბამისობის შესახებ;“
11. 212-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. პლენუმის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული
საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში საქმის შემდგომი განხილვისათვის
გამოიყენება ამ კანონით გათვალისწინებული საქმის პლენუმის მიერ განხილვის
საერთო წესები.”
12. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 214 მუხლი:
„მუხლი 214
1. ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს შეუძლია საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტით დამტკიცებული ფორმით მიმართოს
საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით თავისი
წერილობითი მოსაზრებით.
2. საკონსტიტუციო სასამართლო არ არის ვალდებული, მხედველობაში მიიღოს
ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული წერილობითი მოსაზრება.
3. საკონსტიტუციო სასამართლოს უფლება აქვს, თუ იგი საჭიროდ მიიჩნევს,
გამოიყენოს სასამართლოს მეგობრის მიერ გამოგზავნილი მოსაზრება, რომელიც
შესაძლებელია აისახოს ასევე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.
4. იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო სასამართლოს მეგობრის
წერილობით მოსაზრებას საკმაოდ მნიშვნელოვნად მიიჩნევს, მას უფლება აქვს,
გამოიძახოს იგი სასამართლო სხდომაზე დამატებითი შეკითხვების დასმის მიზნით.“
13. 23-ე მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდნენ შემდეგი რედაქციით:
„5. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ საკითხზე კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება, აგრეთვე
საერთო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინების საფუძველზე საერთაშორისო
ხელშეკრულებისან მისი ცალკეული ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობა იწვევს
არაკონსტიტუციურად ცნობილი საერთაშორისო ხელშეკრულებისან მისი ცალკეული
ნაწილის საქართველოსთვის ბათილად ცნობას, ხოლო კონსტიტუციური
წარდგინების საფუძველზე საერთაშორისო ხელშეკრულებისან მისი ცალკეული
ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობა იწვევს არაკონსტიტუციურად ცნობილი
საერთაშორისო ხელშეკრულებისა რატიფიცირების დაუშვებლობას.“
„7. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს ან უარყოფს
საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლში აღნიშნული პირის ქმედების
კონსტიტუციურობას ან/და მის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების
არსებობას.”
14. 25-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. არაკონსტიტუციურად ცნობილი სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი
იურიდიულ
ძალას
კარგავს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
შესაბამისი
გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან, თუ შესაბამისი გადაწყვეტილება არ
ადგენს აქტის ან მისი ნაწილის ძალის დაკარგვის სხვა, გვიანდელ ვადას.”
15. 27-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტები:
„6. სასამართლო სხდომაზე არ დაიშვება შეიარაღებული პირი, გარდა იმ
პირებისა, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოს იცავენ. ისინი დაიშვებიან
მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ნებართვით.
7. სასამართლო სხდომაზე რადიო, ტელე, აუდიო თუ ვიდეო ჩანაწერების
გაკეთება დასაშვებია მხოლოდ კონკრეტული საქმის განმხილველი სასმართლოს
თანხმობით.
8. ეს მუხლი არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც საკონსტიტუციო
სასამართლო საქმეს განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე.“
16. 271-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 271
1. სასამართლო სხდომა ტარდება ზეპირად, გარდა ამ მუხლით
გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. საქმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხი განიხილება ზეპირი
მოსმენის გარეშე. საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია განიხილოს საქმე
ზეპირი მოსმენით, თუ სხვაგვარად შეუძლებელია საქმის არსებითად განსახილველად
მიღებასთან დაკავშირებული გარემოებების გამორკვევა.
3. საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების
არსებითად განსახილველად მიღებისას საოქმო ჩანაწერში მიუთითებს საქმის ზეპირი
მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე.
4. საკონსტიტუციო სასამართლოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვისას,
საქმის გარემოებების სრულად და ყოველმხრივ გამოკვლევის მიზნით, უფლება აქვს
მიიღოს საოქმო ჩანაწერი საქმის ზეპირად განხილვის შესახებ, რასაც დაუყოვნებლივ
აცნობებს მხარეებს.
5. საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია მოსარჩელის ან/და
მოპასუხის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე არსებითად განიხილოს საქმე
ზეპირი მოსმენის გარეშე.
6. მოსარჩელის მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ
წარმოდგენილი უნდა იქნეს კონსტიტუციურ სარჩელთან/წარდგინებასთან ერთად, ან
მოსარჩელის მიერ კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების განსახილველად
მიღების თაობაზე საოქმო ჩანაწერის მიღებიდან 10 დღეში. საკონსტიტუციო
სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნას მისი მიღებისთანავე უგზავნის მოპასუხეს.
7. მოპასუხის მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ
წარმოდგენილი უნდა იქნეს მის მიერ კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების
მიღებიდან ან მოპასუხის მიერ კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების
განსახილველად მიღების თაობაზე საოქმო ჩანაწერის მიღებიდან 10 დღეში.
საკონსტიტუციო სასამართლო მოპასუხის მოთხოვნას მისი მიღებისთანავე უგზავნის
მოსარჩელეს.
8. თუ მოპასუხე მოსარჩელის მოთხოვნის, ხოლო მოსარჩელე მოპასუხის
მოთხოვნის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შეტყობინების მიღებიდან
10 დღეში არ მოითხოვს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვას, საკონსტიტუციო
სასამართლო უფლებამოსილია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.
9. თუ მნიშვნელოვნად შეიცვალა საკითხის გადაწყვეტის საფუძვლად არსებული
სამართლებრივი გარემოებები, საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე საკონსტიტუციო
სასამართლო უფლებამოსილია ჩაატაროს საქმის ხელახალი განხილვა.“
17. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 272-ე, 273-ე, 274-ე, 275-ე და 276-ე მუხლები:
„მუხლი 272.
1. სასამართლო სხდომა სამუშაო დღის განმავლობაში მიმდინარეობს
შეუწყვეტლად. საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, მხარეებთან
შეთანხმებით სხდომა გამართოს ნებისმიერ დროს.
2. სასამართლო უფლებამოსილია გადადოს ან შეაჩეროს საქმის განხილვა, თუ
აუცილებელია დამატებით მოწმეთა და სპეციალისტთა გამოძახება, ექსპერტიზის
ჩატარება, დამატებითი მტკიცებუბლებების გამოთხოვა, ასევე საქმის განხილვის
დამაბრკოლებელ სხვა გარემოებათა აცილება. საქმის განხილვა გრძელდება მისი
შეჩერების მომენტიდან.
3. საქმის განხილვის მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს უფლება
აქვს გადადებული ან შეჩერებული საქმის განხილვის დასრულებამდე მონაწილეობა
მიიღოს სხვა საქმის განხილვაში.
4. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი/კოლეგია უფლებამოსილია
კონსტიტუციური სარჩელის ან/და კონსტიტუციური წარდგინების განხილვის ან
გადაწყვეტის დროს განიხილოს და გადაწყვიტოს სხვა კონსტიტუციური სარჩელის
ან/და კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების საკითხი.
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი/კოლეგია კონსტიტუციური სარჩელის ან/და
კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განხილვის დასრულებისა და სათათბირო
ოთახში გასვლის შემდეგ უფლებამოსილია არსებითად განიხილოს და გადაწყვიტოს
სხვა კონსტიტუციური სარჩელი ან/და კონსტიტუციური წარდგინება.
მუხლი 273.
1. საკონსტიტუციო სამართალწარმოების მონაწილენი არიან:
ა) მხარეები – პირები და ორგანოები, რომლებიც ამ კანონის 33-ე–მე-40, 411 და 413
მუხლების შესაბამისად ითვლებიან მოსარჩელეებად და მოპასუხეებად;
ბ) მხარეთა წარმომადგენლები – ნდობით აღჭურვილი პირები, რომლებსაც
მხარეებმა კანონით დადგენილი წესით გადასცეს თავიანთი უფლებამოსილება.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში წარმომადგენლის დანიშვნა
სავალდებულოა, თუ კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების
შემტან პირთა რაოდენობა ორზე მეტია, აგრეთვე თუ კონსტიტუციური სარჩელის ან
კონსტიტუციური წარდგინების შემტანი პირი პენიტენციურ დაწესებულებაშია
მოთავსებული. მხარის წარმომადგენლის რწმუნებულება უნდა დამოწმდეს სანოტარო
წესით ან შესაბამისი დაწესებულებისათვის დადგენილი წესით;
გ)
მხარეთა
ინტერესების
დამცველნი–ადვოკატები,
რომლებიც
კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილნი არიან განახორციელონ საადვოკატო
საქმიანობა, ან უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე სხვა პირები, რომლებიც
სამართალწარმოებაში
მონაწილეობენ
მხოლოდ
მხარეებთან
ან
მათ
წარმომადგენლებთან ერთად. მათი დანიშვნის უფლება აქვს როგორც მხარეს, ისე მის
წარმომადგენელს.
2. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“, „თ“ და „კ“ ქვეპუნქტებითა და
მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ კონსტიტუციურ წარდგინებებს საკონსტიტუციო
სასამართლო არსებითად განიხილავს წარდგინების ავტორთა და მათ
წარმომადგენელთა გარეშე. საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია
მოიწვიოს წარდგინების ავტორები, ხოლო იმავე მუხლის პირველი პუნქტის „თ“
ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე დასკვნის მომზადებისას – შესაბამისი
თანამდებობის პირებიც და მოისმინოს მათი განმარტება, მაგრამ ამ პირებს მხარედ არ
აღიარებს. აღნიშნულ თანამდებობის პირებს, მიუხედავად იმისა, მიწვეული იქნებიან
თუ არა ისინი სასამართლო განხილვაზე, უფლება აქვთ, საკონსტიტუციო
სასამართლოს წარუდგინონ წერილობითი ახსნა-განმარტება.
3. საკონსტიტუციო სამართალწარმოების მონაწილენი მოვალენი არიან
კეთილსინდისიერად გამოიყენეონ თავიანთი უფლებები. საკონსტიტუციო
სასამართლოსათვის წინასწარი შეცნობით ყალბი ცნობების მიწოდება იწვევს კანონით
განთვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
274 მუხლი.
1. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი საქმეს არსებითად განიხილავს
პლენუმის სხდომაზე, რომელსაც თავმჯდომარეობს საკონსტიტუციო სასამართლოს
თავმჯდომარე ან მისი მოვალეობის შემსრულებელი.
2. საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია საქმეს არსებითად განიხილავს
კოლეგიის სხდომაზე, რომელსაც თავმჯდომარეობს კოლეგიის თავმჯდომარე ან მისი
მოვალეობის შემსრულებელი.
275 მუხლი.
1. საქმის არსებითად განხილვის დაწყებამდე სხდომის თავმჯდომარე:
ა) გახსნის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომას და აცხადებს,
თუ რომელი საქმე განიხილება არსებითად;
ბ) ამოწმებს მოსამართლეთა კვორუმს და სხდომის ჩატარებისათვის
პასუხისმგებელი სხდომის მდივნის გამოცხადებას;
გ) ამოწმებს მხარეთა უფლებამოსილებას;
დ) არკვევს სამართალწარმოების მონაწილეთა, მოწმეთა, ექსპერთა და
სპეციალისტთა გამოცხადებას და მათი გამოუცხადებლობის მიზეზს;
ე) აცხადებს საქმის განმხილველი საკონსტიტუციო სასამართლოს
შემადგენლობას და სხდომის მდივანს;
ვ) განუმარტავს სამრთალწარმოების მოანაწილეებს ამ კანონით განსაზღვრულ
მათ უფლებასა და მოვალეობებს;
ზ) არკვევს სურთ თუ არა სამართალწარმოების მონწილეებს დამატებით
მოწმეთა,
ექსპერტთა
და
სპეციალისტთა
გამოძახება
ან
დამატებითი
მტკიცებულებების გამოთხოვა. ამ საკითხებზე შემოსულ შუამდგომლობებს
სასამართლო წყვეტს სხდომის დარბაზში ხმათა უმრავლესობით;
თ) აცხადებს საქმის არსებითად განხილვის დაწყებას.
2. მხარეს უფლება აქვს საქმის განმხილველი საკონსტიტუციო სასამართლოს
წინაშე დააყენოს საკითხი საქმის განხილვაში მონაწილე ექსპერტის, სპეციალისტის,
თარჯიმნის აცილებაზე, თუ:
ა) ექსპერტი, სპეციალისტი, თარჯიმანი, მხარის ან მისი წარმომადგენლის ახლო
ნათესავია;
ბ) ექსპერტი, სპეციალისტი, თარჯიმანი პირდაპირ ან არაპირდაპირ
დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან თუ არის სხვა გარემოება, რომელიც ეჭვს
იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მიუკერძოებლობაში.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს, ექსპერტს, სპეციალისტს, თარჯიმანს უფლება
აქვთ განერიდონ საქმის განხილვაში მონაწილეობას.
4. აცილების საკითხს საკონსტიტუციო სასამართლო წყვეტს საპროცესო
კანონმდებლობით დადგენილი წესით.
276 მუხლი.
1. საქმის არსებითად განხილვა იწყება საქმის მომხსენებელი საკონსტიტუციო
სასამართლოს წევრის მოხსენებით. საქმის მომხსენებელი ვალდებულია:
ა) საკონსტიტუციო სასამართლოს მოახსენოს საკონსტიტუციო სასამართლოში
საქიმის განხილვის დაწყებისა და საქმის არსებითად განხილვის საფუძველი, აგრეთვე
საქმეში არსებული მასალების შინაარსი;
ბ) უპასუხოს საქმის განხივაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს
წევრთა შეკითხვებს.
2. საქმის მოხსენების შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლო მოისმენს ჯერ
მოსარჩელის, ხოლო შემდეგ მოპასუხის განმარტებებს. საქმის განხილვაში მოსნაწილე
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს უფლება აქვს მხარეებს და მათ
წარომადგენლებს მისცეს შეკითხვები.
3. მხარეთა მოსმენის შემდეგ სასამართლო მოისმენს მოწმეთა,ექსპერტთა და
სპეციალისტრთა ჩვენებებს, აქვეყნებს საქმეში არსებულ და საქმის განხილვის
მონაწილეთა მიერ წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებს. ექსპერტთა და
სპეციალისტთა დაკითხვამდე სხდომის თავმჯდომარე ადეგნს მათ ვითარებას და
წერილობით აფრთხილებს მათ ჩვენების მიცემაზე უარისა და წინასწარი შეცნობით
ცრუ ჩვენებების ან ყალბი დასკვნისათვის კანონით გათვალისწინებული
პასუხისმგებლობის შესახებ. თავმჯდომარე აგრთვე აფრთხილებს თარჯიმანს
შეგნებულად არასწორი თარგმნისათვის პასუხისმგებლობის თაობაზე. ჩვენებაზე
უარის თქმის ან წინასწარი შეცნობით ცრუ ჩვენების მიცემისათვის პასუხისმგებლობა
დგება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი წესით.
