ალტერნატიული კანონი - ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ დემოკრატების“ მიერ წარმოდგენილი ალტერნატიული კანონი საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივით წარმოდგენილ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ (№07-2/162; 29.12.2017) საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით

საქართველოს კანონის პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
11.06.2018
ავტორი
ფრაქცია „ქართული ოცნება-სოციალ-დემოკრატები“
ნომერი
#10039/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-06-11
ბიუროს ნომერი 171

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საპენსიო სისტემის შესახებ თავი I. ზოგადი დებულებანი მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო 1. ეს კანონი არეგულირებს საპენსიო სისტემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. 2. ამ კანონით დარეგულირებულ ურთიერთობები ხორციელდება საპენსიო სისტემასთან სახელმწიფო პენსიის დაკავშირებული და კომპენსაციის უზრუნველყოფისაგან დამოუკიდებლად. 3. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება: ა) დამსაქმებლებზე; ბ) საქართველოს მოქალაქეებზე გარდა არარეზიდენტი ფიზიკური პირებისა; გ) საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ან/და მოქალაქეობის არმქონე პირებზე გარდა არარეზიდენტი ფიზიკური პირებისა; დ) აქტივების მმართველი კომპანიების, სპეციალიზებული დეპოზიტარების, კომერციული ბანკების, სადაზღვევო კომპანიების და სხვა პირების საქმიანობაზე იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ასეთი საქმიანობა უკავშირდება საპენსიო სისტემას. მუხლი 2. კანონის მიზნები 1. ამ კანონის მიზანია იმგვარი საპენსიო სისტემის ჩამოყალიბება რომელიც, უზრუნველყოფს: ა) პირის ღირსეული სიბერის გარანტიას; ბ) თაობათა შორის სოლიდარობას; გ) ეფექტიან და სწრაფ საპენსიო სისტემას მამავალში საპენსიო ასაკს მიღწეული პირებისათვის. 1 პროექტი 2. კანონი მიზნად ისახავს, შექმნას იმგვარი საპენსიო სისტემა, რომელშიც მონაწილეობა ნებისმიერი დასაქმებულისა და თვითდასაქმებულისათის ღირსეული პენსიის მიღების გარანტი იქნება. 3. კანონი მიზნად ისახავს პირთა ეკონომიკური უთანასწორობის შემცირებასა და სოციალურ დაცვას. 4. კანონი მიზნად ისახავს საპენსიო სისტემის სქემის ფარგლებში უზრუნველყოს მონაწილეთა ინტერესების შესაბამისად საპენსიო აქტივების მართვა. მუხლი 3. საპენსიო სისტემის სტრუქტურა 1. საპენსიო სისტემა შედგება სამის სვეტისაგან. 2. საპენსიო სისტემის შემადგენელი პირველი სვეტია საბაზისო პენსია, რომელიც რეგულირდება „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით. 3. საპენსიო სისტემის შემადგენელ მეორე სვეტს წარმოადგენს თაობათა სოლიდარობის სქემა, რომლის ფარგლებშიც არსებული საპენსიო აქტივები ინახება საპენსიო ფონდში. 4. საპენსიო სისტემის მესამე შემადგენელი სვეტია დაგროვებითი პენსიის სქემა, რომლის ფარგლებშიც არსებული საპენსიო აქტივები ინახება საპენსიო ფონდში. მუხლი 4. კანონში გამოყენებული ტერმინები 1. ამ კანონის მიზნებისთვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) აფილირებული პირი - ნებისმიერი პირისთვის: ა.ა) წილობრივი მონაწილეობის ათ პროცენტზე (10%) მეტის მფლობელი, ან წილობრივი მონაწილეობის ათ პროცენტზე (10%) ნაკლების მფლობელი, რომელსაც აქვს შესაძლებლობა პირდაპირი ან არაპირდაპირი გავლენა მოახდინოს ამ პირის გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე; ა.ბ) ნებისმიერი სხვა იურიდიული პირი, რომლის წილის ოცდახუთ (25%) პროცენტზე მეტის პირდაპირი ან არაპირდაპირი მფლობელი ამავე დროს პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს ამ პირის წილის ოცდახუთ პროცენტზე (25%) მეტს; ა.გ) საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო ან ადმინისტრაციული გადაწყვეტილების მიმღები ან სამეთვალყურეო ორგანოს ნებისმიერი წევრი; 2 პროექტი ბ) აქტივების მმართველი კომპანია – საქართველოს ეროვნული ბანკის ან სხვა სახელმწიფოს შესაბამისი მარეგულირებლის მიერ აქტივების მართვის მიზნით ლიცენზირებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებული ნდობითი ვალდებულების მქონე იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს საპენსიო სააგენტოს აქტივების მართვას აქტივების მართვის ხელშეკრულების საფუძველზე ან იმ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აქტივების მართვის მიზნით ან/და საინვესტიციო რჩევების გაცემის მიზნით შექმნილი ან დაფუძნებული პირი, რომლის წევრ სახელმწიფოს წარმოადგენს საქართველო და რომელიც არ ექვემდებარება ცალკეული ქვეყნის შესაბამისი მარეგულირებლის მიერ ლიცენზირებას; გ) აქტივების განთავსების სტრატეგია - საინვესტიციო სტრატეგია, რომელიც მოიცავს საინვესტიციო პორტფელში სხვადასხვა კლასის აქტივების განთავსების იმ მიზნობრივ მაჩვენებლებს, მაჩვენებლების განსაზღვრის საფუძველს და მიზნობრივი მაჩვენებლებიდან გადახრის დაშვებულ ნორმებს, რომლებიც დამოკიდებულია საპენსიო სააგენტოს ან/და აქტივების მმართველი კომპანი(ებ)ის რისკის მიმართ ტოლერანტულობაზე, საინვესტიციო პერიოდზე, საინვესტიციო მიზნებზე და რომლებიც დროთა განმავლობაში შესაძლებელია შეიცვალოს აღნიშნული პარამეტრების ცვლილების შესაბამისად; დ) განსაზღვრული სარგებელის საპენსიო სქემა - თაობათა სოლიდარობის საპენსიო სქემა, რომელშიც მონაწილეობის შედეგად მისაღები სარგებელი გამოითვლება ამ კანონის შესაბამისად, პროცენტებში ან წილადებში გამოსახული დაგროვების კოეფიციენტიდან, რომელიც მიიღება შენატანების წლების რაოდენობასთან ჩანაცვლების კოეფიციენტის შეფარდებით. საპენსიო სარგებელის გაცემა ხდება ამ კანონის შესაბამისად; ე) განსაზღვრული შენატანის საპენსიო სქემა – დაგროვებითი პენსიის სქემა, რომელშიც მონაწილის სასარგებლოდ განსახორციელებელი შენატანები გამოითვლება ამ კანონის შესაბამისად განსაზღვრული წესით და აისახება საპენსიო ფონდში მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე. დაგროვებითი პენსიის სქემაში მონაწილის ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშიდან დაგროვებითი პენსიის არსებობით მიღებული სარგებელი გამოითვლება მხოლოდ განხორციელებული შენატანების და ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე დარიცხული შემოსავლის, ხარჯის, ნამეტი შემოსავლის, დანაკარგის, სხვა შემოსავლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასახვის შედეგად. დაგროვებითი პენსიის გაცემა ხდება ამ კანონის შესაბამისად; 3 პროექტი ვ) დაგროვებითი პენსია - დაგროვებითი პენსიის სქემაში მონაწილეობის შედეგად საპენსიო ფონდიდან მიღებული ფულადი სარგებელი, რომლის გადახდა მონაწილისათვის ხორციელდება ამ კანონით განსაზღვრული ოდენობითა და წესით; ზ) დაგროვების კოეფიციენტი - საპენსიო სარგებელის გამოანგარიშების კოეფიციენტი. დაგროვების კოეფიციენტით თაობათა სოლიდარობის სქემაში ანგარიშდება პენსიის ოდენობა, რომელიც მოიცავს სტაჟს და დამსახურებას. დაგროვების კოეფიციენტით გამოითვლება წინასწარ განსაზღვრული ჩანაცვლების კოეფიციენტის თანაფარდობა შენატანების წლების მაქსიმალურ რაოდენობასთან, რომელიც გამოისახება წილადებით ან პროცენტებში. თ) დამსაქმებელი – პირი, რომელიც ანაზღაურებს დასაქმებულის მიერ შესრულებულ სამუშაოს; ი) დასაქმებული - ფიზიკური პირი, რომელიც: ი.ა) ვალდებულებებს ასრულებს იმ ურთიერთობათა ფარგლებში, რომლებიც რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით ან/და საქართველოს ან უცხო ქვეყნის შრომის კანონმდებლობით; ი.ბ) ასრულებს ვალდებულებებს, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, სამართალდამცავ და მასთან გათანაბრებულ ორგანოებში მის სამსახურთან; ი.გ) არის საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელი (დირექტორი), ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შემსრულებელი; თ.დ) დასაქმებულია საჯარო დაწესებულებაში „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად; კ) ერთიანი გადახდა – დაგროვებითი პენსიის სქემის მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული საპენსიო აქტივების შესაბამისი სრული ღირებულების გადახდა; ლ) ეროვნული ბანკი – საქართველოს ეროვნული ბანკი; მ) თაობათა სოლიდარობის საპენსიო ანგარიში - საპენსიო სააგენტოს მიერ თაობათა სოლიდარობისა სქემის მონაწილისთვის შექმნილი აღრიცხვის ფორმა, რომელიც ასახავს მონაწილის სასარგებლოდ განხორციელებულ შენატანებს, საპენსიო აქტივების მართვის შედეგებს და ყველა დაკავშირებულ ხარჯს; ნ) თვითდასაქმებული – ინდივიდუალური მეწარმე, ასევე ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 4 პროექტი პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას, საქმიანობის იმ ნაწილში, რომელიც არ ექვემდებარება გადასახადის წყაროსთან დაკავებას; ო) თვითდასაქმებულის შემოსავალი: პ.ა.) ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სამეწარმეო საქმიანობიდან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას დაქვემდებარებული დასაბეგრი შემოსავალი. პ.ბ.) საქართველოს მეწარმეთა შესახებ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირების შემთხვევაში საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას დაქვემდებარებული დასაბეგრი შემოსავალი; ჟ) ინდივიდუალური საპენსიო ანგარიში – საპენსიო სააგენტოს მიერ დაგროვებითი პენსიის სქემის მონაწილისთვის შექმნილი აღრიცხვის ფორმა, რომელიც ასახავს მონაწილის სასარგებლოდ განხორციელებულ შენატანებს, საპენსიო აქტივების მართვის შედეგებს და ყველა დაკავშირებულ ხარჯს; რ) მონაწილე – ფიზიკური პირი, რომელსაც შეაქვს საპენსიო შენატანი ან/და რომლის სასარგებლოდაც ხდება საპენსიო შენატანების შეტანა საპენსიო ფონდში; ს) ნდობითი ვალდებულების მქონე პირი – საპენსიო აქტივებთან დაკავშირებით თაობათა სოლიდარობისა და დაგროვებით პენსიის სქემების მონაწილეების მიმართ პასუხისმგებელი პირი, რომელიც: ს.ა) ახორციელებს საპენსიო სააგენტოს საპენსიო აქტივების მართვის პროცესში ნებისმიერ უფლებამოსილებას ან კონტროლს გარდა ეროვნული ბანკის მიერ რეგულირების მიზნებისთვის კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ს.ბ) უზრუნველყოფს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო რჩევით, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე; ს.გ) ახორციელებს გარიგებების აღრიცხვას და ამ გარიგებებთან დაკავშირებული ინფორმაციის დამუშავებას, მონაწილეთა შესახებ ჩანაწერთა წარმოებას ან/და შენახვას. ტ) პენსია – თაობათა სოლიდარობისა და დაგროვებითი პენსიის სქემებში მონაწილეობის შედეგად მიღებული ფულადი სარგებელი, რომლის გადახდა მონაწილისათვის ხორციელდება ამ კანონით განსაზღვრული ოდენობითა და წესით; უ) პროგრამული გატანა – პენსიის პერიოდული გატანა ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშიდან ამ კანონის შესაბამისად; 5 პროექტი ფ) საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი – საინვესტიციო საბჭოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს საპენსიო ფონდში არსებული საპენსიო აქტივების საინვესტიციო სტრატეგიას და პრინციპებს და რომლითაც ხელმძღვანელობს საპენსიო სააგენტო ან/და აქტივების მმართველი კომპანი(ები)ა თაობათა სოლიდარობისა და დაგროვებითი პენსიის სქემების მონაწილეთა საპენსიო აქტივების მართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში; ქ) საპენსიო ასაკი – „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ასაკი; ღ) საპენსიო აქტივები - ყველა იმ აქტივის ერთობლიობა, რომელიც ყველა შემოსავლისა და ხარჯის, გათვალისწინებით აღრიცხულია საპენსიო ფონდში მონაწილეების ინდივიდუალურ და თაობათა შორის საპენსიო ანგარიშებზე. საპენსიო აქტივებზე არ ვრცელდება საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი; ყ) საპენსიო სარგებელი - თაობათა სოლიდარობის სქემაში მონაწილეობის შედეგად საპენსიო ფონდიდან მიღებული ფულადი სარგებელი, რომლის გადახდა მონაწილისათვის ხორციელდება ამ კანონით განსაზღვრული ოდენობითა და წესით; შ) საპენსიო სისტემა - „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულიი საბაზისო პენსია და ამ კანონით გათვალისწინებული საპენსიო სქემები; ჩ) საპენსიო სქემები - თაობათა სოლიდარობის სქემა და დაგროვებითი პენსიის სქემა; ც) საპენსიო ფონდი - ამ კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით თაობათა სოლიდარობის სქემასა და დაგროვებითი პენსიის სქემაში საპენსიო შენატანების შემნახველი ფონდი, რომელშიც არსებული საპენსიო აქტივები გამოიყენება მხოლოდ ამ კანონის მიზნების შესაბამისად. ძ) საპენსიო შენატანი – მონაწილის სასარგებლოდ ამ კანონით განსაზღვრული წესით და ოდენობით საპენსიო ფონდში მონაწილის ინდივიდუალურ და თაობათა სოლიდარობის საპენსიო ანგარიშებზე ასახვის მიზნით გადახდილი თანხა, რომელსაც იხდის დამსაქმებელი, დასაქმებული და სახელმწიფო თუ მონაწილე დასაქმებული პირია ან/და თვითდასაქმებული და სახელმწიფო, თუ მონაწილე თვითდასაქმებული პირია; წ) სამეთვალყურეო საბჭო - საპენსიო სააგენტოს საბჭო, რომელიც შედგება საქართველოს ფინანსთა მინისტრისგან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისგან, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური 6 პროექტი დაცვის მინისტრისაგან, დამსაქმებელთა, დასაქმებულთა წარმომადგენლებისგან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტისგან, ხოლო მისი არ ყოფნის შემთხვევაში ვიცეპრეზიდენტისგან და საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარისაგან; ჭ) სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი – საქართველოს სახელმწიფოს მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდი; ხ) სახელმწიფო ხაზინა – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სახაზინო სამსახური; ჯ) საინვესტიციო საბჭო – საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭო, რომელიც ამ კანონის შესაბამისად განსაზღვრავს საპენსიო ფონდში არსებული საპენსიო აქტივების საინვესტიციო პოლიტიკას; ჰ) საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემა - საინფორმაციო ტექნოლოგიით მხარდაჭერილი საპენსიო სააგენტოს ელექტრონული სისტემა და შესაბამისი მონაცემთა ბაზა; ჰ1) სპეციალიზებული დეპოზიტარი – საქართველოს ეროვნული ბანკის ან სხვა სახელმწიფოს შესაბამისი მარეგულირებლის მიერ ლიცენზირებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებული ნდობითი ვალდებულების მქონე იურიდიული პირი, ან ასეთი პირის ფილიალი, რომელიც შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს საპენსიო სააგენტოს უზრუნველყოფას სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურებით; ჰ2) საინვესტიციო ჰორიზონტი - დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც აქტივების განთავსების სტრატეგიის შესაბამისად განსაზღვრული რისკის მიმართ ტოლერანტულობისა და სასურველი საინვესტიციო შემოსავლის გათვალისწინებით საპენსიო სააგენტო ან/და აქტივების მმართველი კომპანი(ებ)ა გეგმავს განათავსოს ინვესტიცია კონკრეტული კლასის აქტივებში ან საინვესტიციო პორტფელში; ჰ3) საინვესტიციო პორტფელი - საინვესტიციო ინსტრუმენტების ერთობლიობა, რომელშიც ინსტრუმენტების პერიოდზე, ინვესტორის კომპოზიცია საინვესტიციო დამოკიდებულია მიზნებსა და საინვესტიციო რისკის მიმართ ტოლერანტულობაზე; ჰ4) სპეციალური ადმინისტრირების დროებითი რეჟიმი - საპენსიო სააგენტოს ადმინისტრირების დროებითი რეჟიმი, რომლის დაწყებაც ხორციელდება ამ კანონის შესაბამისად და რომლის მიზანია საპენსიო აქტივების ინვესტირებასთან 7 პროექტი დაკავშირებული საქმიანობის განგრძობადობის უზრუნველყოფა ეროვნული ბანკის მიერ; ჰ5) ჩანაცვლების კოეფიციენტი - კოეფიციენტი, რომლითაც იანგარიშება პენსიის თანაფარდობა დაუბეგრავ ხელფასთან. ჩანაცვლების კოეფიციენტი არის საპენსიო სისტემის ეფექტიანობის ძირითადი საზომი და გამოისახება პროცენტებში. ჰ6) ღია საფონდო ინსტრუმენტი – ინვესტიცია ისეთი პირის ან ინსტრუმენტის მეშვეობით, რომელიც ორგანიზებულია და მოქმედებს, როგორც საინვესტიციო კომპანია სხვა ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად ან საინვესტიციო ფონდი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და უფლებამოსილია გამოუშვას საკუთარი წილობრივი მონაწილეობის (დანაწევრებული ან მთლიანი) შეუზღუდავი რაოდენობის ერთეული (პაი) ან აქცია, რომელიც წარმოადგენს წილობრივი მონაწილეობის პროპორციულ საკუთრებას ასეთ პირში ან ფონდში. ღია საფონდო ინსტრუმენტი მოიცავს მათ შორის ღია საპაიო ფონდებს, საინვესტიციო ფონდებს, ასევე უცხო ქვეყნის კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა საინვესტიციო ინსტრუმენტებს, რომლებიც ოპერირებენ აგრეგირების საფუძველზე; ჰ7) შემოსავლების სამსახური – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი; ჰ8) შესაძლებლობის შეზღუდვა – „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მდგომარეობა; ჰ9) შესარჩევი კომისია – კომისია, რომელიც უზრუნველყოფს საინვესტიციო საბჭოს წევრების კანდიდატურების შერჩევას; ჰ10) ხელფასი – მომსახურების გაწევით მიღებული ის შემოსავალი რომელიც იბეგრება გადახდის წყაროსთან, ასევე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლით დადგენილი ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი, საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად (გარდა როიალტისა, ქირისა, იჯარისა და საპროცენტო შემოსავლისა); ჰ11) წლიური ხელფასი/წლიური შემოსავალი – საპენსიო სქემაში გაწევრიანებული მონაწილისთვის ხელფასი/შემოსავალი მიღებული დროის მონაკვეთში ერთი წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო საპენსიო სქემაში ახლად გაწევრიანებული წევრისთვის გაწევრიანებიდან იმავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. 