„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-06-11
ბიუროს ნომერი 171
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №20, 04.05.2005, მუხ. 143) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის:
ა) ,,ღ4“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ღ4) მასწავლებლობის მაძიებელი – პირი, რომელსაც აქვს სულ მცირე ეროვნული სასწავლო
გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით ბაკალავრის
აკადემიური ხარისხი ან/და სასპორტო პროფესიული განათლების დამადასტურებელი
დოკუმენტი (სასპორტო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლის შემთხვევაში),
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებიდან გამომდინარე არაუმეტეს 2 წლისა
დასაქმებულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;“;
ბ) ,,ღ7“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ღ7) მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა −
საქართველოს მთავრობის მიერ ამ კანონის შესაბამისად დამტკიცებული მასწავლებლის
უწყვეტი პროფესიული განვითარების სქემა, რომელიც ეფუძნება მასწავლებლის პროფესიულ
სტანდარტს და განსაზღვრავს მასწავლებლის სქემაში ჩართვის პირობებს, შეფასების,
პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის გზებსა და საშუალებებს;“;
გ) ,,ღ8“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ღ9“ და ,,ღ10“ ქვეპუნქტები:
,,ღ9) მოწვეული მასწავლებელი - პირი, რომელიც მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა
და კარიერული წინსვლის სქემაში ჩართვის გარეშე ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებაში ასწავლის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ან
გაუთვალისწინებელ საგანს და რომლის სამუშაო დატვირთვა მოიცავს არაუმეტეს
მასწავლებლის
სრული
დატვირთვისათვის
საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებული საგაკვეთილო საათების 50%-ს, აქვს შესაბამისი საგნის სწავლებისთვის
საჭირო კომპეტენცია ან/და შესაბამის სფეროში პრაქტიკული გამოცდილება;
ღ10) შემცვლელი მასწავლებელი - დროებით არმყოფი მასწავლებლის შემცვლელი პირი,
რომელსაც აქვს სულ მცირე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული
საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და რომელიც
მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ჩართვის
გარეშე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ასწავლის ეროვნული სასწავლო გეგმით
გათვალისწინებულ
ან
გაუთვალისწინებელ
საგნებს
იმ
შემთხვევაში,
თუ
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებიდან გამომდინარე, შეუძლებელია
დროებით არმყოფი მასწავლებლის ჩანაცვლება ამავე სკოლის სხვა მასწავლებლით, რომელიც
აკმაყოფილებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ მოწვეული
მასწავლებლისთვის დადგენილ მოთხოვნებს.“;
დ) „ჰ3“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ჰ4“ ქვეპუნქტი:
„ჰ4) მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დამტკიცებული სასწავლო
პროცესი ან მისი ნაწილი, რომლის გავლაც პირს შეუძლია დისტანციურად. აღნიშნული
კურსის ჩატარებას უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირი –
1
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
საგანმანათლებლო დაწესებულება.
ეროვნული
ცენტრი
ან/და
უმაღლესი
2. 21-ე მუხლის 11 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დ) ჩაერთოს მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში
(გარდა მოწვეული და შემცვლელი მასწავლებლისა);“;
3. 212 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ვ) სამხედრო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელი – სასკოლო სასწავლო გეგმით
გათვალისწინებული სამხედრო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელი;“;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განსაზღვრავს მასწავლებლის
პროფესიულ სტანდარტს, რომელიც მოიცავს პროფესიულ სტანდარტს თითოეული სახის
მასწავლებლისათვის. სამხედრო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლის პროფესიული
სტანდარტი უნდა განისაზღვროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.
მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს უნდა შეესაბამებოდეს ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულების ყველა მასწავლებელი.“;
4. 213 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ამ კანონის 212 მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული
თანამდებობების მასწავლებლები უნდა აკმაყოფილებდნენ მასწავლებლის პროფესიული
სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:
ა) უნდა ჰქონდეთ მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო
საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის
აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების
სწავლების უფლების მითითებით);
ბ) უნდა ჰქონდეთ მაგისტრის აკადემიური ხარისხი განათლების მიმართულებით (ზოგადი
განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული უნდა ჰქონდეთ
საგნობრივი კომპეტენცია;
გ) უნდა ჰქონდეთ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი
ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის/მაგისტრის ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი
და მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში უნდა გაიარონ მასწავლებლის
მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო
პროგრამის დისტანციური კურსი;
დ) უნდა ჰქონდეთ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი
ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი,
ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეთ
მასწავლებლის
მომზადების
საგანმანათლებლო
პროგრამა
და
საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული უნდა ჰქონდეთ საგნობრივი
კომპეტენცია;
2
ე) უნდა ჰქონდეთ მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი
დოკუმენტის მიხედვით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
დადასტურებული უნდა ჰქონდეთ საგნობრივი კომპეტენცია;
ზ) უნდა ჰქონდეთ ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების
მიმართულებაში შემავალი დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.“;
ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. ამ კანონის 212 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
სპეციალური მასწავლებელი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული
სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:
ა) უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო
საგანმანათლებლო პროგრამის ან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის
დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული
აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების
სწავლების უფლების მითითებით) და გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის
მომზადების მოდული ან მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავროსამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეს
სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდული;
ბ) უნდა ჰქონდეს სულ მცირე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული
საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული
აკადემიური ხარისხი და გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური განათლების სამაგისტრო
პროგრამა;
გ) უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი
დოკუმენტის მიხედვით, სპეციალური მასწავლებლად/მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან
2 წლის ვადაში უნდა გაიაროს სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების
საგანმანათლებლო პროგრამა ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის
დისტანციური კურსი და უნდა ჩააბაროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული
შესაბამისი გამოცდა;
დ) უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი
დოკუმენტის მიხედვით და უნდა ჩააბაროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული
შესაბამისი გამოცდა;
დ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
,,31. სპეციალური მასწავლებელი, რომელიც ასწავლის და მუშაობს მხედველობის ან სმენის ან
მრავლობითი სენსორული (ყრუ და უსინათლო) ან მძიმე/ღრმა ინტელექტუალური ან/და
მრავლობითი დარღვევის მქონე ან ქცევითი და ემოციური დარღვევის მქონე სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლის მე3 პუნქტით დადგენილ ერთ-ერთ მოთხოვნას და გავლილი უნდა ჰქონდეს მხედველობის ან
სმენის ან მრავლობითი სენსორული (ყრუ და უსინათლო) ან მძიმე/ღრმა ინტელექტუალური
ან/და მრავლობითი ან ქცევითი და ემოციური დარღვევის მქონე სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის სწავლების სპეციალიზებული
სასერტიფიკატო პროგრამა.
ე) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
3
,,6. ამ კანონის 212 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული
თანამდებობების მასწავლებლებმა უნდა იცოდნენ ორი ენა, რომელთაგან ერთი აუცილებლად
ქართული ენა უნდა იყოს. ამასთანავე, ისინი უნდა აკმაყოფილებდნენ მასწავლებლის
პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ამ მუხლის პირველი პუნქტის ერთერთი ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნას.“;
5. 214 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 214. მასწავლებლობის მაძიებელი
1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება
მასწავლებლობის მაძიებელთან შრომით
ხელშეკრულებას აფორმებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული
ცენტრის თანხმობით.
2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია მასწავლებლობის მაძიებლობის
პერიოდის განმავლობაში მასწავლებლობის მაძიებელს აუნაზღაუროს შრომა საჯარო
სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების
შესაბამისად.
3. მასწავლებლობის მაძიებელი სარგებლობს ამ კანონით მასწავლებლისათვის
გათვალისწინებული ყველა უფლებითა და შეღავათით, გარდა საჯარო სკოლის სამეურვეო
საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის უფლებისა.
4. მასწავლებლობის მაძიებლის სტატუსით პირმა სკოლაში შეიძლება იმუშაოს არა უმეტეს 2
წლისა, რა დროსაც უნდა გაიაროს მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამა.
მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამის წარმატებით გავლის შემთხვევაში პირს
მასწავლებლის განათლებისათვის ამ კანონის 213 მუხლით დადგენილი შესაბამისი
მოთხოვნები ეთვლება დაკმაყოფილებულად.
5. მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამას ამტკიცებს და წარმართავს მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
6. მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდში მასწავლებლის ზედამხედველობაზე
პასუხისმგებელია შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელშიც ის
ასწავლის.
7. იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებლობის მაძიებელი ვერ დაძლევს მასწავლებლობის
მაძიებლობის
პროგრამას,
უწყდება
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებასთან
გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება.
8. მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციისა და მაძიებლობის პერიოდის გავლის წესს,
აგრეთვე მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუშს და მისი
გაცემის წესს ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.“;
6. 217 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 217. მასწავლებლის საქმიანობის დაწყება/შეწყვეტა, პროფესიული განვითარება და
კარიერული წინსვლა“
ბ) პირველი-მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. მასწავლებლის საქმიანობის დაწყება და შეწყვეტა ხორციელდება საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული მასწავლებლის
საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესის შესაბამისად. მასწავლებლის პროფესიული
განვითარება და კარიერული წინსვლა ხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ
4
დამტკიცებული მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის
სქემის შესაბამისად.
2. მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესი და მასწავლებლის პროფესიული
განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა მასწავლებლებს უნდა აყენებდეს თანაბარ
მდგომარეობაში, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა,
პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური
კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა და საცხოვრებელი
ადგილისა.
3. მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიზანია
კვალიფიციური კადრების მომზადება, მასწავლებლის კომპეტენციის ამაღლება, მისი
პროფესიული განვითარება, სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლება მოსწავლეთა შედეგების
გასაუმჯობესებლად.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული მიზნის მისაღწევად მასწავლებლის პროფესიული
განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა განსაზღვრავს:
ა) მასწავლებლის სქემაში ჩართვის წესს, შეფასების კრიტერიუმებს და მასწავლებლის
შეფასების ელექტრონული სისტემის წარმოების წესს;
ბ) მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სხვა საკითხებს.“;
7. 218 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 218. მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების
რეგისტრაცია
1. მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების
განხორციელების უფლება აქვთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
რეგისტრირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს.
2. მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების
რეგისტრაციას ახორციელებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული
ცენტრი.
3. მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების
რეგისტრაციის დებულებასა და საფასურს ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების მინისტრი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის
წარდგინებით.
4. მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის რეგისტრაციის
შესახებ გადაწყვეტილებაში აღინიშნება აგრეთვე ამ პროგრამის კრედიტების რაოდენობა.“;
8. 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს
მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემას;
ე) ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრის (შემდგომში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი)
მიერ უცხო ქვეყნის იმ უფლებამოსილ ინსტიტუტთან ხელშეკრულების გაფორმების
კრიტერიუმებსა და სტანდარტებს, რომელიც ახორციელებს საზღვარგარეთ აღიარებული
ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის აღიარებას.“;
9. 26-ე მუხლის პირველი პუნქტის:
5
ა) ,,ჭ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ჭ2“ ქვეპუნქტი:
,,ჭ2) ამტკიცებს მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესს;“
ბ) ,,ჯ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ჯ) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით
ამტკიცებს მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების
რეგისტრაციის დებულებასა და საფასურს;“;
10. 281 მუხლის მე-2 პუნქტის:
ა) ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ე) მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციისა და მაძიებლობის პერიოდის გავლის წესის,
აგრეთვე მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუშისა და
მისი გაცემის წესის შემუშავება;“;
ბ) ,,ზ“ და ,,თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ზ) მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის
შემუშავება;
თ) მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების
რეგისტრაციის დებულების შემუშავება და მასწავლებლის პროფესიული განვითარების
საგანმანათლებლო პროგრამების რეგისტრაციის განხორციელება;“;
11. 43-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,დ1“
ქვეპუნქტი:
,,დ1) უფლებამოსილია დაადგინოს მოწვეული და შემცვლელი მასწავლებლისათვის
წასაყენებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები;“;
12. 561 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. სკოლისგარეშე სახელოვნებო ან სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულების
მასწავლებელი პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას ახორციელებს
საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა
და კარიერული წინსვლის სქემის შესაბამისად.“;
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. სკოლისგარეშე სახელოვნებო ან სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულების
მასწავლებელთა საქმიანობის წარმართვის პირობებისა და წესის განსაზღვრის მიზნით
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო მონაწილეობს მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების პროგრამების რეგისტრაციის დებულების იმ ნაწილის
შემუშავებაში, რომელიც ეხება სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო
დაწესებულებების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამებს.“;
13. 612 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 612. მასწავლებელთა სერტიფიცირებიდან მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა
და კარიერული წინსვლის სქემაზე გადასვლა“;
ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
6
,,1. 2014 წლის ბოლომდე ჩატარებული მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგები
გათვალისწინებულ იქნეს მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული
წინსვლის სქემაში.“;
გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მასწავლებელი/პირი უფლებამოსილია
დაიწყოს მასწავლებლად მუშაობა. 2023 წლის ბოლომდე მასწავლებლად მუშაობის დაწყების
უფლება აქვს აგრეთვე ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე
პირს, რომელმაც მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში უნდა გაიაროს
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა ან მასწავლებლის მომზადების
საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსი.“.
დ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
,,4. პირები, რომლებიც 2018-2019 სასწავლო წლის დასაწყისისთვის ასწავლიან
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და არ არიან ჩართული მასწავლებლის
პროფესიული
განვითარებისა
და
კარიერული
წინსვლის
სქემაში
ჩაითვალონ
მასწავლებლობის მაძიებლებად.“.
14. 612 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 613 მუხლი:
„მუხლი 613. სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული
წინსვლის სქემაზე გადასვლა
1. ამ კანონის 213 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სპეციალური მასწავლებლის
განათლებასთან დადგენილი მოთხოვნები დაკმაყოფილებულად ჩაეთვალო პირს, რომელსაც
აქვს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და გავლილი აქვს
სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამა;
2. მოქმედი სპეციალური მასწავლებელი, რომელიც ვერ აკმაყოფილებდეს ამ კანონის 213
მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ სპეციალური მასწავლებლის განათლებასთან
დადგენილ მოთხოვნებს, კომპეტენციის დადასტურების მიზნით ვალდებულია 2022 წლის 1
იანვრამდე ჩააბაროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდა.“.
მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ
კანონთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
7
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღების მიზეზია მასწავლებლის საქმიანობის დაწყების,
პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში დაგეგმილი
ცვლილებებისათვის
შესაბამისი
სამართლებრივი
საფუძველების
შექმნისა
და
მასწავლებლის პროფესიაში შესვლის გზების გამრავალფეროვნების აუცილებლობა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია მასწავლებლების ნდობის ამაღება მასწავლებლის
საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის
სქემისადმი, მასწავლებლის პროფესიაში შესვლის გზების გამრავალფეროვნება და
მასწავლებლის პროფესიული განვითარების პროფრამების განხორციელების უფლების
მოპოვების სისტემის გადახედვა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის შესაბამისად, იცვლება ,,ზოგადი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებული მასწავლებლობის მაძიებლობის ცნება და
სისტემა. კერძოდ, მასწავლებლობის მაძიებელი იქნება პირი, რომელსაც აქვს სულ მცირე
ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის
მიმართულებით ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან/და სასპორტო პროფესიული
განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (სასპორტო საგნის/საგნობრივი ჯგუფის
მასწავლებლის შემთხვევაში), ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებიდან
გამომდინარე დროებით დასაქმებულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.
აღსანიშნავია, რომ მასწავლებლობის მაძიებლობის სისტემა დღეს მოქმედი რედაქციით არ
ფუნქციონირებს, რამდენადაც ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი
მასწავლებლობის მაძიებელს განმარტავს პირად, რომელიც დროებით ასწავლის
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად.
თუმცა, ამავე დროს ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 214 მუხლის მე2 პუნქტში ნათქვამია, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული
ცენტრი რეგისტრაციაში ატარებს მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ
კანონით დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. გაურკვეველია, პირს, რომელიც
აკმაყოფილებს მასწავლებლის განათლებისათვის საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და შეუძლია ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებაში
მუშაობა
დაიწყოს
მასწავლებლად,
რატომ
უნდა
გახდეს
მასწავლებლობის
მაძიებელი.
აღნიშნულიდან
გამომდინარე,
კანონპროექტით
წარმოდგენილი ცვლილების შესაბამისად, მასწავლებლობის მაძიებლობა გახდება
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მასწავლებლად მუშაობის დაწყების უფლების
მოპოვების ერთ-ერთი გზა ახალგაზრდა და მოტივირებული მასწავლებლობის უფლების
არმქონე პირებისთვის, რაც ხელს შეუწყობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებში
მასწავლებლის დეფიციტის აღმოფხვრასა და ახალგაზრდა კადრების მოზიდვას.
მასწავლებლობის მაძიებლობის სისტემის ცვლილების აუცილებლობით არის
განპირობებული ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 214 მუხლის
შეცვლაც. მასწავლებლობის მაძიებლობის სისტემის ცვლილებიდან გამომდინარე, ასევე
ცვლილება შედის ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 281 მუხლის მე-2
პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტში და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული
ცენტრის ვალდებულებად განისაზღვრება მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციისა
და მაძიებლობის პერიოდის გავლის წესის, აგრეთვე მაძიებლობის პერიოდის გავლის
დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუშისა და მისი გაცემის წესის შემუშავება.
კანონპროექტის მიხედვით, იცვლება მასწავლებლის საქმიანობის დაწყების,
პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის სახელწოდება და
დანიშნულება. კერძოდ, მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული
განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა აღარ მოაწესრიგებს მასწავლებლის
საქმიანობის დაწყებისა და საქმიანობის შეწყვეტის საკითხებს, შესაბამისად, სქემის
დასახელება განისაზღვრება შემდეგნაირად - მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა
და კარიერული წინსვლის სქემა. აღნიშნული უზრუნველყოფს მასწავლებლების ნდობის
ამაღლებას სქემისადმი. მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული
განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის სახელწოდების ცვლილებიდან
გამომდინარე, კანონპროექტით წარმოდგენილია ცვლილება ,,ზოგადი განათლების
შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლში, 217 მუხლში, 25-ე მუხლში, 26-ე მუხლში, 281
მუხლში, 561 მუხლში და 612 მუხლში.
კანონპროექტით წარმოდგენილი შემდგომი ცვლილება უკავშირდება მოწვეული
მასწავლებლის ტერმინის შემოღებას, კერძოდ მოწვეული მასწავლებელი იქნება პირი,
რომელიც მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში
ჩართვის გარეშე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ასწავლის ეროვნული
სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ან გაუთვალისწინებელ საგანს და რომლის სამუშაო
დატვირთვა მოიცავს არაუმეტეს მასწავლებლის სრული დატვირთვისათვის საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებული საგაკვეთილო საათების 50%-ს, აქვს შესაბამისი
საგნის სწავლებისთვის საჭირო კომპეტენცია ან/და შესაბამის სფეროში პრაქტიკული
გამოცდილება. აღნიშნული მნიშვნელოვანია, რამდენადაც განსაკუთრებულ პრობლემას
წარმოადგენს არჩევითი და ფაკულტატური საგნების სწავლება, რადგან აღნიშნული
საგნების სწავლება ხორციელდება ერთი/ორი სემესტრის განმავლობაში, დამოკიდებულია
მოსწავლეთა არჩევანზე და შესაბამისად შეიძლება ყოველ სემესტრულად/წლიურად
შეიცვალოს, რაც აზრს აკარგვინებს მისი პედაგოგის მასწავლებლის პროფესიული
განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ჩართვას. ამასთან, შესაძლოა სკოლას
სურდეს კონკრეტულ სფეროში პრაქტიკული გამოცდილების მქონე პირის მოწვევა
სხვადასხვა საგნის ჩასატარებლად.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს შემცვლელი მასწავლებლის ტერმინის
შემოღებას, კერძოდ შემცვლელი მასწავლებელი იქნება პირი, რომელსაც აქვს სულ მცირე
ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის
მიმართულებით ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და რომელიც მასწავლებლის
პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ჩართვის გარეშე
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ასწავლის ეროვნული სასწავლო გეგმით
გათვალისწინებულ
ან
გაუთვალისწინებელ
საგნებს
იმ
შემთხვევაში,
თუ
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებიდან გამომდინარე, შეუძლებელია
დროებით არმყოფი მასწავლებლის ჩანაცვლება სხვა მასწავლებლით, რომელიც
აკმაყოფილებს მასწავლებლის განათლებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს. შემცვლელ
მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან 1 წლის განმავლობაში პირი ვალდებული იქნება
დააკმაყოფილოს მასწავლებლის განათლებასთან დაკავშირებული მოთხოვნები,
წინააღმდეგ შემთხვევაში, დაუშვებელი იქნება მასთან შრომითი ურთიერთობის
გაგრძელება. საყურადღებოა, რომ როგორც მოწვეული, ასევე შემცვლელი მასწავლებელი
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებაში
დასაქმებულ
იქნებიან
დროებით,
შესაბამისად, მათი ჩართვა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული
წინსვლის სქემაში აზრს მოკლებულია. კანონპროექტის შესაბამისად, მოწვეული და
შემცვლელი მასწავლებლისათვის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის უფლება
მიეცემა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორს.