4. საქმის განხილვაში მონაწილე საკონსტიტუიცო სასამარლოს წევრს უფლება
აქვს შეკითხვები მისცეს მოწმეებს, ექსპერტებსა და სპეციალისტებს.
5. სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია, მხარეთა შუამდგომლობის
საფუძველზე, ასევე საკუთარი ან საქმის განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო
სასამართლოს წევრის ინიციატივით და საქმის განხილვაში მონაწილე
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა უმრავლესობის თანხმობით მოხსნას
მხარეების, მოწმეების, ექსპერტების, სპეციალისტებისა და სასამართლოს
მეგობრისათვის მიცემული შეკითხვა.
6. საქმეში არსებული ყველა მტკიცებულების განხილვის შემდეგ
საკონსტიტუციო სასამართლო მოისმენს საქმის განხილვის მონაწილეთა დასკვნით
სიტყვებს. ჯერ გამოდიან მოსარჩელე ან მისი წარმომადგენელი და ადვოკატი.
დასკვნითი სიტყვების მოსმენის შემდეგ სასამართლო გადის სათათბირო ოთახში, რის
შესახებაც სხდომის თავმჯდომარე უცხადებს საქმის განხილვის მონაწილეებს და
სხდომის დარბაზში მყოფ სხვა პირებს.“
18. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 29.
1. მხარეებს უფლება აქვთ გაეცნონ საქმის მასალებს, გააკეთონ მათგან ამონაწერები,
გადაიღონ
ასლები,
დაასაბუთონ
თავიანთი
მოთხოვნები,
წარადგინონ
მტკიცებულებანი, მონაწილეობა მიიღონ მტკიცებულებათა გამოკვლევაში, დაუსვან
შეკითხვები მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებს, მიმართონ შუამდგომლობებით
საკონსტიტუციო სასამართლოს, მისცენ მას ზეპირი ან წერილობითი ახსნაგანმარტება, წარადგინონ თავიანთი დასკვნები და გამოთქვან მოსაზრებები
სასამართლო განხილვის დროს წამოჭრილ ყველა საკითხზე, უარყონ ან გააქარწყლონ
მეორე მხარის მტკიცებულებები, მოთხოვნები, შუამდგომლობები, დასკვნები და
მოსაზრებები.
2. მოსარჩელეს უფლება აქვს შეამციროს მოთხოვნის მოცულობა,
უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე. სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა, აგრეთვე
საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად
ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამ მუხლის მე7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის "თ" ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ საკითხებზე შეტანილი წარდგინების ავტორი უფლებემოსილია
საკონსტიტუციო სამართალწარმოების ნებისმიერ სტადიაზე უარი თქვას
კონტიტუციური წარდგინების განხილვაზე და მოითხოვოს საკონსტიტუციო
სასმართლოში საქმის შეწყვეტა. ამისათვის მან წერილობით უნდა მიმართოს
საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელიც ვალდებულია მოთხოვნა დააკმაყოფილოს.
4. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ საკითხებზე შეტანილი კონსტიტუციური წარდგინების ავტორი
უფლებამოსილია საკონსტიტუციო სამართალწარმოების ნებისმიერ სტადიაზე უარი
თქვას კონსტიტუციური წარდგინების განხილვაზე და მოითხოვოს საკონსტიტუციო
სასამართლოში საქმის შეწყვეტა. ამისათვის მან წერილობით უნდა მიმართოს
საკონსტიტუციო სასამართლოს. კონსტიტუციური წარდგინების განხილვაზე უარის
თქმა, აგრეთვე საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან
ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო
სასამართლოში
საქმის
შეწყვეტას, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა.
5. საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური წარდგინების შემტანი
საერთო სასამართლო ან/და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ არის
უფლებამოსილი, უარი თქვას კონსტიტუციური წარდგინების განხილვაზე და
მოითხოვოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტა.
6. მოპასუხე უფლებამოსილია საკონსტიტუციო სამართალწარმოების
ნებისმიერ სტადიაზე მთლიანად ან ნაწილობრივ ცნოს სარჩელი. მოპასუხის მიერ
სარჩელის ცნობა არ იწვევს საკონსტიტუციო საქმის შეწყვეტას.
7. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად
მიღების შემდეგ, სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე
ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა
და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია გააგრძელოს
სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი
სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ
შემთხვევაში,
თუ
მისი
გადაწყვეტა
განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია
კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად.“
19. 31-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
მუხლი 31.
„3. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებითა
და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე, აგრეთვე იმავე მუხლის პირველი
პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე (იმავე კანონის 38-ე მუხლის
მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში) შეიტანება კონსტიტუციური
წარდგინება, ხოლო დანარჩენ საკითხებზე – კონსტიტუციური სარჩელი.“
20. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 311-ლი, 312-ე, 313-ე, 314-ე, 315-ე და 316-ე
მუხლები:
მუხლი 311
1. კონსტიტუციური სარჩელი შედგენილი უნდა იყოს საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამტკიცებული, შესაბამისი სასარჩელო
სააპლიკაციო ფორმის მიხედვით. კონსტიტუციური სარჩელი ხელმოწერილი უნდა
იყოს მოსარჩელის (მოსარჩელეთა) მიერ (თუ მოსარჩელე საქართველოს პრეზიდენტი
ან საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფია, მისი/მათი ხელმოწერები
დამოწმებული უნდა იყოს ამ კანონის 273 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით
განსაზღვრული წესით) და მასში აღნიშნული უნდა იყოს:
ა) საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელება;
ბ) მოსარჩელისა და მოპასუხის დასახელებები და მისამართები;
გ) სადავო სამართლებრივი აქტის დასახელება, მისი მიმღების/გამომცემის
დასახელება და მიღების/გამოცემის თარიღი;
დ) საქართველოს კონსტიტუციის დებულებანი, რომლებსაც, მოსარჩელის
აზრით, არ შეესაბამება ან არღვევს სადავო სამართლებრივი აქტი ან რომელთა
დარღვევითაც იქნა მიღებული/გამოცემული, ხელმოწერილი, გამოქვეყნებული ან
ამოქმედებული საქართველოს საკანონმდებლო აქტი ან საქართველოს პარლამენტის
დადგენილება;
ე) მტკიცებულებანი, რომლებიც, მოსარჩელის აზრით, ადასტურებს
კონსტიტუციური სარჩელის საფუძვლიანობას;
ვ) მოთხოვნის არსი;
ზ) საქართველოს კონსტიტუციის და ამ კანონის დებულებანი, რომლებიც
მოსარჩელეს აძლევს კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლებას;
თ) კონსტიტუციურ სარჩელზე დართული საბუთების ჩამონათვალი, აგრეთვე
იმ პირთა სია და მისამართები, რომლებიც, მოსარჩელის აზრით, უნდა გამოიძახოს
საკონსტიტუციო სასამართლომ;
ი) მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ, თუ
მოსარჩელე მოითხოვს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვას.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ კონსტიტუციურ სარჩელს უნდა
ერთვოდეს:
ა) სადავო სამართლებრივი აქტის ტექსტი;
ბ)
მოსარჩელის
წარმომადგენელთა
და
ინტერესების
დამცველთა
უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი მათი მისამართების მითითებით;
გ) საბანკო დაწესებულების საბუთი სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესახებ.
დ) კონსტიტუციური სარჩელის ელექტრონული ვერსია.
3. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებულ
საკითხებზე
შეტანილი
კონსტიტუციური
წარდგინება
ხელმოწერილი უნდა იყოს წარდგინების ავტორთა მიერ (თუ წარდგინების ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფია, მათი ხელმოწერები დამოწმებული
უნდა იყოს ამ კანონის 273 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით აღნიშნული
წესით) და მასში აღნიშნული უნდა იყოს:
ა) საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელება;
ბ) კონსტიტუციური წარდგინების ავტორთა დასახელება და მისამართები;
გ) სადავო საერთაშორისო ხელშეკრულების დასახელება, მისი ხელმომწერის
დასახელება და ხელმოწერის თარიღი, თუ წარდგინება ეხება ამ კანონის მე-19 მუხლის
პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხს, ან თანამდებობის
პირის დასახელება, თუ წარდგინება ეხება იმავე პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით
განსაზღვრულ საკითხს;
დ) საქართველოს კონსტიტუციის დებულებანი, რომლებსაც, კონსტიტუციური
წარდგინების ავტორთა აზრით, არ შეესაბამება ან არღვევს სადავო საერთაშორისო
ხელშეკრულება ან შეთანხმება;
ე) საქართველოს კონსტიტუციის დებულებანი, რომლებსაც, კონსტიტუციური
წარდგინების ავტორთა აზრით, არღვევს თანამდებობის პირი, ან/და საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი (მუხლები), რომლით (რომლებით)
გათვალისწინებული დანაშაულიც, კონსტიტუციური წარდგინების ავტორთა აზრით,
ჩაიდინა თანამდებობის პირმა, და იმ ქმედებების აღწერა, რომლებიც,
კონსტიტუციური წარდგინების ავტორთა აზრით, იმპიჩმენტის საფუძველია;
ვ) მტკიცებულებანი, რომლებიც, წარდგინების ავტორთა აზრით, ადასტურებს
კონსტიტუციური წარდგინების საფუძვლიანობას;
ზ) მოთხოვნის არსი;
თ) საქართველოს კონსტიტუციის და ამ კანონის დებულებანი, რომლებიც
წარდგინების ავტორებს აძლევს კონსტიტუციური წარდგინების შეტანის უფლებას;
ი) კონსტიტუციურ წარდგინებაზე დართული საბუთების ჩამონათვალი,
აგრეთვე იმ პირთა სია და მისამართები, რომლებიც, წარდგინების ავტორთა აზრით,
უნდა გამოიძახოს საკონსტიტუციო სასამართლომ.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნულ კონსტიტუციურ წარდგინებას უნდა
ერთვოდეს:
ა) სადავო საერთაშორისო ხელშეკრულების ტექსტი, თუ წარდგინება ეხება ამ
კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ საკითხს;
ბ)
კონსტიტუციური
წარდგინების
ავტორების
წარმომადგენელთა
უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი მათი მისამართების მითითებით;
გ) საბანკო დაწესებულების საბუთი სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესახებ.
დ) კონსტიტუციური წარდგინების ელექტრონული ვერსია.
5. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ
საკითხებზე
შეტანილი
კონსტიტუციური
სარჩელი
ხელმოწერილი უნდა იყოს მოსარჩელეთა მიერ (თუ მოსარჩელე საქართველოს
პარლამენტის წევრთა ჯგუფია, მათი ხელმოწერები დამოწმებული უნდა იყოს ამ
კანონის 273 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული წესით) და მასში
მითითებული უნდა იყოს:
ა) საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელება;
ბ) მოსარჩელეთა და მოპასუხეთა დასახელება და მათი მისამართები;
გ) სადავო სამართლებრივი აქტის დასახელება, მისი მიმღების/ გამომცემის
დასახელება და მიღების/გამოცემის თარიღი;
დ) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს
კონსტიტუციური კანონის დებულებანი, რომლებსაც, მოსარჩელეთა აზრით, არღვევს
ან არ შეესაბამება სადავო აქტი;
ე) მტკიცებულებანი, რომლებიც, მოსარჩელეთა აზრით, ადასტურებს
კონსტიტუციური სარჩელის საფუძვლიანობას;
ვ) მოთხოვნის არსი;
ზ) საქართველოს კონსტიტუციის და ამ კანონის დებულებანი, რომლებიც
მოსარჩელეს აძლევს კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლებას;
თ) კონსტიტუციურ სარჩელზე დართული საბუთების ჩამონათვალი, აგრეთვე
იმ პირთა სია და მისამართები, რომლებიც, მოსარჩელეთა აზრით, უნდა გამოიძახოს
საკონსტიტუციო სასამართლომ.
ი) მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ, თუ
მოსარჩელე მოითხოვს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვას.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნულ კონსტიტუციურ სარჩელს უნდა
ერთვოდეს:
ა) სადავო სამართლებრივი აქტის ტექსტი;
ბ) მოსარჩელის წარმომადგენელთა უფლებამოსილების დამა- დასტურებელი
საბუთი მათი მისამართების მითითებით;
გ) საბანკო დაწესებულების საბუთი სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესახებ.
დ) კონსტიტუციური სარჩელის ელექტრონული ვერსია.
7. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ
საკითხებზე
შეტანილ
კონსტიტუციურ
წარდგინებაში
მითითებული უნდა იყოს:
ა) საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელება;
ბ) კონსტიტუციური წარდგინების ავტორი და მისი მისამართი;
გ) სადავო აქტის დასახელება, მისი მიმღების/გამომცემის დასახელება და
მიღების/გამოცემის თარიღი;
დ) საქართველოს კონსტიტუციის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის, კონსტიტუციური
შეთანხმების, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ან
საქართველოს კანონების დებულებანი, რომლებსაც, კონსტიტუციური წარდგინების
ავტორის აზრით, არღვევს ან არ შეესაბამება სადავო აქტი;
ე) მტკიცებულებანი, რომლებიც, წარდგინების ავტორის აზრით, ადასტურებს
კონსტიტუციური წარდგინების საფუძვლიანობას;
ვ) მოთხოვნის არსი;
ზ) საქართველოს კონსტიტუციის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის და ამ კანონის
დებულებანი, რომლებიც წარდგინების ავტორს აძლევს კონსტიტუციური
წარდგინების შეტანის უფლებას;
თ) კონსტიტუციურ წარდგინებაზე დართული საბუთების ჩამონათვალი,
აგრეთვე იმ პირთა სია და მისამართები, რომლებიც, წარდგინების ავტორის აზრით,
უნდა გამოიძახოს საკონსტიტუციო სასამართლომ.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტში აღნიშნულ კონსტიტუციურ წარდგინებას უნდა
ერთვოდეს:
ა) ამ კანონის 412 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული
დადგენილება;
ბ) სადავო სამართლებრივი აქტის ტექსტი;
გ)
კონსტიტუციური
წარდგინების
ავტორის
წარმომადგენელთა
უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი მათი მისამართების მითითებით;
დ) საბანკო დაწესებულების საბუთი სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესახებ.
ე) კონსტიტუციური წარდგინების ელექტრონული ვერსია.
9. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ
საკითხზე
შეტანილი
კონსტიტუციური
წარდგინება
ხელმოწერილი უნდა იყოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის
მიერ და მასში აღნიშნული უნდა იყოს:
ა) საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელება;
ბ) კონსტიტუციური წარდგინების ავტორი და მისი მისამართი;
გ) ნორმატიული აქტის დასახელება, რომლის კონსტიტუციურობის
დადგენასაც ითხოვს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, მისი
მიმღების/გამომცემის დასახელება და მიღების/გამოცემის თარიღი, ხოლო თუ ეს აქტი
საერთაშორისო ხელშეკრულება ან შეთანხმებაა, – მისი ხელმომწერის დასახელება და
ხელმოწერის თარიღი;
დ) საქართველოს კონსტიტუციის დებულებანი, რომლებსაც, კონსტიტუციური
წარდგინების ავტორის აზრით, არ შეესაბამება ან არღვევს ნორმატიული აქტი,
რომლის კონსტიტუციურობის დადგენასაც ითხოვს საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭო;
ე) მტკიცებულებანი, რომლებიც, კონსტიტუციური წარდგინების ავტორის
აზრით, ადასტურებს კონსტიტუციური წარდგინების საფუძვლიანობას;
ვ) მოთხოვნის არსი;
ზ) საქართველოს კონსტიტუციის და ამ კანონის დებულებანი, რომლებიც
კონსტიტუციური წარდგინების ავტორს აძლევს კონსტიტუციური წარდგინების
შეტანის უფლებას;
თ) კონსტიტუციურ წარდგინებაზე დართული საბუთების ჩამონათვალი,
აგრეთვე იმ პირთა სია და მისამართები, რომლებიც, კონსტიტუციური წარდგინების
ავტორის აზრით, უნდა გამოიძახოს საკონსტიტუციო სასამართლომ.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტში აღნიშნულ კონსტიტუციურ წარდგინებას უნდა
ერთოდეს:
ა) სადავო ნორმატიული აქტის ტექსტი;
ბ)
კონსტიტუციური
წარდგინების
ავტორის
წარმომადგენელთა
უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი მათი მისამართების მითითებით;
გ) საბანკო დაწესებულების საბუთი სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესახებ;
დ) კონსტიტუციური წარდგინების ელექტრონული ვერსია.
11. საერთო სასამართლოს მიერ შეტანილი კონსტიტუციური წარდგინება
ხელმოწერილი უნდა იყოს საქმის ერთპიროვნულად განმხილველი მოსამართლის ან
საქმის განმხილველი სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის წევრთა მიერ და
მასში აღნიშნული უნდა იყოს:
ა) საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელება;
ბ)
კონსტიტუციური
წარდგინების
შემტანი
სასამართლოსა
და
მოსამართლის/სასამართლოს
კოლეგიური
შემადგენლობის
მოსამართლეთა
დასახელება და მისამართები;
გ) ნორმატიული აქტის დასახელება, რომლის კონსტიტუციურობის
დადგენასაც ითხოვს საერთო სასამართლო, მისი მიმღების/გამომცემის დასახელება
და მიღების/გამოცემის თარიღი, ხოლო თუ ეს აქტი საერთაშორისო ხელშეკრულება ან
შეთანხმებაა, – მისი ხელმომწერის დასახელება და ხელმოწერის თარიღი;
დ) საქართველოს კონსტიტუციის დებულებანი, რომლებსაც, კონსტიტუციური
წარდგინების შემტანი სასამართლოს აზრით, არ შეესაბამება ან არღვევს ნორმატიული
აქტი;
ე) მტკიცებულებანი, რომლებიც, წარდგინების შემტანი სასამართლოს აზრით,
ადასტურებს კონსტიტუციური წარდგინების საფუძვლიანობას;
ვ) საქართველოს კონსტიტუციის და ამ კანონის დებულებანი, რომლებიც
კონსტიტუციური წარდგინების შემტან სასამართლოს აძლევს კონსტიტუციური
წარდგინების შეტანის უფლებას;
ზ) კონსტიტუციურ წარდგინებაზე დართული საბუთების ჩამონათვალი.
12. ამ მუხლის მე-11 პუნქტში აღნიშნულ კონსტიტუციურ წარდგინებას უნდა
ერთვოდეს:
ა) იმ ნორმატიული აქტის ტექსტი, რომლის კონსტიტუციურობის დადგენასაც
ითხოვს საერთო სასამართლო;
ბ) სასამართლოს აქტი საქმის განხილვის შეჩერების შესახებ.
გ) კონსტიტუციური წარდგინების ელექტრონული ვერსია.
13.
კონსტიტუციური
სარჩელი, კონსტიტუციური
წარდგინება
და
თანდართული საბუთები შედგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე.
მუხლი 312.
1. საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ კონსტიტუციურ სარჩელსა და
კონსტიტუციურ წარდგინებას, საქმის მასალების ფორმალური (და არა
შინაარსობრივი)
მხარის
შემოწმების
შემდეგ,
რეგისტრაციაში
ატარებს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
უფლებამოსილი
თანამშრომელი.
მათში
არაარსებითი, ფორმალური უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში კონსტიტუციური
სარჩელი
და
კონსტიტუციური
წარდგინება
რეგისტრაციაში
ტარდება
საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის თანხმობით და მოსარჩელეს, წარდგინების
ავტორს ან მათ წარმომადგენლებს ეძლევა 15 დღე უზუსტობის გამოსასწორებლად. თუ
ამ ვადაში უზუსტობა არ გამოსწორდა, სარჩელისა და წარდგინების რეგისტრაცია
უქმდება. რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში მოსარჩელეს, წარდგინების
ავტორს ან მათ წარმომადგენლებს უფლება აქვთ მიმართონ საკონსტიტუციო
სასამართლოს მდივანს, რომელიც იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.
2. რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური
წარდგინება
დაუყოვნებლივ
გადაეცემა
საკონსტიტუციო
სასამართლოს
თავმჯდომარეს, რომელიც, ამ კანონის 21-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტებით
განსაზღვრულ მოთხოვნათა გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლოს
კოლეგიის განსჯად საქმეს 7 დღის ვადაში გადასცემს კოლეგიას საქმის არსებითად
განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, ხოლო თუ საქმე საკონსტიტუციო
სასამართლოს პლენუმის განსჯადია – იმავე ვადაში, ამ მუხლის მე-6 პუნქტით
დადგენილი წესის საფუძველზე ნიშნავს მომხსენებელ მოსამართლეს პლენუმის
სხდომისთვის და საქმეს მას გადასცემს. საკონსტიტუციო სასამართლოს
კოლეგიებისთვის საქმეთა გადაცემისას დაცული უნდა იქნეს რიგითობის წესი, გარდა
ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3. თუ რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი იმავე შინაარსისაა ან
სამართლებრივად არსებითად უკავშირდება იმ საკითხს, რომელსაც ეხება
საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიისთვის ადრე გადაცემული კონსტიტუციური
სარჩელი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე უფლებამოსილია ეს
სარჩელი ერთ წარმოებად გასაერთიანებლად, განსახილველად გადასცეს იმავე
კოლეგიას.
4. თუ რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი/კონსტიტუციური
წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განსახილველია ან
საკონსტიტუციო
სასამართლოს
კოლეგიის/საკონსტიტუციო
სასამართლოს
თავმჯდომარის გადაწყვეტილებით პლენუმს გადაეცა განსახილველად და იგი
შინაარსობრივად ან სამართლებრივად არსებითად უკავშირდება იმ საკითხს,
რომელსაც
ეხება
პლენუმისთვის
ადრე
გადაცემული
კონსტიტუციური
სარჩელი/კონსტიტუციური
წარდგინება,
პლენუმი
უფლებამოსილია
ეს
სარჩელები/წარდგინებები ერთ წარმოებად გააერთიანოს.
5. საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარე საქმის
მიღებისთანავე კოლეგიის წევრთაგან, ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესის
საფუძველზე ნიშნავს მომხსენებელ მოსამართლეს განმწესრიგებელი სხდომისთვის
და საქმეს კოლეგიის წევრებს გადასცემს.
6. ამ მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების მიზნებისათვის მომხსენებელი
მოსამართლე შეირჩევა ავტომატური, ელექტრონული წესით შერჩევის სისტემის
საშუალებით.
7. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი/კოლეგია კონსტიტუციური
სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების
საკითხს წყვეტს ზეპირი მოსმენის გარეშე. თუ მიღებულია საოქმო ჩანაწერი ზეპირი
მოსმენის ჩატარების შესახებ, იმართება განმწესრიგებელი სხდომა. პლენუმის
განმწესრიგებელი სხდომის თარიღს ნიშნავს საკონსტიტუციო სასამართლოს
თავმჯდომარე, ხოლო კოლეგიისას – შესაბამისი კოლეგიის თავმჯდომარე.
8. კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების არსებითად
განსახილველად მიღება ფორმდება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის ან
კოლეგიის საოქმო ჩანაწერით, ხოლო არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის
თქმისას პლენუმს/კოლეგიას გამოაქვს დასაბუთებული განჩინება.
9. ამ კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში
საკონსტიტუციო სასამართლოს გამოაქვს დასაბუთებული განჩინება.
10.
მომხსენებელი
მოსამართლე
კონსტიტუციური
სარჩელის
ან
კონსტიტუციური წარდგინების შესწავლისას არკვევს, არსებობს თუ არა ამ კანონის 313
მუხლით განსაზღვრული საფუძველი სარჩელის ან წარდგინების ან მათში
მითითებული რომელიმე საკითხის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის
თქმისთვის და, საჭიროების შემთხვევაში, მხარეებთან, კონსტიტუციური
წარდგინების ავტორებთან ან/და მათ წარმომადგენლებთან აზუსტებს საქმესთან
დაკავშირებულ საკითხებს. კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური
წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის ზეპირი მოსმენის
გარეშე გადაწყვეტის შემთხვევაში მომხსენებელი მოსამართლე განმწესრიგებელი
სხდომისთვის ამზადებს განჩინების ან საოქმო ჩანაწერის პროექტს. პროექტი საქმის
მასალებთან ერთად გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის ან
შესაბამისი კოლეგიის თავმჯდომარეს, რომელიც უზრუნველყოფს განმწესრიგებელ
სხდომამდე სულ ცოტა 2 დღით ადრე კოლეგიის წევრებისთვის მათ გადაცემას. თუ
კოლეგიის რომელიმე წევრი არ ეთანხმება განმწესრიგებელ სხდომაზე გასატან
პროექტს, მას უფლება აქვს, წარადგინოს თავისი პროექტი.
11. ამ კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში
მომხსენებელი მოსამართლე არკვევს, არსებობს თუ არა სადავო აქტის ან მისი ნაწილის
ძალადაკარგულად ცნობის საფუძველი და, საჭიროების შემთხვევაში, მხარეებთან,
კონსტიტუციური წარდგინების ავტორებთან ან/და მათ წარმომადგენლებთან
აზუსტებს საქმესთან დაკავშირებულ საკითხებს. კონსტიტუციური სარჩელის ან
კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის
ზეპირი მოსმენის გარეშე გადაწყვეტის შემთხვევაში მომხსენებელი მოსამართლე
განმწესრიგებელი სხდომისთვის ამზადებს განჩინების პროექტს.
12. კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების არსებითად
განსახილველად მიღების შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო მოპასუხეს
საოქმო ჩანაწერის მიღებიდან 3 დღის ვადაში უგზავნის საქმის არსებითად
განსახილველად მიღების თაობაზე შეტყობინებას და საქმის მასალებს, ხოლო ამ
კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ
შემთხვევაში თანამდებობის პირს, რომლის მიმართაც აღძრულია იმპიჩმენტის წესით
თანამდებობიდან გადაყენების საკითხი, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად
კონსტიტუციური წარდგინების რეგისტრაციაში გატარებიდან 3 დღის ვადაში
უგზავნის წარდგინების საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანის თაობაზე
შეტყობინებას და საქმის მასალებს.
13. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განსჯადი საქმის განხილვა
კოლეგიის განსჯადი საქმის განხილვაზე ადრე იწყება. საკონსტიტუციო სასამართლო
რიგგარეშე განიხილავს ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „დ“, „ზ“, „თ“, „ი“,
„კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით, იმავე პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით (იმავე კანონის 38-ე მუხლის
მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში) და იმავე მუხლის მე-2 პუნქტით
გათვალისწინებულ საკითხებს.
მუხლი 313.
1.
კონსტიტუციური
სარჩელი
ან
კონსტიტუციური
წარდგინება
განსახილველად არ მიიღება, თუ:
ა) ფორმით ან შინაარსით არ შეესაბემება ამ კანონის 311 მუხლით დადგენილ
მოთხოვნებს;
ბ) შეტანილი არ არის უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის მიერ);
გ) მასში მითითიებული არცერთი სადავო საკითხი არ არის საკონსტიტუციო
სასამართლოს განსჯადი;
დ) მასში მითითებული ყველა სადავო საკითხი უკვე გადაწყვეტილია
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, გარდა ამ კანონის 211 მუხლით
გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ე) მასში მითითიებული არცერთი სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი
საქართველოს კონსტიტუციით.
ვ) არასაპატიო მიზეზით დარღვეულია მისი შეტანის კანონით დადგენილი
ვადა.
ზ) სადავო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე
სრულფასოვანი მსჯელობა შეუძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე
მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე,
რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის.
2. თუ მოსარჩელე ან წარდგინების ავტორი ითხოვს რამდენიმე საკითხის
გადაწყვეტას, რომელთა ნაწილი საკონტიტუცო სასამართლოს განსჯადია, ხოლო
ნაწილი
ხელისუფლების
სხვა
ორგანოთა
კომპეტენციას
განეკუთვნება,
საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს მხოლოდ ამ კანონით მის კომპეტენციას
მიკუთვნებულ სკითხებს.
მუხლი 314.
1. საკონსტიტუციო სასამართლო წინასწარ ატყობინებს მოსარჩელეს,
კონსტიტუციური წარდგინების ავტორს ან მათ მათი წარმომადგენლებს
განმწესრიგებელი სხდომის გამართვის თარიღს.
2. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი/კოლეგია უფლებამოსილია, ხოლო
მოსარჩელის, წარდგინების ავტორის ან მათი წარმომადგენლების წერილობითი
განცხადების საფუძველზე ვალდებულია, განმწესრიგებელ სხდომაზე მოიწვიოს
მოსარჩელე, წარდგინების ავტორი, მათი წარმომადგენლები და ინტერესების
დამცველნი და მოისმინოს მათი განმარტება ამ კანონის 313 მუხლში აღნიშნულ
საკითხებზე.
3. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი/კოლეგია უფლება- მოსილია,
განმწესრიგებელ სხდომაზე მოიწვიოს მოპასუხე, მისი წარმომადგენელი, ინტერესების
დამცველი და მოისმინოს მათი განმარტება.
4. ამ კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი/კოლეგია უფლებამოსილია, ხოლო მხარეთა,
წარდგინების ავტორთა ან მათი წარმომადგენლების წერილობითი განცხადების
საფუძველზე ვალდებულია განმწესრიგებელ სხდომაზე მოიწვიოს მოსარჩელე,
წარდგინების ავტორი, მოპასუხე, მათი წარმომადგენლები, ინტერესების დამცველნი
და მოისმინოს მათი განმარტება.
5. საკონსტიტუციო სასამართლოს განმწესრიგებელი სხდომის შესახებ დგება
ოქმი ამ კანონის 431 მუხლით დადგენილი წესით.
6. ეს მუხლი არ ვრცელდება საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვაზე. ამ
შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება ან საოქმო ჩანაწერი მიღებიდან
2 დღეში ეგზავნება მხარეებს.
მუხლი 315.
1.
საკონსტიტუციო
სასამართლო
კონსტიტუციური
სარჩელის/კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების
საკითხს, აგრეთვე ამ კანონის 211 მუხლითა და 25-ე მუხლის 41 და მე-5 პუნქტებით
გათვალისწინებულ საკითხებს წყვეტს ღია კენჭისყრით, სათათბირო ოთახში.
2. საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის ან
კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღებად ითვლება
განმწესრიგებელ სხდომაზე საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის ან კოლეგიის
მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების
შესახებ გადაწყვეტილების
გამოტანა.
3. განჩინების ან საოქმო ჩანაწერის პროექტს საკონსტიტუციო სასამართლოს
პლენუმს/კოლეგიას წარუდგენს მომხსენებელი მოსამართლე. თუ არსებობს
განჩინების ან საოქმო ჩანაწერის სხვა პროექტი, მას კენჭი ცალკე ეყრება.
4. საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება/საოქმო ჩანაწერი, გარდა ამ
მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ძალაში შედის საქმის
განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა წევრის მიერ
ხელმოწერის მომენტიდან. ისეთ შემთხვევაში, როდესაც სასამართლოს წევრი განზრახ
არიდებს თავს ხელმოწერას ან ობიექტური მიზეზის გამო ვერ აწერს ხელს და
ხელმომწერთა რაოდენობა საკმარისია შესაბამისი განჩინების/საოქმო ჩანაწერის
მიღებისთვის, განჩინება/საოქმო ჩანაწერი შესაძლებელია გამოცხადდეს სხდომათა
დარბაზში.
5. ამ კანონის 25-ე მუხლის 41 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ
შემთხვევებში მიღებული განჩინებისა და საოქმო ჩანაწერის სხდომათა დარბაზში
გამოცხადება სავალდებულოა.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული განჩინება/საოქმო ჩანაწერი ძალაში
შედის საქმის განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა წევრის
მიერ ხელმოწერის შემდეგ. ისეთ შემთხვევაში, როდესაც სასამართლოს წევრი განზრახ
არიდებს თავს ხელმოწერას ან ობიექტური მიზეზის გამო ვერ აწერს ხელს და
ხელმომწერთა რაოდენობა საკმარისია შესაბამისი განჩინების/საოქმო ჩანაწერის
მიღებისთვის, მისი გამოქვეყნების მომენტიდან, თუ ამ კანონით სხვა ვადა არ არის
დადგენილი. განჩინებისა და საოქმო ჩანაწერის გამოქვეყნებად ითვლება მათი სრული
ტექსტის საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნება.
7. საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინების/საოქმო ჩანაწერის მიღების
(გამოცხადების) შესახებ ეცნობებათ მხარეებს.
მუხლი 316.
1. კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების არსებითად
განსახილველად მიღების შესახებ საოქმო ჩანაწერში აღინიშნება:
ა) საქმის განმხილველი საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელება და
შემადგენლობა;
ბ) საოქმო ჩანაწერის შედგენის დრო და ადგილი;
გ) საქმის განხილვის მონაწილენი და დავის საგანი;
დ) საკითხი, რომელზედაც შედგენილია საოქმო ჩანაწერი;
ე) საქართველოს კონსტიტუციის და ამ კანონის ნორმები, რომელთა
საფუძველზედაც საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა ან კოლეგიამ
განსახილველად მიიღო კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება;
ვ) აღნიშვნა კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების
განსახილველად მიღების შესახებ;
ზ) საქმის განხილვის დაწყების სავარაუდო ვადა.
თ) ამ კანონის 271 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მითითება საქმის
ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ.
2. კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების არსებითად
განსახილველად მიუღებლობის შესახებ განჩინებაში აღინიშნება:
ა) საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელება და შემადგენლობა;
ბ) განჩინების გამოტანის დრო და ადგილი;
გ) საქმის განხილვის მონაწილენი და დავის საგანი;
დ) საკითხი, რომელზედაც გამოტანილია განჩინება;
ე) საქართველოს კონსტიტუციის და ამ კანონის ნორმები, რომელთა
საფუძველზედაც საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა ან კოლეგიამ
განსახილველად არ მიიღო კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური
წარდგინება;
ვ) აღნიშვნა კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების
განსახილველად მიუღებლობის შესახებ.
3. ამ კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში
სადავო აქტის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ განჩინებაში მიეთითება:
ა) საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელება და შემადგენლობა;
ბ) განჩინების გამოტანის დრო და ადგილი;
გ) საქმის განხილვის მონაწილენი და დავის საგანი;
დ) საკითხი, რომელზედაც გამოტანილია განჩინება;
ე) ამ კანონის ნორმები, რომელთა საფუძველზედაც საკონსტიტუციო
სასამართლოს პლენუმმა ან კოლეგიამ განსახილველად არ მიიღო კონსტიტუციური
სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება და ძალადაკარგულად ცნო სადავო აქტი;
ვ) აღნიშვნა კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების
განსახილველად მიუღებლობის შესახებ;
ზ) აღნიშვნა სადავო აქტის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ.
4. ამ კანონის 211 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში საოქმო ჩანაწერში
მიეთითება:
ა) საქმის განმხილველი საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელება და
შემადგენლობა;
ბ) საოქმო ჩანაწერის შედგენის დრო და ადგილი;
გ) საქმის განხილვის მონაწილენი და დავის საგანი;
დ) ის საკითხი, რომელზედაც შედგენილია საოქმო ჩანაწერი;
ე) ამ კანონის ნორმები, რომელთა საფუძველზედაც საკონსტიტუციო
სასამართლოს კოლეგია საქმეს გადასცემს პლენუმს;
ვ) აღნიშვნა კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების პლენუმისათვის
გადაცემის შესახებ;
5. ამ კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ საოქმო ჩანაწერში,
რომლითაც ხდება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო აქტის ან მისი
სათანადო ნაწილის მოქმედების შეჩერება, მიეთითება:
ა) საქმის განმხილველი საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელება და
შემადგენლობა;
ბ) საოქმო ჩანაწერის შედგენის დრო და ადგილი;
გ) საქმის განხილვის მონაწილენი და დავის საგანი;
დ) საკითხი, რომელზედაც შედგენილია საოქმო ჩანაწერი;
ე) მოტივები, რომლებსაც ეფუძნება საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნები;
ვ) ამ კანონის ნორმები, რომლებიც საფუძვლად დაედო საოქმო ჩანაწერს;
ზ) აღნიშვნა სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედების შეჩერებისა
და შეჩერების ვადის შესახებ;
თ) აღნიშვნა სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედების შეჩერების
თაობაზე გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ.
21. 34-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საკონსტიტუციო სასამართლოში სახელმწიფო ორგანოებს შორის
კომპეტენციის ფარგლების შესახებ კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვს
საქართველოს პრეზიდენტს, თუ იგი მიიჩნევს,რომ დარღვეულია მისი კომპეტენცია ან
დაირღვა სახელმწიფო ორგანოთა კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლები;
საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს, თუ მიაჩნია, რომ
დარღვეულია საქართველოს პარლამენტის ან სხვა სახელმწიფო ორგანოს
კონსტიტუციური
უფლებამოსილების
ფარგლები;
აგრეთვე
საქართველოს
კონსტიტუციის მე-60 მუხლში ჩამოთვლილ სახელმწიფო ორგანოებს, თუ ისინი
მიიჩნევენ, რომ დარღვეულია მათი კონსტიტუციური უფლებამოსილების
ფარგლები.“
22. 35-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“1. მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებათა შექმნისა და საქმიანობის
კონსტიტუციურობის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის
უფლება აქვთ საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის წევრთა
არანაკლებ ერთ მეხუთედს ან საქართველოს მთავრობას. ”
23. 38-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 38.
1. საკონსტიტუციო სასამართლოში საერთაშორისო ხელშეკრულების ან მის
ცალკეულ დებულებათა კონსტიტუციურობის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის
შეტანის უფლება აქვთ საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობასა და
საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს, ხოლო
კონსტიტუციური წარდგინების შეტანისა – საქართველოს პარლამენტის წევრთა
არანაკლებ ერთ მეხუთედს. (25.11.2004. N599)
2. კონსტიტუციური წარდგინება შეიტანება იმ საერთაშორისო ხელშეკრულების
ან მისი ცალკეული დებულების კონსტიტუციურობის თაობაზე, რომლებიც
ექვემდებარება რატიფიცირებას. კონსტიტუციური წარდგინების შეტანა შეიძლება მათ
რატიფიცირებამდე.
21. კონსტიტუციური სარჩელი შეიტანება მოქმედი საერთაშორისო
ხელშეკრულებისან მის ცალკეულ დებულებათა კონსტიტუციურობის თაობაზე.
კონსტიტუციური სარჩელის შეტანა შეიძლება:
ა) რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებისა ან მის ცალკეულ
დებულებათა დენონსირებაზე ან გაუქმებაზე საქართველოს პარლამენტის მიერ უარის
თქმიდან 30 დღის ვადაში;
ბ) რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებისა ან მის ცალკეულ
დებულებათა დენონსირების ან გაუქმების საკითხის საქართველოს პარლამენტის
წინაშე დასმიდან არა უადრეს 31-ე და არა უგვიანეს მე-60 დღისა, თუ პარლამენტმა 30
დღეში არ გადაწყვიტა საკითხი;
გ) თუ საერთაშორისო ხელშეკრულება ან შეთანხმება არ ექვემდებარება
რატიფიცირებას.
3. კონსტიტუციური სარჩელის შეტანა ისეთი საერთაშორისო ხელშეკრულების,
ან მის ცალკეულ დებულებათა კონსტიტუციასთან შესაბამისობის შესახებ, რომლებიც
რატიფიცირებულია საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი შემადგენლობის
უფლებამოსილების ცნობამდე შეიძლება მათი რატიფიცირების შემდეგაც.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საკონსტიტუციო
სარჩელის
შეტანა
შეიძლება
საკონსტიტუციო
სასამართლოს
პირველი
შემადგენლობის უფლებამოსილების ცნობიდან 3 თვის ვადაში საქართველოს
პარლამენტში ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების
დენონსირების საკითხის განხილვა აჩერებს ამ ვადას.
5. ამოღებულია. (12.02.2002. №1264)
6. ამ მუხლის 21 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ
შემთხვევებში მოპასუხეა საქართველოს პარლამენტი, ხოლო „გ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ შემთხვევაში – საერთაშორისო ხელშეკრულებისდამდები
ორგანო/თანამდებობის პირი ან მისი უფლებამონაცვლე.“
24. მე-40 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის წევრის უფლებამოსილების
ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის შესახებ პარლამენტის გადაწყვეტილების
კონსტიტუციურობის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ
საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს, აგრეთვე იმ
მოქალაქეს, ვისი, როგორც პარლამენტის წევრის უფლებამოსილება არ ცნო ან ვადამდე
შეწყვიტა საქართველოს პარლამენტმა.“
25. 41-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.
საკონსტიტუციო
სასამართლოში
საქართველოს
პრეზიდენტის,
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, გენერალური პროკურორის,
საქართველოს მთავრობის წევრის, გენერალური აუდიტორის ან საქართველოს
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის
ან/და მის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების არსებობის შესახებ
დასკვნის მისაღებად კონსტიტუციური წარდგინების ამ კანონითა და „იმპიჩმენტის
შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით შეტანის უფლება აქვს
საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს.”
3
26. 41 -ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2.
ამ
მუხლით
გათვალისწინებულ
შემთხვევაში
მოპასუხეა
ის
ორგანო/თანამდებობის პირი, რომლის აქტმაც, მოსარჩელის აზრით, გამოიწვია
საქართველოს კონსტიტუციის მეცხრე თავის ნორმათა დარღვევა.“
27. 43-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 43.
1. საკონსტიტუციო სასამართლოს აქტებია გადაწყვეტილება, განჩინება, საოქმო
ჩანაწერი (12.02.2002 N1264) და დასკვნა.
11. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნა შედგება
შესავალი,აღწერილობითი, სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილისაგან.
12. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ან დასკვნის ნაწილში
აღინიშნება:
ა) საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელება;
ბ) გადაწყვეტილების ან დასკვნის გამოტანის თარიღი და ადგილი;
გ) სასამართლოს შემადგენლობა და სხდომის მდივანი;
დ) საქმის განხილვის მონაწილენი და დავის საგანი;
2. აღწერილობით ნაწილში უნდა აღინიშნოს:
ა) კონსტიტუცირი სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების ავტორის
მოთხოვნა;
ბ) მოპასუხის პოზიცია.
გ) მოწმის, სპეციალისტის, ექსპერტის და სასამართლოს მეგობრის მიერ
წარმოდგენილი მოსაზრებები.
3. სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს:
ა) საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი;
ბ) მტკიცებულებანი, რომლებსაც ეფუძნება საკონსტიტუციო სასამართლოს
დასკვნები;
გ) მოტივები, რომლებითაც საკონსიტუციო სასამართლო უარყოფს
საწინააღმდეგო მოსაზრებას, მტკიცებულებას;
დ) საქართველოს კონსტიტუციის ნორმები (დებულებები), ამ კანონის მე-19
მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმეებზე – „აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური
კანონის ნორმები (დებულებები), ხოლო იმავე კანონის მე-19 მუხლის პირველი
პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმეებზე – საქართველოს
კონსტიტუციის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“
საქართველოს
კონსტიტუციური
კანონის,
კონსტიტუციური
შეთანხმების,
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების და
საქართველოს კანონების ნორმები (დებულებები), რომლებსაც შეესაბამება ან არ
შეესაბამება სადავო აქტი;
ე) საქართველოს კონსტიტუციის და ამ კანონის ნორმები, რომლებითაც
საკონსტიტუციო სასამართლო ხელმძღვანელობდა გადაწყვეტილების ან დასკვნის
მიღებისას.
13. სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს:
ა) საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილებას კონსტიტუციური სარჩელის
მთლიანად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების ან მისი უარყოფის შესახებ;
ბ) საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილებას საერთო სასამართლოს ან/და
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შეტანილ კონსტიტუციურ
წარდგინებაში
აღნიშნული
ნორმატიული
აქტის
ან
მისი
ნაწილის
არაკონსტიტუციურად ცნობის ან საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამობის
დაუდასტურებლობის შესახებ;
გ) საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილებას საქართველოს პარლამენტის
მიერ შეტანილ კონსტიტუციურ წარდგინებაში აღნიშნული აქტის ან მისი ნაწილის
საქართველოს კონსტიტუციასთან, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის
შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონთან, კონსტიტუციურ შეთანხმებასთან,
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან და
საქართველოს
კანონებთან
შესაბამისობის
თაობაზე
ან
შეუსაბამობის
დაუდასტურებლობის შესახებ;
დ) საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნას კონსტიტუციურ წარდგინებაში
აღნიშნული საერთაშორისო ხელშეკრულების ან მის ცალკეულ დებულებათა
არაკონსტიტუციურად
ცნობის
ან
კონსტიტუციასთან
შეუსაბამობის
დაუდასტურებლობის შესახებ;
ე) საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნას კონსტიტუციურ წარდგინებაში
აღნიშნული თანამდებობის პირის ქმედების კონსტიტუციურობის შესახებ ან/და მის
ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების არსებობის ან უარყოფის შესახებ;
ვ) გადაწყვეტილების ან დასკვნის სამართლებრივ შედეგებს.
2. საკონსტიტუციო სასამართლოს საოქმო ჩანაწერს/განჩინებას ხელს აწერს
საქმის განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა წევრი.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას/დასკვნას ხელს აწერს საქმის
არსებითად განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა წევრი.
(5.05.2011. N4628)
21. საქმის არსებითად განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს
ყველა წევრის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ან დასკვნაზე
ხელმოწერის შემდეგ სხდომის თავმჯდომარე აღნიშნულ გადაწყვეტილებას/დასკვნას
და საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის განსხვავებული აზრის/თანმხვედრი აზრის
არსებობის შესახებ ინფორმაციას აცხადებს სხდომათა დარბაზში. ისეთ შემთხვევაში,
როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი განზრახ არიდებს თავს ხელმოწერას
ან ობიექტური მიზეზის გამო ვერ აწერს ხელს და ხელმომწერთა რაოდენობა
საკმარისია შესაბამისი განჩინების/საოქმო ჩანაწერის მიღებისთვის, სხდომის
თავმჯდომარე აღნიშნულ გადაწყვეტილებას/დასკვნას და საკონსტიტუციო
სასამართლოს წევრის განსხვავებული აზრის/თანმხვედრი აზრის არსებობის შესახებ
ინფორმაციას აცხადებს სხდომათა დარბაზში.
3. საკონსტიტუციო სასამართლოს იმ აქტს, რომელიც არ არის დაკავშირებული
სამის განხილვასთან, ხელს აწერენ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და
მდივანი.
4. საკონსტიტუციო სასამართლო საქმეს არესებითად წყვეტს წერილობით.
5.
საკონსტიტუციო
სასამართლო
კონსტიტუციური
სარჩელის
ან
კონსტიტუციური წარდგინების განსახილველად მიღების შესახებ იღებს საოქმო
ჩანაწერს, ხოლო მიუღებლობის შესახებ – განჩინებას. (12.02.2002 N1264)
51. ამ კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში
საკონსტიტუციო სასამართლო იღებს განჩინებას. (25.11.2004. N599)
52. ამ კანონის 211 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ
შემთხვევებში საკონსტიტუციო სასამართლო იღებს საოქმო ჩანაწერს. (27.06.2008 N 77)
6. კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განხილვისას საკონსტიტუციო
სასამართლო ამ კანონის 412, 414 და 42-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში
იღებს გადაწყვეტილებას, ხოლო ამავე კანონის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტითა და 41-ე
მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დასკვნას.
(5.05.2011. N4628)
7. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, განჩინება და დასკვნა
დასაბუთებული უნდა იყოს. გადაწყვეტილებას ან დასკვნას საკონსტიტუციო
სასამართლო საფუძვლად უდებს მხოლოდ იმ მტკიცებებს, რომლებიც განხილულ
იქნა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე ან წარდგენილ იქნა საკონსტიტუციო
სასამართლოსათვის საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შემთხვევაში.
8. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, განჩინება, საოქმო ჩანაწერი
და დასკვნა საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
81. საკონსტიტუციო სასამრთლოს გადაწყვეტილება და დასკვნა ცხადდება
საქართველოს სახელით.
8 2.
საკონსტიტუციო
სასამართლო
უფლებამოსილია
გამოაცხადოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
გადაწყვეტილების/დასკვნის
მხოლოდ
სარეზოლუციო ნაწილი. ამ შემთხვევაში მხარეებს დაუყოვნებლივ გადაეცემა
გადაწყვეტილების/დასკვნის სრული ტექსტი.
9. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური სარჩელის ან
კონსტიტუციური წარდგინების განსახილველად მიუღებლობა, თუ არ არსებობს ამ
კანონის 211 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი,
გამორიცხავს იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით განმეორებითი ან სხვა
კონსტიტუციური სარჩელის თუ კონსტიტუციური წარდგინების განსახილველად
მიღებას. (27.06.2008 N 77)
10. საკონსტიტუციო სასამართლოს აქტის სრული ტექსტი, გარდა ამ მუხლის მე3 და მე-11 პუნქტებით გათვალისწინებული აქტებისა, მისი მიღებიდან 15 დღის
ვადაში ქვეყნდება საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და ეგზავნება
„საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“, რომელიც მომდევნო 2 დღის ვადაში
აქვეყნებს მას. (03.06.2016. N5161)
11. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნა, აგრეთვე ამ
კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული განჩინება და იმავე მუხლის
მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საოქმო ჩანაწერი ამ კანონით დადგენილი წესით
ცხადდება სხდომათა დარბაზში, მისი სრული ტექსტი ქვეყნდება საკონსტიტუციო
სასამართლოს ვებგვერდზე და ეგზავნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“,
რომელიც მიღებისთანავე აქვეყნებს მას. (03.06.2016. N5161)
12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული საკონსტიტუციო
სასამართლოს აქტი, რომელიც მიღებულია საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე
განხილვის საფუძველზე, შესაძლებელია არ გამოცხადდეს სხდომათა დარბაზში. ასეთ
შემთხვევაში ამ აქტის სრული ტექსტი დაუყოვნებლივ ქვეყნდება საკონსტიტუციო
სასამართლოს ვებგვერდზე და ეგზავნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“,
რომელიც მიღებისთანავე აქვეყნებს მას. (03.06.2016. N5161)
121. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული საკონსტიტუციო
სასამართლოს აქტი ძალაში შედის მისი გამოქვეყნების მომენტიდან. ამ აქტის
გამოქვეყნებად ითვლება მისი სრული ტექსტის საკონსტიტუციო სასამართლოს
ვებგვერდზე გამოქვეყნება.
13. საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა გადაწყვეტილების, განჩინების,
საოქმო ჩანაწერისა და დასკვნის სრული ტექსტი, აგრეთვე ამ აქტებთან
დაკავშირებული
საკონსტიტუციო
სასამართლოს
წევრის
განსხვავებული
აზრი/თანმხვედრი აზრი, მისი არსებობის შემთხვევაში, ქვეყნდება საკონსტიტუციო
სასამართლოს ვებგვერდზე, ხოლო ამ მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტებით
გათვალისწინებული საკონსტიტუციო სასამართლოს აქტი – აგრეთვე „საქართველოს
საკანონმდებლო მაცნეში“. (03.06.2016. N5161)
131. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული საკონსტიტუციო
სასამართლოს აქტის მიღებაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის
განსხვავებული აზრი/თანმხვედრი აზრი, მისი არსებობის შემთხვევაში, თან ერთვის
აღნიშნულ აქტს და მასთან ერთად ქვეყნდება, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს
გადაეცა ამ აქტის სხდომათა დარბაზში გამოცხადებამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის განსხვავებული აზრი/თანმხვედრი აზრი
გამოქვეყნდება, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაეცა ზემოაღნიშნული აქტის
სხდომათა დარბაზში გამოცხადებიდან 10 დღის ვადაში. ასეთ შემთხვევაში
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის განსხვავებულ აზრს/თანმხვედრ აზრს
საკონსტიტუციო სასამართლო 2 დღის ვადაში აქვეყნებს საკონსტიტუციო
სასამართლოს ვებგვერდზე და უგზავნის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“,
რომელიც მომდევნო 2 დღის ვადაში აქვეყნებს მას.
14. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების, ამ კანონის 25-ე მუხლის
41 პუნქტით გათვალისწინებული განჩინებისა და იმავე მუხლის მე-5 პუნქტით
გათვალისწინებული საოქმო ჩანაწერის თითო ასლი ეგზავნებათ მხარეებს, ხოლო
დასკვნის თითო ასლი – კონსტიტუციური წარდგინების ავტორებსა და ამ კანონის მე19 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ თანამდებობის პირებს. ამ
კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ
საკითხებზე
მიღებული
გადაწყვეტილებების
თითო
ასლი
ეგზავნებათ
კონსტიტუციური წარდგინების ავტორსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლეს საბჭოს.
15. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისა და დასკვნის თითო
ასლი, აგრეთვე ამ კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული განჩინებისა
და იმავე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საოქმო ჩანაწერის თითო ასლი
ეგზავნებათ საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს
მთავრობასა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.“
28. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 431-ე მუხლი:
„მუხლი 431
1. საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელსაც
ადგენს განმხილველი სასამართლოს სხდომის მდივანი.
2. სასამართლოს სხდომის ოქმში უნდა აღინიშნოს:
ა) სასამართლოს სხდომის თარიღი და ადგილი;
ბ) სასამართლო სხდომის დაწყებისა და დამთავრების თარიღი;
გ) საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელება, საქმის განხილვაში მონაწილე
მოსამართლენი და ის მოსამართლენი, რომლებიც რაიმე მიზეზით ვერ იღებენ
მონაწილეობას საქმის განხილვაში;
დ) სხდომის მდივანი;
ე) საქმის დასახელება;
ვ) ცნობები საქმის განხილვის მონაწილეთა, ექსპერტთა, სპეციალისტთა და
თარჯიმანთა, აგრეთვე მათთვის უფლებებისა და მოვალეობის განმარტების შესახებ;
ზ) თავმჯდომარის განკარგულებანი და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ
სხდომის დარბაზში მიღებული დადგენილებანი;
თ) საქმის განხილვის მონაწილეთა განცხადებები და განმარტებები;
ი) მოწმეთა, ექსპერტთა და სპეციალისტთა ჩვენებები, საკონსტიტუციო
სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული წერილობითი მტკიცებულებები.
3. საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის ოქმს ხელს აწერენ სხდომის
თავმჯდომარე და მდივანი.“
29. 44-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი უფლებამოსილია საქმე
არსებითად განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება სულ
ცოტა 6 წევრი, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.”
30. 47-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“2. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის განსხვავებული აზრი/თანმხვედრი
აზრი თან ერთვის საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის ოქმს და ამ კანონით
დადგენილი წესით ქვეყნდება საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და
„საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.”
31. 48-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 48.
1. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს უფლება არა აქვს გაამჟღავნოს
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გამართული
თათბირის არსი ან საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მიერ კენჭისყრისას
დაკავებული პოზიცია.
2. არავის აქვს უფლება საკონტიტუციო სასამართლოს წევრს მოსთხოვოს
ანგარიში ან განმარტება კონკრეტულ საქმეზე.“
32. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 54-ე მუხლი:
„მუხლი 54.
1.
საკონსტიტუციო
სასამართლოს
ორგანიზაციის
სხვა
საკითხები
განისაზღვრება საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტით.
2. რეგლამენტი დამტკიცებულად ჩაითვლება, თუ ღია კენჭისყრის დროს მას
მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო სასამართლოს არანაკლებ 2-მა წევრმა.“
მუხლი 2.
ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს
კანონი „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“.
მუხლი 3.
ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში
არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ
კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიზანია საქართველოს კონსტიტუციის ასამოქმედებელ
დებულებებთან მიმართებით მოახდინოს საკონსტიტუციო სამართალწარმოების
მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების ჰარმონიზაცია.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის
მიზანია
შესაბამისობაში
მოიყვანოს
საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის მარეგულირებელი ნორმები
საქართველოს კონსტიტუციის ასამოქმედებელ რედაქციასთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის საფუძველზე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
შესახებ“ ორგანულ კანონთან ერთიანდება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების
შესახებ“ საქართველოს კანონი, ყალიბდება ერთიან ორგანულ კანონთან და
ამავდროულად, ხდება საკონსტიტუციო სამართალწარმოებასთან დაკავშირებით
საქართველოს კონსტიტუციის ახალი დებულებების ასახვა. კერძოდ:
იზრდება პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის არჩევის
კორუმი (აირჩეოდა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით, ხოლო
წარმოდგენილი ცვლილებებით აირჩევა სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი
მეხუთედის უმრავლესობით);
კონსტიტუციაში ჩაიწერა საერთო სასამართლოების უფლება, რომ შეეძლებათ
წარდგინებით მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს;
არჩევნების მომწესრიგებელ კანონმდებლობასთან მიმართებით დაკონკრეტდა
სასამართლოს მიერ დავის განხილვის ვადები;
გენერალური პროკურორის ინსტიტუტის დამატებით, გაიზარდა იმ საჯარო
მოხელეთა წრე, ვისი ქმედების, მიმართაც იმპიჩმენტის პროცედურის
მიმდინარეობისას, დასკვნას ამზადებს საკონსტიტუციო სასამართლო;
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტით გათვალისწინებული დამატებითი ხარჯები საჭიროების
შემთხვევაში დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტს გავლენა არ ექნება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს ცვლილებას 271-ე მუხლში,
რომლის თანახმად თუ მნიშვნელოვნად შეიცვალა საკითხის გადაწყვეტის
საფუძვლად არსებული სამართლებრივი გარემოებები,
საქმისწარმოების
ნებისმიერ ეტაპზე საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია ჩაატაროს
საქმის ხელახალი განხილვა. აღნიშნულმა შესაძლოა გაზარდოს სასამართლოს
მიერ ხელახლა განსახილველ საქმეთა რაოდენობა და შესაბამისად, გავლენა
მოახდინოს სასამართლოს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. აღნიშნული გავლენის
სიდიდე დამოკიდებული იქნება გამოვლენილ შემთხვევათა რადეონობაზე.
