„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
24.05.2018
ავტორი
საპარლამენტო ფრაქციები: „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ევროპული საქართველო-რეგიონები“
ინიციატორი
საპარლამენტო ფრაქციები: „ევროპული საქართველო", „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის", „ევროპული საქართველო-რეგიონები"
ნომერი
#07-3/184/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 90 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 95 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-05-28
ბიუროს ნომერი 165

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ორგანულ კანონში ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი” ცვლილებების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი” (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190020.04.001.016032) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: 1. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 381 მუხლი: ,,მუხლი 381. საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომრის განსაზღვრა 1. საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი განისაზღვრება ამ მუხლით დადგენილი წესით, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა. საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომრის განსაზღვრის მიზნით სათანადო პროცედურები ტარდება შესაბამისი საარჩევნო კომისიის შენობაში, სხდომებზე დასწრების უფლების მქონე პირთა თანდასწრებით. 2. საარჩევნო სუბიექტს/სუბიექტობის კანდიდატს უფლება აქვს არჩევნებამდე არაუგვიანეს 57-ე დღისა, მიმართოს შესაბამის საარჩევნო კომისიას და მოითხოვოს არჩევნებში იმ რიგითი ნომრით მონაწილეობა, რომელიც მას მინიჭებული ჰქონდა ბოლო საერთო არჩევნების დროს. 3. თუ ბოლო საერთო არჩევნებში რიგითი ნომერი მინიჭებული ჰქონდა საარჩევნო ბლოკს, ამ ნომრის გამოყენების უფლება ეძლევა ბლოკის წევრთა ჩამონათვალში პირველად დასახელებულ პარტიას. 4. თუ საარჩევნო ბლოკი შექმნეს პარტიებმა, რომელთაგანაც ერთ-ერთს მაინც ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ეკუთვნის რიგითი ნომერი, ასეთ შემთხვევაში ბლოკს უფლება აქვს რიგითი ნომრის მინიჭება მოითხოვოს წილისყრის მეშვეობით ან წესდებაში მიუთითოს, ასეთი უფლების მქონე რომელი პარტიის რიგითი ნომრით ისარგებლებენ. 5. საარჩევნო სუბიეტს/სუბიექტობის კანდიდატს უფლება აქვს არჩევნებამდე არაუგვიანეს 57-ე დღისა უარი განაცხადოს ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესის მიხედვით მიკუთვნებული რიგითი ნომრის გამოყენებაზე, ასეთ შემთხვევაში და ასევე იმ საარჩევნო სუბიექტს, რომელიც არ მონაწილობდა ბოლო საერთო არჩევნებში ან მონაწილობდა საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში და არ იყო ამ ბლოკის წევრთა ჩამონათვალში პირველი, რიგითი ნომერი მიენიჭებათ წილისყრით. 1 6. წილისყრის მიზნით კომისიის თავმჯდომარე ერთი და იმავე ფორმისა და სახეობის ფურცლებზე, ერთი და იმავე საწერი საშუალებით წერს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების რაოდენობის შესაბამის ნომრებს. რიგითი ნომრებისათვის ნატურალური რიცხვები (1, 2, 3 და ა. შ.) გამოიყენება. თუ რიგითი ნომრის არჩევის უფლების მქონე საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი საარჩევნო სუბიექტების რაოდენობაზე მეტია და მან ეს ნომერი დაიტოვა, უმაღლესი რიგითი ნომრის ნაცვლად ამ სუბიექტის რიგითი ნომერი დაიწერება. ყოველი ფურცელი კომისიის ბეჭდით უნდა დამოწმდეს. დამოწმების შემდეგ ცალკე გადაიდება ის რიგითი ნომრები, რომლებიც ამ მუხლის მე-2−მე-3 პუნქტებით დადგენილი წესით იქნა არჩეული. ყველა დარჩენილი ფურცელი ისე იკეცება, რომ შეუძლებელი იყოს მათზე დაწერილი ნომრების წაკითხვა. ცესკოს თავმჯდომარე შევსებულ ფურცლებს ათავსებს გამჭვირვალე ყუთში, საიდანაც პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების წარმომადგენლები სათითაოდ იღებენ მათ საარჩევნო რეგისტრაციის გავლის რიგითობის შესაბამისად. წილნაყარი ნომერი ხდება საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი. 7. პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ პრეზიდენტობის/მერობის/მაჟორიტარ კანდიდატებს აქვთ იგივე რიგითი ნომერი, რომელიც მათ წარმდგენ პარტიას/საარჩევნო ბლოკს აქვს მინიჭებული. 8. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატს რიგით ნომერს წილისყრით ანიჭებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია. წილისყრის მიზნით კომისიის თავმჯდომარე ერთი ფორმისა და სახეობის ფურცლებზე, ერთი და იმავე საწერი საშუალებით წერს საარჩევნო ოლქში საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მაჟორიტარი/მერობის კანდიდატების შესაბამისი რაოდენობის ფურცლებზე ნომრებს, რომლებიც იწყება არჩევნებში მონაწილე პარტიებისათვის/საარჩევნო ბლოკებისათვის მინიჭებული უმაღლესი რიგითი ნომრის მომდევნო რიცხვიდან. ყოველი ფურცელი უნდა დამოწმდეს კომისიის ბეჭდით. ყველა ფურცელი იკეცება იმგვარად, რომ შეუძლებელი იყოს მათზე არსებული ნომრის წაკითხვა. კომისიის თავმჯდომარე შევსებულ ფურცლებს ათავსებს გამჭვირვალე ყუთში, საიდანაც ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები სათითაოდ იღებენ მათ. წილნაყარი ნომერი ხდება საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი. 9. საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში დარჩენილი საარჩევნო სუბიექტები საარჩევნო ბიულეტენში ინარჩუნებენ მიკუთვნებულ რიგით ნომერს. 10. შუალედური არჩევნების/მერის რიგგარეშე არჩევნების დროს, საარჩევნო სუბიექტები ინარჩუნებენ იმ რიგით ნომერს, რომელიც მათ შესაბამისი საერთო არჩევნების დროს ჰქონდათ მინიჭებული. თუ შუალედური არჩევნებისათვის/მერის რიგგარეშე არჩევნებისათვის საარჩევნო სუბიექტს რიგითი ნომერი არ გააჩნია, ასეთ შემთხვევაში მისი 2 რიგითი ნომერი განისაზღვრება წილისყრით, ამ მუხლით დადგენილი პროცედურების შესაბამისად. 11. რეგისტრირებულ პარტიულ სიებს, აგრეთვე რეგისტრირებულ პრეზიდენტობის/მერობის/მაჟორიტარ კანდიდატთა შესახებ იმ მონაცემებს, რომლებიც შეიტანება საარჩევნო ბიულეტენში, თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს ცესკო კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 25-ე დღისა.“. 2. 102-ე მუხლი ამოღებულ იქნეს. 3. 119-ე მუხლი ამოღებულ იქნეს. 4. 145-ე მუხლის მე-8 - მე-12 პუნქტები ამოღებულ იქნეს. 5. 167-ე მუხლის მე-11 პუნქტი ამოღებულ იქნეს. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 3 განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს საარჩევნო კოდექსში საარჩევნო სუბიექტისათვის რიგითი ნომრის განსაზღვრის თაობაზე სხვადასხვა რეგულაციების არსებულობა, რეგულაციების გაფანტულობა და ერთმანეთთან შეუსაბამობა. საპარლამენტო, საპრეზიდენტო, თუ თვითმმართველობის არჩევნებისათვის რიგითი ნომრის განსაზღვრის საკითხი ერთმანეთისგან განსხვავებულია პროცედურულად, ვადებში და მიკუთვნების თვალსაზრისითაც. რიგითი ნიმრის განსაზღვრის მარეგულირებელ ნორმებში ცვლილებები შეტანილია სხვადასხვა პერიოდში, რამაც წარმოქმნა ერთმანეთისგან განსხვავებული შინაარსი. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიღების მიზანს წარმოადგეს საარჩევნო სუბიექტებისათვის რიგითი ნომრის განსაზღვრის თაობაზე არსებული ნორმების სიტემატიზაცია, სამივე სახის არჩევნებისთვის საერთო პრინციპის განსაზღვრა და ერთ მუხლად ჩამოყალიბება. მოქმედ ნორმებში ერთმანეთთან არსებული წინააღმდეგობების აღმოფხვრა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი პროექტის შესაბამისად, კანონს ემატება 381 მუხლი (საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომრის განსაზღვრა) რომელიც აერთიანებს საპარლამენტო, საპრეზიდენტო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის რიგითი ნომრის განმსაზღვრელ ნორმებს. ნორმების სიტემატიზაციის შედეგად კანონიდან ამოსაღებია 102-ე, 119-ე მუხლები, 145-ე მუხლის მე-8 მე-12 პუნქტები და 167-ე მუხლის მე-11 პუნქტი, რაც ასევე მოცემულია წარმოდგენილ კანონპროექტში. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს საბიუჯეტო ხარჯების შემცირებას. 4 ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ფინანსურ შედეგებს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი) კანონპროექტით არ ხდება ახალი გადასახადის შემოღება ან განსაზღვრა გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი შეესაბამება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. საქართველოს ორმხრივ დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები 5 და მრავალმხრივ დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი მონაწილეობა არ მიუღიათ. არასახელმწიფო ან/და დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საპარლამენტო ფრაქციები „ევროპული საქართველო“, "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" და "ევროპული საქართველო რეგიონები". ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საპარლამენტო ფრაქციები „ევროპული საქართველო“, "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" და "ევროპული საქართველო რეგიონები". 6 მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 102. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რიგითი ნომრის განსაზღვრა 1. პრეზიდენტობის კანდიდატის რიგითი ნომერი განისაზღვრება ამ მუხლით დადგენილი წესით, არჩევნებამდე 25 დღით ადრე. რიგითი ნომრის განსაზღვრის მიზნით შესაბამისი პროცედურები ტარდება ცესკოს შენობაში, მის სხდომებზე დასწრების უფლების მქონე პირთა თანდასწრებით. 2. პირველად ნომრის არჩევის უფლება აქვს იმ პოლიტიკური გაერთიანების მიერ წარდგენილ კანდიდატს, რომელმაც წინა საპარლამენტო არჩევნებში პროპორციული წესით ყველაზე მეტი ხმა მიიღო. პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენელი ცესკოს წარუდგენს განცხადებას, რომლის მიხედვითაც პოლიტიკური გაერთიანების მიერ წარდგენილი კანდიდატი ირჩევს წინა საპარლამენტო არჩევნებში მისი წარმდგენი პოლიტიკური პარტიის კუთვნილ რიგით ნომერს ან იღებს პირველ ნომერს. ამავე წესით ნომრის არჩევის უფლება თანამიმდევრულად აქვთ იმ კანდიდატებს, რომელთა წარმდგენმა პოლიტიკურმა პარტიებმა წინა საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით დაიკავეს მეორე და მესამე ადგილები, რომლებსაც აქვთ უფლება, აირჩიონ წინა საპარლამენტო არჩევნებში მათთვის მიკუთვნებული რიგითი ნომერი, ან აირჩიონ შესაბამისად მეორე ან მესამე ნომერი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ნომერი, რომელიც მათ ჰქონდათ წინა საპარლამენტო არჩევნებში, უკვე მიეკუთვნა მათზე უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური გაერთიანების მიერ წარდგენილ კანდიდატს. 3. თუ წინა საპარლამენტო არჩევნებში რიგითი ნომერი მინიჭებული ჰქონდა საარჩევნო ბლოკს, ამ ნომრის გამოყენების უფლება ეძლევა ბლოკის წევრთა ჩამონათვალში პირველად დასახელებული პარტიის მიერ წარდგენილ კანდიდატს. 4. გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა, პრეზიდენტობის კანდიდატის რიგითი ნომერი გამოვლინდება წილისყრით. 5. წილისყრის მიზნით ცესკოს თავმჯდომარე ერთი ფორმისა და სახეობის ფურცლებზე, ერთი და იმავე საწერი საშუალებით წერს პრეზიდენტობის კანდიდატების რაოდენობის შესაბამის ნომრებს. ყოველი ფურცელი უნდა დამოწმდეს ცესკოს ბეჭდით. ამის შემდეგ ცალკე გადადებენ იმ ნომრებს, რომლებიც არჩეულ იქნა ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით. ყველა დარჩენილი ფურცელი იკეცება იმგვარად, რომ შეუძლებელი იყოს მათზე არსებული ნომრის წაკითხვა. ცესკოს თავმჯდომარე შევსებულ ფურცლებს ათავსებს გამჭვირვალე ყუთში, საიდანაც პრეზიდენტობის კანდიდატის წარმომადგენლები სათითაოდ იღებენ მათ. წილნაყარი ნომერი ხდება პრეზიდენტობის კანდიდატის რიგითი ნომერი. 6. პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში დარჩენილი კანდიდატები ინარჩუნებენ მიკუთვნებულ რიგით ნომრებს. 7. რეგისტრირებული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატების სიას თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს ცესკო კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 24-ე დღისა. 7 მუხლი 119. საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომრის განსაზღვრა 1. საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი განისაზღვრება ამ მუხლით დადგენილი წესით, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა. საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომრის განსაზღვრის მიზნით სათანადო პროცედურები ტარდება შესაბამისი საარჩევნო კომისიის შენობაში, სხდომებზე დასწრების უფლების მქონე პირთა თანდასწრებით. 2. პირველად ნომრის არჩევის უფლება აქვს იმ პოლიტიკურ გაერთიანებას, რომელმაც წინა საპარლამენტო არჩევნებში პროპორციული წესით ყველაზე მეტი ხმა მიიღო. პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენელი ცესკოს წარუდგენს განცხადებას, რომლის მიხედვითაც პოლიტიკური გაერთიანება იტოვებს წინა საპარლამენტო არჩევნებში მიკუთვნებულ რიგით ნომერს ან იღებს პირველ ნომერს. ამავე წესით ნომრის არჩევის უფლება თანამიმდევრულად აქვთ წინა საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით მეორე და მესამე ადგილებზე გასულ პოლიტიკურ გაერთიანებებს, რომლებსაც აქვთ უფლება, დაიტოვონ წინა საპარლამენტო არჩევნებზე მიკუთვნებული რიგითი ნომერი, ან აირჩიონ შესაბამისად მეორე ან მესამე ნომერი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ნომერი, რომელიც მათ ჰქონდათ წინა საპარლამენტო არჩევნებზე, უკვე მიეკუთვნა მათზე უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკურ გაერთიანებას. 3. თუ ბოლო საპარლამენტო არჩევნებში რიგითი ნომერი მინიჭებული ჰქონდა საარჩევნო ბლოკს, რომელიც პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში პირველ, მეორე ან მესამე ადგილზე გავიდა, ამ ნომრის გამოყენების უფლება ეძლევა ბლოკის წევრთა ჩამონათვალში პირველად დასახელებულ პარტიას. 4. თუ არჩევნებისათვის საარჩევნო ბლოკი შექმნეს ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიებმა, რომელთაგან ერთს მაინც აქვს რიგითი ნომრის არჩევის უფლება, მათ ბლოკის წესდებაში უნდა მიუთითონ, ამ პარტიის (თუ ასეთი პარტია ერთზე მეტია – რომელი პარტიის) რიგითი ნომრით ისარგებლებენ თუ გამოიყენებენ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირველი, მეორე ან მესამე ნომრის არჩევის უფლებას. 