კანონპროექტის შესაბამისად, იცვლება მასწავლებლის მომზადებისა და
პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სისტემა.
პირველ რიგში საყურადღებოა ის გარემოება, რომ ,,ზოგადი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონის მოქმედი რედაქცია ითვალისწინებდა მასწავლებლის მომზადების
საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საკითხს. აღსანიშნავია, რომ
მასწავლებლის მომზადება ხორციელდება მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული
საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამით, რომლის აკრედიტაციის
საკითხებსაც აწესრიგებს ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი.
შესაბამისად, მიზანშეწონილია ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის
ფარგლებში მოწესრიგდეს მხოლოდ მასწავლებლის პროფესიული განვითარების
საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების მოპოვების საკითხი.
საყურადღებოა, რომ კანონპროექტის შესაბამისად, მასწავლებლის პროფესიული
განვითარების
საგანმანათლებლო
პროგრამების
განხორციელების
უფლების
მოპოვებისათვის ნაცვლად აკრედიტაციისა იქნება რეგისტრაცია, რომელსაც განათლების
ხარისხის განვითრების ეროვნული ცენტრის მაგივრად განახორციელებს მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. აღნიშნული ხელს შეუწყობს
მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ
ინფორმაციის აკუმულირებას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ
ცენტრში. მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების
რეგისტრაციის შემოღებით არის განპირობებული ცვლილება ,,ზოგადი განათლების
შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლში, 281 მუხლში და 561 მუხლში.
კანონპროექტი ითვალისწინებს ცვლილების შეტანას ,,ზოგადი განათლების
შესახებ“ საქართველოს კანონის 213 მუხლით გათვალისწინებული მასწავლებლის
საკვალიფიკაციო მოთხოვნებში, რითაც უზრუნველყოფილი იქნება მასწავლებლის
პროფესიაში შესვლის მრავალფეროვანი გზები. ამასთან, პრაქტიკული ვითარებიდან
გამომდინარე, ზუსტდება მასწავლებლის ზოგიერთი საკვალიფიკაციო მოთხოვნა.
კანონპროექტის შესაბამისად, ,,ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს
კანონის“ 612 მუხლს ემატება მე-4 პუნქტი, რომლის მიხედვით, პირები, რომლებიც 20182019
სასწავლო
წლის
დასაწყისისთვის
ასწავლიან
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებაში და არ არიან ჩართული მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და
კარიერული წინსვლის სქემაში ჩაითვლებიან მასწავლებლობის მაძიებლებად. იმის
გათვალისწინებით, რომ ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი
რედაქციით გათვალისწინებული მასწავლებლობის მაძიებლობის სისტემა არ მუშაობს
ზემო აღნიშნული მიზეზებით, დღეის მდგომარეობით საჯარო სკოლებში დასაქმებული
არიან პირები, რომლებიც არ აკმაყოფილებენ მასწავლებლის განათლებისათვის
დადგენილ მოთხოვნებს, რის გამოც არ არიან ჩართული მასწავლებლის საქმიანობის
დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში. ზოგიერთ
ტერიტორიულ ერთეულში საჯარო სკოლებმა გამოაცხადეს კონკურსი მასწავლებლის
პოზიციაზე,
მასწავლებლის
განათლებასთან
დაკავშირებული
მოთხოვნების
გათვალისწინებით, თუმცა ვერ მოხდა ისეთი პირის მოძიება, რომელიც დააკმაყოფილებდა
მასწავლებლის
განათლებასთან
დაკავშირებულ
მოთხოვნებს.
აღნიშნულის
გათვალისწინებით, სკოლები დადგნენ დილემის წინაშე, შრომითი ხელშეკრულება
გაეფორმებინათ
პირისათვის,
რომელიც
არ
აკმაყოფილებდა
მასწავლებლის
განათლებისათვის დადგენილ მოთხოვნებს ან საფრთხე შეექმნათ სასწავლო პროცესის
მიმდინარეობისთვის. საყურადღებოა, რომ განათლების უფლება საქართველოს
კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა, ამასთან, დაწყებითი და საბაზო განათლება
სავალდებულოა. შესაბამისად, სკოლების მიერ საგანმანათლებლო პროცესისათვის
საფრთხის შექმნა ხელს შეუშლიდა პირის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების
რეალიზებას, რის გამოც ზოგიერთ სკოლაში დასაქმდა პირი, რომელიც იმ ეტაპისთვის არ
აკმაყოფილებდა მასწავლებლის განათლებისათვის საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილ მოთხოვნებს. სწორედ აღნიშნული პირების მასწავლებლის პროფესიაში
შესვლის ლეგიტიმური გზის შექმნას ემსახურება ზემოაღნიშნული ცვლილება.
კანონპროექტის მიხედვით, ტექნიკური ხასიათის ცვლილება შედის ასევე ,,ზოგადი
განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 212 მუხლის მე-2 პუნქტში და 25-ე მუხლის მე2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტში.
გარდა ზემოაღნიშნულისა, კანონპროექტის თანახმად გარდამავალ და დასკვნით
დებულებას 612 მუხლის შემდეგ ემატება 613 მუხლი, რომლის თანახმადაც სპეციალური
მასწავლებლის განათლებასთან დადგენილი მოთხოვნები დაკმაყოფილებულად
ჩაეთვლებათ პირებს, რომლებსაც აქვს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური
ხარისხი და გავლილი აქვს სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამა. ასევე,
მოქმედი სპეციალური მასწავლებლები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ამ კანონის 213
მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ სპეციალური მასწავლებლის განათლებასთან
დადგენილ მოთხოვნებს, კომპეტენციის დადასტურების მიზნით ვალდებულნი ხდებიან
2022 წლის 1 იანვრამდე ჩააბარონ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული
შესაბამისი გამოცდა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან
დამატებითი სახსრების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი
ნაწილის ცვლილებას. კანონპროექტით გათვალისწინებული მოწვეული და
შემცვლელი
მასწავლებელი დაფინანსდებიან
ვაუჩერული
დაფინანსების
ფარგლებში. აღნიშნული მასწავლებლების და ასევე მასწავლებლის მაძიებლის
დაფინანსება, მოხდება სასკოლო სასწავლო გეგმის ფარგლებში და ექნებათ, იმ
საგაკვეთილო საათების დატვირთვა რაც ეროვნული სასწავლო გეგმით არის
გათვალისწინებული. რაც შეხება შემცვლელ მასწავლებელს, ის ახდენს იმ
მასწავლებლის ჩანაცვლებას, რომელიც სკოლას შეიძლება ან საერთოდ არ ჰყავს და
ახდენს ვაკანტური შტატის შევსებას ან სხვა ობიექტური გარემოების გამო ვერ
ახერხებდეს გაკვეთილების ჩატარებას და ახდენს მის დროებით შეცვლას.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს, მასწავლებლის მომზადების
საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსის ტერმინის შემოღებას. უნდა
აღინიშნოს, რომ დღეისათვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები
ისედაც ახორციელებენ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო (60
კრედიტიან)
პროგრამას,
შესაბამისად
ხდება
აღნიშნული
პროგრამის
დისტანციურად გავლის შესაძლებლობა, რაც არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების
გაღებას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი
ფინანსური ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტით არ დგინდება ფინანსური შედეგი იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის
გადასახდელს.
გ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
სამართლებრივ
სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/
დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
არ არის.
დ.ბ)
კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის
(დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
არ არის.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები:
მარიამ ჯაში
გენადი მარგველაშვილი
სიმონ ნოზაძე
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები:
მარიამ ჯაში
გენადი მარგველაშვილი
სიმონ ნოზაძე
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლების სრული რედაქცია, რომელშიც „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით შედის ცვლილება
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ავტორიზაცია – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების
პროცედურა, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების
დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის
აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა;
ა1)
აკრედიტაცია
–
აკრედიტაციის
სტანდარტებთან
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობის განსაზღვრის პროცედურა,
რომლის მიზანია განათლების ხარისხის ასამაღლებლად დაწესებულების სისტემატური
თვითშეფასების დამკვიდრება და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების
ხელშეწყობა;
ა2) ბრენდირება − საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ
დადგენილი სკოლების ინდივიდუალური შეფასების სისტემა. სკოლების ბრენდირებისას
უმაღლესი შეფასება ენიჭება სკოლას, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ კრიტერიუმებს ან/და ახორციელებს
აკრედიტებულ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამას და აკმაყოფილებს საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ კრიტერიუმებს;
ბ) დამატებითი ინდივიდუალური მუშაობა – ეროვნული და სასკოლო სასწავლო გეგმებით
დადგენილი გაკვეთილების (საათების) გარდა, მასწავლებლის მუშაობა ეროვნული სასწავლო
გეგმის მიზნების მისაღწევად;
ბ1) დირექტორის ეთიკის კოდექსი – დირექტორის ქცევის წესების ერთობლიობა;
ბ2) დისტანციური სწავლება − ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ზოგადი განათლების მისაღებად ან/და
ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის დასაძლევად
ორგანიზებული, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სასწავლო
პროცესი ან მისი ნაწილი. დისტანციური სწავლების განხორციელებისათვის აუცილებელია
კურიკულუმის დაგეგმვის, სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და წარმართვის შესაბამისი
მიდგომებისა და მეთოდების გამოყენება;
გ) დისციპლინური გადაცდომა – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შინაგანაწესით
განსაზღვრული წესების დარღვევა;
დ) დისციპლინური დევნა – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ჩატარებულ
ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელთა მიზანია მოსწავლის ან მასწავლებლის მიერ
ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის გამოვლენა;
ე) დისციპლინური სახდელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შინაგანაწესით
განსაზღვრული დისციპლინური გადაცდომისათვის გათვალისწინებული ზემოქმედების
ზომა;
ე1) ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო – დოკუმენტი, რომელიც აერთიანებს საქართველოში
არსებულ ყველა კვალიფიკაციას, მათ შორის, ზოგადი განათლების საბაზო და საშუალო
საფეხურებს;
ვ) ეროვნული სასწავლო გეგმა – დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ზოგადი განათლების ყველა
საფეხურისათვის საათების განაწილებას, სასწავლო გარემოს ორგანიზების პირობებსა და
რეკომენდაციებს, მოსწავლეთა აუცილებელ დატვირთვას, იმ მიღწევების (უნარ-ჩვევებისა და
ცოდნის) ჩამონათვალს, რომელთაც მოსწავლე უნდა ფლობდეს ყოველი საფეხურის
დამთავრებისას, და ამ უნარ-ჩვევებისა და ცოდნის შეძენის საშუალებათა აღწერას;
ზ) ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დამატებითი საგანმანათლებლო
მომსახურება – საჯარო სკოლების მიერ სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული,
ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებში საათების მაქსიმალური
რაოდენობის ფარგლებში გაწეული მომსახურება;
თ) ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო და
სააღმზრდელო მომსახურება – საჯარო სკოლების მიერ სასკოლო სასწავლო გეგმით
განსაზღვრული, სააღმზრდელო და ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელ
საგნებში გაწეული საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება;
ი) ეროვნული შეფასებების სისტემა – სისტემა, რომლის საშუალებითაც სახელმწიფო ამოწმებს,
რამდენად შეესაბამება მოსწავლეთა მიღწევები ეროვნული სასწავლო გეგმებით დადგენილ
მიღწევათა დონეებს და რამდენად რეალურია ამ დონეების დაძლევა;
კ) ექსტერნატი – იმ პირის მიერ ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო
დოკუმენტის მიღების წესი, რომელმაც დამოუკიდებლად აითვისა ზოგადსაგანმანათლებლო
პროგრამები;
ლ) ვაუჩერი – სახელმწიფოს მიერ მოსწავლისათვის გადაცემული, მიმოქცევადი ფინანსური
ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება გამოშვებულ იქნეს როგორც მატერიალიზებული, ისე
არამატერიალიზებული ფორმით და რომელიც განკუთვნილია მოსწავლის მიერ ზოგადი
განათლების მიღების დასაფინანსებლად;
მ) ზოგადი განათლება – განათლება, რომლის მიზანია საქართველოს მოქალაქის აღზრდა და
მომზადება ზოგადი განათლების შემდგომი პროფესიული და საზოგადოებრივი
ცხოვრებისათვის. საქართველოში სრული ზოგადი განათლება მოიცავს 12 წელს;
ნ) ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი – დოკუმენტი, რომელიც ამ კანონის
შესაბამისად განსაზღვრავს ქვეყანაში არსებული ზოგადი განათლების სისტემის მიზნებს.
ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი არის ეროვნული სასწავლო გეგმის და
ზოგადი განათლების სისტემის ძირითადი მაჩვენებლების შემუშავების საფუძველი. ზოგადი
განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტს იღებს საქართველოს მთავრობა საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წარდგინებით და წარუდგენს პარლამენტს
დასამტკიცებლად;
ო) ზოგადი განათლების საფეხურები – საქართველოში სრულ ზოგად განათლებას აქვს სამი
საფეხური: დაწყებითი (6 წელი), საბაზო (3 წელი) და საშუალო (3 წელი);
პ) ზოგადი განათლების სისტემა – ეროვნული და სასკოლო სასწავლო გეგმების, მათი
განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების, იმ სახელმწიფო
ორგანოებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ერთობლიობა, რომლებიც
უზრუნველყოფენ ზოგადი განათლების მიღებას;
ჟ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება/სკოლა:
ჟ.ა) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით
ავტორიზებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან კერძო სამართლის სამეწარმეო ან
არასამეწარმეო
(არაკომერციული)
იურიდიული
პირი,
რომელიც
ახორციელებს
ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად და სრულად
მოიცავს ზოგადი განათლების ერთ საფეხურს მაინც;
ჟ.ბ) ამ კანონის 341 მუხლით გათვალისწინებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის
განმახორციელებელი დაწესებულება;
ჟ 1)
საზღვარგარეთ
აღიარებული
ზოგადსაგანმანათლებლო
პროგრამა
−
ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც აღიარებულია უცხო ქვეყნის იმ
უფლებამოსილი ინსტიტუტის მიერ, რომელთანაც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს −
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება;
რ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციული და ფინანსური ავტონომია
– ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების თვითმმართველობა, რომლის სუბიექტები
საჯარო სკოლაში არიან: სამეურვეო საბჭო, დირექცია, პედაგოგიური საბჭო, მოსწავლეთა
თვითმმართველობა, დისციპლინური კომიტეტი, ასევე სააპელაციო კომიტეტი – ასეთის
არსებობის შემთხვევაში;
ს) (ამოღებულია - 17.03.2006, №2793);
ტ) თვითშეფასება – სკოლის მიერ მიმდინარე სასწავლო პროცესის ზოგადი განათლების
ეროვნული მიზნების დოკუმენტთან, ეროვნულ სასწავლო გეგმებთან და საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებების ნორმატივებთან შესაბამისობის შემოწმება. თვითშეფასების პროცესში
მონაწილეობენ სკოლის მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები;
უ) ინკლუზიური განათლება – სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის
ჩართვა ზოგადსაგანმანათლებლო პროცესში თანატოლებთან ერთად;
ფ) კაპიტალური ხარჯები – გადასახდელები, რომელთა მიზანია კაპიტალური აქტივების,
სტრატეგიული და განსაკუთრებული მარაგის, საქონლის, მიწის, არამატერიალური აქტივების
შეძენა, შენობა-ნაგებობების, მანქანა-დანადგარების, მოწყობილობების, სატრანსპორტო და
სხვა ძირითადი საშუალებების შეძენა, კაპიტალური რემონტი, მშენებლობა და
რეკონსტრუქცია;
ქ) კერძო სკოლა – კერძო სამართლის იურიდიული პირის სახით დაფუძნებული
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება;
ღ) კლასი – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეთა დროებითი, სულ მცირე
ერთი სასწავლო წლის განმავლობაში შენარჩუნებული ერთიანობა, რომელიც შედგენილია
ეროვნულ სასწავლო გეგმებში მოცემული რეკომენდაციებისა და ამ დაწესებულების წესდების
მიხედვით და რომელში გაერთიანებული მოსწავლეებიც ძირითადად ერთად სწავლობენ
ზოგადი განათლების რომელიმე საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებს;
ღ1) მასწავლებელი – მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით განსაზღვრული
პროფესიული ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც
ერთ საგანს მაინც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;
ღ2) მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი – მასწავლებლის პროფესიული ქცევის
ნორმების ერთობლიობა;
ღ3) მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი – პროფესიული ვალდებულებების, ცოდნის,
უნარ-ჩვევებისა და ღირებულებების, აგრეთვე კვალიფიკაციების ჩამონათვალი, რომელსაც ამ
კანონის 212 მუხლით გათვალისწინებული ყველა თანამდებობის მასწავლებელი უნდა
აკმაყოფილებდეს;
ღ 4)
მასწავლებლობის
მაძიებელი
–
პირი,
რომელიც
დროებით
ასწავლის
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად;
ღ5 ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობა – მოსწავლეთა
თავისუფალი გადაადგილება სა სწავლო პროცესში მონაწილეობის მისაღებად როგორც
საქართველოში, ისე უცხოეთში, საქართველოს კანონმდებლობითა და ზოგად
საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესებ ით, რასაც თან სდევს სწავლის
პერიოდში მიღებული განათლებისა და შეფასებების აღიარება;
ღ6) (ამოღებულია - 28.11.2014, №2822);
ღ7) მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული
წინსვლის სქემა − საქართველოს მთავრობის მიერ ამ კანონის შესაბამისად დამტკიცებული
მასწავლებლის უწყვეტი პროფესიული განვითარების სქემა, რომელიც ეფუძნება
მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს და განსაზღვრავს მასწავლებლის საქმიანობის
დაწყების, მასწავლებლის შეფასების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის
გზებსა და საშუალებებს;
ღ8) მოსწავლე – პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
ირიცხება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;
ყ) ინდივიდუალური სასწავლო გეგმა – სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე
მოსწავლისათვის შექმნილი, ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაფუძნებული სასწავლო გეგმა,
რომელიც სასკოლო სასწავლო გეგმის ნაწილია;
ყ1) მოსწავლის ქცევის კოდექსი – მოსწავლის ქცევის წესების ერთობლიობა;
შ) მშობელი – მოსწავლის მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი;
შ1 ) საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური − შესაბამისი განათლების მქონე,
ნასამართლობის
არმქონე
საქართველოს
ქმედუნარიანი
მოქალაქე,
რომელიც
ხელშეკრულებების საფუძველზე უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას ;
შ2 ) საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის ეთიკის კოდექსი – საგანმანათლებლო
დაწესებულების მანდატურის ქცევის სავალდებულო ნორმების, დისციპლინური
გადაცდომისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის სახეების, დისციპლინური წარმოების,
მათ შორის, დისციპლინური გადაცდომის განმხილველი ორგანოს შექმნის, წესებ ის
ერთობლიობა;
ჩ) მცირეკონტინგენტიანი სკოლა – სკოლა, რომელშიც ადგილობრივი პირობების გამო
სწავლობს მცირე რაოდენობის მოსწავლე. მცირეკონტინგენტიანი სკოლის ნორმატივს ადგენს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;
ჩ1) მულტილინგვური განათლება – განათლება, რომლის მიზანია სხვადასხვა ენაში
მოსწავლეების ენობრივ კომპეტენციათა განვითარება-გაღრმავება. იგი გულისხმობს
ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში იმგვარი სწავლების ორგანიზებას, რომელიც გაზრდის
აღნიშნული ენების შესწავლისა და გამოყენების ქმედითობას;
ჩ2) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე – პირი, რომელსაც
თანატოლებთან შედარებით აქვს სიძნელე სწავლაში და რომლისთვისაც საჭიროა ეროვნული
სასწავლო გეგმის მოდიფიცირება ან/და სასწავლო გარემოსთან ადაპტაცია ან/და
ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა და განხორციელება;
ჩ 3) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების
მულტიდისციპლინური გუნდი (შემდგომ – მულტიდისციპლინური გუნდი) – სპეციალისტთა
გუნდი, რომელიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების განსაზღვრის მიზნით
ახორციელებს პირის შეფასებას და მისთვის განათლების საუკეთესო ფორმის შერჩევას;
ჩ4) ექსპერტთა ჯგუფი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან
არსებული ჯგუფი (ჯგუფები), რომელიც (რომლებიც) ამ კანონის შესაბამისად იღებს (იღებენ)
გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის მიმართ გადამისამართების (რეფერალის) ღონისძიების
გამოყენების შესახებ;
ჩ5 ) სოციალური მუშაკი – მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლებამოსილი პირი;
ჩ6 ) სკოლა-პანსიონი – სასწავლო-სააღმზრდელო სპეციალიზებული დაწესებულება, სადაც
სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი წესრიგდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით;
ც) (ამოღებულია - 02.03.2007, №4412);
ძ) პედაგოგიური საქმიანობა – მასწავლებლის მიერ მოსწავლეებთან საგაკვეთილო და
დამატებითი ინდივიდუალური მუშაობა;
წ) პილოტირება – ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებისა და ამ მიზნების მიღწევის
საშუალებების რეალურობის შემოწმება სკოლებში;
წ1) (ამოღებულია - 28.11.2014, №2822) ;
ჭ) სასკოლო დრო – სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული პროცესის, აგრეთვე სკოლის
მიერ ინიციირებული, ორგანიზებული, კონტროლირებული, დაფინანსებული, აგრეთვე მისი
სპონსორობით ჩატარებული ნებისმიერი ღონისძიების მიმდინარეობის დრო;
ხ) სასკოლო
სასწავლო
გეგმა –
სასწავლო
გეგმა,
რომელიც
კონკრეტული
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის აზუსტებს ეროვნულ სასწავლო გეგმაში
მოცემულ აუცილებელ დატვირთვას; განსაზღვრავს ეროვნული სასწავლო გეგმით
გათვალისწინებულ დამატებით საგანმანათლებლო მომსახურებას და ეროვნული სასწავლო
გეგმით
გაუთვალისწინებელ
დამატებით
საგანმანათლებლო
და
სააღმზრდელო
მომსახურებას, აგრეთვე სკოლაში მიმდინარე საგანმანათლებლო ღონისძიებებს;
ჯ) საჯარო სკოლა – საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით დაფუძნებული
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება;
ჯ1) (ამოღებულია - 28.11.2014, №2822) ;
ჯ2) (ამოღებულია - 28.11.2014, №2822) ;
ჰ) სკოლის დირექცია – სკოლის დირექტორი, მისი მოადგილე/მოადგილეები და
ბუღალტერია;
ჰ1) სკოლის პედაგოგიური საბჭო – სკოლის მასწავლებელთა თვითმმართველობის ორგანო;
ჰ2) სკოლის სამეურვეო საბჭო – სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი არჩევითი ორგანო;
ჰ3) პირადი გასინჯვა – მოქმედება, რომლის მიზანია დისციპლინური გადაცდომის იარაღის,
იმ საგნის, რომელსაც დისციპლინური გადაცდომის კვალი ატყვია, დისციპლინური
გადაცდომით მოპოვებული ნივთის და ფასეულობის, აგრეთვე იმ საგნის და დოკუმენტის,
რომლებიც საჭიროა დისციპლინური გადაცდომის გარემოებათა გასარკვევად, აღმოჩენა და
ამოღება სკოლაში სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული საამისოდ უფლებამოსილი
პირის მიერ ან მანდატურის მიერ სკოლის დირექტორის ან სკოლის დირექციის
წარმომადგენლის ნებართვით ან ზედამხედველობით.