წარმოდგენილი კანონპროექტით ცვლილება შედის მე-40 მუხლში, რომლის
თანახმად
საკონსტიტუციო
სასამართლოში
პარლამენტის
წევრის
უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის შესახებ პარლამენტის
გადაწყვეტილების კონსტიტუციურობის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის
შეტანის უფლება აღარ ექნება საქართველოს პრეზიდენტს. აღნიშნულმა შესაძლოა
გავლენა იქონიოს სასამართლოს მიერ განსახილველ საქმეთა რაოდენობაზე
შემცირების მიმართულებით და შესაბამისად, სასამართლოს ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე შემცირების მიმართულებით. არსებული სტატისტიკით ასეთი
შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
ცვლილება შედის აგრეთვე კანონის 41-ე მუხლში, რომელიც ითვალისწინებს
საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის
მიერ გენერალური პროკურორის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის
ან/და მის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების არსებობის შესახებ
დასკვნის მისაღებად კონსტიტუციური წარდგინების შეტანის უფლებას.
აღნიშნულმა შესაძლოა გაზარდოს სასამართლოს მიერ განსახილველ საქმეთა
რაოდენობა და შესაბამისად, გავლენა მოახდინოს სასამართლოს ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე. აღნიშნული გავლენის სიდიდე დამოკიდებული იქნება
გამოვლენილ შემთხვევათა რადეონობაზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტს არ ექნება ფინანსური გავლენა პირებზე, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღიარებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ
დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ
ვალდებულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს
ე) კანონპროექტის ავტორი
კანონპროექტის
ავტორია
იურიდიულ
საკითხთა
კომიტეტში
კონსტიტუციასთან კანონმდებლობის ჰარმონიზების სამუშაო ჯგუფი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
კანონპროექტის ინიციატორია იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
შექმნილი
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ
კანონის იმ მუხლების მოქმედი (სრული) რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი
კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 3
1. საკონსტიტუციო სასამართლოს მოწყობა, კომპეტენცია და საქმიანობის წესი
განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით. საკონსტიტუციო
სასამართლოს ორგანიზაციისა და კონსტიტუციური სამართალწარმოების სხვა წესები
განისაზღვრება კანონით და საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტით.
2. სავალდებულოა საკონსტიტუციო სასამართლოს დაფინანსება იმ ოდენობით,
რომელიც უზრუნველყოფს მისი ფუნქციების შესრულებას და მოსამართლის
დამოუკიდებლობას. საკონსტიტუციო სასამართლოს დაფინანსება განისაზღვრება
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ცალკე ორგანიზაციული კოდით. სახელმწიფო
ბიუჯეტში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის გათვალისწინებული
ხარჯების მოცულობის შემცირება წინა წლის შესაბამის მოცულობასთან შედარებით
შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წინასწარი
თანხმობით. საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობასთან დაკავშირებული
ბიუჯეტის პროექტს წარადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე
კანონით დადგენილი წესით.
3. საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა გადაეცეს მისი საქმიანობისათვის საჭირო
შენობა და სხვა ქონება.
4. საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით იქმნება
საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატი. საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის
სტრუქტურა, უფლებამოსილება, ფორმირებისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ დამტკიცებული დებულებით.
მუხლი 6
1. საკონსტიტუციო სასამართლოს სამ წევრს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, სამ
წევრს ირჩევს საქართველოს პარლამენტი სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით,
ხოლო სამ წევრს ნიშნავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
2. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად გამწესებისას საჭიროა მისი წინასწარი
წერილობითი თანხმობა.
მუხლი 7
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი შეიძლება იყოს საქართველოს
მოქალაქე 30 წლის ასაკიდან, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შერჩევისას საქართველოს
პრეზიდენტი, პარლამენტი და უზენაესი სასამართლო ითვალისწინებენ კანდიდატის
პროფესიულ გამოცდილებას, რომელიც უნდა შეეფერებოდეს საკონსტიტუციო
სასამართლოს წევრის მაღალ სტატუსს.
მუხლი 10
1. საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა წევრის მიერ ფიცის დადებიდან ან
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადაზე ადრე
შეწყვეტიდან არაუგვიანეს 1 თვისა ტარდება საკონსტიტუციო სასამართლოს
პლენუმის სხდომა, რომელზედაც 5 წლის ვადით აირჩევა საკონსტიტუციო
სასამართლოს თავმჯდომარე. იმავე წესითა და ვადით აირჩევა საკონსტიტუციო
სასამართლოს თავმჯდომარის ორი მოადგილე. თუ არჩევის მომენტისათვის
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის ან მისი მოადგილეობის
კანდიდატის, როგორც სასამართლოს წევრის, უფლებამოსილების ვადის
ამოწურვამდე 5 წელზე ნაკლებია დარჩენილი, ის თანამდებობაზე აირჩევა
სასამართლოს წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადით.
2. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ან თავმჯდომარის მოადგილის
უფლებამოსილების ვადის ამოწურვიდან ან უფლებამოსილების ვადაზე ადრე
შეწყვეტიდან არაუგვიანეს 1 თვისა აირჩევა შესაბამისად საკონსტიტუციო
სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ან თავმჯდომარის მოადგილე.
3. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის
უფლება აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს სულ ცოტა 3 წევრს მისი, როგორც
სასამართლოს თავმჯდომარის, უფლებამოსილების ვადის ამოწურვიდან ან
უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტიდან 2 კვირის ვადაში. საკონსტიტუციო
სასამართლოს ერთმა წევრმა შეიძლება ხელი მოაწეროს მხოლოდ ერთი
კანდიდატურის წარდგენას.
4. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურას
ასახელებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე.
5. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და მისი მოადგილეები არჩეულად
ჩაითვლებიან, თუ ფარული კენჭისყრის დროს თითოეულ მათგანს მხარი დაუჭირა
საკონსტიტუციო სასამართლოს არანაკლებ 5-მა წევრმა.
5 1. თუ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად მხოლოდ 1
პირი დასახელდა და მან ვერ მიიღო თავმჯდომარედ არჩევისთვის საკმარისი ხმები, 1
კვირის ვადაში, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით სახელდება ახალი
კანდიდატურა (კანდიდატურები), რომელიც არჩეულად ჩაითვლება ამ მუხლის მე-5
პუნქტით განსაზღვრული რაოდენობის ხმების მიღების შემთხვევაში. თუ
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად 2 ან 3 პირი
დასახელდა და ვერცერთმა ვერ მიიღო თავმჯდომარედ არჩევისთვის საკმარისი ხმები,
იმავე დღეს იმართება კენჭისყრის მე-2 ტური, რომელში მონაწილეობის უფლებაც აქვს
საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატს. თუ მეორე ადგილზე ერთნაირი შედეგით 2
კანდიდატი გავიდა, კენჭისყრის მე-2 ტურში სამივე კანდიდატი მონაწილეობს. თუ
რომელიმე კანდიდატმა მოხსნა თავისი კანდიდატურა, კენჭი ეყრება დარჩენილ
კანდიდატს (კანდიდატებს). თუ ვერცერთმა კანდიდატმა კვლავ ვერ მიიღო
თავმჯდომარედ არჩევისთვის საკმარისი ხმები, 1 კვირის ვადაში, ამ მუხლის მე-3
პუნქტით დადგენილი წესით სახელდება ახალი კანდიდატურა (კანდიდატურები) და
თავმჯდომარედ არჩეული კანდიდატი გამოვლინდება ამ პუნქტით დადგენილი
წესით.
52. თუ კანდიდატმა, რომელსაც კენჭი ეყრება საკონსტიტუციო სასამართლოს
თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე, ვერ მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა,
3 დღის ვადაში, ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით სახელდება ახალი
კანდიდატურა, რომელიც არჩეულად ჩაითვლება ამ მუხლის მე-5 პუნქტით
განსაზღვრული რაოდენობის ხმების მიღების შემთხვევაში.
5 3 . საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ ან თავმჯდომარის მოადგილედ
არ
შეიძლება
აირჩეს
პირი,
რომელსაც
ადრე
ეკავა
იგივე
თანამდებობა. (ძალადაკარგულია - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
2016 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება №3/5/768,769,790,792 - ვებგვერდი,
12.01.2017წ.)
6.
საკონსტიტუციო
სასამართლოს
თავმჯდომარეს
ან
მის
მოადგილეს
უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდება ამ კანონის მე-16 მუხლში ჩამოთვლილი
საფუძვლების არსებობისას.
მუხლი 12
1. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე:
ა) წარუდგენს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს დასამტკიცებლად
საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტს და აპარატის დებულებას. რეგლამენტსა
და აპარატის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მოთხოვნის
უფლება აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს;
ბ) ანაწილებს საქმეებს და საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სხდომისთვის
ნიშნავს მომხსენებელ მოსამართლეს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“
საქართველოს კანონით დადგენილი წესით;
გ) წარუდგენს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს საკონსტიტუციო
სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს
მდივნის კანდიდატურებს;
დ) საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტით დადგენილი წესით იწვევს
პლენუმს, უძღვება მის სხდომებს, ხელს აწერს პლენუმზე მიღებულ გადაწყვეტილებას,
განჩინებას, დასკვნას, საოქმო ჩანაწერსა და სხდომის ოქმს; ამტკიცებს საკონსტიტუციო
სასამართლოს აპარატში სტაჟირების გავლის წესს;
ე) საერთო ხელმძღვანელობას უწევს საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის
საქმიანობას; საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს
და თანამდებობიდან ათავისუფლებს აპარატის მოხელეებსა და სტაჟიორებს; შრომით
ხელშეკრულებებს დებს აპარატის სხვა საჯარო მოსამსახურეებთან; განსაზღვრავს
სტაჟიორის ანაზღაურების ოდენობას;
ვ) განკარგავს საკონსტიტუციო სასამართლოს საბიუჯეტო ასიგნებებს;
ზ) ახორციელებს კანონმდებლობით და რეგლამენტით გათვალისწინებულ სხვა
უფლებამოსილებებს.
2. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე წელიწადში ერთხელ საქართველოს
პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს
წარუდგენს ინფორმაციას საქართველოში კონსტიტუციური კანონიერების შესახებ.
მუხლი 19
1. საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური
წარდგინების საფუძველზე უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს:
ა) საქართველოს კონსტიტუციასთან კონსტიტუციური შეთანხმების, საქართველოს
კანონების,
საქართველოს
პარლამენტის
ნორმატიული
დადგენილებების,
საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, აფხაზეთისა და აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა ნორმატიული
აქტების შესაბამისობის, აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო აქტებისა და
საქართველოს პარლამენტის დადგენილებების მიღების/გამოცემის, ხელმოწერის,
გამოქვეყნებისა და ამოქმედების შესაბამისობის საკითხები;
ბ) დავა სახელმწიფო ორგანოებს შორის კომპეტენციის თაობაზე;
გ) მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებათა შექმნისა და საქმიანობის
კონსტიტუციურობის საკითხი;
დ) დავა რეფერენდუმისა და არჩევნების მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების
საფუძველზე ჩატარებული ან ჩასატარებელი არჩევნების (რეფერენდუმის)
კონსტიტუციურობის შესახებ;
ე) საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით მიღებული
ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხი;
ვ) საერთაშორისო ხელშეკრულებათა ან შეთანხმებათა კონსტიტუციურობის საკითხი;
ზ) საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი;
თ) საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს
თავმჯდომარის, საქართველოს მთავრობის წევრის, გენერალური აუდიტორისა და
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის მიერ საქართველოს კონსტიტუციის
დარღვევის ან/და მათ ქმედებებში დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების არსებობის
საკითხი;
ი) დავა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს
კონსტიტუციური კანონის დარღვევის თაობაზე;
კ) საქართველოს კონსტიტუციასთან, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის
შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონთან, კონსტიტუციურ შეთანხმებასთან,
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან და
საქართველოს კანონებთან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს
ნორმატიული აქტების შესაბამისობის საკითხი;
ლ)
ნორმატიული
აქტების
კონსტიტუციურობის
საკითხი
საქართველოს
კონსტიტუციის მეშვიდე 1 თავთან მიმართებით;
მ) საქართველოს კონსტიტუციის 82-ე, 84-ე, 86-ე, 86 1 , 87-ე და 90-ე მუხლებთან
ნორმატიული აქტების შესაბამისობის საკითხი.
2. თუ საერთო სასამართლოში კონკრეტული საქმის განხილვისას სასამართლო
დაასკვნის, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი, რათა ის კანონი ან სხვა
ნორმატიული აქტი, რომელიც უნდა გამოიყენოს სასამართლომ ამ საქმის
გადაწყვეტისას, მთლიანად ან ნაწილობრივ მიჩნეულ იქნეს კონსტიტუციის
შეუსაბამოდ, იგი შეაჩერებს საქმის განხილვას და მიმართავს საკონსტიტუციო
სასამართლოს. საქმის განხილვა განახლდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ
საკითხის გადაწყვეტის შემდეგ.
მუხლი 21
1. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „დ“, „ვ“, „თ“–„კ“ და „მ“
ქვეპუნქტებით, იმავე მუხლის მე-2 პუნქტითა და 25-ე მუხლის მე-5
პუნქტით გათვალისწინებულ,
აგრეთვე
ორგანული
კანონის
ნორმის
კონსტიტუციურობის საკითხებს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს
პლენუმი. (ძალადაკარგულია - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016
წლის
29 დეკემბრის გადაწყვეტილება
№3/5/768,769,790,792 ვებგვერდი,
12.01.2017წ. )
2. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“, „ე“, „ზ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებულ საკითხებს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია.
3. (ამოღებულია - 03.06.2016, №5161).
