„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-06-11
ბიუროს ნომერი 171
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“
მუხლი 1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 08.12.2009, მუხ. 300) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1.
პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
,,3. ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემასა
და ორგანიზაციას, მოსამართლეთა სამართლებრივ სტატუსს, მათი შერჩევის,
თანამდებობაზე დანიშვნის (არჩევის) და თანამდებობიდან გათავისუფლების წესს,
მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს, აგრეთვე. საერთო
სასამართლოების მოსამართლეებთან პროცესის მონაწილეთა, დაინტერესებულ პირთა,
საჯარო მოსამსახურეთა, სახელმწიფო მოსამსახურეთა, სახელმწიფო-პოლიტიკური
თანამდებობის პირთა და პოლიტიკური თანამდებობის პირთა კომუნიკაციის წესს და
მათ პასუხისმგებლობას ამ წესის დარღვევისათვის; აგრეთვე, საქართველოს საერთო
სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებს,
დისციპლინური სახდელის სახეებს, დისციპლინური სამართალწარმოებისა და
მოსამართლეთათვის
დისციპლინური
პასუხისმგებლობის
დაკისრების
წესს,
საქართველოს საერთო სასამართლოებში დისციპლინური საქმეების განხილვისა და
მათზე გადაწყვეტილების მიღების წესს.”
2.
კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის მუხლი 1 1 :
,,მუხლი 11 ტერმინთა განმარტება
ამ კანონის Xll 1 თავში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) მოსამართლესთან კომუნიკაცია – საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან
ნებისმიერი ფორმით ურთიერთობა, მათ შორის, მიმოწერა, საუბარი ტელეფონით ან სხვა
სახის ტექნიკური საშუალებით;
ბ) პროცესის მონაწილე – პროკურატურის მუშაკი, გამომძიებელი, ადვოკატი,
წარმომადგენელი, მხარე, მესამე პირი, აგრეთვე სისხლის სამართლის, სამოქალაქო ან
ადმინისტრაციული საქმის განხილვაში მონაწილე სხვა პირი;
გ) დაინტერესებული პირი – პირი, რომელიც დაინტერესებულია განსახილველი
საქმის შედეგით და ამ მიზნით ცდილობს მოსამართლესთან კომუნიკაციას;
1
დ) საჯარო მოსამსახურე – „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3
მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები;
ე ) სახელმწიფო მოსამსახურე – „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის
მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები;
ვ) სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი/პოლიტიკური თანამდებობის პირი
– „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით
განსაზღვრული პირები/„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3
მუხლის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები.”
3. მე-2 მუხლის
ა) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
,,2 1 სპეციალიზებული სასამართლოები შეიძლება შეიქმნას მხოლოდ საერთო
სასამართლოების სისტემაში.”
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. სამხედრო სასამართლო შეიძლება შეიქმნას საომარი მდგომარეობის დროს ამ
მდგომარეობასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეების განსახილველად
საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით. ამავე დეკრეტით საქართველოს იუსტიციის
უმაღლეს საბჭოსთან კონსულტაციით უნდა განისაზღვროს სამხედრო სასამართლოს
შემადგენლობა, განსჯადობა და საქმეთა განხილვის წესი. აღნიშნული დეკრეტი ძალაში
შედის პარლამენტის მიერ დამტკიცებისთანავე.“
გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საგანგებო სასამართლოების შექმნა დაუშვებელია.’’
4. მე-4 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 2 1 პუნქტი:
,,21. სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის
შემსუბუქების სხვა წესი განისაზღვრება კანონით.’’
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან მისი შესრულებისათვის
ხელის შეშლა იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.’’
2
5. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. მოსამართლის ჩამოცილება საქმის განხილვისაგან, თანამდებობიდან მისი
გათავისუფლება ან სხვა თანამდებობაზე გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ ამ კანონით
განსაზღვრულ შემთხვევებში.’’
6. მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. უზენაესი სასამართლოს შემადგენლობაში შედის არანაკლებ 28 მოსამართლე.
უზენაესი სასამართლოს პლენუმი განსაზღვრავს
უზენაესი სასამართლოს
მოსამართლეთა რაოდენობას. ამ გადაწყვეტილებას უზენაესი სასამართლოს პლენუმი
უგზავნის იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რათა მან საქართველოს პარლამენტს
წარუდგინოს წევრთა კანდიდატურები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა
გაზრდილი რაოდენობის შესაბამისად.’’
7. 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ი’’ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
8. 34-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია, მოსამართლეობის
საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე უზენაესი სასამართლოს მოსამართლის
თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს კანდიდატურა,
რომლის პროფესიული გამოცდილება უნდა შეეფერებოდეს უზენაესი სასამართლოს
მოსამართლის მაღალ სტატუსს. ამ გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდება აგრეთვე
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი
პირი.’'
9. 36-ე მუხლის
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1.
უზენაესი
სასამართლოს
თავმჯდომარეს
უზენაესი
სასამართლოს
მოსამართლეთაგან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით 10 წლის ვადით სრული
შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი. უზენაესი სასამართლოს
თავმჯდომარედ ერთი და იმავე პირის ხელმეორედ არჩევა დაუშვებელია.”
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
3
წარდგინებით უვადოდ, ამ კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე, სრული
შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი.’’
10.
მე-40 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. მოსამართლე ხელშეუხებელია. დაუშვებელია მისი სისხლის სამართლის
პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის,
მანქანის ან პირადი ჩხრეკა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თანხმობის გარეშე.
გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს
იუსტიციის
უმაღლეს
საბჭოს.
თუ
ის
არ
მისცემს
თანხმობას,
თავისუფლებაშეზღუდული მოსამართლე დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.’’
11. 42-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,42. მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება
,,1. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და უზენაესი სასამართლოს
მოსამართლის თანამდებობიდან გადაყენება შეიძლება მხოლოდ იმპიჩმენტის წესით.
2. საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ან/და ქმედებაში დანაშაულის
შემადგენლობის ნიშნების არსებობის საფუძვლით უზენაესი სასამართლოს
თავმჯდომარისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან
გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება აქვს საქართველოს პარლამენტის სრული
შემადგენლობის
არანაკლებ
ერთ
მესამედს.
საქართველოს
პარლამენტი
უფლებამოსილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი დასკვნის
მიღების შემდეგ, სრული შემადგენლობის უმრავლესობით თანამდებობიდან
გადააყენოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და უზენაესი სასამართლოს
მოსამართლე.
3. სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლეს
თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.’’
12. 43-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 2 2 პუნქტები:
,,21 ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ და ,,თ’’ ქვეპუნქტები არ შეიძლება გახდეს
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლის
უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი.
22 ამ მუხლის პირველის პუნქტის ,,კ’’ ქვეპუნქტი არ შეიძლება გახდეს უვადოდ
განწესებული მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი.’’
13. 47-ე მუხლის:
4
ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი
საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის წინაშე.“
საბჭო
ანგარიშვალდებულია
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შედგება 15 წევრისაგან. საბჭოს 8
წევრს ამ კანონით დადგენილი წესით ირჩევს საქართველოს საერთო სასამართლოების
მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანო, 5 წევრს ირჩევს საქართველოს
პარლამენტი, ხოლო 1 წევრს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. უზენაესი
სასამართლოს თავმჯდომარე თანამდებობრივად არის საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს წევრი.’’
გ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
,,2 1 იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
მოსამართლე წევრთაგან ორგანული კანონით დადგენილი წესით 4 წლის ვადით, მაგრამ
არაუმეტეს მისი როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების
ვადისა, ირჩევს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.’’
დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. საქართველოს პარლამენტი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5
წევრს ირჩევს კონკურსის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სრული შემადგენლობის
არანაკლებ
სამი მეხუთედის უმრავლესობით,
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტით დადგენილი წესით. საბჭოს წევრობის კანდიდატები შეირჩევიან
საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე პროფესორებისა
და მკვლევრებისაგან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისაგან ან/და
საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ
წარდგენილი პირებისაგან, შესაბამისი ორგანიზაციის კოლეგიური ხელმძღვანელი
ორგანოს
წარდგინების
საფუძველზე.
ზემოაღნიშნული
არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის ერთ-ერთი სფერო კონკურსის
გამოცხადებამდე არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში უნდა იყოს
წარმომადგენლობითი
უფლებამოსილებით
მონაწილეობა
სასამართლოებში
განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში. თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი
ორგანიზაცია უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს საბჭოს წევრის
არაუმეტეს 3 კანდიდატურისა. საქართველოს პარლამენტის წევრის, მოსამართლისა და
პროკურორის საბჭოს წევრობის კანდიდატად წარდგენა არ შეიძლება. საბჭოს წევრთა
კანდიდატურების წარდგენის, მათი ამ პუნქტითა და ამ მუხლის მე-6 პუნქტით
5
გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის, ამ კანდიდატურების
განხილვისა და საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომისთვის წარდგენის წესი
და ვადა განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით.’’
ე) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებს საჭიროებისამებრ, მაგრამ
არანაკლებ 3 თვეში ერთხელ, იწვევს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ან
მისი დავალებით – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მიერ თავისი მოვალეობის შესრულების
შეუძლებლობისას ან სხვა შემთხვევაში, თუ არსებობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
სხდომის მოწვევის კანონით დადგენილი აუცილებლობა, საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს სხდომას იწვევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
მდივანი. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა შეიძლება მოწვეულ
იქნეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა 1/3-ის მოთხოვნითაც.
ვ) მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებს თავმჯდომარეობს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო ამ მუხლის მე-15 პუნქტით
გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
მდივანი.’’