მუხლი 21. მასწავლებლის სხვა უფლებები და მოვალეობები
1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელს უფლება აქვს:
ა) მოსთხოვოს დაწესებულებას მუშაობისთვის აუცილებელი პირობების შექმნა;
ბ) მიიღოს შრომის ანაზღაურება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
მიერ დადგენილი ნორმატივების მიხედვით;
გ) აიმაღლოს კვალიფიკაცია, რისთვისაც 6 წელიწადში ერთხელ უფლებამოსილია მოითხოვოს
ანაზღაურების გარეშე შვებულება 1 წლამდე ვადით, სამუშაო ადგილის შენარჩუნებით;
დ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.
11. მასწავლებელი ვალდებულია:
ა) მისცეს მოსწავლეს ხარისხიანი განათლება;
ბ) იზრუნოს მოსწავლის პიროვნულ განვითარებაზე და მისი მოქალაქეობრივი ცნობიერების
ჩამოყალიბებაზე;
გ) იზრუნოს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე;
დ) ჩაერთოს მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და
კარიერული წინსვლის სქემაში;
ე) დაიცვას მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი;
ვ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობითა და შრომითი ხელშეკრულებით
გათვალისწინებული ვალდებულებები;
ზ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას საქართველოს კანონმდებლობითა და შრომითი
ხელშეკრულებით დადგენილი წესებით მიაწოდოს ინფორმაცია საკუთარი ჯანმრთელობის
მდგომარეობის შესახებ.
12. მასწავლებელი არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც ნასამართლევია განზრახ ჩადენილი
დანაშაულისათვის და მოხსნილი არ აქვს ნასამართლობა.
2. მასწავლებლის შრომის ანაზღაურება სრული სამუშაო კვირის შემთხვევაში არ უნდა იყოს
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ საჯარო მოსამსახურის მინიმალურ ხელფასზე
ნაკლები.
3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასა და მასწავლებელს შორის შრომითი
ხელშეკრულება იდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
4. მასწავლებლის შრომის ანაზღაურება იზრდება საჯარო სკოლის ბიუჯეტის ზრდასთან
ერთად.
მუხლი 212. მასწავლებლის თანამდებობის სახეები და მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი
1. მასწავლებლის თანამდებობის სახეებია:
ა) დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი – მასწავლებელი, რომელიც ერთ საგანს მაინც
ასწავლის დაწყებით საფეხურზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;
ბ) საბაზო/საშუალო საფეხურის საგნის მასწავლებელი – მასწავლებელი, რომელიც ერთ საგანს
მაინც ასწავლის საბაზო და საშუალო საფეხურებზე ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებაში;
გ) საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელი – მასწავლებელი, რომელიც ერთ საგნობრივ ჯგუფში
გაერთიანებულ ყველა საგანს ასწავლის საბაზო ან/და საშუალო საფეხურზე
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;
დ) სახელოვნებო ან სასპორტო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელი – მასწავლებელი,
რომელიც სახელოვნებო ან სასპორტო საგანს/საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულ ყველა საგანს
ასწავლის შესაბამის საფეხურზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;
ე) სპეციალური მასწავლებელი – მასწავლებელი, რომელიც სპეციალური საგანმანათლებლო
საჭიროების მქონე მოსწავლეს ასწავლის დაწყებით საფეხურზე და ხელს უწყობს
საგანმანათლებლო პროცესში მის ჩართვას დაწყებით, საბაზო ან საშუალო საფეხურზე;
ვ) სამხედრო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელი – სასკოლო სასწავლო გეგმით
გათვალისწინებული სამხედრო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელი, რომელზედაც არ
ვრცელდება მასწავლებლობის მაძიებლობისა და რეგისტრაციისათვის საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები;
ზ)
დაწყებითი
საფეხურის
მულტილინგვური
განათლების
მასწავლებელი
–
არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სექტორის მასწავლებელი,
რომელიც სხვადასხვა ენაზე ასწავლის ერთ ან რამდენიმე საგანს დაწყებით საფეხურზე;
თ) საბაზო/საშუალო საფეხურის საგნის/საგნობრივი ჯგუფის მულტილინგვური განათლების
მასწავლებელი – არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სექტორის
მასწავლებელი, რომელიც სხვადასხვა ენაზე ასწავლის ერთ ან რამდენიმე საგანს საბაზო და
საშუალო საფეხურებზე.
2. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის წარდგინებით საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განსაზღვრავს მასწავლებლის პროფესიულ
სტანდარტს,
რომელიც
მოიცავს
პროფესიულ
სტანდარტს
თითოეული
სახის
მასწავლებლისათვის. სამხედრო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლის პროფესიული
სტანდარტი უნდა განისაზღვროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.
მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს უნდა შეესაბამებოდეს ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულების ყველა მასწავლებელი.
3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიას შეიძლება ასწავლიდეს პროფესიის
მასწავლებელი, რომელიც არის პროფესიული განათლების მასწავლებელი „პროფესიული
განათლების შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 213. მასწავლებლის განათლება
1. ამ კანონის 212 მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული
თანამდებობების მასწავლებლები უნდა აკმაყოფილებდნენ მასწავლებლის პროფესიული
სტანდარტით
დადგენილ
მოთხოვნებს
და
ერთ-ერთ
შემდეგ
მოთხოვნას:
ა) უნდა ჰქონდეთ მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო
საგანმანათლებლო პროგრამის ან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის
დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული
აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების
სწავლების უფლების მითითებით);
ბ) უნდა ჰქონდეთ სულ მცირე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული
საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური
ხარისხი და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გავლილი უნდა ჰქონდეთ
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა;
გ) უნდა ჰქონდეთ მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი
დოკუმენტის მიხედვით და ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ საქართველოს კანონმდებლობით
განსაზღვრული
შესაბამისი
გამოცდა;
დ) უნდა ჰქონდეთ ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების
მიმართულების დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გავლილი უნდა ჰქონდეთ
მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული განვითარების შესაბამისი საგანმანათლებლო
პროგრამა.
2. ამ კანონის 212 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული
თანამდებობების მასწავლებლები, რომლებიც ასწავლიან იმ სკოლაში, რომელიც
ახორციელებს განვითარების შეფერხების (შემეცნებითი ფუნქციებისა და ადაპტური ქცევის
დეფიციტის), სენსორული (სმენისა და მხედველობის), ქცევისა და ემოციური (ასოციალური,
აგრესიული ქცევის და დაუმორჩილებლობის განმეორებადი და მდგრადი გამოვლინება,
რომელიც არ არის ფსიქოტური მდგომარეობის, გუნება-განწყობის ცვალებადობის ან სხვა
დაავადებების თანამდევი სიმპტომი) დარღვევების მქონე ბავშვთა სპეციალურ
საგანმანათლებლო პროგრამებს, უნდა აკმაყოფილებდნენ ამ მუხლის პირველი პუნქტის
მოთხოვნებს და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გავლილი უნდა
ჰქონდეთ სპეციალურ პედაგოგიკაში მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული
განვითარების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამა.
3. ამ კანონის 212 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
თანამდებობის მასწავლებელი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული
სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:
ა) უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო
საგანმანათლებლო პროგრამის ან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის
დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული
აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების
სწავლების უფლების მითითებით) და გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური განათლების
სამაგისტრო პროგრამა;
ბ) უნდა ჰქონდეს სულ მცირე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული
საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური
ხარისხი და გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამა;
გ) უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი
დოკუმენტის მიხედვით და ჩაბარებული უნდა ჰქონდეს საქართველოს კანონმდებლობით
განსაზღვრული
შესაბამისი
გამოცდა;
დ) უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების
მიმართულების დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და გავლილი
უნდა ჰქონდეს სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამა.
