საქართველოს პარლამენტის წევრების ოთარ კახიძის და ელენე ხოშტარიას მომართვა 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელ საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში საქართველოს პარლამენტის წევრის სერგო რატიანის წარდგენის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-06-06
ბიუროს ნომერი 170
📜 ტექსტი
წერილი
9732-3-9-3-201806051819
N 9732
05/06/2018
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს
ბატონ ირაკლი კობახიძეს
ბატონო ირაკლი,
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 59-ე მუხლის მე-5 პუნქტის
შესაბამისად "2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი
დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელ
საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში“ კომისიის წევრად
წარმოგიდგენთ სერგო რატიანის კანდიდატურას.
პატივისცემით
ოთარ კახიძე
ელენე ხოშტარია