ზ) მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მოსამართლის
თანამდებობაზე
დანიშვნის
და
თანამდებობიდან
გათავისუფლების, უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების,
სასამართლოს, სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის უფლებამოსილების
დაკისრების, აგრეთვე სასამართლოს ლიკვიდაციის და მოსამართლის თანამდებობის
შემცირების დროს მოსამართლის უფლებამოსილების დაკისრების ან დაკისრებული
უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხებზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი
საბჭოს გადაწყვეტილებებს ხელს აწერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე,
ხოლო მისი არყოფნისას – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. ‘’
14. 51-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს 4 წლის ვადით ირჩევს
საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია მის მიერ არჩეულ საქართველოს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთაგან. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
მდივანს არ შეიძლება იმავდროულად ეკავოს სასამართლოს თავმჯდომარის, მისი
პირველი მოადგილის ან მოადგილის, კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის
თანამდებობა.“
6
15. 65-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ისმენს
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის,
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორისა და საერთო სასამართლოების
დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოველწლიურ ანგარიშებს ამ ორგანოთა მუშაობის
შესახებ.“
16. 69-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 69. მოსამართლის შრომის ანაზღაურება
1.
მოსამართლის შრომის ანაზღაურება შედგება თანამდებობრივი სარგოსგან
და დანამატისგან.
2.
მოსამართლეთა ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი
განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:
ა) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე – 7 000 ლარი;
ბ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე – 6
500 ლარი;
გ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე – 6 300 ლარი;
დ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე – 6 000 ლარი;
ე) სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე – 5 800 ლარი;
ვ) სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე – 5 600 ლარი;
ზ) სააპელაციო სასამართლოს პალატის (კოლეგიის) თავმჯდომარე – 5 300 ლარი;
თ) სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე – 5 000 ლარი;
ი) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარე – 4 600 ლარი;
კ) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარე – 4 300 ლარი;
ლ) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე, მაგისტრატი მოსამართლე –
4 000 ლარი;
მ) რეზერვში მყოფი მოსამართლე – 500 ლარი.
3.
ამ კანონის შესაბამისად სხვა სასამართლოში მივლინებული მოსამართლის
შრომის ანაზღაურება განისაზღვრება შესაბამისი სასამართლოს მოსამართლის
თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, თუ ასეთი თანამდებობრივი სარგოს ოდენობა
აღემატება მოსამართლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობას იმ სასამართლოში,
რომელშიც იგი კანონით დადგენილი წესით არის დანიშნული.
4.
დაუშვებელია მოსამართლის თანამდებობრივი სარგოს შემცირება მისი
7
უფლებამოსილების მთელი ვადის განმავლობაში.
5.
მოსამართლის მატერიალური შეღავათები განისაზღვრება საქართველოს
კანონმდებლობით.
6.
მოსამართლის
(გარდა
უზენაესი
სასამართლოს
მოსამართლისა)
თანამდებობრივ სარგოზე დანამატს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი
საბჭო.
7.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობრივ სარგოზე
დანამატის ოდენობას განსაზღვრავს უზენაესი სასამართლოს პლენუმი.’’
17. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის XII1 თავი:
,,თავი XII1. საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესი შესახებ
მუხლი 72 1. მოსამართლესთან კომუნიკაციის დაუშვებლობა
1. საქმის სასამართლოში შესვლის მომენტიდან ამ საქმეზე გამოტანილი სასამართლო
გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, აგრეთვე სისხლის სამართლის საქმის
გამოძიების
სტადიაზე
აკრძალულია
მოსამართლესთან
პროცესის
მონაწილის,
დაინტერესებული პირის, საჯარო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფოპოლიტიკური თანამდებობის პირისა და პოლიტიკური თანამდებობის პირის კომუნიკაცია,
რომელიც დაკავშირებულია კონკრეტული საქმის ან საკითხის განხილვასთან ან/და საქმის
სავარაუდო შედეგთან და არღვევს სასამართლოს/მოსამართლის დამოუკიდებლობის,
მიუკერძოებლობისა და სასამართლო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპებს.
2. ამ თავით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ დგება იმ ქმედებისათვის, რომელიც
შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის
ნიშნებს.
მუხლი 72 2 მოსამართლის (სასამართლოს თავმჯდომარის) პასუხისმგებლობა
1. მოსამართლესთან პროცესის მონაწილის, დაინტერესებული პირის, საჯარო მოსამსახურის,
სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა და
პოლიტიკური თანამდებობის პირის ამ კანონის 721 მუხლის პირველი პუნქტით
გათვალისწინებული კომუნიკაციის შემთხვევაში მოსამართლე ვალდებულია ამის თაობაზე
დაუყოვნებლივ, წერილობით შეატყობინოს სასამართლოს თავმჯდომარეს ან მის მიერ
უფლებამოსილ მოსამართლეს. თუ კომუნიკაცია სასამართლოს თავმჯდომარესთან
განხორციელდა, სასამართლოს თავმჯდომარე ამის თაობაზე დაუყოვნებლივ, წერილობით
8
ატყობინებს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს თავმჯდომარეს ან მის მიერ უფლებამოსილ
მოსამართლეს. თუ კომუნიკაცია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლესთან
განხორციელდა, იგი ამის თაობაზე დაუყოვნებლივ, წერილობით ატყობინებს საქართველოს
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ან სასამართლოს თავმჯდომარის
მიერ უფლებამოსილ მოადგილეს. თუ კომუნიკაცია საქართველოს უზენაესი სასამართლოს
თავმჯდომარესთან განხორციელდა, იგი ამის თაობაზე დაუყოვნებლივ, წერილობით
ატყობინებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.
2. კომუნიკაციის თაობაზე წერილობითი შეტყობინების განხილვაზე უფლებამოსილი
მოსამართლე, აგრეთვე ამ თავით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია მოსამართლესთან ამ კანონის 72 1 მუხლის პირველი პუნქტით
გათვალისწინებული კომუნიკაციის შემთხვევაში პროცესის მონაწილის, დაინტერესებული
პირის, საჯარო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო-პოლიტიკური
თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის მიმართ გამოიყენოს შემდეგი
ღონისძიებები:
ა) მიიღოს გადაწყვეტილება მისი დაჯარიმების შესახებ;
ბ) საჯარო მოსამსახურის შემთხვევაში – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
მდივნის წინაშე დასვას მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი.
3. მოსამართლის (სასამართლოს თავმჯდომარის) მიერ ამ კანონის 72 1 მუხლის პირველი
პუნქტით, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნათა დარღვევა
გამოიწვევს ამ კანონის XIII 1 თავით გათვალისწინებულ დისციპლინურ პასუხისმგებლობას ამავე
კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 72 3 პროკურატურის მუშაკის პასუხისმგებლობა
პროკურატურის მუშაკის მიერ ამ კანონის 721 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნის
დარღვევა განიხილება პროკურატურის მუშაკისათვის შეუფერებელ საქციელად და გამოიწვევს
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ დისციპლინურ
პასუხისმგებლობას და დაჯარიმებას ამ თავით დადგენილი წესით .
მუხლი 72 4 ადვოკატის პასუხისმგებლობა
ადვოკატის მიერ ამ კანონის 72 1 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნის დარღვევა განიხილება
ადვოკატთა პროფესიული ეთიკის ნორმების დარღვევად და გამოიწვევს „ადვოკატთა შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებულ დისციპლინურ პასუხისმგებლობას და დაჯარიმებას
ამ თავით დადგენილი წესით.
მუხლი 72 5 გამომძიებლის პასუხისმგებლობა
გამომძიებლის მიერ ამ კანონის 72 1 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნის დარღვევა
გამოიწვევს
საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებულ
დისციპლინურ
პასუხისმგებლობას და დაჯარიმებას ამ თავით დადგენილი წესით.
9
მუხლი 72 6 საჯარო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო-პოლიტიკური
თანამდებობის პირისა და პოლიტიკური თანამდებობის პირის პასუხისმგებლობა
საჯარო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო-პოლიტიკური
თანამდებობის პირის ან პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ ამ კანონის 72 1 მუხლის
მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას ამ თავით დადგენილი წესით, ხოლო საჯარო
მოსამსახურის შემთხვევაში – ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ
დისციპლინურ პასუხისმგებლობას.
მუხლი 72 7 პროცესის მონაწილის, დაინტერესებული პირის, საჯარო მოსამსახურის,
სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა და
პოლიტიკური თანამდებობის პირის დაჯარიმება
1. პროცესის მონაწილის, დაინტერესებული პირის ან საჯარო მოსამსახურის მიერ ამ
თავის მოთხოვნათა დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას არაუმეტეს 5 000 ლარისა.
2. სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის ან
პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ ამ თავის მოთხოვნათა დარღვევა გამოიწვევს
დაჯარიმებას არაუმეტეს 10 000 ლარისა.
მუხლი 72 8 მოსამართლესთან აკრძალული ფორმით კომუნიკაციის ფაქტის განხილვა
1. მოსამართლესთან ამ კანონის 72 1 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული
კომუნიკაციის თაობაზე წერილობით შეტყობინებას უფლებამოსილი მოსამართლე განიხილავს
მისი მიღებიდან 14 დღის ვადაში და იღებს გადაწყვეტილებას პროცესის მონაწილის,
დაინტერესებული პირის, საჯარო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფოპოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის დაჯარიმების შესახებ
და საჯარო მოსამსახურის შემთხვევაში – გადაწყვეტილებას საჯარო მოსამსახურისათვის
დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს მდივნის წინაშე დასმის თაობაზე.