5. საარჩევნო სუბიექტების (გარდა ამ მუხლის მე-2−მე-4 პუნქტებით განსაზღვრული საარჩევნო სუბიექტებისა) რიგითი ნომრები წილისყრით გამოვლინდება. 6. წილისყრის მიზნით კომისიის თავმჯდომარე ერთი და იმავე ფორმისა და სახეობის ფურცლებზე, ერთი და იმავე საწერი საშუალებით წერს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების რაოდენობის შესაბამის ნომრებს. რიგითი ნომრებისათვის ნატურალური რიცხვები (1, 2, 3 და ა. შ.) გამოიყენება. თუ რიგითი ნომრის არჩევის უფლების მქონე საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი საარჩევნო სუბიექტების რაოდენობაზე მეტია და მან ეს ნომერი დაიტოვა, უმაღლესი რიგითი ნომრის ნაცვლად ამ სუბიექტის რიგითი ნომერი დაიწერება. ყოველი ფურცელი კომისიის ბეჭდით უნდა დამოწმდეს. დამოწმების შემდეგ ცალკე გადაიდება ის რიგითი ნომრები, რომლებიც ამ მუხლის მე-2−მე-4 პუნქტებით დადგენილი წესით იქნა არჩეული. ყველა დარჩენილი ფურცელი ისე იკეცება, რომ შეუძლებელი იყოს მათზე დაწერილი ნომრების წაკითხვა. ცესკოს თავმჯდომარე შევსებულ ფურცლებს ათავსებს გამჭვირვალე ყუთში, საიდანაც პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების წარმომადგენლები სათითაოდ იღებენ მათ საარჩევნო რეგისტრაციის გავლის რიგითობის შესაბამისად. წილნაყარი ნომერი ხდება საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი. 8 7. პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატებს აქვთ იგივე რიგითი ნომერი, რომელიც მათ წარმდგენ პარტიას/საარჩევნო ბლოკს აქვს მინიჭებული. 8. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატს რიგით ნომერს წილისყრით ანიჭებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია. წილისყრის მიზნით კომისიის თავმჯდომარე ერთი ფორმისა და სახეობის ფურცლებზე, ერთი და იმავე საწერი საშუალებით წერს საარჩევნო ოლქში საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატების შესაბამისი რაოდენობის ფურცლებზე ნომრებს, რომლებიც იწყება არჩევნებში მონაწილე პარტიებისათვის/საარჩევნო ბლოკებისათვის მინიჭებული უმაღლესი რიგითი ნომრის მომდევნო რიცხვიდან. ყოველი ფურცელი უნდა დამოწმდეს კომისიის ბეჭდით. ყველა ფურცელი იკეცება იმგვარად, რომ შეუძლებელი იყოს მათზე არსებული ნომრის წაკითხვა. კომისიის თავმჯდომარე შევსებულ ფურცლებს ათავსებს გამჭვირვალე ყუთში, საიდანაც ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები სათითაოდ იღებენ მათ. წილნაყარი ნომერი ხდება საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი. 9. საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში დარჩენილი საარჩევნო სუბიექტები საარჩევნო ბიულეტენში ინარჩუნებენ მიკუთვნებულ რიგით ნომერს. 10. რეგისტრირებულ პარტიულ სიებს, აგრეთვე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში რეგისტრირებულ კანდიდატთა შესახებ იმ მონაცემებს, რომლებიც შეიტანება საარჩევნო ბიულეტენში, თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს ცესკო კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 25-ე დღისა. მუხლი 145. პარტიული სიებისა და ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილ საკრებულოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია 1. საკრებულოს არჩევნებისას პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი პარტიული სიის და ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილი საკრებულოს წევრობის კანდიდატის რეგისტრაციისათვის წარდგენილ საბუთებს ამოწმებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, რომელიც საბუთების წარდგენიდან 2 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს არჩევნების დღემდე 28-ე დღისა: ა) საარჩევნო რეგისტრაციაში ატარებს პარტიულ სიას, საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილ საკრებულოს წევრობის კანდიდატებს, თუ წარდგენილი პარტიული სია და თანდართული საბუთები, აგრეთვე საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) წერილობით აცნობებს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან პარტიულ სიასა და თანდართულ საბუთებში, აგრეთვე საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში არსებული მონაცემების შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით), თუ არსებობს ასეთი შეუსაბამობა; პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს 2 დღე ეძლევა ზემოაღნიშნული სიისა და საბუთების სრულყოფისთვის. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შესწორებული მონაცემები მოწმდება და საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი წყდება მონაცემების წარდგენიდან 3 დღის ვადაში. 3. თუ შესწორებული მონაცემები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საარჩევნო რეგისტრაციაში ატარებს საკრებულოს წევრობის მაჟორიტარ კანდიდატს, პარტიულ სიას ან მის იმ ნაწილს, რომელიც შეესაბამება ამ კანონით 9 დადგენილ მოთხოვნებს (თუ სიის ამ ნაწილში კანდიდატთა რაოდენობა დადგენილ მინიმუმზე ნაკლები არ არის), ხოლო დანარჩენი კანდიდატების თაობაზე იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას მათთვის საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად აღინიშნება რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და კანონის ის ნორმები, რომელთა მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). განკარგულება პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა. 4. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაციის შემდეგ 3 დღის ვადაში შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მათ გადასცემს კანდიდატის მოწმობებს. 5. საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატი რეგისტრაციაში გატარდება, თუ წარდგენილია: ა) კანდიდატის სააღრიცხვო ბარათი, რომელშიც მითითებულია საქართველოში 5 წლის ცხოვრების ფაქტი; ბ) კანდიდატის წარდგენის შესახებ განცხადება, რომელიც დამოწმებულია პარტიების/საარჩევნო ბლოკების ხელმძღვანელ პირთა ხელმოწერებით; გ) ორი ფოტოსურათი; დ) კანდიდატის თანხმობა კენჭისყრაში მონაწილეობაზე. 6. პარტიული სია ან საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი საკრებულოს წევრობის კანდიდატი რეგისტრაციაში არ გატარდება ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების მოთხოვნების გათვალისწინებით, ან საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით (ამ პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში): ა) თუ სააღრიცხვო ბარათში მითითებული არ არის: ა.ა) კანდიდატის სახელი, გვარი; ა.ბ) კანდიდატის საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი; ა.გ) კანდიდატის დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი); ა.დ) კანდიდატის მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით); ა.ე) კანდიდატის პარტიულობა (პარტიის წევრობის შემთხვევაში); თუ უპარტიოა, მიეთითება „უპარტიო“; ა.ვ) კანდიდატის თანამდებობა და სამუშაო ადგილი; თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი“; ა.ზ) კანდიდატის საქართველოში 5 წლის ცხოვრების ფაქტი; ა.თ) კანდიდატის თანხმობა საკრებულოს წევრად კენჭისყრაზე; ა.ი) იმ ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის დასახელება და ნომერი, რომელშიც იგი წარდგენილია მაჟორიტარ კანდიდატად; 10 ა.