„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-06-11
ბიუროს ნომერი 171
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
საქართველოს ორგანულ კანონში ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი”
ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში ,,საქართველოს საარჩევნო
კოდექსი” (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10.01.2012,
სარეგისტრაციო კოდი: 010190020.04.001.016032) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილებები:
1. მე-2 მუხლის:
ა) ,,ო“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ო1“ ქვეპუნქტი:
,,ო1) არჩევნებში/რეფერენდუმში მონაწილეთა ხმები - ამომრჩეველთა ხმების
რაოდენობა, რომელიც დგინდება საარჩევნო ყუთში/ყუთებში არსებული ნამდვილი
საარჩევნო ბიულეტენების ჯამის მიხედვით და არ მოიცავს ბათილად ცნობილ
საარჩევნო ბიულეტენებით მიღებულ ხმებს;“;
2. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
,,4. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ჩასატარებელი
არჩევნებისათვის/რეფერენდუმისათვის ღონისძიებებისა და პროცედურების საწყისი
ვადები აითვლება არჩევნების/რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ სამართლებრივი
აქტის ძალაში შესვლის დღიდან.“.
3. მე-8 მუხლის 25-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,25. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირს, კენჭისყრის კაბინის
გარდა, აგრეთვე კომისიის სხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირს, საარჩევნო
პროცესისათვის/კომისიის სხდომის მუშაობისათვის ხელის შეშლის გარეშე
შეუძლიათ აწარმოონ ფოტოვიდეოგადაღება. აკრძალულია ისეთი ინფორმაციის ან
მონაცემების ფოტოვიდეოგადაღება, ან სხვაგვარი დამუშავება, რომელიც ამ კანონის
შესაბამისად არ განეკუთვნება საჯარო ინფორმაციას, გარდა იმ შემთხვევისა,
როდესაც ეს დამუშავება ან გადაღება გათვალისწინებულია ამ კოდექსით.“.
4. მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის:
ა) ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ)
პირი,
რომელიც
საქართველოს
1
საარჩევნო
კანონმდებლობის
დარღვევისათვის საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან, –
თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან 4 წლის განმავლობაში;“;
ბ) ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის
დარღვევის გამო სასამართლოს მიერ ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ
სამართალდამრღვევად, – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში
შესვლიდან 4 წლის განმავლობაში;“;
5. მე-14 მუხლის პირველი პუნქტის:
ა),,ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ლ) საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების
შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის
დარღვევების
თაობაზე
სასამართლოს
საბოლოო
გადაწყვეტილების
გათვალისწინებით ადგენს საქართველოს პარლამენტის არჩევნების (პარტიული
სიებით), საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების, ქალაქ თბილისის საკრებულოს
პროპორციული წესით გამართული არჩევნების, ქალაქ თბილისის მერის არჩევნების,
რეფერენდუმის/პლებისციტის შედეგებს, რის თაობაზედაც დგება ცესკოს
არჩევნების/რეფერენდუმის/პლებისციტის შედეგების შემაჯამებელი ოქმი;“;
ბ) ,,ნ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ნ1“ ქვეპუნქტი:
,,ნ1) განკარგულებით განსაზღვრავს საოლქო საარჩევნო კომისიების დამხმარე
და ტექნიკური პერსონალის რაოდენობას და თანამდებობრივი სარგოების
მინიმალურ და მაქსიმალურ ოდენობას;“;
გ) ,,შ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,შ1“ ქვეპუნქტი:
,,შ1) დადგენილებით განსაზღვრავს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის
წევრებისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადაზე ადრე მოხსნის
პირობებს;“;
6. მე-16 მუხლის:
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის დადგენილი, დაუშვებელია აპარატის
თანამშრომლად ისეთი პირის მიღება, რომელსაც არა აქვს საჯარო მოხელის
სერტიფიკატი და ცესკოს მიერ მინიჭებული საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის
სერტიფიკატი, გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა.“;
ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
,,5. იმ სამსახურებისა და საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოხელეთა
ჩამონათვალს, რომელთა საქმიანობაც პირდაპირ არ უკავშირდება საარჩევნო
2
პროცედურებს და რომლებსაც არ მოეთხოვებათ ცესკოს მიერ მინიჭებული საარჩევნო
ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი, დადგენილებით განსაზღვრავს ცესკო.
საჯარო მოხელის სერტიფიკატი არ მოეთხოვებათ იმ პირებს, რომლებიც
აკმაყოფილებენ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის
მე-2 პუნქტის მოთხოვნებს.“.
7. მე-19 მუხლის:
ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. პარტიის გადაწყვეტილება საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის
დანიშვნის თაობაზე უნდა წარედგინოს ცესკოს არჩევნების დანიშვნიდან 7
კალენდარული დღის ვადაში. თუ უფლებამოსილი პარტიები ამ პუნქტით
დადგენილ ვადაში არ დანიშნავენ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს, ცესკოს ამ
ვადის ამოწურვის მომდევნო დღიდან უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით
საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა 12-მდე შეავსოს.“;
ბ) 61 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 62 და 63 პუნქტები:
,,62. წარდგენილი პირი კომისიის წევრად არ ჩაითვლება, თუ დაირღვა ამ
მუხლში აღნიშნული საბუთების წარდგენის ვადა ან/და წარდგენილი საბუთები
არასრული ან არაზუსტია და ამ პუნქტით დადგენილ ვადაში არ იქნა
აღმოფხვრილი საბუთებში არსებული ხარვეზები. თუ წარდგენილი საბუთები არ
შეესაბამება ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, ცესკოს თავმჯდომარე 2 დღის
ვადაში აცნობებს ამის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით) მას, ვინც დანიშნა
კომისიის წევრი. შესწორებული საბუთები ცესკოს 3 დღეში უნდა დაუბრუნდეს.
63. უფლებამოსილი პარტიის მიერ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად
დანიშნული პირი კომისიის წევრად არ ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ აღმოჩნდა,
რომ ეს პირი ცესკოსთვის მისი წარდგენის მომენტისათვის არის იმავე ან სხვა
საარჩევნო კომისიის წევრი ან/და წარდგენილი პირი არ აკმაყოფილებს ამ კოდექსის
მე-20 მუხლის მე-17 პუნქტის მოთხოვნებს. ასეთ შემთხვევაში ცესკოს
თავმჯდომარე უფლებამოსილ პარტიას 2 დღის ვადაში აცნობებს ამის შესახებ და
აძლევს დამატებით, 1-დღიან ვადას საოლქო საარჩევნო კომისიის ახალი წევრის
წარსადგენად.“;
გ) მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,9. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, არჩევნების დანიშვნის
შემდეგ მის დასრულებამდე უფლება აქვს, შრომითი ხელშეკრულებით დაიქირაოს
დამხმარე და ტექნიკური პერსონალი (გარდა ბუღალტრისა), ცესკოს განკარგულებით
დადგენილი რაოდენობის ფარგლებში. საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე და
ტექნიკური პერსონალი არ არიან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურეები და მათზე არ ვრცელდება
საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებული
სამსახურებრივი
შეუთავსებლობის მოთხოვნები.
3
10. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, უფლებამოსილია ამ მუხლის
მე-9 პუნქტით განსაზღვრული რაოდენობის ფარგლებში შრომითი ხელშეკრულებით
დაიქირაოს ბუღალტერი ამ კანონის 53-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული
პროცედურების დასრულებამდე.“.
8. მე-20 მუხლის მე-17 პუნქტის:
ა) ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ)
პირი,
რომელიც
საქართველოს
საარჩევნო
კანონმდებლობის
დარღვევისათვის
საარჩევნო
კომისიამ
ან
სასამართლომ
გაათავისუფლა
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან, –
თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან 4 წლის განმავლობაში;“;
ბ) ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის
დარღვევის გამო სასამართლოს მიერ ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ
სამართალდამრღვევად, – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში
შესვლიდან 4 წლის განმავლობაში;“;
9. 22-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,გ1“ ქვეპუნქტი:
,,გ1) შრომით ხელშეკრულებას უფორმებს საოლქო საარჩევნო კომისიის
დამხმარე და ტექნიკურ პერსონალს;“.
10. 24-ე მუხლის მე-5 პუნქტის:
ა) ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა)
პირი,
რომელიც
საქართველოს
საარჩევნო
კანონმდებლობის
დარღვევისათვის საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან, –
თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან 4 წლის განმავლობაში;“;
ბ) ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის
დარღვევის გამო სასამართლოს მიერ ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ
სამართალდამრღვევად, – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში
შესვლიდან 4 წლის განმავლობაში;“;
11. 25-ე მუხლის მე-13 და 131 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,13. წარდგენილი პირი კომისიის წევრად არ ჩაითვლება, თუ დაირღვა ამ
4
მუხლში აღნიშნული საბუთების წარდგენის ვადა ან/და წარდგენილი საბუთები
არასრული ან არაზუსტია და ამ პუნქტით დადგენილ ვადაში არ იქნა
აღმოფხვრილი საბუთებში არსებული ხარვეზები. თუ წარდგენილი საბუთები არ
შეესაბამება ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, შესაბამისად საოლქო საარჩევნო
კომისიის ან ცესკოს თავმჯდომარე 2 დღის ვადაში აცნობებს ამის შესახებ
(შეუსაბამობის მითითებით) მას, ვინც დანიშნა/აირჩია კომისიის წევრი.
შესწორებული საბუთები შესაბამისად საოლქო საარჩევნო კომისიას ან ცესკოს 3
დღეში უნდა დაუბრუნდეს.
131. უფლებამოსილი პარტიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად
დანიშნული პირი კომისიის წევრად არ ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ აღმოჩნდა,
რომ ეს პირი საოლქო საარჩევნო კომისიისათვის მისი წარდგენის მომენტისათვის
არის იმავე ან სხვა საარჩევნო კომისიის წევრი ან/და წარდგენილი პირი არ
აკმაყოფილებს ამ კოდექსის 24-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნებს. ასეთ
შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილ პარტიას 2
დღის ვადაში აცნობებს ამის შესახებ და აძლევს დამატებით, 1-დღიან ვადას საუბნო
საარჩევნო კომისიის ახალი წევრის წარსადგენად.“.
12. 28-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები:
,,5. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი დისციპლინური პასუხისმგებლობის
მქონედ ითვლება მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის
შეფარდებიდან 1 წლის განმავლობაში, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი -2
წლის განმავლობაში.
6. შესაბამისი ზემდგომი საარჩევნო კომისია უფლებამოსილია საოლქო
საარჩევნო კომისიის წევრს ვადაზე ადრე, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს
დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებიდან ერთი წლის გასვლის
შემდეგ,
მოუხსნას
დისციპლინური
პასუხისმგებლობა.
დისციპლინური
პასუხისმგებლობის ვადაზე ადრე მოხსნა ხდება იმავე წესით, როგორც მისი
შეფარდება.“
13. 29-ე მუხლის:
ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,კ“ ქვეპუნქტი:
,,კ) კომისიის წევრს, იმავე ან სხვა საარჩევნო კომისიის წევრად
არჩევის/დანიშვნის
შემთხვევაში,
უწყდება
უფლებამოსილება
ვადამდე
არჩევის/დანიშვნის შესახებ სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან,
რასაც შესაბამისი საარჩევნო კომისია იღებს ცნობად და აფორმებს კომისიის
სხდომის საოქმო ჩანაწერით.“;
ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,9. აკრძალულია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის გამოწვევა კენჭისყრის
დღეს, კენჭისყრის დღემდე ბოლო 15 დღისა და კენჭისყრის დღის მომდევნო დღის
5
ჩათვლით.“.
14. 30-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. ცესკოს დადგენილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს
არანაკლებ ცესკოს სრული შემადგენლობის ორი მესამედი. დადგენილებას ხელს
აწერენ ცესკოს შესაბამისი სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი. ცესკოს
დადგენილება ძალაში შედის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“
გამოქვეყნებისთანავე, თუ თვით ამ დადგენილებით უფრო გვიანი ვადა არ იქნა
განსაზღვრული. აკრძალულია ცესკოს დადგენილების მიღება კენჭისყრამდე ბოლო
4 დღის განმავლობაში. ცესკოს დადგენილების გასაჩივრება დასაშვებია მისი
მიღების მომენტიდან. ცესკოს დადგენილება მიღებიდან 24 საათის განმავლობაში
უნდა განთავსდეს ცესკოს ვებგვერდზე.“.
15. 31-ე მუხლის:
ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,7. საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამ კანონის
შესაბამისად რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს, ამ კანონის
39-ე მუხლით განსაზღვრულ დამკვირვებელ ორგანიზაციას (ხოლო არასაარჩევნო
პერიოდში - ბოლო საერთო არჩევნებისას რეგისტრირებულ დამკვირვებელ
ორგანიზაციას), ამომრჩეველს უფლება აქვს, გაეცნოს ცესკოში, საოლქო და საუბნო
საარჩევნო კომისიებში არსებულ ამომრჩეველთა სიების საჯარო ინფორმაციისთვის
მიკუთვნებულ ვერსიას (ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს,
გაეცნოს მხოლოდ შესაბამისი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებში
რეგისტრირებულ ამომრჩეველთა სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებულ
ვერსიას. ამომრჩეველს უფლება აქვს, მოითხოვოს მხოლოდ მის და მისი ოჯახის
წევრთა შესახებ არსებული ყველა მონაცემის გაცნობა და მათში ცვლილების შეტანა)
და უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-18
დღისა, ხოლო არასაარჩევნო პერიოდში – ნებისმიერ დროს მოითხოვოს
ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებსა და ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანა.
მონაცემების გაცნობა და ასლის გაცემა ხდება საჯარო ინფორმაციის გაცნობისა და
გაცემისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ბ) 81 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,81. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის, საოლქო
საარჩევნო
კომისიის
მიმართვის
შემთხვევაში
სააგენტო/საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
იძულებით
გადაადგილებულ
პირთა,
განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ან/და მისი ტერიტორიული ორგანოები
ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ მიაწოდონ საოლქო საარჩევნო კომისიას
შესაბამისი ინფორმაცია.“;
6
16. 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
,,ა) საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი სარეგისტრაციო ჟურნალში
რეგისტრაციაში გაატარებს და ხელმოწერით დაადასტურებს ამომრჩევლის
წერილობით განცხადებას, რომელშიც მითითებული უნდა იყოს საქართველოს
მოქალაქის პირადი ნომერი ან სატელეფონო ზეპირ განცხადებას, ამომრჩევლის
პირადი ნომრის, სატელეფონო შეტყობინების ზუსტი დროისა და შესაბამისი
ტელეფონის ნომრის მითითებით;“.
17. 35-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
,,დ) ამომრჩევლის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ან სხვა მიზეზით
კენჭისყრაში გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მონაწილეობის მიღების
თაობაზე განცხადების ან განაცხადის გაკეთების წესი, საუბნო საარჩევნო კომისიის
ტელეფონის ნომერი და სხვა რეკვიზიტები;“.
18. 361 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრი შეიძლება იყოს
საქართველოს მოქალაქე 18 წლის ასაკიდან. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის
წევრი არ შეიძლება იმავდროულად იყოს სხვა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის
წევრი ან/და საარჩევნო სუბიექტი/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი.“.
19. მე-40 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. რეგისტრაციაში გატარების მიზნით ადგილობრივმა დამკვირვებელმა
ორგანიზაციამ განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საარჩევნო კომისიას
არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-10 დღისა და უნდა წარუდგინოს ამონაწერი
მეწარმეთა
და
არასამეწარმეო
(არაკომერციული)
იურიდიული
პირების
რეესტრიდან. განცხადებაში უნდა აღინიშნოს იმ საარჩევნო ოლქის (ოლქების)
დასახელება, რომელშიც (რომლებშიც) ორგანიზაცია ახორციელებს დაკვირვებას.
საარჩევნო კომისია განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში წყვეტს ორგანიზაციის
რეგისტრაციის საკითხს.“;
ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული, საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული
პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებული ამონაწერი,
გაცემული უნდა იყოს საარჩევნო კომისიისათვის განცხადების წარდგენამდე, ბოლო
10
დღის
ვადაში,
ორგანიზაციის
ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის
7
უფლებამოსილების
მქონე პირის (პირების)
მითითებით. ორგანიზაციის
რეგისტრაციის
მომენტისათვის,
საქართველოს
იუსტიციის
სამინისტროს
მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის −
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ამონაწერის მონაცემების
ნამდვილობისა და ამ კანონის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული
მოთხოვნების
გადამოწმების/დადასტურების
მიზნით,
სააგენტო
ცესკოს
უზრუნველყოფს შესაბამისი ელექტრონული მონაცემების ბაზებზე წვდომის და
გადამოწმების შესაძლებლობით.“.
20. 41-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი
შინაარსის ,,ე1“ ქვეპუნქტი:
,,ე1) დააკვირდეს კენჭისყრის დღეს საჩივრების რეგისტრაციის პროცესს;“;
21. 42-ე მუხლის:
ა) 22 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,22. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად არ შეიძლება დაინიშნოს:
ა) ამავე ან სხვა საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი კანდიდატი;
ბ) სხვა საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი;
გ) საარჩევნო კომისიის წევრი;
დ) ადგილობრივი დამკვირვებელი;
ე) პრესისა
წარმომადგენელი.
და
მასობრივი
ინფორმაციის
სხვა
საშუალებების
ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, გარდა კენჭისყრამდე
ერთი დღით ადრე და კენჭისყრის დღეს, გამოიწვიოს ან/და შეცვალოს თავისი
წარმომადგენელი, რის თაობაზედაც უნდა აცნობოს შესაბამის საარჩევნო კომისიას.“.
22. 44-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. განცხადება პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა
წარმომადგენლების აკრედიტაციის შესახებ წარედგინება შესაბამის საარჩევნო
კომისიას კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-5 დღისა. განცხადებას თან უნდა
ერთვოდეს წარმომადგენლების პირადობის მოწმობების ან პასპორტების
ფოტოასლები. ორგანიზაციის მომართვის შემთხვევაში, განცხადებას უნდა დაერთოს
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო
სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ,
საარჩევნო კომისიისათვის განცხადების წარდგენამდე, ბოლო 10 დღის ვადაში
გაცემული ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული
8
პირების რეესტრიდან, ორგანიზაციის ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის
უფლებამოსილების
მქონე პირის (პირების)
მითითებით. ორგანიზაციის
აკრედიტაციის
მომენტისათვის,
საქართველოს
იუსტიციის
სამინისტროს
მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის −
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ამონაწერის მონაცემების
ნამდვილობის
გადამოწმების/დადასტურების
მიზნით,
სააგენტო
ცესკოს
უზრუნველყოფს ელექტრონული მონაცემების ბაზებზე წვდომის და გადამოწმების
შესაძლებლობით. ამ პუნქტში აღნიშნული ამონაწერი აკრედიტაციისათვის არ
ესაჭიროებათ უცხოური პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებს,
საზოგადოებრივ მაუწყებელსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის
ტელევიზიასა და რადიოს.
4. განცხადების წარდგენიდან 2 დღის ვადაში შესაბამისი საარჩევნო კომისიის
მდივანი წყვეტს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა
წარმომადგენლების აკრედიტაციის საკითხს და აკრედიტებულ წარმომადგენლებს
გადაწყვეტილების მიღებიდან 1 დღის ვადაში გადასცემს სათანადო მოწმობას, ხოლო
აკრედიტაციაზე უარის თქმის შემთხვევაში იმავე ვადაში გადასცემს სათანადო
განკარგულებას (განკარგულებაში უარი დასაბუთებული უნდა იყოს).“.
23. 56-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ხარჯებს, ამავე პუნქტით
დადგენილი ოდენობების ფარგლებში, მაუწყებელს აუნაზღაურებს ცესკო
მაუწყებელსა და საარჩევნო სუბიექტს შორის დადებული ხელშეკრულების
საფუძველზე, ცესკოსთვის მისი წარდგენიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.
ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს ამ კანონის 51-ე მუხლით დადგენილი
წესითა და ვადაში მაუწყებლის მიერ გადმოცემული, წინასაარჩევნო რეკლამის
განთავსების სარეკლამო დროის ფასისაგან განსხვავებულ ფასს, მაუწყებლის
სატარიფო პოლიტიკიდან გამომდინარე.
6. არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან:
ა) 5 სამუშაო დღის ვადაში პარტია ვალდებულია ცესკოს წარუდგინოს
შესაბამისი ინფორმაცია ხელშეკრულების საბოლოო შესრულების შესახებ;
ბ) 15 სამუშაო დღის მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისი
თანხის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება თუ პარტიამ ამ მუხლის
შესაბამისად გამოყოფილი თანხა სრულად არ აითვისა.“.
24. 61-ე მუხლის:
ა) მე- 5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. თუ კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლებამოსილების მქონე პირებმა
დააფიქსირეს (აღმოაჩინეს) დარღვევა საჩივრის რეგისტრაციისას, აღნიშნული
9
საჩივრის რეგისტრაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დადგენილი წესით
იღებს კომისია.“;
ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,10. საკონტროლო ფურცლებს ხელს აწერენ პირველი ამომრჩეველი და საუბნო
საარჩევნო კომისიის ყველა დამსწრე წევრი; მათზე აღინიშნება პირველი
ამომრჩევლის სახელი, გვარი და საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი. კომისიის
თავმჯდომარე და მდივანი ავსებენ საკონტროლო ფურცლებს სამ ეგზემპლარად.
კომისიის თავმჯდომარე საკონტროლო ფურცლის ერთ ეგზემპლარს აგდებს
ძირითად საარჩევნო ყუთში პირველი ამომრჩევლის მოსვლის შემდეგ, მეორე
ეგზემპლარს – გადასატან საარჩევნო ყუთში, ხოლო მესამე ეგზემპლარს ინახავს
საარჩევნო ყუთებში არსებულ საკონტროლო ფურცლებთან შემდგომი შედარების
მიზნით.“.
25. 65-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
,,ა) კენჭისყრის ოთახში შესვლისას ამომრჩეველი გადის მარკირების
შემოწმების პროცედურას. თუ ამომრჩეველი არ იქნება მარკირებული, მას მიეცემა
კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება. კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის
მომწესრიგებელი კომისიის წევრი კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველს შეუშვებს
მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი მას წარუდგენს საქართველოს მოქალაქის
პირადობის მოწმობას ან საქართველოს მოქალაქის პასპორტს და ამომრჩევლისთვის
განკუთვნილ სარეგისტრაციო მაგიდასთან ორზე მეტი ამომრჩეველი არ იმყოფება;’’;
26. 72-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია დაუყოვნებლივ
მოახდინოს სათანადო რეაგირება განცხადებაზე/საჩივარზე და აღმოფხვრას
არსებული დარღვევა. თუ კომისიის თავმჯდომარემ არ აღმოფხვრა დარღვევა ან
სხვაგვარი ფორმით უარი განაცხადა განცხადებაზე/საჩივარზე რეაგირებაზე,
დამკვირვებელს/საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს ან იმავე სადამკვირვებლო
ორგანიზაციის სხვა დამკვირვებელს/საარჩევნო სუბიექტის სხვა წარმომადგენელს
უფლება აქვს, აღნიშნული დარღვევა დაუყოვნებლივ გაასაჩივროს შესაბამის საოლქო
საარჩევნო კომისიაში.
4. თუ განცხადებაში/საჩივარში მითითებული დარღვევა აღმოიფხვრება,
კეთდება ჩანაწერი „დარღვევა აღმოფხვრილია“ და ზუსტი დროის მითითებით
შეიტანება ჩანაწერთა წიგნში.“.
27. 73-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
10
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ განცხადებას/საჩივარს საუბნო
საარჩევნო კომისიის მდივანი რეგისტრაციაში გაატარებს ჩანაწერთა წიგნში. საუბნო
საარჩევნო კომისია/კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია დაუყოვნებლივ
მოახდინოს სათანადო რეაგირება განცხადებაზე/საჩივარზე და აღმოფხვრას
არსებული დარღვევა. თუ კომისიის თავმჯდომარემ ან/და კომისიამ არ აღმოფხვრა
დარღვევა, ან სხვაგვარი ფორმით უარი განაცხადა განცხადებაზე/საჩივარზე
რეაგირებაზე, დამკვირვებელს/საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს ან იმავე
სადამკვირვებლო ორგანიზაციის სხვა დამკვირვებელს/საარჩევნო სუბიექტის სხვა
წარმომადგენელს, უფლება აქვს გაასაჩივროს კომისიის/კომისიის თავმჯდომარის
ქმედება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში 2 დღის ვადაში. საოლქო საარჩევნო
კომისია განცხადებას/საჩივარს განიხილავს მიღებიდან 2 დღის ვადაში.“.
28. 74-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
,,6. საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი და
საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგები საჩივრდება ამ კოდექსის 77-ე მუხლის მე-2
პუნქტით დადგენილი წესით.“.
29. 77-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2.
საუბნო
საარჩევნო
კომისიის/კომისიის
ხელმძღვანელი
პირის
გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება
გასაჩივრდეს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, რომელიც საჩივარს იხილავს 2
კალენდარული დღის ვადაში. საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება 2
კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის რაიონულ/საქალაქო
სასამართლოში, რომელიც საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში.
რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 1
კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში,
რომელიც საჩივარს იხილავს 1 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო
სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.“;
ბ) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 პუნქტი:
,,101. განცხადება/საჩივარი განუხილველი რჩება, თუ დარღვეულია მისი
შეტანის ვადა და წესი.“;
გ) 26-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,26. მხარეს, რომელიც ესწრება კომისიის სხდომას, სხდომის დაწყების წინ,
მოთხოვნის შემთხვევაში, უნდა გადაეცეს მისი საჩივრის განხილვასთან
დაკავშირებული, მოკვლევის მასალების ფოტოასლები.“;
დ) 32-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 33-ე პუნქტი:
11
,,33. სასამართლოების მიერ საარჩევნო დავებზე საერთო სასამართლოებში
წარდგენილი სარჩელების/საჩივრების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობება
ცესკოს. ასევე, შესაბამისი სასამართლოს მიერ ცესკოს ეგზავნება განსახილველ
საქმესთან დაკავშირებული განჩინება სხდომის დანიშვნისა და მესამე პირების ჩაბმის
შესახებ, რომლებსაც ცესკო, მიღებისთანავე დაუყოვნებლივ განათავსებს საკუთარ
ვებგვერდზე; განჩინების ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 3 საათის გასვლისთანავე
აღნიშნული განჩინება მესამე პირებისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება და ისინი
სასამართლო პროცესზე დაბარებულად ითვლებიან.”.
30. 78-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
,,11. ამ მუხლით განსაზღვრულ საარჩევნო დავებზე საარჩევნო კომისიებში
განცხადების/საჩივრის შეტანის უფლება გააჩნიათ, სასამართლოში სარჩელის
შეტანის უფლების მქონე ამავე მუხლით განსაზღვრულ პირებს.“;
ბ) მე-2-მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. ამომრჩეველთა სიების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება
აქვს საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა
საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს შესაბამის საარჩევნო კომისიაში,
დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას (არასაარჩევნო პერიოდში - ბოლო
საერთო არჩევნებისას რეგისტრირებულ დამკვირვებლის სტატუსის მქონე
ორგანიზაციას), შესაბამისი საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს,
მოქალაქეს, რომლის განცხადება ამომრჩეველთა სიაში შეყვანის შესახებ არ
დააკმაყოფილა საარჩევნო კომისიამ.
3. საარჩევნო ოლქების შექმნის გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის
უფლება ამ კანონით დადგენილ ვადაში აქვს საარჩევნო რეგისტრაციის მქონე
პარტიას/საარჩევნო ბლოკს ან მათ წარმომადგენელს ცესკოში, ბოლო საერთო
არჩევნებისათვის რეგისტრირებულ დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას,
ცესკოს წევრს.
4. საარჩევნო უბნების შექმნის გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება
ამ კანონით დადგენილ ვადაში აქვს საარჩევნო რეგისტრაციის მქონე
პარტიას/საარჩევნო ბლოკს ან მათ წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო
კომისიაში, ბოლო საერთო არჩევნებისათვის რეგისტრირებულ დამკვირვებლის
სტატუსის მქონე ორგანიზაციას, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს.“;
გ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,10. პარტიის, საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის
საარჩევნო რეგისტრაციისა და მათი წარმომადგენლების რეგისტრაციის გამო
სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვს:
ა) პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის
წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტის და ქალაქ თბილისის მერის
12
არჩევნებისას), თუ ცესკოს თავმჯდომარემ რეგისტრაციაში არ გაატარა ეს პარტია,
საარჩევნო ბლოკი, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი ან მათი წარმომადგენლები,
ან გააუქმა მათი რეგისტრაცია;
ბ) პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის
წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში (ადგილობრივი
თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოსა და მერის
(გარდა ქალაქ თბილისისა) და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით საქართველოს
პარლამენტის
არჩევნებისას),
თუ
საოლქო
საარჩევნო
კომისიის
თავმჯდომარემ/მდივანმა რეგისტრაციაში არ გაატარა ამომრჩეველთა საინიციატივო
ჯგუფი/მათი წარმომადგენლები ან გაუქმდა მათი რეგისტრაცია;
გ) პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის
წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტისა და ქალაქ თბილისის მერის
არჩევნებისას), დამკვირვებლის სტატუსის მქონე სულ ცოტა 2 პირს (რომლებიც
დამკვირვებლებად დაინიშნენ ცესკოში), თუ მათ მიაჩნიათ, რომ პარტია, საარჩევნო
ბლოკი, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი რეგისტრაციაში საქართველოს
საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით გატარდა;
დ) პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის
წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში (მაჟორიტარული
საარჩევნო
სისტემით
საქართველოს
პარლამენტისა
და
ადგილობრივი
თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოსა და მერის
(გარდა ქალაქ თბილისისა) არჩევნებისას), დამკვირვებლის სტატუსის მქონე სულ
ცოტა 2 პირს (რომლებიც დამკვირვებლებად დაინიშნენ შესაბამის საარჩევნო ოლქში),
თუ მათ მიაჩნიათ, რომ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი რეგისტრაციაში
საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით გატარდა.“;
დ) მე-20-24-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,20. საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების
შემთხვევაში ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის შესაბამისი განკარგულების
გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: საარჩევნო რეგისტრაციის
მქონე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს ან მათ
წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, დამკვირვებლის
სტატუსის მქონე ორგანიზაციას.
21. საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის ან არცნობის
შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში
შეტანის უფლება აქვთ: პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო
ჯგუფს ან მათ წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, მაჟორიტარ
კანდიდატს,
პრეზიდენტობის
კანდიდატსა
და
თვითმმართველი
ქალაქის/თვითმმართველი თემის მერობის კანდიდატს, დამკვირვებლის სტატუსის
მქონე ორგანიზაციის დამკვირვებელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.
22. არჩევნების ჩატარებულად ან არჩატარებულად გამოცხადების შესახებ
ცესკოს განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ:
13
არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა
საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტის
არჩევნების დროს), ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს საოლქო
საარჩევნო კომისიაში (თუ საქმე საარჩევნო ოლქს ეხება), მაჟორიტარ კანდიდატს,
პრეზიდენტობის კანდიდატსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი
თემის მერობის კანდიდატს, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას.
23. საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების
შემთხვევაში ცესკოს შესაბამისი განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში
შეტანის უფლება აქვთ: არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო
ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს საოლქო საარჩევნო
კომისიაში, მაჟორიტარ კანდიდატს, თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი
თემის მერობის კანდიდატს, პრეზიდენტობის კანდიდატს, დამკვირვებლის
სტატუსის მქონე ორგანიზაციას.
24. ცესკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამო სასამართლოში
სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას,
საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში
(საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას), ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატს,
მაჟორიტარ კანდიდატს (საქართველოს პარლამენტისა და ქალაქ თბილისის
საკრებულოს არჩევნებისას), პრეზიდენტობის კანდიდატს, დამკვირვებლის
სტატუსის მქონე ორგანიზაციას.“.
31. 95-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1.საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ტარდება პრეზიდენტის
უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბრის თვის
ნებისმიერ კვირა დღეს. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით, არჩევნებამდე არაუგვიანეს 60
დღისა.“;
32. 97-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2.
საქართველოს
პრეზიდენტობის
კანდიდატის
წარდგენა
უნდა
დადასტურდეს არანაკლებ 25 000 (ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 0,75
პროცენტი) ამომრჩევლის ხელმოწერით. მხარდამჭერთა ხელმოწერების მინიმალურ
ოდენობას ადგენს ცესკო განკარგულებით არჩევნების დანიშვნის დღეს, ამ
დროისათვის არსებული მონაცემების შესაბამისად.“.
