„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 70 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-06-11
ბიუროს ნომერი 171
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
,,საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი
1.
,,საჯარო
დაწესებულებაში
შრომის
ანაზღაურების
შესახებ“
საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge),
29.12.2017, სარეგისტრაციო კოდი: 010320000.05.001.018717) პირველი მუხლის მე-4
პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო და სპეციალური
წოდების
მქონე
მოსამსახურეებზე,
საქართველოს
თავდაცვის
ძალების
მოსამსახურეებზე;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო
არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
,,საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციაში
განხორციელებული
ცვლილებები,
რომელიც
ამოქმედდება
საქართველოს
პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ
ფიცის დადებისთანავე.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია ,,საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების
შესახებ“
საქართველოს
კანონის
შესაბამისობაში
მოყვანა
საქართველოს
კონსტიტუციაში განხორციელებულ ცვლილებებთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციაში
განხორციელებული ცვლილებიდან გამომდინარე, ,,საჯარო დაწესებულებაში შრომის
ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის ,,ვ“
ქვეპუნქტში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი და სახმელეთო
ჯარები იცვლება ტერმინით ,,საქართველოს თავდაცვის ძალები”.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გაღებას
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელმწიფოს ახალი ფინანსური
ვალდებულებები.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას იმ პირთა ფინანსურ
მდგომარეობაზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელების შემოღებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები,
რომლებმაც
მონაწილეობა
მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: გიორგი
კახიანი და გურამ მაჭარაშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები:
გიორგი კახიანი და გურამ მაჭარაშვილი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
,,საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ
მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით
შედის ცვლილება
მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო
1. ეს კანონი აწესრიგებს საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა შრომის
ანაზღაურების, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა და
შრომითი
ხელშეკრულებით
დასაქმებულ
პირთა
რიცხოვნობის
განსაზღვრის
საკითხებს, ადგენს შესაბამის პირთა ნახევარ განაკვეთზე მუშაობისას, ღამის საათებში,
დასვენების და უქმე დღეებში და ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო
პირობებში საქმიანობისას შრომის ანაზღაურების პირობებს და განსაზღვრავს
მათთვის
დროებით
დაკისრებული
ფუნქციების
შესრულებისათვის
შრომის
ანაზღაურების გაცემის წესსა და პირობებს.
2. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება:
ა) სახელმწიფო მოსამსახურეზე;
ბ) სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე;
გ) პოლიტიკური თანამდებობის პირზე;
დ) პროფესიულ საჯარო მოხელეზე (შემდგომ – მოხელე);
ე) ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირზე;
ვ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირზე.
3. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე ამ კანონით განსაზღვრულ საჯარო
დაწესებულებაში დასაქმებულ ყველა სხვა პირზე, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის
დადგენილი.
4. თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შრომის ანაზღაურება განისაზღვრება
საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით და ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება:
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის სამხედრო ან სპეციალური
წოდების მქონე მოსამსახურეებზე;
ბ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის
უშუალო დაქვემდებარებაში არსებული
სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების
მართვის სამსახურის სამხედრო და სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებზე;
გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სპეციალური
წოდების მქონე მოსამსახურეზე;
დ) საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეზე;
ე) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამხედრო და სპეციალური წოდების
მქონე მოსამსახურეებზე;
ვ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო და სპეციალური
წოდების
მქონე
მოსამსახურეებზე,
საქართველოს
შეიარაღებული
ძალების
გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების მოსამსახურეებზე;
ზ)
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემის
სამხედრო და სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებსა და იმ მოსამსახურეებზე,
რომლებიც საქმიანობას ძირითადად პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე
ახორციელებენ;
თ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემის სამხედრო და
სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებზე;
ი)
ეროვნული
მარეგულირებელი
ორგანოების
წევრებსა
და
აპარატების
თანამშრომლებზე;
კ) საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებსა და მოსამსახურეებზე;
ლ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორზე, მის მოადგილეებზე,
პრეზიდიუმის წევრზე, აუდიტორსა და ანალიტიკოსზე;
მ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრზე;
ნ) საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლეზე;
ო) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრზე;
პ) პროკურორსა და პროკურატურის გამომძიებელზე;
ჟ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე – საქართველოს ნოტარიუსთა პალატაზე,
გარდა მისი გამგეობის აპარატის მოსამსახურისა;
რ) საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრზე და საზოგადოებრივ
მაუწყებელში დასაქმებულ პირზე;
ს) წევრობაზე დაფუძნებულ (გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციისა), კულტურულ,
სააღმზრდელო, საგანმანათლებლო, სამეცნიერო/სამეცნიერო-კვლევით, სასპორტო და
რელიგიურ
საჯარო
სამართლის
იურიდიულ
პირებსა
და
კულტურულ,
სააღმზრდელო, საგანმანათლებლო, სამეცნიერო/სამეცნიერო-კვლევით, სასპორტო და
რელიგიურ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში დასაქმებულ
პირებზე.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“–„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული:
ა) პირის მიერ ამ კანონის ან/და საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის
საფუძველზე მიღებული ყველა დანამატის, ფულადი ჯილდოს და სხვა დამატებითი
ანაზღაურების ოდენობაზე ვრცელდება ამ კანონის 26-ე–28-ე მუხლებით დადგენილი
ზღვრული ოდენობები, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული საკლასო დანამატისა
და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ შემთხვევებისა, როდესაც
საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირის მიერ დამატებითი ანაზღაურების
მისაღებად დასაკმაყოფილებელი კრიტერიუმები (მათ შორის, ნამსახურები წლები) და
დანამატის ოდენობა განსაზღვრულია შესაბამისი ნორმატიული აქტით ან/და
„საიდუმლო“ გრიფის მქონე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტით;
ბ) პირისთვის სახელფასო დანამატი შეიძლება დამატებით გაიცეს ამ კანონის 28-ე
მუხლით დადგენილი ფულადი ჯილდოს ზღვრული ოდენობის ფარგლებში, იმ
პირობით, რომ შესაბამისი პირის მიერ მიღებული სახელფასო დანამატი და ფულადი
ჯილდო ჯამურად ამ კანონის 26-ე და 28-ე მუხლებით დადგენილ ზღვრულ ოდენობას
არ გადააჭარბებს.
6. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“–„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირი იკავებს
მოხელის თანამდებობას, მას საკლასო დანამატი (მოხელის კლასის არსებობის
შემთხვევაში) მიეცემა ამ კანონის მე-10 მუხლის ცხრილის შესაბამისად.
7. ამ კანონით განსაზღვრულისაგან განსხვავებული წესი შესაძლებელია დადგინდეს
საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული იმ პირებისთვის, რომელთა შრომის
ანაზღაურების
გაანგარიშება
დაკავშირებულია
შესრულებული
სამუშაოს
მოცულობასთან/ღირებულებასთან (ნამუშევარი საათების, მომსახურების საფასურის
წილის ან/და სხვა მაჩვენებლის მიხედვით). ამ პირთა შრომის ანაზღაურების წესი
დგინდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ცენტრალურ,
აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული პირებისათვის –
შესაბამის
აღმასრულებელ
მუნიციპალიტეტების
ხელისუფლებასთან
(გარდა
ქალაქ
თბილისის
დაწესებულებებში დასაქმებული პირებისათვის –
საკრებულოსთან
შეთანხმებით,
ხოლო
მუნიციპალიტეტისა)
საჯარო
შესაბამისი მუნიციპალიტეტის
შეთანხმებით, სათანადო საჯარო დაწესებულების ზემდგომი
უწყების (ასეთი უწყების არსებობის შემთხვევაში) ან თავად საჯარო დაწესებულების
(მისი ზემდგომი უწყების არარსებობის შემთხვევაში) წარდგინებით.
8. ამ კანონით დადგენილი ნორმები არ ვრცელდება საჯარო დაწესებულებაში
დასაქმებულ იმ პირებზე, რომელთა შრომის ანაზღაურება ფინანსდება საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფოს მიერ მიღებული გრანტის ან/და
საქართველოს
პარლამენტის
მიერ
რატიფიცირებული
საერთაშორისო
ხელშეკრულების ფარგლებში.
9. ამ კანონით დადგენილი ნორმები არ ვრცელდება საჯარო დაწესებულებაში
დასაქმებულ იმ პირებზე, რომლებიც „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“
საქართველოს
კანონით
გათვალისწინებულ
შემთხვევებში
ადგილსამყოფელ
სახელმწიფოში ან/და საერთაშორისო ორგანიზაციაში საქართველოს წარმოადგენენ
ან/და
მივლინებული
ან/და
დანიშნული
წარმომადგენლობაში/საკონსულო დაწესებულებაში.
არიან
დიპლომატიურ