კ) სააღრიცხვო ბარათის შევსების თარიღი; ბ) თუ პარტიულ სიაში შეყვანილი კანდიდატი არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიის წევრია; გ) თუ კანდიდატი შეყვანილია ერთზე მეტ პარტიულ სიაში და ერთდროულად არსებობს ან არსებობდა მისი თანხმობა ერთზე მეტ სიაში შეყვანაზე; დ) თუ პარტიულ სიაში შეყვანილი კანდიდატი წერილობით განაცხადებს თანხმობას სხვა პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ კანდიდატად წარდგენაზე; ე) თუ ერთდროულად არსებობს ან არსებობდა საკრებულოს წევრობის კანდიდატის წერილობითი თანხმობა სხვა საკრებულოს წევრობის, მერობის კანდიდატად წარდგენაზე; ვ) თუ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-2 დღისა რეგისტრირებულ პარტიულ სიაში კანდიდატთა რაოდენობა ამ კანონით დადგენილ მინიმუმზე ნაკლები აღმოჩნდა; ზ) თუ დარღვეულია ამ კანონის 47-ე მუხლის მოთხოვნები. 7. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებში აღნიშნულ მოთხოვნათა დარღვევისას კანდიდატს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რეგისტრაციაში არ ატარებს. 8. პარტიას/საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს, მოითხოვოს არჩევნებში იმ რიგითი ნომრით მონაწილეობა, რომელიც მას ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ჰქონდა მიკუთვნებული. ამისთვის მან ცესკოს უნდა წარუდგინოს განცხადება არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-40 დღისა. რიგითი ნომრის არჩევის უფლება პირველად აქვს იმ პოლიტიკურ გაერთიანებას, რომელმაც წინა საპარლამენტო არჩევნებში პროპორციული წესით ყველაზე მეტი ხმა მიიღო. პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენელი ცესკოს წარუდგენს განცხადებას იმის თაობაზე, რომ პოლიტიკური გაერთიანება იტოვებს წინა საპარლამენტო არჩევნებში მიკუთვნებულ რიგით ნომერს ან იღებს პირველ ნომერს. ამავე წესით რიგითი ნომრის არჩევის უფლება თანამიმდევრულად აქვთ წინა საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით მეორე და მესამე ადგილებზე გასულ პოლიტიკურ გაერთიანებებს. მათ უფლება აქვთ, დაიტოვონ წინა საპარლამენტო არჩევნებში მიკუთვნებული რიგითი ნომერი ან აირჩიონ, შესაბამისად, მეორე ან მესამე ნომერი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც რიგითი ნომერი, რომელიც მათ წინა საპარლამენტო არჩევნებში ჰქონდათ, უკვე მიეკუთვნა მათ შედეგებზე უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკურ გაერთიანებას. 8 1. თუ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში არ მონაწილეობს ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე საარჩევნო ბლოკი, მისი რიგითი ნომრით სარგებლობის უფლება ენიჭება საარჩევნო ბლოკის წევრთა ჩამონათვალში პირველად დასახელებულ პარტიას. თუ იგი აირჩევს მის რიგით ნომერს ან უარს განაცხადებს საარჩევნო ბლოკის ნომრით სარგებლობაზე და ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად აირჩევს ერთ-ერთ რიგით ნომერს, საარჩევნო ბლოკის რიგითი ნომრის გამოყენების ან ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული რიგითი ნომრის არჩევის წესით სარგებლობის უფლება შესაბამისად გადაეცემა ბლოკში დასახელებულ მომდევნო პარტიას და ა. შ.. თუ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის შექმნილი საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში გაერთიანებული არიან ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიები, მათ საარჩევნო ბლოკის წესდებაში უნდა მიუთითონ, რომელი პარტიის რიგითი ნომრით ისარგებლებენ. თუ რომელიმე პარტიამ/საარჩევნო ბლოკმა არ გამოიყენა ზემოაღნიშნული რიგითი ნომრით სარგებლობის უფლება, მისი რიგითი ნომერი გამოვლინდება წილისყრით, ამ მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად. 11 9. საარჩევნო სუბიექტების (გარდა იმ საარჩევნო სუბიექტებისა, რომლებმაც რიგითი ნომრები ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად აირჩიეს) რიგითი ნომრები წილისყრით გამოვლინდება. წილისყრის მიზნით კომისიის თავმჯდომარე ერთი და იმავე ფორმისა და სახეობის ფურცლებზე, ერთი და იმავე საწერი საშუალებით წერს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების რაოდენობის შესაბამის ნომრებს. რიგითი ნომრებისათვის ნატურალური რიცხვები (1, 2, 3 და ა.შ.) გამოიყენება. თუ რიგითი ნომრის არჩევის უფლების მქონე საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი საარჩევნო სუბიექტების რაოდენობაზე მეტია და მან ეს ნომერი დაიტოვა, უმაღლესი რიგითი ნომრის ნაცვლად ამ სუბიექტის რიგითი ნომერი დაიწერება. ყოველი ფურცელი კომისიის ბეჭდით უნდა დამოწმდეს. დამოწმების შემდეგ ცალკე გადაიდება ის რიგითი ნომრები, რომლებიც ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად იქნა არჩეული. ყველა დარჩენილი ფურცელი ისე იკეცება, რომ შეუძლებელი იყოს მათზე დაწერილი ნომრების წაკითხვა. ცესკოს თავმჯდომარე შევსებულ ფურცლებს ათავსებს გამჭვირვალე ყუთში, საიდანაც პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების წარმომადგენლები სათითაოდ იღებენ მათ. წილნაყარი ნომერი ხდება საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატის რიგითი ნომრის განსაზღვრის მიზნით წილისყრა იმართება არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა. 10. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩასატარებელი არჩევნებისათვის საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილ კანდიდატებს მათი წარმდგენი საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები მიეკუთვნებათ. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატის რიგითი ნომერი განისაზღვრება ამ კანონის 119-ე მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი წესით. 11. თუ საარჩევნო სუბიექტის რეგისტრაცია მისთვის რიგითი ნომრის მიკუთვნების შემდეგ გაუქმდა, დარჩენილი საარჩევნო სუბიექტები ინარჩუნებენ ადრე მიკუთვნებულ რიგით ნომრებს. 12. ინფორმაცია საარჩევნო სუბიექტების რიგითობის შესახებ ქვეყნდება ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე რეგისტრაციის ვადის დამთავრებიდან არაუგვიანეს 3 დღისა. იმავე ვადაში ქვეყნდება იმ სუბიექტთა სია, რომელთაც უარი ეთქვათ რეგისტრაციაზე. მუხლი 167. მერობის კანდიდატის რეგისტრაცია და რიგითი ნომრის განსაზღვრა 1. მერად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 5 წელს მაინც. 2. (ძალადაკარგულია - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება №3/2/588 - ვებგვერდი, 04.05.2016წ.) 2 1. კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა მერობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვთ ამ კანონის 142-ე მუხლის შესაბამისად რეგისტრირებულ პარტიას/საარჩევნო ბლოკს, აგრეთვე ამ კანონის 141-ე მუხლის შესაბამისად რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს. 3. მერობის კანდიდატის სტატუსის მის თანამდებობრივ მდგომარეობასთან შეუთავსებლობა განისაზღვრება ამ კანონის 136-ე მუხლით. მერობის კანდიდატის სტატუსის მის თანამდებობრივ მდგომარეობასთან შეუთავსებლობაზე არ ვრცელდება ამ კანონის 117-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი. 12 4. პარტია/საარჩევნო ბლოკი/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი მერობის კანდიდატის რეგისტრაციისათვის საბუთებს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას წარუდგენს. გამონაკლისია ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატი, რომლის საბუთებიც ცესკოს წარედგინება. მერობის კანდიდატის რეგისტრაციისათვის წარდგენილ საბუთებს ამოწმებს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, რომელიც საბუთების წარდგენიდან 2 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს არჩევნების დღემდე 28-ე დღისა: ა) საარჩევნო რეგისტრაციაში ატარებს მერობის კანდიდატს, თუ კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) მერობის კანდიდატის წარმდგენი პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს წერილობით აცნობებს კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში არსებული მონაცემების ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით), თუ ასეთი შეუსაბამობა არსებობს; პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს საბუთების სრულყოფისთვის 2 დღე ეძლევა. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შესწორებული მონაცემები მოწმდება და კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი წყდება მონაცემების წარდგენიდან 2 დღის ვადაში. 6. თუ შესწორებული მონაცემები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საარჩევნო რეგისტრაციაში ატარებს მერობის კანდიდატს, ხოლო შეუსაბამობის შემთხვევაში იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას მისთვის საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად აღინიშნება რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და კანონის ის ნორმები, რომელთა მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). განკარგულება კანდიდატის წარმდგენ საარჩევნო სუბიექტს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა. 7. მერობის კანდიდატის რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მას გადასცემს კანდიდატის მოწმობას. 8. მერობის კანდიდატი რეგისტრაციაში გატარდება, თუ წარდგენილია: ა) კანდიდატის სააღრიცხვო ბარათი; ბ) კანდიდატის წარდგენის შესახებ განცხადება, რომელიც დამოწმებულია ხელმძღვანელ პირთა ხელმოწერებით; ბ1) კანდიდატის წარდგენის შესახებ განცხადება, რომელიც დამოწმებულია პარტიის/საარჩევნო ბლოკის ხელმძღვანელი პირის (პირების), ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრთა ხელმოწერებით; გ) ორი ფოტოსურათი; დ) კანდიდატის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი. 9. კანდიდატის წარმდგენი საარჩევნო სუბიექტის გადაწყვეტილებას მერობის კანდიდატის წარდგენის შესახებ უნდა დაერთოს სააღრიცხვო ბარათი, რომელშიც მითითებულია კანდიდატის: ა) სახელი, გვარი; 13 ბ) დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი); გ) სქესი; დ) მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით); ე) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი; ვ) სამუშაო ადგილი (დაწესებულების, ორგანიზაციის, საწარმოს და ა. შ. დასახელება); ზ) თანამდებობა; თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი“; თ) პარტიულობა; თუ უპარტიოა, მიეთითება „უპარტიო“; ი) საქართველოში 5 წლის ცხოვრების ფაქტი; კ) თანხმობა მერად/გამგებლად კენჭისყრაზე; ლ) ხელმოწერა და ხელმოწერის თარიღი. 10. მერობის კანდიდატი რეგისტრაციაში არ გატარდება ამ მუხლის მე-4–მე-6 პუნქტების მოთხოვნების გათვალისწინებით, ხოლო რეგისტრირებული კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით, ქალაქ თბილისის მერის არჩევნების დროს კი – ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით – ამ პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ შემთხვევებში, ან სასამართლოს გადაწყვეტილებით – ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ შემთხვევაში, თუ საარჩევნო კომისიისათვის წარდგენილი განცხადებები და საბუთები არ აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ ყველა მოთხოვნას ან დაკმაყოფილებული არ არის ამავე კანონით დადგენილი სხვა პირობები, კერძოდ, თუ: ა) განცხადებებსა და საბუთებში აღნიშნული მონაცემები არასრულია ან არასწორია; ბ) ერთდროულად არსებობს ან არსებობდა მერობის კანდიდატის თანხმობა სხვა მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებში ან/და ნებისმიერი საკრებულოს არჩევნებში კანდიდატის სტატუსით მონაწილეობაზე; გ) დარღვეულია ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები; დ) დარღვეულია ამ კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის ან/და 48-ე მუხლის მოთხოვნები. 11. მერობის კანდიდატს მისი წარმდგენი საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი მიეკუთვნება. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატის განისაზღვრება ამ კანონის 119-ე მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი წესით. 14 რიგითი ნომერი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს საარჩევნო კოდექსში საარჩევნო სუბიექტისათვის რიგითი ნომრის განსაზღვრის თაობაზე სხვადასხვა რეგულაციების არსებულობა, რეგულაციების გაფანტულობა და ერთმანეთთან შეუსაბამობა. საპარლამენტო, საპრეზიდენტო, თუ თვითმმართველობის არჩევნებისათვის რიგითი ნომრის განსაზღვრის საკითხი ერთმანეთისგან განსხვავებულია პროცედურულად, ვადებში და მიკუთვნების თვალსაზრისითაც. რიგითი ნიმრის განსაზღვრის მარეგულირებელ ნორმებში ცვლილებები შეტანილია სხვადასხვა პერიოდში, რამაც წარმოქმნა ერთმანეთისგან განსხვავებული შინაარსი. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიღების მიზანს წარმოადგეს საარჩევნო სუბიექტებისათვის რიგითი ნომრის განსაზღვრის თაობაზე არსებული ნორმების სიტემატიზაცია, სამივე სახის არჩევნებისთვის საერთო პრინციპის განსაზღვრა და ერთ მუხლად ჩამოყალიბება. მოქმედ ნორმებში ერთმანეთთან არსებული წინააღმდეგობების აღმოფხვრა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი პროექტის შესაბამისად, კანონს ემატება 381 მუხლი (საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომრის განსაზღვრა) რომელიც აერთიანებს საპარლამენტო, საპრეზიდენტო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის რიგითი ნომრის განმსაზღვრელ ნორმებს. ნორმების სიტემატიზაციის შედეგად კანონიდან ამოსაღებია 102-ე, 119-ე მუხლები, 145-ე მუხლის მე-8 მე-12 პუნქტები და 167-ე მუხლის მე-11 პუნქტი, რაც ასევე მოცემულია წარმოდგენილ კანონპროექტში. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს საბიუჯეტო ხარჯების შემცირებას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ფინანსურ შედეგებს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი) კანონპროექტით არ ხდება ახალი გადასახადის შემოღება ან განსაზღვრა გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი შეესაბამება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი მონაწილეობა არ მიუღიათ. არასახელმწიფო ან/და დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საპარლამენტო ფრაქციები „ევროპული საქართველო“, "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" და "ევროპული საქართველო - რეგიონები". ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საპარლამენტო ფრაქციები „ევროპული საქართველო“, "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" და "ევროპული საქართველო რეგიონები".