2. კომუნიკაციის თაობაზე წერილობითი შეტყობინების განხილვაში მონაწილეობის უფლება
აქვს პირს, რომელსაც, წერილობითი შეტყობინების თანახმად, მოსამართლესთან ჰქონდა ამ
კანონის 72 1 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაცია, მის ადვოკატს
(კანონიერ წარმომადგენელს), აგრეთვე კომუნიკაციის თაობაზე წერილობითი შეტყობინების
ავტორს. კომუნიკაციის თაობაზე წერილობითი შეტყობინების განხილვაზე უფლებამოსილ
მოსამართლეს უფლება აქვს, გამოიძახოს და დაკითხოს პირი, რომლის ჩვენებასაც არსებითი
მნიშვნელობა აქვს წერილობითი შეტყობინების განხილვისათვის, წინადადება მისცეს მხარეებს,
წარმოადგინონ წერილობით შეტყობინებაში მითითებული ინფორმაციის შემოწმებისათვის
საჭირო დოკუმენტები და სხვა მტკიცებულებანი. მოსამართლესთან ამ კანონის 72 1 მუხლის
პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის თაობაზე წერილობითი შეტყობინების
10
განხილვაზე უფლებამოსილ მოსამართლეს შეუძლია ჩაატაროს ზეპირი მოსმენა მხარეთა
მონაწილეობით. მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს კომუნიკაციის თაობაზე
წერილობითი შეტყობინების განხილვას. თუ ზეპირ მოსმენაში მონაწილეობენ მხარეები, მათ
უფლება აქვთ, განმარტებები მისცენ შეტყობინების განხილვაზე უფლებამოსილ მოსამართლეს
და ჩამოაყალიბონ თავიანთი მოსაზრებები. დაჯარიმების შესახებ განკარგულება
დასაბუთებული უნდა იყოს და უნდა შეიცავდეს მითითებას ამ თავის მოთხოვნათა დარღვევაზე
და იმ გარემოებებზე, რომლებითაც დასტურდება ასეთი დარღვევის ჩადენის ფაქტი.
დაჯარიმების შესახებ განკარგულება დაუყოვნებლივ ეგზავნება მხარეებს და საქართველოს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს.
3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი მოსამართლესთან აკრძალული
ფორმით კომუნიკაციის თაობაზე მიღებულ წერილობით შეტყობინებას განიხილავს მისი
მიღებიდან ერთი თვის ვადაში.
4. ამ თავის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი
საბჭოს მდივანი უფლებამოსილია:
ა) შესაბამისი რეაგირების მიზნით წარდგინებით მიმართოს ამ კანონის 72 9 მუხლის
პირველი–მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ თანამდებობის პირებს;
ბ) საქმის მასალები ქვემდებარეობის მიხედვით გადაუგზავნოს შესაბამის საგამოძიებო
ორგანოებს, თუ წარმოდგენილი მასალების განხილვის შედეგად მივა დასკვნამდე, რომ ქმედება
შეიძლება შეიცავდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული
დანაშაულის ნიშნებს.
5. თუ კომუნიკაციის თაობაზე წერილობითი შეტყობინების განხილვაზე უფლებამოსილი
მოსამართლე ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში არ განიხილავს
მოსამართლესთან ამ კანონის 72 1 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული
კომუნიკაციის თაობაზე წერილობით შეტყობინებას, წერილობითი შეტყობინების ავტორი
მოსამართლე უფლებამოსილია მიმართოს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.
6. მოსამართლესთან ამ კანონის 72 1 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული
კომუნიკაციის თაობაზე წერილობით შეტყობინებას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
განიხილავს მისი მიღებიდან 1 თვის ვადაში და იღებს გადაწყვეტილებას პროცესის მონაწილის,
დაინტერესებული პირის, საჯარო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფოპოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის დაჯარიმების შესახებ
და საჯარო მოსამსახურის შემთხვევაში – გადაწყვეტილებას საჯარო მოსამსახურისათვის
დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხზე შესაბამისი რეაგირებისათვის ამ
კანონის 72 9 მუხლის პირველი–მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ თანამდებობის პირთათვის
მიმართვის თაობაზე. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლესთან ამ კანონის
72 1 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის თაობაზე წერილობით
შეტყობინებას განიხილავს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით.
11
7. თუ წარმოდგენილი მასალების განხილვის შედეგად მოსამართლესთან ამ კანონის 72 1
მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის თაობაზე წერილობითი
შეტყობინების განხილვაზე უფლებამოსილი მოსამართლე ან საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭო დაასკვნის, რომ ქმედება შეიძლება შეიცავდეს საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, იგი საქმის მასალებს
ქვემდებარეობის მიხედვით უგზავნის შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს.
მუხლი 72 9 მოსამართლესთან აკრძალული ფორმით კომუნიკაციის თაობაზე საქართველოს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის წარდგინება
1. პროკურატურის მუშაკის მიერ ამ თავის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი რეაგირების მიზნით წარდგინებით
მიმართავს და შესაბამის მასალებს უგზავნის საქართველოს გენერალურ პროკურორს.
2. ადვოკატის მიერ ამ თავის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში საქართველოს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი რეაგირების მიზნით წარდგინებით მიმართავს და
შესაბამის მასალებს უგზავნის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს.
3. გამომძიებლის მიერ ამ თავის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში საქართველოს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი რეაგირების მიზნით წარდგინებით მიმართავს და
მასალებს უგზავნის შესაბამის თანამდებობის პირს.
4. საჯარო მოსამსახურის მიერ ამ თავის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში საქართველოს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი რეაგირების მიზნით წარდგინებით მიმართავს და
მასალებს უგზავნის შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს ან თანამდებობის პირს.
5. ამ მუხლის პირველი–მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული თანამდებობის პირები
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის წარდგინებას განიხილავენ მისი
მიღებიდან ერთი თვის ვადაში და მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე აცნობებენ
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს. აღნიშნული ვალდებულების
შეუსრულებლობა ჩაითვლება გადაწყვეტილებად დისციპლინური პასუხისმგებლობის
დაკისრების თაობაზე უარის თქმის შესახებ.
6. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი უფლებამოსილია გადაწყვეტილება
დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე უარის თქმის შესახებ გაასაჩივროს
ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტის
გასაჩივრებისათვის
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 72 10 დაჯარიმების შესახებ განკარგულების გასაჩივრება
1. მოსამართლესთან ამ კანონის 72 1 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული
კომუნიკაციის თაობაზე წერილობითი შეტყობინების განხილვაზე უფლებამოსილი
მოსამართლის განკარგულება პროცესის მონაწილის, დაინტერესებული პირის, საჯარო
მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის,
12
პოლიტიკური თანამდებობის პირის დაჯარიმების შესახებ შეიძლება 3 დღის ვადაში
ერთჯერადად გაასაჩივროს პირმა, რომელსაც ჯარიმა შეეფარდა, ან მისმა ადვოკატმა (კანონიერმა
წარმომადგენელმა), აგრეთვე მოსამართლემ, რომელთანაც, მისი შეტყობინების თანახმად,
განხორციელდა ამ კანონის 72 1 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაცია,
ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს თავმჯდომარესთან ან მის მიერ უფლებამოსილ
მოსამართლესთან, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის
განკარგულება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან.
2. საჩივრის განხილვისას საჩივრის განმხილველი პირი ამოწმებს, დაჯარიმების შესახებ
განკარგულების გამოტანისას დაიცვა თუ არა კომუნიკაციის თაობაზე წერილობითი
შეტყობინების განხილვაზე უფლებამოსილმა მოსამართლემ ამ კანონის 72 8 მუხლით
განსაზღვრული მოთხოვნები.
3. საჩივრის განმხილველი პირი საჩივარს განიხილავს 7 დღის ვადაში და იღებს ერთ-ერთ
შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) გასაჩივრებული განკარგულების ძალაში დატოვებისა და საჩივრის დაკმაყოფილებაზე
უარის თქმის შესახებ;
ბ) გასაჩივრებული განკარგულების გაუქმების, შეცვლის ან საჩივრის სრულად (ნაწილობრივ)
დაკმაყოფილების შესახებ.
4. საჩივრის განხილვის შედეგად გამოტანილი დადგენილების ასლები გადაეცემა მხარეებს
და ეგზავნება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. დადგენილება საბოლოოა და არ
გასაჩივრდება.
მუხლი 72 11 საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან კომუნიკაციის თაობაზე
ინფორმაციის საჯაროობა
1. მოსამართლესთან ამ კანონის 72 1 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული
კომუნიკაციის თაობაზე წერილობითი შეტყობინების განხილვაზე უფლებამოსილი
მოსამართლე ვალდებულია დაჯარიმების შესახებ განკარგულება, ასევე ნებისმიერი სხვა
სტატისტიკური ინფორმაცია ამ თავის გამოყენების შესახებ დაუყოვნებლივ მიაწოდოს
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს.
2. ამ კანონის 72 1 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის თაობაზე
ინფორმაცია საჯაროა, გარდა ინფორმაციისა იმ მოსამართლის ვინაობის შესახებ, რომელთანაც
განხორციელდა კომუნიკაცია, და ინფორმაციისა იმ საქმის შესახებ, რომლის თაობაზედაც
განხორციელდა კომუნიკაცია.
3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან
ამ კანონის 72 1 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის თაობაზე
ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველსაყოფად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით აწარმოებს ამ თავის გამოყენების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის ერთიან ბაზას,
რომელიც აგრეთვე მოიცავს ინფორმაციას ამ თავით გათვალისწინებული წესით დაჯარიმებულ
13
პირთა ვინაობის შესახებ.“
18. 75 15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2.
დისციპლინური საკითხის განხილვისას
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.’’
სხდომას
თავმჯდომარეობს
მუხლი 2
1.ძალადაკარგულად
გამოცხადდეს
საქართველოს
კანონი
,,საერთო
სასამართლოების მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესის’’ შესახებ. (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №29, 27.07.2007, მუხ. 317)
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს საერთო სასამართლოების
მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონი (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №56, 28.12.2005, მუხ. 425)
3. ამ კანონის ამოქმედების დროისთვის განწესებული უზენაესი სასამართლოს
თავმჯდომარე
თანამდებობრივად
შედის
იუსტიციის
უმაღლესი
საბჭოს
შემადგენლობაში და თავმჯდომარეობს მას მისი, როგორც უზენაესი სასამართლოს
თავმჯდომარის, დარჩენილი უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე.