8 პროექტი თავი II თაობათა სოლიდარობის სისტემა მუხლი 5. თაობათა სოლიდარობის სქემა 1. თაობათა სოლიდარობის სქემა წარმოადგენს საპენსიო ფონდში განსაზღვრული შენატანის საპენსიო სქემას. 2. თაობათა სოლიდარობის სქემაში გაწევრიანება სავალდებულოა ყველა დასაქმებულისათვის ხელფასის სახით მიღებული შემოსავლის ნაწილში. 3. თაობათა სოლიდარობის თვითდასაქმებულისათვის სქემაში გაწევრიანება თვითდასაქმებულის ნებაყოფლობითია ხელფასის სახით ყველა მიღებული შემოსავლის ნაწილში. 4. თაობათა სოლიდარობის სქემის მონაწილე დასაქმებული და თვითდასაქმებული პირებისთვის საპენსიო შენატანების დაფინანსება განხორციელდება დამსაქმებლის, თვითდასაქმებულისა და სახელმწიფოს მიერ ამ კანონით განსაზღვრული ოდენობითა და წესით. 5. თაობათა სოლიდარობის სქემის მონაწილე დასაქმებულის და თვითდასაქმებულის მონაწილეობა დაგროვებითი პენსიის სქემაში სავალდებულოა. 6. თაობათა სოლიდარობის სქემის მონაწილე დასაქმებულის ან თვითდასაქმებულის შენატანების დაფინანსება განხორციელდება შემდეგი სახით: ა) თითოეული დამსაქმებელი ხელფასის გაცემისას თაობათა სოლიდარობის სქემის მონაწილე თითოეული დასაქმებულის სასარგებლოდ საპენსიო ფონდში დასაქმებულის თაობათა სოლიდარობის საპენსიო ანგარიშზე რიცხავს დასაქმებულზე გასაცემი ხელფასის ორ (2) პროცენტს; ბ) თაობათა სოლიდარობის სქემის მონაწილე თვითდასაქმებული საპენსიო ფონდში თაობათა სოლიდარობის საპენსიო ანგარიშზე განახორციელებს შენატანს თავისი სახელფასო შემოსავლის ორი პროცენტის (2%) ოდენობით; გ) თაობათა სოლიდარობის სქემის თითოეული მონაწილის სასარგებლოდ სახელმწიფო საპენსიო ფონდში მონაწილის თაობათა სოლიდარობის საპენსიო ანგარიშზე გადარიცხავს ორ (2) პროცენტს დასაქმებულის ხელფასის ან/და თვითდასაქმებულის სახელფასო შემოსავლის იმ მოცულობაზე, რომელიც ჯამურად არ აღემატება მონაწილის მიერ წლიური ხელფასის ან/და თვითდასაქმებულის შემოსავლის სახით მიღებულ ორმოცი ათას (40 000) ლარს, ხოლო ერთ (1) პროცენტს 9 პროექტი მონაწილის მიერ ხელფასის ან/და თვითდასაქმებულის სახელფასო შემოსავლის სახით მიღებულ თანხაზე ორმოცი ათასი (40 000) ლარიდან. სახელმწიფო განახორციელებს აღნიშნულ შენატანს მას შემდეგ, რაც საპენსიო სააგენტოს შეტყობინებით დადასტურდება, რომ საპენსიო ფონდში აისახა ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და ამ კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპენსიო შენატანები. მუხლი 6. თაობათა სოლიდარობის სქემაში საპენსიო შენატანის შეწყვეტა მონაწილის საპენსიო ასაკის მიღწევის გამო სახელმწიფო და დამსაქმებელი შეწყვეტს თაობათა სოლიდარობის სქემაში მონაწილის სასარგებლოდ საპენსიო შენატანის განხორციელებას, როდესაც თაობათა სოლიდარობის სქემის მონაწილე მიაღწევს საპენსიო ასაკს. თავი III. დაგროვებითი პენსიის სისტემა მუხლი 7. დაგროვებითი პენსიის სქემა 1. დაგროვებითი პენსიის სქემა წარმოადგენს საპენსიო ფონდში განსაზღვრული შენატანის საპენსიო სქემას. 2. დაგროვებითი პენსიის სქემაში გაწევრიანება სავალდებულოა ყველა დასაქმებულისთვის. დაგროვებითი პენსიის სქემაში გაწევრიანება სავალდებულოა დასაქმებულის ხელფასის სახით მიღებული შემოსავლის ნაწილში. 3. დაგროვებითი პენსიის თვითდასაქმებულისათვის სქემაში გაწევრიანება თვითდასაქმებულის ნებაყოფლობითია ხელფასის სახით ყველა მიღებული შემოსავლის ნაწილში. 4. დაგროვებითი პენსიის სქემის მონაწილე დასაქმებული და თვითდასაქმებული პირებისთვის საპენსიო შენატანების დაფინანსება განხორციელდება დასაქმებულის და თვითდასაქმებულის მიერ ამ კანონით განსაზღვრული ოდენობითა და წესით. 5. დაგროვებითი პენსიის სქემის მონაწილე დასაქმებულის და თვითდასაქმებულის მონაწილეობა თაობათა სოლიდარობის სქემაში სავალდებულოა. 6. დაგროვებითი პენსიის სქემის მონაწილე დასაქმებულის ან თვითდასაქმებულის საპენსიო შენატანების დაფინანსება განხორციელდება შემდეგი სახით: 10 პროექტი ა) დაგროვებითი პენსიის სქემის მონაწილე თითოეული დასაქმებულის სახელით, დამსაქმებელი საპენსიო ფონდში დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხავს დასაქმებულზე გასაცემი ხელფასის სულ მცირე ორ (2) პროცენტს; ბ) დაგროვებითი პენსიის სქემის მონაწილე თვითდასაქმებული საპენსიო ფონდში განახორციელებს საპენსიო შენატანს თავისი სახელფასო შემოსავლის სულ მცირე ორი (2) პროცენტის ოდენობით. მუხლი 8. საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ დაგროვებითი პენსიის სქემაში მონაწილეობის უფლება დაგროვებითი პენსიის სქემაში მონაწილე, რომელმაც მიაღწია საპენსიო ასაკს და აგრძელებს მუშაობას, უფლებამოსილია მონაწილეობა გააგრძელოს დაგროვებითი პენსიის სქემაში. თავი IV. საპენსიო სააგენტო მუხლი 9. საპენსიო სააგენტოს ფორმირება და მისი სტრუქტურა 1. საპენსიო სააგენტო არის ამ კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი (შემდგომში - საპენსიო სააგენტო), რომელიც პასუხისმგებელია თაობათა სოლიდარობისა და დაგროვებითი პენსიის სქემების განხორციელებაზე, მართვასა და ადმინისტრირებაზე. 2. საპენსიო სააგენტოს სტრუქტურა, უფლებამოსილება, საქმიანობის წესი და სხვა ორგანიზაციული საკითხები განისაზღვრება საგენტოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 3. საპენსიო სააგენტოს თანამშრომელთა ანაზღაურების ზღვრულ ოდენობაზე არ ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვები. მუხლი 10. საპენსიო სააგენტოს საქმიანობის ზედამხედველობა 1. სამეთვალყურეო საბჭო ახორციელებს საპენსიო სააგენტოს საქმიანობის ზედამხედველობას გარდა საპენსიო ფონდში არსებული საპენსიო აქტივების საინვესტიციო საქმიანობისა. 11 პროექტი 2. ეროვნული ბანკი ახორციელებს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის რეგულირებას ამ კანონის შესაბამისად. მუხლი 11. ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები და ვალდებულებები 1. ეროვნული ბანკი ახორციელებს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის პრუდენციულ რეგულირებას, რომლის ფარგლებშიც იგი ამოწმებს: ა) საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისობას ამ კანონის 34-ე მუხლითა და 35-ე მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან; ბ) საპენსიო სააგენტოს ორგანიზაციული სტრუქტურის, აქტივების მართვასთან დაკავშირებული პროცედურების და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების ადექვატურობას საპენსიო აქტივების საინვესტიციო საქმიანობისათვის აუცილებელ ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მინიმალურ მოთხოვნებთან; გ) აქტივების განთავსების სტრატეგიის შემუშავების მეთოდოლოგიას, საინვესტიციო გადაწყვეტილებების და აქტივების მმართველების შერჩევის პროცედურის შესაბამისობას ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მინიმალურ მოთხოვნებთან, ამასთან ეროვნული ბანკი არ ახორციელებს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო გადაწყვეტილებების შეფასებას; დ) საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებული სააღრიცხვო, საანგარიშსწორებო, დაინტერესებულ ადმინისტრაციული, მხარეებთან საინფორმაციო კომუნიკაციის საშუალებების სისტემების და შესაბამისობას ამ კანონითა და ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მოთხოვნებთან; ე) საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტით განსაზღვრულ ლიმიტებთან შესაბამისობას. 2. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია: ა) დაადგინოს დამატებითი მარეგულირებელი წესები სპეციალიზებული დეპოზიტარისთვის, რომელიც ემსახურება საპენსიო სააგენტოს. ეს წესები შეიძლება ეხებოდეს საკუთარ კაპიტალს, სპეციალიზებული დეპოზიტარის პერსონალის გამოცდილებას, ტექნიკურ და პროგრამულ უზრუნველყოფას, მომსახურების მაქსიმალურ ფასს ან ნებისმიერ სხვა საკითხს, რომელსაც ეროვნული ბანკი საჭიროდ მიიჩნევს ამ კანონის აღსრულების მიზნებისთვის; 12 პროექტი ბ) საპენსიო სააგენტოსგან, საპენსიო სააგენტოს იურიდიული პირებისგან, მოითხოვოს მომსახურე ნებისმიერი ფიზიკური საჭირო, მათ და შორის კონფიდენციალური, ინფორმაცია ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების შესასრულებლად; გ) მოითხოვოს საანგარიშგებო დოკუმენტაცია საპენსიო სააგენტოსგან, სპეციალიზებული დეპოზიტარისგან და აქტივების მმართველი კომპანი(ებ)ისგან მის მიერ დადგენილი ფორმითა და პერიოდულობით; დ) განახორციელოს საპენსიო სააგენტოს, სპეციალიზებული დეპოზიტარის და აქტივების მმართველი კომპანი(ებ)ის ადგილზე შემოწმება ამ კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ე) დაადგინოს დამატებითი პრინციპები და წესები, რომელიც გავრცელდება საპენსიო სააგენტოს მიერ ღია საფონდო ინსტრუმენტების შერჩევის პროცესზე; ვ) ამ კანონით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში, მნიშვნელოვანი დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, მისცეს მითითება საპენსიო სააგენტოს ხარვეზების გამოსწორების მიზნით ან/და მისცეს საჯარო რეკომენდაცია საპენსიო სააგენტოს არსებული ხარვეზების აღმოფხვრის შესახებ. 3. ეროვნული ბანკი ადგენს: ა) მეთოდოლოგიას საპენსიო აქტივების ღირებულების გამოთვლის, მათ შორის სავაჭრო დღის დახურვის და სიდიდეთა დამრგვალების შესახებ; ბ) ამ კანონის 35-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვები ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში დენომინირებულ იმ საინვესტიციო ფინანსური ინსტრუმენტების მინიმალურ საკრედიტო რეიტინგს, რომელშიც შესაძლოა განხორციელდეს საპენსიო აქტივების ინვესტირება ამ კანონის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 4. ეროვნული ბანკი საპენსიო სააგენტოს აწვდის წერილობით ინფორმაციას სპეციალიზებული დეპოზიტარის ფინანსური ან ორგანიზაციული მდგომარეობის გაუარესების ან შესაძლო გაუარესების შესახებ, თუ ის მსგავს ინფორმაციას ფლობს; 5. ეროვნული ბანკი განახორციელებს სპეციალური ადმინისტრირების დროებით რეჟიმს, რომლის დაწყების საფუძველია, ეროვნული ბანკის შეფასებით საპენსიო აქტივების ინვესტირებასთან და მასთან დაკავშირებული საქმიანობის შედეგად მიღებული საპენსიო აქტივების დანაკარგი, რომელიც არ არის გამოწვეული საბაზრო პირობების ცვლილებებით, ან ეროვნული ბანკის არსებითი ხასიათის მითითებების სისტემატური შეუსრულებლობა, ან მდგომარეობა როდესაც, სააგენტო დროებით ვერ 13 პროექტი ახერხებს საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებული ფუნქციების შესრულებას და რომელიც ითვალისწინებს ეროვნული ბანკის მიერ ამ საქმიანობასთან დაკავშირებულ დროებით მოქმედებას საინვესტიციო საქმიანობის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით. ეროვნული ბანკის მიერ სპეციალური რეგულირების რეჟიმის გამოყენების და მოქმედების წესი განისაზღვრება ეროვნული ბანკის მიერ. 6. ეროვნული ბანკი ახორციელებს ამ კანონით განსაზღვრულ სოლიდარობისა და დაგროვებითი სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 12. თაობათა პენსიის სქემების ადმინისტრირება 1. საპენსიო სააგენტო საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემის გამოყენებით მოახდენს მონაწილეთა თაობათა სოლიდარობისა და დაგროვებითი პენსიის სქემებში გაწევრიანების ტექნიკურ მხარდაჭერას, განახორციელებს საპენსიო შენატანების, საპენსიო ფონდის ადმინისტრირებას ამ კანონის შესაბამისად და თითოეული მონაწილისთვის შექმნის ინდივიდუალურ და თაობათა სოლიდარობის საპენსიო ანგარიშებს. 2. დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისათვის ხელფასის გადახდისას, დამსაქმებელი როგორც დასაქმებულის სასარგებლოდ, ასევე დასაქმებულის სახელით ამ კანონის შესაბამისად გამოითვლის და გადარიცხავს საპენსიო შენატანს საპენსიო ფონდში დასაქმებულის ინდივიდუალურ და თაობათა სოლიდარობის საპენსიო ანგარიშებზე ხელფასის გაცემიდან არაუგვიანეს თხუთმეტი (15) კალენდარული დღის განმავლობაში. 3. დამსაქმებელი საპენსიო სააგენტოს მიაწვდის მონაწილის, ხელფასისა და საპენსიო შენატანების შესახებ ინფორმაციას საპენსიო სააგენტოს მიერ დადგენილი წესით და ფორმით. 4. თვითდასაქმებული საპენსიო შენატანების განახორციელებას და საპენსიო სააგენტოსთვის პერსონალური მონაცემების, შემოსავლისა და საპენსიო შენატანების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას განახორციელებს საპენსიო სააგენტოს მიერ დადგენილი წესით და ფორმით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 5. საპენსიო სააგენტო უფლებამოსილია მოახდინოს დამსაქმებლისა და თვითდასაქმებულის მიერ საპენსიო სააგენტოსთვის მიწოდებული ინფორმაციის გადამოწმება შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო მხარდაჭერის საშუალებით. 14 პროექტი 6. საპენსიო სააგენტო ყოველდღიურად განახორციელებს სახელმწიფო ხაზინისათვის ინფორმაციის მიწოდებას, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფოს ამ კანონით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების საფუძველს. 7. შემოსავლების სამსახური საპენსიო სააგენტოს უზრუნველყოფს ინფორმაციით, რომლის საფუძველზე საპენსიო სააგენტო შეამოწმებს დამსაქმებლის და მონაწილის საპენსიო შენატანების გადახდის ვალდებულების ჯეროვნად შესრულების ფაქტებს ან/და გამოავლენს ზედმეტად გადახდილი თანხების ფაქტებს რის შედეგადაც: ა) დამსაქმებლის ან/და მონაწილის ვალდებულების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის შემთხვევაში, ელექტრონული ფორმით შესაბამის ინფორმაციას გაუგზავნის როგორც დამსაქმებელს, ასევე მონაწილეს.; ბ) ზედმეტად გადახდილი თანხების ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, მოახდენს ამ თანხების ადმინისტრირებას სააგენტოს მიერ შემუშავებული წესის შესაბამისად. 8. საპენსიო სააგენტო განახორციელებს საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემის მართვასა და ადმინისტრირებას, მათ შორის, მესამე პირების მეშვეობით. 9. საპენსიო სააგენტოს ამ კანონით განსაზღვრული ვალდებულებებისა და თაობათა სოლიდარობისა და დაგროვებითი პენსიის სქემების ეფექტიანად ადმინისტრირების მიზნით ნებისმიერი ვალდებულია, ადმინისტრაციული საპენსიო სააგენტო ორგანო უზრუნველყოს კომპეტენციის მონაწილის ფარგლებში პერსონალური მონაცემებით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 10. საპენსიო სააგენტო შეიმუშავებს ნორმატიულ აქტებს საპენსიო შენატანების გადახდის წესებისა, ინფორმაციის წარდგენის ფორმებისა და ზედმეტად გადახდილი თანხების ადმინისტრირების შესახებ. მუხლი 13. საპენსიო სააგენტოს უფლებამოვალეობები 1. საპენსიო სააგენტო აღრიცხავს გაწევრიანებულ დასაქმებულებს და თვითდასაქმებულებს თაობათა სოლიდარობისა და დაგროვებითი პენსიის სქემებში და ქმნის შესაბამის ანგარიშებს თითოეული გაწევრიანებული მონაწილისთვის. 2. საპენსიო სააგენტო განკარგავს საპენსიო აქტივებს, როგორც ნდობითი ვალდებულების მქონე პირი, თაობათა სოლიდარობისა და დაგროვებითი პენსიის სქემებში გაწევრიანებული მონაწილეების და მათი მემკვიდრეების ინტერესების შესაბამისად. 15 პროექტი 3. საპენსიო სააგენტო აანალიზებს საპენსიო სისტემას, აფასებს რისკებს, აყალიბებს საპენსიო სისტემის განვითარებასთან და გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ ხედვას, ამზადებს შესაბამის რეკომენდაციებს და წარუდგენს სამეთვალყურეო საბჭოს არანაკლებ წელიწადში ერთხელ. ასევე, აწარმოებს კომუნიკაციას და კონსულტაციებს დაინტერესებულ მხარეებთან საპენსიო სისტემის გაუმჯობესების და მისი განვითარების მიზნით და მუდმივად ზრუნავს თაობათა სოლიდარობისა და დაგროვებითი პენსიის სქემების მონაწილეთა ინტერესებსა და მათი რაოდენობის ზრდაზე. 4. თაობათა სოლიდარობისა და დაგროვებითი პენსიის სქემების გამართული ადმინისტრირების მიზნით საპენსიო სააგენტოს გააჩნია შემდეგი უფლებები და მოვალეობები: ა) გახსნას ანგარიშები ეროვნულ ბანკში ან/და კომერციულ ბანკებში; ბ) განახორციელოს საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემის მართვა და ადმინისტრირება; გ) დადოს ხელშეკრულებები აქტივების მმართველ კომპანი(ებ)თან, სპეციალიზებულ დეპოზიტართან და განხორციელებისათვის საინვესტიციო საჭირო თუ ადმინისტრაციული ნებისმიერი მომსახურების საქმიანობის ან/და საქონლის მიმწოდებელ პირებთან; დ) დადოს ხელშეკრულება ბუღალტრული, აუდიტორული, იურიდიული, აქტუარული და საპენსიო სააგენტოსთვის საჭირო სხვა მომსახურების გამწევ პირებთან; ე) მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია აქტივების მმართველი კომპანი(ებ)ისგან, სპეციალიზებული დეპოზიტარისგან, ღია საფონდო ინსტრუმენტების და სხვა მომსახურების გამწევი პირებისაგან საპენსიო სააგენტოს სახელით განხორციელებულ ნებისმიერ გარიგებასთან დაკავშირებით; ვ) განახორციელოს პენსიების გაცემის პროცესის ადმინისტრირება; ზ) გააფორმოს ხელშეკრულებები საპენსიო სააგენტოს საქმიანობისთვის აუცილებელი უძრავი ან მოძრავი ქონების, მათ შორის, აღჭურვილობის ან პროგრამული უზრუნველყოფის, შეძენისა და განკარგვის თაობაზე; თ) დაიქირაოს თანამშრომლები საპენსიო სააგენტოსთვის და ჩამოაყალიბოს კონკურენტუნარიანი საკომპენსაციო სტრუქტურა ამ კანონის შესაბამისად; 16 პროექტი ი) მოამზადოს წლიური ბიუჯეტი საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოსთვის წარსადგენად; კ) განახორციელოს საპენსიო შენატანებთან დაკავშირებული საკითხების განხილვა. 