4. ამ კანონის 212 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
თანამდებობის მასწავლებელი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული
სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს; ამასთანავე, საბაზო/საშუალო საფეხურის
სახელოვნებო ან სასპორტო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელს უნდა ჰქონდეს:
ა) სრული ზოგადი განათლება;
ბ) შესაბამისი სახელოვნებო ან სასპორტო უმაღლესი განათლება ანდა სასპორტო
პროფესიული განათლება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გავლილი
უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა.
5. ამ კანონის 212 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
თანამდებობის მასწავლებელი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული
სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს; ამასთანავე, სამხედრო საგნის/საგნობრივი ჯგუფის
მასწავლებელს უნდა ჰქონდეს:
ა) სრული ზოგადი განათლება;
ბ) შესაბამისი სამხედრო განათლება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
გავლილი უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა.
6. ამ კანონის 212 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული
თანამდებობების მასწავლებლებმა უნდა იცოდნენ ორი ენა, რომელთაგან ერთი აუცილებლად
ქართული ენა უნდა იყოს. ამასთანავე, ისინი უნდა აკმაყოფილებდნენ მასწავლებლის
პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:
ა) უნდა ჰქონდეთ მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო
საგანმანათლებლო პროგრამის ან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის
დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული
აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების
სწავლების
უფლების
მითითებით);
ბ) უნდა ჰქონდეთ სულ მცირე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული
საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური
ხარისხი და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გავლილი უნდა ჰქონდეთ
სასკოლო პრაქტიკის საგანმანათლებლო პროგრამა;
გ) უნდა ჰქონდეთ მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი
დოკუმენტის მიხედვით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გავლილი
უნდა
ჰქონდეთ
სასკოლო
პრაქტიკის
საგანმანათლებლო
პროგრამა;
დ) უნდა ჰქონდეთ ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების
მიმართულების დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
7. (ამოღებულია - 27.11.2015, №4583).
8. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უფლებამოსილია სამხედრო საგნის/საგნობრივი
ჯგუფის მასწავლებლისათვის დაადგინოს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
მუხლი 214. მასწავლებლობის მაძიებელი
1. მასწავლებლობის მაძიებლობის უფლება შეიძლება მოიპოვოს პირმა, რომელიც დადგენილი
წესით გაივლის რეგისტრაციას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში და
დააკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს .
2. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი რეგისტრაციაში ატარებს
მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ კანონით დადგენილ საკვალიფიკაციო
მოთხოვნებს.
3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია მაძიებლობის პერიოდის
განმავლობაში მასწავლებლობის მაძიებელს აუნაზღაუროს შრომა.
4. მასწავლებლობის მაძიებელი სარგებლობს ამ კანონით მასწავლებლისათვის
გათვალისწინებული ყველა უფლებითა და შეღავათით, გარდა მასწავლებლის შრომის
ანაზღაურების ამ კანონით დადგენილი მინიმალური ოდენობის მიღებისა და საჯარო სკოლის
სამეურვეო საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის უფლებებისა.
5. მასწავლებლობის მაძიებლის სტატუსით პირმა სკოლაში შეიძლება იმუშაოს არა უმეტეს 2
წლისა, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6. მაძიებლობის პერიოდის დასრულების შემდეგ სკოლის დირექტორი მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს დადგენილი წესით წარუდგენს დოკუმენტს
მასწავლებლობის მაძიებლის მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტთან და მასწავლებლის
პროფესიული ეთიკის კოდექსთან შესაბამისობის შესახებ. დოკუმენტი შეიძლება შეიცავდეს
ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) მასწავლებლობის მაძიებელმა დადგენილი წესით წარმატებით გაიარა მაძიებლობის
პერიოდი;
ბ) მასწავლებლობის მაძიებელმა დადგენილი წესით ვერ გაიარა მაძიებლობის პერიოდი.
7. თუ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებობს ვაკანსია, რომელიც
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ შეივსო, განსაზღვრული ვადით,
აღნიშნული ვაკანსიის შევსებამდე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლების
უფლება აქვს პირს, რომელიც არ აკმაყოფილებს მასწავლებლის განათლებისათვის
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, მაგრამ გავლილი აქვს
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული მასწავლებლობის მაძიებლისათვის
სწავლების უფლების მინიჭების ვადას განსაზღვრავს მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნული ცენტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 217. მასწავლებლის საქმიანობის დაწყება, პროფესიული განვითარება და კარიერული
წინსვლა
1. მასწავლებლის საქმიანობის დაწყება, პროფესიული განვითარება და კარიერული წინსვლა
ხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ ამ კანონის შესაბამისად დამტკიცებული
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული
წინსვლის სქემის შესაბამისად.
2. მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული
წინსვლის სქემა მასწავლებლებს უნდა აყენებდეს თანაბარ მდგომარეობაში, განურჩევლად
რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა,
ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და
წოდებრივი მდგომარეობისა და საცხოვრებელი ადგილისა.
3. მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული
წინსვლის სქემის მიზანია კვალიფიციური კადრების მომზადება, მასწავლებლის
კომპეტენციის ამაღლება, მისი პროფესიული განვითარება, სწავლა-სწავლების ხარისხის
ამაღლება მოსწავლეთა შედეგების გასაუმჯობესებლად.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული მიზნის მისაღწევად მასწავლებლის საქმიანობის
დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა განსაზღვრავს:
ა) მასწავლებლის საქმიანობის დაწყების წესს;
ბ) საჯარო სკოლაში მასწავლებლის ვაკანსიის გამოცხადებისა და კონკურსის ჩატარების წესს;
გ) მასწავლებლის შეფასების კრიტერიუმებს და მასწავლებლის შეფასების ელექტრონული
სისტემის წარმოების წესს;
დ) მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული
წინსვლის სხვა საკითხებს.
5. (ამოღებულია - 16.12.2016, №102).
6. მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის დაფინანსების
შესაძლო წყაროებია:
ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახსრები, მათ შორის, ვაუჩერული
დაფინანსებიდან მიღებული შემოსავლები;
ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული
შესაბამისი მიზნობრივი პროგრამის სახსრები;
გ) მასწავლებლის თვითდაფინანსება;
დ) დონორების მიერ დაფინანსება;
ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრები.
მუხლი 218. მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო
პროგრამების აკრედიტაცია
1. მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო
პროგრამების განხორციელების უფლება აქვთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით რეგისტრირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, ხოლო სამხედრო
საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის
განხორციელების უფლება აქვს აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამის
სამსახურს.
2. მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო
პროგრამების, მათ შორის, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების, აკრედიტაციას
ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრი (შემდგომში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ).
3. მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო
პროგრამების აკრედიტაციის წესსა და საფასურს ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების მინისტრი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის
წარდგინებით და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის თანხმობით.
4. მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო
პროგრამისათვის აკრედიტაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებაში აღინიშნება აგრეთვე
ამ პროგრამის კრედიტების რაოდენობა.
მუხლი 25. საქართველოს მთავრობის უფლებამოსილება ზოგადი განათლების სფეროში
1. ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკას ახორციელებს საქართველოს
მთავრობა.
2. საქართველოს მთავრობა:
ა) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარდგენიდან 1 თვის
ვადაში იღებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტს და დასამტკიცებლად
წარუდგენს საქართველოს პარლამენტს;
ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს:
ბ.ა) ერთ მოსწავლეზე გათვლილ ფინანსურ ნორმატივებს და მათი შესაბამისი სტანდარტული
და გაზრდილი ვაუჩერების ოდენობებს;
ბ.ბ) შესაბამისი მიზნობრივი პროგრამის/პროგრამების ფარგლებში კერძო სკოლის
დაფინანსების წესსა და პირობებს;
გ) ადგენს ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის
საფასურებს დაჩქარებული წესით გაცემისა და დუბლიკატის გაცემისათვის;
დ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული
წინსვლის სქემას;
ე) ამტკიცებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ უცხო ქვეყნის იმ
უფლებამოსილ ინსტიტუტთან ხელშეკრულების გაფორმების კრიტერიუმებსა და
სტანდარტებს,
რომელიც
ახორციელებს
საზღვარგარეთ
აღიარებული
ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის აღიარებას.