4. საქმეს, რომელიც მოიცავს როგორც პლენუმის, ისე კოლეგიის განსჯად საკითხებს,
განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი. თუ საკონსტიტუციო
სასამართლოს პლენუმი განმწესრიგებელ სხდომაზე გადაწყვეტს, რომ საქმე, რომელიც
მოიცავს პლენუმის განსახილველ საკითხებს, არ მიიღება სასამართლოში არსებითად
განსახილველად, იგი საქმის იმ ნაწილს, რომელიც კოლეგიის განსჯადია,
დაუყოვნებლივ გადასცემს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც
მას 7 დღის ვადაში, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქმის არსებითად განსახილველად
მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადასცემს კოლეგიას.
5. საქმის განხილვის მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს უფლება არა
აქვს მონაწილეობა არ მიიღოს კენჭისყრაში და თავი შეიკავოს კენჭისყრისას.
6. თუ კონსტიტუციურ სარჩელზე გადაწყვეტილების მიღებისას პლენუმის/კოლეგიის
სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმები თანაბრად გაიყო, კონსტიტუციური სარჩელი არ
დაკმაყოფილდება.
7. თუ კონსტიტუციურ წარდგინებაზე გადაწყვეტილების მიღებისას საკონსტიტუციო
სასამართლოს პლენუმის სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმები თანაბრად გაიყო,
დადასტურებულად არ ითვლება იმ ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის
არაკონსტიტუციურობა, რომლის კონსტიტუციურობაც სადავოდ მიიჩნია საერთო
სასამართლომ ან/და საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, აგრეთვე
საქართველოს პრეზიდენტის ან საქართველოს კონსტიტუციის 64-ე მუხლში
აღნიშნული პირის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა ან/და მის ქმედებაში
დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების არსებობა.
7 1 . თუ ამ კანონის 41 2 მუხლით გათვალისწინებულ კონსტიტუციურ წარდგინებაზე
გადაწყვეტილების მიღებისას პლენუმის სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმები თანაბრად
გაიყო, დადასტურებულად არ ითვლება სადავო აქტის ან მისი ნაწილის საქართველოს
კონსტიტუციასთან, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“
საქართველოს კონსტიტუციურ კანონთან, კონსტიტუციურ შეთანხმებასთან,
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან ან
საქართველოს კანონებთან შეუსაბამობა.
8. საქმის განხილვისას და გადაწყვეტილების მიღებისას კოლეგია მოქმედებს, როგორც
საკონსტიტუციო სასამართლო.
მუხლი 21 2
1. თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე შემოსული
კონსტიტუციური
სარჩელის
საკონსტიტუციო
სამართალწარმოებით
გათვალისწინებული წესით საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიებს შორის
განაწილებისას მივა დასაბუთებულ დასკვნამდე, რომ განსახილველმა საქმემ თავისი
შინაარსით შეიძლება წარმოშვას საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და
გამოყენების იშვიათი ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამართლებრივი
პრობლემა, იგი მისთვის კონსტიტუციური სარჩელის გადაცემიდან 7 დღის ვადაში
მიმართავს პლენუმს წერილობით დასაბუთებული წინადადებით საქმის პლენუმის
მიერ განხილვის შესახებ.
2. პლენუმი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის წინადადების მიღებიდან
2 კვირის ვადაში წყვეტს თავმჯდომარის მიერ წარდგენილი საქმის პლენუმის მიერ
განხილვის საკითხს, რომლის შესახებაც იღებს შესაბამისად საოქმო ჩანაწერს ან
განჩინებას. განჩინების შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე
საქმეს განსახილველად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
გადასცემს ერთ-ერთ კოლეგიას.
3. პლენუმის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საკითხის
დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში საქმის შემდგომი განხილვისათვის
გამოიყენება ამ კანონითა და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქმის პლენუმის მიერ განხილვის
საერთო წესები.
4. პლენუმის მიერ ამ მუხლითა და ამ კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული
საქმეების განხილვა არ აჩერებს საკონსტიტუციო სასამართლოში სხვა საქმეების
განხილვასა და გადაწყვეტას. აღნიშნული საქმეების განხილვის ვადა არ უნდა
აღემატებოდეს 6 თვეს.
მუხლი 23
1. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ე“ და „ლ“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებულ საკითხებზე კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება,
აგრეთვე იმავე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტით
გათვალისწინებულ შემთხვევებში ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის
არაკონსტიტუციურობის დადასტურება იწვევს არაკონსტიტუციურად ცნობილი
ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობას საკონსტიტუციო
სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან.
2. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებულ
საკითხზე კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება იწვევს კომპეტენციის
დამრღვევი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად ცნობას მისი ამოქმედებიდან.
3. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტით გათვალისწინებულ
საკითხზე კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება იწვევს მოქალაქეთა
პოლიტიკური გაერთიანების რეგისტრაციის აქტის გაუქმებას.
4. ჩასატარებელი არჩევნების ან რეფერენდუმის მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ
ნორმების
საფუძველზე
ჩასატარებელი
არჩევნების
(რეფერენდუმის)
კონსტიტუციურობის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება იწვევს:
ა) არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის
ძალადაკარგულად
ცნობას
საკონსტიტუციო
სასამართლოს
შესაბამისი
გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან;
ბ) დანიშნული არჩევნების (რეფერენდუმის) გაუქმებას, თუ არჩევნების
(რეფერენდუმის) დანიშვნა ეფუძნება არაკონსტიტუციურად ცნობილ ნორმატიულ
აქტს ან მის ნაწილს;
გ) არჩევნების (რეფერენდუმის) დანიშვნის ვალდებულების დაკისრებას, თუ
არჩევნების (რეფერენდუმის) არდანიშვნა ეფუძნება არაკონსტიტუციურად ცნობილ
ნორმატიულ აქტს ან მის ნაწილს.
41 . ჩატარებული არჩევნების ან რეფერენდუმის მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ
ნორმების
საფუძველზე
ჩატარებული
არჩევნების
(რეფერენდუმის)
კონსტიტუციურობის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება იწვევს:
ა)
ჩატარებული
არჩევნების
ან
რეფერენდუმის
მომწესრიგებელი
და
არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის
ძალადაკარგულად ცნობას;
ბ) ჩატარებული არჩევნების ან რეფერენდუმის შედეგების მთლიანად ან ნაწილობრივ
(ცალკეული საარჩევნო ოლქებისა და საარჩევნო უბნების მიხედვით) ბათილად
ცნობას, თუ არაკონსტიტუციურად ცნობილმა ნორმატიულმა აქტმა ან მისმა ნაწილმა
არსებითი და გადამწყვეტი გავლენა მოახდინა არჩევნების შედეგზე და
არაკონსტიტუციური აქტის ან მისი ნაწილის არარსებობის შემთხვევაში იქნებოდა
არსებულისაგან განსხვავებული შედეგი.
5. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ
საკითხზე კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება, აგრეთვე საერთო
სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინების საფუძველზე საერთაშორისო
ხელშეკრულებისა
თუ
შეთანხმების
ან
მათი
ცალკეული
ნაწილების
არაკონსტიტუციურად ცნობა იწვევს არაკონსტიტუციურად ცნობილი საერთაშორისო
ხელშეკრულებისა
თუ
შეთანხმების
ან
მათი
ცალკეული
ნაწილების
საქართველოსთვის ბათილად ცნობას, ხოლო კონსტიტუციური წარდგინების
საფუძველზე საერთაშორისო ხელშეკრულებისა თუ შეთანხმების ან მათი ცალკეული
ნაწილების არაკონსტიტუციურად ცნობა იწვევს არაკონსტიტუციურად ცნობილი
საერთაშორისო ხელშეკრულებისა თუ შეთანხმების რატიფიცირების დაუშვებლობას.
6. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ
საკითხზე კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება იწვევს საქართველოს
პარლამენტის:
ა) შესაბამისი დადგენილების ძალადაკარგულად ცნობას მისი ძალაში შესვლის
მომენტიდან და პარლამენტის წევრის უფლებამოსილების აღდგენას, თუ
პარლამენტმა მას ვადამდე შეუწყვიტა უფლებამოსილება;
ბ) შესაბამისი დადგენილების ძალადაკარგულად ცნობას მისი ძალაში შესვლის
მომენტიდან და მოქალაქის, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების
ცნობას, თუ პარლამენტმა არ ცნო მისი უფლებამოსილება;
გ) შესაბამისი დადგენილების ძალადაკარგულად ცნობას საკონსტიტუციო
სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან და პარლამენტის
წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას, თუ მას პარლამენტმა ვადამდე არ
შეუწყვიტა უფლებამოსილება;
დ) იმ დადგენილების (ან მისი ნაწილის) ძალადაკარგულად ცნობას საკონსტიტუციო
სასამართლოს
გადაწყვეტილების
გამოქვეყნების
მომენტიდან,
რომლითაც
პარლამენტმა ცნო პარლამენტის წევრის უფლებამოსილება.
7. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ
საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს ან უარყოფს საქართველოს
კონსტიტუციის 63-ე და 64-ე მუხლებში აღნიშნული პირის ქმედების
კონსტიტუციურობას ან/და მის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების
არსებობას.
8. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ
საკითხებზე კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება იწვევს სადავო აქტის ან
მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობას საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი
გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან.
9. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ
შემთხვევებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ნორმატიული
აქტის ან მისი ნაწილის საქართველოს კონსტიტუციასთან, „აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონთან,
კონსტიტუციურ შეთანხმებასთან, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან ან საქართველოს კანონებთან შეუსაბამობის დადასტურება იწვევს
სადავო აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობას საკონსტიტუციო
სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან.
10. ამ კანონის 25-ე მუხლის 4 1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სადავო
აქტი ძალას კარგავს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი განჩინების
გამოქვეყნების მომენტიდან.
მუხლი 25
1. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და მისი
შეუსრულებლობა ისჯება კანონით.
2. არაკონსტიტუციურად ცნობილი სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი იურიდიულ
ძალას კარგავს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების
გამოქვეყნების მომენტიდან, თუ ამ კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი.
3. საკონსტიტუციო სასამართლოს აქტი მისი გამოქვეყნების შემდეგ დაუყოვნებლივ
უნდა აღსრულდეს, თუ ამ აქტით სხვა ვადა არ არის დადგენილი.
4. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის
არაკონსტიტუციურად ცნობის შემდეგ არ შეიძლება ისეთი სამართლებრივი აქტის
მიღება/გამოცემა, რომელიც შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც
არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი.
4 1. თუ საკონსტიტუციო სასამართლო განმწესრიგებელ სხდომაზე დაადგენს, რომ
სადავო ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს,
რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად, ხოლო ამ
კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ
შემთხვევაში – „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“
საქართველოს კონსტიტუციურ კანონთან შეუსაბამოდ, ამავე კანონის მე-19 მუხლის
პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში კი –
საქართველოს კონსტიტუციასთან, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის
შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონთან, კონსტიტუციურ შეთანხმებასთან,
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან ან
საქართველოს კანონებთან შეუსაბამოდ, და თუ არ არსებობს ამ კანონის 21 1 მუხლის
პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, მას გამოაქვს განჩინება საქმის
არსებითად განსახილველად მიუღებლობისა და სადავო აქტის ან მისი ნაწილის
ძალადაკარგულად ცნობის შესახებ. ეს განჩინება ძალაში შედის გამოქვეყნების
მომენტიდან.
5. თუ საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას
შეუძლია
ერთ-ერთი
მხარისათვის
გამოუსწორებელი
შედეგები
გამოიწვიოს, მოცემული საკითხი განსახილველად გადაეცემა საკონსტიტუციო
სასამართლოს პლენუმს, რომელსაც შეუძლია განმწესრიგებელ სხდომაზე პლენუმის
სრული შემადგენლობის უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილებით , საქმეზე
საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ან უფრო ნაკლები ვადით შეაჩეროს სადავო
აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება. საკონსტიტუციო სასამართლო
უფლებამოსილია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, საკუთარი ინიციატივით ან
მხარეთა შუამდგომლობით გადასინჯოს გადაწყვეტილება სადავო აქტის ან მისი
სათანადო ნაწილის მოქმედების შეჩერების თაობაზე, თუ აღარ არსებობს ის
გარემოებები, რომლებიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილება
სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედების შეჩერების თაობაზე, აგრეთვე
ამ გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ ძალაში შედის შესაბამისი საოქმო ჩანაწერის
გამოქვეყნების მომენტიდან. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ სადავო
აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედების შეჩერების თაობაზე ან მის შეჩერებაზე
უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საქმეს განიხილავს და
საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია ან
პლენუმი ამ კანონის 21-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტებით დადგენილი
წესით. (ძალადაკარგულია - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის
29 დეკემბრის გადაწყვეტილება №3/5/768,769,790,792 - ვებგვერდი, 12.01.2017წ. )
6. საკონსტიტუციო სასამართლოს აქტის გამოქვეყნებად ითვლება მისი სრული
ტექსტის საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნება.
მუხლი 27
1. საკონსტიტუციო სასამართლოში საქმე განიხილება ღია სხდომაზე.
2. საკონსტიტუციო სასამართლოს ინიციატივით ან მხარეთა შუამდგომლობით
პირადი, პროფესიული, კომერციული, სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის მიზნით
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომა ან სხდომის ნაწილი შეიძლება დაიხუროს.
დახურულ სხდომაზე, აუცილებლობის შემთხვევაში, შეიძლება დაესწრონ მოწმეები,
ექსპერტები და თარჯიმნები. მხარეთა შუამდგომლობით საკონსტიტუციო
სასამართლოს შეუძლია დახურულ სხდომაზე დასწრების უფლება მისცეს სხვა
პირებსაც.
3. განჩინება საქმის დახურულ სხდომაზე განხილვის შესახებ საკონსტიტუციო
სასამართლოს გამოაქვს სათათბირო ოთახში.
4. (ამოღებულია).
5. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ცხადდება საქვეყნოდ.
მუხლი 271
1. საქმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის
გარეშე. საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია განიხილოს საქმე ზეპირი
მოსმენით, თუ სხვაგვარად შეუძლებელია საქმის არსებითად განსახილველად
მიღებასთან დაკავშირებული გარემოებების გამორკვევა.
2. საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია მოსარჩელის ან/და მოპასუხის
წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე არსებითად განიხილოს საქმე ზეპირი
მოსმენის გარეშე.
3. მოსარჩელის მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ
წარმოდგენილი უნდა იქნეს კონსტიტუციურ სარჩელთან/წარდგინებასთან ერთად, ან
მოსარჩელის მიერ კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების განსახილველად
მიღების თაობაზე საოქმო ჩანაწერის მიღებიდან 10 დღეში. საკონსტიტუციო
სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნას მისი მიღებისთანავე უგზავნის მოპასუხეს.