5. ამ კანონით მინიჭებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად საპენსიო სააგენტოს დირექტორი გამოსცემს როგორც ინდივიდუალურ, ასევე ნორმატიულ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებს. მუხლი 14. საპენსიო სააგენტოს დირექტორი 1. სამეთვალყურეო საბჭო კონკურსის წესით არჩევს და თანამდებობაზე ნიშნავს, ასევე თანამდებობიდან ათავისუფლებს საპენსიო სააგენტოს დირექტორს, რომელიც ხელმძღვანელობს საპენსიო სააგენტოს საქმიანობას. საპენსიო სააგენტოს დირექტორი თანამდებობაზე ინიშნება შვიდი (7) წლით. 2. საპენსიო სააგენტოს დირექტორის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება ამ კანონით და სააგენტოს დებულებით. 3. საპენსიო სააგენტოს დირექტორის არყოფნის ან მის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის წესი განისაზღვრება საპენსიო სააგენტოს დებულებით. 4. საპენსიო სააგენტოს დირექტორს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების, ან ბიზნეს სამართლის დარგში და გააჩნდეს ფინანსურ ინსტიტუტში ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი (5) გამოცდილება. არ შეიძლება საპენსიო სააგენტოს დირექტორად დაინიშნოს პირი, რომელიც ნასამართლევი იყო დანაშაულისთვის ან გამოცხადებული იყო გაკოტრებულად ან შეუფერებლად ფინანსური ინსტიტუტის მართვისთვის ნებისმიერ ქვეყანაში. 5. თუ საპენსიო სააგენტოს დირექტორის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის დროისთვის არ იქნება დანიშნული ახალი დირექტორი, მოქმედი დირექტორი აგრძელებს უფლებამოსილების შესრულებას ვადის ამოწურვიდან არაუმეტეს ოთხმოცდაათი (90) დღის განმავლობაში. 6. დირექტორი წარმოადგენს საპენსიო სააგენტოს მესამე პირებთან ურთიერთობაში და ახორციელებს საპენსიო სააგენტოს უფლებამოსილებებს, რომლებიც მას მინიჭებული აქვს ამ კანონით და სააგენტოს დებულებით. 17 პროექტი 7. საპენსიო სააგენტოს დირექტორი ამ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წინადადებების გათვალიწინებით ამზადებს საპენსიო სააგენტოს წლიურ ბიუჯეტს და ორგანიზაციულ სტრუქტურას, რომელსაც შესათანხმებლად წარუდგენს სამეთვალყურეო საბჭოს. 8. საპენსიო სააგენტოს დირექტორი საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად შეიმუშავებს და სამეთვალყურეო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს წესებს და პრინციპებს, რომლის მიხედვითაც განხორციელდება საპენსიო სააგენტოს საქმიანობა, მათ შორის, საპენსიო ანგარიშების აღრიცხვა, ადმინისტრირება, საპენსიო ანგარიშებზე შენატანების, ხარჯების, დანაკარგის, ნამეტი შემოსავლის, სხვა შემოსავლის, ამონაგებისა და ზარალის დარიცხვა. 9. საპენსიო სააგენტოს დირექტორი ამ კანონის შესაბამისად გამოსცემს სამართლებრივ აქტებს: ა) საპენსიო სააგენტოს თანამშრომელთა თანამდებობაზე დანიშვნასა და თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით; ბ) სამეთვალყურეო საბჭოსა და საინვესტიციო საბჭოს მიერ წარდგენილ საკითხებთან დაკავშირებით. 10. საპენსიო სააგენტოს დირექტორი, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, წამოაყენებს წინადადებას სახელფასო ფონდისა და საშტატო ნუსხის თაობაზე, რომელიც გათვალისწინებული იქნება საპენსიო სააგენტოს ბიუჯეტში. 11. საპენსიო სააგენტოს დირექტორზე ვრცელდება „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები. 12. საპენსიო სააგენტოს დირექტორი არ შეიძლება მომსახურებას საპენსიო სააგენტოს აქტივების უწევდეს მმართველ პროფესიულ კომპანიას ან სპეციალიზებულ დეპოზიტარს საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნამდე თორმეტი (12) თვის განმავლობაში ან საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობის დატოვებიდან თორმეტი (12) თვის განმავლობაში. 13. სააგენტოს დირექტორი თანამდებობიდან თავისუფლდება: ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე მიმართავს სამეთვალყურეო საბჭოს; ბ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შემთხვევაში; 18 პროექტი გ) მის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში; დ) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების, გარდაცვლილად გამოცხადების ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შემთხვევაში; ე) სასამართლოს გადაწყვეტილებით მიენიჭება განსაზღვრული მხარდაჭერის მიმღები პირის სტატუსი საქართველოს კანონმდებლობის ან სხვა ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად; ვ) მისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში; ზ) ამ კანონით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევის ან/და კანონით მინიჭებული უფლებამოსილებებისა და ვალდებულებების არასათანადოდ შესრულებისთვის; თ) გარდაცვალების შემთხვევაში. მუხლი 15. საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო 1. საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო შედგება რვა (8) წევრისგან: ა) საქართველოს ფინანსთა მინისტრი; ბ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი; გ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი; დ) დამსაქმებელთა წარმომადგენელი; ე) დასაქმებულთა წარმომადგენელი; ვ) ექსპერტი; ზ) ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ხოლო მისი არ ყოფნის შემთხვევაში ვიცეპრეზიდენტი; თ) საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარე. 2. სამეთვალყურეო საბჭო საკუთარი შემადგენლობიდან ორი (2) წლის ვადით ირჩევს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს. 3. საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარე არ შეიძლება იყოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 19 პროექტი 4. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის არჩევისას დაუშვებელია საბჭოს წევრის მიერ საკუთარი თავისთვის ხმის მიცემა. 5. სამეთვალყურეო საბჭო გადაწყვეტილებას იღებს დამსწრეთა ხმათა უმრავლესობით, ხმათა გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარის ხმა. 6. სამეთვალყურეო საბჭო: ა) ითანხმებს საპენსიო სააგენტოს წლიურ ბიუჯეტს, საპენსიო სააგენტოს თანამშრომლების რაოდენობასა და მათი შრომის ანაზღაურების ოდენობას, გარდა საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურის თანამშრომელებისა; ბ) ახორციელებს საპენსიო სააგენტოს დირექტორის საქმიანობის ზედამხედველობას და აძლევს მას მითითებებს; გ) საინვესტიციო საბჭოს წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უფროს საინვესტიციო ოფიცერს; დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საპენსიო სააგენტოს დირექტორს; ე) განსაზღვრავს და ზედამხედველობს საპენსიო სააგენტოს შიდა აუდიტის მექანიზმს; ვ) ამტკიცებს პროგრამული გატანის პერიოდულობის წესებს და პირობებს საპენსიო აქტივებისათვის ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში; ზ) ამტკიცებს მონაწილის მემკვიდრის მიერ საპენსიო სააგენტოში მოთხოვნის წარდგენის წესებსა და პროცედურებს; თ) ითანხმებს საპენსიო სააგენტოს დირექტორის სამართლებრივ აქტებს, გარდა საინვესტიციო საბჭოს, უფროსი საინვესტიციო ოფიცრისა და საინვესტიციო სამსახურის საქმიანობის სფეროს მიკუთვნებული სამართლებრივი აქტებისა; ი) უზრუნველყოფს საპენსიო სააგენტოს დამოუკიდებელი აუდიტორული შემოწმების ჩატარებას; კ) ამ კანონის მიზნების შესაბამისად ყოველწლიურად საქართველოს პარლამენტს საშემოდგომო სესიაზე წარუდგენს დაგროვების კოეფიციენტის განაკვეთს დასამტკიცებლად; ლ) ახორციელებს ამ კანონით განსაზღვრულ სხვა საქმიანობას. 20 პროექტი 7. უფროსი საინვესტიციო ოფიცრისა და საინვესტიციო სამსახურის თანამშრომლების ანაზღაურების ოდენობას სამეთვალყურეო საბჭომ შესაძლოა მხარი არ დაუჭიროს მხოლოდ დასაბუთებული უარის შემთხვევაში. 8. სამეთვალყურეო საბჭოს საქმიანობის სხვა წესები და პროცედურები განისაზღვრება საპენსიო სააგენტოს დებულებით. 9. სამეთვალყურეო საბჭოს წევრების საქმიანობა საბჭოს წევრობისათვის არ ანაზღაურდება. მუხლი 16. შესარჩევი კომისია 1. შესარჩევი კომისია გამჭვირვალე შესარჩევი პროცედურების გამოყენებით შეარჩევს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრობის კანდიდატებს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. 2. საინვესტიციო საბჭოს წევრობის კანდიდატების შერჩევის პროცედურები განისაზღვრება და მტკიცდება შესარჩევი კომისიის მიერ ამ კანონის შესაბამისად. 3. შესარჩევი კომისია შედგება შვიდი (7) წევრისაგან. კომისიის წევრები არიან საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი, საქართველოს პარლამენტის წევრი, სამი წევრი. 4. შესარჩევი კომისიის ერთ წევრს წარადგენს საქართველოს ეროვნული ბანკი, ხოლო დანარჩენს წევრებს - დამსაქმებელთა და დასაქმებულთა წარმომადგენლები. 5. შესარჩევი კომისიის პარლამენტის წევრს წარადგენს საქართველოს პარლამენტი. 6. შესარჩევ კომისიას ჰყავს თავმჯდომარე, რომელსაც აირჩევს შესარჩევი კომისია სრული შემადგენლობის უმრავლესობით. შესარჩევი კომისიის წევრებს, გარდა დამოუკიდებელი წევრისა, კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით არ მიეცემათ შრომის ანაზღაურება. შესარჩევი კომისიის დამოუკიდებელი წევრის საქმიანობის ანაზღაურებას უზრუნველყოფს ეროვნული ბანკი. შესარჩევი კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ხარჯები დაფინანსდება საპენსიო სააგენტოს ბიუჯეტიდან. მუხლი 17. საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს შემადგენლობა 21 პროექტი 1. საპენსიო აქტივების საინვესტიციო პოლიტიკის შემუშავების მიზნით საპენსიო სააგენტოში იქმნება საინვესტიციო საბჭო, რომელიც შედგება ხუთი (5) წევრისგან. 2. საინვესტიციო საბჭოს წევრებს ხუთი (5) წლის ვადით თანამდებობაზე ირჩევს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. თუ საინვესტიციო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის დროისთვის არ იქნება დანიშნული ახალი წევრი, საინვესტიციო საბჭოს წევრი აგრძელებს უფლებამოსილების შესრულებას ახალი წევრის დანიშვნამდე. 3. საინვესტიციო საბჭო საკუთარი შემადგენლობიდან, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ხუთი (5) წლის ვადით ირჩევს საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარეს. 4. საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარის არჩევისას დაუშვებელია საბჭოს წევრის მიერ საკუთარი თავისთვის ხმის მიცემა. 5. საინვესტიციო საბჭოს წევრად შეიძლება დაინიშნოს კეთილსინდისიერი პირი, რომელსაც გააჩნია ფინანსურ სექტორში მუშაობის არანაკლებ ათწლიანი (10) პროფესიული გამოცდილება, ფინანსების, ინვესტიციების, ეკონომიკის, რისკების მართვის, ან აქტუარული მიმართულებით. 6. საინვესტიციო საბჭოში თითოეული შეუვსებელი პოზიციისთვის შესარჩევი კომისია გამოაცხადებს კონკურსს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე, მათ შორის, განცხადების გამოქვეყნებით არანაკლებ ერთ საერთაშორისო ფინანსურ პუბლიკაციაში. თითოეული პოზიციისთვის შესარჩევი კომისია განიხილავს არანაკლებ ორ (2) კანდიდატურას, რისთვისაც მოამზადებს შესარჩევი კრიტერიუმების სიას და ამ სიაზე დაყრდნობით განიხილავს კანდიდატებს. კანდიდატების შერჩევა ხდება შესარჩევი კომისიის წევრების სრული შემადგენლობის უმრავლესობით კანდიდატების პროფესიული უნარ-ჩვევებისა და გამოცდილების გათვალისწინებით. 7. დაუშვებელია საინვესტიციო საბჭოს წევრად ისეთი პირის დანიშვნა, რომელიც არის შესარჩევი კომისიის რომელიმე წევრის, საპენსიო სააგენტოს დირექტორის, საქართველოს მთავრობის წევრის, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ნათესავი ან შესარჩევი კომისიის რომელიმე წევრთან, საპენსიო სააგენტოს დირექტორთან, საქართველოს მთავრობის წევრთან აფილირებული პირი, ან წარმოადგენს საპენსიო სააგენტოს აქტივების მმართველი კომპანი(ებ)ის, სპეციალიზებული დეპოზიტარის ან საპენსიო სააგენტოსთვის მომსახურების გამწევი ნებისმიერი პირის ხელმძღვანელ, ან დაქირავებულ პირს, ან წარმოადგენს აქტივების მმართველი კომპანი(ებ)ის, სააგენტოსთვის სხვა სპეციალიზებული მომსახურების გამწევი დეპოზიტარის ნებისმიერი პირის ან საპენსიო წილობრივი 22 პროექტი მონაწილეობის ბენეფიციარ მესაკუთრეს, ან საპენსიო სააგენტოს აქტივების მმართველ კომპანი(ებ)ასთან, სპეციალიზებულ დეპოზიტართან ან საპენსიო სააგენტოსთვის სხვა მომსახურების გამწევ პირთან აფილირებულ პირს. 8. დაუშვებელია საინვესტიციო საბჭოს წევრად დაინიშნოს პირი, რომელიც ნასამართლევი იყო დანაშაულისთვის ან გამოცხადებული იყო გაკოტრებულად ან შეუფერებლად ფინანსური ინსტიტუტის მართვისთვის ნებისმიერ ქვეყანაში. 9. საინვესტიციო საბჭოს წევრი თავისუფლდება თანამდებობიდან საქართველოს პარლამენტის მიერ, თუ: ა) ის შეუფერებელი გახდება დაკავებული თანამდებობისთვის, მათ შორის, მოცემული მუხლის მოთხოვნათა დარღვევის გამო; ბ) ამ კანონით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევის ან/და კანონით მინიჭებული უფლებამოსილებებისა და ვალდებულებების არასათანადოდ შესრულებისთვის; გ) სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილი იქნა მხარდაჭერის მიმღებ პირად საქართველოს კანონმდებლობის ან სხვა ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად; დ) თუ არ ესწრება საინვესტიციო საბჭოს სხდომებს ზედიზედ სამჯერ სააგენტოს დებულებით გათვალისწინებული საპატიო მიზეზის გარეშე. 10. საინვესტიციო საბჭოს წევრებს ეზღუდებათ ნებისმიერი საჩუქრის, კრედიტის ან ანაზღაურების მიღება საპენსიო სააგენტოს აქტივების მმართველი კომპანი(ებ)ისაგან, სპეციალიზებული დეპოზიტარისგან ან მათთან აფილირებული პირისგან, ან საპენსიო სააგენტოსთვის მომსახურების გამწევი სხვა პირისგან. 11. საინვესტიციო საბჭოს წევრობა წარმოადგენს ანაზღაურებად საქმიანობას და ფინანსდება საპენსიო სააგენტოს ბიუჯეტიდან. 12. პირი, რომელიც დაინიშნება საინვესტიციო საბჭოს წევრად არ შეიძლება უწევდეს პროფესიულ მომსახურებას საპენსიო სააგენტოს აქტივების მმართველ კომპანიას ან სპეციალიზებულ დეპოზიტარს საინვესტიციო საბჭოს წევრად დანიშვნამდე თორმეტი (12) თვის განმავლობაში ან საინვესტიციო საბჭოს წევრობის ვადის დასრულებიდან თორმეტი (12) თვის განმავლობაში. მუხლი 18. საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს უფლება-მოვალეობები 1. საინვესტიციო საბჭო: 23 პროექტი ა) ამ კანონის შესაბამისად შეიმუშავებს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტს და ცვლილებების უფლების გარეშე დასამტკიცებლად წარუდგენს საპენსიო სააგენტოს დირექტორს; ბ) საჭიროებისამებრ პერიოდულად გადახედავს და ამ კანონის შესაბამისად განაახლებს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტს, მათ შორის, აქტივების განთავსების სტრატეგიას; გ) ახორციელებს საპენსიო აქტივების ინვესტირებასთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის რეგულარულ მონიტორინგსა და შეფასებას; დ) ახდენს საინვესტიციო საქმიანობის საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტთან შესაბამისობის შეფასებას და აღნიშნულ შედეგებს პერიოდულად წარუდგენს საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს; ე) საპენსიო სააგენტოს წლიური ბიუჯეტის მომზადების მიზნით ამზადებს წინადადებებს საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებულ წლიურ ხარჯებთან, მათ შორის, საინვესტიციო სამსახურის თანამშრომლების რიცხოვნობასა და სახელფასო ხარჯებთან და ასევე მომსახურების გამწევ პირებთან, სახელშეკრულებო ურთიერთობით გათვალისწინებულ სხვა გადასახდელებთან დაკავშირებით, და წარუდგენს საპენსიო სააგენტოს დირექტორს; ვ) ახორციელებს სპეციალიზებული დეპოზიტარ(ებ)ისა და აქტივების მმართველი კომპანი(ებ)ის შერჩევას; ზ) განსაზღვრავს და სააგენტოს წლიური ბიუჯეტის მომზადების მიზნით საპენსიო სააგენტოს დირექტორს წარუდგენს წანადადებებს უფროსი საინვესტიციო ოფიცრის ანაზღაურების ოდენობის შესახებ. 2. იმ შემთხვევაში, თუ სამეთვალყურეო საბჭომ არ გაითვალისწინა ან ნაწილობრივ გაითვალისწინა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინადადებების საფუძველზე შედგენილი ბიუჯეტის პროექტი, იგი ვალდებულია აღნიშნული შესახებ საინვესტიციო საბჭოს წარუდგინოს დასაბუთებული პოზიცია. 3. საინვესტიციო საბჭო ვალდებულია იზრუნოს საპენსიო აქტივების ინვესტირების პროცესში აქტივების მმართველი კომპანიების და ღია საფონდო ინსტრუმენტების ჩართულობაზე. 4. საფინანსო ბაზრის ტენდენციების გათვალისწინებით საჯაროდ განაცხადოს გეგმები აქტივების მმართველი კომპანიების და ღია საფონდო ინტრუმენტების მეშვეობით 24 პროექტი განთავსებული თანხის მთლიან წლიურ ინვესტიციაში წილობრივ პროპორციის შესახებ, რომელიც გათვლილი უნდა იყოს მომავალ სამ წლიან პერიოდზე. 5. საინვესტიციო საბჭო ამ კანონის გათვალისწინებით შეიმუშავებს საინვესტიციო საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებულ წესებს და პროცედურებს და დასამტკიცებლად წარუდგენს ეროვნულ ბანკს. მუხლი 19. საინვესტიციო სამსახური და უფროსი საინვესტიციო ოფიცერი 1. საპენსიო აქტივების ინვესტირების მიზნით საპენსიო სააგენტოში იქმნება საინვესტიციო სამსახური, რომელსაც ხელმძღვანელობს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი. 2. საინვესტიციო სამსახურის თანამშრომლებს უფროსი საინვესტიციო ოფიცრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საპენსიო სააგენტოს დირექტორი. 