მუხლი 26. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უფლებამოსილება
ზოგადი განათლების სფეროში
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ზოგადი განათლების სფეროში
საქართველოს კანონმდებლობის – საქართველოს კონსტიტუციის, კონსტიტუციური
შეთანხმების, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის, სხვა
კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე:
ა) ატარებს ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას ზოგადი განათლების სფეროში;
ბ) შეიმუშავებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტს და წარუდგენს
საქართველოს მთავრობას;
გ) შეიმუშავებს განათლების სისტემის ინდიკატორების ამსახველ ძირითად დოკუმენტს;
დ) შეიმუშავებს და ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის, საჯარო სამართლის
იურიდიული პირის – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების
სააგენტოსა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის
საინფორმაციო სისტემი ს დებულებებს;
დ1) ამტკიცებს მულტიდისციპლინური გუნდის შემადგენლობასა და დებულებას;
დ2) საქართველოს პრემიერ-მინისტრს დასანიშნად წარუდგენს საჯარო სამართლის
იურიდიული პირის – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების
სააგენტოს დირექტორის კანდიდატურას;
დ3) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საჯარო სამართლის
იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსს;
დ4) ამტკიცებს ექსპერტთა ჯგუფის დებულებას;
ე) საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და
თანამდებობიდან ათავისუფლებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორს;
ე1) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საჯარო სამართლის
იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსს;
ე2) ამტკიცებს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის ეთიკის კოდექსს;
ე3 ) ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების
მანდატურის სამსახურის მიერ ხელშეკრულებების საფუძველზე გაწეული მომსახურების
საფასურს;
ვ) შეიმუშავებს და ამტკიცებს ეროვნულ სასწავლო გეგმას, ხელს უწყობს მის დანერგვასა და
პილოტირებას;
ვ1) ამტკიცებს ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოს ზოგადი განათლების ნაწილში;
ვ 2) (ამოღებულია - 08.06.2016, №5367);
ვ 3) ამტკიცებს სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამებს;
ვ4 ) ზოგადი განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით ატარებს სხვადასხვა კვლევას;
ზ) (ამოღებულია - 21.07.2010, №3530);
თ) (ამოღებულია - 21.07.2010, №3530);
ი) ამტკიცებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და საგანმანათლებლო
დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებებსა და
საფასურებს;
კ)
განსაზღვრავს
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებათა
შენობა-ნაგებობების
მშენებლობის სტანდარტებს შესაბამის დარგობრივ სამინისტროსა და უწყებებთან ერთად;
ლ) ადგენს ვაუჩერის გაცემისა და გადატანის წესს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან
ერთად;
ლ1) უფლებამოსილია საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული წესისა და პირობების
შესაბამისად დააფინანსოს კერძო სკოლა შესაბამისი მიზნობრივი პროგრამის/პროგრამების
ფარგლებში;
მ) იღებს ზომებს ყველა მოსწავლის, მათ შორის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების
მქონე, აგრეთვე სკოლიდან გარიცხული მოსწავლეების, მიერ ზოგადი განათლების მისაღებად;
შეიმუშავებს ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულებას;
შეიმუშავებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებაში გადაყვანის დებულებას; შეიმუშავებს ალტერნატიული ფორმით
განათლების მიღების დებულებას; შეიმუშავებს ინკლუზიური განათლების დანერგვის,
განვითარებისა და მონიტორინგის წესებს, აგრეთვე სპეციალური საგანმანათლებლო
საჭიროების მქონე მოსწავლეთა იდენტიფიკაციის მექანიზმს;
ნ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით აფუძნებს
საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და ამტკიცებს მის წესდებას ; უფლებამოსილია
მოახდინოს მისი რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია . აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ
რესპუბლიკებში ამ პუნქტით გათვალისწინებულ მოქმედებებს სამინისტრო ახორციელებს
შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტროს წარდგინების
საფუძველზე;
ნ1) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით აფუძნებს კერძო
სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ ) იურიდიულ პირს ;
ნ2) უფლებამოსილია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსების, მართვის
წესის, სტრუქტურული ერთეულების, სასკოლო სასწავლო გეგმის, სახელმწიფო კონტროლის,
ადამიანური რესურსებისათვის (მათ შორის, დირექტორისა და მასწავლებლისათვის)
წასაყენებელი მოთხოვნების გათვალისწინებით, ავტორიზაციის მოპოვების მიზნით
დააფუძნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი და დაამტკიცოს მისი წესდება, აგრეთვე
განახორციელოს მისი რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ
რესპუბლიკებში ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოქმედებებს საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს შესაბამისი ავტონომიური
რესპუბლიკის განათლების სამინისტროს წარდგინების საფუძველზე;
ო) ატარებს საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევ კონკურსს ; საჯარო სკოლის სამეურვეო
საბჭოს ასარჩევად წარუდგენს საჯარო სკოლის დირექტორობის კანდიდატს /კანდიდატებს ;
ო1) უზრუნველყოფს ახალდაფუძნებულ ან/და რეორგანიზებულ საჯარო სკოლაში სამეურვეო
საბჭოს პირველი არჩევნების ჩატარებას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით დირექტორის არჩევამდე დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნას;
პ ) (ამოღებულია – 09.03.2011, №4321);
ჟ) უფლებამოსილია გაფრთხილების გარეშე დაითხოვოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭო,
თუ იგი უკანონოდ გაათავისუფლებს დირექტორს, რაც დადასტურებულია სასამართლოს
კანონიერ ძალაში შესული შესაბამისი გადაწყვეტილებით;
რ) (ამოღებულია - 21.07.2010, №3530);
ს) ამტკიცებს უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების ან სწავლის პერიოდში
მიღებული
ზოგადი
განათლების
აღიარებისა
და
საქართველოში
გაცემული
საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების წესსა და საფასურს;
ს 1 ) ამტკიცებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესს;
ტ) ამტკიცებს ეროვნული შეფასებების ჩატარების განრიგს;
ტ1) ამტკიცებს ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესს. საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია ეროვნულ სასწავლო
ოლიმპიადასთან დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული
კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის
წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი;
ტ2) ამტკიცებს სკოლების ბრენდირების ჩატარების წესს. საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია სკოლების ბრენდირებასთან დაკავშირებით
დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან
განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი;
ტ3 ) ამტკიცებს სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესსა და პირობებს. საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია სკოლის გამოსაშვებ
გამოცდებთან დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული
კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის
წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი;
ტ4) ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის
საინფორმაციო სისტემის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურების
საფასურს;
ტ5) ამტკიცებს „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და
მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესს“;
ტ 6 ) ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო და სამეცნიერო
ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული
მომსახურების საფასურს;
უ) თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უცხო ქვეყნებთან, მათ
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებთან ხარისხის შემოწმებისა და უზრუნველყოფის
სფეროში;
ფ) ამტკიცებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის
გრიფირების
წესსა
და
საფასურს;
უფლებამოსილია
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირებასთან დაკავშირებით დაადგინოს
საქართველოს
ზოგადი
ადმინისტრაციული
კოდექსით
გათვალისწინებულისაგან
განსხვავებული ადმინისტრაციული წარმოების ვადა;
ფ1) უფლებამოსილია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის
გრიფირების წესით განსაზღვრულ შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის თანხმობის
საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება სახელმძღვანელოსთვის/სერიისთვის გრიფის
მინიჭების შესახებ;
ქ) ახორციელებს საჯარო სკოლების სახელმწიფო კონტროლს და პასუხისმგებელია ზოგადი
განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის შესრულებაზე. ამ მიზნით
სამინისტრო უფლებამოსილია განახორციელოს ამ სკოლების ფინანსური შემოწმება
კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით;
ღ) აფუძნებს სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებებს საჯარო ან კერძო სამართლის
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით;
ყ) ქმნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნულ
ცენტრს
საგანმანათლებლო
დაწესებულებების,
მათ
შორის,
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების, ავტორიზაციის ან /და აკრედიტაციის
ჩატარების მიზნით;
ყ1) ქმნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საგანმანათლებლო და სამეცნიერო
ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს;
ყ2) ქმნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების მართვის საინფორმაციო
სისტემას;
ყ3) ქმნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს/პირებს – მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნულ ცენტრს/ცენტრებს;
შ) ადგენს საჯარო სკოლის დირექტორისა და მასწავლებლის შესარჩევი კონკურსების
გამართვის წესს, სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის და მათთვის უფლებამოსილების
შეწყვეტის წესსა და პირობებს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
უფლებამოსილია საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევ კონკურსთან დაკავშირებით
დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან
განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი;
შ1) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს:
შ1.ა) (ამოღებულია - 28.11.2014, №2822) ;
შ1.ბ) მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს;
შ1.გ) (ამოღებულია - 28.11.2014, №2822) ;
შ1.დ) მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსს;
შ1.ე) (ამოღებულია - 11.07.2009, №1385);
შ1.ვ) მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციისა და მაძიებლობის პერიოდის გავლის წესს,
აგრეთვე მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუშს და მისი
გაცემის წესს;
შ1.ზ) (ამოღებულია - 28.11.2014, №2822) ;
შ1.თ) (ამოღებულია - 28.11.2014, №2822) ;
შ1.ი) მოსწავლის ქცევის კოდექსს;
შ1.კ) დირექტორის ეთიკის კოდექსს;
შ2) ამტკიცებს წარმატებული მასწავლებლის წოდების მინიჭებისა და მასწავლებლის
დაჯილდოების წესს;
ჩ) ნიშნავს საჯარო სკოლის (გარდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ
დაფუძნებული სკოლისა) სამეურვეო საბჭოს წევრს საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს ცენტრალური აპარატის ან საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების
სამინისტროს
ტერიტორიული
ორგანოების
საშტატო
განრიგით
გათვალისწინებული შემადგენლობიდან, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკების ტერიტორიებზე არსებული საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოების წევრებს
– განათლების სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტროს წარდგინებით მისი
ცენტრალური აპარატის ან ტერიტორიული ორგანოს საშტატო განრიგით გათვალისწინებული
შემადგენლობიდან;
ც) ადგენს საჯარო სკოლებში წლის განმავლობაში სასწავლო დღეების მინიმალურ და
მაქსიმალურ რაოდენობებს, არდადეგების მინიმალურ და მაქსიმალურ ხანგრძლივობას;
აგრეთვე უფლებამოსილია დაადგინოს სასწავლო წლის დამთავრების და არდადეგების დრო
და ხანგრძლივობა; განსაზღვრავს გამონაკლის შემთხვევებს;
ც1) ამტკიცებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა გაკვეთილზე
დასწრების აღრიცხვის ჟურნალის ფორმას;
ძ) (ამოღებულია - 17.03.2006, №2793);
წ) ადგენს საჯარო სკოლების დირექტორებისა და არჩევითი ორგანოების წევრების
რეგისტრაციის წესს;
ჭ) პროფესიული კავშირების მონაწილეობით ადგენს საჯარო სკოლების მასწავლებელთა
შრომის ანაზღაურების მინიმალურ ოდენობასა და პირობებს, ამტკიცებს სკოლების მიერ
მასწავლებელთან დადებული შრომითი ხელშეკრულებების სავალდებულო პირობებს;
ჭ1) (ამოღებულია - 28.11.2014, №2822) ;
ხ) პროფესიულ კავშირებთან თანამშრომლობით გეგმავს ღონისძიებებს მასწავლებელთა
კვალიფიკაციის ასამაღლებლად;
ჯ) განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით და
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის თანხმობით ამტკიცებს მასწავლებლის
მომზადებისა
და
პროფესიული
განვითარების
საგანმანათლებლო
პროგრამების
აკრედიტაციის დებულებასა და საფასურს ;
ჰ) ამტკიცებს ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმას;
საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს ზოგადი განათლების
დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესს ;
ჰ1) ახორციელებს საჯარო სკოლების ნუმერაციას და ადგენს მათთვის სახელის მინიჭების წესს;
ჰ2) უფლებამოსილია დააწესოს გრანტები და სტიპენდიები განსაკუთრებით ნიჭიერ
მოსწავლეთა წახალისების მიზნით;
ჰ3 ) ადგენს მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების აღრიცხვის წესს;
ჰ 4 ) (ამოღებულია - 02.03.2007, №4412);
ჰ 5 ) ადგენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი
აუცილებელი დოკუმენტების ნუსხას;
ჰ 6 ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;
ჰ 7 ) ამტკიცებს მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესს;
ჰ8) უფლებამოსილია დაადგინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გაწეული
მომსახურების/განხორციელებული საქმიანობის საფასური;
ჰ 9) უფლებამოსილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ნორმატიული
აქტებით განსაზღვრულ გამოცდებთან დაკავშირებით დაადგინოს ადმინისტრაციული
საჩივრის წარდგენისა და განხილვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით
გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ვადები და წესი;
ჰ 10) უფლებამოსილია მოსწავლეთათვის საგანმანათლებლო, კულტურული, სახელოვნებო,
შემოქმედებითი,
სასპორტო,
შემეცნებითი
ღონისძიებების
ჩატარების
მიზნით
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაზე ან/და მასწავლებელზე გასცეს გრანტი და
დაამტკიცოს საგრანტო კონკურსის დებულება.
