საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის (ირაკლი ბერაია, სერგი კაპანაძე, გიორგი კანდელაკი) 2018 წლის 25-28 მაისს ქ. ვარშავაში (პოლონეთი) ვიზიტის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
08.06.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი
ნომერი
#9903/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-06-11
ბიუროს ნომერი 171

📜 ტექსტი

წერილი
N 9903 08/06/2018 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარატამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძე ქალბატონო ეთერ, გიგზავნით, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობის ანგარიშს, რომელიც მიმდინარე წლის 25-28 მაისს ქ. ვარშავაში (პოლონეთი) გაიმართა. გთხოვთ, აღნიშნული ანგარიში შეიტანოთ უახლოვეს წესრიგში. დანართი: 5 (ხუთ) ფურცლად. პატივისცემით, ირაკლი სესიაშვილი თავმჯდომარე ბიუროს შეხვედრის დღის
ანგარიში
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს პარლამენტის მუდმოვმოქმედი დელეგაციის მონაწილეობა ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში ქ. ვარშავა, პოლონეთი 25-28 მაისი, 2018 ანგარიში ანგარიში მოამზადა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მდივანმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წამყვანმა სპეციალისტმა საერთაშორისო ურთიერთობებში - დავით ღუჭაშვილმა. 7 ივნისი 2018 ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის შემადგენლობა ძირითადი შემადგენლობა  ირაკლი სესიაშვილი (დელეგაციის ხელმძღვანელი) - ფრაქცია „ქართული ოცნება“;  არჩილ თალაკვაძე - ფრაქცია „ქართული ოცნება“;  გიორგი კანდელაკი - ფრაქცია „ევროპული საქართველო“;  სოფიო ქაცარავა - ფრაქცია „ქართული ოცნება“; სათადარიგო შემადგენლობა  ირაკლი ბერაია - ფრაქცია „ქართული ოცნება“;  ცოტნე ზურაბიანი - ფრაქცია „ქართული ოცნება“;  სერგი კაპანაძე - „მოძრაობა თავისუფლებისათვის-ევროპული საქართველო“;  ბექა ოდიშარია - ფრაქცია „ქართული ოცნება“. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ 2018 წლის მანძილზე დაგეგმილი ღონისძიებები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია  27-29 ივნისი „როუზ-როს“-ის სემინარი სკოპიე, მაკედონია  16-19 ნოემბერი ასამბლეის წლიური სესია ჰალიფაქსი, კანადა ანგარიშის მოკლე შინაარსი  მიმდინარე წლის 25-28 მაისს, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობა მიიღო ქ. ვარშავაში (პოლონეთი) გამართულ ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში.  სესიაში, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის შემადგენლობა:  ირაკლი ბერაია (დელეგაციის ხელმძღვანელი);  სერგი კაპანაძე;  გიორგი კანდელაკი.  ასამბლეამ დაამტკიცა დეკლარაცია, რომელშიც საუბარია ალიანსის ღია კარის პოლიტიკაზე და ასპირანტი ქვეყნების გაწევრიანების პერსპექტივებზე. ანგარიში 25-28 მაისს, ქ. ვარშავაში (პოლონეთი) გაიმართა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია. ღონისძიების ფარგლებში განხილული იყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა ალიანსის მოახლოებული ივლისის სამიტი, რუსეთისგან მომდინარე კონვენციური და არაკონვენციური საფრთხეები, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხები, აფრიკის რეგიონში არსებული რთული ვითარება, რომელიც საფრთხეს უქმენის ევროკავშირის და ალიანსის ქვეყნებს. ასევე, ასამბლეის კომიტეტის შეხვედრების ფარგლებში აქტიურად განიხილებოდა ალიანსის ქვეყნების სამხედრო ბიუჯეტზე გამოყოფილი თანხები. უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად რუსეთისგან მომავალი საფრთხეებისა, ალიანსის წევრის სახელმწიფოების მხოლოდ მცირე ნაწილი აკმაყოფილებს თავდაცვის ხარჯების მშპ-ს 2 %-მდე გაზრდის მოთხოვნას. დისკუსიის ფარგლებში აღინიშნა, რომ ალიანსის წევრი ქვეყნების მიერ თავდაცვის ხარჯების შემცირებამ გამოიწვია რუსეთის სამხედრო აქტივობა და მისი მეზობელი ქვეყნების საქართველოს (2008 წელს) და უკრაინის (2014 წელს) ტერიტორიების ოკუპაცია და ანექსია. საქართველოს საკითხზე საუბრისას, ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი ბერაიამ, ასამბლეის სამოქალაქო განზომილებისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე, ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე, ჩვენი მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტზე და აღნიშნა, რომ ყველა ქმედებაზე პასუხისმგებლობა ოკუპანტ სახელმწიფოს - რუსეთის ფედერაციას ეკისრება. ბერაიას თქმით რუსეთის ქმედებები საფრთხეს უქმნის არამარტო საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ საფრთხის შემცველია მთელი შავი ზღვის რეგიონისთვის. ასამბლეამ, პლენალური სხდომაზე დაამტკიცა დეკლარაცია, რომელშიც საუბარია ალიანსის ღია კარის პოლიტიკაზე და ასპირანტი ქვეყნების გაწევრიანების პერსპექტივებზე. აღნიშნულ დოკუმენტში, საქართველოს დელეგაციის ინიციტივით შევიდა ცვლილება, რომელიც ალიანსში გაწევრიანების პროცესში საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას შეეხება. ასევე, პლენალურ სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟი დუდა და პოლონეთის პარლამენტის სპიკერი მარეკ კუხჩინსკი, რომლებმაც საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას მხარი დაუჭირეს. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წლის 1 იანვრიდან ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეას ეყოლება ახალი გენერალური მდივანი რუქსანდა პოპა. როგორც ასამბლეის მუდმივმოქმედ კომიტეტზე გადაწყდა, ასამბლეის მოქმედ გენერალურ მდივანს დევიდ ჰობბს, მანდატი გაუგრძელდა 2019 წლის 31 დეკემბრამდე. ცვლილებაა ასამბლეის პრეზიდენტის პოზიციაზეც. მოქმედი პრეზიდენტი, იტალიის პარლამენტის წევრი პაულო ალი აღარ უხელმძღვანელებს ასამბლეას. მისი შემცვლელის კანდიდატურა დასახელდება და კენჭი ეყრება ასამბლეის წლიურ სესიაზე, რომელიც მიმდინარე წლის შემოდგომაზე ქ. ჰალიფაქსში (კანადა) გაიმართება. (ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობის დაკარგვა, პაულო ალის მიერ იტალიის პარლამენტის წევრობის შეწყვეტამ გამოიწვია).