3. საინვესტიციო სამსახურის ორგანიზაციულ სტრუქტურას საინვესტიციო საბჭოსთან შეთანხმებით შეიმუშავებს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი და დასამტკიცებლად წარუდგენს საპენსიო სააგენტოს დირექტორს. 4. უფროსი საინვესტიციო ოფიცერი ამ კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს საინვესტიციო სამსახურის მეშვეობით. 5. საპენსიო სააგენტო უზრუნველყოფს უფროს საინვესტიციო ოფიცერსა და საინვესტიციო სამსახურს ამ კანონითა და საპენსიო სააგენტოს დებულებით განსაზღვრული უფლება-მოვალეობების აღსრულებისათვის საჭირო ყველა, მათ შორის, ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსით, რომელიც გათვალისწინებული იქნება საპენსიო სააგენტოს ბიუჯეტში ამ კანონის შესაბამისად. 6. საინვესტიციო საბჭო მის მიერ შემუშავებული გამჭვირვალე და კონკურენტული შესარჩევი კონკურსის მოთხოვნების გათვალისწინებით შეარჩევს და სამეთვალყურეო საბჭოს შესათანხმებლად წარუდგენს საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცრის არანაკლებ სასარგებლოდ უმრავლესობით. ორ მიიღება უფროსი (2) კანდიდატურას. სამეთვალყურეო საინვესტიციო გადაწყვეტილება საბჭოს სრული ოფიცრის კანდიდატის შემადგენლობის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ამ კანონითა და საპენსიო სააგენტოს დებულებით. 7. უფროსი საინვესტიციო ოფიცრის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელიც სარგებლობს კეთილსინდისიერი რეპუტაციით და გააჩნია ფინანსურ 25 პროექტი სექტორში მუშაობის არანაკლებ ათი (10) წლის პროფესიული, მათ შორის, ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ სამი (3) წლის გამოცდილება ინვესტიციების, ფინანსების და/ან რისკების მართვის მიმართულებით. 8. უფროსი საინვესტიციო ოფიცერი მონაწილეობს საინვესტიციო პოლიტიკის შემუშავებაში ამ კანონის შესაბამისად. 9. უფროსი საინვესტიციო ოფიცერი პასუხისმგებელია საპენსიო აქტივების ინვესტირებაზე საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისად. 10. უფროსი საინვესტიციო ოფიცრის სხვა უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საპენსიო სააგენტოს დებულებით. 11. საპენსიო სააგენტოს უფროს საინვესტიციო ოფიცერზე ვრცელდება „საჯარო დაწესებულებაში საქართველოს ინტერესთა კანონით შეუთავსებლობისა გათვალისწინებული და კორუფციის ვალდებულებები. შესახებ“ მათზე ასევე ვრცელდება შეზღუდვები ნებისმიერი საჩუქრის, კრედიტის ან ანაზღაურების მიღებასთან დაკავშირებით საპენსიო სააგენტოს აქტივების მმართველისგან, სპეციალიზებული დეპოზიტარისგან ან მათთან აფილირებული პირისგან, ან საპენსიო სააგენტოსთვის მომსახურების გამწევი სხვა პირისგან. უფროს საინვესტიციო ოფიცერზე ვრცელდება ყოველწლიური დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება. 12. საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი არ შეიძლება უწევდეს პროფესიულ მომსახურებას საპენსიო სააგენტოს აქტივების მმართველ კომპანიას ან სპეციალიზებულ დეპოზიტარს თანამდებობაზე დანიშვნამდე 12 (თორმეტი) თვის განმავლობაში ან თანამდებობის დატოვებიდან თორმეტი (12) თვის განმავლობაში. 13. უფროსი საინვესტიციო ოფიცერი შეიძლება თანამდებობიდან იქნეს გათავისუფლებული სამეთვალყურეო საბჭოს მიერ საინვესტიციო საბჭოს მიმართვის საფუძველზე. მუხლი 20. ნდობითი ვალდებულების მქონე პირები 1. საინვესტიციო საბჭოს ყველა წევრი და უფროსი საინვესტიციო ოფიცერი წარმოადგენენ ნდობითი ვალდებულების მქონე პირს ამ კანონის მიზნებისთვის. 2. ნდობითი ვალდებულება არ ვრცელდება სამეთვალყურეო საბჭოს წევრებზე, გარდა საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარისა. 26 პროექტი 3. საპენსიო სააგენტოს ის თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ არიან დაკავშირებული საპენსიო აქტივების საინვესტიციო საქმიანობასთან, ჩაითვლებიან ნდობითი ვალდებულების მქონე პირებად. მუხლი 21. სამეთვალყურეო საბჭოს კრებები და პროცედურები 1. საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო შეიკრიბება საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ კვარტალში ერთხელ. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა შესაძლებელია ჩატარდეს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით. 2. საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს კრებას უძღვება სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში - თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, სამეთვალყურეო საბჭოს სხვა წევრი. 3. სამეთვალყურეო საბჭოს თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმა და მას არ შეუძლია საკუთარი ხმის უფლების გადაცემა სხვა პირებზე. სამეთვალყურეო საბჭო გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება არანაკლებ სამი (3) წევრი. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ხმა. 4. სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილია სამეთვალყურეო საბჭოს კრებაზე მოიწვიოს საპენსიო სააგენტოს ნებისმიერი თანამშრომელი. მუხლი 22. საინვესტიციო საბჭოს კრებები და პროცედურები 1. საინვესტიციო საბჭო შეიკრიბება საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ კვარტალში ერთხელ. საინვესტიციო საბჭოს სხდომა შესაძლებელია ჩატარდეს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით. 2. საინვესტიციო საბჭოს კრებას უძღვება საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში კრების თავმჯდომარედ არჩეული საინვესტიციო საბჭოს სხვა წევრი. 3. საინვესტიციო საბჭოს თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმა და მას არ შეუძლია საკუთარი ხმის უფლების გადაცემა სხვა პირებზე. საინვესტიციო საბჭო გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება არანაკლებ სამი (3) წევრი. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარის ხმა. 27 პროექტი 4. საპენსიო სააგენტოს დირექტორი და უფროსი საინვესტიციო ოფიცერი უფლებამოსილნი არიან დაესწრონ საინვესტიციო საბჭოს სხდომებს, ხმის უფლების გარეშე. 5. საინვესტიციო საბჭო უფლებამოსილია საინვესტიციო საბჭოს კრებაზე მოიწვიოს საპენსიო სააგენტოს ნებისმიერი თანამშრომელი. მუხლი 23. საპენსიო სააგენტოს დაფინანსების წყაროები და წლიური ბიუჯეტი 1. საპენსიო სააგენტოს საქმიანობა დაფინანსდება თაობათა სოლიდარობისა და დაგროვებითი პენსიის სქემების მონაწილეთა საპენსიო აქტივებიდან, როგორც საპენსიო აქტივების წლიური მოსაკრებელი, რომელიც გამოიხატება საპენსიო აქტივების პროცენტული მოცულობით. 2. საპენსიო სააგენტოს ბიუჯეტის პროექტი აუცილებელია მკაცრად განცალკევებული ფორმით აღრიცხავდეს: ა) საინვესტიციო საქმიანობის, მათ შორის, საინვესტიციო სამსახურის ბიუჯეტს და საინვესტიციო საბჭოს ხარჯებს; ბ) საპენსიო სააგენტოს მმართველობით და ადმინისტრაციულ ხარჯებს. 3. საპენსიო სააგენტოს ბიუჯეტი უნდა განსაზღვრავდეს წლიური მოსაკრებლის პროცენტულ მოცულობას როგორც მთლიანად, ასევე განცალკევებით საინვესტიციო და მმართველობით-ადმინისტრაციული საქმიანობებისათვის. 4. საპენსიო სააგენტოს დირექტორი სამეთვალყურეო საბჭოს არაუგვიანეს ყოველი საბიუჯეტო წლის წინა წლის 1 სექტემბრისა დასამტკიცებლად წარუდგენს საპენსიო სააგენტოს წლიური ბიუჯეტის პროექტს. მუხლი 24. საპენსიო სააგენტოს ანგარიშგება და ანგარიშვალდებულება 1. ყოველწლიურად, არაუმეტეს კალენდარული წლის დასრულებიდან ხუთი (5) თვის განმავლობაში საპენსიო სააგენტო ვალდებულია საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოს წლიური ანგარიში განხორციელებული საქმიანობის შესახებ, რომელიც მათ შორის უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი წლიური ფინანსური ანგარიშგება, რომელიც აუდიტირებულია მსოფლიოს ოთხი ყველაზე მსხვილი აუდიტორული კომპანიიდან ერთ–ერთის მიერ, რომელიც შერჩეული იქნება საქართველოს 28 პროექტი პარლამენტის მიერ; შერჩეულ აუდიტორული კოპანიას შესაძლებლობა ექნება უწყვეტად მხოლოდ სამჯერ წლიური ფინანსური ანგარიშგების აუდიტირების. ბ) ჯამურ აბსოლუტურ შემოსავლიანობას ამ კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრული თითოეული პორტფელის ჭრილში, მათ შორის, აქტივების კლასების მიხედვით; შემოსავლიანობა შესაბამისი მიზნობრივი მაჩვენებლების მიმართ; გ) ამ კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრული საინვესტიციო პორტფელების მიხედვით ინვესტირებული საპენსიო აქტივების ღირებულების და პროპორციის შესახებ ინფორმაცია, აქტივების კლასების როგორც მიზნობრივი, აგრეთვე ფაქტიური განაწილება; დ) თითოეული აქტივების მმართველი კომპანიის საინვესტიციო საქმიანობის შედეგებისა და მიზნობრივი მაჩვენებლების, ასევე, მიზნობრივი მაჩვენებლიდან გადახრის მაჩვენებლების შესახებ ინფორმაცია განცალკევებით ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში დენომინირებულ ფინანსურ ინსტრუმენტებისათვის; ე) ანგარიში ყველა სხვა გადასახდელის, მათ შორის, სპეციალიზებული დეპოზიტარის საკომისიოს და სხვა მომსახურების და ფინანსური გარიგებების საფასურის შესახებ; ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ან/და ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი სხვა ინფორმაცია. 2. საპენსიო სააგენტოს დებულებით შესაძლებელია განისაზღვროს ჯამური საპენსიო აქტივების ღირებულების უფრო მოკლე ინტერვალებით გამოთვლა და გასაჯაროება. 3. საპენსიო სააგენტო უფლებამოსილია, გამოაქვეყნოს სხვა ინფორმაცია, მათ შორის, არააუდიტირებული ფინანსური ანგარიშგებები, მის მიერ განსაზღვრული პერიოდულობით. მუხლი 25. აუდიტი 1. საპენსიო სააგენტოში იქმნება შიდა აუდიტის სამსახური, რომელიც ანგარიშვალდებულია მხოლოდ სამეთვალყურეო საბჭოს წინაშე. შიდა აუდიტის სამსახურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საპენსიო სააგენტოს დირექტორი სამეთვალყურეო საბჭოს წარდგინებით. 2. შიდა აუდიტის სამსახურს წვდომა უნდა ჰქონდეს ყველა ჩანაწერსა და დოკუმენტზე, მათ შორის, საპენსიო სააგენტოს თანამშრომლებისა და საინვესტიციო საბჭოს წევრების საქმიანობის შესახებ არსებულ ინფორმაციაზე. 29 პროექტი 3. შიდა აუდიტის სამსახურის სტრუქტურა, უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი განისაზღვრება საპენსიო სააგენტოს დებულებით. 4. სამეთვალყურეო საბჭო ყოველწლიურად უზრუნველყოფს საპენსიო სააგენტოს დამოუკიდებელი აუდიტორული შემოწმების ჩატარებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. თავი V. თაობათა სოლიდარობისა და დაგროვებითი პენსიის სქემებში მონაწილეობა მუხლი 26. მონაწილეთა გაწევრიანება თაობათა სოლიდარობის სქემაში 1. თითოეული დასაქმებული ხდება თაობათა სოლიდარობის სქემის მონაწილე ამ კანონის ამოქმედების შემდეგ პირველი ხელფასის მიღებისთანავე თუ მისი საპენსიო ასაკის დადგომამდე დარჩენილია არანაკლებ 12 თვე. 2. დასაქმებულს უფლება არ აქვს საპენსიო ასაკის მიღწევამდე უარი განაცხადოს თაობათა სოლიდარობის სქემაში მონაწილეობაზე. 3. თითოეული თვითდასაქმებული ხდება თაობათა სოლიდარობის სქემის მონაწილე ამ კანონის ამოქმედებიდან მის მიერ საპენსიო ფონდში პირველი საპენსიო შენატანის განხორციელებისთანავე. 4. თითოეული თვითდასაქმებული თაობათა სოლიდარობის სქემაში წევრიანდება ნებაყოფლობით ამ კანონის შესაბამისად. მუხლი 27. მონაწილეთა გაწევრიანება დაგროვებითი პენსიის სქემაში 1. თითოეული დასაქმებული ხდება დაგროვებითი პენსიის სქემის მონაწილე ამ კანონის ამოქმედების შემდეგ პირველი ხელფასის მიღებისთანავე თუ მისი საპენსიო ასაკის დადგომამდე დარჩენილია არანაკლებ 12 თვე. 2. დასაქმებულს უფლება არ აქვს უარი თქვას დაგროვებითი პენსიის სქემაში მონაწილეობაზე. 3. თითოეული თვითდასაქმებული ხდება დაგროვებითი პენსიის სქემის მონაწილე კანონის ამოქმედებიდან მის მიერ საპენსიო ფონდში პირველი საპენსიო შენატანის განხორციელებისთანავე. 30 პროექტი 4. თითოეული თვითდასაქმებული დაგროვებითი პენსიის სქემაში წევრიანდება ნებაყოფლობით ამ კანონის შესაბამისად. მუხლი 28. დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობაზე უარის თქმის მიზნით ზეგავლენის მოხდენის აკრძალვა დამსაქმებელს ეკრძალება დასაქმებულის დარწმუნება, ან გადარწმუნება დაგროვებითი პენსიის სქემაში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ, ან რაიმე სხვა ფორმით ზემოქმედება. მუხლი 29. თაობათა სოლიდარობისა და დაგროვებითი პენსიის სქემებში მონაწილეობის განგრძობადობა 1. დასაქმებული მონაწილე, რომელსაც დროებით შეუჩერდება ხელფასის სახით თანხის მიღება, დროებით შეაჩერებს საპენსიო სქემებში შენატანების განხორციელებას. მონაწილე განაახლებს შენატანების განხორციელებას ხელფასის სახით თანხის მიღების აღდგენისთანავე. თუ მონაწილე შეწყვეტს შენატანის განხორციელებას შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის, ან ისეთი მიზეზით როგორიცაა შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო და ახალშობილის შვილად აყვანის გამო, ან დროებითი ან ხანგრძლივი შრომისუუნარობა, საპენსიო სქემებში მონაწილეობის შეწყვეტიდან არაუმეტეს ექვსი (6) თვის განმავლობაში საპენსიო ფონდიდან მონაწილის სასარგებლოდ მისი უკანასკნელი ერთი თვის ხელფასის გათვალისწინებით განხორციელდება საპენსიო სქემებში ამ კანონით განსაზღვრული საპენსიო შენატანები. საპენსიო სქემებში მონაწილეობის შეწყვეტის შემთხვევაში, დაგროვებითი პენსიის სქემაში არსებული საპენსიო აქტივები რჩება მონაწილის ინდივიდუალურ ანგარიშზე ამ კანონის შესაბამისად. 2. თვითდასაქმებულ მონაწილეს, რომელიც შეაჩერებს საპენსიო შენატანების განხორციელებას, შეუძლია ნებისმიერ დროს განაახლოს შენატანების განხორციელება. 3. მონაწილეს, რომელიც გადაწყვეტს საქართველოს დატოვებას მუდმივად, შეუძლია მოითხოვოს დაგროვებითი პენსიის სქემაში დაგროვილი საპენსიო აქტივების შესაბამისი ღირებულების მიღება ერთიანი გადახდის მოთხოვნით ან პროგრამული გატანით. მოთხოვნა დაკმაყოფილდება იმ პირობით, რომ მონაწილე წარმოადგენს სხვა ქვეყანაში კანონიერი მუდმივი ცხოვრების უფლების დამადასტურებელ სათანადოდ დამოწმებულ დოკუმენტს. 31 პროექტი 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში დაგროვებითი პენსიის სქემის მონაწილის ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშიდან მისაღები თანხის მოცულობა დაიბეგრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, მონაწილეს უნარჩუნდება ამ კანონით გათვალისწინებული თაობათა სოლიდარობის სქემით გათვალისწინებული საპენსიო სარგებელის მიღების უფლება, საპენსიო ასაკის მიღწევისას. მუხლი 30. საპენსიო სარგებელის მიღების შეწყვეტა მონაწილეს შეუწყდება საპენსიო სარგებელის მიღების უფლება „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. თავი VI. საპენსიო აქტივები და აქტივების ინვესტირება მუხლი 31. დაგროვებითი პენსიის მონაწილის უფლება საპენსიო აქტივებზე 1. საპენსიო აქტივები, რომლებიც აისახება დაგროვებითი პენსიის სქემის თითოეული მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე წარმოადგენს მონაწილის საკუთრებას. აღნიშნულ საკუთრებაზე განკარგვის უფლება წარმოიშობა მხოლოდ საპენსიო ასაკის მიღწევისას, ან ამ კანონით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში. 2. მონაწილის ქონებრივი უფლებები მის საპენსიო აქტივებზე არ შეიძლება დაგირავდეს, უფლებრივად დაიტვირთოს, მასზე საკუთრების უფლება გადაეცეს მესამე პირს ან სხვაგვარად გასხვისდეს მონაწილის მიმართ არსებული რაიმე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან უზრუნველსაყოფად. მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივები არ ექვემდებარება აღსრულებას, ვერ იქნება შეტანილი მონაწილის ან საპენსიო სააგენტოს გაკოტრების მასაში და მასზე არ იმოქმედებს რაიმე სახის ანგარიშსწორების პროცედურა. მუხლი 32. საპენსიო შენატანების ანგარიშები საპენსიო სააგენტოში 1. საპენსიო შენატანები დაირიცხება საპენსიო ფონდში მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო და თაობათა სოლიდარობის საპენსიო ანგარიშებზე, ამ კანონით გათვალისწინებული ხარჯის, ნამეტი შემოსავლის, დანაკარგის, სხვა შემოსავლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გათვალისწინებით. 32 პროექტი 2. საპენსიო სააგენტო თითოეულ მონაწილეს გაწევრიანებისთანავე შეუქმნის ინდივიდუალურ საპენსიო და თაობათა სოლიდარობის საპენსიო ანგარიშებს და უზრუნველყოფს მას საკუთარი სოლიდარობის საპენსიო ინდივიდუალური ანგარიშების შესახებ საპენსიო ინფორმაციაზე და თაობათა დისტანციური ელექტრონული წვდომით. ინდივიდუალური საპენსიო და თაობათა სოლიდარობის საპენსიო ანგარიშების შექმნისა და მასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება საპენსიო სააგენტოს მიერ. 3. ინდივიდუალური საპენსიო და თაობათა სოლიდარობის საპენსიო ანგარიშის ღირებულება გამოითვლება და მის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდება საპენსიო სქემის თითოეული მონაწილისათვის არანაკლებ წელიწადში ერთხელ. 4. საპენსიო სააგენტო შეიმუშავებს და ეროვნულ ბანკს დასამტკიცებლად წარუდგენს სათანადო მეთოდოლოგიას საპენსიო აქტივების ღირებულების გამოთვლის შესახებ. 