საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტისა და მისი თანმდევი პროექტების (07-2/142; 06.11.2017) განხილვის ვადის სამი კვირით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
04.06.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
ნომერი
#9503/9-1
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-06-04
ბიუროს ნომერი 168

📜 ტექსტი

წერილი
N 9503 04/06/2018 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტებზე: "დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/142; 06.11.2017) ბიუროს გადაწყვეტილებით დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი განისაზღვრა წამყვან კომიტეტად. საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დადგენილ ვადაში ჩაატარა კომიტეტის სხდომა, სადაც განხილულ იქნა ზემოაღნიშნული კანონპროექტის პაკეტი. საკითხის აქტუალურობიდან გამოიმდინარე საჭირო გახდა დამატებითი კონსულტაციების გამართვა. შესაბამისად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ კომიტეტს მომართა თხოვნით კანონპროექტის პაკეტის განხილვის ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით. გთხოვთ, გაითვალისწინოთ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მომართვა და გააგრძელოთ კანონპროექტების განხილვის ვადა 4 ივლისის ჩათვლით. დანართი: 1 ფურცელი. პატივისცემით, რომან კაკულია თავმჯდომარე
დანართი
6/4/2018 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო KA020170627940718 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო MINISTRY OF ECONOMY AND SUSTAINABLE DEVELOPMENT OF GEORGIA 0114 თბილისი, სანაპიროს ქ. №2 Tel.: (+995 32) 2 99 11 05 2, Sanapiro str., 0114 Tbilisi, Georgia Tel.: (+995 32) 2 99 11 11 № 05/5118 04 / ივნისი / 2018 წ. საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ რომან კაკულიას ბატონო რომან, როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილია საქართველოს კანონის პროექტი "დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტები. იმის გათვალისწინებით, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, აგრეთვე საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურთან და სადაზღვევო კომპანიებთან მიმდინარე განხილვების ფარგლებში გამოიკვეთა კანონპროექტების ირგვლივ დამატებითი კონსულტაციების საჭიროება, გთხოვთ, აღნიშნული პაკეტის განხილვა გადაგვივადოთ 1 თვით. პატივისცემით, მინისტრის მოადგილე file:///tmp/tomcat8-tomcat8-tmp/320e8af7-4138-492f-897f-906e2231d219.html ირმა ქავთარაძე 1/1