საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების ეკა ბესელიას და გედევან ფოფხაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის და „ნდობის ჯგუფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/159, 26.04.2018) საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადის 11 ივნისიდან 4 კვირით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
08.06.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#9907/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-06-11
ბიუროს ნომერი 171

📜 ტექსტი

წერილი
N 9907 08/06/2018 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრების ეკა ბესელიასა და გედევან ფოფხაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით განსახილველად წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს კანონის პროექტი „ნდობის ჯგუფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, (№07-3/159; 26.04.2018). საკანონმდებლო პაკეტში შემავალ ზამოაღნიშნულ პროექტებზე წამყვანი კომიტეტია საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი. ცალკეული საკითხების დაზუსტებისა და დამატებითი კონსულტაციების გამართვის საჭიროებიდან გამომდინარე გთხოვთ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 147-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, აღნიშნული პროექტების განხილვის ვადა 2018 წლის 11 ივნისიდან გააგრძელოთ 4 კვირით. პატივისცემით, გიორგი კახიანი თავმჯდომარე