5. თუ საპენსიო სააგენტო დაადგენს, რომ დამსაქმებელმა, დასაქმებულმა ან თვითდასაქმებულმა ზედმეტად შეიტანა თანხა, ზედმეტი თანხების ადმინისტრირება განხორციელდება საპენსიო სააგენტოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. მუხლი 33. სპეციალიზებული დეპოზიტარი 1. საპენსიო სააგენტო ვალდებულია შეარჩიოს ერთი ან რამოდენიმე სპეციალიზებული დეპოზიტარი, რომელსაც დააკისრებს საპენსიო სააგენტოს ან/და აქტივების მმართველი კომპანი(ებ)ის საინვესტიციო მართვის ქვეშ მყოფი საპენსიო აქტივების შენახვის ვალდებულებას და აღნიშნულის თაობაზე გააფორმოს მასთან დეპოზიტარული მომსახურების ხელშეკრულება. სპეციალიზებული დეპოზიტარი და მის მიერ დასაქმებული პირები, რომელთაც გააჩნიათ დისკრეციული უფლებამოსილება საპენსიო აქტივებთან მიმართებით ამ კანონის მიზნებისთვის წარმოადგენენ ნდობითი ვალდებულების მქონე პირებს. 2. საინვესტიციო საბჭო კონკურსის წესით შეარჩევს სპეციალიზებულ დეპოზიტარს. კონკურსის ჩატარების პირობებს და პროცედურას, მათ შორის სპეციალიზებული დეპოზიტარის წინასწარი შერჩევის მოთხოვნებს შეიმუშავებს და ამტკიცებს საინვესტიციო საბჭო. აღნიშნული შერჩევის პროცესზე არ ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა. 3. სპეციალიზებული დეპოზიტარი შეიძლება მომსახურებას უწევდეს ერთზე მეტ პირს, მაგრამ უნდა ჰქონდეს აღრიცხული და შენახული საპენსიო სააგენტოს საპენსიო 33 პროექტი აქტივები, დაკავშირებული ოპერაციები და ჩანაწერები მკაცრად გამოცალკევებული ფორმით ნებისმიერი სხვა პირის ან/და საკუთარი აქტივებისგან და ჩანაწერებისგან. 4. საქართველოში რეგისტრირებული სპეციალიზებული დეპოზიტარი, რომელიც მომსახურებას უწევს საპენსიო სააგენტოს უნდა იყოს ლიცენზირებული და აკმაყოფილებდეს ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულ მოთხოვნებს. საქართველოს ფარგლებს გარეთ რეგისტრირებული დეპოზიტარული მომსახურების გამწევი პირი ლიცენზირებული უნდა იყოს სხვა ქვეყნის შესაბამისი მარეგულირებლის მიერ და აღიარებული ეროვნული ბანკის მიერ. ასეთი სპეციალიზებული დეპოზიტარი უნდა იყოს მოქმედი და მის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმისწარმოება. ის უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნებს. 5. საპენსიო სააგენტოს სპეციალიზებული დეპოზიტარი ამავე დროს: ა) არ უნდა მოქმედებდეს როგორც საპენსიო სააგენტოს აქტივების მმართველი კომპანია; ბ) არ უნდა იყოს საპენსიო სააგენტოს აქტივების მმართველი კომპანიის ან საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო ან საინვესტიციო საბჭოს რომელიმე წევრთან აფილირებული პირი; გ) არ უნდა ასესხებდეს ან სესხულობდეს თანხებს საპენსიო სააგენტოს აქტივების მმართველი კომპანიისგან ან მასთან აფილირებული პირისგან. 6. სპეციალიზებული დეპოზიტარი ახორციელებს შემდეგ ფუნქციებს: ა) იღებს და ინახავს ფასიან ქაღალდებს, რომლებიც შეადგენენ საპენსიო აქტივებს; ბ) იღებს და ინახავს ანგარიშსწორების დოკუმენტების ასლებს გადარიცხვების და ფულადი სახსრების გაცემის თაობაზე, რაც შეადგენს საპენსიო აქტივებს; გ) ახორციელებს ჩანაწერებს სპეციალიზებულ დეპოზიტართან დეპონირებული საპენსიო აქტივების რეესტრის შესაბამის ანგარიშებში; დ) უზრუნველყოფს საპენსიო სააგენტოს ყველა საჭირო ინფორმაციით, რათა დაეხმაროს მას ამ კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებაში; ე) უზრუნველყოფს, რომ საპენსიო აქტივების შეძენის და განკარგვის დოკუმენტები შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობას და საპენსიო სააგენტოს მიერ დადგენილ სხვა მოთხოვნებს. 34 პროექტი 7. სპეციალიზებული დეპოზიტარის ხელშეკრულება საპენსიო სააგენტოსა და სპეციალიზებულ დეპოზიტარს შორის უნდა მოიცავდეს სულ მცირე შემდეგ საკითხებს: ა) სპეციალიზებული დეპოზიტარის კონკრეტულ ვალდებულებებს; ბ) მათი შესრულების ვადებს და ფორმას; გ) სპეციალიზებული დეპოზიტარის ანაზღაურების მოცულობას და გამოთვლის წესს; დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს. 8. სპეციალიზებული დეპოზიტარის ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში, ან დეპოზიტარული ხელშეკრულების ნებისმიერი არსებითი დარღვევის ან არასათანადო შესრულების შემთხვევაში, ან თუ დაიწყო სპეციალიზებული დეპოზიტარის გადახდისუუნარობის საქმისწარმოება საპენსიო სააგენტო გაუგზავნის სპეციალიზებულ დეპოზიტარს შეტყობინებას ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ და დაუყოვნებლივ აცნობებს აღნიშნულის შესახებ ეროვნულ ბანკს და საინვესტიციო საბჭოს. 9. სპეციალიზებული დეპოზიტარის თითოეული ცვლილება განხორციელდება ისეთი ფორმით, რომელიც უზრუნველყოფს საპენსიო სააგენტოსთვის სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურების უწყვეტ მიწოდებას. 10. სპეციალიზებულ დეპოზიტართან გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, სპეციალიზებული დეპოზიტარი გადასცემს მასთან განთავსებულ საპენსიო აქტივებს და ყველა დოკუმენტს, რომელიც უკავშირდება მის მიერ მოვალეობების შესრულებას ახალ სპეციალიზებულ დეპოზიტარს ხელშეკრულებით ან მხარეთა შორის დამატებით შეთანხმებულ ვადებში. 11. ამ მუხლის შესაბამისად სპეციალიზებულ დეპოზიტართან დეპონირებული საპენსიო აქტივები არ წარმოადგენს სპეციალიზებული დეპოზიტარის საკუთრებას, არ შეიძლება მიექცეს სპეციალიზებული დეპოზიტარის ვალდებულებების აღსრულების მიზნებისთვის, არ წარმოადგენს სპეციალიზებული დეპოზიტარის აქტივების ნაწილს, რომელზეც შეიძლება გავრცელდეს გაკოტრების პროცედურები და არ დაექვემდებარება რაიმე ანგარიშსწორების პროცესს გარდა იმისა, რაც უკავშირდება საპენსიო აქტივების ინვესტირების პროცესს. 12. თუ საინვესტიციო საბჭო დაადგენს, რომ არ არის მიზანშეწონილი საპენსიო აქტივები საქართველოში განთავსდეს ერთ სპეციალიზებულ დეპოზიტართან, შესაძლოა დაინიშნოს მეორე სპეციალიზებული დეპოზიტარი საქართველოში 35 პროექტი საპენსიო აქტივების განსათავსებლად. ასეთ შემთხვევაში, სპეციალიზებული დეპოზიტარი შეირჩევა და მასთან ხელშეკრულება გაფორმდება ამ მუხლით დადგენილი წესით. მუხლი 34. საპენსიო ფონდში არსებული საპენსიო აქტივების ინვესტირების პრინციპები 1. საპენსიო ფონდში არსებული საპენსიო აქტივების არანაკლებ სამოცდაათი პროცენტი (70%) ტენდერის საფუძველზე სამართავად გადაეცემა კერძო საინვესტიციო ფონდებს. 2. საპენსიო ფონდში არსებული საპენსიო აქტივების არანაკლებ ოცი პროცენტი (20%) გამოიყენება საპენსიო სარგებელის გაცემისთვის, საქართველოს სახელმწიფოს ფასიან ქაღალდებში (ობლიგაციები, ვალდებულებები) დაბანდებისთვის, საპარტნიორო ფონდში ან სხვა ადგილობრივი წარმოების ხელშემწყობ სახელმწიფო ინსტიტუტზე სესხის სახით გაცემისთვის, საქართველოში არსებული კომერციული ბანკების ანგარიშებზე დეპოზიტების სახით განთავსებისთვის. 3. საპენსიო ფონდში არსებული საპენსიო აქტივების არაუმეტეს ორმოცი პროცენტი (40%) შეიძლება იქნეს ინვესტირებული საერთაშორისო ფასიან ქაღალდებში. დარჩენილი საპენსიო აქტივების ინვესტირება ხორციელდება საქართველოს ფარგლებში. 4. ერთ კომპანიაში საპენსიო ფონდში არსებული საპენსიო აქტივების ხუთ პროცენტზე (5%) მეტის, ხოლო ბიზნეს ჯგუფში შემავალ კომპანიებში საპენსიო ფონდში არსებული საპენსიო აქტივების ათ პროცენტზე (10%) მეტის ინვესტირება დაუშვებელია. 5. კერძო საინვესტიციო ფონდების მიერ საპენსიო აქტივების ინვესტირება საქართველოს სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში, საქართველოს კომერციული ბანკების ანგარიშებზე დეპოზიტების სახით განთავსება აკრძალულია. 6. მაღალრისკიან აქტივებში შესაძლებელია საპენსიო ფონდში არსებული საპენსიო აქტივების მხოლოდ ოცდაათი პროცენტის (30%) განთავსება, საშუალორისკიან აქტივებში - ოცდაათი პროცენტის (30%), ხოლო ორმოცი პროცენტი (40%) განთავსდება დაბალრისკიან აქტივებში. 7. საპენსიო აქტივების ნაწილის ინვესტირება უნდა განხორციელდეს ეროვნულ საბინაო ფონდში, რომელიც შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის ეროვნული საბინაო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონით. 8. თაობათა სოლიდარობის სქემაში არსებული საპენსიო აქტივების ინვესტიცია ხორციელდება მხოლოდ დაბალრისკიან აქტივებში. 36 პროექტი მუხლი 35. საპენსიო აქტივების ინვესტირება 1. საპენსიო აქტივების ინვესტირება შეიძლება მხოლოდ ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით და საინვესტიციო ჰორიზონტში მათზე რეალური ამონაგების მაქსიმიზაციის მიზნით მონაწილეების ინტერესების შესაბამისად, კეთილსაიმედო ინვესტირების პრინციპების დაცვით. 2. კეთილსაიმედო ინვესტირების პრინციპებია: ა) საპენსიო აქტივების ინვესტიციის შედეგად გრძელვადიან პერიოდში რეალური ამონაგების მაქსიმიზაცია; ბ) ინვესტიციების დივერსიფიცირება; გ) საპენსიო აქტივების უსაფრთხოება გრძელვადიანი ინვესტირების პირობებში; დ) ადეკვატური ლიკვიდობის შენარჩუნება. 3. საპენსიო აქტივების ინვესტირება ხორციელდება სამი განსხვავებული რისკიანობისა და მოსალოდნელი დაგროვებითი შემოსავლიანობის საპენსიო სქემის მქონე მონაწილე საინვესტიციო დაგროვებითი პორტფელში. საპენსიო სქემაში გაწევრიანების დროს თავად ირჩევს, თუ რომელი პორტფელი შეეფერება ყველაზე მეტად მის რისკისადმი ტოლერანტულობას. 4. საპენსიო სქემის მონაწილეს შეუძლია სრულად ან ნაწილობრივ შეცვალოს მის მიერ არჩეული საინვესტიციო პორტფელი სამეთვალყურეო საბჭოს მიერ საინვესტიციო საბჭოსთან შეთანხმებით დადგენილი პერიოდულობით. ეს პერიოდი არ უნდა იყოს თორმეტ (12) თვეზე ნაკლები. 5. საინვესტიციო საბჭო ამ მუხლით განსაზღვრული პრინციპების გათვალისწინებით შეიმუშავებს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც განხორციელდება საპენსიო აქტივების ინვესტირება. 6. საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი საპენსიო აქტივების ინვესტირების მიზნებისთვის ცხადად უნდა ადგენდეს და განსაზღვრავდეს სულ მცირე შემდეგ საკითხებს თითოეული ტიპის პორტფელის ჭრილში: ა) საინვესტიციო მიზნებს; ბ) აქტივების განთავსების სტრატეგიას და აქტივების განთავსების სტრატეგიიდან მაქსიმალური გადახრის დაშვებულ ნორმებს თითოეული კლასის აქტივებისათვის და მიზნობრივი საინვესტიციო მაჩვენებლებისათვის; 37 პროექტი გ) მთლიანი რისკების პროფილს და ცალკეული რისკების მიმართ ტოლერანტულობის მატრიცას, მისი მოქმედების საინვესტიციო ჰორიზონტის მითითებით; დ) პროცედურას, რომლის შესაბამისადაც ხდება საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღება, მათ შორის, აქტივების მმართველ(ებ)ის, სპეციალიზებული დეპოზიტარის და საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გამწევის პირის შერჩევა, მონიტორინგი, შეფასება და ხელშეკრულების შეწყვეტა ამ კანონის შესაბამისად. თითოეულ საინვესტიციო პორტფელში ინვესტიციები უნდა დაიგეგმოს იმ გათვლით, რომ მაღალი სანდოობით (95% და მეტი ალბათობით), მოსალოდნელი იყოს დადებითი რეალური ამონაგები საინვესტიციო ჰორიზონტის ბოლოსთვის. 7. თითოეულ საინვესტიციო პორტფელი უნდა ითვალიწინებდეს განსხვავებულ საინვესტიციო ჰორიზონტს, რომელიც განისაზღვრება საინვესტიციო საბჭოს მიერ, ამ კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით. ამასთან: ა) ნაკლებად რისკიანი პორტფელის საინვესტიციო ჰორიზონტი არ უნდა იყოს ხუთ (5) წელზე ნაკლები; ბ) საშუალო რისკიანი პორტფელის საინვესტიციო ჰორიზონტი უნდა აღემატებოდეს ნაკლებად რისკიანი პორტფელის საინვესტიციო ჰორიზონტს; გ) მაღალ რისკიანი პორტფელის საინვესტიციო ჰორიზონტი უნდა აღემატებოდეს საშუალო რისკიანი პორტფელის საინვესტიციო ჰორიზონტს. 8. თითოეული საინვესტიციო პორტფელის საშუალებით განხორციელებული ინვესტირებიდან მიღებული ამონაგების და საინვესტიციო პოლიტიკის ეფექტიანობის შეფასება უნდა მოხდეს საინვესტიციო ჰორიზონტის ვადიანობის გათვალისწინებით. 9. საინვესტიციო საბჭო შეიმუშავებს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის გადასინჯვის წესს და პერიოდულობას. საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის გადასინჯვა უნდა განხორციელდეს არანაკლებ წელიწადში ერთხელ. 10. საფინანსო ბაზრებზე განვითარებულ მნიშვნელოვან რყევებზე ან მათთან დაკავშირებულ რისკებზე რეაგირების მიზნით, საინვესტიციო საბჭო ვალდებულია განიხილოს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის ცვლილების საჭიროება. 11. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული საინვესტიციო პორტფელების ტიპები და დასაშვები ინვესტიციების ლიმიტები აქტივების ფართო კლასების ჭრილში განისაზღვრება შემდეგნაირად: ა) ნაკლებად რისკიანი პორტფელი; 38 პროექტი ა.ა) ფულადი სახსრები და დეპოზიტები - 75%-მდე, ა.ბ) სავალო ფასიანი ქაღალდები - 100%-მდე, ა.გ) საწარმოთა აქციები - 20%-მდე. ბ) საშუალო რისკიანი პორტფელი; ბ.ა) ფულადი სახსრები და დეპოზიტები - 50%-მდე, ბ.ბ) სავალო ფასიანი ქაღალდები - 75%-მდე, ბ.გ) საწარმოთა აქციები - 20%-დან 40%-მდე, ბ.დ) სხვა აქტივების ტიპები - 10%-მდე. გ) მაღალრისკიანი პორტფელი; გ.ა) ფულადი სახსრები და დეპოზიტები - 25%-მდე, გ.ბ) სავალო ფასიანი ქაღალდები - 50%-მდე, გ.გ) საწარმოთა აქციები - 40%-დან 60%-მდეგ, გ.დ) სხვა აქტივების ტიპები - 10%-მდე. 12. უცხოურ ვალუტაში დენომინირებულ ფინანსურ ინსტრუმენტებში განთავსების მაქსიმალური ზღვრები საინვესტიციო პორტფელების ჭრილში განისაზღვრება შემდეგი მოცულობით: ა) ნაკლებად რისკიანი - 20%; ბ) საშუალო რისკიანი - 40%; გ) მაღალ რისკიანი - 60%; 13. ეროვნული ბანკი და საინვესტიციო საბჭო უფლებამოსილია სამეთვალყურეო საბჭოს წარუდგინოს რეკომენდაციები ამ კანონით გათვალისწინებული საინვესტიციო ლიმიტების და შეზღუდვების ცვლილებასთან დაკავშირებით, თუ ზემოხსენებული ლიმიტები და შეზღუდვები აფერხებს საპენსიო აქტივების ოპტიმალურად განთავსებას საპენსიო სქემების მონაწილეთა საუკეთესო ინტერესების შესაბამისად. 14. საინვესტიციო საბჭო თითოეული აქტივების მმართველისათვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ამტკიცებს დეტალურ საინვესტიციო სახელმძღვანელოს, რომელიც სულ მცირე უნდა მოიცავდეს უკუგების მიზნობრივ მაჩვენებლებს (თამასას), ნამეტ შემოსავალს მიზნობრივ მაჩვენებლებთან მიმართებით, ასევე დასაშვებ და აკრძალულ ინვესტიციებს, საკრედიტო რისკებს, საინვესტიციო ჰორიზონტს, 39 პროექტი სარეიტინგო ზღვრებს, საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის და ამ კანონის შესაბამისად. 15. საპენსიო სააგენტოს მიერ საპენსიო აქტივები შეიძლება ინვესტირებულ იქნეს შემდეგი სახის უცხოურ ვალუტაში დენომინირებულ ფინანსურ ინსტრუმენტებში: ა) ფულადი სახსრები, მათ შორის, საბანკო ანგარიშები სახელმწიფოს საბანკო მარეგულირებლის მიერ ლიცენზირებულ კომერციულ ბანკებში, რომელთა წინააღმდეგ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის სააღსრულებო წარმოება და რომელთა ლიცენზიაც არ არის შეჩერებული; ბ) სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი; გ) სახელმწიფოს, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ან სახელმწიფო სააგენტოს მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდი, თუ ის სათანადოდ არის გარანტირებული შესაბამისი სახელმწიფოს მიერ; დ) სავალო ფასიანი ქაღალდები, რომლებიც რეგისტრირებულია შესაბამისი მარეგულირებლის მიერ და განთავსებულია საჯარო ან კერძო შეთავაზების გზით; ე) საწარმოთა აქციები ან გლობალური დეპოზიტარული ხელწერილები, რომლებიც რეგისტრირებულია სახელმწიფოს კაპიტალის ბაზრის შესაბამისი მარეგულირებლის მიერ და განთავსებულია საჯარო შეთავაზების გზით და ივაჭრება საფონდო ბირჟაზე იმ პირობით, რომ იგი ექვემდებარება შესაბამისი მარეგულირებლის განგრძობად ზედამხედველობას; ვ) ღია საფონდო ინსტრუმენტები; ზ) სხვა ფინანსური ინსტრუმენტი ან/და არაფინანსური აქტივები, რომლებიც შეიძლება ინვეტირებისათვის დაშვებული იქნეს ეროვნული ბანკის მიერ. 16. საპენსიო აქტივების ინვესტირება შეიძლება მხოლოდ შემდეგ ეროვნულ ვალუტაში დენომინირებულ ფინანსურ ინსტრუმენტებში: ა) ფულადი სახსრები, მათ შორის, საბანკო ანგარიშები ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ კომერციულ ბანკებში, რომელთა წინააღმდეგ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის წარმოება და რომელთა ლიცენზიაც არ არის გაუქმებული; ბ) საქართველოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები; გ) საწარმოთა სავალო ფასიანი ქაღალდები, რომლებიც რეგისტრირებულია შესაბამისი მარეგულირებლის მიერ საქართველოში და განთავსებულია საჯარო ან კერძო შეთავაზების გზით; 40 პროექტი დ) საწარმოთა აქციები, რომელიც განთავსებულია საჯარო შეთავაზების გზით და განთავსებულია საქართველოში ლიცენზირებული საფონდო ბირჟის ან სხვა სახელმწიფოში ლიცენზირებული საფონდო ბირჟის ლისტინგში და მათზე ხორციელდება შესაბამისი მარეგულირებლის განგრძობადი ზედამხედველობა; ე) ღია საფონდო ინსტრუმენტები რეგისტრირებული და რეგულირებული საქართველოში; ვ) სხვა ფინანსური ან/და არაფინანსური ინსტრუმენტები, რომლებიც შეიძლება ინვეტირებისათვის დაშვებული იქნეს ეროვნული ბანკის მიერ. 17. ეროვნული ბანკი განსაზღვრავს მინიმალურ დასაშვებ რეიტინგს ამ მუხლით განსაზღვრული ნებისმიერი სახის საინვესტიციო ინსტრუმენტებისათვის ან/და ემიტენტისათვის. 18. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, განსაზღვროს დამატებითი მოთხოვნები ამ მუხლით განსაზღვრული ნებისმიერი სახის საინვესტიციო ინსტრუმენტებისათვის ან/და ემიტენტისათვის. 