მუხლი 3
ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში
არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
14
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საერთო სასამართლოების შესახებ’’ ცვლილების შეტანის თაობაზე”
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის შინაარსობრივი და
ტექნიკური გადასინჯვის საჭიროებიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტმა
2017 წლის ოქტომბერში მიიღო საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი
„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“.
კონსტიტუციის ახალი რედაქციის 59-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ,,საერთო
სასამართლოების სისტემა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება
ორგანული კანონით.’’ შესაბამისად, ყველა საკითხი, რომელიც ეხება სასამართლოს
სისტემას, უფლებამოსილებასა და საქმიანობას და ამჟამად დარეგულირებულია
კანონით, უნდა მოწესრიგდეს ორგანული კანონით.
საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციით (61-ე მუხლის მე-2 და მე-3
პუნქტები) უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებსა და თავმჯდომარეს, ნაცვლად
პრეზიდენტისა, პარლამენტს წარუდგენს იუსტიციის უმაღლესი საბჭო; ამასთან,
უზენაესი სასამართლოს შემადგენლობაში არის არანაკლებ 28 მოსამართლე და
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე აირჩევა უზენაესი სასამართლოს წევრთაგან.
ნაცვლად მოქმედი კონსტიტუციით გათვალისწინებული 10-წლიანი ვადისა,
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები აირჩევიან უვადოდ. პარლამენტი უზენაესი
სასამართლოს თავმჯდომარესა და წევრებს ირჩევს სრული შემადგენლობის
უმრავლესობით,
კონსიტუციის ახალი რედაქციის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ,,სასჯელის
მოხდისაგან გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის შემსუბუქების სხვა
წესი განისაზღვრება კანონით.’’
კონსტიტუციის ახალი რედაქციის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით,
დაუშვებელია მოსამართლის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან
დაპატიმრება, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
თანხმობის გარეშე. მოქმედი კონსტიტუცია
ითვალისწინებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანხმობას ასეთი
შემთხვევისათვის.
კონსტიტუციის ახალი რედაქციის 63-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით,
სასამართლოს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია არ შეიძლება გახდეს უვადოდ
განწესებული მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი.
კონსტიტუციის ახალი რედაქციის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე
წევრთაგან ორგანული კანონით დადგენილი წესით 4 წლის ვადით, მაგრამ არაუმეტეს
მისი როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადისა,
ირჩევს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
კონსტიტუციის ახალი რედაქციის 48-ე მუხლის მიხედვით, იმ სუბიექტების წრეს,
რომლის იმპიჩმენტი უნდა განხორციელდეს, ემატება უზენესი სასამართლოს
მოსამართლეები. ამასთან, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა და
თავმჯდომარის გადაყენება დასაშვებია მხოლოდ იმპიჩმენტის გზით.
კონსტიტუციის ახალი რედაქციის 59-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით,
სპეციალიზებული სასამართლოები შეიძლება შეიქმნას მხოლოდ საერთო
სასამართლოების სისტემაში.
კონსტიტუციის ახალი რედაქციის 64-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, იუსტიციის
უმაღლესი საბჭო ანგარიშვალდებულია საერთო სასამართლოების მოსამართლეთა
თვითმმართველობის ორგანოს წინაშე. ანგარიშგების წესი განისაზღვრება ორგანული
კანონით.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის მიღების მიზანია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის
საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებთან ჰარმონიზება საერთო
სასამართლოების სისტემასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტის მიხედვით, ,,საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან
კომუნიკაციის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და ,,საერთო სასამართლოების
მოსამართლეების შრომის ანაზღაურების შესახებ’’ საქართველოს კანონის
ნორმატიული შინაარსი ასახულია ,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ ორგანულ
კანონში. შესაბამისად, მითითებული კანონები ცნობილია ძალადაკარგულად.
კანონპროექტის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებსა და
თავმჯდომარეს, ნაცვლად პრეზიდენტისა, პარლამენტს წარუდგენს იუსტიციის
უმაღლესი საბჭო; ამასთან, უზენაეს სასამართლოს შემადგენლობაში არის არანაკლებ
28 მოსამართლე და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე აირჩევა უზენაესი
სასამართლოს წევრთაგან. ნაცვლად მოქმედი კონსტიტუციით გათვალისწინებული
10-წლიანი ვადისა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები აირჩევიან უვადოდ.
პარლამენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესა და წევრებს ირჩევს სრული
შემადგენლობის უმრავლესობით,
კანონპროექტის მიხედვით, დაუშვებელია მოსამართლის სისხლის სამართლის
პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის,
მანქანის ან პირადი გაჩხრეკა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თანხმობის გარეშე.
მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
თანხმობას ასეთი შემთხვევისათვის.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
მოსამართლე წევრთაგან ორგანული კანონით დადგენილი წესით 4 წლის ვადით,
მაგრამ არაუმეტეს მისი როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის
უფლებამოსილების ვადისა, ირჩევს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
იმ სუბიექტების წრეს, რომლის იმპიჩმენტი უნდა განხორციელდეს, ემატება უზენესი
სასამართლოს მოსამართლეები. ამასთან, ზუსტდება, რომ უზენაესი სასამართლოს
მოსამართლეებისა და თავმჯდომარის გადაყენება დასაშვებია მხოლოდ იმპიჩმენტის
გზით.
კანონპროექტის მიხედვით, სასამართლოს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია არ
შეიძლება გახდეს უვადოდ განწესებული მოსამართლის თანამდებობიდან
გათავისუფლების საფუძველი.
კანონპროექტით სპეციალიზებული სასამართლოები შეიძლება შეიქმნას მხოლოდ
საერთო სასამართლოების სისტემაში.
ცვლილების მიხედვით, სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლებისა და სასჯელის
მოუხდელი ნაწილის შემსუბუქების სხვა წესი განისაზღვრება კანონით.
კანონპროექტის მიხედვით, სამხედრო სასამართლო შეიძლება შეიქმნას საომარი
მდგომარეობის დროს ამ მდგომარეობასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის
საქმეების განსახილველად საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით. ამავე დეკრეტით
საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან კონსულტაციით უნდა განისაზღვროს
სამხედრო სასამართლოს შემადგენლობა, განსჯადობა და საქმეთა განხილვის წესი.
აღნიშნული დეკრეტი ძალაში შედის პარლამენტის მიერ დამტკიცებისთანავე.
კანონპროექტის მიხედვით, მოსამართლეთა კონფერენცია ისმენს საქართველოს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი
საბჭოს მდივნის, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი
ინსპექტორისა და საერთო სასამართლოების დეპარტამენტის
ყოველწლიურ ანგარიშებს ამ ორგანოთა მუშაობის შესახებ.
თავმჯდომარის
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის
დაფინანსების წყარო:
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
კანონპროექტის მიღება გამოიწვევს დამატებითი ხარჯებს.
აღნიშნული ხარჯების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;
კერძოდ, ,,ბ.გ’’ პუნქტში მითითებული პირების შრომის ანაზღაურება დადებით
გავლენას იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გავლენას ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
აღნიშნული ხარჯების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი
უზენაეს სასამართლოს ემატება 16 მოსამართლე, თითოეული მოსამართლის
ყოველთვიური შრომის ანაზღაურება არის 6 000 ლარი. სულ 96 000 ლარი.
კანონპროექტით გათვალისწინებულია იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარის,
იუსტიციის საბჭოს მდივნისა და სახელმწიფო ინსპექტორის მიერ ანგარიშების
წარდგენის ვალდებულება. ამ უფლებამოსილების განხორციელება არ გამოიწვევს
დამატებით ხარჯებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტის მიღებით სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ
წარმოიქმნება.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტის მიღება გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს უზენაესი სასამართლოს
მოსამართლეებისთვის - ემატება, სულ მცირე, 16 მოსამართლე, რომელთა შრომის
ანაზღაურება არის თვეში-6 000 ლარი.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან;
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს
ორგანიზაციებში
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან;
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
იურიდიულ
საკითხთა
კომიტეტში
შექმნილი
კანონმდებლობის ჰარმონიზაციის სამუშაო ჯგუფი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
კონსტიტუციასთან
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს ორგანული კანონის „საერთო სასამართლოების შესახებ“ იმ მუხლის
მოქმედი (სრული) რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება
მუხლი 1. სასამართლო ხელისუფლება
1. სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია სახელმწიფო ხელისუფლების სხვა
შტოებისაგან და მას ახორციელებენ მხოლოდ სასამართლოები.
2. მართლმსაჯულება არის სასამართლო ხელისუფლების განხორციელების ერთ-ერთი
ფორმა და მას სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართალწარმოებათა
მეშვეობით ახორციელებენ საერთო სასამართლოები.
3. ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემასა და
ორგანიზაციას, მოსამართლეთა სამართლებრივ სტატუსს, მათი შერჩევის,
თანამდებობაზე დანიშვნის (არჩევის) და თანამდებობიდან გათავისუფლების წესს,
მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს, აგრეთვე
საქართველოს
საერთო
სასამართლოების
მოსამართლეთა
დისციპლინური
პასუხისმგებლობის
საფუძვლებს,
დისციპლინური
სახდელის
სახეებს,
დისციპლინური სამართალწარმოებისა და მოსამართლეთათვის დისციპლინური
პასუხისმგებლობის დაკისრების წესს, საქართველოს საერთო სასამართლოებში
დისციპლინური საქმეების განხილვისა და მათზე გადაწყვეტილების მიღების წესს.
მუხლი 2. საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემა
1. საქართველოს საერთო სასამართლოებია: რაიონული (საქალაქო) სასამართლო,
სააპელაციო სასამართლო, საქართველოს უზენაესი სასამართლო.
2. საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემა ერთიანია.
3. სამხედრო სასამართლოები შეიძლება შეიქმნას საომარი მდგომარეობის დროს და
მხოლოდ საერთო სასამართლოების სისტემაში. სამხედრო სასამართლოების შექმნის
წესი და მათი კომპეტენცია განისაზღვრება კანონით.
4. საგანგებო ან სპეციალური სასამართლოების შექმნა დაუშვებელია.
მუხლი 4. სასამართლო გადაწყვეტილებათა სავალდებულოობა
1. სასამართლოს აქტი, აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად
სასამართლოს მოთხოვნა და განკარგულება სავალდებულოა საქართველოს მთელ
ტერიტორიაზე ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, სახელმწიფო და
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსათვის.
2. სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმება, შეცვლა ან შეჩერება შეუძლია მხოლოდ
სასამართლოს კანონით განსაზღვრული წესით.
3.
სასამართლო
გადაწყვეტილების
გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
შეუსრულებლობა
იწვევს
კანონით
მუხლი 7. მოსამართლის დამოუკიდებლობა
+
1. მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია. მოსამართლე ფაქტობრივ
გარემოებებს აფასებს და გადაწყვეტილებებს იღებს მხოლოდ საქართველოს
კონსტიტუციის,
საერთაშორისო
სამართლის
საყოველთაოდ
აღიარებული
პრინციპებისა და ნორმების, სხვა კანონების შესაბამისად და თავისი შინაგანი რწმენის
საფუძველზე. არავის არა აქვს უფლება, მოსამართლეს მოსთხოვოს ანგარიში ან
მიუთითოს, როგორი გადაწყვეტილება მიიღოს კონკრეტულ საქმეზე.
2. მოსამართლის ჩამოცილება საქმეთა განხილვისაგან, მისი უფლებამოსილების
ვადამდე შეწყვეტა ან სხვა თანამდებობაზე გადაყვანა დაუშვებელია, გარდა კანონით
გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3. თუ საერთო სასამართლოში კონკრეტული საქმის განხილვისას სასამართლო
დაასკვნის, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი, რათა ესა თუ ის კანონი ან სხვა
ნორმატიული აქტი, რომელიც უნდა გამოიყენოს სასამართლომ ამ საქმის
გადაწყვეტისას, მთლიანად ან ნაწილობრივ შეიძლება მიჩნეულ იქნეს საქართველოს
კონსტიტუციის შეუსაბამოდ, იგი შეაჩერებს საქმის განხილვას და მიმართავს
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. საქმის განხილვა განახლდება
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ საკითხის გადაწყვეტის შემდეგ.
4. თუ საქმის განმხილველი სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს კონსტიტუციას
არ შეესაბამება ნორმატიული აქტი, რომლის შემოწმებაც არ განეკუთვნება
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციას, სასამართლო გამოიტანს
გადაწყვეტილებას საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად.
მუხლი 14. საქართველოს უზენაესი სასამართლო
+
1. საქართველოს უზენაესი სასამართლო (შემდგომში – უზენაესი სასამართლო)
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მართლმსაჯულების განხორციელების უმაღლესი
და საბოლოო ინსტანციის საკასაციო სასამართლოა.
2. უზენაესი სასამართლო დადგენილი საპროცესო ფორმით ზედამხედველობს
მართლმსაჯულების განხორციელებას საქართველოს საერთო სასამართლოებში,
ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის 88-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 90-ე მუხლის
პირველი პუნქტითა და ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. უზენაესი სასამართლოს წევრთა – მოსამართლეთა რაოდენობაა არანაკლებ 16-ისა.
საჭიროების შემთხვევაში უზენაესი სასამართლოს პლენუმი იღებს გადაწყვეტილებას
უზენაესი სასამართლოს წევრთა რაოდენობის გაზრდის შესახებ. ამ გადაწყვეტილებას
უზენაესი სასამართლოს პლენუმი უგზავნის საქართველოს პრეზიდენტს, რათა მან
საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს წევრთა კანდიდატურები უზენაესი
სასამართლოს წევრთა გაზრდილი რაოდენობის შესაბამისად.
მუხლი 21. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე
+
1. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე:
ა) საერთო ხელმძღვანელობას უწევს უზენაესი სასამართლოს საქმიანობას;
ბ) შეიძლება იყოს ერთ-ერთი პალატის თავმჯდომარე; უძღვება უზენაესი
სასამართლოს პლენუმისა და დიდი პალატის სხდომებს, საჭიროების შემთხვევაში
თავმჯდომარეობს უზენაესი სასამართლოს პალატების სხდომებს;
გ) (ამოღებულია - 01.05.2013, №580);
დ) საქართველოში მართლმსაჯულების
დაკავშირებით
მართლმსაჯულების
მდგომარეობის ზოგად
განმახორციელებელი
საკითხებთან
სასამართლო
ხელისუფლების სახელით წარმართავს ურთიერთობას სახელმწიფო ხელისუფლების
სხვა შტოებთან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან და მოსახლეობასთან;
ე) წარმართავს უზენაესი სასამართლოს აპარატის მუშაობას;
ვ) იღებს გადაწყვეტილებებს უზენაესი სასამართლოს აპარატის საჯარო
მოსამსახურეთა
თანამდებობაზე
დანიშვნის
(სამსახურში
მიღების)
და
თანამდებობიდან გათავისუფლების (სამსახურიდან დათხოვნის) შესახებ;
ზ) განსაზღვრავს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მოსამართლეს, რომელიც
გასცემს ბრძანებას „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს
კანონით გათვალისწინებული ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების ჩატარების
თაობაზე;
თ) ახორციელებს ამ კანონის XIII 1 თავით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს;
ი) წყვეტს მოსამართლის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის, დაკავების ან
დაპატიმრების, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი ჩხრეკის
საკითხებს;
კ) ახორციელებს საქართველოს
უფლებამოსილებებს.
კანონმდებლობით
გათვალისწინებულ
სხვა
2. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის დროებით არყოფნისას მის
უფლებამოსილებას ახორციელებს თავმჯდომარის პირველი მოადგილე. უზენაესი
სასამართლოს თავმჯდომარისა და მისი პირველი მოადგილის დროებით არყოფნისას
თავმჯდომარის უფლებამოსილებას მისივე ბრძანებით ახორციელებს თავმჯდომარის
ერთ-ერთი მოადგილე.
მუხლი 34. მოთხოვნები, რომლებიც წაეყენება მოსამართლეობის კანდიდატს
+
1. მოსამართლედ შეიძლება დაინიშნოს (აირჩეს) საქართველოს ქმედუნარიანი
მოქალაქე 30 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება
არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი
განათლების დიპლომით, სპეციალობით მუშაობის სულ ცოტა 5 წლის გამოცდილება,
ფლობს სახელმწიფო ენას, ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო
გამოცდა, გავლილი აქვს იუსტიციის უმაღლესი სკოლის სრული სასწავლო კურსი და
შეყვანილია იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში.
2. მოსამართლის თანამდებობაზე არ შეიძლება დაინიშნოს/აირჩეს ნასამართლევი
პირი, აგრეთვე პირი, რომელიც გათავისუფლებული იყო მოსამართლის
თანამდებობიდან ამ კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული საფუძვლით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღარ არსებობს ამ
კანონის XIII 1 თავის ის ნორმა, რომლის საფუძველზედაც პირი გათავისუფლდა
მოსამართლის თანამდებობიდან), ან იმავე მუხლის იმავე პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული საფუძვლით.
3. მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად იუსტიციის უმაღლეს სკოლაში
სწავლისაგან თავისუფლდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე
ასარჩევად წარდგენილი პირი, ასევე ყოფილი მოსამართლე, რომელსაც ჩაბარებული
აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, გამწესებული იყო მოსამართლის
თანამდებობაზე უზენაეს სასამართლოში ან რაიონულ (საქალაქო) ანდა სააპელაციო
სასამართლოში კონკურსის წესით და აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 18
თვის გამოცდილება. პირი, რომელმაც გაიარა იუსტიციის უმაღლესი სკოლის სრული
სასწავლო კურსი და შეყვანილ იქნა იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში,
მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად თავისუფლდება იუსტიციის უმაღლეს
სკოლაში სწავლისაგან, მიუხედავად იმისა, რა ვადით ეკავა მას მოსამართლის
თანამდებობა ან იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამთავრების შემდეგ დაინიშნა თუ
არა იგი ამ თანამდებობაზე.
4. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო
გამოცდის ჩაბარების გარეშე უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობაზე
ასარჩევად საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს კანდიდატურა, რომლის
პროფესიული გამოცდილება უნდა შეეფერებოდეს უზენაესი სასამართლოს წევრის
მაღალ სტატუსს. ამ გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდება აგრეთვე უზენაესი
სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი პირი.
5. მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდება
საქართველოს საერთო სასამართლოების ყოფილი მოსამართლე სამოსამართლო
უფლებამოსილების შეწყვეტიდან 10 წლის გასვლამდე.
6. მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისაგან და იუსტიციის
უმაღლეს სკოლაში სწავლისაგან თავისუფლდებიან საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს და უზენაესი სასამართლოს როგორც მოქმედი, ისე ყოფილი წევრები.
მუხლი 36. მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნა (არჩევა)
+
1. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს და წევრებს საქართველოს პრეზიდენტის
წარდგინებით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 10 წლის ვადით ირჩევს
საქართველოს პარლამენტი.
2. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს უფლება აქვს, საქართველოს პრეზიდენტს
წარუდგინოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ასარჩევი კანდიდატურა, ხოლო
საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია, საქართველოს პარლამენტს ასარჩევად
წარუდგინოს ნებისმიერი კანდიდატურა, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს
კონსტიტუციითა და ამ კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
3. უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს
პარლამენტისათვის ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება მხოლოდ
ორჯერ.
4. სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების
თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
მოსამართლეს
4 1. სააპელაციო ან რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე თანამდებობაზე
გამწესდება 3 წლის ვადით, კონკურსის საფუძველზე. ამ ვადის გასვლამდე არაუადრეს
2 თვისა და არაუგვიანეს 1 თვისა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამ
მუხლის 4 4პუნქტით გათვალისწინებული შეფასების შედეგების ანალიზის
საფუძველზე მსჯელობს და იღებს გადაწყვეტილებას, გაამწესოს თუ არა აღნიშნული
მოსამართლე თანამდებობაზე უვადოდ. მოსამართლის თანამდებობაზე გამწესების 3წლიანი ვადა არ ვრცელდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ან
უზენაესი სასამართლოს მოქმედ ან ყოფილ წევრზე, სააპელაციო ან რაიონული
(საქალაქო) სასამართლოს მოქმედ ან ყოფილ მოსამართლეზე, თუ მას აქვს
მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება და ყოფილი მოსამართლის
სამოსამართლო უფლებამოსილების შეწყვეტიდან 10 წელი არ გასულა. ეს
მოსამართლეები თანამდებობაზე უვადოდ გამწესდებიან შესაბამისი კონკურსის
წარმატებით გავლის და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საჭირო
რაოდენობის ხმების (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული
შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ის) ფარული კენჭისყრით მიღების შემთხვევაში. იმ
მოქმედი მოსამართლისათვის თანამდებობაზე უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის
შემთხვევაში, რომელიც თანამდებობაზე დანიშნულია 10 წლის ვადით, იგი
უფლებამოსილების
განხორციელებას
გააგრძელებს
უფლებამოსილების დარჩენილი ვადის ფარგლებში.
სამოსამართლო
42. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლის თანამდებობაზე
უვადოდ გამწესების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მოსამართლე
თანამდებობაზე გამწესდება უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.
43. თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ მიიღებს მოსამართლის
თანამდებობაზე უვადოდ გამწესების შესახებ გადაწყვეტილებას, იგი ამ კანონის 36
7 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით აცხადებს კონკურსს მოსამართლის
ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. მოსამართლეს, რომლის შესახებაც არ იქნა
მიღებული გადაწყვეტილება მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესების
შესახებ, სამოსამართლო უფლებამოსილება შეუწყდება თანამდებობაზე ყოფნის 3წლიანი ვადის გასვლის შემდეგ, ამ კანონით დადგენილი წესით. ეს მოსამართლე
მომდევნო 3 წლის განმავლობაში ვერ მიიღებს მონაწილეობას მოსამართლის
ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში.
4 4. თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლის საქმიანობის
შესაფასებლად, თანამდებობაზე მისი გამწესებიდან 1 წლის თავზე და 2 წლის თავზე,
აგრეთვე მოსამართლის თანამდებობაზე ყოფნის 3-წლიანი ვადის გასვლამდე 4 თვით
ადრე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო წილისყრით შეარჩევს საქართველოს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ მოსამართლე წევრს და ერთ არამოსამართლე წევრს
(შემდგომ – შემფასებლები), რომლებმაც ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, 2 თვის
ვადაში უნდა შეაფასონ შესაბამის პერიოდში მოსამართლის საქმიანობა. წილისყრის
დასრულების შემდეგ შემფასებლების ვინაობა დაუყოვნებლივ ეცნობება შესაფასებელ
მოსამართლეს. აღნიშნული ექვსი შეფასება სხვადასხვა შემფასებელმა უნდა
განახორციელოს. შეფასების ყოველი პერიოდის ანგარიშებს შესაფასებელი
მოსამართლე ეცნობა ამ კანონის 36 4 მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილი წესით. ეს
ანგარიშები მოსამართლის თანამდებობაზე ყოფნის 3-წლიანი ვადის გასვლამდე 2
თვით ადრე შესასწავლად გადაეცემათ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
წევრებს.
45. მოსამართლე უფლებამოსილია ინტერესთა შეუთავსებლობის მოტივით,
დასაბუთებული შუამდგომლობით მოითხოვოს იმ შემფასებლის/ შემფასებლების
აცილება, რომელმაც/რომლებმაც უნდა შეაფასოს/შეაფასონ მისი საქმიანობა შესაბამის
პერიოდში,
კერძოდ,
თუ
არსებობს
გარემოება,
რომელიც
ამ
შემფასებლის/შემფასებლების
ობიექტურობაში,
დამოუკიდებლობაში
ან/და
მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის სერიოზულ საფუძველს იძლევა. შემფასებლის
აცილების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი
საბჭო ხმათა უმრავლესობით. კენჭისყრაში არ მონაწილეობს ის შემფასებელი, რომლის
აცილების საკითხიც განიხილება. ინტერესთა შეუთავსებლობის არსებობის
შემთხვევაში შემფასებელი ვალდებულია თვითაცილება განაცხადოს და მონაწილეობა
არ მიიღოს შეფასებაში.
5. თუ მოსამართლის მონაწილეობით დაწყებული საქმის განხილვის დამთავრებამდე
მან მიაღწია ამ კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ ასაკს ან გავიდა მისი თანამდებობაზე ყოფნის ვადა, მოსამართლის
უფლებამოსილება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით
შეიძლება გაგრძელდეს აღნიშნულ საქმეზე ამ მოსამართლის ან იმ სასამართლო
კოლეგიის ან პალატის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, რომლის
შემადგენლობაშიც ის არის. იმ ვადის განმავლობაში, რომლითაც მოსამართლეს
გაუგრძელდა უფლებამოსილება, ის არ შეიძლება დაინიშნოს (აირჩეს) სასამართლოს
თავმჯდომარედ, სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ, სასამართლო კოლეგიის
ან პალატის თავმჯდომარედ ან რომელიმე ასეთი თანამდებობის პირის მოვალეობის
შემსრულებლად.
თუ
პირი,
რომელსაც
გაუგრძელდა
მოსამართლის
უფლებამოსილება, ამ კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული ასაკის მიღწევის ან თანამდებობაზე ყოფნის ვადის გასვლის
დროისათვის
სასამართლოს
თავმჯდომარე,
სასამართლოს
თავმჯდომარის
მოადგილე, სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარე ან რომელიმე ასეთი
თანამდებობის პირის მოვალეობის შემსრულებელია, მას, აღნიშნული ასაკის მიღწევის
ან თანამდებობაზე ყოფნის ვადის გასვლის შემდეგ მოსამართლის უფლებამოსილების
გაგრძელების მიუხედავად, უწყდება შესაბამისად სასამართლოს თავმჯდომარის,
სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის, სასამართლო კოლეგიის ან პალატის
თავმჯდომარის ან რომელიმე ასეთი თანამდებობის პირის მოვალეობის
შემსრულებლის უფლებამოსილება.
6. მოსამართლის სხვა სასამართლოში გამწესების შემთხვევაში, ახალ თანამდებობაზე
მისი სამოსამართლო უფლებამოსილების დაწყებამდე, იგი არ შეიძლება
ჩამოცილებულ იქნეს იმ საქმის განხილვისაგან, რომელიც მის წარმოებაში იყო სხვა
სასამართლოში გამწესების დროს.
მუხლი 40. მოსამართლის ხელშეუხებლობა
+
1. მოსამართლე ხელშეუხებელია. დაუშვებელია მისი სისხლის სამართლის
პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო
ადგილის ან პირადი ჩხრეკა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანხმობის,
ხოლო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და მოსამართლეთა – საქართველოს
პარლამენტის თანხმობის გარეშე. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა,
რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს შესაბამისად უზენაესი სასამართლოს
თავმჯდომარეს ან საქართველოს პარლამენტს. თუ ისინი არ მისცემენ თანხმობას,
დაკავებული
ან
დაპატიმრებული
მოსამართლე
დაუყოვნებლივ
უნდა
გათავისუფლდეს.
2. სახელმწიფო უზრუნველყოფს მოსამართლისა და მისი ოჯახის უსაფრთხოებას.
მუხლი 42. მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება
1. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენება ხდება
იმპიჩმენტის წესით.
2. საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ან/და ქმედებაში დანაშაულის
შემადგენლობის ნიშნების არსებობის შემთხვევაში უზენაესი სასამართლოს
თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება აქვს
საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს.
საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს შესაბამისი დასკვნის მიღების შემდეგ, სრული შემადგენლობის
უმრავლესობით
თანამდებობიდან
გადააყენოს
უზენაესი
სასამართლოს
თავმჯდომარე.
3.უზენაესი სასამართლოს წევრს უფლებამოსილებას ვადაზე ადრე უწყვეტს საქართვ
ელოს პარლამენტი საქართველოს იუსტიციისუმაღლესი საბჭოს წარდგინებით , ამ კან
ონის 43- ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით . საქართველოს პარლამენტი უ
ზენაესისასამართლოს წევრისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაო
ბაზე გადაწყვეტილებას იღებს სიითი შემადგენლობისუმრავლესობით .
4. სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლეს
თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
მუხლი 43. მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების, უზენაესი
სასამართლოს
თავმჯდომარისა
და
უზენაესი
სასამართლოს
წევრის
უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები
1+
1. მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების, უზენაესი სასამართლოს
თავმჯდომარისა და უზენაესი სასამართლოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის
საფუძვლებია:
ა) პირადი განცხადება;
ბ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენა;
გ) (ამოღებულია - 08.02.2017, №255);
დ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის
მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის
განსაზღვრული;
ე) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;
ვ) მის მიმართ საბოლოოდ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში
შესვლა;
ზ) 65 წლის ასაკის მიღწევა;
თ) კორუფციული სამართალდარღვევის ჩადენა „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა
შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-6
პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად;
ი) გარდაცვალება;
კ) სასამართლოს ლიკვიდაცია, მოსამართლის თანამდებობის შემცირება;
ლ) სხვა სასამართლოში დანიშვნა (არჩევა);
მ) სხვა დაწესებულებაში თანამდებობაზე არჩევა ან დანიშვნა;
ნ) უფლებამოსილების ვადის გასვლა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
შემთხვევისათვის აუცილებელია სადისციპლინო კოლეგიის წარდგინების არსებობა.