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 102. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რიგითი ნომრის განსაზღვრა 1. პრეზიდენტობის კანდიდატის რიგითი ნომერი განისაზღვრება ამ მუხლით დადგენილი წესით, არჩევნებამდე 25 დღით ადრე. რიგითი ნომრის განსაზღვრის მიზნით შესაბამისი პროცედურები ტარდება ცესკოს შენობაში, მის სხდომებზე დასწრების უფლების მქონე პირთა თანდასწრებით. 2. პირველად ნომრის არჩევის უფლება აქვს იმ პოლიტიკური გაერთიანების მიერ წარდგენილ კანდიდატს, რომელმაც წინა საპარლამენტო არჩევნებში პროპორციული წესით ყველაზე მეტი ხმა მიიღო. პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენელი ცესკოს წარუდგენს განცხადებას, რომლის მიხედვითაც პოლიტიკური გაერთიანების მიერ წარდგენილი კანდიდატი ირჩევს წინა საპარლამენტო არჩევნებში მისი წარმდგენი პოლიტიკური პარტიის კუთვნილ რიგით ნომერს ან იღებს პირველ ნომერს. ამავე წესით ნომრის არჩევის უფლება თანამიმდევრულად აქვთ იმ კანდიდატებს, რომელთა წარმდგენმა პოლიტიკურმა პარტიებმა წინა საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით დაიკავეს მეორე და მესამე ადგილები, რომლებსაც აქვთ უფლება, აირჩიონ წინა საპარლამენტო არჩევნებში მათთვის მიკუთვნებული რიგითი ნომერი, ან აირჩიონ შესაბამისად მეორე ან მესამე ნომერი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ნომერი, რომელიც მათ ჰქონდათ წინა საპარლამენტო არჩევნებში, უკვე მიეკუთვნა მათზე უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური გაერთიანების მიერ წარდგენილ კანდიდატს. 3. თუ წინა საპარლამენტო არჩევნებში რიგითი ნომერი მინიჭებული ჰქონდა საარჩევნო ბლოკს, ამ ნომრის გამოყენების უფლება ეძლევა ბლოკის წევრთა ჩამონათვალში პირველად დასახელებული პარტიის მიერ წარდგენილ კანდიდატს. 4. გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა, პრეზიდენტობის კანდიდატის რიგითი ნომერი გამოვლინდება წილისყრით. 5. წილისყრის მიზნით ცესკოს თავმჯდომარე ერთი ფორმისა და სახეობის ფურცლებზე, ერთი და იმავე საწერი საშუალებით წერს პრეზიდენტობის კანდიდატების რაოდენობის შესაბამის ნომრებს. ყოველი ფურცელი უნდა დამოწმდეს ცესკოს ბეჭდით. ამის შემდეგ ცალკე გადადებენ იმ ნომრებს, რომლებიც არჩეულ იქნა ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით. ყველა დარჩენილი ფურცელი იკეცება იმგვარად, რომ შეუძლებელი იყოს მათზე არსებული ნომრის წაკითხვა. ცესკოს თავმჯდომარე შევსებულ ფურცლებს ათავსებს გამჭვირვალე ყუთში, საიდანაც პრეზიდენტობის კანდიდატის წარმომადგენლები სათითაოდ იღებენ მათ. წილნაყარი ნომერი ხდება პრეზიდენტობის კანდიდატის რიგითი ნომერი. 6. პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში დარჩენილი კანდიდატები ინარჩუნებენ მიკუთვნებულ რიგით ნომრებს. 7. რეგისტრირებული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატების სიას თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს ცესკო კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 24-ე დღისა. მუხლი 119. საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომრის განსაზღვრა 1. საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი განისაზღვრება ამ მუხლით დადგენილი წესით, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა. საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომრის განსაზღვრის მიზნით სათანადო პროცედურები ტარდება შესაბამისი საარჩევნო კომისიის შენობაში, სხდომებზე დასწრების უფლების მქონე პირთა თანდასწრებით. 2. პირველად ნომრის არჩევის უფლება აქვს იმ პოლიტიკურ გაერთიანებას, რომელმაც წინა საპარლამენტო არჩევნებში პროპორციული წესით ყველაზე მეტი ხმა მიიღო. პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენელი ცესკოს წარუდგენს განცხადებას, რომლის მიხედვითაც პოლიტიკური გაერთიანება იტოვებს წინა საპარლამენტო არჩევნებში მიკუთვნებულ რიგით ნომერს ან იღებს პირველ ნომერს. ამავე წესით ნომრის არჩევის უფლება თანამიმდევრულად აქვთ წინა საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით მეორე და მესამე ადგილებზე გასულ პოლიტიკურ გაერთიანებებს, რომლებსაც აქვთ უფლება, დაიტოვონ წინა საპარლამენტო არჩევნებზე მიკუთვნებული რიგითი ნომერი, ან აირჩიონ შესაბამისად მეორე ან მესამე ნომერი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ნომერი, რომელიც მათ ჰქონდათ წინა საპარლამენტო არჩევნებზე, უკვე მიეკუთვნა მათზე უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკურ გაერთიანებას. 3. თუ ბოლო საპარლამენტო არჩევნებში რიგითი ნომერი მინიჭებული ჰქონდა საარჩევნო ბლოკს, რომელიც პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში პირველ, მეორე ან მესამე ადგილზე გავიდა, ამ ნომრის გამოყენების უფლება ეძლევა ბლოკის წევრთა ჩამონათვალში პირველად დასახელებულ პარტიას. 4. თუ არჩევნებისათვის საარჩევნო ბლოკი შექმნეს ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიებმა, რომელთაგან ერთს მაინც აქვს რიგითი ნომრის არჩევის უფლება, მათ ბლოკის წესდებაში უნდა მიუთითონ, ამ პარტიის (თუ ასეთი პარტია ერთზე მეტია – რომელი პარტიის) რიგითი ნომრით ისარგებლებენ თუ გამოიყენებენ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირველი, მეორე ან მესამე ნომრის არჩევის უფლებას. 5. საარჩევნო სუბიექტების (გარდა ამ მუხლის მე-2−მე-4 პუნქტებით განსაზღვრული საარჩევნო სუბიექტებისა) რიგითი ნომრები წილისყრით გამოვლინდება. 6. წილისყრის მიზნით კომისიის თავმჯდომარე ერთი და იმავე ფორმისა და სახეობის ფურცლებზე, ერთი და იმავე საწერი საშუალებით წერს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების რაოდენობის შესაბამის ნომრებს. რიგითი ნომრებისათვის ნატურალური რიცხვები (1, 2, 3 და ა. შ.) გამოიყენება. თუ რიგითი ნომრის არჩევის უფლების მქონე საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი საარჩევნო სუბიექტების რაოდენობაზე მეტია და მან ეს ნომერი დაიტოვა, უმაღლესი რიგითი ნომრის ნაცვლად ამ სუბიექტის რიგითი ნომერი დაიწერება. ყოველი ფურცელი კომისიის ბეჭდით უნდა დამოწმდეს. დამოწმების შემდეგ ცალკე გადაიდება ის რიგითი ნომრები, რომლებიც ამ მუხლის მე-2−მე-4 პუნქტებით დადგენილი წესით იქნა არჩეული. ყველა დარჩენილი ფურცელი ისე იკეცება, რომ შეუძლებელი იყოს მათზე დაწერილი ნომრების წაკითხვა. ცესკოს თავმჯდომარე შევსებულ ფურცლებს ათავსებს გამჭვირვალე ყუთში, საიდანაც პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების წარმომადგენლები სათითაოდ იღებენ მათ საარჩევნო რეგისტრაციის გავლის რიგითობის შესაბამისად. წილნაყარი ნომერი ხდება საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი. 7. პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატებს აქვთ იგივე რიგითი ნომერი, რომელიც მათ წარმდგენ პარტიას/საარჩევნო ბლოკს აქვს მინიჭებული. 8. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატს რიგით ნომერს წილისყრით ანიჭებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია. წილისყრის მიზნით კომისიის თავმჯდომარე ერთი ფორმისა და სახეობის ფურცლებზე, ერთი და იმავე საწერი საშუალებით წერს საარჩევნო ოლქში საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატების შესაბამისი რაოდენობის ფურცლებზე ნომრებს, რომლებიც იწყება არჩევნებში მონაწილე პარტიებისათვის/საარჩევნო ბლოკებისათვის მინიჭებული უმაღლესი რიგითი ნომრის მომდევნო რიცხვიდან. ყოველი ფურცელი უნდა დამოწმდეს კომისიის ბეჭდით. ყველა ფურცელი იკეცება იმგვარად, რომ შეუძლებელი იყოს მათზე არსებული ნომრის წაკითხვა. კომისიის თავმჯდომარე შევსებულ ფურცლებს ათავსებს გამჭვირვალე ყუთში, საიდანაც ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები სათითაოდ იღებენ მათ. წილნაყარი ნომერი ხდება საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი. 9. საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში დარჩენილი საარჩევნო სუბიექტები საარჩევნო ბიულეტენში ინარჩუნებენ მიკუთვნებულ რიგით ნომერს. 