საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრის ემზარ კვიციანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/145; 26.03.2018) საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადის ორი თვით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-05-28
ბიუროს ნომერი 165
📜 ტექსტი
წერილი
N 8914
25/05/2018
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის ემზარ კვიციანის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია საქართველოს კანონის პროექტი
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/145,
26.03.2018), რომელზედაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განსაზღვრულია როგორც
წამყვანი კომიტეტი.
კანონპროექტის მიხედვით, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა ხდება
დასჯადი ქმედება და სამართალდამრღვევს ეკისრება ფულადი ჯარიმა ან თავისუფლების
აღკვეთა.
კანონპროექტზე სავალდებულო კომიტეტია - ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი და მისი სავალდებულო წესით განხილვის ვადა
განისაზღვრა მიმდინარე წლის 25 აპრილამდე.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2018
წლის 24 აპრილის სხდომაზე განიხილა აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა, თუმცა
საბოლოო გადაწყვეტილება ვერ მიიღო, რადგან საჭიროდ მიიჩნია დამატებითი
კონსულტაციების ჩატარება და პოზიციების შეჯერება სამუშაო ჯგუფის ფორმატში, რაც
საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2018 წლის 25 აპრილის N153/12 გადაწყვეტილებით
დადგენილ ვადაში - 2018 წლის 25 მაისამდე ვერ მოხერხდა. საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის 147-ე მუხლის მე-7 პუნქტისა და 152-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად,
სავალდებულო კომიტეტმა ითხოვა განხილვის ვადის გაგრძელება ორი თვის ვადით.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სავალდებულო კომიტეტს დასკვნის
მოსამზადებლად ესაჭიროება დამატებითი დრო, მიზანშეწონილად მიგვაჩნია,
კანონპროექტის ვადის გაგრძელება ორი თვით.
პატივისცემით,
ეკა ბესელია
თავმჯდომარე