33. 98-ე მუხლის:
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
14
,,4. განცხადებას თან უნდა ერთოდეს საქართველოს პრეზიდენტობის
კანდიდატად
წარდგენილი
პირის
წერილობითი
თანხმობა
არჩევნებში
მონაწილეობაზე, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს
მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი და ორი ფოტოსურათი.“;
„ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დამეტოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:
„41. განცხადებას თან უნდა ერთოდეს საქართველოს პრეზიდენტობის
კანდიდატის ხელწერილი, რომ იგი იმავდროულად არ არის სხვა სახელმწიფოს
მოქალაქე. თუ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი იმავდროულად არის სხვა
სახელმწიფოს მოქალაქე, განცხადებას თან უნდა დაერთოს დოკუმენტი, რომლითაც
დასტურდება, რომ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა მიმართა სხვა
შესაბამისი
სახელმწიფოს
უფლებამოსილ
ორგანოს
ამ
სახელმწიფოს
მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ.“;
გ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
,,6. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი რეგისტრაციაში ტარდება ამ
კოდექსით დადგენილი წესით.“.
34. 99-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერ ამომრჩეველთა
სიაში უნდა იყოს არანაკლებ ცესკოს განკარგულებით დადგენილი ოდენობის
ამომრჩევლის ხელმოწერა.“.
35. მე-100 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. პრეზიდენტობის კანდიდატი რეგისტრაციაში არ გატარდება, ხოლო
რეგისტრირებულ კანდიდატს გაუუქმდება რეგისტრაცია, თუ:
ა) არასრული ან არასწორია ამ კანონის 98-ე მუხლის მე-3–მე-5 პუნქტებით
გათვალისწინებული მონაცემები;
ბ) მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიაში აღმოჩნდება ცესკოს განკარგულებით
დადგენილ ოდენობაზე ნაკლები მხარდამჭერი ამომრჩევლის ხელმოწერა;
გ) დარღვეულია ამ კანონის 99-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული
ვადა;
დ)კანდიდატი არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიის წევრია;
ე) არსებობს კანდიდატის წერილობითი თანხმობა არჩევნებში ერთდროულად
მონაწილე ორი ან მეტი საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენაზე;
ვ) გაუქმდა პრეზიდენტობის კანდიდატის წარმდგენი პარტიის/ამომრჩეველთა
საინიციატივო ჯგუფის საარჩევნო რეგისტრაცია;
15
ზ) დარღვეულია ამ კანონის 98-ე მუხლის 41 პუნქტის მოთხოვნები.“;
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს უფლება აქვს, ნებისმიერ
დროს, კენჭისყრამდე არა უგვიანეს 12 დღისა, მოხსნას თავისი კანდიდატურა,
რისთვისაც წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს.“.
36. 105-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
,,31. საპრეზიდენტო
დაუშვებელია.“.
არჩევნებში
მეორე
ტურში
კანდიდატის
მოხსნა
37. 106-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ხელახალი არჩევნები იმართება, თუ არჩევნების პირველ ტურში მონაწილე
ყველა კანდიდატმა მოხსნა თავისი კანდიდატურა, ან თუ არჩევნების პირველ ტურში
მხოლოდ ერთი კანდიდატი მონაწილეობდა და მან ხმათა საჭირო რაოდენობა ვერ
მიიღო.“.
38. 1101 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საგარეჯოს, გურჯაანის, ხაშურის, საჩხერის, ჭიათურის, წყალტუბოს,
სამტრედიის, მცხეთის მუნიციპალიტეტების საზღვრებში იქმნება თითო
მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.“;
ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. თელავის მუნიციპალიტეტის ქალაქ თელავის, აკურის, კისისხევის,
კონდოლის, კურდღელაურის, ქვემო ხოდაშნის, შალაურისა და წინანდლის
ადგილობრივი
მაჟორიტარული
საარჩევნო
ოლქებისა
და
ყვარლის
მუნიციპალიტეტის ქალაქ ყვარლის, შილდის, ენისლის, საბუისა და გრემის
ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება 1
მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.“;
გ) მე-15 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
დ) მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„19. გორის მუნიციპალიტეტის ქალაქ გორის, ტინისხიდისა და ბერბუკის
ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება 1
მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.“;
ე) 21-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„21. ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტების საზღვრებში იქმნება 1
მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.“;
ვ) 29-ე და 30-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
16
„29.
ამბროლაურის,
ონის,
ლენტეხის,
მესტიისა
და
ცაგერის
მუნიციპალიტეტების საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
30. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის (გარდა ნატანების, ურეკის, ნაგომრის,
სილაურის, ძიმითის, ჯუმათის, ბაილეთისა და ნასაკირალის ადგილობრივი
მაჟორიტარული საარჩევნო ოლქებისა) და ქალაქ ოზურგეთის საზღვრებში იქმნება 1
მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.“;
ზ) 36-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„36. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქ ზუგდიდისა და აბასთუმნის
ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებში იქმნება 1
მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.“.
39. 129-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან არჩეული პარლამენტის წევრის
გამოკლების შემთხვევაში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები
იმართება მაისში ან ოქტომბერში, ამ კანონით დადგენილი წესით. თუ პარლამენტის
წევრს უფლებამოსილება შეუწყდა 15 თებერვლიდან 15 ივლისამდე, საქართველოს
პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება იმავე წლის ოქტომბერში, ხოლო თუ
პარლამენტის წევრს უფლებამოსილება შეუწყდა 15 ივლისიდან 15 თებერვლამდე,
მაშინ − უახლოეს მაისში. საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების წელს
შუალედური არჩევნები არ იმართება.“.
40. 144-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. განცხადებას უნდა ერთოდეს კანდიდატის საქართველოს მოქალაქის
პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი, 2
ფოტოსურათი და მის მიერ ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი (2 ცალად).
სააღრიცხვო ბარათში კანდიდატის საანკეტო მონაცემებთან (სახელი, გვარი,
საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის
პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით), დაბადების
თარიღი) ერთად მითითებული უნდა იყოს საქართველოში 5 წლის ცხოვრების ფაქტი
და თანხმობა შესაბამის საარჩევნო ოლქში კენჭისყრაზე.“.
41. 1541 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
,,21.
ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, თუ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
თანახმად, ვადამდე წყდება მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილება,
მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნები ინიშნება და იმართება ამავე
მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესითა და ვადებში.“.
17
42. 167-ე მუხლის მე-9 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
,,კ) თანხმობა მერად კენჭისყრაზე;“.
43. 1692 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
,,21. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესები არ
ვრცელდება ამ კანონის 1541 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაზე.“.
44. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 18517 მუხლი:
,,მუხლი 18517. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული
საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა
2018 წელს გასამართ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში, საქართველოს
პრეზიდენტი აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების
საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, 6 წლის ვადით. ერთი და იგივე პირი
საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
18
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
„საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღების აუცილებლობა გამოწვეულია საქართველოს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 2018 წლის 14 მარტს წარმოდგენილი
საკანონმდებლო წინადადებით (#4040), რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა
განიხილა 2018 წლის 1 მაისის კომიტეტის სხდომაზე და მხარი დაუჭირა იმ დათქმით,
რომ
საკანონმდებლო
წინადადებაში
მითითებულ
საკითხების
ნაწილზე
მომზადდებოდა შესაბამისი ცვლილებები.
საკანონმდებლო
წინადადების
მომზადების
მიზეზს
წარმოადგენს
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ არსებული
ხარვეზები და არჩევნების ჩატარების ცალკეული პროცედურული საკითხების
დაზუსტება. სწორედ, საარჩევნო ნორმების დახვეწას, მასში არსებული ხარვეზების
გამოსწორებასა და ზოგიერთი პროცედურის გამარტივებას ისახავს მიზნად
საკანონმდებლო წინადადების საფუძველზე მომზადებული ორგანული კანონის
პროექტი.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
ორგანული კანონის პროექტის მიზანია საქართველოს ორგანულ კანონში
„საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ არსებული ხარვეზების აღმოფხვრა, არჩევნების
ჩატარების ცალკეული პროცედურული საკითხების დაზუსტება და საქართველოს
კონსტიტუციის ასამოქმედებლი რედაქციით გათვალისწინებული ცალკეულ
საკითხთა მოწესრიგება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
მომზადებული კანონპროექტი ითვალისწინებს ცვლილებებს საქართველოს
ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი", რომლის თანახმად:
საქართველოს საარჩევნო კოდექსის ტერმინთა განმარტებებს
ემატება
,,არჩევნებში/რეფერენდუმში მონაწილეთა ხმების“ ცნება. პროექტის თანახმად,
არჩევნებში/რეფერენდუმში მონაწილეთა ხმების რაოდენობა დადგინდება
საარჩევნო ყუთში/ყუთებში არსებული ნამდვილი საარჩევნო ბიულეტენების
ჯამის მიხედვით და არ მოიცავს ბათილად ცნობილ საარჩევნო ბიულეტენებით
მიღებულ ხმებს;
ზუსტდება ჩასატარებელი არჩევნებისათვის/რეფერენდუმისათვის საარჩევნო
ღონისძიებებისა და პროცედურების საწყისი ვადები და იგი აითვლება
არჩევნების/რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი
აქტის ძალაში შესვლის დღიდან;
აიკრძალება ისეთი ინფორმაციის ან მონაცემების ფოტოვიდეოგადაღება, ან
სხვაგვარი დამუშავება, რომელიც ამავე კოდექსის შესაბამისად არ განეკუთვნება
საჯარო ინფორმაციას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს დამუშავება ან
გადაღება გათვალისწინებულია საარჩევნო კოდექსით.
მოქმედი კანონმდებლობით, პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო
კანონმდებლობის დარღვევისათვის საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ
გაათავისუფლა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული
თანამდებობიდან, არ შეიძლება აირჩეს/დაინიშნოს ცესკოს/საოლქო/საუბნო
საარჩევნო კომისიის წევრად 8 წლის განმავლობაში. პროექტით ეს ვადა
მცირდება 4 წლამდე.
ზუსტდება ცესკოს უფლებამოსილება, კერძოდ საოლქო და საუბნო საარჩევნო
კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე,
საქართველოს
საარჩევნო
კანონმდებლობის
დარღვევების
თაობაზე
სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გათვალისწინებით, საქართველოს
პარლამენტის არჩევნების (პარტიული სიებით), საქართველოს პრეზიდენტის
არჩევნების, ქალაქ თბილისის საკრებულოს პროპორციული წესით გამართული
არჩევნების, ქალაქ თბილისის მერის არჩევნების, რეფერენდუმის/პლებისციტის
შედეგებს
შეჯამების
ნაწილში,
რის
თაობაზედაც
დგება
ცესკოს
არჩევნების/რეფერენდუმის/პლებისციტის შედეგების შემაჯამებელი ოქმი;
ზუსტდება
ცესკოს
უფლებამოსილება,
რომლის
თანახმად,
ცესკო
განკარგულებით განსაზღვრავს საოლქო საარჩევნო კომისიების დამხმარე და
ტექნიკური პერსონალის რაოდენობას და თანამდებობრივი სარგოების
მინიმალურ და მაქსიმალურ ოდენობას;
ცესკოს ენიჭება უფლებამოსილება, დადგენილებით განსაზღვროს საოლქო და
საუბნო
საარჩევნო
კომისიის
წევრებისათვის
დისციპლინური
პასუხისმგებლობის ვადაზე ადრე მოხსნის პირობები;
ზუსტდება ცესკოს აპარატის მარეგულირებელი ნორმა, რომლის თანახმად, თუ
კოდექსის მე-16 მუხლით სხვა რამ არ არის დადგენილი, დაუშვებელია
აპარატის თანამშრომლად ისეთი პირის მიღება, რომელსაც არა აქვს საჯარო
მოხელის სერტიფიკატი და ცესკოს მიერ მინიჭებული საარჩევნო
ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი, გარდა შრომითი ხელშეკრულებით
დასაქმებული პირისა;
ამასთან, იმ სამსახურებისა და საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოხელეთა
ჩამონათვალს, რომელთა საქმიანობაც პირდაპირ არ უკავშირდება საარჩევნო
პროცედურებს და რომლებსაც არ მოეთხოვებათ ცესკოს მიერ მინიჭებული
საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი, დადგენილებით
განსაზღვრავს ცესკო. ცვლილების თანახმად, საჯარო მოხელის სერტიფიკატი
არ მოეთხოვებათ იმ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ,,საჯარო სამსახურის
შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს;
ცვლილების თანახმად, თუ უფლებამოსილი პარტიები არჩევნების
დანიშვნიდან 7 კალენდარული დღის ვადაში არ დანიშნავენ საოლქო
საარჩევნო კომისიის წევრებს, ცესკოს ამ ვადის ამოწურვის მომდევნო დღიდან
უფლება ექნება, კანონით დადგენილი წესით საოლქო საარჩევნო კომისიის
წევრთა რაოდენობა, ნაცვლად 13-ისა, 12-მდე შეავსოს;
პროექტით შემოთავაზებულია კოდექსის მე-19 მუხლს დაემატოს „62“ და „63“
პუნქტები, რომლითაც
განისაზღვრება
შესაბამისი
პოლიტიკური
გაერთიანების მიერ პირის საოლქო/საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად
დანიშვნისას, საბუთებში არსებული ხარვეზის აღმოფხვრის პროცედურები და
ვადები.
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ენიჭება უფლებამოსილება,
არჩევნების
დანიშვნის
შემდეგ
მის
დასრულებამდე,
შრომითი
ხელშეკრულებით დაიქირაოს დამხმარე და ტექნიკური პერსონალი (გარდა
ბუღალტრისა),
ცესკოს განკარგულებით
დადგენილი
რაოდენობის
ფარგლებში. საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე და ტექნიკური
პერსონალი არ არიან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურეები და მათზე არ ვრცელდება
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამსახურებრივი
შეუთავსებლობის მოთხოვნები;
ცვლილების თანახმად, უფლებამოსილი პარტიის მიერ საუბნო საარჩევნო
კომისიის წევრად დანიშნული პირი კომისიის წევრად არ ჩაითვლება იმ
შემთხვევაშიც, თუ აღმოჩნდა, რომ ეს პირი საოლქო საარჩევნო კომისიისათვის
მისი წარდგენის მომენტისათვის არის იმავე ან სხვა საარჩევნო კომისიის
წევრი ან/და წარდგენილი პირი არ აკმაყოფილებს ამ კოდექსის 24-ე მუხლის
მე-5 პუნქტის მოთხოვნებს;
პროექტით შემოთავაზებულია ახალი ნორმა, რომლითაც განისაზღვრება
დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის მოქმედების 2-წლიანი ვადა და ამ
პასუხისმგებლობის ვადაზე ადრე (1 წლის გასვლის შემდეგ) მოხსნის წესი.
მოქმედი კანონმდებლობით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის გამოწვევა
აკრძალულია
კენჭისყრის დღემდე 15 დღით ადრე. პროექტით
შემოთავაზებულია კომისიის წევრის გამოწვევა აიკრძალოს არა მარტო
კენჭისყრის დღემდე 15 დღით ადრე, არამედ
თვით კენჭისყრის დღესა და
კენჭისყრის დღის მომდევნო დღეს;
პროექტით შემოთავაზებულია ცვლილებით, საარჩევნო რეგისტრაციის მქონე
პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამ კანონის შესაბამისად რეგისტრირებულ
ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს, ამ კანონის 39-ე მუხლით განსაზღვრულ
დამკვირვებელ ორგანიზაციას (ხოლო არასაარჩევნო პერიოდში - ბოლო საერთო
არჩევნებისას რეგისტრირებულ დამკვირვებელ ორგანიზაციას), ამომრჩეველს
უფლება ექნება, გაეცნოს ცესკოში, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში
არსებულ ამომრჩეველთა სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებულ
ვერსიას;
შემოთავაზებული ცვლილების თანახმად, ამომრჩეველთა სიის/მონაცემების
გადამოწმების/ცვლილების შეტანის მოთხოვნის შემთხვევაში, შესაბამისი
საჭიროების
არსებობისას,
სახელმწიფო
სერვისების
განვითარების
სააგენტოსთან ერთად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა
სამინისტრო ან/და მისი ტერიტორიული ორგანოები ვალდებულნი იქნებიან,
დაუყოვნებლივ მიაწოდონ შესაბამისი ინფორმაცია საოლქო საარჩევნო
კომისიას;
კოდექსის შესატანი ცვლილებით დგინდება ამომრჩეველთა საინიციატივო
ჯგუფის წევრის მინიმალური ასაკობრივი ზღვარი და ასეთად განისაზღვრება
18 წელი;
პროექტით შემოთავაზებულია კოდექსში ცვლილება, რომლის თანახმად,
ადგილობრივ
დამკვირვებელ
ორგანიზაციებად
რეგისტრაციისათვის
წესდების/სადამფუძნებლო დოკუმენტის ნაცვლად მოხდება საჯარო
რეესტრიდან
ამონაწერის
წარდგენა
(ორგანიზაციის
ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების)
მითითებით), ხოლო ამონაწერის მონაცემების ნამდვილობისა და საარჩევნო
კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების
გადამოწმების/დადასტურების მიზნით, საჯარო რეესტრის ეროვნული
სააგენტო უზრუნველყოფს ცესკოს შესაბამისი ელექტრონული მონაცემების
ბაზებზე წვდომის და გადამოწმების შესაძლებლობით.
კოდექსის 42-ე მუხლის მე-6 პუნქტში შესატანი ცვლილების თანახმად,
საარჩევნო სუბიექტს წარმომადგენლის გამოწვევის ან/და შეცვლის უფლება
ექნება ნებისმიერ დროს, გარდა კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე და
კენჭისყრის დღისა.
კოდექსის 44-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებში შესატანი ცვლილების
თანახმად, საჯარო რეესტრის მიერ გაცემული ამონაწერის წარდგენის
ვალდებულება დაეკისრებათ ასევე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა
საშუალებების წარმომადგენლებს, გარდა უცხო ქვეყნის პრესისა და მასობრივი
ინფორმაციის საშუალებებისა და საზოგადოებრივი მაუწყებლისა და
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოსი, ხოლო
ამონაწერის მონაცემების ნამდვილობისა გადამოწმების/დადასტურების
მიზნით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს ცესკოს
შესაბამისი ელექტრონული მონაცემების ბაზებზე წვდომის და გადამოწმების
შესაძლებლობით. გარდა ამისა, შემცირდება აკრედიტაციისათვის განცხადების
წარდგენის ვადა და განისაზღვრება კენჭისყრამდე არაუგვიანეს 5 დღით, ხოლო
შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივანი, აკრედიტაციის საკითხს გადაწყვეტს
განცხადების წარდგენიდან 2 დღის ვადაში, ნაცვლად 1 დღისა.
პროექტით შემოთავაზებული ცვლილებით სატელევიზიო რეკლამის
განთავსებისათვის გათვალისწინებულ ხარჯებს, ამავე პუნქტით დადგენილი
ოდენობების ფარგლებში, მაუწყებელს აუნაზღაურებს ცესკო მაუწყებელსა და
საარჩევნო სუბიექტს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე,
ცესკოსთვის მისი წარდგენიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.
ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს ამ კანონის 51-ე მუხლით
დადგენილი წესითა და ვადაში მაუწყებლის მიერ გადმოცემული,
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების სარეკლამო დროის ფასისაგან
განსხვავებულ ფასს, მაუწყებლის სატარიფო პოლიტიკიდან გამომდინარე.
ცვლილების თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე
ვალდებული იქნება დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება
განცხადებაზე/საჩივარზე და აღმოფხვრას არსებული დარღვევა. თუ კომისიის
თავმჯდომარემ არ აღმოფხვრა დარღვევა ან სხვაგვარი ფორმით უარი
განაცხადა განცხადებაზე/საჩივარზე რეაგირებაზე, დამკვირვებელს/საარჩევნო
სუბიექტის წარმომადგენელს ან იმავე სადამკვირვებლო ორგანიზაციის სხვა
დამკვირვებელს/საარჩევნო სუბიექტის სხვა წარმომადგენელს უფლება აქვს,
აღნიშნული დარღვევა დაუყოვნებლივ გაასაჩივროს შესაბამის საოლქო
საარჩევნო კომისიაში.
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია დაუყოვნებლივ
მოახდინოს სათანადო რეაგირება განცხადებაზე/საჩივარზე და აღმოფხვრას
არსებული დარღვევა. თუ კომისიის თავმჯდომარემ არ აღმოფხვრა დარღვევა ან
სხვაგვარი ფორმით უარი განაცხადა განცხადებაზე/საჩივარზე რეაგირებაზე,
დამკვირვებელს/საარჩევნო
სუბიექტის
წარმომადგენელს
ან
იმავე
სადამკვირვებლო ორგანიზაციის სხვა დამკვირვებელს/საარჩევნო სუბიექტის
სხვა წარმომადგენელს უფლება აქვს, აღნიშნული დარღვევა დაუყოვნებლივ
გაასაჩივროს
შესაბამის
საოლქო
საარჩევნო
კომისიაში.
თუ
განცხადებაში/საჩივარში მითითებული დარღვევა აღმოიფხვრება, გა კეთდება
ჩანაწერი „დარღვევა აღმოფხვრილია“ და ზუსტი დროის მითითებით შეიტანება
ჩანაწერთა წიგნში.“.
კოდექსის 77-ე მუხლის 26-ე პუნქტში შესატანი ცვლილების თანახმად,
საარჩევნო კომისიის სხდომაზე მხარეს გადაეცემა მისი საჩივრის განხილვასთან
დაკავშირებული მოკვლევის მასალების ფოტოასლები, ნაცვლად მოქმედი
ნორმისა „კომისიის სხდომაზე წარმოდგენილი დოკუმენტების პროექტები და
ასლები“.
კოდექსის 78-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებში შესატანი ცვლილების
თანახმად, საარჩევნო ოლქებისა და უბნების შექმნის გამო სარჩელის
სასამართლოში შეტანის უფლება საარჩევნო რეგისტრაციის მქონე
პარტიის/საარჩევნო ბლოკის ცესკოში/შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში
წარმომადგენელთან ერთად, მიენიჭება ბოლო საერთო არჩევნებისათვის
რეგისტრირებული დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, ნაცვლად
მოქმედი ნორმისა „დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას“.
ცვლილების
თანახმად,
შეიცვლება
საარჩევნო
კანონმდებლობით
განსაზღვრულ
მოთხოვნათა
დარღვევის
შემთხვევაში,
გასაჩივრების
უფლებამოსილების მქონე პირთა წრე;
საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ტარდება პრეზიდენტის
უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბრის თვის
ნებისმიერ კვირა დღეს.
პროექტით შემოთავაზებულია კოდექსის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტში
ცვლილების შეტანა, რომლის თანახმად, პრეზიდენტობის კანდიდატის
წარდგენის
დადასტურების
მიზნით,
მხარდამჭერ
ამომრჩეველთა
ხელმოწერების მინიმალურ ოდენობას დაადგენს ცესკო განკარგულებით,
არჩევნების დანიშვნის დღეს, იმ დროისათვის არსებული მონაცემების
შესაბამისად, საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული რაოდენობის ფარგლებში
(არანაკლებ 25000 ამომრჩეველი);
ცვლილების თანახმად, პრეზიდენტის ხელახალი არჩევნები გაიმართება, თუ
არჩევნების პირველ ტურში მონაწილე ყველა კანდიდატმა მოხსნა თავისი
კანდიდატურა, ან თუ არჩევნების პირველ ტურში მხოლოდ ერთი კანდიდატი
მონაწილეობდა და მან ხმათა საჭირო რაოდენობა ვერ მიიღო. ამასთან
განსაზღვრულია, რომ პრეზიდენტობის კანდიდატს, მეორე ტურში გასვლის
შემთხვევაში, არ შეეძლება მოხსნას კანდიდატურა.
საკანონმდებლო
წინადადებით
შემოთავაზებულია
თვითმმართველი
ქალაქების რეფორმასთან დაკავშირებული შესაბამისი ცვლილებების ასახვა
საარჩევნო კოდექსის 1101 მუხლში, რომლითაც განისაზღვრა საქართველოს
პარლამენტის არჩევნებისათვის ზოგიერთი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის
საზღვრები.
კოდექსის 129-ე მუხლის პირველ პუნქტში შესატანი ცვლილების თანახმად, თუ
პარლამენტის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულ წევრს
უფლებამოსილება შეუწყდება 15 ივლისიდან 15 თებერვლამდე, საქართველოს
პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართება უახლოეს მაისში, ნაცვლად
აპრილისა.
ამასთან განისაზღვრება, რომ 2018 წელს გასამართ საქართველოს პრეზიდენტის
არჩევნებში, საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და
პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, 6 წლის
ვადით. ერთი და იგივე პირი საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს
ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.“.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის
ვალდებულებებს.
მიღება
არ
იწვევს
სახელმწიფოს
ახალ
ფინანსურ
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ფინანსური შედეგები იმ
პირთათვის, რომლებიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისათვის
საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს საარჩევნო
ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან. მოქმედი კანონმდებლობით ამ
პირებს თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან 8 წლის განმავლობაში არ
შეეძლოთ საარჩევნო ადმინისტრაციაში დასაქმება. ხოლო ცვლილებით ეს ვადა
მცირდება 4 წლამდე, რაც მისცემს შესაძლებლობას ამ პირებს, უფრო მოკლე ვადაში
დაიწყონ საარჩევნო ადმინისტრაციაში მუშაობა.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადის მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღებება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ცენტრალური საარჩევნო კომისია
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შექმნილი სამუშაო ჯგუფი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
პარლამენტის წევრები: გედევან ფოფხაძე, დავით მათიკაშვილი, ანრი ოხანაშვილი,
ლევან გოგიჩაიშვილი, ეკა ბესელია და ნინო გოგუაძე
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს ორგანულ კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ იმ მუხლის
მოქმედი (სრული) რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი
მნიშვნელობა:
ა) რეფერენდუმი – საერთო-სახალხო გამოკითხვა საყოველთაო, თანასწორი და
ნების პირდაპირი გამოვლენის მიზნით, ფარული კენჭისყრით, განსაკუთრებით
მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხების საბოლოოდ გადასაწყვეტად,
რომელიც იმართება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე;
ბ) პლებისციტი – ფარული კენჭისყრის გზით საერთო-სახალხო გამოკითხვა
განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებზე ამომრჩეველთა ან
მათი ნაწილის აზრის გასაგებად, რომლის შედეგები სახელმწიფო ხელისუფლების
ორგანოებისათვის სარეკომენდაციო ხასიათისაა;
გ) არჩევნები – საარჩევნო პროცესი, რომლის დანიშნულება და შედეგია საჯარო
ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოებისა და საჯარო ხელისუფლების
თანამდებობის პირთა არჩევა;
დ) საერთო არჩევნები – მორიგი ან რიგგარეშე არჩევნები:
დ.ა) მორიგი არჩევნები – არჩევნები, რომელიც ტარდება საჯარო
ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს ან საჯარო ხელისუფლების
თანამდებობის პირის უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო საქართველოს
კონსტიტუციით, ამ კანონით, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების
კონსტიტუციებითა და სათანადო კანონებით დადგენილ ვადებში;
დ.ბ) რიგგარეშე არჩევნები – არჩევნები, რომელიც ტარდება საჯარო
ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს ან საჯარო ხელისუფლების
თანამდებობის პირის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო;
ე) შუალედური არჩევნები – შესაბამის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული
საარჩევნო სისტემით, ამ კანონით დადგენილი წესით ჩატარებული არჩევნები,
რომელიც ტარდება ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს შემადგენლობის
შესავსებად;
ვ) ხელახალი არჩევნები – არჩევნები, რომლებიც მორიგი არჩევნებისათვის
დადგენილი წესით ხელახლა ტარდება:
ვ.ა) თუ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში
მონაწილეობდა ერთი კანდიდატი და ამ კანონით დადგენილი წესით მოიხსნა მისი
კანდიდატურა;
ვ.ბ) თუ პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში
მონაწილე ვერც ერთმა საარჩევნო სუბიექტმა ვერ გადალახა საარჩევნო ბარიერი, ან
არჩევნები არჩატარებულად გამოცხადდა საარჩევნო ოლქების ნახევარზე მეტში;
ვ.გ) თუ არჩევნების შედეგები ბათილად იქნა ცნობილი სასამართლოს
გადაწყვეტილებით;
1
ზ) განმეორებითი კენჭისყრა – კენჭისყრა, რომელიც განმეორებით იმართება იმ
საარჩევნო უბანში (უბნებში), რომელშიც (რომლებშიც) ბათილად იქნა ცნობილი
კენჭისყრის შედეგი, ან მთელ მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში პარტიული სიების
მიხედვით, როდესაც მანდატი არც ერთ პარტიას/საარჩევნო ბლოკს არ მიეკუთვნა;
თ) არჩევნების მეორე ტური – კენჭისყრა, რომელიც იმართება ამ კანონით
განსაზღვრულ შემთხვევებსა და ვადებში, როდესაც არჩევნების პირველ ტურში
გამარჯვებული ვერ გამოვლინდა;
ი) არჩევნების (კენჭისყრის) დღე – საერთო, შუალედური ან ხელახალი
არჩევნების ჩატარების დღე, ასევე მეორე ტურის, განმეორებითი კენჭისყრის დღე;
ი 1)
საარჩევნო
პერიოდი/სარეფერენდუმო
პერიოდი
−
არჩევნების/რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ გამოცემული სამართლებრივი აქტის
ამოქმედების
დღიდან
შესაბამისი
საარჩევნო
კომისიის
მიერ
არჩევნების/რეფერენდუმის საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების
დღის ჩათვლით დროის მონაკვეთი;
კ) პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნები –
საქართველოს
პარლამენტისა
და
ადგილობრივი
თვითმმართველობის
წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრების არჩევნები პარტიული
სიების საფუძველზე;
ლ) მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნები –
საქართველოს
პარლამენტისა
და
ადგილობრივი
თვითმმართველობის
წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრების არჩევნები ერთმანდატიანი
საარჩევნო ოლქების მიხედვით;
მ) საარჩევნო უფლება – აქტიური და პასიური საარჩევნო უფლება;
ნ) აქტიური საარჩევნო უფლება – საქართველოს მოქალაქის უფლება, ხმის
მიცემის
მეშვეობით
მონაწილეობა
მიიღოს
საჯარო
ხელისუფლების
წარმომადგენლობით ორგანოში ხალხის წარმომადგენელთა ასარჩევად და საჯარო
ხელისუფლების თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებულ საყოველთაო არჩევნებში,
რეფერენდუმში, პლებისციტში;
ო) პასიური საარჩევნო უფლება – საქართველოს მოქალაქის უფლება, კენჭი
იყაროს საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობით ორგანოში ასარჩევად და
საჯარო ხელისუფლების თანამდებობის დასაკავებლად;
პ) საარჩევნო რეგისტრაცია – შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის
მიერ პარტიების, საარჩევნო ბლოკების, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებისა და
კანდიდატთა რეგისტრაცია არჩევნებში მონაწილეობის უფლების მიღების მიზნით;
ჟ) საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი – პირი, რომელიც არჩევნებში
მონაწილეობის მიზნით წარდგენილია რეგისტრაციისათვის შესაბამის საარჩევნო
კომისიაში;
რ) საარჩევნო სუბიექტი – შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ
რეგისტრირებული პარტია, საარჩევნო ბლოკი, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი,
საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს წევრობის კანდიდატი,
საჯარო ხელისუფლების თანამდებობის კანდიდატი;
2
რ1) კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი − ამ კანონის შესაბამისად
რეგისტრირებული კვალიფიციური პარტია ან საარჩევნო ბლოკი, რომელშიც
გაერთიანებულია კვალიფიციური პარტია;
ს) საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია – საქართველოს ცენტრალური
საარჩევნო კომისია (შემდგომ − ცესკო) და მისი აპარატი, აფხაზეთისა და აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიები (შემდგომ − უსკო) და
მათი აპარატები, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები;
ტ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელე – საარჩევნო კომისიის წევრი და
აპარატის თანამშრომელი;
უ) პარტია – „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად მოქმედი მოქალაქეთა პოლიტიკური
გაერთიანება, რომელიც ცესკოს თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებულია არჩევნებში
მონაწილეობის მიზნით;
უ1) კვალიფიციური პარტია – პარტია, რომელიც, „მოქალაქეთა პოლიტიკური
გაერთიანებების
შესახებ“
საქართველოს
ორგანული
კანონის
30-ე
მუხლის შესაბამისად, დაფინანსებას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს;
ფ) საარჩევნო ბლოკი – ცესკოს თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებული 2 ან 2ზე მეტი პარტიის გაერთიანება;
ქ) საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი – საქართველოს პრეზიდენტის
არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ცესკოს თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებული,
პარტიის ან ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი საქართველოს
მოქალაქე;
ღ) მერობის კანდიდატი – მერის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შესაბამისი
საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებული საქართველოს
მოქალაქე;
ყ) პარტიული სიით წარდგენილი კანდიდატი – საქართველოს პარლამენტის,
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში
მონაწილეობის მიზნით შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ
რეგისტრირებულ პარტიულ სიაში შეყვანილი საქართველოს მოქალაქე;
შ) მაჟორიტარი კანდიდატი – საქართველოს პარლამენტის, მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით
შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებული,
პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ საარჩევნო
ოლქში წარდგენილი საქართველოს მოქალაქე;
ჩ) საარჩევნო ოლქი – სამოქმედო ტერიტორია (ადმინისტრაციული საარჩევნო
დანაყოფი), რომელშიც ხორციელდება არჩევნებისა და რეფერენდუმის ორგანიზება და
ტარდება არჩევნები და რეფერენდუმი;
ც) მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – საქართველოს პარლამენტის
არჩევნებისათვის შექმნილი ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი;
ძ) ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – ერთმანდატიანი საარჩევნო
ოლქი, რომელიც იქმნება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი
ორგანოს – საკრებულოს წევრების მაჟორიტარული წესით ასარჩევად;
3
წ) საარჩევნო უბანი – ადმინისტრაციული საარჩევნო დანაყოფი, რომელიც
იქმნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კენჭისყრისა და ხმების
დათვლისათვის არჩევნებისა და რეფერენდუმის გამართვისას;
ჭ) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო –
საკრებულო; საქართველოს დედაქალაქის – თბილისის საკრებულო, თვითმმართველი
თემის საკრებულო, თვითმმართველი ქალაქის საკრებულო;
ჭ1) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო – მერი;
ხ) პოლიტიკური თანამდებობის პირი – საქართველოს პრეზიდენტი,
საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს
მთავრობის სხვა წევრები და მათი მოადგილეები, აფხაზეთისა და აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების
წევრები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა
ხელმძღვანელები,
აგრეთვე
ადგილობრივი
თვითმმართველობის
წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი და აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი,
სახელმწიფო რწმუნებული − გუბერნატორი;
ჯ) პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა – მასობრივი ინფორმაციის
საშუალებებში (შემდგომ – მედია) გასული ისეთი შინაარსის რეკლამა, რომელიც
მიზნად ისახავს საარჩევნო სუბიექტის არჩევისთვის ხელის შეწყობას/ხელის შეშლას,
რომელშიც ნაჩვენებია საარჩევნო სუბიექტი ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის
რიგითი ნომერი და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, ან
მოწოდებას სარეფერენდუმოდ/საპლებისციტოდ გამოტანილი საკითხის გადაწყვეტის
სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ;
ჰ) წინასაარჩევნო კამპანია – საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის
კანდიდატის მიერ არჩევნებში მონაწილეობისა და გამარჯვების მიზნით ჩატარებულ
ღონისძიებათა ერთობლიობა;
1
ჰ ) წინასაარჩევნო აგიტაცია – ამომრჩეველთა მოწოდება საარჩევნო
სუბიექტის/საარჩევნო
სუბიექტობის
კანდიდატის
მხარდასაჭერად
ან
საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ნებისმიერი საჯარო მოქმედება, რომელიც ხელს უწყობს ან
ხელს უშლის მის არჩევას, ან/და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს,
მათ შორის, წინასაარჩევნო ღონისძიების ორგანიზებაში/ჩატარებაში მონაწილეობა,
საარჩევნო მასალების შენახვა ან გავრცელება, მხარდამჭერთა სიებზე მუშაობა,
პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლობებში ყოფნა;
2
ჰ )
საარჩევნო/სარეფერენდუმო
კამპანიის
ხარჯები
–
საარჩევნო
სუბიექტის/რეფერენდუმში მონაწილის საარჩევნო/სარეფერენდუმო კამპანიისათვის
განკუთვნილი ფულადი სახსრების ერთობლიობა, ასევე უსასყიდლოდ მიღებული
ყველა სახის საქონელი და მომსახურება (ასახული საბაზრო ფასებით), გარდა ამ
კანონით დადგენილი წესით მიღებული უფასო სარეკლამო დროის ღირებულებისა;
3
ჰ ) საარჩევნო/სარეფერენდუმო კამპანიის ხარჯებთან დაკავშირებული
ინფორმაცია – ინფორმაცია საარჩევნო/სარეფერენდუმო კამპანიის ხარჯების,
უსასყიდლოდ
მიღებული
ყველა
სახის საქონლისა და
მომსახურების,
შემოწირულების წყაროს, ოდენობის და მიღების თარიღის შესახებ;
4
ჰ4) საარჩევნო შემოწირულება – საარჩევნო/სარეფერენდუმო კამპანიის დროს
შესაბამისი საარჩევნო სუბიექტის ანგარიშზე ფიზიკური და იურიდიული პირების
მიერ ჩარიცხული ფულადი სახსრები, აგრეთვე უსასყიდლოდ მიღებული ყველა სახის
მატერიალური ფასეულობა და მომსახურება, გარდა ამ კანონით დადგენილი წესით
მიღებული უფასო საეთერო დროის ღირებულებისა;
ჰ5) საარჩევნო დოკუმენტაცია – საარჩევნო კომისიაში შესული და საარჩევნო
კომისიიდან გასული განცხადება, საჩივარი, წერილი, ოქმი, საარჩევნო ბიულეტენი,
სპეციალური კონვერტი, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი
აქტი, საკონტროლო ფურცელი, სარეგისტრაციო ჟურნალი, ამომრჩეველთა სია,
ამომრჩევლის ბარათი, საარჩევნო კომისიის წევრის ახსნა-განმარტება;
ჰ6) ბიომეტრიული რეგისტრაცია − ამ კანონით დადგენილი წესით
ბიომეტრიული ფოტოსურათის გადაღება და პირადი მონაცემების აღრიცხვა
(ანკეტირება), აგრეთვე საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული
მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის ფლობა, გარდა იმ
შემთხვევისა, როცა პირზე ეს დოკუმენტი გაიცა ამ კანონით დადგენილი წესით
ბიომეტრიული რეგისტრაციის გავლის შემდეგ;
ჰ7) სააგიტაციო მასალა – პლაკატი, დროშა და ნებისმიერი სხვა მასალა,
რომლებზედაც გამოსახულია საარჩევნო სუბიექტი/საარჩევნო სუბიექტობის
კანდიდატი ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი.