10. რეგისტრირებულ პარტიულ სიებს, აგრეთვე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში რეგისტრირებულ კანდიდატთა შესახებ იმ მონაცემებს, რომლებიც შეიტანება საარჩევნო ბიულეტენში, თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს ცესკო კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 25-ე დღისა. მუხლი 145. პარტიული სიებისა და ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილ საკრებულოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია 1. საკრებულოს არჩევნებისას პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი პარტიული სიის და ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილი საკრებულოს წევრობის კანდიდატის რეგისტრაციისათვის წარდგენილ საბუთებს ამოწმებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, რომელიც საბუთების წარდგენიდან 2 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს არჩევნების დღემდე 28-ე დღისა: ა) საარჩევნო რეგისტრაციაში ატარებს პარტიულ სიას, საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილ საკრებულოს წევრობის კანდიდატებს, თუ წარდგენილი პარტიული სია და თანდართული საბუთები, აგრეთვე საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) წერილობით აცნობებს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან პარტიულ სიასა და თანდართულ საბუთებში, აგრეთვე საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში არსებული მონაცემების შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით), თუ არსებობს ასეთი შეუსაბამობა; პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს 2 დღე ეძლევა ზემოაღნიშნული სიისა და საბუთების სრულყოფისთვის. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შესწორებული მონაცემები მოწმდება და საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი წყდება მონაცემების წარდგენიდან 3 დღის ვადაში. 3. თუ შესწორებული მონაცემები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საარჩევნო რეგისტრაციაში ატარებს საკრებულოს წევრობის მაჟორიტარ კანდიდატს, პარტიულ სიას ან მის იმ ნაწილს, რომელიც შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს (თუ სიის ამ ნაწილში კანდიდატთა რაოდენობა დადგენილ მინიმუმზე ნაკლები არ არის), ხოლო დანარჩენი კანდიდატების თაობაზე იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას მათთვის საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად აღინიშნება რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და კანონის ის ნორმები, რომელთა მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). განკარგულება პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა. 4. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაციის შემდეგ 3 დღის ვადაში შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მათ გადასცემს კანდიდატის მოწმობებს. 5. საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატი რეგისტრაციაში გატარდება, თუ წარდგენილია: ა) კანდიდატის სააღრიცხვო ბარათი, რომელშიც მითითებულია საქართველოში 5 წლის ცხოვრების ფაქტი; ბ) კანდიდატის წარდგენის შესახებ განცხადება, რომელიც დამოწმებულია პარტიების/საარჩევნო ბლოკების ხელმძღვანელ პირთა ხელმოწერებით; გ) ორი ფოტოსურათი; დ) კანდიდატის თანხმობა კენჭისყრაში მონაწილეობაზე. 6. პარტიული სია ან საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი საკრებულოს წევრობის კანდიდატი რეგისტრაციაში არ გატარდება ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების მოთხოვნების გათვალისწინებით, ან საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით (ამ პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში): ა) თუ სააღრიცხვო ბარათში მითითებული არ არის: ა.ა) კანდიდატის სახელი, გვარი; ა.ბ) კანდიდატის საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი; ა.გ) კანდიდატის დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი); ა.დ) კანდიდატის მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით); ა.ე) კანდიდატის პარტიულობა (პარტიის წევრობის შემთხვევაში); თუ უპარტიოა, მიეთითება „უპარტიო“; ა.ვ) კანდიდატის თანამდებობა და სამუშაო ადგილი; თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი“; ა.ზ) კანდიდატის საქართველოში 5 წლის ცხოვრების ფაქტი; ა.თ) კანდიდატის თანხმობა საკრებულოს წევრად კენჭისყრაზე; ა.ი) იმ ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის დასახელება და ნომერი, რომელშიც იგი წარდგენილია მაჟორიტარ კანდიდატად; ა.კ) სააღრიცხვო ბარათის შევსების თარიღი; ბ) თუ პარტიულ სიაში შეყვანილი კანდიდატი არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიის წევრია; გ) თუ კანდიდატი შეყვანილია ერთზე მეტ პარტიულ სიაში და ერთდროულად არსებობს ან არსებობდა მისი თანხმობა ერთზე მეტ სიაში შეყვანაზე; დ) თუ პარტიულ სიაში შეყვანილი კანდიდატი წერილობით განაცხადებს თანხმობას სხვა პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ კანდიდატად წარდგენაზე; ე) თუ ერთდროულად არსებობს ან არსებობდა საკრებულოს წევრობის კანდიდატის წერილობითი თანხმობა სხვა საკრებულოს წევრობის, მერობის კანდიდატად წარდგენაზე; ვ) თუ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-2 დღისა რეგისტრირებულ პარტიულ სიაში კანდიდატთა რაოდენობა ამ კანონით დადგენილ მინიმუმზე ნაკლები აღმოჩნდა; ზ) თუ დარღვეულია ამ კანონის 47-ე მუხლის მოთხოვნები. 7. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებში აღნიშნულ მოთხოვნათა დარღვევისას კანდიდატს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რეგისტრაციაში არ ატარებს. 8. პარტიას/საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს, მოითხოვოს არჩევნებში იმ რიგითი ნომრით მონაწილეობა, რომელიც მას ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ჰქონდა მიკუთვნებული. ამისთვის მან ცესკოს უნდა წარუდგინოს განცხადება არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-40 დღისა. რიგითი ნომრის არჩევის უფლება პირველად აქვს იმ პოლიტიკურ გაერთიანებას, რომელმაც წინა საპარლამენტო არჩევნებში პროპორციული წესით ყველაზე მეტი ხმა მიიღო. პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენელი ცესკოს წარუდგენს განცხადებას იმის თაობაზე, რომ პოლიტიკური გაერთიანება იტოვებს წინა საპარლამენტო არჩევნებში მიკუთვნებულ რიგით ნომერს ან იღებს პირველ ნომერს. ამავე წესით რიგითი ნომრის არჩევის უფლება თანამიმდევრულად აქვთ წინა საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით მეორე და მესამე ადგილებზე გასულ პოლიტიკურ გაერთიანებებს. მათ უფლება აქვთ, დაიტოვონ წინა საპარლამენტო არჩევნებში მიკუთვნებული რიგითი ნომერი ან აირჩიონ, შესაბამისად, მეორე ან მესამე ნომერი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც რიგითი ნომერი, რომელიც მათ წინა საპარლამენტო არჩევნებში ჰქონდათ, უკვე მიეკუთვნა მათ შედეგებზე უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკურ გაერთიანებას. 81. თუ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში არ მონაწილეობს ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე საარჩევნო ბლოკი, მისი რიგითი ნომრით სარგებლობის უფლება ენიჭება საარჩევნო ბლოკის წევრთა ჩამონათვალში პირველად დასახელებულ პარტიას. თუ იგი აირჩევს მის რიგით ნომერს ან უარს განაცხადებს საარჩევნო ბლოკის ნომრით სარგებლობაზე და ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად აირჩევს ერთ-ერთ რიგით ნომერს, საარჩევნო ბლოკის რიგითი ნომრის გამოყენების ან ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული რიგითი ნომრის არჩევის წესით სარგებლობის უფლება შესაბამისად გადაეცემა ბლოკში დასახელებულ მომდევნო პარტიას და ა. შ.. თუ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის შექმნილი საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში გაერთიანებული არიან ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიები, მათ საარჩევნო ბლოკის წესდებაში უნდა მიუთითონ, რომელი პარტიის რიგითი ნომრით ისარგებლებენ. თუ რომელიმე პარტიამ/საარჩევნო ბლოკმა არ გამოიყენა ზემოაღნიშნული რიგითი ნომრით სარგებლობის უფლება, მისი რიგითი ნომერი გამოვლინდება წილისყრით, ამ მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად. 9. საარჩევნო სუბიექტების (გარდა იმ საარჩევნო სუბიექტებისა, რომლებმაც რიგითი ნომრები ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად აირჩიეს) რიგითი ნომრები წილისყრით გამოვლინდება. წილისყრის მიზნით კომისიის თავმჯდომარე ერთი და იმავე ფორმისა და სახეობის ფურცლებზე, ერთი და იმავე საწერი საშუალებით წერს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების რაოდენობის შესაბამის ნომრებს. რიგითი ნომრებისათვის ნატურალური რიცხვები (1, 2, 3 და ა.