3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია, მოსამართლე
გაათავისუფლოს თანამდებობიდან, თუ იგი ბოლო 12 თვის განმავლობაში 4 თვეზე მეტ
ხანს ვერ ახორციელებდა თავის უფლებამოსილებას და არსებობს შესაბამისი
სამედიცინო დასკვნა, რომლის თანახმადაც, იგი მომავალშიც ვერ შეძლებს
მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელებას.
მუხლი 47. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
+
1. სასამართლოს (მოსამართლის) დამოუკიდებლობის, მართლმსაჯულების ხარისხისა
და ეფექტიანობის უზრუნველყოფის, მოსამართლეთა თანამდებობაზე დანიშვნის,
მოსამართლეთა
თანამდებობიდან
გათავისუფლების,
მოსამართლეობის
საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზების, სასამართლო რეფორმის გასატარებლად
წინადადებების შემუშავებისა და კანონით დადგენილი სხვა ამოცანების შესრულების
მიზნით იქმნება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შედგება 15 წევრისაგან. საბჭოს 8 წევრს
ამ კანონით დადგენილი წესით ირჩევს საქართველოს საერთო სასამართლოების
მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანო, 5 წევრს ირჩევს საქართველოს
პარლამენტი, ხოლო 1 წევრს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. საქართველოს
იუსტიციის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარეობს უზენაესი სასამართლოს
თავმჯდომარე, რომელიც თანამდებობრივად არის საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს წევრი.
3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის ნახევარზე მეტს
შეადგენენ
საქართველოს
საერთო
სასამართლოების
მოსამართლეთა
თვითმმართველობის ორგანოს მიერ ამ კანონით დადგენილი წესით არჩეული
წევრები.
4. საქართველოს საერთო სასამართლოებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს
საბჭოში წარმოადგენენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და საქართველოს
მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული 8 წევრი, მათ შორის, საქართველოს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის
მიერ არჩეული წევრი შეიძლება იყოს მხოლოდ საქართველოს საერთო სასამართლოს
მოსამართლე. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული წევრი არ
შეიძლება იყოს თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლე (გარდა იმ
შემთხვევისა, როდესაც მას აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 5 წლის
გამოცდილება), უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის ან საკვალიფიკაციო
პალატის წევრი. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეულ წევრთა
ნახევარზე მეტი არ შეიძლება იყოს სასამართლოს თავმჯდომარე, მისი პირველი
მოადგილე ან მოადგილე ან სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარე.
5. საქართველოს პარლამენტი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 წევრს
ირჩევს კონკურსის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სრული შემადგენლობის
უმრავლესობით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით.
საბჭოს
წევრობის
კანდიდატები
შეირჩევიან
საქართველოს
უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე პროფესორებისა და მკვლევრებისაგან,
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისაგან ან/და საქართველოს
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი
პირებისაგან, შესაბამისი ორგანიზაციის კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანოს
წარდგინების საფუძველზე. ზემოაღნიშნული არასამეწარმეო (არაკომერციული)
იურიდიული პირის საქმიანობის ერთ-ერთი სფერო კონკურსის გამოცხადებამდე
არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში უნდა იყოს წარმომადგენლობითი
უფლებამოსილებით მონაწილეობა სასამართლოებში განხორციელებულ საქმეთა
წარმოებაში. თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაცია უფლებამოსილია
საქართველოს
პარლამენტს
წარუდგინოს
საბჭოს
წევრის
არაუმეტეს
3
კანდიდატურისა. საქართველოს პარლამენტის წევრის, მოსამართლისა და
პროკურორის საბჭოს წევრობის კანდიდატად წარდგენა არ შეიძლება. საბჭოს წევრთა
კანდიდატურების წარდგენის, მათი ამ პუნქტითა და ამ მუხლის მე-6 პუნქტით
გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის, ამ კანდიდატურების
განხილვისა და საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომისთვის წარდგენის
წესი და ვადა განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით.
6. საქართველოს პარლამენტმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად
შეიძლება აირჩიოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული
განათლება მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი
განათლების დიპლომით, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება,
მაღალი რეპუტაცია და რომელიც სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტია.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევისას საჭიროა წევრობის
კანდიდატის წინასწარი თანხმობა.
7. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად საქართველოს
პარლამენტის პლენარული სხდომისთვის წარდგენილ კანდიდატებს კენჭი ცალ-ცალკე
ეყრებათ.
8. კენჭისყრის პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლებიან კანდიდატები, რომლებიც
საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის ხმებს მიიღებენ.
თუ ასეთ კანდიდატთა რაოდენობა არსებულ ვაკანსიაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად
ჩაითვლება საუკეთესო შედეგის მქონე სათანადო რაოდენობის კანდიდატი. თუ
არჩეული ვერ გამოვლინდა რამდენიმე კანდიდატის მიერ თანაბარი რაოდენობის
ხმების მიღების გამო, ამ კანდიდატებს ხელახლა ეყრებათ კენჭი და არჩეულად
ჩაითვლება საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი.
9. თუ კენჭისყრის პირველ ტურში ყველა ვაკანსია ვერ შეივსო, იმავე დღეს ან უახლოეს
პლენარულ სხდომაზე გაიმართება კენჭისყრის მე-2 ტური, რომელშიც კენჭი ეყრებათ
დარჩენილთაგან პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატებს, რომელთა
რაოდენობაც არსებულ ვაკანსიაზე ორჯერ მეტი არ უნდა იყოს. თუ კანდიდატთა
რაოდენობა ამ რიცხვზე მეტი აღმოჩნდა მათ მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების
მიღების გამო, კენჭი ეყრება ყველა ასეთ კანდიდატს. არჩეულად ჩაითვლება
კანდიდატი, რომელიც ამ მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი წესით მიიღებს საჭირო
რაოდენობის ხმებს.
10. თუ კენჭისყრის მე-2 ტურის გამართვის შედეგად კვლავ ვერ შეივსო ყველა ვაკანსია,
2 დღის შემდეგ გაიმართება კენჭისყრის მე-3 ტური, რომელშიც კენჭი ეყრებათ
დარჩენილთაგან მე-2 ტურში საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატებს და არჩეული
კანდიდატები გამოვლინდებიან ამ მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილი წესით.
11. თუ კენჭისყრის სამივე ტურის გამართვის შემდეგ ისევ დარჩა შეუვსებელი ვაკანსია,
70 კალენდარული დღის ვადაში გაიმართება ხელახალი არჩევნები ამ მუხლის მე-5–მე10 პუნქტებით დადგენილი წესით.
11 1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს კონკურსის საფუძველზე
ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
შესაბამისი წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს 1 თვისა და
არაუგვიანეს 1 კვირისა, ხოლო მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის
შემთხვევაში − უფლებამოსილების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 1 თვისა. პირველ
შემთხვევაში
კანდიდატურები
საქართველოს
პრეზიდენტს
წარედგინება
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადის
ამოწურვამდე 30-ე დღიდან 10 დღის განმავლობაში, ხოლო მეორე შემთხვევაში − მისი
უფლებამოსილების შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში. კონკურსის შესახებ ინფორმაციას
აქვეყნებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ოფიციალურ ვებგვერდზე და
მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მეშვეობით. საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის წარმდგენი ორგანიზაცია და კანდიდატი
უნდა აკმაყოფილებდნენ ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით დადგენილ შესაბამის
მოთხოვნებს. აღნიშნული ორგანიზაცია უფლებამოსილია საქართველოს პრეზიდენტს
წარუდგინოს არაუმეტეს 1 კანდიდატურისა.
12. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაა 4
წელი. ერთი და იგივე პირი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არ
შეიძლება აირჩეს (დაინიშნოს) ზედიზედ ორჯერ. საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს წევრმა არ შეიძლება შეასრულოს თავისი მოვალეობა
უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი
საბჭოს ახალი წევრი უნდა აირჩეს (დაინიშნოს) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი
საბჭოს შესაბამისი წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს 30
კალენდარული დღისა და ამ ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული
დღისა, ხოლო მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში –
უფლებამოსილების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 1 თვისა. თუ საქართველოს
პარლამენტის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრის
არჩევისას ეს ვადები მთლიანად ან ნაწილობრივ დაემთხვა საქართველოს
პარლამენტის სესიებს შორის პერიოდს, ამ პუნქტით არჩევნებისთვის განსაზღვრული
ვადა შესაბამისი დროით გაგრძელდება.
13. საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნულ/საქართველოს პარლამენტის მიერ
არჩეულ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს არ შეიძლება ეკავოს რაიმე
სხვა თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოში, ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, უშუალოდ ახორციელებდეს სამეწარმეო
საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, სამეთვალყურეო,
საკონტროლო, სარევიზიო ან საკონსულტაციო ორგანოს წევრის უფლებამოსილებას ან
ეწეოდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და
შემოქმედებითი საქმიანობისა. იგი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური გაერთიანების
წევრი ან/და მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში.
14. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრ მოსამართლეს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ეფექტიანად განხორციელებისათვის
საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შესაძლებელია დაუწესოს დანამატები,
ხოლო საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ/საქართველოს პრეზიდენტის მიერ
დანიშნულ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს თავისი მოვალეობის
შესრულებისათვის ეძლევა ანაზღაურება საქართველოს სააპელაციო სასამართლოს
მოსამართლის
თანამდებობრივი
სარგოს
ოდენობით.