ჰ8) სააგენტო – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის
სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო სერვისების
განვითარების სააგენტო.
ჰ9) მხარდაჭერის მიმღები – საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის
მე-4 და მე-5 ნაწილებით განსაზღვრული პირები.
ჰ10) კენჭისყრის შენობა – შენობა ან
შენობის ნაწილი, რომელშიც
განთავსებულია საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის ოთახი;
ჰ11) ფოტოასლი – ასლის გადამღები მოწყობილობით გადაღებული ასლი.
მუხლი 5. ამ კანონით დადგენილი ვადების ათვლა
1. ამ კანონით დადგენილი ყველა ვადა საარჩევნო პერიოდში, მათ შორის,
სასამართლოსთვის მიმართვისა და სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების
ვადები,
გულისხმობს
კალენდარულ
დღეებს
(საქართველოს
შრომის
კანონმდებლობით დადგენილი უქმე და დასვენების დღეების ჩათვლით).
2. სიტყვები − „მოცემული დღიდან N დღეში“, „მოცემული დღიდან N დღის
ვადაში“, „მოცემული დღიდან არა უადრეს/არა უგვიანეს N დღისა“, „მოცემული
დღიდან არა უადრეს/არა უგვიანეს მე-N დღისა“ − გულისხმობს დღეთა ათვლას
მითითებული დღის მომდევნო დღიდან.
5
3. სიტყვები − „მოცემულ დღემდე N დღით ადრე“, „მოცემულ დღემდე არა
უადრეს/არა უგვიანეს N დღისა“, „მოცემულ დღემდე არა უადრეს/არა უგვიანეს მე-N
დღისა“ − გულისხმობს დღეთა ათვლას მითითებული დღის წინა დღიდან.
მუხლი 8. საარჩევნო კომისიის მუშაობის წესი
1. საარჩევნო კომისიის მუშაობის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და
შესაბამისი კომისიის რეგლამენტით, რომელსაც დადგენილებით იღებს ცესკო.
2. საარჩევნო კომისიის სხდომა მოიწვევა კომისიის თავმჯდომარის მიერ ან მისი
მოადგილის მოთხოვნით.
3. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საარჩევნო კომისიის სრული
შემადგენლობის უმრავლესობა.
4. საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს
დაუჭერს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა (თუ ამ კანონით უფრო მაღალი
კვორუმი არ არის დადგენილი), მაგრამ არანაკლებ საარჩევნო კომისიის სრული
შემადგენლობის ერთი მესამედისა. საარჩევნო კომისია გადაწყვეტილებებს,
რომლებიც შეეხება ქვემდგომი საარჩევნო კომისიების მიერ მიღებული
გადაწყვეტილებების, მათ შორის, საარჩევნო ოლქის/უბნის შედეგების გაუქმებას,
საუბნო საარჩევნო კომისიიდან შემოსული პაკეტების გახსნასა და საარჩევნო
ბიულეტენების გადათვლას, იღებს სხდომაზე დამსწრეთა არანაკლებ ორი მესამედი.
5. ხმების თანაბრად
თავმჯდომარის ხმა.
გაყოფის
შემთხვევაში
გადამწყვეტია
სხდომის
6. სხდომაზე საკადრო საკითხები წყდება საარჩევნო კომისიის სრული
შემადგენლობის უმრავლესობით.
7. სხდომაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და
საარჩევნო კომისიის მდივანი.
8. სხდომის ოქმი ფორმდება სხდომიდან 1 დღის ვადაში.
9. საარჩევნო კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის
გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, წერილობით გამოთქვას განსხვავებული აზრი,
რომელიც ერთვის ოქმს. ამასთანავე, განსხვავებული აზრის მქონე წევრი ვალდებულია
პატივი სცეს და დაემორჩილოს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. მას არა
აქვს
უფლება,
თავისი
ქმედებით/უმოქმედობით
ხელი
შეუშალოს
ამ
გადაწყვეტილების აღსრულებას.
10. საარჩევნო კომისია საარჩევნო დოკუმენტაციის მიღებას, გაცემასა და
რეგისტრაციას ახორციელებს სამუშაო დღის 18 საათამდე, გარდა ამ კანონით
გათვალისწინებული შემთხვევებისა.
11. განცხადების/საჩივრის მიღებისას საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო
ჟურნალსა და განმცხადებლისთვის/მომჩივნისთვის გადაცემულ ცნობაში აღინიშნება
6
მისი მიღების თარიღი და დრო. კომისია განიხილავს განცხადებას/საჩივარს და იღებს
სათანადო გადაწყვეტილებას.
12. საარჩევნო კომისიისგან რაიმე საბუთის
ადასტურებს სარეგისტრაციო ჟურნალში ხელმოწერით.
მიღებას
განმცხადებელი
13. საარჩევნო კომისია არ განიხილავს განცხადებას/საჩივარს, თუ შესაბამისი
საარჩევნო
კომისიის
თავმჯდომარეს
გამოცემული
აქვს
განკარგულება
განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
14. საარჩევნო დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია ყველასთვის, გარდა
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საარჩევნო
კომისია ვალდებულია საარჩევნო დოკუმენტაცია და არჩევნების შესახებ ინფორმაცია
მათი მოთხოვნიდან 2 დღის ვადაში, ხოლო თუ აღნიშნული ინფორმაციის გაცემა მეტ
დროს მოითხოვს − საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით
დადგენილი წესით გააცნოს ყველა დაინტერესებულ პირს. საარჩევნო
დოკუმენტაციისა და არჩევნების შესახებ ინფორმაციის ასლების მოთხოვნის
შემთხვევაში საფასურის ოდენობა და გადახდის წესი რეგულირდება საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად.
15. საარჩევნო კომისიის სხდომა ღიაა. მასზე დასწრების უფლება აქვთ მხოლოდ
ზემდგომი საარჩევნო კომისიის წევრებსა და კომისიის წარმომადგენლებს, შესაბამისი
და ზემდგომი საარჩევნო კომისიების აპარატების თანამშრომლებს, შესაბამის
კომისიაში აკრედიტებულ მედიის წარმომადგენლებს, საარჩევნო სუბიექტების თითო
წარმომადგენელს შესაბამის კომისიაში, შესაბამის კომისიაში რეგისტრირებულ
ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის თითო დამკვირვებელს, ცესკოში
რეგისტრირებულ საერთაშორისო ორგანიზაციის არაუმეტეს 2 დამკვირვებელს
თარჯიმანთან ერთად. საარჩევნო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლისა და
წესრიგის დარღვევის შემთხვევაში დამრღვევის (მათ შორის, კომისიის წევრის)
საარჩევნო კომისიის სხდომიდან გაძევების საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს
საარჩევნო კომისია, რაც აღინიშნება სხდომის ოქმში. დამრღვევის საარჩევნო კომისიის
სხდომიდან გაძევება გულისხმობს მის საარჩევნო კომისიის შენობიდან/კენჭისყრის
შენობიდან გაძევებასაც. დამრღვევის საარჩევნო კომისიის შენობიდან გაძევების
საკითხზე გადაწყვეტილებას განკარგულებით იღებს შესაბამისი კომისიის
თავმჯდომარე.
16. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლება აქვთ:
ა) ცესკოს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს;
ბ) ცესკოს და საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებს;
გ) შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ საარჩევნო
სუბიექტის წარმომადგენელს;
დ) პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესაბამის
საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ წარმომადგენლებს;
ე) დამკვირვებლებს.
7
17. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირი უნდა ატარებდეს
მისი ვინაობისა და სტატუსის აღმნიშვნელ სამკერდე ნიშანს (მოწმობას).
18. საარჩევნო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლისა და წესრიგის
დარღვევის შემთხვევაში დამრღვევის ადმინისტრაციის შენობიდან გაძევების
საკითხზე გადაწყვეტილებას განკარგულებით იღებს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო
სხდომის მიმდინარეობისას სხდომიდან გაძევების საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს
საარჩევნო კომისია, რაც აღინიშნება სხდომის ოქმში.
19. საარჩევნო კომისიის წევრი ვალდებულია შესაბამისი კომისიის წევრად
დანიშვნის (არჩევის) დღიდან მიიღოს მონაწილეობა მის საქმიანობაში.
20. საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ვალდებულია ხელი
მოაწეროს კენჭისყრის ან არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს, ხოლო თუ იგი არ
ეთანხმება ოქმში შეტანილ მონაცემებს, უფლებამოსილია ეს მიუთითოს კენჭისყრის ან
არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის სათანადო გრაფაში და განსხვავებული
აზრი წერილობით დაურთოს ოქმს.
21. საარჩევნო კომისიის წევრი არ არის მისი დამნიშვნელი/ამრჩევი სუბიექტის
წარმომადგენელი. იგი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება
მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციას, კანონსა და შესაბამის კანონქვემდებარე
აქტებს. საარჩევნო კომისიის წევრზე ზემოქმედება ან მის საქმიანობაში ჩარევა
გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით აკრძალულია და ისჯება კანონით.
22. თუ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და თავმჯდომარის მოადგილეს
ერთდროულად ან კომისიის მდივანს დროებით არ შეუძლიათ ამ კანონით
განსაზღვრული მოვალეობების შესრულება, ამავე კანონის თანახმად კი, ამ დროს
შესასრულებელია ისეთი მოქმედება, რომელიც კომისიის თავმჯდომარის ან მდივნის
განსაკუთრებულ
უფლებამოსილებას
მიეკუთვნება,
კომისია
თავისი
შემადგენლობიდან შესაბამისი თანამდებობის პირების არჩევისთვის ამ კანონით
დადგენილი წესით დაუყოვნებლივ ირჩევს კომისიის თავმჯდომარის ან მდივნის
მოვალეობის შემსრულებელს. კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის
უფლებამოსილება შეწყდება, როგორც კი კომისიის თავმჯდომარე ან თავმჯდომარის
მოადგილე შეძლებს თავისი უფლებამოსილების განხორციელებას, ხოლო კომისიის
მდივნის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილება შეწყდება, როგორც კი
მდივანი შეძლებს თავისი უფლებამოსილების განხორციელებას.
23. თუ საარჩევნო კომისიას არ ჰყავს არც თავმჯდომარე და არც თავმჯდომარის
მოადგილე, კომისიის სხდომას საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ასარჩევად იწვევს
და მის არჩევამდე თავმჯდომარეობს კომისიის მდივანი, ხოლო თუ კომისიას არც
მდივანი არ ჰყავს, კომისიის სხდომას იწვევს და საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის
არჩევამდე თავმჯდომარეობს კომისიის უხუცესი წევრი.
24. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ან
თავმჯდომარის დავალებით მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.
25. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირს, კენჭისყრის კაბინის
გარდა, აგრეთვე კომისიის სხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირს, საარჩევნო
8
პროცესისათვის/კომისიის სხდომის მუშაობისათვის
შეუძლიათ აწარმოონ ფოტოვიდეოგადაღება.
ხელის
შეშლის
გარეშე
მუხლი 12. ცესკოს წევრების არჩევის წესი
1. საქართველოს პრეზიდენტი ამ მუხლით დადგენილი წესით შეარჩევს და
საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ცესკოს 5 წევრის კანდიდატურებს.
საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული ცესკოს წევრების უფლებამოსილების
ვადაა 5 წელი.
2. ცესკოს წევრობის კანდიდატი შეირჩევა ღია კონკურსის წესით.
3. ცესკოს წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უგვიანეს 30 დღისა,
ხოლო ვაკანსიის წარმოშობის შემთხვევაში – მისი წარმოშობიდან არა უგვიანეს 15
დღისა საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს განკარგულებას კონკურსის ჩატარებისა
და საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ. კომისიის შემადგენლობის ნახევარი
ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით უნდა იყოს
დაკომპლექტებული. საკონკურსო საბუთების წარდგენის ვადაა კონკურსის
გამოცხადებიდან არა უგვიანეს 14 დღისა. თუ აღნიშნული ვადები ემთხვევა
არჩევნების ჩატარების პერიოდს, საქართველოს პრეზიდენტი კონკურსს აცხადებს
არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან არა უგვიანეს მე-7 დღისა, ხოლო
ცესკოს წევრს უფლებამოსილება უწყდება ახალი წევრის არჩევისთანავე.
4. ცესკოს წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი
მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, აქვს უმაღლესი განათლება,
თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, აკმაყოფილებს „საჯარო
სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს,
აქვს არანაკლებ 3 წლის შრომითი გამოცდილება და საარჩევნო ადმინისტრაციის
მოხელის სერტიფიკატი.
5. ცესკოს წევრად არ შეიძლება აირჩეს/დაინიშნოს:
ა) პირი,
სერტიფიკატი;
რომელსაც
არა
აქვს
საარჩევნო
ადმინისტრაციის
მოხელის
ბ)
პირი,
რომელიც
საქართველოს
საარჩევნო
კანონმდებლობის
დარღვევისათვის საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს
საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან, – თანამდებობიდან
გათავისუფლების დღიდან 8 წლის განმავლობაში;
გ) პირი, რომლის მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა
დაადასტურა სასამართლომ, – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში
შესვლიდან 8 წლის განმავლობაში;
დ) ნასამართლევი პირი;
ე) საარჩევნო სუბიექტი/სუბიექტობის კანდიდატი და მისი წარმომადგენელი;
ვ) დამკვირვებელი.
9
6. თუ ამ კანონით განსაზღვრულ ვადაში ერთ ვაკანსიაზე არანაკლებ 2
კანდიდატურა არ იქნება წარდგენილი, კონკურსი გრძელდება იმ ვადით, რომლის
განმავლობაშიც მოხდება ერთ ვაკანსიაზე არანაკლებ 2 კანდიდატურის წარდგენა.
7. კანდიდატურების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 2 დღის ვადაში ქვეყნდება
კანდიდატთა სია.
8. კანდიდატურების წარდგენის ვადის ამოწურვიდან არა უგვიანეს 5 დღისა
საკონკურსო კომისია საქართველოს პრეზიდენტს ცესკოს წევრად ასარჩევად
წარუდგენს თითო ვაკანსიაზე არანაკლებ 2 და არა უმეტეს 3 კანდიდატურას.
კანდიდატების შერჩევიდან არა უგვიანეს 7 დღისა საქართველოს პრეზიდენტი იღებს
გადაწყვეტილებას კანდიდატთა შერჩევის შესახებ და საქართველოს პარლამენტს
წარუდგენს ცესკოს წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე 2 კანდიდატურას.
9. საქართველოს პრეზიდენტის მიერ ცესკოს წევრობის კანდიდატების
საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენიდან არა უგვიანეს 14 დღისა საქართველოს
პარლამენტი სახელობითი კენჭისყრით ირჩევს ცესკოს წევრებს. თითოეულ
კანდიდატს ცალკე ეყრება კენჭი. ცესკოს წევრი არჩეულად ჩაითვლება, თუ მას მხარს
დაუჭერს საქართველოს პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. თუ ამ
პირთა რაოდენობა ასარჩევ რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლება მათ
შორის საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი. თუ კანდიდატების მიერ მიღებულ
ხმათა თანაბრობის გამო გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატებს
დაუყოვნებლივ ეყრებათ კენჭი მათ შორის გამარჯვებულის გამოვლენამდე.
10. თუ კენჭისყრის შედეგად არ შეივსო ყველა ვაკანსია, დარჩენილ
კანდიდატებს კენჭი ხელახლა ეყრებათ. თუ ვაკანსია ისევ არ შეივსო, იმართება კიდევ
ერთი კენჭისყრა. თუ ვაკანსია ისევ შეუვსებელი დარჩა, საქართველოს პრეზიდენტი
საქართველოს პარლამენტს 3 დღის ვადაში, კონკურსში მონაწილე სხვა
კანდიდატებისგან თითოეულ დარჩენილ ვაკანსიაზე წარუდგენს 2 კანდიდატურას.
თუ ვაკანსია კვლავ შეუვსებელი დარჩა, არა უგვიანეს 3 დღისა დარჩენილ ვაკანსიაზე
ცხადდება კონკურსი და კანდიდატურების წარდგენის პროცედურა თავიდან იწყება.
11. ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ორჯერ.
12. ცესკოში საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული წევრის
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მისი ადგილმონაცვლის
ასარჩევად საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტს უახლოესი
სასესიო კვირის განმავლობაში ხელახლა წარუდგენს იმ კანდიდატურებს, რომლებმაც
მიიღეს
საქართველოს
პარლამენტის
არანაკლებ
სიითი
შემადგენლობის
უმრავლესობის ხმები, ან არა უგვიანეს 3 დღისა ნიშნავს კონკურსს. იგივე წესი
მოქმედებს ასეთი კანდიდატურების არარსებობის შემთხვევაში.
13. საქართველოს პარლამენტის დადგენილება ცესკოს წევრის არჩევის შესახებ
მისი მიღებიდან 7 დღის ვადაში წარედგინება ცესკოს.
მუხლი 14. ცესკოს უფლებამოსილება
10
1. ცესკო:
ა) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს არჩევნების,
რეფერენდუმისა და პლებისციტის გამართვას, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე
აკონტროლებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებას და
უზრუნველყოფს მის ერთგვაროვნად გამოყენებას;
ბ) დადგენილებით
რეგლამენტს;
იღებს
საქართველოს
საარჩევნო
ადმინისტრაციის
ბ 1) დადგენილებით განსაზღვრავს ცესკოს წევრებისა და საოლქო საარჩევნო
კომისიების არჩეულ წევრთა შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებულ და
სამსახურებრივი შეუთავსებლობის საკითხებს;
გ) გამონაკლის შემთხვევაში, თუ შეუძლებელი გახდა ამ კანონით დადგენილი
გარკვეული
მოთხოვნების
შესრულება/ვადების
დაცვა,
უფლებამოსილია
დადგენილებით განსაზღვროს ჩასატარებელი არჩევნების/გასამართი კენჭისყრის
საარჩევნო ღონისძიებები და ვადები; ასევე, აუცილებლობის შემთხვევაში, ამ კანონის
შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინოს წინადადება არჩევნების ახალი
თარიღის დანიშვნის თაობაზე;
დ) განკარგულებით განსაზღვრავს პენიტენციურ დაწესებულებაში ხმის
მიცემის უფლების მქონე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ინფორმირების
პირობებსა და წესს;
ე) ამ კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, განკარგულებით ქმნის
საარჩევნო ოლქებს ან/და აზუსტებს მათ საზღვრებს;
ვ) აუცილებლობის შემთხვევაში, ამ კანონით გათვალისწინებულ საკითხთა
გადასაწყვეტად, უფლებამოსილია განკარგულებით, რომელიც მიიღება სრული
შემადგენლობის სულ ცოტა ორი მესამედით, შექმნას სპეციალური ჯგუფი,
განსაზღვროს მისი უფლებამოსილების ფარგლები და მოქმედების ვადა;
ზ) თუ ქვემდგომი საარჩევნო კომისია არ ან ვერ ასრულებს საქართველოს
კანონმდებლობით დაკისრებულ მოვალეობას, უფლებამოსილია განკარგულებით,
რომელიც მიიღება სრული შემადგენლობის სულ ცოტა ორი მესამედით,
უფლებამოსილება შეუწყვიტოს ამ კომისიას და შექმნას დროებითი ჯგუფი, რომელსაც
კომისიის ხელახლა შექმნამდე დაეკისრება მისი უფლებამოსილების განხორციელება;
თ) ამ კანონით განსაზღვრული ვადების შესაბამისად განკარგულებით ადგენს
საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკს;
ი) განკარგულებით ნიშნავს რიგგარეშე, ხელახალ და შუალედურ არჩევნებს,
განმეორებით კენჭისყრას, არჩევნების მეორე ტურს;
კ) საკუთარი ინიციატივით ან განცხადების/საჩივრის საფუძველზე, ამ კანონით
საარჩევნო დავების განხილვისათვის დადგენილი წესით ამოწმებს საარჩევნო
კომისიების, მათი თანამდებობის პირების გადაწყვეტილებებისა და აქტების
კანონიერებას და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში განკარგულებით ბათილად
ცნობს ან ცვლის მათ; განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი საუბნო
11
საარჩევნო
კომისიიდან
შემოსული
პაკეტების
გახსნისა
და
საარჩევნო
ბიულეტენების/ამომრჩეველთა სიების ხელახლა დათვლის შესახებ. საარჩევნო
ბიულეტენების ხელახლა დათვლის შემთხვევაში ცესკომ ეს უნდა აცნობოს ყველა
საარჩევნო
სუბიექტსა
და
დამკვირვებელ
ორგანიზაციას,
რომელთა
წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ ბიულეტენების დათვლას საარჩევნო უბანზე, და
მათი სურვილის შემთხვევაში უზრუნველყოს მათი წარმომადგენლების დასწრება
ხელახლა დათვლის პროცესზე;
ლ) საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების
შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის
დარღვევების
თაობაზე
სასამართლოს
საბოლოო
გადაწყვეტილების
გათვალისწინებით ადგენს საქართველოს პარლამენტის არჩევნების (პარტიული
სიებით), საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების, ქალაქ თბილისის საკრებულოს
არჩევნების, ქალაქ თბილისის მერის არჩევნების, რეფერენდუმის/პლებისციტის
შედეგებს, რის თაობაზედაც დგება ცესკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი;
მ)
განკარგულებით
ანიჭებს
არჩევნების/რეფერენდუმის/პლებისციტის
დამკვირვებლის სტატუსს ამ კანონში აღნიშნულ არასამეწარმეო (არაკომერციულ)
იურიდიულ პირს, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციას, სხვა სახელმწიფოში
რეგისტრირებულ ორგანიზაციას, სხვა სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოთა
წარმომადგენლების ჯგუფს;
ნ) დადგენილებით განსაზღვრავს არჩევნების, რეფერენდუმისა და
პლებისციტის გამართვისათვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის
განაწილებისა და გამოყენების წესს;
ო) განკარგულებით ადგენს საარჩევნო/სარეფერენდუმო/ საპლებისციტო
ბიულეტენების ფორმას; საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტის,
ქალაქ თბილისის მერის, ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნებისა და
სარეფერენდუმო/საპლებისციტო ბიულეტენების ტექსტებს; საარჩევნო ყუთების,
საარჩევნო კონვერტებისა და საარჩევნო კომისიების ბეჭდების სახეებს; ამ კანონით
განუსაზღვრელი, მაგრამ არჩევნების ორგანიზებისათვის საჭირო საარჩევნო
საბუთების სახეს;
პ) ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტის წინაშე, რომელსაც
წარუდგენს ანგარიშს ყოველი არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 60 დღის ვადაში;
ჟ)
უზრუნველყოფს საოლქო
საარჩევნო
კომისიებიდან მიღებული
კენჭისყრის/არჩევნების შედეგების კომპიუტერულ დამუშავებას და დაუყოვნებლივ
განთავსებას ცესკოს ვებგვერდზე, ხოლო ამ პუნქტის „კ“ ქვეპუნქტში აღნიშნული
გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში – მის ცესკოს ვებგვერდზე განთავსებასაც;
რ) წარმართავს საოლქო საარჩევნო კომისიების საქმიანობას, პერიოდულად
ისმენს მათ ანგარიშებს;
ს)
უზრუნველყოფს
საინფორმაციო
ვებგვერდზე გამოქვეყნებას და გავრცელებას;
12
მასალის თავის
ოფიციალურ
ტ)
დადგენილებით
იღებს
საარჩევნო
ადმინისტრაციის
მოხელის
სერტიფიცირების დებულებას და ცესკოს აპარატის თანამშრომელთა და საოლქო
საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი კონკურსების დებულებებს;
უ) უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარჩევნო
სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ ჩატარებული
სწავლების მონიტორინგს;
ფ) ამ კანონით დადგენილი წესით განიხილავს არჩევნებთან დაკავშირებულ
განცხადებებსა და საჩივრებს და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს
სათანადო გადაწყვეტილებას;
ქ) პასუხისმგებელია ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირებისათვის, მისი
კომპიუტერული დამუშავებისა და საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული
ნაწილის (გვარი, სახელი; ფოტოსურათი; დაბადების თარიღი; მისამართი
საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის მიხედვით; საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირისთვის – აგრეთვე
ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი; მისამართის მითითების გარეშე
რეგისტრირებული
პირისთვის,
საცხოვრებელი
ადგილის
მიხედვით
რეგისტრაციიდან მოხსნილი პირისთვის და პირისთვის, რომლის რეგისტრაციაც
ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს გადაწყვეტილებით – ფაქტობრივი
საცხოვრებლის
მისამართი;
ამომრჩეველთა
ერთიან
სიაში
ამომრჩევლის
რეგისტრაციის თარიღი) ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებისათვის.
საარჩევნო უბნების იმ ამომრჩეველთა საარჩევნო სიები, რომლებიც ეთნიკურ
უმცირესობებს
მიეკუთვნებიან, ცესკოს
ოფიციალურ
ვებგვერდზე საარჩევნო
პერიოდში მათთვის გასაგებ ენაზედაც უნდა განთავსდეს;
ღ) დადგენილებით განსაზღვრავს ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების
დამატებით წესს და კენჭისყრის პროცედურებს;
ყ) ცესკოს თავმჯდომარის წარდგინების
ამტკიცებს საშტატო ნუსხასა და ხარჯთაღრიცხვას;
საფუძველზე
განკარგულებით
ყ 1)
განკარგულებით
ადგენს
საარჩევნო/სარეფერენდუმო
პერიოდში
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის საქართველოს საარჩევნო
ადმინისტრაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარჩევნო
სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის თანამშრომლების
მიერ პირად საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებისა და
საწვავით უზრუნველყოფის წესს;
შ) დადგენილებით ამტკიცებს საუბნო
სპეციალური სწავლების წესსა და პირობებს;
საარჩევნო
კომისიის
წევრების
ჩ)
განკარგულებით
ადგენს
საოლქო
საარჩევნო
კომისიის
არჩევნებთან/რეფერენდუმთან დაკავშირებული ხარჯების ანგარიშის ფორმას;
ც) აწარმოებს იმ საარჩევნო კომისიის წევრთა შესახებ
მონაცემთა ბაზას , რომელთა მიერ
საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობისდარღვევა დაადასტურა სასამართლომ ; რ
13
ომლებიც
საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისათვის საარჩევნო კომისიამ ანს
ასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებუ
ლი თანამდებობიდან ; რომელთაც შეეფარდათდისციპლინური პასუხისმგებლობის
ზომა მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ბრალეულად შეუსრულებლობისთვის
ან არაჯეროვნადშესრულებისთვის ;
ძ) დადგენილებით ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის
დებულებას;
წ) დადგენილებით იღებს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის
კოდექსს;
ჭ) განკარგულებით ამტკიცებს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის
მომავალი წლის საბიუჯეტო განაცხადს;
ხ) განკარგულებით ამტკიცებს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის
სტრატეგიულ და ყოველწლიურ სამოქმედო გეგმებს;
ჯ) განკარგულებით ადგენს საზღვარგარეთ დისლოცირებულ საქართველოს
შეიარაღებულ ნაწილებში არჩევნების ჩატარების წესსა და ვადებს;
ჯ 1) დადგენილებით ადგენს მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების
დამატებით წესს;
ჯ 2) განკარგულებით ირჩევს ცესკოს წარმომადგენლებს და განსაზღვრავს მათ
უფლებამოსილებებს;
ჯ3) ერთდროულად სხვადასხვა სახის არჩევნების ჩატარების შემთხვევაში
განკარგულებით ადგენს საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომრის განსაზღვრის
დამატებით წესსა და ვადებს;
ჰ) განკარგულებით ადგენს მხარდამჭერთა ხელმოწერების მინიმალურ
ოდენობას
ამომრჩეველთა
საინიციატივო
ჯგუფის
მიერ
წარდგენილი
კანდიდატებისთვის;
ჰ1 ) ახორციელებს ამ კანონით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. ცესკოს ყველა დადგენილება ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო
მაცნეში“ და შეიძლება გამოქვეყნდეს მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებითაც.