შ.) გამოიყენება. თუ რიგითი ნომრის არჩევის უფლების მქონე საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი საარჩევნო სუბიექტების რაოდენობაზე მეტია და მან ეს ნომერი დაიტოვა, უმაღლესი რიგითი ნომრის ნაცვლად ამ სუბიექტის რიგითი ნომერი დაიწერება. ყოველი ფურცელი კომისიის ბეჭდით უნდა დამოწმდეს. დამოწმების შემდეგ ცალკე გადაიდება ის რიგითი ნომრები, რომლებიც ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად იქნა არჩეული. ყველა დარჩენილი ფურცელი ისე იკეცება, რომ შეუძლებელი იყოს მათზე დაწერილი ნომრების წაკითხვა. ცესკოს თავმჯდომარე შევსებულ ფურცლებს ათავსებს გამჭვირვალე ყუთში, საიდანაც პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების წარმომადგენლები სათითაოდ იღებენ მათ. წილნაყარი ნომერი ხდება საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატის რიგითი ნომრის განსაზღვრის მიზნით წილისყრა იმართება არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა. 10. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩასატარებელი არჩევნებისათვის საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილ კანდიდატებს მათი წარმდგენი საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები მიეკუთვნებათ. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატის რიგითი ნომერი განისაზღვრება ამ კანონის 119-ე მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი წესით. 11. თუ საარჩევნო სუბიექტის რეგისტრაცია მისთვის რიგითი ნომრის მიკუთვნების შემდეგ გაუქმდა, დარჩენილი საარჩევნო სუბიექტები ინარჩუნებენ ადრე მიკუთვნებულ რიგით ნომრებს. 12. ინფორმაცია საარჩევნო სუბიექტების რიგითობის შესახებ ქვეყნდება ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე რეგისტრაციის ვადის დამთავრებიდან არაუგვიანეს 3 დღისა. იმავე ვადაში ქვეყნდება იმ სუბიექტთა სია, რომელთაც უარი ეთქვათ რეგისტრაციაზე. მუხლი 167. მერობის კანდიდატის რეგისტრაცია და რიგითი ნომრის განსაზღვრა 1. მერად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 5 წელს მაინც. 2. (ძალადაკარგულია - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება №3/2/588 - ვებგვერდი, 04.05.2016წ.) 2 1. კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა მერობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვთ ამ კანონის 142-ე მუხლის შესაბამისად რეგისტრირებულ პარტიას/საარჩევნო ბლოკს, აგრეთვე ამ კანონის 141-ე მუხლის შესაბამისად რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს. 3. მერობის კანდიდატის სტატუსის მის თანამდებობრივ მდგომარეობასთან შეუთავსებლობა განისაზღვრება ამ კანონის 136-ე მუხლით. მერობის კანდიდატის სტატუსის მის თანამდებობრივ მდგომარეობასთან შეუთავსებლობაზე არ ვრცელდება ამ კანონის 117-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი. 4. პარტია/საარჩევნო ბლოკი/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი მერობის კანდიდატის რეგისტრაციისათვის საბუთებს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას წარუდგენს. გამონაკლისია ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატი, რომლის საბუთებიც ცესკოს წარედგინება. მერობის კანდიდატის რეგისტრაციისათვის წარდგენილ საბუთებს ამოწმებს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, რომელიც საბუთების წარდგენიდან 2 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს არჩევნების დღემდე 28-ე დღისა: ა) საარჩევნო რეგისტრაციაში ატარებს მერობის კანდიდატს, თუ კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) მერობის კანდიდატის წარმდგენი პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს წერილობით აცნობებს კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში არსებული მონაცემების ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით), თუ ასეთი შეუსაბამობა არსებობს; პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს საბუთების სრულყოფისთვის 2 დღე ეძლევა. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შესწორებული მონაცემები მოწმდება და კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი წყდება მონაცემების წარდგენიდან 2 დღის ვადაში. 6. თუ შესწორებული მონაცემები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საარჩევნო რეგისტრაციაში ატარებს მერობის კანდიდატს, ხოლო შეუსაბამობის შემთხვევაში იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას მისთვის საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად აღინიშნება რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და კანონის ის ნორმები, რომელთა მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). განკარგულება კანდიდატის წარმდგენ საარჩევნო სუბიექტს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა. 7. მერობის კანდიდატის რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მას გადასცემს კანდიდატის მოწმობას. 8. მერობის კანდიდატი რეგისტრაციაში გატარდება, თუ წარდგენილია: ა) კანდიდატის სააღრიცხვო ბარათი; ბ) კანდიდატის წარდგენის შესახებ განცხადება, რომელიც დამოწმებულია ხელმძღვანელ პირთა ხელმოწერებით; ბ1) კანდიდატის წარდგენის შესახებ განცხადება, რომელიც დამოწმებულია პარტიის/საარჩევნო ბლოკის ხელმძღვანელი პირის (პირების), ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრთა ხელმოწერებით; გ) ორი ფოტოსურათი; დ) კანდიდატის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი. 9. კანდიდატის წარმდგენი საარჩევნო სუბიექტის გადაწყვეტილებას მერობის კანდიდატის წარდგენის შესახებ უნდა დაერთოს სააღრიცხვო ბარათი, რომელშიც მითითებულია კანდიდატის: ა) სახელი, გვარი; ბ) დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი); გ) სქესი; დ) მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით); ე) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი; ვ) სამუშაო ადგილი (დაწესებულების, ორგანიზაციის, საწარმოს და ა. შ. დასახელება); ზ) თანამდებობა; თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი“; თ) პარტიულობა; თუ უპარტიოა, მიეთითება „უპარტიო“; ი) საქართველოში 5 წლის ცხოვრების ფაქტი; კ) თანხმობა მერად/გამგებლად კენჭისყრაზე; ლ) ხელმოწერა და ხელმოწერის თარიღი. 10. მერობის კანდიდატი რეგისტრაციაში არ გატარდება ამ მუხლის მე-4–მე-6 პუნქტების მოთხოვნების გათვალისწინებით, ხოლო რეგისტრირებული კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით, ქალაქ თბილისის მერის არჩევნების დროს კი – ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით – ამ პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ შემთხვევებში, ან სასამართლოს გადაწყვეტილებით – ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ შემთხვევაში, თუ საარჩევნო კომისიისათვის წარდგენილი განცხადებები და საბუთები არ აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ ყველა მოთხოვნას ან დაკმაყოფილებული არ არის ამავე კანონით დადგენილი სხვა პირობები, კერძოდ, თუ: ა) განცხადებებსა და საბუთებში აღნიშნული მონაცემები არასრულია ან არასწორია; ბ) ერთდროულად არსებობს ან არსებობდა მერობის კანდიდატის თანხმობა სხვა მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებში ან/და ნებისმიერი საკრებულოს არჩევნებში კანდიდატის სტატუსით მონაწილეობაზე; გ) დარღვეულია ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები; დ) დარღვეულია ამ კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის ან/და 48-ე მუხლის მოთხოვნები. 11. მერობის კანდიდატს მისი წარმდგენი საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი მიეკუთვნება. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატის რიგითი ნომერი განისაზღვრება ამ კანონის 119-ე მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი წესით.