ამ
პუნქტით
გათვალისწინებული ღონისძიებები ფინანსდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი
საბჭოსთვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში.
15. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებს საჭიროებისამებრ, მაგრამ
არანაკლებ 3 თვეში ერთხელ, იწვევს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ან მისი
დავალებით – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. უზენაესი
სასამართლოს
თავმჯდომარის
მიერ
თავისი
მოვალეობის
შესრულების
შეუძლებლობისას ან სხვა შემთხვევაში, თუ არსებობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
სხდომის მოწვევის კანონით დადგენილი აუცილებლობა, საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს სხდომას იწვევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
მდივანი. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა შეიძლება მოწვეულ
იქნეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა 1/3-ის მოთხოვნითაც.
16. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებს თავმჯდომარეობს
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ხოლო ამ მუხლის მე-15 პუნქტით
გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
მდივანი.
17. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებებს ხელს აწერს
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, გარდა ამ მუხლის მე-18
პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
18. მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნის და თანამდებობიდან გათავისუფლების,
უფლებამოსილების
სხვა
მოსამართლისათვის
დაკისრების,
სასამართლოს,
სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის უფლებამოსილების დაკისრების,
აგრეთვე სასამართლოს ლიკვიდაციის და მოსამართლის თანამდებობის შემცირების
დროს მოსამართლის
უფლებამოსილების
დაკისრების
ან
დაკისრებული
უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხებზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი
საბჭოს გადაწყვეტილებებს ხელს აწერს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ხოლო
მისი არყოფნისას – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.
მუხლი 51. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი
+
1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებისგან 4 წლის ვადით ირჩევს საქართველოს
მოსამართლეთა კონფერენცია. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს
არ შეიძლება იმავდროულად ეკავოს სასამართლოს თავმჯდომარის, მისი პირველი
მოადგილის ან მოადგილის, კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობა.
2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ამ მუხლის მე-3 პუნქტით
განსაზღვრულ
უფლებამოსილებებს
ახორციელებს
სამოსამართლო
უფლებამოსილებების განხორციელების პარალელურად, ანაზღაურების გარეშე.
3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი:
ა) ახორციელებს საქართველოს იუსტიციის
ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;
უმაღლესი
საბჭოს
მუშაობის
ბ) ხელმძღვანელობს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატს, იღებს
გადაწყვეტილებებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის საჯარო
მოსამსახურეთა
თანამდებობაზე
დანიშვნის
(სამსახურში
მიღების)
და
თანამდებობიდან გათავისუფლების (სამსახურიდან დათხოვნის) შესახებ;
გ) ამზადებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებს;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტებს;
ე)
ახორციელებს
უფლებამოსილებებს
საქართველოს
კანონმდებლობით
განსაზღვრულ
სხვა
მუხლი 65. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის უფლებამოსილება
+
საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია:
ა) მის სხდომაზე დამსწრე წევრთა 2/3-ის უმრავლესობით ირჩევს:
ა.ა) ადმინისტრაციული კომიტეტის თავმჯდომარესა და წევრებს;
ა.ბ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს და საბჭოს სხვა წევრებს;
ა.გ) საქართველოს საერთო სასამართლოების
კოლეგიის მოსამართლე წევრებს;
მოსამართლეთა
სადისციპლინო
ბ) ამტკიცებს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ქარტიასა და რეგლამენტს;
გ) ისმენს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ხელმძღვანელისა და საერთო
სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოველწლიურ ანგარიშებს ამ
ორგანოთა მუშაობის შესახებ;
დ) ახორციელებს კანონით, საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ქარტიითა
და რეგლამენტით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს;
ე) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით იღებს სამოსამართლო
ეთიკის წესებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული არჩევნების
ჩატარების დროს კანდიდატის დასახელების უფლება აქვს საქართველოს
მოსამართლეთა კონფერენციაზე დამსწრე ნებისმიერ მოსამართლეს.
3. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია ცალკე უყრის კენჭს საქართველოს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებს იმ მოსამართლე წევრის
თანამდებობაზე, რომელსაც, ამ კანონის 47-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, აქვს
უფლება, საბჭოს წევრის თანამდებობასთან ერთად ეკავოს სასამართლოს
თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილის ან მოადგილის ან სასამართლო კოლეგიის
ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობა, და ცალკე უყრის კენჭს საქართველოს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებს იმ მოსამართლე წევრის
თანამდებობაზე, რომელსაც არ აქვს უფლება, შეითავსოს რომელიმე აღნიშნული
თანამდებობა. პირს, რომელსაც უკავია უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო
პალატის ან საკვალიფიკაციო პალატის წევრის ან სასამართლოს თავმჯდომარის, მისი
პირველი მოადგილის ან მოადგილის, სასამართლო კოლეგიის ან პალატის
თავმჯდომარის თანამდებობა და კენჭს იყრის იმ წევრის თანამდებობაზე, რომელსაც
არ აქვს უფლება, შეითავსოს რომელიმე ზემოთ აღნიშნული თანამდებობა, საბჭოს
წევრად არჩევის შემთხვევაში უწყდება საბჭოს წევრის თანამდებობასთან
შეუთავსებელ თანამდებობაზე ყოფნის უფლებამოსილება. თუ იმ წევრის
თანამდებობაზე, რომელსაც აქვს უფლება, შეითავსოს სასამართლოს თავმჯდომარის,
მისი პირველი მოადგილის ან მოადგილის ან სასამართლო კოლეგიის ან პალატის
თავმჯდომარის თანამდებობა, არჩევის მსურველთა რაოდენობა ასარჩევ პირთა
რაოდენობაზე ნაკლებია, ან თუ კენჭისყრის შედეგად საჭირო რაოდენობის ხმები
ასარჩევ პირთა რაოდენობაზე ნაკლებმა პირმა მიიღო, ვაკანტურ თანამდებობაზე
შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც არ უკავია სასამართლოს თავმჯდომარის, მისი
პირველი მოადგილის ან მოადგილის ან სასამართლო კოლეგიის ან პალატის
თავმჯდომარის თანამდებობა.
4. თუ საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ ამ მუხლის პირველი
პუნქტის
„ა“
ქვეპუნქტით
გათვალისწინებული
უფლებამოსილების
განხორციელებისას ხმათა საჭირო რაოდენობა მიიღო ასარჩევ რაოდენობაზე მეტმა
კანდიდატმა, არჩეულად ჩაითვლება საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატების ის
რაოდენობა, რომელიც საჭიროა ვაკანტური ადგილების დასაკავებლად. 2 ან მეტი
კანდიდატის მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების მიღების შემთხვევაში ამ
კანდიდატებს ხელახლა ეყრებათ კენჭი. არჩეულად ჩაითვლება მათგან საუკეთესო
შედეგის მქონე ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს საქართველოს მოსამართლეთა
კონფერენციის სრული შემადგენლობის ხმათა არანაკლებ 1/4-ს.
5. თუ საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ ამ მუხლის პირველი
პუნქტის
„ა“
ქვეპუნქტით
გათვალისწინებული
უფლებამოსილების
განხორციელებისას ხმათა საჭირო რაოდენობა მიიღო ასარჩევ რაოდენობაზე ნაკლებმა
კანდიდატმა, იმ კანდიდატებს, რომელთაც ვერ მიიღეს ხმათა საჭირო რაოდენობა,
ხელახლა ეყრებათ კენჭი. არჩეულად ჩაითვლება საუკეთესო შედეგების მქონე
კანდიდატების ის რაოდენობა, რომელიც საჭიროა ვაკანტური ადგილების
დასაკავებლად. ამასთანავე, კანდიდატის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა არ უნდა
იყოს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის სრული შემადგენლობის ხმათა
1/4-ზე ნაკლები.
მუხლი 69. მოსამართლის შრომის ანაზღაურება
+
1. მოსამართლის შრომის ანაზღაურება შედგება თანამდებობრივი სარგოსგან და
დანამატისგან.
2. მოსამართლის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები და
მატერიალური შეღავათები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
დაუშვებელია
მოსამართლის
თანამდებობრივი
სარგოს
შემცირება
მისი
უფლებამოსილების მთელი ვადის განმავლობაში.
3. მოსამართლის (გარდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლისა) თანამდებობრივ
სარგოზე დანამატს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
4. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობრივ სარგოზე დანამატის
ოდენობას განსაზღვრავს უზენაესი სასამართლოს პლენუმი.
მუხლი 7515. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დისციპლინურ
საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება
+
1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დისციპლინურ საკითხებზე
გადაწყვეტილებას იღებს ამ კანონით და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
რეგლამენტით დადგენილი წესით.
2. დისციპლინური საკითხის განხილვისას სხდომას თავმჯდომარეობს უზენაესი
სასამართლოს თავმჯდომარე.
3. დისციპლინური საკითხის განხილვის მიზნით საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს სხდომას იწვევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
მდივანი.
4. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო თავის სხდომაზე განიხილავს
მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის საკითხს და ამ საკითხთან
დაკავშირებულ მასალებს. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებულია
სხდომაზე მიიწვიოს შესაბამისი მოსამართლე. თუ საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭო საჭიროდ მიიჩნევს, სხდომაზე შესაძლებელია მიწვეულ იქნეს
საჩივრის (განცხადების/შეტყობინების) ავტორი. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი
საბჭო ვალდებულია მოისმინოს მიწვეული პირების ინფორმაცია და ახსნაგანმარტებები.
5. მოსამართლის მიერ დისციპლინური ბრალდების აღიარების შემთხვევაში
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს გადაწყვეტილებას მოსამართლის
დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ და დისციპლინური საქმის მასალებს
ამ კანონის 7514მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით უგზავნის საქართველოს
საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიას.