საქართველოს პარლამენტის წევრების გიორგი მოსიძისა და გედევან ფოფხაძის 2018 წლის 13-18 მაისს უკრაინაში მივლინების ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
04.06.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი მოსიძე
ნომერი
#9467/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-06-04
ბიუროს ნომერი 168

📜 ტექსტი

ანგარიში
9467-3-9-3-201806041021 N 9467 04/06/2018 საქართველოს პარლამენტის ბიუროს წევრებს ქალბატონებო და ბატონებო! მოგახსენებთ, რომ ა.წ. 13-18 მაისს საქართველოს პარლამენტის წევრთან, გედევან ფოფხაძესთან ერთად მივლინებით ვიმყოფებოდი უკრაინაში, ქალაქ კიევში, სადაც მონაწილეობა მივიღეთ ასპენის ინსტიტუტის (აშშ) ორგანიზებულ საერთაშორისო სემინარში „პოლიტიკურ ლიდერთა ფასეულობები 21-ე საუკუნეში“ (Values of Leadership in the 21st century). სემინარში ჩვენს გარდა მონაწილეობდნენ უკრაინის, მოლდოვის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსიის, უნგრეთის, რუსეთის, ფინეთის ახალგაზრდა ლიდერები - პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დეპუტატები, მაღალი და საშუალო რანგის საჯარო მოხელეები, მას-მედიისა და ბიზნესის თვალსაჩინო წარმომადგენლები. სემინარის თემატიკა მოიცავდა შემდეგ სესიებს: ადამიანი და საზოგადოება (არისტოტელე, თომას ჰობსი, ჟან-ჟაკ რუსო, დუგლას ნორტი/ჯონ უოლისი/ბარი ვაინგასტი), თავისუფლება და თანასწორობა (ალექსის ტოკვილი, ჯონ სტიუარტ მილი, კარლ მარქსი/ფრიდრიხ ენგელსი, ზიგმუნდ ბაუმანი), სამართლიანობა და სამართალი (პლატონი, ჯერემია ბენტამი, ჯონ როლზი, ლონ ფულერი), საკუთრება (არისტოტელე, ჯონ ლოკი, პიერ-ჟოზეფ პრუდონი, ერნანდო დე სოტო), წინააღმდეგობები საზოგადოებაში (მარტინ ვან კრეველდი, რონალდ ინგლჰარტი, მოიზეს ნაიმი, შერილ სენდბერგი), კეთილი ცხოვრების შესახებ (ქსენოფონტი, სენეკა, ალ-ფარაბი, პასკალ ბრიუკნერი), ლიდერობა ცვლად სამყაროში (ნიკოლო მაკიაველი, ლევ ტოლსტოი, მაქს ვებერი, ჰანს იონასი). გარდა ამისა, სემინარის მონაწილეების მიერ დადგმული იქნა სოფოკლეს ტრაგედია „ანტიგონე“, რომელიც სახელმწიფოსა და ინდივიდის რთულ ურთიერთობებსა და საბედისწერო კონფლიქტს ეძღვნება. სემინარმა მეგობრულ და საქმიან ვითარებაში ჩაიარა, რაც ხელს შეუწყობს ურთიერთობების გაღრმავებას ჩვენთვის მნიშვნელოვანი სახელმწიფოების ახალგაზრდა ლიდერებთან. პატივისცემით, გიორგი მოსიძე