ცესკოს განკარგულება, რომელიც ეხება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“–„მ“
ქვეპუნქტებში აღნიშნულ საკითხებს, ქვეყნდება მიღებიდან 3 დღის ვადაში.
3. ცესკო უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება ცესკოს კომპეტენციისთვის
მიკუთვნებულ, ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გაუთვალისწინებელ
საარჩევნო და სხვა პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებზედაც.
მუხლი 16. ცესკოს აპარატი
14
1. არჩევნებისა და რეფერენდუმის ჩატარების ორგანიზაციულ, სამართლებრივ
და ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს ცესკოს აპარატი.
2. აპარატის სტრუქტურა, საქმიანობის
განისაზღვრება ცესკოს რეგლამენტით.
წესი
და
უფლებამოსილებანი
3. საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეს (გარდა ამ კანონით დადგენილი წესით
პარტიის მიერ დანიშნული კომისიის წევრებისა) ეზღუდება პარტიული საქმიანობა.
4. დაუშვებელია აპარატის თანამშრომლად ისეთი პირის მიღება, რომელსაც არა
აქვს საჯარო მოხელის სერტიფიკატი და ცესკოს მიერ მინიჭებული საარჩევნო
ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი, გარდა შრომითი ხელშეკრულებით
დასაქმებული პირისა. იმ სამსახურებისა და საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ
მოხელეთა ჩამონათვალს, რომელთა საქმიანობაც პირდაპირ არ უკავშირდება
საარჩევნო პროცედურებს და რომლებსაც არ მოეთხოვებათ ცესკოს მიერ მინიჭებული
საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი, დადგენილებით განსაზღვრავს
ცესკო.
მუხლი 19. საოლქო საარჩევნო კომისიის შექმნა
1. საოლქო საარჩევნო კომისია არის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის
მუდმივმოქმედი ტერიტორიული ორგანო. საოლქო საარჩევნო კომისიას ქმნის ცესკო
სრული შემადგენლობის უმრავლესობით. საოლქო საარჩევნო კომისიას აქვს ბეჭედი
თავისი სახელწოდებით, შტამპი, ანგარიშსწორებისა და მიმდინარე საბანკო
ანგარიშები. საოლქო საარჩევნო კომისიისათვის ცესკოს მიერ განსაზღვრული
ფინანსების ხარჯვისათვის პასუხისმგებელი არიან შესაბამისი საოლქო საარჩევნო
კომისიის თავმჯდომარე და ბუღალტერი. საოლქო საარჩევნო კომისიას აქვს
არჩევნებისათვის გამოყოფილი ფინანსების ნებისმიერ კომერციულ ბანკში ან/და მის
ფილიალში გახსნილი ანგარიშიდან ხარჯვის უფლება.
2. ცესკო უფლებამოსილია განკარგულებით შექმნას თითო საოლქო საარჩევნო
კომისია ერთი ან ერთზე მეტი თვითმმართველი ერთეულის საზღვრებში, ხოლო ათი
საოლქო საარჩევნო კომისია – ქალაქ თბილისში.
3. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის/წევრის უფლებამოსილების
ვადაა 5 წელი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიის იმ წევრის უფლებამოსილების
ვადა, რომელიც ცესკომ აირჩია ამ მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე არჩევნების
დანიშვნის შემდეგ, განისაზღვრება მათი დანიშვნიდან შესაბამისი არჩევნების
საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დროის მონაკვეთით.
4. საოლქო საარჩევნო კომისიის 5 წევრს 5 წლის ვადით, სრული შემადგენლობის
უმრავლესობით ირჩევს ცესკო.
5. არჩევნების დანიშვნის შემდეგ საოლქო საარჩევნო კომისიის 6 წევრს ამ
კანონის მე-13 მუხლით დადგენილი წესით ნიშნავენ შესაბამისი პოლიტიკური
გაერთიანებები, ხოლო 1 წევრს სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს
15
ცესკო, შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დროის
მონაკვეთით.
6. პარტიის გადაწყვეტილება საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის
თაობაზე უნდა წარედგინოს ცესკოს არჩევნების დანიშვნიდან 7 კალენდარული დღის
ვადაში. თუ უფლებამოსილი პარტიები ამ პუნქტით დადგენილ ვადაში არ დანიშნავენ
საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს, ცესკოს ამ ვადის ამოწურვიდან მომდევნო დღეს
უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა
რაოდენობა 13-მდე შეავსოს.
6 1. პარტიას უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, გარდა კენჭისყრის დღისა,
გამოიწვიოს თავის მიერ დანიშნული საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი. ამის
თაობაზე პარტიამ უნდა აცნობოს შესაბამის საარჩევნო კომისიას.
7. საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებს საოლქო საარჩევნო
კომისია
ირჩევს
თავისი
შემადგენლობიდან,
სრული
შემადგენლობის
უმრავლესობით.
8. აკრძალულია საოლქო საარჩევნო კომისიის იმავე შენობაში განთავსება,
რომელშიც
მდებარეობს
სახელმწიფო
რწმუნებულის
–
გუბერნატორის
ადმინისტრაცია, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო – საკრებულო ან
მერია, პარტია, სასამართლო, პოლიციის დანაყოფი ან საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის დანაყოფი.
8 1. აკრძალულია პარტიის, პარტიის/საარჩევნო ბლოკის/საინიციატივო ჯგუფის
საარჩევნო შტაბის იმ შენობაში განთავსება, სადაც საოლქო საარჩევნო კომისიაა
განთავსებული.
9. საოლქო საარჩევნო კომისიას არჩევნების დანიშვნის შემდეგ მის
დასრულებამდე უფლება აქვს, შრომითი ხელშეკრულებით დაიქირაოს დამხმარე და
ტექნიკური პერსონალი (გარდა ბუღალტრისა) ცესკოს განკარგულებით დადგენილი
რაოდენობის ფარგლებში.
10. საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია ამ მუხლის მე-9 პუნქტით
განსაზღვრული რაოდენობის ფარგლებში შრომითი ხელშეკრულებით დაიქირაოს
ბუღალტერი ამ კანონის 53-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული
პროცედურების დასრულებამდე.
მუხლი 20. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა და ხელმძღვანელ პირთა
დანიშვნის/არჩევის წესი
1. საოლქო საარჩევნო კომისია შედგება 12 წევრისაგან, რომლებსაც ამ კანონით
დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით ნიშნავენ/ირჩევენ ამავე კანონით
განსაზღვრული სუბიექტები.
2. საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებს შესაბამისი ვაკანსიის
წარმოშობის შემდეგ, კომისიის პირველივე სხდომაზე, წევრობის უფლებამოსილების
16
ვადით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, სახელობითი
კომისიის წევრთაგან ირჩევს საოლქო საარჩევნო კომისია.
კენჭისყრით,
3. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა
და კომისიის მდივნის კანდიდატურების დასახელების უფლება აქვს კომისიის
არანაკლებ 2 წევრს.
4. ერთი და იმავე კანდიდატურის დასახელება შეიძლება მხოლოდ ორჯერ.
5. თუ დადგენილ ვადაში ვერ აირჩა საოლქო საარჩევნო კომისიის
ხელმძღვანელი პირი, აღნიშნული თანამდებობის პირის მოვალეობას მის არჩევამდე
ასრულებს კომისიის ის წევრი, რომელიც არჩევნებისას ყველაზე მეტ ხმას მიიღებს,
ხოლო ხმათა თანაბრობის შემთხვევაში – მათგან წილისყრით განსაზღვრული პირი.
6. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე
არა უგვიანეს 60 დღისა ან წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტიდან არა
უგვიანეს 3 დღისა ცესკო გამოსცემს განკარგულებას კონკურსის ჩატარების შესახებ.
7. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს ცესკო ირჩევს საოლქო საარჩევნო
კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უადრეს 20 და არა
უგვიანეს 10 დღისა. ამავე ვადაში აირჩევიან საოლქო საარჩევნო კომისიის
ხელმძღვანელი პირები.
8. საოლქო საარჩევნო კომისიაში ცესკოს მიერ არჩეული წევრის
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მის ადგილმონაცვლეს 15 დღის
ვადაში (ხოლო არჩევნების დანიშვნის შემდეგ – 7 დღის ვადაში) ირჩევს ცესკო. ამავე
ვადებში აირჩევიან საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები მათი
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში.
9. საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ კანონის მე-19 მუხლის მე-5 პუნქტის
შესაბამისად ცესკოს მიერ არჩეულ 1 წევრს და ამ კანონის მე-13 მუხლით
გათვალისწინებული პარტიების მიერ დანიშნულ წევრებს უფლებამოსილება
უწყდებათ შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებისთანავე.
10. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატი შეირჩევა ღია
კონკურსის წესით.
11. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს
უპარტიო, უმაღლესი განათლების მქონე პირი, რომელიც თავისუფლად ფლობს
საქართველოს სახელმწიფო ენას და რომელსაც აქვს საარჩევნო ადმინისტრაციის
მოხელის სერტიფიკატი.
12. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან
მოქალაქეს 21 წლიდან, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს.
საკონკურსო საბუთების წარდგენის ვადაა:
ა) უფლებამოსილების ვადის გასვლისას – კონკურსის გამოცხადებიდან 14 დღე;
ბ) უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას – კონკურსის გამოცხადებიდან 10
დღე, ხოლო თუ დანიშნულია არჩევნები – კონკურსის გამოცხადებიდან 2 დღე.
17
13. საკონკურსოდ წარდგენილ განცხადებაში უნდა მიეთითოს: კანდიდატის
სახელი, გვარი; განათლება (უმაღლესი); სპეციალობა, სამეცნიერო ხარისხი (თუ აქვს);
მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის (რეგისტრაციის) მოწმობის
შესაბამისად); სამუშაო ადგილი და თანამდებობა; საკონტაქტო მისამართი და
ტელეფონის ნომერი (თუ აქვს); საარჩევნო ოლქის ნომერი და სახელწოდება, სადაც მას
სურს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრობა. განცხადებას ხელს უნდა აწერდეს
კანდიდატი და მას უნდა დაერთოს:
ა) კანდიდატის 2 ფოტოსურათი;
ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის
პასპორტის ფოტოასლი;
გ) უმაღლესი განათლების (აგრეთვე აკადემიური (სამეცნიერო) ხარისხის – თუ
აქვს) დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტოასლი;
დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის ფოტოასლი;
ე) კანდიდატის შრომითი ბიოგრაფია და არჩევნებში
გამოცდილების აღწერა (თუ აქვს ასეთი გამოცდილება).
მონაწილეობის
14. თუ წარდგენილი საბუთები არ შეესაბამება ამ მუხლით დადგენილ
მოთხოვნებს, ცესკოს თავმჯდომარე 2 დღის ვადაში აცნობებს ამის შესახებ
(შეუსაბამობის მითითებით) კანდიდატს. შესწორებული საბუთები ცესკოს უნდა
დაუბრუნდეს 2 დღეში, მაგრამ არა უგვიანეს რეგისტრაციის ბოლო დღისა.
15. ცესკო საბუთების მიღების ვადის ამოწურვის შემდეგ თავის ოფიციალურ
ვებგვერდზე აქვეყნებს კანდიდატთა სიას.
16. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს ცესკო ირჩევს სახელობითი
კენჭისყრით. თითოეულ კანდიდატს ცალკე ეყრება კენჭი. არჩეულად ჩაითვლება
პირი, რომელსაც მხარს დაუჭერს კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობა.
თუ ამ პირთა რაოდენობა ასარჩევ რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად
ჩაითვლებიან მათ შორის უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატები. თუ რომელიმე
კანდიდატის მიერ მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო გამარჯვებული ვერ
გამოვლინდა, ამ კანდიდატებს დაუყოვნებლივ ეყრებათ კენჭი მათ შორის
გამარჯვებულის გამოსავლენად. თუ გამარჯვებული კვლავ ვერ გამოვლინდა, იგი
წილისყრით განისაზღვრება. თუ კენჭისყრის შედეგად არ შეივსო ყველა ვაკანსია,
დარჩენილ კანდიდატებს კენჭი ხელახლა ეყრებათ. თუ ყველა ვაკანსია კვლავ არ
შეივსო, დარჩენილ ვაკანსიაზე კონკურსი თავიდან ცხადდება.
17. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად არ შეიძლება აირჩეს/დაინიშნოს:
ა) პირი, რომელსაც არა აქვს მინიჭებული საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის
სერტიფიკატი;
ბ)
პირი,
რომელიც
საქართველოს
საარჩევნო
კანონმდებლობის
დარღვევისათვის საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს
საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან, – თანამდებობიდან
გათავისუფლების დღიდან 8 წლის განმავლობაში;
18
გ) პირი, რომლის მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა
დაადასტურა სასამართლომ, – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში
შესვლიდან 8 წლის განმავლობაში;
დ) ნასამართლევი პირი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირს სანქციის სახით
შეფარდებული აქვს ჯარიმა);
ე) საარჩევნო სუბიექტი/სუბიექტობის კანდიდატი და მისი წარმომადგენელი;
ვ) დამკვირვებელი.
18. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად არჩევის/დანიშვნის შემთხვევაში პირი
ვალდებულია 7 დღის ვადაში შეასრულოს ამ კანონით დადგენილი საქმიანობის
შეზღუდვისა და სამსახურებრივი შეუთავსებლობის მოთხოვნები.
მუხლი 22. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის
მოადგილისა და კომისიის მდივნის უფლებამოსილება
1. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე:
ა) ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს საოლქო საარჩევნო
კომისიაში;
ბ) უძღვება საარჩევნო კომისიის სხდომას;
გ) განკარგავს საოლქო საარჩევნო კომისიის ფინანსურ სახსრებს;
დ) საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტის შესაბამისად დავალებას აძლევს
თავმჯდომარის მოადგილეს, კომისიის მდივანსა და კომისიის სხვა წევრებს, დამხმარე
და ტექნიკურ პერსონალს;
ე) რეგისტრაციაში ატარებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებს,
პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ საარჩევნო
ოლქში წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატებს, აგრეთვე პარტიულ სიებს და მერობის
კანდიდატებს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისათვის (გარდა ქალაქ
თბილისის საკრებულოს არჩევნებისა და ქალაქ თბილისის მერის არჩევნებისა);
ვ) სათანადო მოწმობებს აძლევს პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა
საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატებს;
ვ 1) სათანადო საფუძვლის არსებობისას გამოსცემს
განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ;
განკარგულებას
ზ) სათანადო მოწმობას აძლევს არჩეულ საკრებულოს წევრს (გარდა ქალაქ
თბილისის საკრებულოს წევრისა), მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის
შემთხვევაში კი – მის უფლებამონაცვლეს, აგრეთვე მერს (გარდა ქალაქ თბილისის
მერისა);
19
თ) ცესკოს გადასცემს საკრებულოს წევრად არჩეულ პირთა, აგრეთვე მერის
უფლებამოსილების შესამოწმებლად საჭირო დოკუმენტაციასა და საქართველოს
საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა საარჩევნო საბუთებს;
ი) ახორციელებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა
უფლებამოსილებებს.
2. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე:
ა) ასრულებს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას, თუ
კომისიას არ ჰყავს თავმჯდომარე ან მას არ შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება;
ბ) საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით ახორციელებს
კომისიის თავმჯდომარის ცალკეულ უფლებამოსილებებს (განკარგულებით ზუსტად
უნდა განისაზღვროს მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლები და ვადა).
3. საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი:
ა) ანაწილებს საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილ საარჩევნო საბუთებსა და
საოლქო საარჩევნო კომისიის სახელზე შესულ კორესპონდენციას;
ბ) განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს არჩევნებში დამოუკიდებლად
მონაწილე პარტიის/საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის
წარმომადგენლებს საუბნო საარჩევნო კომისიებში და აძლევს მათ სათანადო
მოწმობებს;
გ) განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს არჩევნების/რეფერენდუმის
დამკვირვებლის სტატუსის მქონე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული
პირის მიერ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნულ დამკვირვებლებს
და აძლევს მათ დამკვირვებლის მოწმობებს;
დ) განკარგულებით ახორციელებს მედიის წარმომადგენლების აკრედიტაციას
და აძლევს მათ სააკრედიტაციო ბარათებს;
ე) ადგენს საარჩევნო კომისიის სხდომათა ოქმებს, მათ შორის, კენჭისყრისა და
არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს;
ვ) ახორციელებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა
უფლებამოსილებებს.
მუხლი 24. საუბნო საარჩევნო კომისიის შექმნა
1. საუბნო საარჩევნო კომისია შედგება 12 წევრისაგან, რომლებსაც ამ კანონით
დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით ნიშნავენ/ირჩევენ ამავე კანონით
განსაზღვრული სუბიექტები.
2. საუბნო საარჩევნო კომისიის 6 წევრს ირჩევს შესაბამისი საოლქო საარჩევნო
კომისია სრული შემადგენლობის უმრავლესობით.
3. სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის 6 წევრს ირჩევს
ცესკო სრული შემადგენლობის უმრავლესობით.
20
4. საუბნო საარჩევნო კომისიის 6 წევრს ამ კანონის მე-13 მუხლით დადგენილი
წესით ნიშნავენ შესაბამისი პოლიტიკური გაერთიანებები.
4 1. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად შეიძლება აირჩეს/დაინიშნოს
საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 18 წლის ასაკიდან, რომელიც აკმაყოფილებს
ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს.
5. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად არ შეიძლება აირჩეს/დაინიშნოს:
ა)
პირი,
რომელიც
საქართველოს
საარჩევნო
კანონმდებლობის
დარღვევისათვის საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს
საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან, – თანამდებობიდან
გათავისუფლების დღიდან 8 წლის განმავლობაში;
ბ) პირი, რომლის მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა
დაადასტურა სასამართლომ, – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში
შესვლიდან 8 წლის განმავლობაში;
გ) ნასამართლევი პირი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირს სანქციის სახით
შეფარდებული აქვს ჯარიმა);
დ) საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს პარლამენტის აპარატის
უფროსი;
ე) საქართველოს, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრები და მათი
მოადგილეები;
ვ) სამინისტროს დეპარტამენტებისა და სამმართველოების ხელმძღვანელები;
ზ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი
თავმჯდომარე, მერი და მათი მოადგილეები;
ორგანოს
–
საკრებულოს
თ) სამხედრო მოსამსახურეები, საქართველოს შინაგან საქმეთა, თავდაცვის და
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების, სახელმწიფო დაცვის სპეციალური
სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის
მოსამსახურეები;
ი) მოსამართლეები და მათი თანაშემწეები;
კ) პროკურატურის თანამშრომლები;
ლ) საარჩევნო სუბიექტი/სუბიექტობის კანდიდატი და მისი წარმომადგენელი;
მ) დამკვირვებელი.
6. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად შეიძლება დაინიშნოს/აირჩეს საჯარო
მოსამსახურე (გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტის „დ“–„კ“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული პირებისა). მასზე არ გავრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონითთანამდებობრივი შეუთავსებლობის შესახებ დადგენილი
მოთხოვნები. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად საჯარო მოსამსახურის
დანიშვნის/არჩევის შემთხვევაში საჯარო მოსამსახურეს საუბნო საარჩევნო კომისიის
21
წევრის უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში დროებით შეიძლება
შეუჩერდეს უფლებამოსილება მუდმივ სამუშაო ადგილას, რისთვისაც მას კანონით
დადგენილი წესით ეძლევა ანაზღაურებისგარეშე შვებულება ან კუთვნილი
ანაზღაურებადი შვებულება საკუთარი მოთხოვნის შესაბამისად.
მუხლი 25. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა და ხელმძღვანელ პირთა
არჩევა/დანიშვნა
1. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილესა
და კომისიის მდივანს შესაბამისი ვაკანსიის წარმოშობის შემდეგ, კომისიის პირველივე
სხდომაზე, წევრობის უფლებამოსილების ვადით, სრული შემადგენლობის
უმრავლესობით, სახელობითი კენჭისყრით, კომისიის წევრთაგან ირჩევს საუბნო
საარჩევნო კომისია. კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს კომისიის არანაკლებ 2
წევრს. ამავდროულად, საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები არ
შეიძლება იყვნენ ერთი და იმავე საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლები.
2. თუ დადგენილ ვადაში ვერ აირჩა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე,
თავმჯდომარის მოადგილე და კომისიის მდივანი, აღნიშნული თანამდებობის პირის
მოვალეობას მის არჩევამდე ასრულებს კომისიის ის წევრი, რომელიც არჩევნებისას
ყველაზე მეტ ხმას მიიღებს, ხოლო ხმათა თანაბრობის შემთხვევაში – მათგან
წილისყრით განსაზღვრული პირი.
3. ერთი და იმავე კანდიდატურის დასახელება შეიძლება მხოლოდ ორჯერ.
4. საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიის 6 წევრს ირჩევს
არჩევნების დღემდე არა უადრეს 50-ე და არა უგვიანეს 46-ე დღისა, გარდა
საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნებისა; ამ შემთხვევაში საოლქო
საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიის 6 წევრს ირჩევს არჩევნების დღემდე
არა უადრეს 38-ე და არა უგვიანეს 36-ე დღისა. გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები აირჩევიან არჩევნების დღემდე არა უადრეს მე10 და არა უგვიანეს მე-9 დღისა.
5. ცესკო სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის 6 წევრს
ირჩევს არჩევნების დღემდე არა უადრეს 24-ე და არა უგვიანეს მე-20 დღისა.
6. ამ კანონის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტით უფლებამოსილი პარტიის
გადაწყვეტილება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის შესახებ წარედგინება
შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას არჩევნების დღემდე არაუადრეს 45-ე და
არაუგვიანეს მე-40 დღისა, გარდა საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე
არჩევნებისა; ამ შემთხვევაში უფლებამოსილი პარტიის გადაწყვეტილება საუბნო
საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის შესახებ წარედგინება შესაბამის საოლქო
საარჩევნო კომისიას არჩევნების დღემდე არაუადრეს 39-ე და არაუგვიანეს 36-ე დღისა,
გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში – არჩევნების
დღემდე არაუადრეს მე-14 და არაუგვიანეს მე-9 დღისა, ხოლო სხვა სახელმწიფოში
შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში – ცესკოს, საარჩევნო უბნის შექმნის შემდეგ,
არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-20 დღისა.
22
7. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სიას ცესკოს ოფიციალურ
ვებგვერდზე აქვეყნებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია არჩევნების დღემდე
არაუგვიანეს 29-ე დღისა, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი კომისიის წევრთა სიას –
არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-5 დღისა, ხოლო სხვა სახელმწიფოში შექმნილი
კომისიის წევრთა სიას – ცესკო არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-10 დღისა.
8. თუ არჩევნების დღემდე 30-ე დღისათვის, გამონაკლის შემთხვევაში
შექმნილი კომისიებისათვის – არჩევნების დღემდე მე-8 დღისათვის, ხოლო სხვა
სახელმწიფოში შექმნილი კომისიისათვის – არჩევნების დღემდე მე-19 დღისათვის
საუბნო საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში დადგენილ რაოდენობაზე ნაკლები
წევრი აღმოჩნდა, 3 დღის ვადაში კომისიის წევრების არჩევის უფლება აქვთ ზემდგომ
საოლქო საარჩევნო კომისიას (პირველ ორ შემთხვევაში) და ცესკოს (მესამე
შემთხვევაში) კონკურსში მონაწილე კანდიდატთაგან ან ხელახლა გამოცხადებული
კონკურსის საფუძველზე. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი კონკურსის
წესს, პირობებსა და ვადებს განკარგულებით ადგენს ცესკო.
9. უფლებამოსილი პარტიის გადაწყვეტილება საუბნო საარჩევნო კომისიის
წევრის გამოწვევისა და მისი უფლებამონაცვლის დანიშვნის შესახებ წარედგინება
შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიასა და ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას,
ხოლო სხვა სახელმწიფოში შექმნილი კომისიისათვის – ცესკოს.
10. თუ კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემდეგ მისი
უფლებამონაცვლის დანიშვნის უფლების მქონე პარტიამ არ გამოიყენა ეს უფლება,
აგრეთვე თუ უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა საოლქო საარჩევნო კომისიის ან
ცესკოს მიერ არჩეულ კომისიის წევრს და ამის გამო კომისიის შემადგენლობაში
დადგენილ რაოდენობაზე ნაკლები წევრი აღმოჩნდა, მისი შემადგენლობის
შესავსებად კომისიის წევრის არჩევის უფლება ახალი კანდიდატების წარდგენის
ვადის ამოწურვიდან 5 დღეში აქვს შესაბამისად საოლქო საარჩევნო კომისიას ან
ცესკოს.
11. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს საოლქო საარჩევნო კომისია და ცესკო
ირჩევენ სახელობითი კენჭისყრით. თითოეულ კანდიდატს ცალკე ეყრება კენჭი.
არჩეულად ჩაითვლება პირი, რომელსაც მხარს დაუჭერს კომისიის სრული
შემადგენლობის უმრავლესობა. თუ ამ პირთა რაოდენობა ასარჩევ რაოდენობაზე მეტი
აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლებიან მათ შორის უკეთესი შედეგის მქონე
კანდიდატები. თუ კანდიდატების მიერ მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო
გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატებს დაუყოვნებლივ ეყრებათ კენჭი მათ
შორის გამარჯვებულის გამოსავლენად. თუ გამარჯვებული კვლავ ვერ გამოვლინდა,
იგი წილისყრით განისაზღვრება. თუ კენჭისყრის შედეგად არ შეივსო ყველა ვაკანსია,
გადაწყვეტილებას იღებს ცესკო.
12. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის არჩევის/დანიშვნის შესახებ
გადაწყვეტილებაში მიეთითება კომისიის წევრად არჩეული/დანიშნული პირის
სახელი და გვარი, აგრეთვე საუბნო საარჩევნო კომისიის ნომერი, რომლის წევრადაც
აირჩა/დაინიშნა იგი. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის შესახებ პარტიის
გადაწყვეტილებაში მიეთითება კომისიის წევრად დანიშნული პირის საკონტაქტო
23
მისამართი და ტელეფონის ნომერი. ამ გადაწყვეტილებას თან ერთვის კომისიის
წევრად დანიშნული პირის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან
საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი და საუბნო საარჩევნო კომისიის
წევრად დანიშნული პირის თანხმობა.
13. წარდგენილი პირი კომისიის წევრად არ ჩაითვლება, თუ დაირღვა ამ
მუხლში აღნიშნული საბუთების წარდგენის ვადა ანდა წარდგენილი საბუთები
არასრული ან არაზუსტია და ამ პუნქტით დადგენილ ვადაში არ იქნა აღმოფხვრილი
საბუთებში არსებული ხარვეზები. თუ წარდგენილი საბუთები არ შეესაბამება ამ
მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, შესაბამისად საოლქო საარჩევნო კომისიის ან
ცესკოს თავმჯდომარე 2 დღის ვადაში აცნობებს ამის შესახებ (შეუსაბამობის
მითითებით) მას, ვინც დანიშნა/აირჩია კომისიის წევრი. შესწორებული საბუთები
შესაბამისად საოლქო საარჩევნო კომისიას ან ცესკოს 3 დღეში უნდა დაუბრუნდეს.
13 1. უფლებამოსილი პარტიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად
დანიშნული პირი კომისიის წევრად არ ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ აღმოჩნდა,
რომ ეს პირი საოლქო საარჩევნო კომისიისათვის მისი წარდგენის მომენტისათვის არის
იმავე ან სხვა საარჩევნო კომისიის წევრი. ასეთ შემთხვევაში საოლქო საარჩევნო
კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილ პარტიას 2 დღის ვადაში აცნობებს ამის
შესახებ და აძლევს დამატებით, 1-დღიან ვადას საუბნო საარჩევნო კომისიის ახალი
წევრის წარსადგენად.
14. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადა იწყება საუბნო
საარჩევნო კომისიის პირველი შეკრების დღეს და წყდება შესაბამის საოლქო საარჩევნო
კომისიაში კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენისთანავე.
15. (ამოღებულია - 25.07.2013, №864).
16. (ამოღებულია - 25.07.2013, №864).
17. (ამოღებულია - 25.07.2013, №864).
18. (ამოღებულია - 25.07.2013, №864).
19. (ამოღებულია - 25.07.2013, №864).
20. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს უფლებამოსილება უწყდება მისი
ადგილმონაცვლე კომისიის წევრის არჩევისთანავე.
21. ახალშექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომა იმართება
საერთო არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა. გამონაკლის შემთხვევაში და
სხვა სახელმწიფოში შექმნილ საარჩევნო უბანში საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი
სხდომა იმართება კომისიის შექმნიდან არაუგვიანეს მე-3 დღისა. საუბნო საარჩევნო
კომისიის პირველ სხდომას იწვევს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის
თავმჯდომარე. გამონაკლისია სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო
კომისია, რომლის პირველ სხდომასაც იწვევს ცესკოს თავმჯდომარე.
24
მუხლი 28. საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების დისციპლინური
პასუხისმგებლობის ზომები
1. საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების დისციპლინური
გადაცდომაა:
ა) სამსახურებრივი
არაჯეროვნად შესრულება;
მოვალეობის
ბრალეულად
შეუსრულებლობა
ან
ბ) საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება
ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეული შექმნა;
გ) არასაპატიო მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობა;
დ) არასაპატიო მიზეზით შესაბამისი საარჩევნო კომისიის სხდომის ზედიზედ
3-ჯერ გაცდენა;
ე) საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობისა და შესაბამისი საარჩევნო
კომისიის რეგლამენტის უხეში დარღვევა;
ვ) კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის სავალდებულო
ხელმოწერაზე უარი;
ზ) საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის/სწავლების ცენტრის მიერ
ორგანიზებულ სწავლებებზე არასაპატიო მიზეზით დაუსწრებლობა;
თ) ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა,
რომელიც მიმართულია მოხელისა და საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის
დისკრედიტაციისაკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ
სამსახურის გარეთ.
2. დისციპლინური გადაცდომისათვის საოლქო და საუბნო საარჩევნო
კომისიების წევრების მიმართ შესაბამისმა ზემდგომმა საარჩევნო კომისიამ შეიძლება
გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები:
ა) შენიშვნა;
ბ) გაფრთხილება;
გ) თანამდებობრივი სარგოს/თანამდებობრივი სარგოს ნაწილის დაკავება;
დ) უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა (გარდა პარტიების მიერ დანიშნული
წევრისა).
3. ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს
დისციპლინური პასუხისმგებლობის მხოლოდ ერთი ზომა.
4. საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის დისციპლინური
პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებისათვის შესაბამისი ზემდგომი საარჩევნო
კომისია იყენებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ
მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესებს. საარჩევნო კომისიის წევრისთვის
შეფარდებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა მის მიერ ჩადენილი
დისციპლინური გადაცდომის სიმძიმის ადეკვატური უნდა იყოს.
25
მუხლი
29.
