საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა „საგზაო უსაფრთხოებისა და ავტოსკოლების ასოციაციის“ მიერ წარმოდგენილი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N5527; 12.04.2018) საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-05-28
ბიუროს ნომერი 165
📜 ტექსტი
წერილი
N 8952
28/05/2018
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გაცნობებთ, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში წარმოდგენილია
საქართველოს საგზაო უსაფრთხოებისა და ავტოსკოლების ასოციაციის
საკანონმდებლო წინადადება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით (N5527; 12.04.2018).
საკანონმდებლო წინადადების მიზანია ცვლილება შევიდეს „საგზაო
მოძრაობის შესახებ“ კანონში, გასწორდეს ხარვეზები, დაემატოს ახალი საგზაო
ნიშნები და ტერმინები.
საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადა განისაზღვრა მიმდინარე
წლის 29 მაისამდე.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საკანონმდებლო წინადადება
შეიცავს მოსაზრებებს საგზაო მოძრაობის შესახებ მრავალ სპეციფიკურ საკითხზე,
რომელზეც
მიზანშეწონილია
წინადადების
ავტორებისა
და
შსს-ს
წარმომადგენლების პოზიციების შეჯერება, რისთვისაც საჭიროა დამატებითი
დრო.
აღნიშნულიდან გამომდინარე მიზანშეწონილად მიგვაჩნია, კანონპროექტის
ვადის გაგრძელება 30 დღით.
პატივისცემით,
ეკა ბესელია
თავმჯდომარე