4. მოპასუხის მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ
წარმოდგენილი უნდა იქნეს მის მიერ კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების
მიღებიდან ან მოპასუხის მიერ კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების
განსახილველად მიღების თაობაზე საოქმო ჩანაწერის მიღებიდან 10 დღეში.
საკონსტიტუციო სასამართლო მოპასუხის მოთხოვნას მისი მიღებისთანავე უგზავნის
მოსარჩელეს.
5. თუ მოპასუხე მოსარჩელის მოთხოვნის, ხოლო მოსარჩელე მოპასუხის მოთხოვნის
თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შეტყობინების მიღებიდან 10 დღეში არ
მოითხოვს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვას, საკონსტიტუციო სასამართლო
უფლებამოსილია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.
მუხლი 29
მხარეებს უფლება აქვთ გაეცნონ საქმის მასალებს, გააკეთონ მათგან ამონაწერები,
გადაიღონ ასლები, წარადგინონ მტკიცებულებანი, მონაწილეობა მიიღონ
მტკიცებულებათა გამოკვლევაში, დაუსვან შეკითხვები მოწმეებს, ექსპერტებს,
სპეციალისტებს, მიმართონ შუამდგომლობებით საკონსტიტუციო სასამართლოს,
მისცენ მას ზეპირი ან წერილობითი ახსნა-განმარტება, წარადგინონ თავიანთი
დასკვნები და გამოთქვან მოსაზრებები სასამართლო განხილვის დროს წამოჭრილ
ყველა საკითხზე, უარყონ მეორე მხარის შუამდგომლობები, დასკვნები და
მოსაზრებები.
მუხლი 31
1. კონსტიტუციური სამართალწარმოების დაწყების საფუძველია საკონსტიტუციო
სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების
წერილობით შეტანა. კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სააპლიკაციო ფორმას
ამტკიცებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.
2. კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა
იყოს. კონსტიტუციურ სარჩელში ან კონსტიტუციურ წარდგინებაში აუცილებლად
უნდა იყოს მოყვანილი ის მტკიცებულებები, რომლებიც მოსარჩელის ან წარდგინების
ავტორის აზრით ადასტურებენ სარჩელის ან წარდგინების საფუძვლიანობას.
მუხლი 34
1. საკონსტიტუციო სასამართლოში სახელმწიფო ორგანოებს შორის კომპეტენციის
ფარგლების შესახებ კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვს საქართველოს
პრეზიდენტს, თუ იგი მიიჩნევს, რომ დარღვეულია მისი კომპეტენცია ან დაირღვა
სახელმწიფო
ორგანოთა
კონსტიტუციური
უფლებამოსილების
ფარგლები;
საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს, თუ მიაჩნია, რომ
დარღვეულია საქართველოს პარლამენტის ან სხვა სახელმწიფო ორგანოს
კონსტიტუციური
უფლებამოსილების
ფარგლები;
აგრეთვე
საქართველოს
კონსტიტუციის 89-ე მუხლში ჩამოთვლილ სახელმწიფო ორგანოებს, თუ ისინი
მიიჩნევენ რომ დარღვეულია მათი კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საქმეში მოპასუხეა ის
სახელმწიფო ორგანო, რომლის ნორმატიულმა აქტმაც, მოსარჩელის აზრით, გამოიწვია
მისი კონსტიტუციური უფლებამოსილების დარღვევა.
3.
კომპეტენციის
შესახებ
კონსტიტუციური
სარჩელის
მიღებისთანავე
საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელის ასლს გადაუგზავნის საქართველოს
პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას, საქართველოს პარლამენტს, აფხაზეთისა და
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოებს.
თუ ასლის ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში რომელიმე მათგანი განაცხადებს, რომ
კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება გამოიწვევს მისი უფლებამოსილების
ფარგლების
დარღვევას,
საკონსტიტუციო
სასამართლო
უფლებამოსილია
განმცხადებელი მოპასუხედ ჩააბას საქმეში.
მუხლი 35
1. მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებათა შექმნისა და საქმიანობის
კონსტიტუციურობის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის
უფლება აქვთ საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის წევრთა
არანაკლებ ერთ მეხუთედს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოებს.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებულ შემთხვევებში მოპასუხეა
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება და მისი მარეგისტრირებელი ორგანო.
მუხლი 38
1. საკონსტიტუციო სასამართლოში საერთაშორისო ხელშეკრულებათა და
შეთანხმებათა ან მათ ცალკეულ დებულებათა კონსტიტუციურობის შესახებ
კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს პრეზიდენტს,
საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ
მეხუთედს, ხოლო კონსტიტუციური წარდგინების შეტანისა – საქართველოს
პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს.
2. კონსტიტუციური წარდგინება შეიტანება იმ საერთაშორისო ხელშეკრულებისა თუ
შეთანხმების ან მათ ცალკეულ დებულებათა კონსტიტუციურობის თაობაზე,
რომლებიც ექვემდებარება რატიფიცირებას. კონსტიტუციური წარდგინების შეტანა
შეიძლება მათ რატიფიცირებამდე.
21. კონსტიტუციური სარჩელი შეიტანება მოქმედი საერთაშორისო ხელშეკრულებისა
თუ შეთანხმების ან მათ ცალკეულ დებულებათა კონსტიტუციურობის თაობაზე.
კონსტიტუციური სარჩელის შეტანა შეიძლება:
ა) რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებისა თუ შეთანხმების ან მათ
ცალკეულ დებულებათა დენონსირებაზე ან გაუქმებაზე საქართველოს პარლამენტის
მიერ უარის თქმიდან 30 დღის ვადაში;
ბ) რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებისა თუ შეთანხმების ან მათ
ცალკეულ დებულებათა დენონსირების ან გაუქმების საკითხის საქართველოს
პარლამენტის წინაშე დასმიდან არა უადრეს 31-ე და არა უგვიანეს მე-60 დღისა, თუ
პარლამენტმა 30 დღეში არ გადაწყვიტა საკითხი;
გ) თუ საერთაშორისო ხელშეკრულება ან შეთანხმება არ ექვემდებარება
რატიფიცირებას.
3. კონსტიტუციური სარჩელის შეტანა ისეთი საერთაშორისო ხელშეკრულების,
შეთანხმების ან მათ ცალკეულ დებულებათა კონსტიტუციასთან შესაბამისობის
შესახებ, რომლებიც რატიფიცირებულია საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი
შემადგენლობის უფლებამოსილების ცნობამდე, შეიძლება მათი რატიფიცირების
შემდეგაც.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საკონსტიტუციო
სარჩელის
შეტანა
შეიძლება
საკონსტიტუციო
სასამართლოს
პირველი
შემადგენლობის უფლებამოსილების ცნობიდან 3 თვის ვადაში. საქართველოს
პარლამენტში ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ხელშეკრულების
დენონსირების საკითხის განხილვა აჩერებს ამ ვადას.
5. (ამოღებულია).
6. ამ მუხლის 21 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში
მოპასუხეა საქართველოს პარლამენტი, ხოლო „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ
შემთხვევაში – საერთაშორისო ხელშეკრულებისა თუ შეთანხმების დამდები
ორგანო/თანამდებობის პირი ან მისი უფლებამონაცვლე.
მუხლი 40
1. საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის
ან ვადამდე შეწყვეტის შესახებ პარლამენტის გადაწყვეტილების კონსტიტუციურობის
შესახებ კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს
პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს,
აგრეთვე იმ მოქალაქეს, ვისი, როგორც პარლამენტის წევრის უფლებამოსილება არ ცნო
ან ვადამდე შეწყვიტა საქართველოს პარლამენტმა.
2. ამ მუხლით გათვალისწინებულ საქმეში მოპასუხეა საქართველოს პარლამენტი.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის შეტანის ვადა არ
უნდა აღემატებოდეს ორ კვირას საქართველოს პარლამენტის შესაბამისი
გადაწყვეტილების ამოქმედებიდან.
მუხლი 41 3
1. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ
შემთხვევა ში საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის შეტანის
უფლება
აქვს
თვითმმართველი
ერთეულის
წარმომადგენლობით
ორგანოს − საკრებულოს.
2. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევა ში მოპასუხეა ის ორგანო/თანამდებობის
პირი, რომლის აქტმაც, მოსარჩელის აზრით, გამოიწვია საქართველოს კონსტიტუციის
მეშვიდე1 თავის ნორმათა დარღვევა.
მუხლი 43
1. საკონსტიტუციო სასამართლოს აქტებია გადაწყვეტილება, განჩინება, საოქმო
ჩანაწერი და დასკვნა.
2. საკონსტიტუციო სასამართლოს საოქმო ჩანაწერს /განჩინებას ხელს აწერს საქმის
განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა წევრი. საკონსტიტუციო
სასამართლოს გადაწყვეტილებას/დასკვნას ხელს აწერს საქმის არსებითად
განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა წევრი.
3. საკონსტიტუციო სასამართლოს იმ აქტს, რომელიც არ არის დაკავშირებული საქმის
განხილვასთან, ხელს აწერენ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და
მდივანი.
4. საკონსტიტუციო სასამართლო საქმეს არსებითად წყვეტს წერილობით.
5. საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური
წარდგინების განსახილველად მიღების შესახებ იღებს საოქმო ჩანაწერს, ხოლო
მიუღებლობის შესახებ – განჩინებას.
5 1 . ამ კანონის 25-ე მუხლის 4 1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში
საკონსტიტუციო სასამართლო იღებს განჩინებას.
52. ამ კანონის 211 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში
საკონსტიტუციო სასამართლო იღებს საოქმო ჩანაწერს.
6. კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განხილვისას საკონსტიტუციო
სასამართლო ამ კანონის 41 2, 41 4 და 42-ე მუხლებით გათვალისწინებულ
შემთხვევებში იღებს გადაწყვეტილებას, ხოლო ამავე კანონის 38-ე მუხლის მე-2
პუნქტითა და 41-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში –
დასკვნას.
7. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, განჩინება და დასკვნა
დასაბუთებული უნდა იყოს.
8. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, განჩინება, საოქმო ჩანაწერი და
დასკვნა საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
9. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური სარჩელის ან
კონსტიტუციური წარდგინების განსახილველად მიუღებლობა, თუ არ არსებობს ამ
კანონის 211 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი,
გამორიცხავს იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით განმეორებითი ან სხვა
კონსტიტუციური სარჩელის თუ კონსტიტუციური წარდგინების განსახილველად
მიღებას.
10. საკონსტიტუციო სასამართლოს აქტის სრული ტექსტი, გარდა ამ მუხლის მე-3 და
მე-11 პუნქტებით გათვალისწინებული აქტებისა, მისი მიღებიდან 15 დღის ვადაში
ქვეყნდება საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და ეგზავნება „საქართველოს
საკანონმდებლო მაცნეს“, რომელიც მომდევნო 2 დღის ვადაში აქვეყნებს მას.
11. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნა, აგრეთვე ამ კანონის
25-ე მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული განჩინება და იმავე მუხლის მე-5
პუნქტით
გათვალისწინებული
საოქმო
ჩანაწერი
„საკონსტიტუციო
სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ცხადდება
სხდომათა დარბაზში, მისი სრული ტექსტი ქვეყნდება საკონსტიტუციო სასამართლოს
ვებგვერდზე და ეგზავნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“, რომელიც
მიღებისთანავე აქვეყნებს მას.
12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული საკონსტიტუციო სასამართლოს
აქტი, რომელიც მიღებულია საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის საფუძველზე,
შესაძლებელია არ გამოცხადდეს სხდომათა დარბაზში. ასეთ შემთხვევაში ამ აქტის
სრული ტექსტი დაუყოვნებლივ ქვეყნდება საკონსტიტუციო სასამართლოს
ვებგვერდზე და ეგზავნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“, რომელიც
მიღებისთანავე აქვეყნებს მას.
13. საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა გადაწყვეტილების, განჩინების, საოქმო
ჩანაწერისა და დასკვნის სრული ტექსტი, აგრეთვე ამ აქტებთან დაკავშირებული
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის განსხვავებული აზრი/თანმხვედრი აზრი, მისი
არსებობის შემთხვევაში, ქვეყნდება საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე,
ხოლო ამ მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტებით გათვალისწინებული საკონსტიტუციო
სასამართლოს აქტი – აგრეთვე „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.
მუხლი 4 4
1.
საკონსტიტუციო
სასამართლოს
პლენუმი
უფლებამოსილია
მიიღოს
გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება სულ ცოტა 6 წევრი, გარდა ამ მუხლის მე2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი უფლებამოსილია ამ კანონის მე-15
მუხლითა და მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „თ“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებულ, აგრეთვე ორგანული კანონის ნორმის კონსტიტუციურობის
საკითხებზე მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება სულ ცოტა 7 წევრი.
3. კონსტიტუციური სარჩელი დაკმაყოფილებულად, ხოლო კონსტიტუციური
წარდგინების თაობაზე დასკვნა მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სრული შემადგენლობის უმრავლესობა,
გარდა
ამ
მუხლის
მე-4
პუნქტით
გათვალისწინებული
შემთხვევებისა. (ძალადაკარგულია - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
2016 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება №3/5/768,769,790,792 - ვებგვერდი,
12.01.2017წ. )
4. ამ კანონის მე-15 მუხლითა და მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „თ“
ქვეპუნქტებით
გათვალისწინებულ, აგრეთვე
ორგანული
კანონის
ნორმის
კონსტიტუციურობის საკითხებზე კონსტიტუციური სარჩელი დაკმაყოფილებულად,
ხოლო კონსტიტუციური წარდგინების თაობაზე დასკვნა მიღებულად ჩაითვლება, თუ
მას მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის არანაკლებ 6
წევრისა. (ძალადაკარგულია - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016
წლის
29 დეკემბრის გადაწყვეტილება
№3/5/768,769,790,792 ვებგვერდი,
12.01.2017წ. )
მუხლი 47
1. საქმის განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს უფლება აქვს
გადაწყვეტილების მიღებისას ჰქონდეს განსხვავებული ან თანმხვედრი აზრი,
რომელიც დგება წერილობითი ფორმით.
2. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის განსხვავებული აზრი/თანმხვედრი აზრი
თან ერთვის საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის ოქმს და „საკონსტიტუციო
სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ქვეყნდება
საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და „საქართველოს საკანონმდებლო
მაცნეში“.
3. (ამოღებულია - 03.06.2016, №5161).
მუხლი 48
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს უფლება არა აქვს გაამჟღავნოს საკონსტიტუციო
სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გამართული თათბირის არსი ან
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მიერ კენჭისყრისას დაკავებული პოზიცია.