19. საპენსიო აქტივების ინვესტირება აკრძალულია: ა) აქტივებში, რომელთა გასხვისებაც შეუძლებელია კანონით; ბ) ოფციონებში, ფიუჩერსულ, ფორვარდულ და ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ სხვა ხელშეკრულებებში და ფინანსურ აქტივებში, გარდა ჰეჯირების სტრატეგიისთვის გამოსაყენებელი დერივატივებისა, რომლებიც ემსახურება რისკების შემცირებას და ამავე დროს არ ზრდის ღია პოზიციებს; გ) უძრავ ქონებაში ან ფიზიკურ აქტივებში; დ) აქტივების მმართველის, სპეციალიზებული დეპოზიტარის, საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრის, საინვესტიციო საბჭოს წევრის ან მათთან აფილირებული პირის ნებისმიერ ქონებაში; ე) ფასიანი ქაღალდებში, რომლებიც გამოუშვა: ე.ა) აქტივების მმართველმა, ან მასთან აფილირებულმა პირმა; ე.ბ) საპენსიო სააგენტოს ან/და საპენსიო აქტივების მმართველი კომპანიის მომსახურე სპეციალიზებულმა დეპოზიტარმა, ან მასთან აფილირებულმა პირმა; ვ) ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ სხვა ფინანსურ ან/და არაფინანსურ ინსტრუმენტებში. 41 პროექტი 20. დაუშვებელია საპენსიო აქტივების ხუთ (5) პროცენტზე მეტის ინვესტირება ერთი ემიტენტის მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებში (არ მოიცავს ფულად სახსრებსა და საბანკო დეპოზიტებს). 21. დაუშვებელია ერთი ემიტენტის მიმოქცევაში არსებული ფასიანი ქაღალდების ათ (10) პროცენტზე მეტის ფლობა. 22. ამ მუხლის მე-20 და 21-ე პუნქტებით გათვალისწინებული შეზღუდვები არ ვრცელდება საქართველოს მთავრობის, ეროვნული ბანკის, ან მთავრობის მიერ აღიარებული მინიმუმ АА- (ან ექვივალენტის) საკრედიტო რეიტინგის მქონე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ ემიტირებულ ფასიან ქაღალდებზე. 23. საპენსიო აქტივები არ შეიძლება გასხვისდეს: ა) სპეციალიზებულ დეპოზიტარზე, რომელიც ემსახურება ამ აქტივებს; ბ) აქტივების მმართველ(ებ)ზე, რომელიც ემსახურება ამ აქტივებს; გ) საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს ან საინვესტიციო საბჭოს წევრზე; დ) ნებისმიერ პირზე, რომელიც არის აქტივების მმართველის, სპეციალიზებული დეპოზიტარის ან საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს ან საინვესტიციო საბჭოს წევრის აფილირებული პირი. 24. აქტივების მმართველმა კომპანიამ არ შეიძლება გასცეს რაიმე სახის სესხი ან გარანტია იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც ჩამოთვლილია ამ მუხლის 23-ე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში. 25. აქტივების მმართველი კომპანია ახორციელებს ხმის უფლების რეალიზებას ყველა იმ აქციასთან დაკავშირებით, რომელიც იმყოფება მისი მართვის ქვეშ საპენსიო სააგენტოს სახელით მხოლოდ მონაწილეებისა და მათი მემკვიდრეების ინტერესების შესაბამისად. მუხლი 36. საპენსიო სააგენტოს აქტივების მმართველი კომპანიები 1. საინვესტიციო საბჭო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება საპენსიო აქტივების მმართველი კომპანი(ებ)ისათვის სამართავად გადაცემასთან დაკავშირებით, რა შემთხვევაშიც აქტივების მმართველთან გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება. 2. აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია მართოს საპენსიო აქტივები საპენსიო აქტივების მართვის ხელშეკრულებისა და საინვესტიციო საბჭოს მიერ დამტკიცებული 42 პროექტი დეტალური საინვესტიციო სახელმძღვანელოს შესაბამისად, რომელიც შემუშავებულია საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის საფუძველზე. აქტივების მმართველი და მისი დასაქმებული პირები, რომელთაც გააჩნიათ დისკრეცია საპენსიო აქტივებთან მიმართებით, წარმოადგენენ ნდობითი ვალდებულების მქონე პირებს ამ კანონის შესაბამისად. 3. თუ საპენსიო სააგენტოს აქტივების მმართველი საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირია, ის უნდა ფლობდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემულ ლიცენზიას. ასეთი აქტივების მმართველი კომპანია უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში უწყვეტად უნდა საქმიანობდეს და მის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმისწარმოება ან ლიცენზიის შეჩერების ან გაუქმების პროცედურები. ბ) არ უნდა იყოს აფილირებული პირი საპენსიო სააგენტოს მიერ შერჩეულ სპეციალიზებულ დეპოზიტართან ან საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო ან საინვესტიციო საბჭოს ნებისმიერ წევრთან; გ) არ უნდა სესხულობდეს, ან არ უნდა ასესხებდეს თანხას სპეციალიზებული დეპოზიტარისგან ან მასთან აფილირებული პირისგან; 4. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, განსაზღვროს მინიმალური დასაშვები რეიტინგი ან/და დამატებითი მოთხოვნები საქართველოში რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანი(ებ)ისათვის. 5. საპენსიო სააგენტოს აქტივების მმართველი კომპანია, რომელიც საქართველოს გარეთ არის რეგისტრირებული უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) ლიცენზირებულია იმ ქვეყნის შესაბამისი მარეგულირებლის მიერ, სადაც არის რეგისტრირებული. ეროვნული ბანკი განსაზღვრავს მინიმალურ დასაშვებ საკრედიტო რეიტინგს საქართველოს გარეთ რეგისტრირებული აქტივების მართვის კომპანიისათვის; ბ) უწყვეტად საქმიანობს უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში და მის წინააღმდეგ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმისწარმოება ან ლიცენზიის შეჩერების ან გაუქმების პროცედურები; გ) არ არის აფილირებული საპენსიო სააგენტოს მიერ შერჩეულ სპეციალიზებულ დეპოზიტართან ან საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო ან საინვესტიციო საბჭოს ნებისმიერ წევრთან; 43 პროექტი დ) არ ასესხებს, ან არ სესხულობს თანხას სპეციალიზებული დეპოზიტარისგან ან მასთან აფილირებული პირისგან. ე) აქვს მესამე პირების (კერძო და ინსტიტუციონალური) დაგროვილი აქტივების მართვის მინიმუმ სამ წლიანი გამოცდილება. 6. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია განსაზღვროს დამატებითი მოთხოვნები საქართველოს გარეთ რეგისტრირებული აქტივების მართვის კომპანიისათვის. 7. საინვესტიციო საბჭო გამჭვირვალე პროცედურის გამოყენებით შეარჩევს აქტივების მმართველ ერთ ან მეტ კომპანიას. საინვესტიციო საბჭო ადგენს აქტივების მმართველი კომპანიის შერჩევის წესს და კრიტერიუმებს. 8. ამ მუხლის შესაბამისად აქტივების მმართველ კომპანიასთან განთავსებული საპენსიო აქტივები არ წარმოადგენს აქტივების მმართველი კომპანიის საკუთრებას, არ შეიძლება მიექცეს აღსასრულებლად აქტივების მმართველი კომპანიის ვალდებულებების შესრულების მიზნით, არ წარმოადგენს აქტივების მმართველი კომპანიის აქტივების ნაწილს, რომელზეც შეიძლება გავრცელდეს გადახდისუუნარობის პროცედურები და არ დაექვემდებარება რაიმე ანგარიშსწორების პროცესს. მუხლი 37. საინვესტიციო საბჭოს მიერ ღია საფონდო ინსტრუმენტებში პირდაპირი ინვესტიცია 1. საინვესტიციო საბჭო უფლებამოსილია საკუთარი ნდობითი ვალდებულების შესრულების ფარგლებში, მიიღოს გადაწყვეტილება, საპენსიო აქტივების ღია საფონდო ინსტრუმენტში ინვესტირების შესახებ. 2. ღია საფონდო ინსტრუმენტის შემადგენელი თითოეული აქტივი უნდა აკმაყოფილებდეს ამ კანონისა და საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის მიერ გათვალისწინებულ მინიმალურ მოთხოვნებს. 3. ღია საფონდო ინსტრუმენტის საშუალებით განხორციელებული ინვესტიცია არ უნდა აღემატებოდეს ყოველი საანგარიშგებო წლის ბოლოს საპენსიო აქტივების 20%. 4. საინვესტიციო საბჭო შეარჩევს ერთ ან მეტ ღია საფონდო ინსტრუმენტს მათი სტანდარტული პროსპექტების პირობების გამჭვირვალე პროცედურით შედარების საფუძველზე. აღნიშნული შერჩევის პროცესი არ დაექვემდებარება საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობას. 44 პროექტი 5. ღია საფონდო ინსტრუმენტები, რომლებსაც საპენსიო სააგენტო გამოიყენებს საინვესტიციოდ უნდა იყოს ლიცენზირებული შესაბამისი მარეგულირებლის მიერ. 6. ეროვნული ბანკი განსაზღვრავს მინიმალურ დასაშვებ საკრედიტო რეიტინგს ღია საფონდო ინსტრუმენტებისათვის. 7. ღია საფონდო ინსტრუმენტისთვის საინვესტიციო საბჭომ უნდა განიხილოს მონაწილეთა საპენსიო აქტივების კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფისთვის შესაფერისი სპეციალიზებული დეპოზიტარის შერჩევის საკითხი. ამ კანონით განსაზღვრული სპეციალიზებული დეპოზიტარის მოთხოვნები არ ვრცელდება იმ საპენსიო აქტივებზე, რომლებიც განთავსებულია ღია საფონდო ინსტრუმენტებში. 8. საპენსიო სააგენტომ შეიძლება გააფორმოს სტანდარტული ხელმოწერის დოკუმენტი ღია საფონდო ინსტრუმენტთან, ინსტრუმენტისთვის ინვესტიციასთან რომელშიც ანაზღაურების მიმართებაში საკითხი მთლიანი განისაზღვრება და მისი ღია ხარჯისა საპენსიო აქტივების ემიტენტის ფასიან საფონდო და ასეთ პროცენტული პროპორციის გამოთვლის წესი. 9. შეზღუდვები ინვესტიციებზე ერთი ქაღალდებში არ გავრცელდება ინვესტიციებზე ერთ ღია საფონდო ინსტრუმენტში იმ პირობით, რომ აღნიშნული ღია საფონდო ინსტრუმენტის საინვესტიციო პოლიტიკა მოითხოვს ისეთ დივერსიფიცირებას, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის მოთხოვნებს. მუხლი 38. წლიური ანგარიშგება მონაწილეთა მიმართ 1. საპენსიო სააგენტო არანაკლებ წელიწადში ერთხელ მიაწვდის თითოეულ მონაწილეს ინფორმაციას საკუთარ ინდივიდუალურ საპენსიო და თაობათა სოლიდარობის საპენსიო ანგარიშებზე მთლიანი აქტივების ღირებულების შესახებ, შენატანების თარიღების და საინვესტიციო ამონაგების მითითებით. ასეთი ანგარიში შეიძლება მიწოდებულ იქნას ელექტრონული ფორმით. ანგარიშის წარდგენის წესი და ფორმა განისაზღვრება საპენსიო სააგენტოს მიერ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 2. მონაწილის მოთხოვნის შემთხვევაში, საპენსიო სააგენტო ვალდებულია მიაწოდოს მონაწილეს წერილობითი ანგარიში მისი ინდივიდუალურ საპენსიო და თაობათა სოლიდარობის საპენსიო ანგარიშებზე აღრიცხული აქტივების ღირებულების შესახებ. მუხლი 39. პენსიის გაცემა საპენსიო ასაკში 45 პროექტი 1. მონაწილე, საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ უფლებამოსილია, დაგროვებითი პენსიის სქემიდან მიიღოს საკუთარ ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე არსებული საპენსიო აქტივის ღირებულების შესაბამისი მოცულობის თანხა მთლიანი თანხის ერთიანი გადახდის ან პროგრამული გატანის ფორმით. 2. მონაწილე, საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ უფლებამოსილია საპენსიო ფონდის თაობათა სოლიდარობის სქემიდან ყოველთვიურად მიიღოს ამ კანონით გათვალისწინებული საპენსიო სარგებელი. 3. საპენსიო შენატანების წლებისა და ამ წლებში პირის საშუალო ხელფასის საფუძველზე განისაზღვრება დაგროვების კოეფიციენტი, რომლითაც იანაგარიშება თაობათა შორის სოლიდარობის სქემიდან პირზე გასაცემი საპენსიო სარგებელის ოდენობა. 4. მონაწილე ასევე უფლებამოსილია, საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ მიმართოს საპენსიო სააგენტოს და მოსთხოვოს საპენსიო ფონდში დაგროვებითი პენსიის სქემაში მონაწილეობის შედეგად მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე არსებული საპენსიო აქტივების გადატანა მონაწილის მიერ არჩეული სადაზღვევო კომპანიის მიერ დაფუძნებულ კერძო დაგროვებით საპენსიო სქემაში ამავე მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე. 5. საპენსიო სააგენტო უფლებამოსილია, შეიმუშაოს და უზრუნველყოს დაგროვებითი პენსიის სქემაში მონაწილეობის შედეგად ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე არსებული საპენსიო აქტივის მონაწილისათვის პენსიად გაცემის სხვა ფორმაც. 6. მონაწილე უფლებამოსილია, მიიღოს დაგროვებითი პენსიის სქემაში არსებული აქტივების ღირებულების მთლიანი მოცულობა საკუთარი ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშიდან, თუ მან საპენსიო ასაკს მიაღწია არაუმეტეს ხუთი (5) წლის ფარგლებში საპენსიო შენატანების განხორციელების დაწყების თარიღიდან. 7. საპენსიო სააგენტო ადგენს საპენსიო აქტივის ღირებულების მინიმალურ ზღვარს, რომლის ფარგლებშიც მონაწილე უფლებამოსილია, მიიღოს პენსია მთლიანი თანხის ერთიანი გადახდით. 8. მონაწილე მიიღებს ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე დარიცხული თანხის მთლიან მოცულობას მას შემდეგ, რაც ამ მუხლში განსაზღვრული წესების დაცვით შეატყობინებს საპენსიო სააგენტოს საპენსიო აქტივების მიღების სურვილის თაობაზე. 46 პროექტი 9. სამეთვალყურეო საბჭო ამტკიცებს პროგრამულ პერიოდულობას საპენსიო აქტივის გაცემისთვის იმ მონაწილეებისთვის, რომლებმაც არ მოახდინეს საპენსიო აქტივების გატანა ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად. 10. პროგრამულად გასაცემი თანხის ოდენობა გამოითვლება ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე მონაწილის პენსიაზე გასვლის თარიღისათვის რიცხული საპენსიო აქტივების ღირებულების მონაწილის სიცოცხლის მოსალოდნელ დარჩენილ ხანგრძლივობაზე გაყოფით, რომელიც ეყრდნობა სსიპ - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული მოსახლეობის სამსახურის ასაკობრივი (საქსტატის) მიერ განაწილების უზრუნველყოფილ და სიცოცხლის მონაცემებს მოსალოდნელი ხანგრძლივობის შესახებ. 11. პროგრამულად გასაცემი თანხის ოდენობა გადაანგარიშდება ყოველწლიურად ყოველი მონაწილისთვის ასაკის შეცვლის თვეში. დაუშვებელია გადახდების პროგრამა განსხვავდებოდეს ჯანმრთელობის, რასის, რელიგიის, სქესის, ეროვნების ან ნებისმიერი სხვა დისკრიმინაციული ნიშნის საფუძველზე. 12. საპენსიო სააგენტო წერილობით შეატყობინებს მონაწილეს მისი საპენსიო ასაკის მოახლოების შესახებ ამ ასაკის დადგომამდე ექვსი (6) თვით ადრე და უზრუნველყოფს მას წვდომით სტანდარტული განაცხადის ფორმებზე. 13. მონაწილე, რომელიც გადაწყვეტს პენსიაზე გასვლას საპენსიო ასაკის მიღწევისას, ვალდებულია წერილობით შეატყობინოს საპენსიო სააგენტოს საპენსიო ასაკის მიღწევისას პენსიაზე გასვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე და მოითხოვოს პენსიის გადახდის დაწყება საპენსიო ასაკიდან საპენსიო ასაკის მიღწევამდე არანაკლებ ოცდაათი (30) დღით ადრე. 14. მონაწილის საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ, დამსაქმებელი და სახელმწიფო შეწყვეტენ საპენსიო ფონდში საპენსიო შენატანების განხორციელებას. 15. მონაწილე უფლებამოსილია, გადადოს პენსიაზე გასვლის თარიღი საპენსიო ასაკს მიღმა და დაიწყოს პენსიის მიღება ნებისმიერ დროს საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ. ასეთ შემთხვევაში, მონაწილემ წერილობით უნდა შეატყობინოს საპენსიო სააგენტოს პენსიაზე გასვლის თარიღი არანაკლებ ასეთ თარიღამდე ოცდაათი (30) დღით ადრე. 16. თუ მონაწილე მიიღებს გადაწყვეტილებას, გავიდეს პენსიაზე საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ, მას შეუძლია განცხადების საფუძველზე შეწყვიტოს საპენსიო შენატანების განხორციელება საკუთარი ხელფასიდან. არ შეიძლება მონაწილემ გააგრძელოს საპენსიო შენატანების განხორციელება პენსიის მიღების დაწყების შემდეგ. 47 პროექტი 17. საპენსიო სააგენტო დაიწყებს პენსიის გადახდას საპენსიო ფონდიდან მონაწილის ინდივიდუალური საპენსიო და თაობათა სოლიდარობის საპენსიო ანგარიშებიდან არაუგვიანეს ოცდაათ (30) დღეში პენსიაზე გასვლის თარიღის შესახებ შეტყობინების მიღებიდან. 18. საპენსიო სააგენტო პერიოდულად ახორციელებს მონაცემთა შედარებასა და გადამოწმებას და გამოვლენილი შეუსაბამობის შემთხვევაში ახდენს საპენსიო ფონდში მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო და თაობათა სოლიდარობის საპენსიო ანგარიშებზე რიცხული აქტივების შესაბამის კორექტირებას. საპენსიო სააგენტომ შეიძლება მოითხოვოს მონაწილისთვის ნებისმიერი შეცდომით გადახდილი თანხის უკან დაბრუნება. 19. თუ დაგროვებითი პენსიის სქემის მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ირიცხება საპენსიო აქტივები, რომლებიც მონაწილეს პენსიის სახით სრულად არ მიუღია, დარჩენილი გადახდები განხორციელდება მისი მემკვიდრის/მემკვიდრეების მიმართ ამ კანონის და შესაბამისი კანონმდებლობის შესაბამისად. 20. საპენსიო სააგენტო განსაზღვრავს ისეთ მონაწილეთა და მათ მემკვიდრეთა წარმომადგენლების დადგენის და აღრიცხვის წესს და ფორმას, რომელთაც კანონმდებლობის შესაბამისად ესაჭიროებათ წარმომადგენლები, მხარდამჭერები ან/და მეურვეები. მუხლი 40. პენსიის გაცემა შესაძლებლობის შეზღუდვისას 1. მონაწილე უფლებამოსილია, მიიღოს პენსია შესაძლებლობის შეზღუდვის გამო საპენსიო ასაკის მიღწევამდე, თუ მას მიენიჭება ასეთი სტატუსი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. აღნიშნულ შემთხვევაში მონაწილე მიიღებს პენსიას ამ კანონის 39-ე მუხლით განსაზღვრული ერთ-ერთი ფორმით. 2. საპენსიო სააგენტო შეიმუშავებს შესაბამის ფორმებს და პროცედურებს, რომელთა საფუძველზე მონაწილე განახორციელებს ამ მუხლით განსაზღვრულ უფლებას და მოითხოვს პენსიის მიღებას საპენსიო ასაკის მიღწევამდე. მუხლი 41. საპენსიო აქტივების გაცემა მონაწილეთა მემკვიდრეებზე 1. თუ მონაწილე გარდაიცვალა საპენსიო ასაკის მიღწევამდე ან პენსიის გადახდის პროგრამის შედგენამდე ან საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ, დაგროვებითი პენსიის 48 პროექტი სქემაში მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე არსებული თანხები გადაეცემა მის მემკვიდრეს/მემკვიდრეებს, ამ კანონით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. გადახდა შეიძლება განხორციელდეს ერთიანი გადახდით ან საპენსიო აქტივების გადატანით მემკვიდრის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე, მემკვიდრის არჩევანის შესაბამისად. მემკვიდრის მიერ ერთიანი გადახდით არჩევანის შემთხვევაში დაიბეგრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 3. მონაწილის მემკვიდრე საპენსიო სააგენტოში წარადგენს მოთხოვნას საპენსიო სააგენტოს მიერ მიღებული წესისა და პროცედურების შესაბამისად. 4. მემკვიდრეებისგან ყველა მოთხოვნის მიღების შემდეგ, საპენსიო სააგენტო მოახდენს მათ მოთხოვნათა ლეგიტიმურობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის მიღებას და მიიღებს გადაწყვეტილებას საპენსიო აქტივების გაცემასთან დაკავშირებით. 5. საპენსიო სააგენტოს შეუძლია მოითხოვოს ნებისმიერი თანხის უკან დაბრუნება, თუ დადგინდა რომ მისი მიკუთვნება რომელიმე მემკვიდრისთვის მოხდა შეცდომით. მუხლი 42. კომპენსაციის მიმღები პირის საპენსიო სარგებელის მიღების უფლება საპენსიო ასაკის მიღწევამდე საპენსიო სარგებელის მიღების უფლება ამ კანონით გათვალისწინებული წესითა და ოდენობით საპენსიო ასაკის მიღწევამდე წარმოეშობათ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ კომპენსაციის მიმღებ პირებს. მუხლი 43. მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებში დასაქმებული პირის პენსიის წარმოშობის უფლება საპენსიო ასაკის მიღწევამდე 1. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებში დასაქმებულ პირს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ კანონით გათვალისწინებული პენსიის, საპენსიო სარგებელისა და დაგროვებითი პენსიის მიღების უფლება საპენსიო ასაკის მიღწევამდე ხუთი (5) წლით ადრე წარმოეშობა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სამუშაოებში დასაქმებულ პირზე თითოეული დამსაქმებელი ხელფასის გაცემისას ამავე პირის სასარგებლოდ საპენსიო 49 პროექტი ფონდში დასაქმებულის თაობათა სოლიდარობის საპენსიო ანგარიშზე რიცხავს დასაქმებულზე გასაცემი ხელფასის ორ მთელ ხუთ (2.5) პროცენტს. თავი VII. დავების გადაწყვეტა და აღსრულება მუხლი 44. ნდობითი ვალდებულების დარღვევა 1. ნდობითი ვალდებულების მქონე პირმა უნდა მართოს საპენსიო აქტივები მხოლოდ მონაწილეების და მათი მემკვიდრეების ინტერესების შესაბამისად ამ კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით. სხვა ინტერესების დაცვა წარმოადგენს ნდობითი ვალდებულების დარღვევას. ნდობითი ვალდებულების მქონე პირი მოვალეობების განხორციელებისას ვალდებულია: ა) მოქმედებდეს კეთილსინდისიერად; ბ) ზრუნავდეს ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი საღად მოაზროვნე პირი; გ) მოქმედებდეს იმ რწმენით, რომ მათი ქმედება ყველაზე უკეთესია საპენსიო აქტივების მესაკუთრეთა ინტერესებისათვის. 2. იმ შემთხვევაში, თუ ნდობითი ვალდებულების მქონე პირს არ გააჩნია რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილების მისაღებად სათანადო ცოდნა და ექსპერტიზა, მან ამ საკითხზე უნდა მოიძიოს შესაბამისი სფეროს სათანადო კვალიფიკაციის სპეციალისტის მოსაზრება. 3. ნდობითი ვალდებულების დარღვევად ჩაითვლება ნდობითი ვალდებულების მქონე პირის მიერ მხოლოდ ამ მუხლით განსაზღვრული ვალდებულების დარღვევა, მათ შორის, საპენსიო აქტივების გამოყენება თავის სასარგებლოდ ან აფილირებული პირების სასარგებლოდ, ან საპენსიო აქტივებთან დაკავშირებით ისეთ გარიგებაში შესვლა, რომელშიც მეორე მხარე ნდობითი ვალდებულების მქონე პირის აფილირებული პირია. 4. ნდობითი ვალდებულების დარღვევად არ ჩაითვლება ნდობითი ვალდებულების მქონე პირის ქმედება, რომელიც მან განახორციელა ამ მუხლის მოთხოვნების დაცვით საინვესტიციო საქმიანობის წარმართვის პროცესში, მიუხედავად დამდგარი შედეგისა. 5. ნდობითი ვალდებულების დარღვევისათვის პირს დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობა. 50 პროექტი მუხლი 45. ნდობითი ვალდებულების დარღვევის შედეგები 1. საპენსიო სააგენტომ შეიძლება მოითხოვოს ნდობითი ვალდებულების მქონე ნებისმიერი პირისგან ზიანის ანაზღაურება ნდობითი ვალდებულების დარღვევის შედეგად დამდგარი ზიანისათვის. 2. ნდობითი ვალდებულების დარღვევის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურება რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 3. ნდობითი ვალდებულების დარღვევისთვის ზიანის ანაზღაურების შედეგად ამოღებული თანხები მიექცევა შესაბამისი მონაწილეების ან მათი მემკვიდრეების ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე მიყენებული ზიანის პროპორციულად. მუხლი 46. დამსაქმებლის ზემოქმედება დასაქმებულის საპენსიო სქემებში გაწევრიანების პროცესში და საპენსიო სააგენტოში დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის და საკუთარი საპენსიო შენატანის გადახდის ვალდებულების დარღვევა 1. დამსაქმებლის მიერ საპენსიო სააგენტოში დასაქმებულის თაობათა სოლიდარობისა და დაგროვებითი პენსიის სქემებში გაწევრიანების პროცესში ჩარევა წარმოადგენს ამ კანონის დარღვევას. 2. დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის და საკუთარი საპენსიო შენატანის გადაუხდელობა საპენსიო სააგენტოში წარმოადგენს ამ კანონის დარღვევას და ასევე გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. თავი VIII. გარდამავალი დებულებები მუხლი 47. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებები 1. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს დებულების დამტკიცება 2018 წლის 01 ივნისამდე. 2. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების მიღება 2018 წლის 01 ივნისამდე. 51 პროექტი 3. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საპენსიო ფონდის დაფუძნება 2018 წლის 01 ივნისამდე. 4. საპენსიო სააგენტომ 2018 წლის 01 ივნისამდე უზრუნველყოს ამ კანონით განსაზღვრული სამართლებრივი აქტების მიღება. მუხლი 48. კანონის ამოქმედებიდან ოცი წლის განმავლობაში საპენსიო სარგებელის ოდენობის გამოთვლის განსაკუთრებული წესი 1. ამ კანონის ამოქმედებიდან კალენდარული წლის განმავლობაში, ის მონაწილე, რომელიც მიაღწევს საპენსიო ასაკს და ისარგებლებს პენსიის წარმოშობის უფლებით, ბონუსის სახით მიიღებს თაობათა სოლიდარობის სქემაში მონაწილეობის 10 წელს. ასეთი მონაწილის საპენსიო სარგებელის ოდენობის გამოანგარიშებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს თაობათა სოლიდარობის სქემაში მონაწილეობისა და ბონუსის სახით მიღებული წლების ჯამი. 2. ამ კანონის ამოქმედებიდან კალენდარული წლის ყოველ მომდევნო წელს საპენსიო ასაკს მიღწეული მონაწილის ბონუსის სახით მისაღები წლების რაოდენობა 6 თვით ნაკლებია წინა წელს არსებული ბონუსის სახით მისაღები წლების რაოდენობაზე. ასეთი მონაწილის საპენსიო სარგებელის ოდენობის გამოანგარიშებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს თაობათა სოლიდარობის სქემაში მონაწილეობისა და ბონუსის სახით დარჩენილი წლების ჯამი. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული ბონუს წლების მიღების უფლება გააჩნია მონაწილეს, რომელსაც პენსიის მიღების უფლება წარმოეშობა ამ კანონის ამოქმედებიდან 2039 წლის ჩათვლით. მუხლი 49. გარდამავალი დებულებები 1. საპენსიო სააგენტოს ბიუჯეტი ფინანსდება საპენსიო ფონდიდან. სააგენტოს ხარჯებმა არ უნდა გადააჭარბოს საპენსიო აქტივების ერთ (1%) პროცენტს. 2. ამ კანონის ამოქმედებიდან ხუთი (5) წლის განმავლობაში საპენსიო აქტივების ინვესტირება განხორციელდება მხოლოდ ნაკლებადრისკიან საინვესტიციო პორტფელში. 3. ამ კანონის ამოქმედებიდან 5 წლის განმავლობაში ამ კანონის 35-ე მუხლის მე-20 პუნქტში მითითებული ერთი ემიტენტის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდებში 52 პროექტი (გარდა დეპოზიტებისა და ფულადი სახსრებისა) ინვესტირების ლიმიტი განისაზღვროს 15%-თ. 4. შესარჩევი კომისიის საქმიანობა პირველ წელს დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. 5. საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს პირველი თავმჯდომარე აირჩევა საქართველოს მთავრობის მიერ. 6. საქართველოს პარლამენტი ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საინვესტიციო საბჭოს პირველი შემადგენლობის ორ (2) წევრს აირჩევს 3 წლის ვადით. 7. ამ კანონით განსაზღვრული სქემით გათვალისწინებული სახელმწიფოს მიერ თაობათა სოლიდარობის სქემაში შესატანი დაფინანსების, ასევე საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული პირების შემთხვევაში დამსაქმებლის მიერ შესატანი თანადაფინანსების წესი 2018 წლის განმავლობაში განისაზღვროს საქართველოს მთავრობის მიერ. 8. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის ეროვნული საბინაო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონი მიღებულ იქნეს ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში. თავი IX. დასკვნითი დებულებები მუხლი 50. კანონის ამოქმედება 1. ეს კანონი, გარდა მე-12, 26-ე და 27-ე მუხლებისა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის მე-12, 26-ე და 27-ე მუხლები ამოქმედდეს 2018 წლის პირველი ივლისიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 53
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საპენსიო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: საქართველოს საპენსიო სისტემამ რეფორმირების რამდენიმე ეტაპი გაიარა. 1995 წელს შემოღებულ იქნა სოციალური საპენსიო სისტემა. პენსიის ოდენობა ცვალებადი იყო და განისაზღვრებოდა სახელმწიფო საპენსიო ფონდის მოცულობითა და პენსიონერთა რაოდენობით. 2004 წლიდან პენსიების დაფინანსება დაიწყო საერთო საბიუჯეტო პასუხიმგებელია შემოსავლებიდან. საჯარო სამართლის 2010 წლიდან იურიდიული პენსიების პირი - გაცემაზე სოციალური მომსახურების სააგენტო. 2007-2012 წლებში, პენსიის ოდენობა, გარდა საერთო საბაზისო პენსიისა, მოიცავდა დანამატებს სამუშაო სტაჟის მიხედვით. თუმცა, დანამატი მინიმალური იყო. 2012 წლიდან კიდევ ერთი რეფორმა განხორციელდა პენსიის ოდენობასთან ფიქსირებული პენსია. დაკავშირებით. გაუქმდა კერძოდ, გახდა იგი დანამატები 110 ლარი, და თუმცა გაიზარდა 67 წელს გადაცილებულთათვის - 125 ლარი. 2013 წლიდან - ყველა პენსიონერისთვის - 125 ლარი. მოგვიანებით, ამავე წელს გაიზარდა 150 ლარამდე, 2015 წელს კი 160 ლარი შეადგინა, 2016 წლის 1 ივლისიდან ასაკით პენსიონერთა სახელმწიფო პენსია განისაზღვრა 180 ლარით. სოციალური საბაზო პენსია ვერ უზრუნველყოფს მოქალაქეების ღირსეულ სიბერეს და აუცილებელია ის შეივსოს სხვა დამატებით სვეტებით, რომელიც მოიცავს, საპენსიო შენატანებით დაფინანსებულ საპენსიო სვეტებს. ეს გულისხმობს თაობათა შორის სოლიდარობის და ინდივიდუალურ დაგროვებით პრინციპზე, დაფუძნებულ საპენსიო სვეტებს. კონსტიტუციის „საქართველო არის ახალი რედაქციის მე-5 მუხლით გარანტირებულია, რომ სოციალური სახელმწიფო“ და „სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებისათვის.“ სწორედ ამიტომ, პრიორიტეტი უნდა იყოს ისეთი საპენსიო სისტემის დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეების მაქსიმალურ დაფარვას, სოციალურ უსაფრთხოებას, და არათანაბარი ცხოვრების პირობების შემცირებას. საპენსიო სისტემის რეფორმის საჭიროება შეიძლება ითქვას, რომ დღეს საქართველოში არ არსებობს საპენსიო სისტემა მისი კლასიკური გაგებით. დღევანდელი ასაკობრივი პენსია უფრო სოციალური დახმარების ხასიათს ატარებს, ვიდრე პენსიისას, რადგან იგი ერთი მხრივ, საპენსიო შენატანებით არ ფინანსდება, მეორე მხრივ, არ ითვალისწინებს სტაჟს, დამსახურებას და სპეციალურ გარემოებებს (ზოგიერთი გამონაკლისის გარდა). საპენსიო სისტემა მთლიანობაში უნდა ითვალისწინებდეს შემდეგ საჭიროებებს და მოთხოვნებს.  აუცილებელია სამართლიანობის პრინციპის დაცვა. საპენსიო სისტემამ უნდა გაითვალისწინოს მოქალაქეების სტაჟი, დამსახურება და სპეციალური საჭიროებები.  ქვეყანაში არსებული მაღალი სახელფასო უთანასწორობა და განსხვავებული სამუშაო პირობები პირდაპირ მოქმედებს სიცოცხლის ხარისხზე და ხანგძლივობაზე. საპენსიო სისტემა მიზნად უნდა ისახავდეს სამართლიან განაწილებას სიცოცხლის ხანგძლივობის და ეკონომიკური უთანასწორობის მხედველობაში მიღებით.  საპენსიო სისტემა მთლიანობაში უნდა მოიცავდეს, როგორც თაობათა შორის სოლიდარობის პრინციპს, ისე ინდივიდუალური დანაზოგის პრინციპს.  ეკონომიკური უთანასწორობის შემცირება და ცხოვრების დონის შენარჩუნება მოხუცებულობის ასაკში.  ყოველ საპენსიო სვეტს უნდა გააჩნდეს ფისკალური მდგრადობა და ითვალისწინებდეს დემოგრაფიულ და შრომის ბაზრის ტენდენციებს.  აუცილებელია საპენსიო რეფორმა მაქსიმალურად ფარავდეს როგორც არსებულ ისე მომავალში პენსიაზე გასულ მოქალაქეებს.  საპენსიო სისტემა უნდა იყოს ხარჯ ეფექტური და ადმინისტრაციული ხარჯები დაბალი. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: „საპენსიო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტის მიხედვით, საქართველოში ამუშავდება მეორე საპენსიო სვეტი, რომელიც ეფუძნება თაობათა შორის სოლიდარობის პრინციპს. მექანიზმი შემდეგია: დღევანდელი დასაქმებულები აფინანსებენ არსებულ პენსიონერებს, ხოლო დღევანდელ დასაქმებულებს პენსიაზე გასვლის შემდეგ დააფინანსებენ იმ დროის დასაქმებულები. კანონპროექტის მიხედვით, მეორე სვეტის შენატანები ნაწილდება დამსაქმებელსა და სახელმწიფოზე დასაქმებულის დაუბეგრავი ხელფასის სავალდებულო 2%-2%-ის ოდენობით და ირიცხება საპენსიო ფონდში მოქალაქის ანგარიშზე თაობათა შორის სოლიდარობის განსაზღვრული სარგებლის სქემისთვის. როდესაც მოქალაქე მიაღწევს საპენსიო ასაკს სახელმწიფო და დამსაქმებელი განხორციელებას. თაობათა შესაბამისად შორის შეწყვეტენ შენატანების სოლიდარობის პრინციპის ინსტიტუციონალიზაცია, რომელიც ახალ თაობას ავალდებულებს იზრუნოს წინა თაობაზე, უფრო მეტად აერთიანებს საზოგადოებას და სოლიდარულს ხდის მას. მესამე სვეტის კერძო დაგროვებით სვეტში მონაწილეობა ასევე სავალდებულოა ყველა დასაქმებულისთვის საპენსიო ასაკის მიღწევამდე, პენსიაზე გასვლის შემდეგ კი - ნებაყოფლობითი იმ პენსიონერებისთვის, რომლებიც აგრძელებენ მუშაობას, მათ შეეძლებათ გააგრძელონ საკუთარი დაუბეგრავი ხელფასის სულ მცირე 2%-ის შეტანა დაგროვებით საპენსიო სქემაში. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: მთავრობას პარლემენტში წარმოდგენილი აქვს კანონი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“. ეს კანონი კანონი ვერ პასუხობს არსებულ გამოწვევებს. ის ვერ უზრუნველყოფს უახლოეს დეკადებში პენსიაზე გამსვლელთათვის ღირსეულ პენსიას და მოსახლეობის უმრავლესობისთვის ვერ უზრუნველყოფს სიბერეში სიღარიბისგან დაცვას. ზემოხსენებულ გამოწვევებზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით ფრაქციამ შეიმუშავა ალტერნატიული კანონპროექტი „საპენსიო სისტემის შესახებ“, რომელიც პირველ რიგში ეფუძნება თაობათა შორის სოლიდარობის სქემას, თუმცა ითვალისწინებს დაგროვებითი სქემის საჭიროებასაც. „საპენსიო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტით შემოთავაზებული საპენსიო სისტემა არის სამსვეტიანი, რომლის პირველ სვეტს წარმოადგენს საბაზისო პენსია, და მას არეგულირებს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი. II სვეტი (თაობათა სოლიდარობის სქემა) - საპენსიო სისტემის მეორე სვეტი უჭირავს სავალდებულო შენატანებზე დაფუძნებულ თაობათა შორის სოლიდარობის სქემას, რომელიც განსაზღვრული სარგებლის სქემას წარმოადგენს. მასში მონაწილეობა სავალდებულოა ყველა დასაქმებულისთვის, ხოლო ნებაყოფლობითია თვითდასაქმებულისთვის. კანონპროექტის თანახმად, არსებული საპენსიო შენატანები შემდეგნაირად გადანაწილდება: დამსაქმებელი ხელფასის გაცემისას სქემის მონაწილე თითოეულ დასაქმებულზე, საპენსიო ფონდში რიცხავს დაუბეგრავი ხელფასის ორ პროცენტს, რასაც ემატება სახელმწიფოს ასევე 2%-იანი შენატანი. თაობათა შორის სოლიდარობის პრინციპით (არსებული დასაქმებულები აფინანსებენ ხანდაზმულთა პენსიებს) სოლიდარობის სქემიდან პენსიების გაცემა მოხდება სქემაში ჩართვიდან მომდევნო წელს გასულ პენსიონერებზე, რომლებიც ერთი წელი მაინც იხდიდნენ თაობათა სოლიდარობის სქემაში საპენსიო შენატანს. ყოველ წლიურად პენსიაზე საშუალოდ 20 ათასი ადამიანი გადის. რადგანაც, თაობათა სოლიდარობის სვეტი ერთის მხრივ, ფინანსდება ყველა დაქირავებით თუ სქემაში ჩართული თვითდასაქმებულების შენატანებიდან, ხოლო მეორეს მხრივ მისით სარგებლობა შეუძლიათ, პენსიაზე გასულ იმ მოქალაქეებს, რომლებიც 1 წლის განმავლობაში მაინც ანხორციელებდნენ ამ სვეტში შენატანებს, ცხადია რომ გადამხდელების რიცხვი ბევრად ჭარბობს ბენეფიციარებზე, რაც უზურნველყოფს სქემის მდგრადობას საშუალო პერიოდში. ხოლო გრძელვადიან პერიოდში, ეკონომიკური განვითარების, ხელფასების ზრდის და შრომის მასიური არაფორმალური წილის შემცირების ფონზე სისტემა უფრო გაჯანსაღდება. ჩვენს სქემაში - პენსიების გაცემა სიცოცხლის ბოლომდე გრძელდება. ეს იმიტომ, რომ თაობათა სოლიდარობის სვეტიდან მიღებული პენსიის ოდენობა ეფუძნება პენსიონერის სტაჟსა და დამსახურებას და არა შენატანების აბსოლუტურ ოდენობას; ამასთან, ყოველწლიურად ფინანსდება ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის მიერ და არა პირის მიერ დაგროვილი თანხების მიხედვით. საპენსიო სისტემაში ჩართვა სავალდებულო იქნება ყველა დასაქმებულისთვის. ამასთან, სქემა სრულად ფარავს ე. წ. „ჩავარდნებს“, ანუ იმ 6 თვიან პერიოდს, როდესაც დასაქმებულს განხორციელება. ასეთი რაიმე მიზეზის პერიოდი გამო შეიძლება არ იყოს, შეეძლება შენატანების მაგალითად, დროებითი უმუშევრობა, ორსულობა, ახალშობილი ბავშვის მოვლის პერიოდი და ა.შ. ვინაიდან ქვეყანაში ყოველწიურად იცვლება ინფლაციის მაჩვენებელი, შესაბამისად იცვლება ფულის მსყიდველუნარიანობა. ფორმულიდან გამოთვლილი სარგებელი, რომელიც ინდივიდუალურია სტაჟის და დამსახურების მიხედვით, ასევე მოიცავს პირის მიერ შენატანების განხორციელების წლებში დაფიქსირებულ ინფლაციის ცვალებადობას. ამით უზრუნველყოფილია მეორე სვეტიდან მიღებული საპენსიო სარგებლის მსყიდველობითუნარიანობა. განსაზღვრული სარგებლის ფორმულა - თაობათა შორის სოლიდარობის სვეტიდან მიღებული პენსია გამოითვლება შენატანების წლების გამრავლებით შენატანების განხორციელებისას პირის საშუალო ხელფასსა და დაგროვების კოეფიციენტზე1. კოეფიციენტი დაგროვების გამოისახება წილადებით ან პროცენტებში და იანგარიშება ჩანაცვლების კოეფიციენტის შეფარდებით შენატანების წლების რაოდენობასთან. არსებული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მეორე სვეტის საპენსიო სარგებლის საშუალო ჩანაცვლების კოეფიციენტად აღებულია 20%, რომელიც შენატანების მაქსიმალურ - 45 წელთან თანაფარდობაში გვაძლევს დაგროვების კოეფიციენტს 0.44%-ს. ამდენად, ჩვენი კანონპროექტის მიხედვით, საშუალო ხელფასის მქონეთა პენსია, მხოლოდ თაობათა შორის სოლიდარობის სვეტით, სწორედ 0.44%-ის ტოლი დაგროვების კოეფიციენტით არის ნაანგარიშები, რაც შესაბამისად საშუალო ხელფასის მიმღებებს 45 წლიანი შენატანების წლების 1 მაგ. თუ თუკი პირს 2 წლის განმავლობაში საშუალოდ ჰქონდა 500 ლარი ხელფასი და იყო სქემაში ჩართული, მისი პენსია გამოითვლება შემდეგნაირად. ყოველთვიური პენსია = 500 * 2 * 0.55 / 100 შემთხვევაში უზრუნველყოფს მეორე სვეტის პენსიის 20%-იანი ჩანაცვლების კოეფიციენტით. დღევანდელი ეკონომიკის სტრუქტურიდან გამომდინარე, ქვეყანაში ჭარბობს დაბალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები, ამასთან ერთად, მშრომელთა ორგანიზება სამართლიანი შრომის ანაზღაურებისათვის მაღალი უმუშევრობის პირობებში ნელი ტემპებით მიმდინარეობს. ამ და სხვა დამატებითი ფაქტორებიდან გამომდინარე ქვეყანაში სახელფასო შემოსავლები არა მხოლოდ დაბალია, არამედ მეტად არათანაბრადაა გადანაწილებული. ცხადია, რომ ჩანაცვლების კოეფიციენტი უფრო მაღალი იქნება მათთვის ვისაც უფრო დაბალი შემოსავლები აქვთ, მაგრამ ეს იმიტომ, რომ დაბალი ხელფასების მქონეები, როგორც წესი უფრო მძიმე პირობებში მუშაობენ და უფრო დაბალი სიცოცხლის ხანგძლივობა აქვთ. შესაბამისად დაბალი ხელფასის და დაბალი სიცოცხლის ხანგძილობის კომპენსირებისთვის დაგროვების კოეფიციენტი უფრო მაღალი უნდა იყოს. სამეთვალყურეო საბჭო კანონის მიზნების შესაბამისად ყოველწლიურად საქართველოს პარლამენტს საშემოდგომო სესიაზე წარუდგენს დაგროვების კოეფიციენტის განაკვეთს დასამტკიცებლად; წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, ახალი საპენსიო სისტემა ძალაში შედის 2019 წლიდან. აღნიშნული სქემის მიხედვით, მეორე სვეტის პენსიის მიღება უკვე შეეძლებათ 2020 წელს პენსიაზე გასულ პენსიონერებს. მრავალი ფაქტორის გამო, 1990-იანი წლების შემდეგ საქართველოში გართულდა და ხშირად შეუძლებელიც კი იყო შრომითი საქმიანობის აღწერა და შრომის წიგნაკების წარმოება. ამიტომაც სამართლიანობა მოითხოვს, სახელმწიფომ შეიმუშავოს სქემა, რომლის მიხედვითაც ადამიანები საპენსიო სქემის გარეშე არ დარჩებიან. გამომდინარე იქიდან, რომ 2019 წლამდე აღნიშნული სქემა არ არსებობდა და 2020 წლისთვის პენსიაზე გამსვლელთა შენატანი საპენსიო ფონდში მხოლოდ 1 წელს ითვლის, რადგან, ისინი ვერ შეძლებდნენ შენატანების განხორციელებას, პენსიის გაცემის ფორმულა კი ეფუძნება სისტემაში ჩართულობის წლებს და გამომდინარე იქიდან, რომ 1 წლის დაგროვებულ თანხას, რომ სისტემის კონტრიბუციები არ ამოქმედებისთანავე გვაძლევს იმდენ წარმოჩნდეს მისი მნიშვნელობა და აუცილებლობა მასში ჩართული პირებისადმი, სახელმწიფო მათ გრანტის სახით, ბონუსად დაუმატებს შენატანების 10 წელს, ბოლო სამუშაო წლის დეკლარირებული ანაზღაურების საფუძველზე; შესაბამისად, პირველ წელს პენსიაზე გასული მოქალაქეების საპენსიო დანამატი იანგარიშება 11 წლიდან. ბონუსების სისტემა გაგრძელდება სისტემის პირველი 20 წლის განმავლობაში. რაც გულისხმობს 6 თვით ნაკლები ოდენობის ბონუსის გაცემას ყოველ მომდევნო წელს გასული პენსიონერებისთვის, წინა წელთან შედარებით. მაგ. 2021 წელს მათ დაემატებათ 9,5 შენატანების წელი, 2022 წელს - 9, 2023 წელს - 8.5 და ა.შ 2039 წლის ჩათვლით, ამ უკანასკელ წელს პენსიაზე გასულ პენსიონერებს უკვე ექნებათ დაგროვილი 20 წლის შენატანები და დაემატებათ 0.5 წელი. ამის შემდგომ ბონუსების სქემა შეწყვეტს ფუნქციონირებას, რადგან დამყარდება ბალანსი კონტრიბუტორებსა და ბენეფიციარებს შორის. 2040 და მომდევნო წლებში პენსიაზე გასული პენსიონერები მეორე სქემიდან მხოლოდ საკუთარი სისტემაში ჩართულობის წლების მიხედვით აიღებენ საპენსიო დანამატს. სპეციალური ჯუფები - სადაც პროფესიული დაავადებების რისკი მაღალია (მაგალითად სამთო მოპოვებითი). სამეთვალყურეო საბჭოში სოციალური პარტნიორები, რომლებიც არიან განსაზღვრავენ მძიმე და მავნე პირობებში მომუშავეთა კატეგორიას, რომელთაც მიენიჭებათ სპეციალური ჯგუდის სტატუსი. მათ შეეძლებათ ქვეყანაში საყოველთაოდ დადგენილ საპენსიო ასაკის მიღწევამდე 5 წლით ადრე გავიდნენ პენსიაზე. ამავე დროს, იმისათვის, რომ ამ უფლების გამოყენების შემთხვევაში ამ ტიპის სამუშაო ადგილებზე დასაქმებულებს არ შეუმცირდეთ მეორე სვეტით განსაზღვრული პენსიის ოდენობა, ყველა დასაქმებულისთვის, დამსაქმებლები გადაიხდიან 2,5%-ს მეორე სვეტის საპენსიო შენატანში; თუკი დასაქმებული არ გამოიყენებს ამ უფლებას და გადაწყვეტს პენსიაზე გავიდეს ქვეყანაში საყოველთაოდ დადგენილ ასაკში, დამსაქმებელი განაგრძობს 2,5%-ის გადახდას საპენსიო სარგებლის სქემაში ამ დასაქმებულის სახელზე. პენსიაზე 5 წლის ადრე გასვლის უფლების არგამოყენების შემთხვევაში, ვინაიდან დამსაქმებელი განაგრძობს 2,5%-იანი შენატანის განხორციელებას, დასაქმებული 5 წლის შემდეგ პენსიაზე გასვლისას მიიღებს ამ შენატანების პროპორციულად გაზრდილ პენსიას. III სვეტი (დაგროვებითი პენსიის სქემა) - კანონპროექტის მიხედვით, დასაქმებულის დაუბეგრავი ხელფასის მინიმუმ 2%-იანი შენატანი დამსაქმებლის მიერ მიემართება მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე და განთავსდება კერძო დაგროვებით სქემაში, მსგავსად ისე როგორც მთავრობის შემოთავაზებულ სქემაშია. დაგროვებით სქემაში მონაწილეობის მიღება სავალდებულოა ყველა დასაქმებულისათვის, ხოლო ნებაყოფლობითია თვითდასაქმებულისათვის. საპენსიო ფონდის მართვა - საპენსიო ფონდს მართვასა და ადმინისტრირებას ახორციელებს საპენსიო სააგენტო, რომელსაც ხელმძღვანელობს დირექტორი. საპენსიო სააგენტოს საქმიანობას ზედამხედველობას უწევს სამეთვალყურეო საბჭო შედგება რვა (8) წევრისგან:  საქართველოს ფინანსთა მინისტრი;  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი;  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;  დამსაქმებელთა წარმომადგენელი;  დასაქმებულთა წარმომადგენელი;  ექსპერტი;  ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ხოლო მისი არ ყოფნის შემთხვევაში ვიცეპრეზიდენტი;  საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარე. სამეთვალყურეო საბჭო ითანხმებს საპენსიო სააგენტოს წლიურ ბიუჯეტს, საპენსიო სააგენტოს თანამშრომლების ოდენობას, გარდა რაოდენობასა საპენსიო და მათი სააგენტოს შრომის ანაზღაურების საინვესტიციო სამსახურის თანამშრომელებისა; ახორციელებს საპენსიო სააგენტოს დირექტორის საქმიანობის ზედამხედველობას და აძლევს მას მითითებებს; თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საპენსიო სააგენტოს დირექტორს; განსაზღვრავს და ზედამხედველობს საპენსიო სააგენტოს შიდა აუდიტის მექანიზმს; ითანხმებს საპენსიო სააგენტოს დირექტორის ცალკეულ სამართლებრივ აქტებს; უზრუნველყოფს საპენსიო სააგენტოს დამოუკიდებელი აუდიტორული შემოწმების ჩატარებას; ყოველწლიურად საქართველოს პარლამენტს საშემოდგომო სესიაზე წარუდგენს დაგროვების კოეფიციენტის განაკვეთს დასამტკიცებლად და სხვა. სამეთვალყურეო საბჭო კონკურსის წესით არჩევს და თანამდებობაზე ნიშნავს, ასევე თანამდებობიდან ათავისუფლებს საპენსიო სააგენტოს დირექტორს, რომელიც ხელმძღვანელობს საპენსიო სააგენტოს საქმიანობას. საპენსიო სააგენტოს დირექტორი თანამდებობაზე ინიშნება შვიდი (7) წლით. კანონპროექტის მიხედვით საპენსიო აქტივების საინვესტიციო პოლიტიკის შემუშავების მიზნით საპენსიო სააგენტოში იქმნება საინვესტიციო საბჭო, რომელიც შედგება ხუთი (5) წევრისგან. საინვესტიციო საბჭოს წევრებს ხუთი (5) წლის ვადით თანამდებობაზე პარლამენტი ირჩევს სიითი და თანამდებობიდან შემადგენლობის ათავისუფლებს უმრავლესობით. საქართველოს საინვესტიციო საბჭოს წევრობის კანდიდატებს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს შესარჩევი კომისია - გამჭვირვალე შესარჩევი პროცედურების გამოყენებით. შესარჩევი კომისია შედგება შვიდი (7) წევრისაგან. კომისიის წევრები არიან საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი საქართველოს განვითარების შრომის, მინისტრი, ჯანმრთელობის საქართველოს და ფინანსთა მინისტრი, დაცვის მინისტრი, სოციალური საქართველოს პარლამენტის წევრი, სამი წევრი. შესარჩევი კომისიის ერთ წევრს წარადგენს საქართველოს დამსაქმებელთა და ეროვნული დასაქმებულთა ბანკი, ხოლო დანარჩენს წარმომადგენლები. შესარჩევი წევრებს - კომისიის პარლამენტის წევრს წარადგენს საქართველოს პარლამენტი. საპენსიო აქტივების ინვესტირების პრინციპები - კანონპროექტით დადგენილია საპენსიო აქტივების ინვესტირების პრინციპები:  საპენსიო ფონდში არსებული საპენსიო აქტივების არანაკლებ სამოცდაათი პროცენტი (70%) ტენდერის საფუძველზე სამართავად გადაეცემა კერძო საინვესტიციო ფონდებს.  საპენსიო ფონდში არსებული საპენსიო აქტივების არანაკლებ ოცი პროცენტი (20%) გამოიყენება სახელმწიფოს საპენსიო ფასიან სარგებელის ქაღალდებში გაცემისთვის, (ობლიგაციები, საქართველოს ვალდებულებები) დაბანდებისთვის, საპარტნიორო ფონდში ან სხვა ადგილობრივი წარმოების ხელშემწყობ სახელმწიფო ინსტიტუტზე სესხის სახით გაცემისთვის, საქართველოში არსებული კომერციული ბანკების ანგარიშებზე დეპოზიტების სახით განთავსებისთვის.  საპენსიო ფონდში არსებული საპენსიო აქტივების არაუმეტეს ორმოცი პროცენტი (40%) შეიძლება იქნეს ინვესტირებული საერთაშორისო ფასიან ქაღალდებში. დარჩენილი საპენსიო აქტივების ინვესტირება ხორციელდება საქართველოს ფარგლებში.  ერთ კომპანიაში საპენსიო ფონდში არსებული საპენსიო აქტივების ხუთ პროცენტზე (5%) მეტის, ხოლო ბიზნეს ჯგუფში შემავალ კომპანიებში საპენსიო ფონდში არსებული საპენსიო აქტივების ათ პროცენტზე (10%) მეტის ინვესტირება დაუშვებელია.  კერძო საინვესტიციო ფონდების მიერ საპენსიო აქტივების ინვესტირება საქართველოს სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში, საქართველოს კომერციული ბანკების ანგარიშებზე დეპოზიტების სახით განთავსება აკრძალულია.  მაღალრისკიან აქტივებში შესაძლებელია საპენსიო ფონდში არსებული საპენსიო აქტივების მხოლოდ ოცდაათი პროცენტის (30%) განთავსება, საშუალორისკიან აქტივებში - ოცდაათი პროცენტის (30%), ხოლო ორმოცი პროცენტი (40%) განთავსდება დაბალრისკიან აქტივებში.  თაობათა სოლიდარობის სქემაში არსებული საპენსიო აქტივების ინვესტიცია ხორციელდება მხოლოდ დაბალრისკიან აქტივებში.  აკუმულირებული საპენსიო აქტივების ნაწილი მიემართება საბინაო ფონდისკენ, რომლის საჯარო სამართლის იურიდიული პირი დაარსდება საპენსიო სქემის პროგრამის ამუშავების ფარგლებში შემდეგ. განხორციელდება პროცენტიანი საცხოვრებლის შემოსავლიანი დასაქმებულებისთვის მიხედვით), უპირატესად ხელმისასწვდომი მიწოდება, კი საცხოვრებლის გრძელვადიანი დაბალ განსაკუთრებით დაბალ (სპეციალური კრიტერიუმების ახალგაზრდებისთვის, რომელთაც დეკლარილებული აქვთ საკუთარი შემოსავლები.ეს შეამცირებს კომერციული ბანკების მიერ გაცემულ მაღალ პროცენტიან სესხებზე დამოკიდებულებას, და თანხებს ეკონომიკის რეალური სექტორისკენ მიმართავს. ყველა სხვა პოზიტიური ეფექტების გარდა, ამას შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ახალგაზრდების საბინაო საჭიროებების დაკმაყოფილების საქმეში. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით დაფინანსების წყარო: აუცილებელი ხარჯების კანონპროექტის მიღება გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტს ბიუჯეტის საშემოსავლო გავლენა არ აქვს. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტს ზეგავლენა აქვს ბიუჯეტის ხარჯვაზე, კერძოდ, თაობათა სოლიდარობის სქემის თითოეული მონაწილის სასარგებლოდ სახელმწიფო საპენსიო ფონდში მონაწილის საპენსიო ანგარიშზე გადარიცხავს ორ (2) პროცენტს დასაქმებულის ხელფასის ან/და თვითდასაქმებულის სახელფასო შემოსავლის იმ მოცულობაზე, რომელიც ჯამურად არ აღემატება მონაწილის მიერ წლიური ხელფასის ან/და თვითდასაქმებულის შემოსავლის სახით მიღებულ ორმოცი ათას (40 000) ლარს, ხოლო ერთ (1) პროცენტს მონაწილის მიერ ხელფასის ან/და თვითდასაქმებულის სახელფასო შემოსავლის სახით მიღებულ თანხაზე ორმოცი ათასი (40 000) ლარიდან. რადგან სახელმწიფო დასაქმებულებს უმატებს 2%-ს მას პირველ წელს მოუწევს 378 მლნ ლარის და დამატებით სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთათვის (რადგან მათ სახელმწიფო როგორც დამსაქმებელი ისედაც უხდის 2%-ს) 68.4 მლნ ლარის, სულ კი 2020 წლისთვის 447 მლნ ლარის ბიუჯეტიდან გამოყოფა.2020 წლისთვის ეს თანხა იქნება დაახლოებით მშპ-ს 0.96%. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფოს ეკისრება ახალი ფინანსური ვალდებულება, კერძოდ, თაობათა სოლიდარობის სქემის თითოეული მონაწილის სასარგებლოდ სახელმწიფო საპენსიო ფონდში მონაწილის საპენსიო ანგარიშზე გადარიცხავს ორ (2) პროცენტს დასაქმებულის ხელფასის ან/და თვითდასაქმებულის სახელფასო შემოსავლის იმ მოცულობაზე, რომელიც ჯამურად არ აღემატება მონაწილის მიერ წლიური ხელფასის ან/და თვითდასაქმებულის შემოსავლის სახით მიღებულ ორმოცი ათას (40 000) ლარს, ხოლო ერთ (1) პროცენტს მონაწილის მიერ ხელფასის ან/და თვითდასაქმებულის სახელფასო შემოსავლის სახით მიღებულ თანხაზე ორმოცი ათასი (40 000) ლარიდან. პირველ წელს სახელმწიფოს მთლიანად დასაქმებულებისთვის 2% იანი შენატანის დასაფინანსებლად მოუწევს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება გამოიწვევს დამსაქმებლებისთვის და დასაქმებულებისთვის ხარჯების გაზრდას. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტი არ ადგენს ახალ გადასახადს. გადასახადი წარმოადგენს ბიუჯეტში სავალდებულო და უსასყიდლო შენატანს, რომელსაც გადამხდელი იხდის შემოსავლის მიღების, ქონების ფლობის ან/და საქონლის/მომსახურების რეალიზაციის გამო (საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადი არის ამ კოდექსის მიხედვით სავალდებულო, უპირობო ფულადი გადამხდელი, შენატანი გადახდის ბიუჯეტში, აუცილებელი, რომელსაც იხდის არაექვივალენტური და გადასახადის უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე). წარმოდგენილი კანონპროექტით დამსაქმებელს ეკისრება ვალდებულება დასაქმებულის სასარგებლოდ არა ბიუჯეტში, არამედ ბიუჯეტისგან დამოუკიდებელ სივრცეში - საპენსიო ფონდში გადარიცხოს დასაქმებულის დაუბეგრავი ხელფასის 2%. ამასთან, დამსაქმებლის შენატანს საპენსიო ფონდში ახასიათებს გადასახადის არაპირდაპირი ექვივალენტურობა, ე.ი. იმიტომ, რომ დამსაქმებელს შეაქვს დასაქმებულისათვის შენატანი, დასაქმებული შესაბამისი ასაკის მიღწევისას მიიღებს ექვივალენტურ პენსიას. ექვივალენტურობა არ არის გადასახადისთვის დამახასიათებელი ნიშანი და არსობრივად ეწინააღმდეგება კანონმდებლობით დადგენილი გადასახადის არაექვივალენტურობა. ცნებას, რომელსაც შესაბამისად, ახასიათებს დამსაქმებლის უსასყიდლობა შენატანი და მისი ექვივალენტურობიდან გამომდინარე ვერ იქნება გადასახადი. გარდა ამისა, დამსაქმებლის მიერ დასაქმებული პირის სახელზე შენატანის მიზნობრიობა მიანიშნებს აღნიშნული ფინანსური გასავალის ისეთ თვისებაზე, რომელიც გადასახადს არ ახასიათებს. გადასახადს "Non-Affektation“-ის პრინციპი ახასიათებს, რაც გულისხმობს გადასახადის მიზნობრიობის აკრძალვას, რადგან ბიუჯეტში თანხის განკარგვა ხელისუფლების კონკრეტული პრიორიტეტების დაგეგმვის უფლებამოსილებაა. აგრევთვე გადასახადებისათვის დამახასიათებელია ცვალებადობის (პროგრესულობისა ან/და რეგრესულობის) პრინციპი. ასეთი თვისება საპენსიო შენატანს არ გააჩნია. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, დასკვნის სახით უნდა აღინიშნოს, რომ კანონპროექტით დამსაქმებლისათვის დადგენილი საპენსიო შენატანი არ მიიჩნევა გადასახადად. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშოისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს და ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მოთხოვნებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ იცვლება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, ორგანიზაცია/დაწესებულება, არასახელმწიფო ექსპერტები, ან/და რომლებმაც საერთაშორისო მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში: კანონპროექტის მომზადების პროცესში მონაწილეობდნენ სხვადასხვა სფეროს ექსპერტები. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატები“. დ.გ) კანონპროექტის ავტორი: ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატები“. დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატები“.