საარჩევნო
კომისიის
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა
წევრის/ხელმძღვანელი
პირის
1. ცესკოს თავმჯდომარეს/წევრს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება
საქართველოს პარლამენტის დადგენილებით (გარდა ცესკოში ამ კანონის მე-13
მუხლით გათვალისწინებული პარტიების მიერ დანიშნული წევრებისა და ამ მუხლით
გათვალისწინებული შემთხვევისა), ხოლო საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის
წევრს – ზემდგომი საარჩევნო კომისიის განკარგულებით (გარდა ამ მუხლის მე-6
პუნქტითა და ამ კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა):
ა) თუ საარჩევნო კომისიის წევრმა არჩევის შემთხვევაში 7 დღის ვადაში არ
შეწყვიტა საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობა ან/და
სამსახური;
ბ) თუ საარჩევნო კომისიის წევრმა დაიკავა ამ კანონით განსაზღვრული,
საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობა;
გ) თუ გამოვლინდა საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი
საქმიანობის ფაქტი;
დ) თუ გამოვლინდა, რომ არასწორია საკონკურსოდ წარდგენილ
დოკუმენტაციაში მითითებული მონაცემები – ამ ფაქტის გამოვლენის დღიდან;
ე) არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 2 თვის განმავლობაში ცესკოს ან საოლქო
საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის/წევრის უფლებამოსილების შეუსრულებლობის
ან ცესკოს ან საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის ზედიზედ 3-ჯერ გაცდენის
შემთხვევაში;
ვ) თუ არსებობს სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან თუ საარჩევნო
კომისიის წევრის მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა
დაადასტურა სასამართლომ – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში
შესვლის შემთხვევაში;
ზ) საარჩევნო კომისიის წევრის დამნიშვნელი პარტიის მიერ ამ კანონით
დადგენილი წესით მისი გამოწვევისას – გამოწვევის შესახებ განცხადების წარდგენის
შემთხვევაში;
თ) თუ გაუქმდა საარჩევნო კომისიის წევრის, როგორც ამომრჩევლის, სტატუსი;
ი) საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის, საარჩევნო ადმინისტრაციის
რეგლამენტის სისტემატურად ან უხეშად დარღვევისას, ან „საჯარო სამსახურის
შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა, შესაბამისი საფუძვლის
არსებობისას.
2. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, კომისიის
მდივნის თანამდებობიდან გადადგომისას:
ა) ცესკოს თავმჯდომარის გადადგომის თაობაზე განცხადება წარედგინება
საქართველოს პარლამენტს;
26
ბ) ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის, ცესკოს მდივნის გადადგომის თაობაზე
განცხადება წარედგინება ცესკოს;
გ) საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის
მოადგილის, კომისიის მდივნის გადადგომის თაობაზე განცხადება წარედგინება
შესაბამის საარჩევნო კომისიას.
3. ცესკოს თავმჯდომარე თანამდებობიდან ვადამდე თავისუფლდება
საქართველოს პარლამენტის დადგენილებით, ხოლო ცესკოს თავმჯდომარის
მოადგილე, ცესკოს მდივანი, საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე,
თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის მდივანი – შესაბამისი საარჩევნო კომისიის
განკარგულებით.
4. არჩეული ცესკოს წევრის გარდაცვალების შემთხვევაში საქართველოს
პარლამენტი ცნობად იღებს აღნიშნულ ფაქტს, რაც ფორმდება საქართველოს
პარლამენტის პლენარული სხდომის საოქმო ჩანაწერით, ხოლო არჩეული საოლქო
საარჩევნო კომისიის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში ცესკო ცნობად იღებს
აღნიშნულ ფაქტს, რაც ფორმდება ცესკოს სხდომის საოქმო ჩანაწერით.
5. ერთი და იმავე საფუძვლით საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის/
თავმჯდომარის მოადგილის/მდივნის თანამდებობიდან გადაყენების, აგრეთვე
საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის 6 თვის
განმავლობაში ზედიზედ ორჯერ დაყენება აკრძალულია.
6. პარტიების მიერ საარჩევნო კომისიებში დანიშნულ წევრებს ამ მუხლის
პირველი პუნქტით (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და ამ
კანონის მე-13 მუხლისა) გათვალისწინებულ შემთხვევებში უფლებამოსილება
ვადამდე უწყდებათ სასამართლოს გადაწყვეტილებით.
7. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ერთ-ერთი საფუძვლის
არსებობისას
საარჩევნო
კომისიის
თავმჯდომარის/თავმჯდომარის
მოადგილის/კომისიის მდივნის გადადგომის, საარჩევნო კომისიის წევრის
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავს და წყვეტს
საქართველოს პარლამენტი 15 დღის ვადაში ან უფლებამოსილი საარჩევნო კომისია 5
დღის ვადაში. გადაწყვეტილება მიიღება იმავე წესით, როგორითაც მოხდა მათი
არჩევა.
8. თუ გადადგომის/უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე
განცხადება ამ მუხლით დადგენილ ვადაში არ დაკმაყოფილდა, საარჩევნო კომისიის
თავმჯდომარე/თავმჯდომარის მოადგილე/კომისიის მდივანი თანამდებობიდან
გადამდგარად ჩაითვლება, საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილება
შეწყვეტილად ჩაითვლება ავტომატურად, ამ ვადის გასვლის მომდევნო დღიდან.
9. აკრძალულია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის გამოწვევა კენჭისყრის
დღემდე 15 დღით ადრე.
მუხლი 30. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტები
27
1. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტებია:
ა) ცესკოს დადგენილება და განკარგულება, ცესკოს თავმჯდომარის ბრძანება და
განკარგულება, ცესკოს მდივნის განკარგულება, ცესკოს არჩევნების შედეგების
შემაჯამებელი ოქმი;
ბ) საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება, კომისიის თავმჯდომარის
განკარგულება, კომისიის მდივნის განკარგულება, საოლქო საარჩევნო კომისიის
კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები;
გ) საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულება, კომისიის თავმჯდომარის
განკარგულება, საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი
ოქმი.
2. ცესკოს დადგენილება არის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომლის
მიღებაც შეიძლება მხოლოდ კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში.
დადგენილების მიღება შეიძლება აგრეთვე გამონაკლის შემთხვევაში, არჩევნების
დაწყებიდან მის დასრულებამდე, თუ აუცილებელი აღმოჩნდა ამ კანონით
განუსაზღვრელი და არჩევნების ჩატარებისთვის აუცილებელი საკითხების
გადაწყვეტა. დადგენილებით შეიძლება მიღებულ იქნეს ცალკეული საარჩევნო
პროცედურის აღმწერი ინსტრუქციაც, რომელიც არ უნდა შეიცავდეს ამ კანონით
დადგენილისგან განსხვავებულ ან ახალ ნორმას და რომელიც შეიძლება შეიცავდეს
მხოლოდ ამ კანონით დადგენილი პროცედურის დაწვრილებით აღწერას.
3. ცესკოს დადგენილება მიღებულად ჩაითვლება , თუ მას მხარს დაუჭერს
არანაკლებ ცესკოს სრული შემადგენლობის ორი
მესამედი .დადგენილებას ხელს აწერენ ცესკოს შესაბამისი სხდომის თავმჯდომარე დ
ა კომისიის მდივანი . ცესკოს დადგენილება ძალაში შედის„საქართველოს საკანონმდე
ბლო მაცნეში “ გამოქვეყნებისთანავე , თუ თვით ამ დადგენილებით უფრო გვიანი ვა
და არ იქნა განსაზღვრული .აკრძალულია ცესკოს დადგენილების მიღება კენჭისყრამ
დე არა უგვიანეს 4 დღისა . ცესკოს დადგენილების გასაჩივრება დასაშვებია მისიმიღე
ბის მომენტიდან . ცესკოს დადგენილება მიღებიდან 24 საათის განმავლობაში უნდა გ
ანთავსდეს ცესკოს ვებგვერდზე .
4. საარჩევნო კომისიის, მისი თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის
განკარგულებები, კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები არის
ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტები,
რომლებიც
მიიღება/გამოიცემა ამ კანონითა და ცესკოს დადგენილებით განსაზღვრულ
შემთხვევებსა და ფარგლებში. კომისიის განკარგულებას ხელს აწერენ კომისიის
შესაბამისი სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი, ხოლო სხვა განკარგულებას
ხელს აწერს მისი გამომცემი პირი. შემაჯამებელ ოქმებს ხელს აწერენ ამ კანონით
განსაზღვრული უფლებამოსილი პირები. თუ ამ კანონით სხვა კვორუმი არ არის
დადგენილი, კომისიის განკარგულება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს
დაუჭერს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ კომისიის სრული
შემადგენლობის ერთი მესამედისა.
28
5. ცესკოს თავმჯდომარის ბრძანება არის ინდივიდუალური სამართლებრივი
აქტი, რომელიც გამოიცემა შიდაუწყებრივ, მათ შორის, საკადრო საკითხებთან
დაკავშირებით.
6. ცესკოს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისა და მათი თანამდებობის
პირთა მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებათა
შესრულება სავალდებულოა შესაბამისად საქართველოს, საარჩევნო ოლქისა და
საარჩევნო უბნის მთელ ტერიტორიაზე.
მუხლი 31. ამომრჩეველთა ერთიანი სია და მისი ფორმირების წესი
1. ამომრჩეველთა ერთიანი სია არის საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით რეგისტრირებულ, აქტიური საარჩევნო უფლების მქონე პირთა
სია, რომელიც იყოფა საარჩევნო უბნების მიხედვით.
2. ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეიტანება ამომრჩევლის შესახებ შემდეგი
მონაცემები:
ა) გვარი, სახელი;
ბ) დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
გ) მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს
მონაცემთა ბაზის მიხედვით);
დ) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;
ე) ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი (საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირისთვის, მისამართის მითითების
გარეშე რეგისტრირებული პირისთვის, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით
რეგისტრაციიდან
მოხსნილი
პირისთვის, აგრეთვე
პირისთვის,
რომლის
რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს გადაწყვეტილებით,
აღინიშნება დროებითი საცხოვრებლის მისამართი; სხვა სახელმწიფოში მყოფი
პირისთვის მიეთითება „საკონსულო აღრიცხვაზეა“, ხოლო თუ ასეთი პირი არ დგას
საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე – „იმყოფება უცხოეთში“);
ვ) ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრაციის თარიღი;
ზ) ფოტოსურათი (სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული
უახლესი ფოტოსურათი ციფრულ ფორმატში);
თ) სქესი.
3. ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამომრჩევლის მონაცემები შეიტანება მისი
რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან
იძულებით გადაადგილებული პირი ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეჰყავთ მისი
ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
4. ცესკო პასუხისმგებელია ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირებისათვის,
მისი კომპიუტერული დამუშავებისა და საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული
29
ნაწილის (გვარი, სახელი; ფოტოსურათი; დაბადების თარიღი; მისამართი
საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის
მიხედვით, აგრეთვე ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი –
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული
პირისთვის, მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებული პირისთვის,
საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან მოხსნილი პირისთვის და
პირისთვის, რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს
გადაწყვეტილებით; ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამომრჩევლის რეგისტრაციის
თარიღი) ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებისათვის.
5. ამომრჩეველთა ერთიანი სია დგება:
ა) სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არსებული, შესაბამის ტერიტორიაზე
საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრირებულ პირთა, მათ შორის, იმ პირთა
შესახებ მონაცემების საფუძველზე, რომლებსაც არჩევნების დღისთვის უსრულდებათ
18 წელი, აგრეთვე გარდაცვლილთა შესახებ მონაცემების საფუძველზე. ამომრჩეველთა
ერთიან სიაში არ შეიტანება იმ პირთა შესახებ მონაცემები, რომელთა სახელზე ბოლოს
გაცემული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი გაუქმდა გაყალბების ან
ბათილად ცნობის გამო, ან რომელთაც არ აუღიათ მიმდინარე არჩევნების დროისთვის
იურიდიული ძალის მქონე საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან
საქართველოს მოქალაქის პასპორტი, თუ ეს პირები არჩევნების დღემდე არაუგვიანეს
მე-13 დღისა რეგისტრაციას არ გაივლიან სააგენტოში;
ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ იმ პირთა შესახებ
გადაცემული მონაცემების საფუძველზე, რომლებიც გარდაიცვალნენ, მაგრამ მათი
ოჯახის წევრებს არ მიუმართავთ სააგენტოსთვის გარდაცვალების მოწმობის
მისაღებად, აგრეთვე იმ ქუჩებისა და საცხოვრებელი სახლების შესახებ გადაცემული
ინფორმაციის საფუძველზე, რომლებსაც შეეცვალა სახელწოდება/ნომერი;
გ)
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
იძულებით
გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ან/და მისი
ტერიტორიული ორგანოების მიერ იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ
გადაცემული მონაცემების საფუძველზე;
დ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს,
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის
სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ იმ სამხედრო
მოსამსახურეთა და სპეციალური წოდების მქონე პირთა, აგრეთვე საქართველოს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ ამ სამინისტროს სამედიცინო
დეპარტამენტის, პენიტენციური დეპარტამენტისა და პენიტენციური დაწესებულების
იმ მოსამსახურეთა შესახებ გადაცემული მონაცემების საფუძველზე, რომელთა
სამსახურის პირობები მოითხოვს მათ ყოფნას რეგისტრაციის ადგილისაგან
განსხვავებულ მისამართზე, რომელიც სხვა საარჩევნო ოლქს მიეკუთვნება;
30
ე) საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა ხელმძღვანელების მიერ იმ
ამომრჩეველთა შესახებ გადაცემული მონაცემების საფუძველზე, რომლებიც
საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე დგანან;
ვ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების
სააგენტოს მიერ იმ პირთა შესახებ გადაცემული მონაცემების საფუძველზე, რომლებიც
სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებებად ცნო და რომლებიც, „ფსიქიატრიული
დახმარების
შესახებ“
საქართველოს
კანონის შესაბამისად,
სტაციონარულ
ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არიან მოთავსებული;
ზ) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ იმ
პირთა შესახებ გადაცემული მონაცემების საფუძველზე, რომელთა მიმართ აღკვეთის
ღონისძიების სახით გამოყენებულია პატიმრობა, რომლებსაც სასჯელის სახით
შეეფარდათ თავისუფლების აღკვეთა ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის, აგრეთვე იმ
პირთა შესახებ გადაცემული მონაცემების საფუძველზე, რომლებსაც სასჯელის სახით
შეეფარდათ თავისუფლების აღკვეთა მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე
დანაშაულისათვის და არჩევნების დღისათვის სასჯელის ვადის გასვლის გამო
გათავისუფლებული იქნებიან პენიტენციური დაწესებულებიდან.
6. ცესკოს მიერ ამომრჩეველთა ერთიანი სიის და ამ სიის მონაცემთა
ელექტრონული ბაზის განახლების მიზნით:
ა) ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებში მითითებული
დაწესებულებები წელიწადში ოთხჯერ – ყოველი წლის 1 თებერვალს, 1 მაისს, 15
ივლისს და 1 ნოემბერს − საარჩევნო უფლების მქონე პირთა შესახებ, ხოლო იმავე
პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებში მითითებული დაწესებულებები − იმავე ვადებში
საარჩევნო უფლების არმქონე პირთა შესახებ განახლებულ ან ახალ მონაცემებს
გადასცემენ ცესკოს;
ბ)
სახელმწიფო/ავტონომიური
რესპუბლიკის
და
ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოები ვალდებული არიან, თავიანთი კომპეტენციის
შესაბამისად, გეოგრაფიული ობიექტის − თვითმმართველი ერთეულის, დასახლების,
თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციული ერთეულის, ისტორიულად
ჩამოყალიბებული უბნის, მიკრორაიონის, სხვა ტერიტორიული ერთეულის, მოედნის,
პროსპექტის (გამზირის), გზატკეცილის, ქუჩის, შესახვევის, ჩიხის, გასასვლელის,
სანაპიროს,
ესპლანადის,
ბულვარის,
ხეივნის
−
სახელდების
შესახებ
გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში ინფორმაცია გაუგზავნონ ცესკოს და
სააგენტოს.
7. საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამ კანონის
შესაბამისად რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს, ამ კანონის 39-ე
მუხლით განსაზღვრულ დამკვირვებელ ორგანიზაციას, ამომრჩეველს უფლება აქვს,
გაეცნოს ცესკოში, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში არსებულ ამომრჩეველთა
სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებულ ვერსიას (ამომრჩეველთა
საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, გაეცნოს მხოლოდ შესაბამისი მაჟორიტარული
საარჩევნო ოლქის საზღვრებში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა სიის საჯარო
ინფორმაციისთვის მიკუთვნებულ ვერსიას. ამომრჩეველს უფლება აქვს, მოითხოვოს
31
მხოლოდ მის და მისი ოჯახის წევრთა შესახებ არსებული ყველა მონაცემის გაცნობა
და მათში ცვლილების შეტანა) და უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში არჩევნების
დღემდე არაუგვიანეს მე-18 დღისა, ხოლო არასაარჩევნო პერიოდში – ნებისმიერ დროს
მოითხოვოს ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებსა და ამომრჩეველთა სიებში
ცვლილების შეტანა. მონაცემების გაცნობა და ასლის გაცემა ხდება საჯარო
ინფორმაციის გაცნობისა და გაცემისთვის საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით.
7 1. ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის განკუთვნილი
ფოტოსურათებიანი ვერსია ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ პირს გადაეცემა
მხოლოდ ელექტრონული სახით. უფლებამოსილმა პირმა სიის მისაღებად შესაბამის
საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს სათანადო მოცულობის მქონე ინფორმაციის
ელექტრომატარებელი.
7 2. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის
კოდექსი“ 85-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 85 2 და 85 4მუხლების მოთხოვნათა
შესრულების მიზნით, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში
მოქალაქეთა (ამომრჩეველთა) მონაწილეობის უზრუნველსაყოფად თვითმმართველი
ქალაქის/ თვითმმართველი თემის აღმასრულებელ ორგანოს, მისი წერილობითი
თხოვნის საფუძველზე, შესაძლებელია გადაეცეს შესაბამისი მუნიციპალიტეტის
საზღვრებში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა სიის საჯარო ინფორმაციისთვის
მიკუთვნებული ვერსია (ფოტოსურათების გარეშე). ცესკოს მიერ გადაცემული
პერსონალური მონაცემების შემცველი ამომრჩეველთა ერთიანი სიის დაცვისა და
გაუმჟღავნებლობისათვის
პასუხისმგებელია
შესაბამისი
თვითმმართველი
ქალაქის/თვითმმართველი თემის ორგანო.
8. საარჩევნო პერიოდში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ამოწმებს
ამომრჩეველთა სიებს. შემოწმების შედეგებს განიხილავს და სათანადო
გადაწყვეტილებას იღებს საოლქო საარჩევნო კომისია განცხადების მიღებიდან 2 დღის
ვადაში, მაგრამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-16 დღისა. ამ კომისიის
განკარგულება ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/ამომრჩეველთა სიებში
ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ დასაბუთებული უნდა იყოს და მისი
გამოცემის მომდევნო დღიდან, მოთხოვნისთანავე უნდა გადაეცეს განმცხადებელს.
81. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის, საოლქო
საარჩევნო კომისიის მიმართვის შემთხვევაში სააგენტო ვალდებულია დაუყოვნებლივ
მიაწოდოს საოლქო საარჩევნო კომისიას შესაბამისი ინფორმაცია.
9. საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება ამომრჩეველთა შესახებ
მონაცემებში/ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანის შესახებ 2 დღის ვადაში
გადაეცემა ცესკოსა და შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას.
10. საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება ამომრჩეველთა შესახებ
მონაცემებში/ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ მისი
გამოცემიდან 2 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის რაიონულ/საქალაქო
სასამართლოში. სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში
სასამართლოს გადაწყვეტილება 2 დღის ვადაში, მაგრამ არჩევნების დღემდე
32
არაუგვიანეს მე-13 დღისა, უნდა გადაეცეს საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელმაც
სათანადო ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდოს ცესკოს და შესაბამის საუბნო
საარჩევნო კომისიას. საარჩევნო კომისიებმა სათანადო ცვლილება დაუყოვნებლივ
უნდა შეიტანონ ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/ამომრჩეველთა სიებში.
11. საუბნო საარჩევნო კომისიას არაუგვიანეს მისი პირველი შეკრების დღისა
გადაეცემა ცესკოს მიერ დამოწმებული ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო
ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია, ხოლო არჩევნების დღემდე არაუგვიანეს
მე-2 დღისა – დაზუსტებული სიების საბოლოო ვერსია (საარჩევნო კომისიისთვის
განკუთვნილი და საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსიები).
ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია
(ფოტოსურათების გარეშე) დაუყოვნებლივ უნდა გამოიკრას საუბნო საარჩევნო
კომისიის შენობაში თვალსაჩინო ადგილას.
12. იმ ამომრჩევლის რეგისტრაციის საკითხს, რომელმაც კანონით დადგენილ
ვადაში ვერ გაიარა რეგისტრაცია, განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტების
(საქართველოს მოქალაქის პასპორტში ჩანაწერი საზღვრის გადაკვეთის შესახებ, ცნობა
სტაციონარული სამკურნალო დაწესებულებიდან, პენიტენციური დაწესებულებიდან
გათავისუფლების ცნობა) წარდგენის შემთხვევაში წყვეტს საოლქო საარჩევნო კომისია
განკარგულებით. ამომრჩევლის განცხადებას საოლქო საარჩევნო კომისია განიხილავს
მისი მიღებიდან 2 დღის ვადაში, ხოლო თუ კენჭისყრის დღემდე დარჩენილია 2 დღეზე
ნაკლები – დაუყოვნებლივ. უარყოფითი გადაწყვეტილების შესახებ ამომრჩეველს
უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ. თუ ასეთი ამომრჩეველი არჩევნებში მონაწილეობის
მიღების მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციას მიმართავს კენჭისყრის დღეს, მას
რეგისტრაციაში ატარებს შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისია და ამომრჩეველთა
სიებს დაურთავს დოკუმენტების ფოტოასლებს.
13. აკრძალულია ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანა არჩევნების
დღემდე ბოლო 12 დღის განმავლობაში, გარდა ამ მუხლის მე-12 პუნქტით
გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხოლო არჩევნების დღემდე მე-15-დან მე-12
დღემდე ცვლილება შეიტანება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით.
14. არჩევნების დანიშვნიდან 5 დღის ვადაში და შემდგომ, კენჭისყრამდე არა
უგვიანეს მე-5 დღისა ცესკო თავის ვებგვერდზე აქვეყნებს ამომრჩეველთა საერთო
რაოდენობას საქართველოში და საქართველოს ყოველ საარჩევნო ოლქში
მუხლი 33. გადასატანი საარჩევნო ყუთის სია
1. გადასატანი საარჩევნო ყუთის სია დგება ამომრჩეველთა (გარდა კენჭისყრის
დღეს სხვა სახელმწიფოში მყოფი ამომრჩევლებისა) ერთიანი და სპეციალური სიების
საფუძველზე, თუ:
ა) ამომრჩეველს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია კენჭისყრის
შენობაში მისვლა;
33
ბ) ამომრჩეველი პატიმრობაში იმყოფება;
ბ1) ამომრჩეველი ადმინისტრაციულ პატიმრობაში იმყოფება;
გ) ამომრჩეველი სამკურნალოდ წევს საავადმყოფოში ან სხვა სტაციონარულ
სამკურნალო დაწესებულებაში და მასში არ იხსნება საარჩევნო უბანი;
დ) ამომრჩეველი:
დ.ა) მსახურობს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე განლაგებულ
სამხედრო ნაწილში ან სასაზღვრო პოლიციის ქვედანაყოფში, რომელიც საარჩევნო
უბნიდან შორსაა განლაგებული;
დ.ბ) ამ კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში მითითებული
პირია და კენჭისყრის პერიოდში განსაკუთრებული სამსახურებრივი პირობების ან
ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ტოვებს სამუშაო ადგილს;
დ.გ) მსახურობს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის
სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტში, პენიტენციურ დეპარტამენტში ან
პენიტენციურ დაწესებულებაში და სამსახურის პირობების გამო სამუშაო ადგილის
დატოვება არ შეუძლია;
ე) იმყოფება საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე, მაგრამ ძნელად მისადგომ
ადგილას.
2. კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში მისვლის შეუძლებლობის
შემთხვევაში ამომრჩეველი გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის
მოთხოვნით საუბნო საარჩევნო კომისიას მიმართავს კენჭისყრის დღემდე 2 დღით
ადრე მაინც. კენჭისყრის დღეს სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში მყოფი
ამომრჩევლის შესახებ ინფორმაციას საოლქო საარჩევნო კომისია გადასცემს შესაბამის
საუბნო საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 2 დღისა. ამომრჩეველი
გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეჰყავთ მას შემდეგ, რაც:
ა) საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი სარეგისტრაციო ჟურნალში
რეგისტრაციაში გაატარებს და ხელმოწერით დაადასტურებს ამომრჩევლის
წერილობით განცხადებას ან სატელეფონო ზეპირ განცხადებას, სატელეფონო
შეტყობინების ზუსტი დროისა და შესაბამისი ტელეფონის ნომრის მითითებით;
ბ) ამომრჩეველთა ერთიან ან სპეციალურ სიაში აღინიშნება ამომრჩევლის
გადაყვანა გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში, რაც დასტურდება საუბნო საარჩევნო
კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის ხელმოწერებით.
3. გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შესაყვანი ამომრჩევლების შესახებ
ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა გამოიკრას კენჭისყრის შენობაში თვალსაჩინო
ადგილას. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს, საარჩევნო სუბიექტების
წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებს უფლება აქვთ, გადაამოწმონ გადასატანი
საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნის საფუძვლიანობა და
არჩევნების დღემდე ნებისმიერ დროს დასვან საუბნო საარჩევნო კომისიის წინაშე ამ
ამომრჩევლების გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეყვანის მიზანშეწონილობის
საკითხი. აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს საუბნო საარჩევნო კომისია.
34
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული
ამომრჩევლების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საარჩევნო უბანზე
ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებული ამომრჩევლების 3 პროცენტს. აღნიშნული
რაოდენობის შევსების შემდეგ ამომრჩეველთა გადასატანი ყუთის სიაში შეყვანის
მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო
კომისია სხდომაზე დამსწრეთა ორი მესამედით.
5. გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეიტანება ამომრჩევლის შესახებ იგივე
მონაცემები, რომლებიც არის ამომრჩეველთა ერთიან სიაში, გარდა მისი
ფოტოსურათისა, და დამატებით აღინიშნება ამ ამომრჩევლის რიგითი ნომერი
ამომრჩეველთა ერთიან ან სპეციალურ სიაში.
6. გადასატანი საარჩევნო ყუთის სია მისი შედგენისთანავე თვალსაჩინო
ადგილას გამოიკვრება საუბნო საარჩევნო კომისიისა და კენჭისყრის შენობებში.
მუხლი 35. ამომრჩევლის ბარათი
1. საუბნო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია საარჩევნო უბნის
ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და ამომრჩეველთა სიებში შეყვანილ ყველა
ამომრჩეველს კენჭისყრამდე არა უგვიანეს 2 დღისა გადასცეს ამომრჩევლის ბარათი,
რომელშიც მითითებული იქნება:
ა) კენჭისყრის თარიღი და დრო;
ბ) კენჭისყრის შენობის მისამართი, სართულისა და ოთახის ნომრები;
გ) ამომრჩევლის ნომერი ამომრჩეველთა სიაში;
დ) ამომრჩევლის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ან სხვა მიზეზით
კენჭისყრაში გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მონაწილეობის მიღების
თაობაზე განცხადების ან განაცხადის გაკეთების წესი, საუბნო საარჩევნო კომისიის
ტელეფონის (ფაქსის) ნომრები და სხვა რეკვიზიტები;
ე) საარჩევნო უბნის ნომერი;
ვ) ამომრჩევლის გვარი, სახელი, დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
ზ) ამომრჩევლის რეგისტრაციის ადგილი.
2. ამომრჩევლის ბარათის მიუღებლობა არ არის კენჭისყრაში მონაწილეობის
უფლების შეზღუდვის საფუძველ
მუხლი 361. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი
1. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი შედგება არანაკლებ 5 წევრისაგან.
2. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრი არ შეიძლება იმავდროულად
იყოს სხვა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრი.
35
3. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, წარადგინოს მხოლოდ
ერთი კანდიდატი.
4. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ ამ მუხლის პირველი–მე-3
პუნქტებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა ამ კანონის 36-ე მუხლით
განსაზღვრული წესით ხარვეზის დადგენის საფუძველია.
მუხლი 40. დამკვირვებელ ორგანიზაციათა რეგისტრაცია
1. საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციას, აგრეთვე იმ ადგილობრივ
დამკვირვებელ ორგანიზაციას, რომელიც დაკვირვებას ახორციელებს ერთზე მეტ
საარჩევნო ოლქში, რეგისტრაციაში ატარებს ცესკო.
2. ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას, რომელიც დაკვირვებას
ახორციელებს ერთ საარჩევნო ოლქში, რეგისტრაციაში ატარებს შესაბამისი საოლქო
საარჩევნო კომისია.
3. რეგისტრაციაში გატარების მიზნით ადგილობრივმა დამკვირვებელმა
ორგანიზაციამ განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საარჩევნო კომისიას
არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-10 დღისა და უნდა წარუდგინოს საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილი
წესით
დამოწმებული
სადამფუძნებლო
დოკუმენტი/წესდება. განცხადებაში უნდა აღინიშნოს იმ საარჩევნო ოლქის (ოლქების)
დასახელება, რომელშიც (რომლებშიც) ორგანიზაცია ახორციელებს დაკვირვებას.
საარჩევნო კომისია განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში წყვეტს ორგანიზაციის
რეგისტრაციის საკითხს.
4. რეგისტრაციაში გატარების მიზნით საერთაშორისო დამკვირვებელმა
ორგანიზაციამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-7 დღისა განცხადებით უნდა
მიმართოს ცესკოს და უნდა წარუდგინოს მას სადამფუძნებლო დოკუმენტის ასლი. თუ
დამკვირვებელი (დამკვირვებელთა ჯგუფი) სხვა სახელმწიფოს ხელისუფლების
ორგანოს წარმომადგენელია, მან მხოლოდ განცხადება უნდა წარადგინოს. ცესკო
განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში, მაგრამ კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე4 დღისა, წყვეტს ამ პუნქტით განსაზღვრული ორგანიზაციის, დამკვირვებლის
(დამკვირვებელთა ჯგუფის) რეგისტრაციის საკითხს.
5. საარჩევნო კომისიას უფლება არა აქვს, დამკვირვებელ ორგანიზაციას უარი
უთხრას რეგისტრაციაზე, თუ იგი აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს.
საარჩევნო კომისიის განკარგულება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ
დასაბუთებული უნდა იყოს და ორგანიზაციას უნდა გადაეცეს გადაწყვეტილების
მიღებიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა. საარჩევნო კომისიის განკარგულება მისი
მიღებიდან 2 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, რომელმაც
გადაწყვეტილება უნდა მიიღოს 2 დღის ვადაში.
6. ცესკოს მიერ რეგისტრირებულმა საერთაშორისო დამკვირვებელმა
ორგანიზაციამ კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-2 დღისა ცესკოს მდივანს უნდა
წარუდგინოს დამკვირვებელთა შესახებ ინფორმაცია და მათი პირადობის
36
დამადასტურებელი დოკუმენტების ფოტოასლები. ამ ინფორმაციის შინაარსსა და
ფორმას განკარგულებით ადგენს ცესკო.
7. ცესკოს მიერ რეგისტრირებულმა ადგილობრივმა დამკვირვებელმა
ორგანიზაციამ კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-5 დღისა ცესკოს მდივანს ცესკოს მიერ
დადგენილი ფორმით უნდა წარუდგინოს საარჩევნო კომისიებში დამკვირვებლების
რეგისტრაციის შესახებ განცხადება, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს, რომ მის მიერ
წარდგენილ სიაში შეყვანილი დამკვირვებლები აკმაყოფილებენ ამ კანონის 39-ე
მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, აგრეთვე ცესკოში, საოლქო და
საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნული დამკვირვებლების სია (გვარის, სახელის,
რეგისტრაციის ადგილისა და საქართველოს მოქალაქის პირადი ნომრის მითითებით)
და თითოეული მათგანის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან
საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი. საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ
რეგისტრირებულმა ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ იმავე ვადაში და
იმავე ფორმით საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს უნდა წარუდგინოს საოლქო
ან/და მის ქვემდებარე საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნული დამკვირვებლების
სია და ზემოაღნიშნული დოკუმენტები.
71. რეგისტრირებული ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის
ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის საარჩევნო
სუბიექტად ან/და საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად რეგისტრაციაში
გატარების შემთხვევაში, რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა
ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია ვალდებულია შესაბამის საარჩევნო
კომისიას წარუდგინოს დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ საარჩევნო
სუბიექტად/სუბიექტის
წარმომადგენლად
რეგისტრირებულ
დამკვირვებელი
ორგანიზაციის ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე
პირს შეუწყდა ან შეუწყდება უფლებამოსილება. ამ დოკუმენტის წარუდგენლობა
აღნიშნული ორგანიზაციის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
8. ცესკოში რეგისტრირებულ ადგილობრივ დამკვირვებელს უფლება აქვს,
დაკვირვება განახორციელოს ყველა დონის ნებისმიერ საარჩევნო კომისიაში, ამ
კანონის 39-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესის დაცვით.
9. საარჩევნო კომისიის მდივანი ვალდებულია დამკვირვებელთა სიის
წარდგენიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა რეგისტრაციაში გაატაროს ამ კანონის
მოთხოვნათა
დაცვით
წარდგენილი
დამკვირვებელი
და
დამკვირვებელ
ორგანიზაციას გადასცეს დამკვირვებლის მოწმობა, რომელიც იმავდროულად არის
სამკერდე ნიშანი.
10. ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებელი საოლქო
საარჩევნო კომისიაში და ის დამკვირვებელი, რომელიც დაკვირვებას ახორციელებს
საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებულ საარჩევნო უბანში, უფლებამოსილი არიან,
კენჭისყრის დღეს დაკვირვება განახორციელონ შესაბამისი ოლქის ტერიტორიაზე
არსებულ ნებისმიერ საარჩევნო უბანში, ამ კანონის 39-ე მუხლის მე-3 პუნქტით
დადგენილი წესის დაცვით.
37
მუხლი 41. დამკვირვებლის უფლებები
1. დამკვირვებელს უფლება აქვს:
ა) დაესწროს და დააკვირდეს საარჩევნო კომისიის სხდომებს;
ბ) კენჭისყრის დღეს ნებისმიერ დროს იმყოფებოდეს კენჭისყრის შენობაში,
შეუზღუდავად გადაადგილდეს საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე და თავისუფლად,
დაუბრკოლებლად დააკვირდეს კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპს ნებისმიერი
ადგილიდან;
გ) კენჭისყრის დღის ნებისმიერ დროს შეენაცვლოს მისი
ორგანიზაციის სხვა რეგისტრირებულ წარმომადგენელს (ასეთის
შემთხვევაში);
წარმდგენი
არსებობის
დ) მონაწილეობა მიიღოს საარჩევნო ყუთების შემოწმებაში მათ დალუქვამდე
და მათი გახსნის შემდეგ;
ე) დააკვირდეს ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა რეგისტრაციას,
საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების გაცემას და მათ დამოწმებას
კენჭისყრის პროცესისათვის ხელის შეუშლელად;
ვ) დაესწროს ამომრჩეველთა ხმების დათვლისა და შედეგების შეჯამების
პროცედურებს;
ზ) დააკვირდეს გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის
პროცესს;
თ) დააკვირდეს ამომრჩეველთა ხმების დათვლას ისეთ პირობებში, რომლებიც
უზრუნველყოფს საარჩევნო ბიულეტენის დანახვას;
ი) დააკვირდეს საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი
ოქმისა და სხვა დოკუმენტების შედგენას;
კ) განცხადებით (საჩივრით) მიმართოს საუბნო საარჩევნო კომისიის
თავმჯდომარეს ხმის მიცემისა და კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებულ
საკითხებზე, რომლითაც კონკრეტული დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში
მოითხოვს რეაგირებას;
ლ) მოსთხოვოს ამომრჩეველს, უჩვენოს, რამდენი საარჩევნო ბიულეტენი და
სპეციალური კონვერტი აქვს ხელში;
მ) გაასაჩივროს საარჩევნო კომისიის ქმედება საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით;
ნ) დააკვირდეს საარჩევნო ყუთს, საარჩევნო ყუთში სპეციალური კონვერტების
ჩაყრას, საარჩევნო ყუთების გახსნას, საარჩევნო ბიულეტენების დათვლას და ოქმების
შედგენას;
38
ო) გაეცნოს საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილ კენჭისყრისა და არჩევნების
შედეგების შემაჯამებელ ოქმებს, შესაბამისი საარჩევნო კომისიისგან მოითხოვოს და
მიიღოს ამ ოქმების ასლები.
2. დამკვირვებელს არა აქვს უფლება:
ა) ჩაერიოს საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში;
ბ) გავლენა მოახდინოს ამომრჩეველთა მიერ ნების თავისუფალ გამოვლენაზე;
გ) აგიტაცია გაუწიოს ამომრჩეველს
სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ;
რომელიმე
საარჩევნო
სუბიექტის
დ) ატაროს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სიმბოლიკა და ნიშანი;
ე) კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში იმყოფებოდეს სამკერდე ნიშნის
გარეშე;
ვ) დაარღვიოს ამ კანონის სხვა მოთხოვნები.
3. ადგილობრივი/საერთაშორისო დამკვირვებლის, საარჩევნო სუბიექტისა და
მედიის წარმომადგენლების ამ კანონით მინიჭებული უფლებების დარღვევისათვის ან
მათ საქმიანობაში ჩარევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს
საარჩევნო, ადმინისტრაციული ან/და სისხლის სამართლის კანონმდებლობით
დადგენილი წესით.
4. დამკვირვებლის, საარჩევნო სუბიექტისა და მედიის წარმომადგენლების
მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტების მოთხოვნების დარღვევა
გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით
დადგენილი წესით.
5. საარჩევნო კომისია ვალდებულია შექმნას ყველა პირობა იმისათვის, რომ
დამკვირვებელს შეეძლოს საკუთარი უფლებამოსილების განხორციელება საარჩევნო
კომისიაში მიმდინარე ყველა პროცედურასთან დაკავშირებით, მათ შორის,
ბიულეტენების დათვლისა და შედეგების შეჯამების მსვლელობის დროს.
მუხლი 42. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი და მისი უფლებამოსილება
1. საარჩევნო სუბიექტის (არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის,
საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის) წარმომადგენელი
საარჩევნო სუბიექტს წარმოადგენს მხოლოდ იმ საარჩევნო კომისიასთან
ურთიერთობაში, რომელშიც მას აქვს რეგისტრაცია ამ კანონის შესაბამისად.
2. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს,
ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას) და
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს უფლება აქვთ, ერთი ან რამდენიმე სახის
არჩევნებისას დანიშნონ მხოლოდ ორ-ორი წარმომადგენელი ყოველ საარჩევნო
კომისიაში. საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის
39
ორგანოთა არჩევნებისას ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, ორ-ორი
წარმომადგენელი დანიშნოს შესაბამის საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში.
ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიაში დანიშნული წარმომადგენლები არ
შეიძლება იმავდროულად დაინიშნონ სხვა საარჩევნო კომისიაში.
2 1. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი შეიძლება იყოს საქართველოს
ქმედუნარიანი მოქალაქე 18 წლის ასაკიდან.
2 2. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად არ შეიძლება დაინიშნოს ამავე ან
სხვა საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი კანდიდატი.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული საარჩევნო სუბიექტი ცესკოში
წარმომადგენლის
დანიშვნის
შესახებ
განცხადებით
მიმართავს
ცესკოს
თავმჯდომარეს. სათანადო ინფორმაციის სრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში
ცესკოს თავმჯდომარე 24 საათის განმავლობაში განკარგულებით რეგისტრაციაში
ატარებს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს და გასცემს წარმომადგენლის
მოწმობას, რომელიც იმავდროულად არის სამკერდე ნიშანი.
31. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საარჩევნო სუბიექტი საოლქო
საარჩევნო კომისიაში წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ განცხადებით მიმართავს
ცესკოს მდივანს, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიაში წარმომადგენლის დანიშვნის
შესახებ − შესაბამისი ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს. სათანადო
ინფორმაციის სრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში შესაბამისი საარჩევნო
კომისიის მდივანი 24 საათის განმავლობაში განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს
საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს და გასცემს წარმომადგენლის მოწმობას,
რომელიც იმავდროულად არის სამკერდე ნიშანი.
32. საოლქო და შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიებში ამომრჩეველთა
საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლების დანიშვნის შესახებ განცხადება უნდა
წარედგინოს იმ საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს, რომლის თავმჯდომარემაც
გაატარა რეგისტრაციაში ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი.
4. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ განცხადებას
ხელს უნდა აწერდეს პარტიის/საარჩევნო ბლოკის ხელმძღვანელი პირი/საქართველოს
პრეზიდენტობის კანდიდატი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი, საქართველოს
პრეზიდენტობის
კანდიდატის/ამომრჩეველთა
საინიციატივო
ჯგუფის
წარმომადგენელი ზემდგომ საარჩევნო კომისიაში. აღნიშნულ განცხადებაში
მითითებული უნდა იყოს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის გვარი, სახელი,
დაბადების წელი, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი (თუ აქვს).
განცხადებას თან უნდა ერთოდეს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის
საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის
პასპორტის ფოტოასლი.
5. საარჩევნო სუბიექტის მხოლოდ 1 წარმომადგენელს აქვს უფლება, დაესწროს
შესაბამისი საარჩევნო კომისიის სხდომებს, მოითხოვოს სიტყვით გამოსვლა და აზრის
გამოთქმა, ამა თუ იმ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება, ასევე ისარგებლოს ამ
კანონით დადგენილი სხვა უფლებებით. წარმომადგენელი კენჭისყრის დღეს
40
შეუზღუდავად სარგებლობს ამ კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 67-ე
მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებებით.
6. საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, გარდა კენჭისყრის
დღისა, გამოიწვიოს ან/და შეცვალოს თავისი წარმომადგენელი, რის თაობაზედაც
უნდა აცნობოს შესაბამის საარჩევნო კომისიას.
მუხლი 44.
წარმომადგენლები
პრესისა
და
მასობრივი
ინფორმაციის
სხვა
საშუალებების
1. საარჩევნო პერიოდში საარჩევნო კომისიების სხდომებზე დასწრებისა და
კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობებში ყოფნის უფლება აქვთ შესაბამის საარჩევნო
კომისიაში აკრედიტებულ პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების
წარმომადგენლებს.
2. რამდენიმე საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე მომუშავე პრესისა და
მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციას
ახორციელებენ ცესკოს მდივანი ან შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების
მდივნები, ხოლო მხოლოდ ერთი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე მომუშავე
წარმომადგენლების აკრედიტაციას – შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის
მდივანი.
3. განცხადება პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა
წარმომადგენლების აკრედიტაციის შესახებ წარედგინება შესაბამის საარჩევნო
კომისიას კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-3 დღისა. განცხადებას უნდა ერთოდეს
წარმომადგენლების პირადობის მოწმობების ან პასპორტების ფოტოასლები.
4. განცხადების წარდგენიდან 1 დღის ვადაში შესაბამისი საარჩევნო კომისიის
მდივანი წყვეტს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა
წარმომადგენლების აკრედიტაციის საკითხს და აკრედიტებულ წარმომადგენლებს
გადაწყვეტილების მიღებიდან 1 დღის ვადაში გადასცემს სათანადო მოწმობას, ხოლო
აკრედიტაციაზე უარის თქმის შემთხვევაში იმავე ვადაში გადასცემს სათანადო
განკარგულებას (განკარგულებაში უარი დასაბუთებული უნდა იყოს).
4 1. აკრედიტებული პრესის ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების
ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის საარჩევნო
სუბიექტად ან/და საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად რეგისტრაციაში
გატარების შემთხვევაში, რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა
პრესა/მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალება ვალდებულია შესაბამის საარჩევნო
კომისიას წარუდგინოს დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ საარჩევნო
სუბიექტად/სუბიექტის წარმომადგენლად რეგისტრირებულ პრესის/მასობრივი
ინფორმაციის
სხვა
საშუალების
ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის
უფლებამოსილების მქონე პირს შეუწყდა ან შეუწყდება უფლებამოსილება. ამ
დოკუმენტის წარუდგენლობა შესაბამისი პრესის/მასობრივი ინფორმაციის სხვა
საშუალების აკრედიტაციის გაუქმების საფუძველია.
41
5. კენჭისყრის დღეს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების
ერთსა და იმავე ორგანიზაციას უფლება აქვს, საარჩევნო უბანში ერთდროულად
ჰყავდეს არა უმეტეს 3 წარმომადგენლისა.
6. არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრების და
კომისიის სხდომების გადაღების მიზნით პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა
საშუალებათა აკრედიტაციის წესი განისაზღვრება ცესკოს დადგენილებით.
მუხლი 56. საარჩევნო
სახელმწიფო ბიუჯეტიდან
კამპანიის
ფონდის
დაფინანსება
საქართველოს
1. საარჩევნო სუბიექტი, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს
პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე
ამომრჩეველთა ხმების 5%-ს ან მეტს, ხოლო საპრეზიდენტო არჩევნების პირველ
ტურში მიიღებს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 10%-ს ან მეტს,
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადად მიიღებს არაუმეტეს 1 000 000
ლარს არჩევნების ორივე ტურში საარჩევნო კამპანიისას გაწეული ხარჯების
დასაფარავად.
საარჩევნო
სუბიექტი,
რომელიც
მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების საერთო არჩევნებში მიიღებს
არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3%-ს ან მეტს (ხმათა ეს რაოდენობა
გამოიანგარიშება მთელ ქვეყანაში პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ
არჩევნებში მიღებული ხმების მიხედვით), საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან
ერთჯერადად მიიღებს არაუმეტეს 500 000 ლარს საკრებულოს/მერის არჩევნების
ორივე ტურში საარჩევნო კამპანიისას გაწეული ხარჯების დასაფარავად. აღნიშნული
საარჩევნო სუბიექტები ასეთ დაფინანსებას მიიღებენ საარჩევნო კამპანიის დროს
გაწეული ხარჯების თაობაზე წარდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, ამ კანონის 57ე მუხლით გათვალისწინებული ანგარიშის წარდგენის შემდეგ.
2. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საარჩევნო კამპანიის ხარჯების
დაფინანსების მიზნით საარჩევნო სუბიექტმა წერილობით უნდა მიმართოს ცესკოს
არჩევნებამდე არა უგვიანეს 38 დღისა.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საარჩევნო სუბიექტის
ანგარიშზე შესაბამისი თანხა ცესკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის
საფუძველზე უნდა ჩაირიცხოს არჩევნების შედეგების შეჯამებიდან არა უგვიანეს მე15 დღისა.
4. საარჩევნო წელს პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიის ფინანსური
მხარდაჭერისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით გამოიყოფა
დაფინანსება სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯების დასაფარავად. ამ
პუნქტით გათვალისწინებულ თანხას მიიღებენ მხოლოდ ის პარტიები, რომელთაც
ბოლო საერთო არჩევნების შედეგების მიხედვით წარმოეშვათ დაფინანსების მიღების
უფლება. ამ პუნქტის შესაბამისად პარტიისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობის
გამოსაანგარიშებლად შესაბამისი საარჩევნო სუბიექტის მიერ ბოლო საერთო
42
არჩევნებში მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება სამზე და იყოფა საარჩევნო
სუბიექტში შემავალი პოლიტიკური გაერთიანებების რაოდენობაზე. ამასთანავე,
არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიისთვის და საარჩევნო ბლოკისთვის
(მიუხედავად ბლოკში გაერთიანებული პარტიების რაოდენობისა) განკუთვნილი
თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 600 000 ლარს. საარჩევნო სუბიექტისთვის
გამოყოფილი თანხის არანაკლებ 15%-ისა გამოყენებული უნდა იქნეს წინასაარჩევნო
რეკლამის განსათავსებლად სულ ცოტა 7 მაუწყებელში, რომლებიც არ არიან
ეროვნული მაუწყებლები.
41. თუ საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული რომელიმე პარტია არ მონაწილეობს
არჩევნებში, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული თანხა სრულად
განაწილდება საარჩევნო ბლოკში გაერთიანებულ არჩევნებში მონაწილე პარტიებზე.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ხარჯებს მაუწყებელს
აუნაზღაურებს ცესკო მაუწყებელსა და საარჩევნო სუბიექტს შორის დადებული
ხელშეკრულების საფუძველზე, ცესკოსთვის მისი წარდგენიდან 10 სამუშაო დღის
განმავლობაში.
6. თუ პარტიამ სატელევიზიო რეკლამის განთავსებისათვის გამოყოფილი თანხა
სრულად არ აითვისა, იგი ვალდებულია არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 15 დღის
ვადაში უზრუნველყოს შესაბამისი თანხის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში
დაბრუნება.
მუხლი 61. საარჩევნო უბნის გახსნა
1. საარჩევნო უბანი იხსნება კენჭისყრის დღის 7 საათზე. თუ ამ დროისთვის
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა შვიდზე ნაკლები აღმოჩნდა, ამის
თაობაზე ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდება ზემდგომ საოლქო საარჩევნო
კომისიას, რომელიც დაუყოვნებლივ იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
2. საარჩევნო უბნის გახსნიდან კენჭისყრის დაწყებამდე პროცედურები ტარდება
შემდეგი თანამიმდევრობით:
ა) საარჩევნო უბნის გახსნისთანავე იხსნება კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნი.
წიგნის პირველ და მე-2 გვერდებზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში − მე-10 და
მომდევნო გვერდებზედაც, ხელს აწერს მისი გახსნისას კენჭისყრის შენობაში ყოფნის
უფლების მქონე ყველა პირი;
ბ) საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამოწმებს იმ დალუქული პაკეტის
მთლიანობას, რომელშიც მოთავსებულია საუბნო საარჩევნო კომისიის სპეციალური
ბეჭედი;
გ) საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ერთნაირ ფურცლებზე, ერთი და
იმავე საწერი საშუალებით ამზადებს წილისყრის ფურცლებს, ამოწმებს მათ საუბნო
საარჩევნო კომისიის სპეციალური ბეჭდით და კეცავს იმგვარად, რომ შეუძლებელი
იყოს ტექსტის წაკითხვა. ცარიელი და შევსებული ფურცლების საერთო რაოდენობა
43
წილისყრის მონაწილე კომისიის წევრთა რაოდენობის ტოლი უნდა იყოს. წილისყრა
ტარდება კომისიის თავმჯდომარის მიერ, კომისიის წევრებისა და კენჭისყრის
შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთა თანდასწრებით და მასში არ მონაწილეობენ
კომისიის თავმჯდომარე/მოადგილე/კომისიის მდივანი. ფურცლები იყრება
მაგიდაზე, რომლებსაც წილისყრის მონაწილე კომისიის წევრები სათითაოდ იღებენ;
დ) საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრთაგან
წილისყრით გამოავლენს გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებ კომისიის 2 წევრს
(აუცილებლობის შემთხვევაში);
დ1) თუ წილისყრით გამოვლენილი გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები
კომისიის წევრი უარს განაცხადებს მისთვის მინიჭებული ფუნქციის შესრულებაზე,
იგი კარგავს კომისიის წევრთა სხვა ფუნქციების გასანაწილებლად ჩასატარებელ
მორიგ წილისყრაში მონაწილეობის უფლებას. აღნიშნული კომისიის წევრისთვის
ფუნქციის მინიჭების საკითხს წყვეტს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე;
ე) კომისიის წევრთა სხვა ფუნქციების გასანაწილებლად ტარდება მორიგი
წილისყრა, რომლითაც შეირჩევა:
ე.ა) კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის
წევრი, რომელიც აგრეთვე ამოწმებს ამომრჩეველთა მარკირებას;
ე.ბ) ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრები (სულ ცოტა 1 წევრი
ყოველი 300 ამომრჩევლისთვის), რომლებიც აგრეთვე გასცემენ საარჩევნო
ბიულეტენებს, ბიულეტენის უკანა გვერდზე სათანადო ადგილას ხელის მოწერის და
ბეჭდის დასმის შემდეგ;
ე.გ) საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი
კომისიის წევრი;
ვ) წილისყრის დასრულების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი
კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-3 გვერდზე ჩაწერს წილისყრით ფუნქციათა
განაწილების შედეგებს;
ზ) კომისიის წევრის წილისყრით დადგენილი ფუნქციის დროებით გადაცემა
კომისიის სხვა წევრისთვის შეიძლება მხოლოდ კომისიის თავმჯდომარის ნებართვით,
რასაც კომისიის მდივანი აღნიშნავს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-5 გვერდზე
დროის მითითებით.
3. თუ კენჭისყრის დღეს გასანაწილებელ ფუნქციებთან მიმართებით კომისიის
წევრთა რაოდენობა:
ა) ერთით ნაკლები აღმოჩნდა, მცირდება ამომრჩეველთა რეგისტრატორი
კომისიის წევრების რაოდენობა;
ბ) ორით ნაკლები აღმოჩნდა, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ასრულებს
კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრის
ფუნქციას;
44
გ) სამით ნაკლები აღმოჩნდა, კომისიის თავმჯდომარე ასრულებს საარჩევნო
ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრის ფუნქციას.
4. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის, რომელიც კომისიაში გამოცხადდება
წილისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ, შრომის ანაზღაურების საკითხს
წყვეტს საოლქო საარჩევნო კომისია, ხოლო მისთვის ფუნქციის მინიჭების საკითხს –
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.
5. საარჩევნო უბანზე მყოფი საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებისაგან
კომისიის თავმჯდომარე წილისყრით გამოავლენს არა უმეტეს 2 წარმომადგენელს,
რომლებიც დააკვირდებიან საჩივრების რეგისტრაციის პროცესს. თუ ამ
წარმომადგენლებმა დააფიქსირეს (აღმოაჩინეს) დარღვევა საჩივრის რეგისტრაციისას,
აღნიშნული საჩივრის რეგისტრაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას
დადგენილი წესით იღებს კომისია. ამასთანავე, წილისყრით გამოვლენილი
წარმომადგენლები და საჩივრების რეგისტრატორი (კომისიის მდივანი) არ შეიძლება
იყოს ერთი და იმავე საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი პირი.
6. წილისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის
თავმჯდომარე:
ა) აცხადებს ამომრჩეველთა რაოდენობას ერთიანი და სპეციალური სიების,
აგრეთვე გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის მიხედვით;
ბ) ამოწმებს საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების
პაკეტების მთლიანობას და აცხადებს მიღებულ საარჩევნო ბიულეტენთა და
სპეციალურ კონვერტთა რაოდენობას;
გ) ამოწმებს და ცესკოს მიერ დადგენილი წესით, ინდივიდუალური ნომრის
მქონე ლუქით ლუქავს ძირითად და გადასატან საარჩევნო ყუთებს.
7. ამომრჩეველთა თითოეულ რეგისტრატორს გადაეცემა ყველა სახის
საარჩევნო ბიულეტენის თითო ბლოკნოტი, რაც დასტურდება მის თავფურცელზე
კომისიის თავმჯდომარისა და რეგისტრატორის ხელმოწერებით. ბლოკნოტიდან
ყველა ბიულეტენის გაცემის შემდეგ რეგისტრატორს გადაეცემა მეორე ბლოკნოტი და
ა. შ..
8. (ამოღებულია - 07.03.2014, №2093).
9. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ მონაცემებს
საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი აცხადებს და შეაქვს კენჭისყრის შედეგების
სადემონსტრაციო ოქმში და კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში (გარდა სპეციალური
კონვერტების რაოდენობისა).
10. საკონტროლო ფურცლებს ხელს აწერენ პირველი ამომრჩეველი და საუბნო
საარჩევნო კომისიის ყველა დამსწრე წევრი; მათზე აღინიშნება საარჩევნო ყუთებში
ჩაგდების ზუსტი დრო და პირველი ამომრჩევლის სახელი, გვარი, რეგისტრაციის
ადგილი და საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი. კენჭისყრის დაწყებამდე
კომისიის თავმჯდომარე და მდივანი ავსებენ საკონტროლო ფურცლებს (გარდა
პირველი ამომრჩევლის მონაცემებისა) სამ ეგზემპლარად. კომისიის თავმჯდომარე
45
საკონტროლო ფურცლის ერთ ეგზემპლარს აგდებს ძირითად საარჩევნო ყუთში
პირველი ამომრჩევლის მოსვლის შემდეგ, მეორე ეგზემპლარს – გადასატან საარჩევნო
ყუთში, ხოლო მესამე ეგზემპლარს ინახავს საარჩევნო ყუთებში არსებულ
საკონტროლო ფურცლებთან შემდგომი შედარების მიზნით.
11. კენჭისყრა იწყება კენჭისყრის დღის 8 საათზე.
მუხლი 65. კენჭისყრის ჩატარება
1. თითოეული ამომრჩეველი ხმას აძლევს პირადად. დაუშვებელია ხმის მიცემა
სხვა პირის ნაცვლად.
2. ხმის მიცემის პროცედურა ტარდება შემდეგი წესისა და თანამიმდევრობის
დაცვით:
ა) კენჭისყრის ოთახში შესვლისას ამომრჩეველი გადის მარკირების შემოწმების
პროცედურას. თუ ამომრჩეველი არ იქნება მარკირებული, მას მიეცემა კენჭისყრაში
მონაწილეობის
უფლება.
კენჭისყრის
ოთახში
ამომრჩეველთა
ნაკადის
მომწესრიგებელი კომისიის წევრი კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველს შეუშვებს
მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი მას წარუდგენს თავის პირადობის
დამადასტურებელ დოკუმენტს და ამომრჩევლისთვის განკუთვნილ სარეგისტრაციო
მაგიდასთან ორზე მეტი ამომრჩეველი არ იმყოფება;
ბ) კენჭისყრის ოთახში შესული ამომრჩეველი მიდის იმ სარეგისტრაციო
მაგიდასთან, რომელსაც მიეკუთვნება ამომრჩეველთა სიაში შეტანილი მისი გვარის
პირველი ასო, და ამომრჩეველთა რეგისტრატორს წარუდგენს საქართველოს
მოქალაქის პირადობის მოწმობას ან საქართველოს მოქალაქის პასპორტს.
ამომრჩეველთა რეგისტრატორი ამოწმებს წარდგენილ დოკუმენტში/დოკუმენტებში
აღნიშნული ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემების ამომრჩეველთა სიაში
არსებულ მონაცემებთან შესაბამისობას და ამ ამომრჩევლის სახისა და წარდგენილ
დოკუმენტში/დოკუმენტებში და ამომრჩეველთა სიაში არსებული ფოტოსურათების
ერთმანეთთან
შესაბამისობას.
შესაბამისობის
დადასტურების
შემთხვევაში
ამომრჩეველთა რეგისტრატორი ახორციელებს ამომრჩევლის მარკირებას და ხელს
აწერს ამომრჩეველთა სიის სათანადო გრაფაში, რის შემდეგაც ამომრჩეველი
ხელმოწერით ადასტურებს საარჩევნო ბიულეტენის (ბიულეტენების) მიღებას.
საარჩევნო ბიულეტენის (ბიულეტენების) გაცემისას ამომრჩეველთა რეგისტრატორი
ხელს აწერს მის (მათ) უკანა გვერდზე სათანადო გრაფაში და ბიულეტენს
(ბიულეტენებს) სპეციალური ბეჭდით ამოწმებს;
გ) საარჩევნო ბიულეტენის (ბიულეტენების) დამოწმების შემდეგ ამომრჩეველი
შედის ფარული კენჭისყრის კაბინაში და ავსებს ბიულეტენს (ბიულეტენებს) ამ
კანონით დადგენილი წესით. საარჩევნო ბიულეტენის (ბიულეტენების) შევსების
შემდეგ ამომრჩეველმა იგი (ისინი) ისე უნდა დაკეცოს, რომ არ ჩანდეს, ვის მისცა
ხმა;
46
დ) დაკეცილი საარჩევნო ბიულეტენით (ბიულეტენებით) ამომრჩეველი მიდის
განცალკევებით მდგარ მაგიდასთან, საიდანაც დამოუკიდებლად იღებს სპეციალურ
კონვერტს და მასში ათავსებს ბიულეტენს (ბიულეტენებს). მხოლოდ ამომრჩეველია
უფლებამოსილი, საარჩევნო ბიულეტენი (ბიულეტენები) მოათავსოს სპეციალურ
კონვერტში. საარჩევნო კომისიის წევრს არა აქვს უფლება, გახსნას შევსებული
საარჩევნო ბიულეტენი (ბიულეტენები) ან სხვაგვარად დაარღვიოს კენჭისყრის
ფარულობა;
ე) საარჩევნო ყუთთან ერთდროულად ერთზე მეტი ამომრჩევლის მისვლა არ
შეიძლება;
ვ) საარჩევნო ყუთთან მუდმივად უნდა იმყოფებოდეს საარჩევნო ყუთისა და
სპეციალური კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრი. მას დახურული უნდა
ჰქონდეს კონვერტის ჩასაგდები ჭრილი, რომელიც უნდა გახსნას მხოლოდ მას შემდეგ,
რაც დარწმუნდება, რომ ამომრჩეველს ხელში მხოლოდ ერთი კონვერტი აქვს;
ზ) კენჭისყრის დასრულების შემდეგ ილუქება საარჩევნო ყუთში სპეციალური
კონვერტის ჩასაგდები ჭრილი.
2 1. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
შემოწმებისას დადასტურდა, რომ წარდგენილ დოკუმენტში/დოკუმენტებში
აღნიშნული ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემები (გარდა ფოტოსურათისა)
შეესაბამება ამომრჩეველთა სიაში არსებულ მონაცემებს, მაგრამ ამომრჩეველთა
რეგისტრატორმა ამ ამომრჩევლის სახე და წარდგენილ დოკუმენტში ან ამომრჩეველთა
სიაში არსებული ფოტოსურათი ერთმანეთთან შეუსაბამოდ მიიჩნია, იგი მიმართავს
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც ამ მუხლის 2 2 პუნქტით
დადგენილი პროცედურის შესრულების შემდეგ ამომრჩეველს მისცემს კენჭისყრაში
მონაწილეობის უფლებას.
22. თუ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ:
ა) დაადასტურა ამ მუხლის 21 პუნქტში აღნიშნული შეუსაბამობა, საუბნო
საარჩევნო კომისიის მდივანი ჩანაწერთა წიგნში საამისოდ განკუთვნილ გვერდზე
აკეთებს ჩანაწერს, რომელშიც აღნიშნავს შეუსაბამობის ფაქტს, ამომრჩევლის სახელს,
გვარს და ამომრჩეველთა სიაში მის რიგით ნომერს. ეს ჩანაწერი დასტურდება საუბნო
საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის ხელმოწერებით. საუბნო
საარჩევნო კომისიის მდივანი ჩანაწერთა წიგნს დაურთავს ამომრჩევლის მიერ
წარდგენილი დოკუმენტის ფოტოასლს, რომელსაც დაამოწმებს თავისი ხელმოწერით;
ბ) არ დაადასტურა ამ მუხლის 21 პუნქტში აღნიშნული შეუსაბამობა, მაგრამ მას
არ დაეთანხმა ამომრჩეველთა რეგისტრატორი, რომელმაც გამოავლინა შეუსაბამობა,
ჩანაწერთა წიგნში საამისოდ განკუთვნილ გვერდზე იგი ჩაწერს თავის
განსაკუთრებულ აზრს და ხელს მოაწერს, რის შემდეგაც საუბნო საარჩევნო კომისიის
მდივანი იქვე ჩაწერს ამომრჩევლის სახელს, გვარს და ამომრჩეველთა სიაში მის რიგით
ნომერს და ჩანაწერს თავისი ხელმოწერით დაადასტურებს. საუბნო საარჩევნო
კომისიის მდივანი ჩანაწერთა წიგნს დაურთავს ამომრჩევლის მიერ წარდგენილი
დოკუმენტის ფოტოასლს, რომელსაც დაამოწმებს თავისი ხელმოწერით.
47
3. საარჩევნო ბიულეტენის შევსებისას აკრძალულია სხვა პირის დასწრება.
ამომრჩეველს, რომელსაც არ შეუძლია დამოუკიდებლად შეავსოს საარჩევნო
ბიულეტენი, უფლება აქვს, ფარული კენჭისყრის კაბინაში დასახმარებლად მიიწვიოს
ნებისმიერი პირი, გარდა:
ა) საარჩევნო კომისიის წევრისა;
ბ) კანდიდატისა;
გ) საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლისა;
დ) დამკვირვებლისა;
ე) პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლისა.
4. თუ ამომრჩეველს ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს გაუფუჭდა საარჩევნო
ბიულეტენი ან სპეციალური კონვერტი, მან ეს უნდა აცნობოს საუბნო საარჩევნო
კომისიის
თავმჯდომარეს,
უნდა
ჩააბაროს
გაფუჭებული
საარჩევნო
ბიულეტენი/სპეციალური კონვერტი და მიიღოს ახალი. გაფუჭებულ საარჩევნო
ბიულეტენს/სპეციალურ კონვერტს ამომრჩევლის თანდასწრებით ჩამოეჭრება კუთხე,
დაეწერება „გაფუჭებულია“, ხელს მოაწერს საუბნო საარჩევნო კომისიის
თავმჯდომარე და იგი ცალკე შეინახება.
5. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებსა და კენჭისყრის შენობაში ყოფნის
უფლების მქონე პირებს უფლება აქვთ, ამომრჩეველს ფარული კენჭისყრის კაბინაში
შესვლამდე და სპეციალურ კონვერტში ბიულეტენის (ბიულეტენების) ჩადებამდე
მოსთხოვონ, უჩვენოს, რომ მას ხელში მხოლოდ ამ კანონით დადგენილი რაოდენობის
საარჩევნო ბიულეტენი და სპეციალური კონვერტი აქვს. ამომრჩეველი ვალდებულია
შეასრულოს ეს მოთხოვნა.
6. საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი ვალდებულია კენჭისყრის დღეს
ორჯერ, 12 საათსა და 17 საათზე, გადათვალოს ამომრჩეველთა სიაში კენჭისყრის
მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა და ეს რიცხვი შესაბამისი
დროის მინიშნებით შეიტანოს საუბნო საარჩევნო კომისიის სადემონსტრაციო ოქმსა
და ჩანაწერთა წიგნში.
7. თუ კენჭისყრის დროს დაირღვა საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობა,
საუბნო საარჩევნო კომისია აჩერებს კენჭისყრის პროცესს და განკარგულებით იღებს
გადაწყვეტილებას საარჩევნო ყუთის ხელახლა დალუქვისა და კენჭისყრის
გაგრძელების თაობაზე.
8. კენჭისყრის შენობა იკეტება 20 საათზე. ამ დროისათვის რიგში მდგომ
ამომრჩევლებს შეუძლიათ ხმის მიცემა, რისთვისაც საუბნო საარჩევნო კომისიის
თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი აღრიცხავს რიგში მდგომ
ამომრჩეველთა გვარებსა და სახელებს, მათ რაოდენობას აცნობებს საუბნო საარჩევნო
კომისიის თავმჯდომარეს, ხოლო კომისიის მდივანი ჩანაწერთა წიგნში აღნიშნავს
რიგში მდგომ ამომრჩეველთა რაოდენობას. საუბნო საარჩევნო კომისიის
თავმჯდომარე აცხადებს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა მხოლოდ რიგში მდგომ
ამომრჩევლებს შეუძლიათ.
48
9. კენჭისყრის შენობის დაკეტვის შემდეგ გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი
საუბნო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილ პირებს საოლქო საარჩევნო კომისიის
მიერ წინასწარ განსაზღვრული საარჩევნო უბნის კენჭისყრის შენობაში შეაქვთ
გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბნის საარჩევნო ყუთი და საარჩევნო
დოკუმენტაცია.
მუხლი 72. კენჭისყრის დღეს განცხადების/საჩივრის შედგენისა და მისი
წარდგენის წესი
1. განცხადება/საჩივარი გადაეცემა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს,
მის მოადგილეს ან კომისიის მდივანს. კომისიის მდივანი რეგისტრაციაში გაატარებს
განცხადებას/საჩივარს ჩანაწერთა წიგნში, ხოლო განმცხადებელს/მომჩივანს
გადასცემს ცნობას (თავისი ხელმოწერით), რომელშიც აღინიშნება შესაბამისი
განცხადების/საჩივრის კომისიაში მიღების თარიღი, დრო და სარეგისტრაციო ნომერი.
2. განცხადებაში/საჩივარში აღინიშნება:
ა) განცხადების/საჩივრის შედგენის თარიღი და დრო;
ბ) განმცხადებლის/მომჩივნის სახელი, გვარი და რეგისტრაციის ადგილი;
გ) საარჩევნო უბნის ნომერი;
დ) მოწმის არსებობის შემთხვევაში – მისი სახელი, გვარი და რეგისტრაციის
ადგილი;
ე) დარღვევის არსი და მისი ჩადენის დრო;
ვ) დამრღვევის დადგენის შემთხვევაში – მისი ის მონაცემები, რომელთა
დადგენაც შესაძლებელი გახდა;
ზ) დამრღვევის ახსნა-განმარტება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) სხვა დამატებითი ინფორმაცია.
3. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია დაუყოვნებლივ
მოახდინოს სათანადო რეაგირება განცხადებაზე/საჩივარზე და აღმოფხვრას
არსებული დარღვევა. თუ კომისიის თავმჯდომარემ არ ან ვერ აღმოფხვრა დარღვევა
ან სხვაგვარი ფორმით უარი განაცხადა განცხადებაზე/საჩივარზე რეაგირებაზე,
განმცხადებელს/მომჩივანს უფლება აქვს, იმავე დარღვევაზე განცხადება/საჩივარი
დაუყოვნებლივ წარუდგინოს ზემდგომ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.
საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია მიიღოს შესაბამისი ზომები დარღვევის
აღმოსაფხვრელად და აღნიშნული განცხადების/საჩივრის განხილვისას იმსჯელოს
შესაბამისი უბნის შედეგების ბათილობის საკითხზე.
4. თუ განცხადებაში/საჩივარში მითითებულ დარღვევას აღმოფხვრის საუბნო
საარჩევნო კომისია, კეთდება ჩანაწერი „დარღვევა აღმოფხვრილია“ და ზუსტი დროის
მითითებით შეიტანება ჩანაწერთა წიგნში.
49
მუხლი 73. განცხადებები და საჩივრები კენჭისყრისა და ხმის დათვლის
პროცედურების დარღვევის შესახებ
1. საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცედურის დარღვევის შესახებ
განცხადება/საჩივარი შედგენილი უნდა იქნეს ამ კანონის დარღვევის შემჩნევისთანავე,
ამ კანონის 72-ე მუხლით დადგენილი წესით, კენჭისყრის დღის 7 საათიდან საარჩევნო
ყუთის გახსნამდე.
2. განცხადება/საჩივარი ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების
პროცედურების დროს ჩადენილი დარღვევების შესახებ და კენჭისყრის შედეგების
გადასინჯვის ან ბათილად ცნობის მოთხოვნით შედგენილი უნდა იქნეს საარჩევნო
ყუთის გახსნიდან კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე, ამ
კანონის 72-ე მუხლით დადგენილი წესით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ განცხადებას/საჩივარს საუბნო საარჩევნო
კომისიის მდივანი რეგისტრაციაში გაატარებს ჩანაწერთა წიგნში. საუბნო საარჩევნო
კომისია ამ განცხადებას/საჩივარს გადასცემს ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას
კენჭისყრის დღიდან 2 დღის განმავლობაში (საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ
საბუთების მიღების ამ კანონით დადგენილი წესის გათვალისწინებით).
განმცხადებელმა/მომჩივანმა იმავე დარღვევაზე განცხადება/საჩივარი იმავე ვადაში
შეიძლება უშუალოდ გადასცეს საოლქო საარჩევნო კომისიას.
მუხლი 74. ხმის დათვლასა და კენჭისყრის
დაკავშირებული განცხადების/საჩივრის განხილვა
შედეგების
შეჯამებასთან
1. ამ კანონის 73-ე მუხლში აღნიშნულ განცხადებას/საჩივარს საოლქო საარჩევნო
კომისიის მდივანი მისი მიღებისთანავე რეგისტრაციაში გაატარებს საოლქო საარჩევნო
კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში. კომისია მას განიხილავს და გადაწყვეტილებას
იღებს საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადების/საჩივრის რეგისტრაციიდან 2 დღის
ვადაში. საოლქო საარჩევნო კომისია გადაწყვეტილებას იღებს განკარგულებით,
რომელიც შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ სასამართლოში ამ კანონით დადგენილი
წესით.
2. თუ დარღვეულია ამ კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„დ“
ქვეპუნქტებით დადგენილი ინფორმაციის წარდგენის წესი, საარჩევნო კომისიაში
განცხადების/საჩივრის მიმღები შესაბამისი თანამდებობის პირი ვალდებულია
განცხადების/საჩივრის წარმდგენს დაუდგინოს ხარვეზი და განუსაზღვროს
გონივრული ვადა მის გამოსასწორებლად, რომლის შესახებაც კომისიის
სარეგისტრაციო ჟურნალში კომისიის მდივანი აკეთებს სათანადო ჩანაწერს,
რომელსაც ხელს აწერენ განცხადების/საჩივრის წარმდგენი და კომისიის შესაბამისი
თანამდებობის პირი. დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში
50
შესაბამისი საარჩევნო კომისია ხელმძღვანელობს ამ მუხლის მე-5 პუნქტით
დადგენილი წესით.
3. ხარვეზის დადგენის შემთხვევაში განცხადების/საჩივრის წარმდგენს უფლება
აქვს, საარჩევნო კომისიის უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ დადგენილ
ვადაში გამოასწოროს ხარვეზი ანალოგიური განცხადების/საჩივრის წარდგენის გზით,
რომელშიც აღმოფხვრილი იქნება ხარვეზის დადგენის საფუძვლები, ან/და
წარადგინოს განცხადება, რომელშიც მიეთითება ის მონაცემები, რომელთა გამოც
დაუდგინდა ხარვეზი.
4. ხარვეზის შევსების შემთხვევაში საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო
ჟურნალში კეთდება სათანადო ჩანაწერი ხარვეზის შევსების ზუსტი დროისა და
თარიღის მითითებით და მას ხელს აწერენ ხარვეზის შემვსები პირი და კომისიის
შესაბამისი თანამდებობის პირი.
5. ამ კანონის 72-ე და 73-ე მუხლებითა და ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით
განსაზღვრული პროცედურების დარღვევით წარდგენილი განცხადება/საჩივარი არ
განიხილება და შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გამოსცემს
განკარგულებას განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
მუხლი 77. გასაჩივრების ვადა და წესი
1. საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა შეიძლება გასაჩივრდეს
შესაბამის საარჩევნო კომისიაში. საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება
გასაჩივრდეს ზემდგომ საარჩევნო კომისიაში ან სასამართლოში ამ კანონით
დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის
გათვალისწინებული.
2.
საუბნო
საარჩევნო
კომისიის/კომისიის
ხელმძღვანელი
პირის
გადაწყვეტილება მისი მიღებიდან (კენჭისყრის დღეს − კენჭისყრის დღიდან) 2
კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საოლქო საარჩევნო
კომისიაში, რომელიც საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში. საოლქო
საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება
გასაჩივრდეს შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში, რომელიც საჩივარს
იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში. რაიონული/საქალაქო სასამართლოს
გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება
გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, რომელიც საჩივარს იხილავს გასაჩივრების
ვადის ამოწურვიდან 1 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს
გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
3. საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრების გამო საოლქო
საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცესკოში გასაჩივრების
შემთხვევაში განცხადება/საჩივარი განუხილველი რჩება.
51
4. საოლქო საარჩევნო კომისიის/კომისიის ხელმძღვანელი პირების
გადაწყვეტილებები მათი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება
გასაჩივრდეს ცესკოში, რომელიც საჩივარს იხილავს მისი მიღებიდან 1 კალენდარული
დღის ვადაში. ცესკოს გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის
ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში. თბილისის
საქალაქო სასამართლო საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში. თბილისის
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების
გამოტანიდან 1 კალენდარული დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში.
სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის შეტანიდან 1
კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა
და არ გასაჩივრდება.
5. ცესკოს/ცესკოს ხელმძღვანელი პირების გადაწყვეტილება შეიძლება
გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი მიღებიდან 2 კალენდარული
დღის ვადაში. თბილისის საქალაქო სასამართლო საჩივარს იხილავს 2 კალენდარული
დღის ვადაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება
გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში
სააპელაციო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის შეტანიდან
2 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება
საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
51 . (ამოღებულია - 12.06.2015, №3695).
5 2. საარჩევნო პერიოდში/სარეფერენდუმო პერიოდში ცესკოს ან/და მისი
სატენდერო კომისიების გადაწყვეტილებები მიღებიდან 2 კალენდარული დღის
ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სახელმწიფო
შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოში, რომელიც საჩივარს
იხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს მისი მიღებიდან 2 კალენდარული
დღის
ვადაში.
ცესკოს
ან/და
მისი
სატენდერო
კომისიების
ქმედებებთან/გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით მიღებული დავების განხილვის
საბჭოს გადაწყვეტილებები მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება
გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომელიც სარჩელს იხილავს და
შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს 2 კალენდარული დღის ვადაში. თბილისის
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის
ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რომელიც
სარჩელს იხილავს მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში. თბილისის
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
6. სასამართლოში სარჩელის/საჩივრის შეტანის შემთხვევაში სასამართლო
ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამისად საოლქო საარჩევნო
კომისიას/ცესკოს სარჩელის/საჩივრის მიღების, ხოლო გადაწყვეტილების გამოტანის
შემდეგ – გადაწყვეტილების შესახებ. რაიონული/საქალაქო სასამართლოს
გადაწყვეტილება მომდევნო დღის 12 საათამდე უნდა გადაეცეს მხარეებს.
7. სასამართლოში დავის განხილვისას მხარის გამოუცხადებლობის
შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების
52
გამოკვლევის საფუძველზე და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო
კოდექსის მე-4, მე-17 და მე-19 მუხლების დებულებათა გათვალისწინებით.
8. საარჩევნო კომისიაში/სასამართლოში განცხადება/სარჩელი/ საჩივარი
შეტანილად ითვლება შესაბამის საარჩევნო კომისიაში/სასამართლოში მისი
რეგისტრაციის მომენტიდან.
9. საარჩევნო კომისიაში/სასამართლოში განცხადების/სარჩელის/ საჩივრის
შეტანა არ აჩერებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოქმედებას.
10. აკრძალულია ამ მუხლით დადგენილი გასაჩივრებისა და დავის განხილვის
ვადების გაგრძელება, თუ ამ კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი.
11. ამ კანონის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ საარჩევნო დავებზე ამავე
მუხლით განსაზღვრული პირების გარდა სხვა პირთა მიერ საარჩევნო
კომისიაში/სასამართლოში შეტანილი განცხადება/სარჩელი/საჩივარი განუხილველი
რჩება.
12. საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებისა და საქართველოს საარჩევნო
კანონმდებლობის
დარღვევის
გასაჩივრების
ვადა
და
წესი,
განცხადების/სარჩელის/საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვადა,
ასევე მოსარჩელეთა წრე განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, თუ ამ
კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
13.
ავტონომიური
რესპუბლიკის
უმაღლესი
საარჩევნო
კომისიის
კომპეტენციისთვის
მიკუთვნებული
არჩევნების
ჩატარებისას
საარჩევნო
კანონმდებლობის დარღვევის გასაჩივრების ვადა და წესი განისაზღვრება
ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
14. საარჩევნო კომისიაში საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ
უნდა ეცნობოს საჩივრის შემომტან პირს/დამკვირვებელ ორგანიზაციას/საარჩევნო
სუბიექტს, ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
15. თუ საჩივრის ავტორი საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული
დამკვირვებელი ორგანიზაცია ან მისი წარმომადგენელია, საჩივრის განხილვის
დროისა და ადგილის შესახებ ეცნობება ამ ორგანიზაციის საარჩევნო კომისიაში
რეგისტრირებულ შესაბამის დამკვირვებელს ან ამ ორგანიზაციას.
16. თუ საჩივრის ავტორი საარჩევნო სუბიექტი ან მისი დანიშნული
წარმომადგენელია, საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ ეცნობება ამ
სუბიექტის ამ კანონის 42-ე მუხლის საფუძველზე დანიშნულ წარმომადგენელს.
17. თუ საჩივრის ავტორი საარჩევნო კომისიის წევრია, საჩივრის განხილვის
შესახებ პირადად მას უნდა ეცნობოს.
18. მხარეები ვალდებული არიან, საჩივარში გარკვევით მიუთითონ საჩივრის
ავტორის საკონტაქტო ტელეფონის (საცხოვრებელი ადგილის ან/და მობილურის)
ნომერი; ასევე მითითებული უნდა იქნეს საჩივრის ავტორის ფაქსი და ელექტრონული
ფოსტის მისამართი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
53
19. საჩივრის განხილვისათვის, ამ კანონით მოთხოვნილი საჩივრის განხილვის
ვადების დაცვის მიზნით, მხარეები შეიძლება დაბარებულ იქნენ როგორც
წერილობით, ისე ტელეფონით (მათ შორის, მობილური ტელეფონით; მოკლე
ტექსტური შეტყობინებით), ელექტრონული ფოსტით, ფაქსით ან სხვა ტექნიკური
საშუალებებით. ტექნიკური საშუალებებით მხარის დაბარება დასტურდება:
ა) მის მიერ მითითებულ საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე დაკავშირებით;
ბ) ელექტრონული ფოსტის, ფაქსის ან მოკლე ტექსტური შეტყობინების
შემთხვევაში – შესაბამისი ტექნიკური საშუალებით მოწოდებული დადასტურებით.
აღნიშნული წესით დადასტურების მიღებისას მხარე დაბარებულად ითვლება. მხარე
ასევე დაბარებულად ჩაითვლება, თუ შეუძლებელია მასთან საჩივარში მითითებული
ტექნიკური საშუალებებით დაკავშირება (მობილური ტელეფონის, ფაქსის,
კომპიუტერის გამორთულ მდგომარეობაში ყოფნის გამო და სხვ.).
19 1. განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ ინფორმაცია
საარჩევნო
კომისიის
თავმჯდომარის
განკარგულების
გამოცემისთანავე,
დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მხარეს ამ მუხლის მე-19 პუნქტით დადგენილი წესით.
20. ტექნიკური საშუალებებით მხარის დაბარებისას დგება აქტი, რომელიც
უნდა დაერთოს კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საჩივარს.
21. ცესკოში აქტს ადგენს ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომელი
და მას ხელს აწერენ აქტის შემდგენი პირი და სამსახურის უფროსი.
22. ქვემდგომ საარჩევნო კომისიაში აქტს, კომისიის თავმჯდომარის
დავალებით, ადგენს კომისიის ერთ-ერთი წევრი და მას ხელს აწერენ აქტის შემდგენი
და კომისიის თავმჯდომარე.
23. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ვალდებულია მხარეს საქმის
განხილვის დრო და ადგილი შეატყობინოს საქმის განხილვის დაწყებამდე არა
უგვიანეს 3 საათისა.
24. აქტის ფორმა მტკიცდება ცესკოს განკარგულებით.
25. მხარის გამოუცხადებლობა არ ქმნის საჩივრის განხილვის გადადების
საფუძველს.
26. მხარეს, რომელიც ესწრება კომისიის სხდომას, სხდომის დაწყების წინ უნდა
გადაეცეს მისი საჩივრის განხილვასთან დაკავშირებული, კომისიის სხდომაზე
წარმოდგენილი დოკუმენტების პროექტები და ასლები.
27. მხარეს უფლება აქვს, საქართველოს საარჩევნო
დადგენილი წესით მიიღოს მონაწილეობა საჩივრის განხილვაში.
კანონმდებლობით
28. საჩივრის განხილვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მხარეთა მიერ
წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და საკუთარი ინიციატივით საქართველოს
საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მოპოვებული მასალების სათანადო გამოკვლევისა
და შესწავლის შემდეგ.
54
29. მხარეს, რომელიც მონაწილეობს საჩივრის განხილვაში, მისი მოთხოვნის
შემთხვევაში საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილება (გარდა კომისიის
სხდომის ოქმისა) უნდა ჩაჰბარდეს ამ გადაწყვეტილების მიღების მომდევნო დღის 12
საათამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტაციის
შედგენის ვადების გათვალისწინებით.
30. მხარეს, რომელიც, შეტყობინების მიუხედავად, არ გამოცხადდა საჩივრის
განხილვაზე, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეგზავნება წერილობით.
31.
საჩივრის
განხილვის
დროს
მხარის
კომისიის
სხდომაზე
გამოუცხადებლობის
შემთხვევაში
მიღებული
გადაწყვეტილების
შესახებ
წერილობითი დოკუმენტის მისთვის ჩაბარების თარიღი არ არის ამ გადაწყვეტილების
გასაჩივრებისათვის ვადის ათვლის საფუძველი.
32. საარჩევნო კომისია ვალდებულია მიღებულ გადაწყვეტილებაში მხარეს
მიუთითოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა და ადგილი (დაწესებულების
დასახელება და მისამართი), სადაც შეიძლება მისი გასაჩივრება.
მუხლი 78. საარჩევნო დავები და მოსარჩელეთა წრე
1. არჩევნების მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე
ჩატარებული ან ჩასატარებელი არჩევნების კონსტიტუციურობის შესახებ
კონსტიტუციური სარჩელის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანისა
და განხილვის ვადა და წესი განისაზღვრება „საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და „საკონსტიტუციო
სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით.
2. ამომრჩეველთა სიების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვს
საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა
საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს შესაბამის საარჩევნო კომისიაში,
დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, შესაბამისი საოლქო ან საუბნო
საარჩევნო კომისიის წევრს, მოქალაქეს, რომლის განცხადება ამომრჩეველთა სიაში
შეყვანის შესახებ არ დააკმაყოფილა საარჩევნო კომისიამ.
3. საარჩევნო ოლქების შექმნის გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება
ამ კანონით დადგენილ ვადაში აქვს საარჩევნო რეგისტრაციის მქონე
პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს ცესკოში, დამკვირვებლის სტატუსის
მქონე ორგანიზაციას, ცესკოს წევრს.
4. საარჩევნო უბნების შექმნის გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება
ამ კანონით დადგენილ ვადაში აქვს საარჩევნო რეგისტრაციის მქონე
პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო
კომისიაში, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, შესაბამისი საოლქო
საარჩევნო კომისიის წევრს.
55
5. ცესკოს/საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის/არჩევის გამო
სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება ამ კანონით დადგენილ ვადაში აქვს
საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პირს.
6. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის/არჩევის გამო სარჩელის
სასამართლოში შეტანის უფლება ამ კანონით დადგენილ ვადაში აქვს საარჩევნო
რეგისტრაციის მქონე პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო
ჯგუფის წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, დამკვირვებლის
სტატუსის მქონე ორგანიზაციას, შესაბამისი საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის
წევრს.
7. საარჩევნო კომისიის წევრის ან საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საარჩევნო კომისიისა და მისი
თავმჯდომარის განკარგულების გამო, აგრეთვე უფლებამოსილების ვადამდე
შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მიუღებლობის გამო (ამ კანონის 29-ე მუხლით
გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას) სარჩელის სასამართლოში შეტანის
უფლება ამ კანონით დადგენილ ვადაში აქვს საარჩევნო რეგისტრაციის მქონე
პარტიას/საარჩევნო ბლოკს, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას,
შესაბამისი ან ზემდგომი საარჩევნო კომისიის წევრს, რომელსაც ამ განკარგულებით
ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება.
8. ქვემდგომი საარჩევნო კომისიის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის
შესახებ ცესკოს განკარგულების გამო, აგრეთვე უფლებამოსილების ვადამდე
შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მიუღებლობის გამო სარჩელის სასამართლოში
შეტანის უფლება აქვს ცესკოს წევრს, საარჩევნო რეგისტრაციის მქონე
პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს ცესკოში, დამკვირვებლის სტატუსის
მქონე ორგანიზაციას, კომისიის იმ წევრთა ნახევარზე მეტს, რომლებსაც ამ
განკარგულებით ვადამდე შეუწყდათ უფლებამოსილება.
9. ამ კანონის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ვალდებულების
შეუსრულებლობის გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება იმავე პუნქტით
განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან 10 დღის ვადაში აქვს ცესკოს.
10. პარტიის, საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის
საარჩევნო რეგისტრაციისა და მათი წარმომადგენლების რეგისტრაციის გამო
სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვს:
ა) პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის
წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას), თუ ცესკოს
თავმჯდომარემ რეგისტრაციაში არ გაატარა ეს პარტია, საარჩევნო ბლოკი,
ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი ან მათი წარმომადგენლები, ან გააუქმა მათი
რეგისტრაცია;
ბ) პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის
წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში (ადგილობრივი
თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს და
მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით საქართველოს პარლამენტის არჩევნებისას), თუ
56
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ რეგისტრაციაში არ გაატარა
ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი ან მათი წარმომადგენლები ან გააუქმა მათი
რეგისტრაცია;
გ) პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის
წარმომადგენელს
ცესკოში
(საქართველოს
პრეზიდენტის
არჩევნებისას),
დამკვირვებლის სტატუსის მქონე სულ ცოტა 2 პირს (რომლებიც დამკვირვებლებად
დაინიშნენ ცესკოში), თუ მათ მიაჩნიათ, რომ პარტია, საარჩევნო ბლოკი,
ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი რეგისტრაციაში საქართველოს საარჩევნო
კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით გატარდა;
დ) პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის
წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში (მაჟორიტარული
საარჩევნო
სისტემით
საქართველოს
პარლამენტისა
და
ადგილობრივი
თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს არჩევნებისას),
დამკვირვებლის სტატუსის მქონე სულ ცოტა 2 პირს (რომლებიც დამკვირვებლებად
დაინიშნენ შესაბამის საარჩევნო ოლქში), თუ მათ მიაჩნიათ, რომ ამომრჩეველთა
საინიციატივო ჯგუფი რეგისტრაციაში საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის
მოთხოვნათა დარღვევით გატარდა.
11. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის, არჩევნებში დამოუკიდებლად
მონაწილე პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი პარტიული სიის, სიაში
შეყვანილი ცალკეული კანდიდატების, ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში
წარდგენილი კანდიდატის, მერობის კანდიდატის რეგისტრაციის შესახებ საარჩევნო
კომისიის თავმჯდომარის განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის
უფლება აქვთ:
ა) არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას/საარჩევნო ბლოკს,
მაჟორიტარ კანდიდატს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს
ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების დროს), ამომრჩეველთა
საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში
(მაჟორიტარული
საარჩევნო
სისტემით
საქართველოს
პარლამენტის
და
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნების
დროს), თუ ცესკოს თავმჯდომარემ რეგისტრაციაში არ გაატარა საქართველოს
პრეზიდენტობის
კანდიდატი,
ქალაქ
თბილისის
მერობის
კანდიდატი,
პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი პარტიული სია, სიაში შეყვანილი
ცალკეული კანდიდატები, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ
რეგისტრაციაში არ გაატარა საქართველოს პარლამენტის არჩევნების დროს
პარტიის/საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ
წარდგენილი კანდიდატები, საკრებულოს არჩევნების დროს პარტიის/საარჩევნო
ბლოკის მიერ წარდგენილი პარტიული სია, სიაში შეყვანილი ცალკეული
კანდიდატები, პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის
მიერ წარდგენილი კანდიდატები, თვითმმართველი ქალაქის (გარდა ქალაქ
თბილისისა)/თვითმმართველი თემის მერის არჩევნების დროს პარტიის/საარჩევნო
57
ბლოკის მიერ წარდგენილი მერობის კანდიდატები, ან/და ამ საარჩევნო კომისიების
თავმჯდომარეებმა გააუქმეს მათი რეგისტრაცია;
ბ) საარჩევნო რეგისტრაციის მქონე, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე
პარტიას, რეგისტრირებულ საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა რეგისტრირებული
საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტის
არჩევნების დროს), დამკვირვებლის სტატუსის მქონე სულ ცოტა 2 პირს (რომლებიც
დამკვირვებლებად დაინიშნენ ცესკოში), თუ მათ მიაჩნიათ, რომ ცესკოს
თავმჯდომარემ პარტიული/საარჩევნო ბლოკის სია, პარტიულ/საარჩევნო ბლოკის
სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატები, საქართველოს პრეზიდენტობის
კანდიდატი, ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატი რეგისტრაციაში საქართველოს
საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით გაატარა, აგრეთვე თუ
პარტიულ/საარჩევნო ბლოკის სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატები ვერ
აკმაყოფილებენ
საქართველოს
კონსტიტუციითა
და
საქართველოს
სხვა
საკანონმდებლო აქტებით დადგენილ მოთხოვნებს ან მათი ეს მოთხოვნები
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით დაკმაყოფილდა;
გ) საარჩევნო რეგისტრაციის მქონე, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე
პარტიას, რეგისტრირებულ საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის
წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში (მაჟორიტარული
საარჩევნო სისტემით საქართველოს პარლამენტის და მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნების დროს), დამკვირვებლის
სტატუსის მქონე სულ ცოტა 2 პირს (რომლებიც დამკვირვებლებად დაინიშნენ საოლქო
საარჩევნო კომისიაში), თუ მათ მიაჩნიათ, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის
თავმჯდომარემ პარტიული/საარჩევნო ბლოკის სია, მაჟორიტარული წესით
წარდგენილი ან პარტიულ/საარჩევნო ბლოკის სიაში შეყვანილი ცალკეული
კანდიდატები,
თვითმმართველი
ქალაქის
(გარდა
ქალაქ
თბილისისა)/თვითმმართველი თემის მერობის კანდიდატები რეგისტრაციაში
საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით გაატარა,
აგრეთვე თუ მაჟორიტარული წესით წარდგენილი ან პარტიულ/საარჩევნო ბლოკის
სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატები ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს
კონსტიტუციითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილ
მოთხოვნებს ან მათი ეს მოთხოვნები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესის დარღვევით დაკმაყოფილდა.
12. ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების
რეგისტრაციის შესახებ ცესკოს განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში
შეტანის უფლება აქვთ: ზემოაღნიშნულ ორგანიზაციას, თუ ცესკომ იგი არ გაატარა
რეგისტრაციაში, საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას/საარჩევნო ბლოკს,
ამომრჩეველთა რეგისტრირებული საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში,
დამკვირვებლის სტატუსის მქონე რეგისტრირებულ ორგანიზაციას, თუ მათ მიაჩნიათ,
რომ დამკვირვებელი ორგანიზაცია რეგისტრაციაში გატარდა საქართველოს
საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით.
58
13. ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაციის შესახებ
საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის
უფლება აქვთ: ზემოაღნიშნულ ორგანიზაციას, თუ საოლქო საარჩევნო კომისიამ იგი
არ გაატარა რეგისტრაციაში, საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის/საარჩევნო
ბლოკის, ამომრჩეველთა რეგისტრირებული საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს
ამ საოლქო საარჩევნო კომისიაში, დამკვირვებლის სტატუსის მქონე რეგისტრირებულ
ორგანიზაციას, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დამკვირვებელი ორგანიზაცია რეგისტრაციაში
გატარდა საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით.
14. პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების
აკრედიტაციის შესახებ ცესკოს/საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის განკარგულების
გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: პრესის ან მასობრივი
ინფორმაციის
სხვა
საშუალების
წარმომადგენელს,
რომლის
განცხადება
აკრედიტაციის თაობაზე არ დააკმაყოფილა საარჩევნო კომისიამ, საარჩევნო
რეგისტრაციის მქონე პარტიას/საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო
ჯგუფის წარმომადგენელს ამ საარჩევნო კომისიაში, დამკვირვებლის სტატუსის მქონე
ორგანიზაციას.
15. ამ კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქმედების გამო
სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვთ:
ა) პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის
წარმომადგენელს
ცესკოში
(საქართველოს
პრეზიდენტის
არჩევნებისას),
დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, საარჩევნო კომისიას, თუ სარჩელი
ეხება პარტიის, საარჩევნო ბლოკის, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის ან
ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატის მიერ ზემოაღნიშნული წესის დარღვევას;
ბ) პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის
წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში (მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და მაჟორიტარული საარჩევნო
სისტემით საქართველოს პარლამენტის არჩევნების დროს), მაჟორიტარ კანდიდატს,
მერობის კანდიდატს, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, საარჩევნო
კომისიას, თუ სარჩელი საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატის მიერ
ზემოაღნიშნული წესის დარღვევას ეხება.
შენიშვნა: ამ პუნქტით განსაზღვრული პირი უფლებამოსილია ამავე პუნქტით
გათვალისწინებულ საკითხზე თავად მიმართოს სასამართლოს და სხვა
უფლებამოსილი პირისთვის ასეთი მოთხოვნის წარდგენის თაობაზე მის მიერ
წარდგენილი განცხადება/საჩივარი განხილვას არ ექვემდებარება.
16. პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების მიერ ამ კანონის 46ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 50-ე მუხლის პირველი−მე-4 პუნქტების დებულებათა
დარღვევის გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვს საქართველოს
კანონმდებლობით განსაზღვრულ პირს.
161 . (ამოღებულია - 12.06.2015, №3695).
59
17. ამ კანონის 48-ე და 118-ე მუხლების დებულებათა დარღვევის შემთხვევაში
საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულების გამო სასამართლოში სარჩელის
შეტანის უფლება აქვთ: კანდიდატის წარმდგენ პარტიას, საარჩევნო ბლოკს,
ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს, თვით კანდიდატს, რომლის შესახებაც გამოიცა
განკარგულება, საარჩევნო რეგისტრაციის მქონე სხვა პარტიის, საარჩევნო ბლოკის,
ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს
პრეზიდენტის არჩევნებისას), დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას,
ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს საოლქო საარჩევნო
კომისიაში (თუ საქმე ეხება მაჟორიტარ კანდიდატს), თუ კომისიამ არ დაადასტურა
ზემოაღნიშნული დარღვევა.
18. (ამოღებულია - 25.07.2013, №864).
19. ამ მუხლის მე-17 პუნქტით განსაზღვრულ საკითხებზე სარჩელი შეიტანება
შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში არაუგვიანეს კენჭისყრის დღის
მომდევნო დღისა, ხოლო სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს სარჩელის
შეტანიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა. რაიონული/საქალაქო სასამართლოს
გადაწყვეტილება
შეიძლება
გასაჩივრდეს
გადაწყვეტილების
გამოტანიდან
არაუგვიანეს
მომდევნო
დღისა
სააპელაციო
სასამართლოში,
რომელსაც
გადაწყვეტილება გამოაქვს სარჩელის შეტანიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა.
20. საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების
შემთხვევაში ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის შესაბამისი განკარგულების
გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: საარჩევნო რეგისტრაციის
მქონე პარტიის, საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის
წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, დამკვირვებლის
სტატუსის მქონე ორგანიზაციას.
21. საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის ან არცნობის
შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში
შეტანის უფლება აქვთ: პარტიის, საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა საინიციატივო
ჯგუფის
წარმომადგენელს,
მაჟორიტარ
კანდიდატს,
თვითმმართველი
ქალაქის/თვითმმართველი თემის მერობის კანდიდატს, დამკვირვებლის სტატუსის
მქონე ორგანიზაციის დამკვირვებელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.
22. არჩევნების ჩატარებულად ან არჩატარებულად გამოცხადების შესახებ
ცესკოს განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ:
არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა
საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტის
არჩევნების დროს), ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს საოლქო
საარჩევნო კომისიაში (თუ საქმე საარჩევნო ოლქს ეხება), მაჟორიტარ კანდიდატს,
თვითმმართველი
ქალაქის/თვითმმართველი
თემის
მერობის
კანდიდატს,
დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას.
23. საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების
შემთხვევაში ცესკოს შესაბამისი განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში
შეტანის უფლება აქვთ: არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო
60
ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს საოლქო საარჩევნო
კომისიაში, მაჟორიტარ კანდიდატს, თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი
თემის მერობის კანდიდატს, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას.
24. ცესკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამო სასამართლოში
სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას,
საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში
(საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას), ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატს,
მაჟორიტარ კანდიდატს (საქართველოს პარლამენტისა და ქალაქ თბილისის
საკრებულოს არჩევნებისას), დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას.
მუხლი 95. საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნების ჩატარება
1. საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ტარდება პრეზიდენტის
უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში. არჩევნების
თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის
კონტრასიგნაციით, არჩევნებამდე არაუგვიანეს 60 დღისა.
2. საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს საქართველოს პრეზიდენტის
არჩევნები არ ტარდება.
3. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების დანიშვნის შესახებ ცნობა
ქვეყნდება ცესკოს
ოფიციალურ
ვებგვერდზე და
მასობრივი
ინფორმაციის
საშუალებებით არაუგვიანეს არჩევნების დანიშვნის მომდევნო დღისა.
მუხლი 97. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება
1. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს
მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებას (პარტიას) ან ამომრჩეველთა 5-კაციან
საინიციატივო ჯგუფს.
2. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენა უნდა დადასტურდეს
არანაკლებ 25 000 (ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 0,75 პროცენტი) ამომრჩევლის
ხელმოწერით.
მუხლი 98. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის წესი
1. ცესკოში რეგისტრირებულ პარტიას, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს
უფლება აქვთ წარადგინონ საქართველოს პრეზიდენტობის თითო კანდიდატი.
2. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის მიზნით პარტიამ,
ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა კენჭისყრამდე არა უგვიანეს 50-ე დღისა
განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს თავმჯდომარეს, რის შემდეგაც უფლება აქვს,
შეაგროვოს მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერები.
61
3. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტობის
კანდიდატის:
ა) სახელი, გვარი;
ბ) დაბადების თარიღი;
გ) პროფესია;
დ) თანამდებობა (საქმიანობა);
ე) სამუშაო ადგილი;
ვ) რეგისტრაციის ადგილი;
ზ) პარტიულობა;
თ) საქართველოში ცხოვრების ვადა;
ი) წარმდგენი პარტიის დასახელება, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის
წევრებისა და მათი წარმომადგენლის სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის
პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) ნომერი, რეგისტრაციის
ადგილი, საკონტაქტო ტელეფონი და სხვა რეკვიზიტები (ასეთის არსებობის
შემთხვევაში).
4. განცხადებას თან უნდა ერთოდეს საქართველოს პრეზიდენტობის
კანდიდატად
წარდგენილი
პირის
წერილობითი
თანხმობა
არჩევნებში
მონაწილეობაზე, მისი დაბადების მოწმობის ფოტოასლი და სამი ფოტოსურათი.
5. განცხადებას ხელს აწერს პარტიის ხელმძღვანელი პირი ან ამომრჩეველთა
საინიციატივო ჯგუფის ყველა წევრი.
მუხლი 99. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერთა სიები
1. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციაში გასატარებლად
პარტიის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა კენჭისყრამდე
არა უგვიანეს 40 დღისა ცესკოს უნდა წარუდგინოს კანდიდატის მხარდამჭერ
ამომრჩეველთა სია.
2. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერ ამომრჩეველთა
სიაში უნდა იყოს არანაკლებ 25 000 (ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 0,75
პროცენტი) ამომრჩევლის ხელმოწერა.
მუხლი 100. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაცია
1.
საქართველოს
პრეზიდენტობის
კანდიდატს
განკარგულებით
რეგისტრაციაში ატარებს ცესკოს თავმჯდომარე არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 30ე დღისა.
2. ცესკოს თავმჯდომარე რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში საქართველოს
პრეზიდენტობის კანდიდატს აძლევს შესაბამის მოწმობას.
62
3. ცესკოს თავმჯდომარე რეგისტრაციაში არ გაატარებს საქართველოს
პრეზიდენტობის კანდიდატს, თუ:
ა) არასრული ან არასწორია ამ კანონის 98-ე მუხლის მე-3–მე-5 პუნქტებით
გათვალისწინებული მონაცემები;
ბ) მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიაში აღმოჩნდება 25 000 (ამომრჩეველთა
საერთო რაოდენობის 0,75 პროცენტი) ამომრჩევლის ხელმოწერაზე ნაკლები;
გ) დარღვეულია ამ კანონის 99-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული
ვადა.
4. ცესკო საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციიდან
არაუგვიანეს მე-6 დღისა თავის ოფიციალურ ვებგვერდზეაქვეყნებს ცნობას
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციის შესახებ, მისი სახელის,
გვარის, დაბადების წლის, თანამდებობის (საქმიანობის), საცხოვრებელი ადგილისა და
სამუშაო ადგილის მითითებით.
5. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს,
კენჭისყრამდე არა უგვიანეს 10 დღისა, მოხსნას თავისი კანდიდატურა, რისთვისაც
წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს.
მუხლი 105. არჩევნების მეორე ტური
1. თუ არჩევნების პირველ ტურში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმათა
საჭირო რაოდენობა, ინიშნება არჩევნების მეორე ტური.
2. არჩევნების მეორე ტურს განკარგულებით ნიშნავს ცესკო. არჩევნების მეორე
ტური იმართება არჩევნების პირველი ტურის შედეგების ოფიციალურად
გამოცხადებიდან ორი კვირის თავზე.
3. არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის უფლება აქვს პირველ ტურში
საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატს. თუ პირველ ტურში პირველის შემდგომი
უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატებს ხმათა თანაბარი რაოდენობა აქვთ მიღებული,
მეორე ტურში მონაწილის ვინაობა ვლინდება წილისყრით.
4. არჩევნების მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც
მეტ ხმას მიიღებს.
5. არჩევნების მეორე ტურში კანდიდატების მიერ ხმათა თანაბარი რაოდენობის
მიღების შემთხვევაში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც პირველ
ტურში მეტი ხმა მიიღო.
მუხლი 106. ხელახალი არჩევნები
1. ხელახალი არჩევნები იმართება, თუ არჩევნების პირველ ან მეორე ტურში
მონაწილე ყველა კანდიდატმა მოხსნა თავისი კანდიდატურა.
63
2. ხელახალი არჩევნები იმართება საერთო არჩევნების შედეგების შეჯამებიდან
2 თვის ვადაში.
3. ხელახალ არჩევნებს ნიშნავს საქართველოს პარლამენტი.
4. ცნობა ხელახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ ქვეყნდება პრესითა და
მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით.
5. ხელახალი არჩევნები ტარდება ამ კანონით საერთო არჩევნებისთვის
დადგენილი წესით და ცესკოს მიერ განსაზღვრულ ვადებში, მაგრამ საერთო
არჩევნების შედეგების შეჯამებიდან არა უგვიანეს 2 თვისა.
მუხლი 1101. მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები საქართველოს პარლამენტის
არჩევნებისათვის
1. საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნებისათვის ამ კანონის 110-ე
მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ადგილობრივი მაჟორიტარული
საარჩევნო ოლქები არის ამ არჩევნებამდე ჩატარებული ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოთა ბოლო არჩევნებისათვის ამ კანონის საფუძველზე
შექმნილი ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები.
2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის
მარტყოფის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებში იქმნება 22
მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
3. საგარეჯოს, გურჯაანის, ხაშურის, საჩხერის, ჭიათურის, წყალტუბოს,
სამტრედიის მუნიციპალიტეტების საზღვრებში იქმნება თითო მაჟორიტარული
საარჩევნო ოლქი.
4. სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტების საზღვრებში იქმნება
1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
5. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტისა და ყვარლის მუნიციპალიტეტის
ახალსოფლის, ბალღოჯიანის, ჭიკაანის, კუჭატნის, გავაზისა და მთისძირის
ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება 1
მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
6. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის, თელავის მუნიციპალიტეტის აკურის,
კისისხევის, კონდოლის, კურდღელაურის, ქვემო ხოდაშნის, შალაურისა და
წინანდლის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქებისა და ყვარლის
მუნიციპალიტეტის ქალაქ ყვარლის, შილდის, ენისლის, საბუისა და გრემის
ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება 1
მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
7. ახმეტის მუნიციპალიტეტისა და თელავის მუნიციპალიტეტის გულგულის,
ვარდისუბნის, თეთრი წყლების, იყალთოს, ნაფარეულის, რუისპირის, სანიორის,
ფშავლის, ყარაჯალისა და ართანის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო
ოლქების საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
64
8. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში იქმნება 2 მაჟორიტარული საარჩევნო
ოლქი.
9. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ქალაქ გარდაბნის, ვახტანგისის, კალინინოს,
ლემშვენიერის, ნაზარლოს, სართიჭალის, ქესალოს, ნორიოს და ჯანდარის
ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება 1
მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
10. თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის
კუმისის, თელეთის, კრწანისის, ახალი სამგორის, გამარჯვების, აღთაქლის,
ყარათაქლის, ყარაჯალარისა და ახალსოფლის ადგილობრივი მაჟორიტარული
საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
11. ბოლნისის მუნიციპალიტეტში (გარდა კაზრეთის ადგილობრივი
მაჟორიტარული საარჩევნო ოლქისა) იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
12. წალკისა და დმანისის მუნიციპალიტეტებისა
და ბოლნისის
მუნიციპალიტეტის კაზრეთის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის
საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
13. მარნეულის მუნიციპალიტეტის ალგეთის, კასუმლოს, სადახლოს,
ქაფანახჩის, ქურთლარის, ყაჩაღანისა და ყულარის ადგილობრივი მაჟორიტარული
საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
14. მარნეულის მუნიციპალიტეტის ქალაქ მარნეულის, ყიზილაჯლოს,
თამარისის, წერეთლის, დამია-გიაურარხის, შულავრის, შაუმიანის, წერაქვის,
ხოჯორნის, ახქერფისა და ოფრეთის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო
ოლქების საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
15. ქალაქ მცხეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტების საზღვრებში იქმნება 1
მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
16. დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების საზღვრებში
იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
17. კასპის მუნიციპალიტეტისა და გორის მუნიციპალიტეტის ქვახვრელის
ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებში იქმნება 1
მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
18. ქარელის მუნიციპალიტეტისა და გორის მუნიციპალიტეტის ვარიანისა და
შინდისის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება 1
მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
19. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტისა და გორის მუნიციპალიტეტის
ტინისხიდისა და ბერბუკის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების
საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
20. გორის მუნიციპალიტეტში (გარდა ქვახვრელის, ვარიანის, შინდისის,
ტინისხიდისა და ბერბუკის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქებისა)
იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
65
21. ქალაქ ახალციხის, ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტების
საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
22. ბორჯომის მუნიციპალიტეტის, ასპინძის მუნიციპალიტეტისა და
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის აზავრეთის, კოჭიოს, პტენის, ბარალეთისა და
ჩუნჩხის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება 1
მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
23. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის
(გარდა აზავრეთის, კოჭიოს, პტენის, ბარალეთისა და ჩუნჩხის ადგილობრივი
მაჟორიტარული საარჩევნო ოლქებისა) საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული
საარჩევნო ოლქი.
24. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტის
კვახჭირის, ჭოგნარისა და გოდოგნის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო
ოლქების საზღვრებში იქმნება 3 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
25. ტყიბულის მუნიციპალიტეტისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტის (გარდა
კვახჭირის, ჭოგნარისა და გოდოგნის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო
ოლქებისა) საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
26. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, ბაღდათის მუნიციპალიტეტისა და
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ილემის, სანახშირის, შროშის, ფუთისა და ძირულის
ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება 1
მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
27. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის (გარდა ილემის, სანახშირის, შროშის,
ფუთისა და ძირულის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქებისა)
საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
28. ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტების
მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
საზღვრებში
იქმნება
1
29. ქალაქ ამბროლაურის, ამბროლაურის, ონის, ლენტეხის, მესტიისა და
ცაგერის მუნიციპალიტეტების საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო
ოლქი.
30.
ქალაქ
ოზურგეთის
მუნიციპალიტეტისა
და
ოზურგეთის
მუნიციპალიტეტის (გარდა ნატანების, ურეკის, ნაგომრის, სილაურის, ძიმითის,
ჯუმათის, ბაილეთისა და ნასაკირალის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო
ოლქებისა) საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
31. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის (გარდა სუფსისა და ღრმაღელის
ადგილობრივი
მაჟორიტარული
საარჩევნო
ოლქებისა),
ჩოხატაურის
მუნიციპალიტეტისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ნაგომრის, სილაურის,
ძიმითის, ჯუმათის, ბაილეთისა და ნასაკირალის ადგილობრივი მაჟორიტარული
საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
32. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სუფსისა
და ღრმაღელის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქებისა და ოზურგეთის
66
მუნიციპალიტეტის ნატანებისა და ურეკის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო
ოლქების საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
33. მარტვილის მუნიციპალიტეტისა და აბაშის მუნიციპალიტეტის (გარდა
ნორიოს, ზანათისა და წყემის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქებისა)
საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
34. სენაკის მუნიციპალიტეტისა და აბაშის მუნიციპალიტეტის ნორიოს,
ზანათისა და წყემის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში
იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
35. ხობის მუნიციპალიტეტისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერგეტის,
ნარაზენის, ცაიშის, ჭითაწყარის, ოქტომბრის, ახალსოფლისა და დიდი ნეძის
ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება 1
მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
36. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის
აბასთუმნის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებში იქმნება 1
მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
37. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის (გარდა აბასთუმნის, ერგეტის, ნარაზენის,
ცაიშის, ჭითაწყარის, ოქტომბრის, ახალსოფლისა და დიდი ნეძის ადგილობრივი
მაჟორიტარული საარჩევნო ოლქებისა) საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული
საარჩევნო ოლქი.
38. წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტების საზღვრებში იქმნება 1
მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
39. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის
ხალის, ჩაისუბნის, საჩინოს, ჩაქვისა და ციხისძირის ადგილობრივი მაჟორიტარული
საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება 3 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
40. ქობულეთის მუნიციპალიტეტის (გარდა ხალის, ჩაისუბნის, საჩინოს, ჩაქვისა
და ციხისძირის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქებისა) საზღვრებში
იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
41. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისა და ქედის მუნიციპალიტეტის
მახუნცეთის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებში იქმნება 1
მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
42. ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებისა და ქედის მუნიციპალიტეტის
(გარდა მახუნცეთის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქისა) საზღვრებში
იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
მუხლი 129. საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები
1. მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან არჩეული პარლამენტის წევრის
გამოკლების შემთხვევაში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები
67
იმართება აპრილში ან ოქტომბერში, ამ კანონით დადგენილი წესით. თუ პარლამენტის
წევრს უფლებამოსილება შეუწყდა 15 თებერვლიდან 15 ივლისამდე, საქართველოს
პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება იმავე წლის ოქტომბერში, ხოლო თუ
პარლამენტის წევრს უფლებამოსილება შეუწყდა 15 ივლისიდან 15 თებერვლამდე,
მაშინ − უახლოეს აპრილში. საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების წელს
შუალედური არჩევნები არ იმართება.
2.
საქართველოს
პარლამენტის
შუალედური
არჩევნების
თარიღს
განკარგულებით ნიშნავს და საარჩევნო ღონისძიებათა ვადებს განკარგულებით
ადგენს ცესკო არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 2 თვისა.
3. საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მიზნით
პარტიამ/საარჩევნო ბლოკმა, რომელიც ცესკოში რეგისტრირებული იყო ბოლო
საპარლამენტო არჩევნებისას, აგრეთვე პარტიამ, რომელსაც შუალედური არჩევნების
დანიშვნის დღისთვის ჰყავს ამ კანონის 113-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში,
შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად თავისი ხელმძღვანელი
პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს
შუალედური არჩევნების დანიშვნის შემდეგ, მაგრამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს
57-ე დღისა. იმ პარტიის საარჩევნო რეგისტრაცია, რომელსაც ჰყავს წარმომადგენელი
საქართველოს პარლამენტში, ხორციელდება ამ კანონის 113-ე მუხლის მე-2−მე-7
პუნქტებით დადგენილი წესით.
4. პარტიამ, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ
პირობებს, საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის
უფლების მისაღებად თავისი ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი
განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს შუალედური არჩევნების დანიშვნის შემდეგ,
მაგრამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა. განცხადების მიღებისთანავე მას
გადაეცემა ცესკოს მიერ დადგენილი ფორმის პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუში.
პარტია, რომელიც არ არის კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი, ვალდებულია
შუალედური არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 50-ე დღისა ცესკოს წარუდგინოს
საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი სულ
ცოტა 25 000 (ეს რიცხვი არ უნდა აღემატებოდეს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის
1%-ს) ამომრჩევლის სია, ხოლო თუ პარტია კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტია −
სულ ცოტა 1 000 ამომრჩევლის სია. მხარდამჭერთა სია მოწმდება ამ კანონის 38-ე
მუხლით დადგენილი წესით. პარტიის საარჩევნო რეგისტრაცია ხორციელდება ამ
კანონის 113-ე მუხლით დადგენილი წესით.
მუხლი 144. საკრებულოს წევრობის კანდიდატთა წარდგენა მაჟორიტარულ
საარჩევნო ოლქში
68
1. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს –
საკრებულოს წევრის არჩევნებში შესაბამის საარჩევნო ოლქში კანდიდატთა წარდგენის
უფლება აქვთ:
ა) არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას;
ბ) საარჩევნო ბლოკს;
გ) ამომრჩეველთა 5-კაციან საინიციატივო ჯგუფს.
2. საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი კანდიდატის წარსადგენად არჩევნებში
დამოუკიდებლად მონაწილე პარტიამ/საარჩევნო ბლოკმა კენჭისყრის დღემდე
არაუგვიანეს 30-ე დღისა, ხოლო ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა − ამ კანონის
141-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს
შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.
3. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს მაჟორიტარი კანდიდატის:
ა) გვარი, სახელი;
ბ) დაბადების თარიღი;
გ) პროფესია;
დ) თანამდებობა (საქმიანობა);
ე) სამუშაო ადგილი (თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი“);
ვ) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;
ზ) რეგისტრაციის ადგილი;
თ) საარჩევნო ოლქის დასახელება, რომელშიც იგი წარდგენილია მაჟორიტარ
კანდიდატად;
ი) პარტიულობა (პარტიის წევრობის შემთხვევაში, ხოლო თუ უპარტიოა,
მიეთითება „უპარტიო“).
4. განცხადება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი
ორგანოს – საკრებულოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ გადაეცემა
შესაბამის საარჩევნო კომისიას. იგი დამოწმებული უნდა იყოს პარტიის ან საარჩევნო
ბლოკში გაერთიანებული ყველა პარტიის უფლებამოსილი პირების ხელმოწერებით.
5. განცხადებას უნდა ერთოდეს კანდიდატის საქართველოს მოქალაქის
პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი, 2
ფოტოსურათი და მის მიერ ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი (2 ცალად).
სააღრიცხვო ბარათში კანდიდატის საანკეტო მონაცემებთან (სახელი, გვარი,
საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის
პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით) და რეგისტრაციის
თარიღი, დაბადების თარიღი) ერთად მითითებული უნდა იყოს საქართველოში 5
წლის ცხოვრების ფაქტი და თანხმობა შესაბამის საარჩევნო ოლქში კენჭისყრაზე.
69
6. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ
საარჩევნო ოლქში წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატი იმავდროულად შეიძლება
იყოს შესაბამისი პარტიის/საარჩევნო ბლოკის პარტიულ სიაში.
მუხლი 1541. საკრებულოს რიგგარეშე არჩევნები
1. საკრებულოს ვადამდე დათხოვნის/უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის
შემთხვევაში ტარდება შესაბამისი საკრებულოს რიგგარეშე არჩევნები. რიგგარეშე
არჩევნები არ ტარდება, თუ საკრებულოს ვადამდე დათხოვნის/უფლებამოსილების
ვადამდე შეწყვეტის მომენტში შესაბამისი საკრებულოს უფლებამოსილების ვადის
ამოწურვამდე 1 წელზე ნაკლებია დარჩენილი.
2. საკრებულოს რიგგარეშე არჩევნებს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით, საკრებულოს ვადამდე
დათხოვნის/უფლებამოსილების
ვადამდე
შეწყვეტის
შესახებ
შესაბამისი
სამართლებრივი აქტის ამოქმედებიდან არაუადრეს მე-8 და არაუგვიანეს მე-10 დღისა.
არჩევნები ტარდება არჩევნების დანიშვნიდან არაუგვიანეს 50-ე დღისა.
3. რიგგარეშე არჩევნებში საკრებულო აირჩევა შესაბამისი საკრებულოს
უფლებამოსილების დარჩენილი ვადით.
4. საკრებულოს რიგგარეშე არჩევნებში პარტია/საარჩევნო ბლოკი და
ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი მონაწილეობენ ამ კანონის 154-ე მუხლის მე-5
და მე-6 პუნქტებით დადგენილი წესებით. საკრებულოს რიგგარეშე არჩევნების
ჩატარების ვადებს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 49-ე დღისა განკარგულებით
ადგენს ცესკო.
მუხლი 167. მერობის კანდიდატის რეგისტრაცია და რიგითი ნომრის განსაზღვრა
1. მერად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე
25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 5 წელს მაინც.
2. (ძალადაკარგულია - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016
წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება №3/2/588 - ვებგვერდი, 04.05.2016წ.)
2 1. კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა მერობის კანდიდატის
წარდგენის უფლება აქვთ ამ კანონის 142-ე მუხლის შესაბამისად რეგისტრირებულ
პარტიას/საარჩევნო ბლოკს, აგრეთვე ამ კანონის 141-ე მუხლის შესაბამისად
რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს.
3. მერობის კანდიდატის სტატუსის მის თანამდებობრივ მდგომარეობასთან
შეუთავსებლობა განისაზღვრება ამ კანონის 136-ე მუხლით. მერობის კანდიდატის
სტატუსის მის თანამდებობრივ მდგომარეობასთან შეუთავსებლობაზე არ ვრცელდება
ამ კანონის 117-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი.
4. პარტია/საარჩევნო ბლოკი/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი მერობის
კანდიდატის რეგისტრაციისათვის საბუთებს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას
70
წარუდგენს. გამონაკლისია ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატი, რომლის
საბუთებიც ცესკოს წარედგინება. მერობის კანდიდატის რეგისტრაციისათვის
წარდგენილ საბუთებს ამოწმებს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე,
რომელიც საბუთების წარდგენიდან 2 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს არჩევნების
დღემდე 28-ე დღისა:
ა) საარჩევნო რეგისტრაციაში ატარებს მერობის კანდიდატს, თუ კანდიდატის
სარეგისტრაციო დოკუმენტაცია აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ)
მერობის
კანდიდატის
წარმდგენი
პარტიის/საარჩევნო
ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს წერილობით
აცნობებს კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში არსებული მონაცემების ამ
კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის
მითითებით),
თუ
ასეთი
შეუსაბამობა
არსებობს;
პარტიის/საარჩევნო
ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს საბუთების
სრულყოფისთვის 2 დღე ეძლევა.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შესწორებული
მონაცემები მოწმდება და კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი წყდება
მონაცემების წარდგენიდან 2 დღის ვადაში.
6. თუ შესწორებული მონაცემები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ
მოთხოვნებს,
შესაბამისი
საარჩევნო
კომისიის
თავმჯდომარე
საარჩევნო
რეგისტრაციაში ატარებს მერობის კანდიდატს, ხოლო შეუსაბამობის შემთხვევაში
იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას მისთვის საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის
თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად აღინიშნება რეგისტრაციაზე უარის თქმის
მიზეზები და კანონის ის ნორმები, რომელთა მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობამაც
გამოიწვია უარის თქმა). განკარგულება კანდიდატის წარმდგენ საარჩევნო სუბიექტს
დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა.
7. მერობის კანდიდატის რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში შესაბამისი
საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მას გადასცემს კანდიდატის მოწმობას.
8. მერობის კანდიდატი რეგისტრაციაში გატარდება, თუ წარდგენილია:
ა) კანდიდატის სააღრიცხვო ბარათი;
ბ) კანდიდატის წარდგენის შესახებ განცხადება, რომელიც დამოწმებულია
ხელმძღვანელ პირთა ხელმოწერებით;
ბ1) კანდიდატის წარდგენის შესახებ განცხადება, რომელიც დამოწმებულია
პარტიის/საარჩევნო ბლოკის ხელმძღვანელი პირის (პირების), ამომრჩეველთა
საინიციატივო ჯგუფის წევრთა ხელმოწერებით;
გ) ორი ფოტოსურათი;
დ) კანდიდატის საქართველოს მოქალაქის
საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი.
71
პირადობის
მოწმობის
ან
9. კანდიდატის წარმდგენი საარჩევნო სუბიექტის გადაწყვეტილებას მერობის
კანდიდატის წარდგენის შესახებ უნდა დაერთოს სააღრიცხვო ბარათი, რომელშიც
მითითებულია კანდიდატის:
ა) სახელი, გვარი;
ბ) დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
გ) სქესი;
დ) მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს
მონაცემთა ბაზის მიხედვით);
ე) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;
ვ) სამუშაო ადგილი (დაწესებულების, ორგანიზაციის, საწარმოს და ა. შ.
დასახელება);
ზ) თანამდებობა; თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი“;
თ) პარტიულობა; თუ უპარტიოა, მიეთითება „უპარტიო“;
ი) საქართველოში 5 წლის ცხოვრების ფაქტი;
კ) თანხმობა მერად/გამგებლად კენჭისყრაზე;
ლ) ხელმოწერა და ხელმოწერის თარიღი.
10. მერობის კანდიდატი რეგისტრაციაში არ გატარდება ამ მუხლის მე-4–მე-6
პუნქტების მოთხოვნების გათვალისწინებით, ხოლო რეგისტრირებული კანდიდატის
საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის
თავმჯდომარის განკარგულებით, ქალაქ თბილისის მერის არჩევნების დროს კი –
ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით – ამ პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებში
აღნიშნულ შემთხვევებში, ან სასამართლოს გადაწყვეტილებით – ამ პუნქტის „დ“
ქვეპუნქტში აღნიშნულ შემთხვევაში, თუ საარჩევნო კომისიისათვის წარდგენილი
განცხადებები და საბუთები არ აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ ყველა
მოთხოვნას ან დაკმაყოფილებული არ არის ამავე კანონით დადგენილი სხვა პირობები,
კერძოდ, თუ:
ა) განცხადებებსა და საბუთებში აღნიშნული მონაცემები არასრულია ან
არასწორია;
ბ) ერთდროულად არსებობს ან არსებობდა მერობის კანდიდატის თანხმობა
სხვა მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებში ან/და ნებისმიერი საკრებულოს არჩევნებში
კანდიდატის სტატუსით მონაწილეობაზე;
გ) დარღვეულია ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები;
დ) დარღვეულია ამ კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის ან/და 48-ე მუხლის
მოთხოვნები.
11. მერობის კანდიდატს მისი წარმდგენი საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი
მიეკუთვნება. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატის
72
რიგითი ნომერი განისაზღვრება ამ კანონის 119-ე მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი
წესით.
მუხლის 1692. მერის რიგგარეშე არჩევნები
1. მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში რიგგარეშე
არჩევნებს ნიშნავს ცესკო განკარგულებით. არჩევნები ტარდება არჩევნების
დანიშვნიდან არაუგვიანეს 50-ე დღისა. არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 49-ე დღისა
ცესკო განკარგულებით ადგენს საარჩევნო ღონისძიებათა ვადებს.
2. მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში რიგგარეშე
არჩევნები ტარდება მაისში ან ოქტომბერში, ამ კანონით დადგენილი წესით. თუ მერს
უფლებამოსილება 15 თებერვლიდან 15 ივლისამდე შეუწყდა, რიგგარეშე არჩევნები
ტარდება იმავე წლის ოქტომბერში, ხოლო თუ მერს უფლებამოსილება 15 ივლისიდან
15 თებერვლამდე შეუწყდა − უახლოეს მაისში. მუნიციპალიტეტის ორგანოების
მორიგი არჩევნების წელს მერის რიგგარეშე არჩევნები არ ტარდება.
3. რიგგარეშე არჩევნებში მერი აირჩევა შესაბამისი მუნიციპალიტეტის
საკრებულოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით.
4. ( ძალადაკარგულია- საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016
წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება №3/2/588 - ვებგვერდი, 04.05.2016წ.)
4 1. მერის რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ამ კანონის 142-ე
მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული პარტია/საარჩევნო ბლოკი,
აგრეთვე პარტია, რომელმაც რეგისტრაცია გაიარა მუნიციპალიტეტის ორგანოთა
ბოლო არჩევნებში მონაწილეობისათვის, განცხადებით მიმართავს ცესკოს არჩევნების
დღემდე არაუგვიანეს 47-ე დღისა. იმავე ვადაში ცესკოს განცხადებით მიმართავს
პარტია, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ პირობას, ხოლო ამომრჩეველთა
საინიციატივო ჯგუფი განცხადებით მიმართავს შესაბამის საარჩევნო კომისიას. ასეთ
პარტიას განცხადების მიღებისთანავე ცესკო გადასცემს პარტიის მხარდამჭერთა სიის
ნიმუშს მხარდამჭერთა ხელმოწერების შესაგროვებლად, ხოლო ამომრჩეველთა
საინიციატივო ჯგუფს შესაბამისი საარჩევნო კომისია გადასცემს მხარდამჭერთა სიის
ნიმუშს მის მიერ წარდგენილი მერობის კანდიდატის მხარდამჭერთა ხელმოწერების
შესაგროვებლად.
5. პარტია, რომლის რეგისტრაციაც, ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,
პარტიის მხარდამჭერთა სიის წარდგენას საჭიროებს, აგრეთვე ამომრჩეველთა
საინიციატივო ჯგუფი ვალდებულია არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-40 დღისა,
შესაბამისად, ცესკოს ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას წარუდგინოს მერის
არჩევნებში პარტიის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი
კანდიდატის მონაწილეობის მხარდამჭერი ამომრჩევლების სია.
73