2.
ამ
მუხლის
პირველი
პუნქტით
გათვალისწინებულ
უფლებამოსილებათა
განსახორციელებლად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის
შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ქმნის,
გარდაქმნის და აუქმებს საკუთარ ტერიტორიულ ორგანოებს, ამტკიცებს მათ დებულებებს,
თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ამ ორგანოების
ხელმძღვანელებს და მათ მოადგილეებს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
ტერიტორიული ორგანოები ფინანსდებიან სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
3. (ამოღებულია – 09.03.2011, №4321) .
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ო“, „ო1 “ და „ტ5 “ ქვეპუნქტების მოქმედება არ ვრცელდება იმ
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებაზე,
რომელიც
ახორციელებს
სამხედრო
5
მომზადებასა და განათლებას, ხოლო იმავე პუნქტის „ნ“, „ჟ“, „ტ “, „ქ“ და „შ“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებულ ფუნქციებს ასეთ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ასრულებს
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
მუხლი 281. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
1. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი არის საჯარო სამართლის
იურიდიული პირი, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
2. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ფუნქციებია:
ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მასწავლებელთა პერსონალური
მონაცემების აღრიცხვა;
ბ) მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის მომზადება;
გ) მასწავლებელთა ასოციაციებისა და ორგანიზაციების მონაწილეობით მასწავლებლის
პროფესიული ეთიკის კოდექსის მომზადების უზრუნველყოფა;
დ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული მასწავლებლებისა და
მასწავლებლობის მაძიებლების ვაკანსიების რეგისტრაცია;
ე) მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციისა და მაძიებლობის პერიოდის გავლის წესის
შემუშავება;
ვ) (ამოღებულია - 28.11.2014, №2822);
ზ) მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული
წინსვლის სქემის შემუშავება;
თ) მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო
პროგრამების აკრედიტაციის დებულების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და
შეთანხმება;
ი) (ამოღებულია - 11.07.2009, №1385);
კ) მასწავლებლის პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაში საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობა;
ლ) (ამოღებულია - 28.11.2014, №2822);
ლ1) მოსწავლის ქცევის კოდექსისა და დირექტორის ეთიკის კოდექსის შემუშავება;
მ) საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით განსაზღვრული სხვა
უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 43. დირექტორის ფუნქციები
1. სკოლის დირექტორი:
ა) ახორციელებს სკოლის მართვას;
ბ) წარმოადგენს სკოლას მესამე პირებთან ურთიერთობებში, გარდა ამ კანონითა და სკოლის
წესდებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
გ) სამეურვეო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს სკოლის შინაგანაწესს და სკოლის
ბიუჯეტს;
დ) შეიმუშავებს საშტატო განრიგს;
ე) მონაწილეობს პედაგოგიური საბჭოს მიერ სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავებაში;
ვ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული
პირობებისა და წესის შესაბამისად უზრუნველყოფს მასწავლებლებთან და სკოლის სხვა
თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულებების დადებასა და შესრულებას;
ზ) უფლებამოსილია ვადამდე შეუწყვიტოს მასწავლებელს შრომითი ხელშეკრულება
ხელშეკრულების პირობების დარღვევის, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი
ქმედების ჩადენის ან კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არაკვალიფიციურობის
დადასტურების შემთხვევაში;
ზ1) უფლებამოსილია სამეურვეო საბჭოს წევრ მასწავლებელს შრომითი ხელშეკრულება
შეუწყვიტოს მხოლოდ სამეურვეო საბჭოს თანხმობის შემთხვევაში;
ზ 2) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული
ორგანოს თანხმობით, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების
ტერიტორიებზე – განათლების სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტროს
თანხმობით გადის შვებულებაში. სკოლის დირექტორის შვებულებიდან გამოძახება არის
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული
ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკების ტერიტორიებზე – განათლების სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი
სამინისტროს დისკრეციული უფლებამოსილება. სამხედრო მომზადებისა და განათლების
განმახორციელებელი სკოლის დირექტორი შვებულებაში გადის საქართველოს თავდაცვის
სამინისტროს თანხმობით და მისი შვებულებიდან გამოძახება საქართველოს თავდაცვის
სამინისტროს დისკრეციული უფლებამოსილებაა;
თ) სკოლის სამეურვეო საბჭოს ყოველი წლის 10 დეკემბრამდე აბარებს ანგარიშს სასწავლო
პროცესის მიმდინარეობის შესახებ, ხოლო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
ვადებში – ანგარიშს ფინანსური საქმიანობის შესახებ;
ი) უფლებამოსილია დადოს გარიგებები, მათ შორის, სკოლის ქონების შესახებ, გარდა იმ
გარიგებებისა, რომელთათვისაც საქართველოს კანონმდებლობითა და სკოლის წესდებით
გათვალისწინებულია სამეურვეო საბჭოს ან კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს
თანხმობა;
კ) სკოლის წესდებით გათვალისწინებული წესით განიხილავს საჩივრებს და იღებს შესაბამის
ზომებს;
ლ) ზედამხედველობს სკოლაში მიმდინარე სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს;
ლ1) ვალდებულია მის მიერ განსაზღვრულ შესაბამის უფლებამოსილ პირს მიაწოდოს
ინფორმაცია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შესაძლო ჩადენის ფაქტზე,
თუ არსებობს ძალადობის განმეორების საშიშროება;
მ) შეიმუშავებს სკოლის წესდების პროექტს და წარუდგენს სამეურვეო საბჭოს
შესათანხმებლად, ხოლო საბჭოსთან შეთანხმებულ პროექტს – საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს დასამტკიცებლად;
ნ) სამეურვეო საბჭოს დავალების შემთხვევაში, ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად,
სასწავლო წლის დამამთავრებელი გამოცდების ჩატარების მიზნით მიმართავს საჯარო
სამართლის იურიდიულ პირს – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს და დებს
შესაბამის ხელშეკრულებას;
ნ1) ასრულებს საჯარო სკოლის მართვის ორგანოების ფუნქციებს ახალდაფუძნებული ან/და
რეორგანიზებული საჯარო სკოლის პირველი სამეურვეო საბჭოს შექმნამდე;
ნ2) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით სამეურვეო საბჭოს
დათხოვნის, უფლებამოსილების შეწყვეტის ან უფლებამოსილების განხორციელების
შეუძლებლობის, აგრეთვე სამეურვეო საბჭოს ვერარჩევის შემთხვევაში ასრულებს საჯარო
სკოლის სამეურვეო საბჭოს ფუნქციებს .
ო)
ახორციელებს
საქართველოს
კანონმდებლობითა
და
სკოლის
წესდებით
გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას.
2. დირექტორი საქართველოს კანონმდებლობითა და სკოლის წესდებით გათვალისწინებულ
ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს.
3. იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ახორციელებს სამხედრო ან
პროფილურ სახელოვნებო მომზადებასა და განათლებას, წესდებით შეიძლება განისაზღვროს,
რომ დირექტორმა ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილებები განახორციელოს
შესაბამისად სამხედრო ან სამხატვრო ხელმძღვანელთან ერთად.
4. სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილი პირი
ვალდებულია პოლიციას ან/და სხვა უფლებამოსილ ორგანოებს მიაწოდოს ამ კანონის 20 1
მუხლის, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ლ 1“ ქვეპუნქტისა და 48 3 მუხლის მე-3 პუნქტის
საფუძველზე მიღებული ინფორმაცია, რომელიც ეხება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და
ოჯახში ძალადობის შესაძლო ჩადენის ფაქტს, თუ არსებობს ძალადობის განმეორების
საშიშროება.
მუხლი 561. სკოლისგარეშე სახელოვნებო ან სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულების
მასწავლებელი
1. (ამოღებულია - 28.11.2014, №2822).
2. სკოლისგარეშე სახელოვნებო ან სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულების
მასწავლებელი მასწავლებლის საქმიანობის დაწყებას, პროფესიულ განვითარებასა და
კარიერულ წინსვლას ახორციელებს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული
წინსვლის სქემის შესაბამისად.
3. (ამოღებულია - 28.11.2014, №2822).
4. სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებები
მასწავლებლის საქმიანობასთან დაკავშირებით ასრულებენ ამ კანონის 33-ე მუხლის პირველი
პუნქტის „ლ“, „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვალდებულებებს და ახორციელებენ
აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით მინიჭებულ უფლებამოსილებას.
5. სკოლისგარეშე სახელოვნებო ან სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულების
მასწავლებელთა საქმიანობის წარმართვის პირობებისა და წესის განსაზღვრის მიზნით
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო მონაწილეობს მასწავლებელთა
მომზადებისა და პროფესიული განვითარების პროგრამების აკრედიტაციის დებულების იმ
ნაწილის შემუშავებაში, რომელიც ეხება სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო
საგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებელთა მომზადებასა და განვითარებას.
მუხლი 612. მასწავლებელთა სერტიფიცირებიდან მასწავლებლის საქმიანობის დაწყების,
პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაზე გადასვლა
1. 2014 წლის ბოლომდე ჩატარებული მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგები
გათვალისწინებულ
იქნეს
მასწავლებლის
საქმიანობის
დაწყების,
პროფესიული
განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში მასწავლებლების განაწილებისას
საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით.
2. ამ კანონის 213 მუხლით მასწავლებლის განათლებისათვის დადგენილი მოთხოვნები
დაკმაყოფილებულად ჩაეთვალოთ:
ა) 2015 წლის 1 იანვრამდე მოქმედ მასწავლებელს;
ბ) 2015 წლის 1 იანვრამდე სერტიფიცირებულ პირს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მასწავლებელი/პირი უფლებამოსილია
დაიწყოს მასწავლებლად მუშაობა. 2021 წლის ბოლომდე მასწავლებლად მუშაობის დაწყების
უფლება აქვს აგრეთვე ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე
პირს, რომელმაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიარა მასწავლებლის
მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა.